Wednesday, July 29, 2009

ჯოზეფ კონრადი – წიგნები


I


"ამ მწერლის წიგნები არ წამიკითხავს, და თუ წამიკითხავს კიდეც, არაფერი მახსოვს".
ეს სიტყვები თურმე ქალაქის ერთ-ერთ მესვეურთაგანს უთქვამს საჯაროდ სასამართლოს დარბაზში, დაახლოებით ასიოდე წლის წინ. უბრალო მოკვდავთა ნათქვამთან შედარებით, ოფიციალურ პირთა სიტყვას გაცილებით მეტი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რადგან საყოველთაოდ მიჩნეულ ჭეშმარიტებას ჩვენს მმართველთაგან ვერავინ გამოთქვამს ისე ზუსტად, როგორც ქალაქთა მესვეურები, სწორედ ისინი გამოხატავენ ხოლმე ყველაზე მკაფიოდ მთლიანობაში საზოგადოებისათვის დამახასიათებელ სულისკვეთებას, არსსა და ნორმებს. თუმცა, სამართლიანობისა და ჩვენი ამჟამინდელი კეთილი ურთიერთობის კარნახით, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავსი განზოგადოება ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ვრცელდება: თუკი იქაური გაზეთების ოდინდელი და უძლური გააფთრების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამერიკაში ქალაქის მესვეურთა უმრავლესობა გაიძვერათა სრულიად განსაკუთრებულ, აბსოლუტურად ხელშეუვალ და მოუწყვლად ტიპს განეკუთვნება. მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის. ამჯერად მე მხოლოდ ხსენებული განცხადება მაინტერესებს, რომელშიც დიდი და მდიდარი საზოგადოების ტემპერამენტი და კეთილგონიერება აისახა და რომლის ავტორიც, როგორც ჩანს, ფრიად უშიშარი და საკუთარ თავში ჯრმად დაჯერებული მსაჯული გახლდათ.
გამოგიტყდებით, ძალიან მომწონს მისი ხასიათი, მისი აშკარა წინდახედულება. "ეს წიგნები არ წამიკითხავსო - ბრძანებს და იქვე ამატებს: - გინდაც წამეკითხოს, აღარაფერი მახსოვსო". მართლაც მომხიბლავი წინდახედულებაა. მომწონს სტილიც: სადა და ვაჟკაცური გულწრფელობით აღბეჭდილი. ეს განცხადება, პროზის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, იოლად იკითხება და იოლი სარწმუნოცაა. წიგნების უდიდეს უმრავლესობას საერთოდ არც კითხულობს არავინ..უფრო მეტი - დავიწყებას ეძლევა. ორატორული ხელოვნების კუთხით თუ შევხედავთ, განცხადება გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. გამიზნული ზემოქმედების მოსახდენად ადამიანის გონებაზე, რომელსაც გულმავიწყობის უამრავი ფორმა ემუქრება, ეს განცხადება, ამავე დროს, არც მრავალგვარი სხვადასხვა ფიქრის აღძვრის შედეგად დახვეწილი ემოციების უნარსაა მოკლებული - ნათქვამ სიტყვას ხომ მართლაც ზემოქმედების უდიდესი ძალა გააჩნია! თუმცა, განსაკუთრებულ აღტაცებას განცხადება თავისი ბუნებრიობით იწვევს, რამდენადაც არაფერია ესოდენ ბუნებრივი, როგორც თავად ფაქტი, რომ ქალაქის მამას აღარ ახსოვს, რა ეწერა იმ წიგნებში, რომლებიც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ალბათ, უდარდელი სიჭაბუკის ჟამს წაიკითხა.
არადა, ლაპარაკი რომანებზეა, ყოველ შემთხვევაში, ეს წიგნები ნამდვილად რომანებად იყო ჩაფიქრებული. ვინაიდან ჩემს მიერვე მოხმობილი მაგალითი კარგად მახსოვს, მსურს სიფრთხილე ამთავითვე გამოვიჩინო: მართალია, არაფრის მეშინია, მაგრამ მინდა შეძლებისდაგვარად თავიდან ავიცილო საყვედური და დაუყოვნებლივ ვაღიარებ - ეს წიგნები არც მე წამიკითხავს.
დიახ, არ წამიკითხავს, და იმ მთლიანობით, ან იქნებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შორისაც, ვინც ირწმუნება, ეს წიგნები წაკითხული გვაქვსო, ჯერ ერთიც არ შემხვედრია ისეთი, საკუთარი აზრის იმდენად ნათლად გამოთქმის უნარი ჰქონოდეს, გასაგებად რომ მოჰყვეს მათი შინაარსი. ვიმეორებ, ლაპარაკია წიგნებზე - კაცობრიობის განუყოფელ ნაწილზე, და რაკი ეს მართლაც ასეა, რაკი მათი რიცხვი უამრავია და მათი რაოდენობაც განუწყვეტლივ იზრდება, წიგნები უთუოდ იმსახურებენ ყურადღებას, აღტაცებას და თანაგრძნობას.
განსაკუთრებით თანაგრძნობას; ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ითქვა - ყველა წიგნს თავისი ბედი აქვსო. დიახ, ბედი, და ეს ბედი ძალიან ჰგავს კაცისას. წიგნებსაც ჩვენსავით ახასიათებს სირცხვილისა თუ დიდების, მკაცრი სამართლიანობისა თუ უაზრო დევნის, ცილისწამებისა თუ უგულებელყოფის, დაუმსახურებელი წარმატებით შეცბუნების ბოლომდე გაუაზრებელი განცდა. ადამიანის მიერ შექმნილ ყველა უსულო საგანს შორის, წიგნი ჩვენთვის ყველაზე ახლობელია, რადგან მასში მომწყვდეულია ჩვენი ფიქრები, ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი აღშფოთება, ჩვენი ილუზიები, სიმართლისადმი ჩვენი ერთგულება და შეცდომისაკენ ჩვენი მარადიული მიდრეკილება. მაგრამ, ყველაზე მეტად, წიგნები მაინც სიცოცხლესთან კავშირის სწრაფწარმავლობით გვგვანან. ხიდის აგება სამშენებლო ხელოვნების კანონთა შესაბამისად, უთუოდ უძველესი, საპატიო და სასარგებლო საქმეა. მაგრამ აი, წიგნი კი, თავისთავად ხიდივით, "მკვიდრად ნაგები", შეიძლება დაბადებისთანავე სასიკვდილოდ განწირული აღმოჩნდეს. რაც მთავარია, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტიად წიგნის შემქმნელის ხელოვნებაც არ არის საკმარისი. ადამიანის გონების მოუთმენლობით, შთაგონებითა და პატივმოყვარეობით შექმნილ, სხვათა შორის, მუზებისათვის განსაკუთრებულად საყვარელ წიგნებს, სხვებზე მეტად ემუქრება ადრეული სიკვდილის საფრთხე, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, წიგნები საკუთარი ნაკლის წყალობით ინარჩუნებენ ხოლმე დღეგრძელობას. ხშირად, ერთი შეხედვით თითქოსდა კარგ წიგნს, მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, საკუთარი სული არ გააჩნია. ცხადია, ამგვარ წიგნს არც სიკვდილი უწერია. ის მხოლოდ მტვრად თუ იქცევა. მაგრამ უკეთესთა შორის უკეთესნი, ისინი, რომელნიც სასიცოცხლო ძალას ადამიანთა თანაგრძნობასა და მახსოვრობაში პოულობენ, მაინც მარად ყოფნა-არყოფნის ბეწვის ხიდზე გადიან, რადგან კაცის მახსოვრობა ხანმოკლეა, ხოლო თანაგრძნობა - აუცილებლად უნდა დავუშვათ ამგვარი ვარაუდი - სულის უაღრესად ცვალებადი და უპრინციპო მდგომარეობა.
ისევე არ ღირს წიგნის უკვდავების საიდუმლოს ძიება ხელოვნების კანონებში, როგორც ადამიანის უკვდავებისა - ამა თუ იმ, სხვადასხვა წამლის ურთიერთზემოქმედებაში. ძალიან ხშირად წიგნი სრულებითაც არ კვდება იმიტომ, სიცოცხლის გაგრძელებას რომ აღარ იმსახურებს: უბრალოდ, ხელოვნების კანონები განსხვავებული, არამდგრადი და არასაიმედო ფაქტორების ერთობლიობაზეა დამოკიდებული, ვთქვათ - ადამიანის სიმპათიებსა და ცრურწმენებზე, სიყვარულსა და ზიზღზე, სიქველისა და ზომიერების გრძნობაზე, რწმენასა და თეორიაზე. თავისთავად მარადიული ეს ფაქტორები, განუწყვეტლივ იცვლიან სახეს და ხშირად, სულ რაღაც ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაშიც კი.

II


წიგნებიდან მუზების ყველაზე დიდი სიყვარულით რომანები სარგებლობენ და ჩვენს თანაგრძნობაზეც სწორედ ისინი აცხადებენ სერიოზულ პრეტენზიას. რომანისტის ხელოვნება არცთუ ისე რთულია. ამავე დროს, იგი მაინც ყველაზე მოუხელთებელია მხატვრული შემოქმედების სახეობათა შორის, ყველაზე მეტად განიცდის მისი მსახურებისა თუ ქომაგების უხილავი მერყეობისა და ათასგვარი ეჭვების გავლენას და შეუძლია უკვე წინასწარვე უამრავი უსიამოვნება მიაყენოს მხატვრის გონებასაც და სულსაც. საბოლოო ჯამში, სამყაროს შექმნა იოლი საქმე არ გახლავთ, ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ღვთაებრივი ნიჭით ცხებულნი წარმოადგენენ. სინამდვილეში, ნებისმიერი რომანისტი საკუთარი, დიდი თუ მცირე სამყაროს შექმნას უნდა ისახავდეს უპირველეს მიზნად, და ამ სამყაროსი თვითონ გულწრფელად უნდა სჯეროდეს. იგი მხოლოდ შემქმნელის წარმოსახვაში არსებობს და გინდაც ზოგჯერ შეგნებულად აცხადებდეს პრეტენზიას - დარჩეს ინდივიდუალური, ოდნავ იდუმალებით შეფერილი, ასე თუ ისე, მაინც მუდამ ნაცნობი უნდა იყოს მკითხველის გამოცდილებისათვის, ფიქრებისათვის და გრძნობებისათვის. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების არსს, სულერთია, გინდაც იგი ამ განსაზღვრებას დიდი გაჭირვებით ექვემდებარებოდეს, ცხოვრების სცენაზე გამეფებული სიმართლე უნდა შეადგენდეს, გნებავთ, თუნდაც ისეთი გულუბრყვილო თეატრალურობით გამოხატული, როგორც დიუმა-მამის რომანებშია. ჰენრი ჯეიმზის რომანებში შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანის ბუნების დახვეწილობის ჭეშმარიტი სიმართლე, ხოლო გახრწნილი სულის ადამიანთათვის დამახასიათებელი სიხარბის მკაცრი ტრაგიკომიკური სიმართლე ბალზაკის მიერ შექმნილ საზარელ სამყაროში ცოცხლობს. ბედნიერების მიღწევა კანონიერი თუ უკანონო გზებით, მორჩილებით თუ ჯანყით, პირობითობათა უნარიანი მანიპულირებით თუ მეცნიერული თეორიის განვითარებაში უკანასკნელი მიღწევების გამოყენებით - ერთადერთი თემაა, რისი გონივრული გაშუქების სრული უფლებაც აქვს მინიჭებული მიწიერი სამყაროს მრავალგვარ საფრთხეთა შორის მცხოვრები ადამიანური საზოგადოების წინსვლის მემატიანე-რომანისტს. ხოლო თავად ეს მიწიერი სამყარო, მიწა, რომელზეც ადამიანები დგანან, ეცემიან ანდა კვდებიან, ასევე მართლად აღწერის ჩარჩოებში უნდა იქნას მომწყვდეული. ყოველივე ზემოთქმულის ჰარმონიულ კონცეფციად გაერთიანება უდიდესი ამოცანაა, ხოლო ამგვარი საქმისათვის არა უმეცარი გულის იმპულსთა გავლენით, არამედ სერიოზული განზრახვით ხელის მოკიდების თვით მცდელობაც კი - საქებარი მისწრაფებაა, რადგანაც დიდი სიმამაცეა საჭირო ფრთხილად დააბიჯო იქ, სადაც ბრიყვი ფეხების ხმამაღალ ბრაგუნს ატეხდა. როგორც ერთმა ცნობილმა და აღიარებულმა ფრანგმა რომანისტმა შენიშნა, "ეს მეტისმეტად რთული ხელოვნებაა".
სრულიად ბუნებრივია, როცა რომანისტს აეჭვებს ამ ამოცანის ამოხსნის შესაძლებლობა. ამოცანა ხომ გაცილებით უფრო გრანდიოზული ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია.
და მაინც, ლიტერატურული ნაწარმოების შექმნას, ანუ მრავალთაგან ერთ-ერთ კანონიერ ფორმას ადამიანური ქმედებებისა, მხოლოდ იმ პირობით აქვს ფასი, თუკი ის ამ ქმედებათა სხვა, დანარჩენი უმნიშვნელოვანესი გამოხატვის ფორმების სრულად აღიარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მწერლები ზოგჯერ ივიწყებენ ხოლმე ამ პირობას, განსაკუთრებით სიჭაბუკეში, როცა უჩნდებათ პრეტენზია, საკუთარი საქმიანობა დააყენონ უყოყმანოდ იმ სხვა ყველაფერზე მაღლა, რაც ადამიანის გონებისთვისაა დამახასიათებელი. ბევრ ლექსს, ისევე როგორც პროზას, შესწევს უნარი ღვთაებრივი ბრწყინვალებით იკაშკაშოს, მაგრამ ყველა ადამიანური მისწრაფების ჯამში, მათ შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეთ. არ არსებობს დოქტრინა, რომელიც სხვებთან შედარებით ერთი რომელიმე ქმნილების არსებობას მეტად ამაღლებდეს. სხვა ყველაფერიც დატოვებს, უკეთეს შემთხვევაში, ან მხოლოდ სუსტ კვალს, ანდა დავიწყებისთვის გაიწირება. გონებრივი შრომის დანარჩენ წარმომადგენლებთან შედარებით, რომანისტს მხოლოდ ერთი უპირატესობა გააჩნია - თავისუფლების პრივილეგია, ანუ ფიქრებისა და ყველაზე სანუკვარი ოცნების გამოხატვის თავისუფლება - და ამ პრივილეგიის გააზრებამ უნდა შეუწყოს სწორედ ხელი მისი მძიმე, მონური შრომის შემსუბუქებას.



III


რომანისტის ყველაზე ფასეული უნარი წარმოსახვის თავისუფლება უნდა იყოს. საკუთარი შთაგონების აღმაფრენის ჟამს რომანტიზმის, რეალიზმის და ნატურალიზმის ზოგიერთი კონცეფციის ჩახლართული დოგმის ამოხსნის ნებაყოფლობითი მცდელობა ღირს ადამიანურ შეუპოვრობად, რაც, აბსურდულობის გამოაშკარავების შემდეგ, ცდილობს გაამართლოს იგი დამსახურებულ წინამორბედთა ძველი და კეთილშობილი წარმომავლობით. მხოლოდ შეზღუდული უნარით აიხსნება, რომ მავანთ და მავანთ, საკუთარ ნიჭში დაეჭვებულებს, ვინც ცდილობს ამ ნიჭს ელვარება სკოლის ავტორიტეტულობის წყალობით შეასმინოს, არ გააჩნიათ ხოლმე დახვეწილი მეთოდი. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებიან, მაგალითად, ის წარჩინებული ქურუმები, რომელთაც სტენდალი ნატურალიზმის წინასწარმეტყველად გამოაცხადეს. ოღონდ, თავად სტენდალი ვერასოდეს შეურიგდებოდა საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას. სტენდალის ნიჭი - ჭეშმარიტად უდიდესი და ელვარე ნიჭია. მის სულს უთუოდ შეძრავდა განსაკუთრებული, სტენდალისებური ზიზღი და აღშფოთება, ვინაიდან სიმართლე ის გახლავთ, რომ ლიტერატურული ფორმულირების მიღმა ინტელექტუალური სიმხდალის მრავალრიცხოვანი სახესხვაობა იმალება. სტენდალი კი საკუთარ დროსთან შედარებით ნაადრევად გაბედული იყო. მან თავისი ორი ყველაზე დიდი რომანი - სამწუხაროდ, ძალიან ცოტას მიერ წაკითხული - უშიშარი შინაგანი თავისუფლების სულისკვეთებით დაწერა.
არ მინდა ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს მე მწერლისაგან მოვითხოვ ნიჰილიზმის თავისუფლებას მორალის თვალსაზრისით. მე მისგან მოვითხოვ რწმენის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას, რომელთაგანაც უპირველეს ადგილზე უნდა იდგეს ურყევი იმედი, იმედი კი, უეჭველია, გულისხმობს როგორც აქტიური ქმედებისადმი ერთგულებას, ასევე მასზე უარის თქმით უნარსაც. ესაა ღვთით მოვლენილი რწმენა მაგიური ძალისა და შთაგონებისა, რომელნიც, თავის მხრივ, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის განუყოფელ ნაწილებს შეადგენენ. ჩვენ დავიწყება გვჩვევია, რომ თვალსაჩინო ოსტატობა მაღალ ინტელექტუალურობასაც გულისხმობს და არა მარტო ემოციონალურ ზემოქმედებას. აშკარა პესიმიზმის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ თავდაჯერება შეიძლება იყოს უიმედოდ უნაყოფო. გამორიცხული არ არის მოგვეჩვენოს, რომ სხვადასხვა დროში სხვადასხვა ადამიანთა მიერ შენიშნული ფაქტი - სამყაროში ძალიან ბევრი ბოროტება არსებობსო, - ზოგიერთი თანამედროვე მწერლის სიამაყისა და ზებუნებრივი სიხარულის წყაროდ იქცა. როცა ცდილობ სერიოზულად ეზიარო მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოების შექმნის ხელოვნებას, ამგვარად აზროვნება არ არის მართებული, რამდენადაც ავტორს - ღმერთმა უწყის რატომ - უჩნდება საკუთარი უპირატესობის ამაღლებული განცდა, ხოლო ამ განცდათა და გრძნობათა აყოლა კი, რაც შემოქმედს მუშაობის კულმინაციურ მომენტებში იპყრობს ხოლმე, უაღრესად სახიფათო საქმეა.
იმედისმომცემი მხატვარი აუცილებლად ის მხატვარი როდია, ვისაც მიაჩნია სამყარო მშვენიერიაო. სავსებით საკმარისია სჯეროდეს, რომ არსებობს სამყაროს გამშვენიერების შესაძლებლობა. ხოლო თუკი წარმოსახვა გაგიტაცებს და ადამიანთა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ზნეობრიობის სხვა ასპექტებზე ზემოთ აგიტყუებს, მაშინ რომანისტმაც, ვინც თავს დანარჩენ ადამიანებზე მაღლა აყენებს, შეიძლება სულ იოლად უგულებელყოს საკუთარი მოწოდების უპირველესი პირობა. სიტყვის ხელოვნების ფლობა ჯერ კიდევ ყველაფერს როდი ნიშნავს. კაცი, რომელსაც ხელში თოფი უჭირავს, მონადირე ან მეომარი არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ შეიარაღებულია; მონადირე ან მეომარი რომ გახდეს, ხასიათისა და ტემპერამენტის კიდევ მრავალი თვისებაცაა აუცილებელი. იმ კაცისაგან, ვინც ფრაზათა არსენალს ფლობს და ამ ასი ათასობით ფრაზიდან კი მხოლოდ ერთი შეიძლება მოხვდეს დიდი მანძილით დაშორებულსა და მარად მოძრავ ხელოვნების სამიზნს, მე შემიძლია ისიც მოვითხოვო, ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისას უყოყმანოდ დაუშვას და აღიაროს ზოგიერთი ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელი ჩრდილოვანი მხარის არსებობა. მე არამც და არამც არ მოვითხოვ მწერლისაგან შეუწყნარებლობას ადამიანურ პატარ-პატარა მარცხთა მიმართ და არც დამცინავ დამოკიდებულებას შეცდომებისადმი.
არ მოვითხოვ, დიდ მადლიერებას ელოდეს კაცობრიობის მხრიდან, რომლის ბედსაც, ცალკეული ადამიანების ბედის მაგალითზე, მწერალი კომიკურად თუ შიშის მომგვრელად ასახავს. ვისურვებდი, ადამიანის შეცნობისას, ეპატიებინა მისთვის ბევრი შეხედულება და ცრურწმენა, რაც არაკეთილგანწყობის გამოხატულებას კი არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აღზრდის, სოციალური მდგომარეობისა და პროფესიის შედეგია. ჭეშმარიტ მხატვარს მაინცდამაინც არ უნდა აფიქრებდეს მისი შრომის აღიარება და მისი გენიით აღტაცება, რადგან ამ შრომის შეფასება იოლი არ არის, ხოლო გენია არაფერს ნიშნავს საქმეში ჩაუხედავთათვის, იმათთვის, ვინც მაშინაც კი, როცა მემკვიდრეობით წინაპართა სიბრძნე ერგება, ბევრ რამეში მაინც პრიმიტიული და ბანალური რჩება. ასევე ვისურვებდი, მისი თანაგრძნობა გაძლიერდეს მშვიდი და მუდმივი დაკვირვების ჟამს, მაშინ, როცა ის საკუთარი გონების ძალასაც სრულყოფს. ჩვენი ხელოვნების სრულყოფის შესაძლებლობა მხოლოდ თავად სიცოცხლის სიმართლეშია საძიებელი და არა აბსურდულ, ვითომდა ტექნიკური ოსტატობისა თუ სხვადასხვაგვარი კონცეფციების ამხსნელ ფორმულებში. ვაცალოთ წარმოსახვის ძალას, განმტკიცდეს თავად ცხოვრების ორომტრიალში, რომელსაც აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ და პატივს ვცემდეთ, და ნუ გავამტკიცებთ შთაგონების გრძნობას - ამ მზამზარეულ სრულყოფილებას, რის შესახებაც შემოქმედს წარმოდგენაც არა აქვს, და მაშინ აღარც მე გამოვთქვამ უკმაყოფილებას იმ ამაყი ილუზიის გამო, რაც დროდადრო მწერალს ეუფლება: თითქოსდა მისი შრომა მნიშვნელობით მისივე ოცნების სიდიადეს უტოლდება. თუ არადა, სხვამ აბა რამ უნდა შეუქმნას მას ნათელი წარმოდგენა და რამ შეასმინოს იმის ძალა, გულთან მიიტანოს თავისი თანამოქალაქეების სიქველენი, პირდაპირობა და გამჭრიახობა, უბრალო ჭმევრმეტყველებით განცხადებული ქალაქის მამის მიერ: "ამ მწერლის წიგნები არ წამიკითხავს, და თუ წამიკითხავს კიდეც. არაფერი მახსოვსო..."

ინგლისურიდან თარგმნა ზეზვა ჭანტურიამ

© “წიგნები – 24 საათი”

ფი­ლიპ სო­ლერ­სი – "იყ­ა­ვით რე­ა­ლის­ტე­ბი - მო­ითხო­ვეთ შე­უძ­ლე­ბე­ლი"


ფი­ლიპ სო­ლერ­სი
"იყ­ა­ვით რე­ა­ლის­ტე­ბი - მო­ითხო­ვეთ შე­უძ­ლე­ბე­ლი"


ეს, ალ­ბათ, 68 წლის მა­ი­სის ყვე­ლა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლო­ზუნ­გია - იგი ამ ამ­ბო­ხის მთელ სიღ­რ­მეს მო­ი­ცავს, მთელ მის სი­უ­რე­ა­ლის­ტურ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას. იგი, ალ­ბათ, ნე­ბის­მი­ერ ეპ­ო­ქას მო­ერ­გე­ბო­და - დრო მას ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს. ლა­მის ვოლ­ტე­რი­სე­უ­ლი ირ­ო­ნი­ით იგი ე.წ. "ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბის" სი­ყალ­ბეს ამ­ხელს, რომ თით­ქოს "ყვე­ლა­ფე­რი უკ­ე­თე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­დეს ამ მად­ლი­ან სამ­ყა­რო­ში" და მარ­თ­ლაც, ჯო­გუ­რი ოპ­ტი­მიზ­მი ყო­ველ­თ­ვის საქ­მოს­ნე­ბი­სა და ფა­რი­სევ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი იყო.
ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იწ­ვ­რ­თ­ნენ და უკ­ვე ძალ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად სა­უბ­რო­ბენ იმ­ის შე­სა­ხებ, რომ საქ­მე არც ისე ცუ­და­დაა; ორი ბო­რო­ტე­ბი­დან ყო­ველ­თ­ვის უმ­ცი­რესს ირ­ჩე­ვენ და ჩაგ­ვა­გო­ნე­ბენ, რომ არ უნ­და გავ­ც­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებს... და მარ­თ­ლაც, აბა რა მო­ნე­ბის საქ­მეა აღშ­ფო­თე­ბა! რე­ა­ლო­ბას ახ­ლა მხო­ლოდ პო­ლი­ტე­კო­ნო­მია და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ლო­გი­კა გა­ნა­პი­რო­ბებს. სი­ღა­ტა­კე? ვაი რომ, ეს ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა უკ­ვე ქრო­ნი­კუ­ლი გახ­და, მაგ­რამ ად­რე თუ გვი­ან, მას ბო­ლო მო­ე­ღე­ბა, პი­რო­ბას გაძ­ლევთ. სიკ­ვ­დი­ლი? დი­დი ამ­ბა­ვი, ყვე­ლა­ნი სიკ­ვ­დი­ლის შვი­ლე­ბი ვართ. მო­უთ­მენ­ლო­ბა? ამ­ის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო დო­ნე უნ­და ავ­ა­მაღ­ლოთ. მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბი? ის­ი­ნი ხომ უბ­რა­ლოდ, ის­ტო­რი­ის გულ­და­საწყ­ვე­ტი შეც­დო­მე­ბია, და­უ­დევ­რო­ბა, ერ­თი სიტყ­ვით, წვრილ­მა­ნე­ბი. ნუ მო­ითხოვთ შე­უძ­ლე­ბელს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შ­ვი­დე, უბ­რა­ლოდ, ბედს შე­უ­რიგ­დით, ბო­ლოს და ბო­ლოს. თქვე­ნი ხვედ­რი - წარ­სუ­ლის ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­ა­პია. პუ­რი ხვალ, სა­ნა­ხა­ო­ბა - დღეს. სურ­ვი­ლი თა­ვის­თა­ვად უმ­იზ­ნოა, ამ­ი­ტომ უკ­ე­თე­სია, აუც­ი­ლე­ბელ­ზე იფ­იქ­როთ.
რო­გორც ჩანს, დი­დი ხა­ნია უკ­ვე გა­ვი­და დრო კად­ნი­ე­რი აფ­ო­რიზ­მი­სა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ფრან­გის­თ­ვის არ­ა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი". ნუ­თუ არ გვეს­მის, სა­დამ­დე შე­უძ­ლია მიგ­ვიყ­ვა­ნოს ამგ­ვარ­მა ბა­ქი­ა­ო­ბამ... თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­ჭარ­ბეს მხო­ლოდ ქა­ო­სამ­დე მივ­ყა­ვართ; თა­ვის შე­კა­ვე­ბა უნ­და შეგ­ვეძ­ლოს - სამ­წუ­ხა­როდ, ას­ე­თია რე­ა­ლო­ბა. მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთ­მა დიდ­მა ფრან­გ­მა მწე­რალ­მა თა­ვის წიგნს "შე­უძ­ლებ­ლო­ბა" უწ­ო­და; კარ­გი იქ­ნე­ბო­და, გა­დაგ­ვე­კითხა ეს წიგ­ნი. ამ ად­ა­მი­ან­მა ხომ ერთხელ თქვა: "შე­საძ­ლე­ბე­ლი იმ­ათ და­უ­ტო­ვე, ვი­საც იგი სი­ა­მოვ­ნებს და კმა­ყო­ფი­ლე­ბას ან­ი­ჭებს". ეს ფრან­გი ჟორჟ ბა­ტაი იყო. ალ­ბათ მას, უბ­რა­ლოდ, სურ­და ეთქ­ვა, რომ ჭეშ­მა­რი­ტი რე­ა­ლო­ბა, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი - შე­უძ­ლე­ბე­ლის სფე­როს ეკ­უთ­ვ­ნის, წარ­მო­სახ­ვა კი შეზ­ღუ­დუ­ლია ჩვენს სტან­დარ­ტულ ჩარ­ჩო­ებ­ში. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, კი­დევ არ­ი­ან ად­ა­მი­ა­ნე­ბი (და მეც, მათ შო­რის), რო­მელ­თაც სწო­რედ ეს რე­ა­ლო­ბა აკ­ლი­ათ. მხო­ლოდ მას­შია პო­ე­ზი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

L’Express, 1998 წლის მა­ი­სი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2002-მარტი


გრემ სვიფტი, "დღის სინათლე"
The Light of Day
By Graham Swift
Hamish Hamilton, 256 გვ.


რომანის ეპიგრაფიდანვე მიხვდებით, რომ ამ წიგნის მკითხველს მტკიცე ნერვები სჭირდება: "სიყვარულსა და ომში ყველაფერი მიმზიდველია". თავად მწერალი კი ნებისყოფის სიმტკიცეს ნამდვილად არ უჩივის. ეს რომანი, საინტერესო სიუჟეტის გარდა, მწერლის - გრემ სვიფტის ერთგვარ პორტრეტსაც წარმოგვიდგენს, რადგანაც აქ ავტორის სიმტკიცესთან ერთად მისი ხასიათის სხვა თვისებებიც ეკვეთება.
ახალი რომანი "დღის სინათლე" მოგვითხრობს გამომძიებელზე, სახელად ჯორჯ ვებზე, რომელიც უიმბლდონში დასახლდება, ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს მისტერ ვები ყვავილებს ყიდულობს და საფლავზე მიდის. ცოტა ხნის შემდეგ კი იმ ქალს მოინახულებს ციხეში, რომელსაც მკვლელობა ედება ბრალად. რაშია საქმე? – მკითხველს პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე ცნობისმოყვარეობა იპყრობს. გამომძიებელი ერთი უიღბლო კაცია, ქორწინებამ არ გაუმართლა და აი, გაიცნო ქალი – მასწავლებელი და მთარგმნელი, რომელმაც ის კერძო დეტექტივად დაიქირავა. ამიერიდან, ვები სარა ნეშის აგენტია და მის ქმარს უთვალთვალებს. ნეშს აგენტის დაქირავების მიზეზი აქვს: მის ქმარს, პროფესიით ექიმს თავისი პაციენტი - ახალგაზრდა ხორვატი ქალი შეუყვარდება. თუმცა მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდება, კრისტინა უკვე შინ აპირებს დაბრუნებას და რომ არა სარას გადამეტებული ეჭვიანობა, ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა. მაგრამ სარა მანამდე არ მოეშვება თავის გამოძიებას, სანამ არ დარწმუნდება, ნამდვილად ავა თუ არა კრისტინა თვითმფრინავში. გამოძიების ამ ჯაჭვს მკვლელობამდე მივყავართ. ახლა, ორი წლის შემდეგ, ჯორჯ ვები ყვავილებს აწყობს უდროოდ დაღუპული ექიმის საფლავზე და სარას სანახავად მიდის. ფაქტობრივად, ისიც დაღუპული ადამიანია, რომელიც საკუთარი გამოძიების მსხვერპლი ხდება.
ეს ეპიზოდი ჰგავს გრემ გრინის რომანს "სიყვარულის დასასრული" (The End of the Affair); ორივე რომანის მთავარ გმირ ქალებს ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ. სვიფტის ნაწარმოებშიც იგრძნობა გრინის მელანქოლია, ელეგიურობა, გრინის რომანის მსგავსად, აქაც რეტროსპექტული თხრობაა, რომელსაც აწმყოსკენ მოვყავართ.
სვიფტი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას მომხდარ ტრაგედიაზე, რამდენადაც ადამიანის ფსიქოლოგიურ შრეებზე. ბევრ რამეს არც კი ეფინება ნათელი...
"დღის სინათლე" მკითხველისგან გონების დიდ დაძაბულობას მოითხოვს, ეს არის სიყვარულის სამკუთხედის ტრაგიკული ისტორია, ეს სამკუთხედი მხოლოდ მკვლელობის შემდეგ იხსნება, თანაც ამ მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ.
რომანის მთელი პათოსი ერთი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს: "ბევრს ნურაფერს ელოდები". და რომანის გმირები მაინც ელოდებიან რაღაცას და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან შორსაა, თუმცა Terra Incognita შესაძლოა ძალიან ახლოს, სადღაც აქ, კუთხეში იყოს.
სვიფტის 23 წლის წინ დაწერილ რომანში "ტკბილეულობის მაღაზიის მეპატრონე" (The Sweet Shop Owner) ვკითხულობთ: "ადამიანის ცხოვრება რუკასავით არის გადაშლილი". ახალი რომანიც ადამიანის ფსიქოლოგიურ რუკას წარმოგვიდგენს. გმირების შინაგანი მდგომარეობის წვდომა სენტიმენტალურ განწყობას გვიქმნის და სოფისტური მსჯელობის გუნებაზეც გვაყენებს: სიყვარული სრულყოფილია, რადგანაც მიუწვდომელია, და რეალურია, რადგან არარეალურია.
რომანს აქვს საოცრად დახვეწილი სტრუქტურა, აქ გათვლილია ყოველი დეტალი, ყოველი წინადადება, ყოველი წუთი, ყოველი საათი.
"დღის სინათლეში" პერიოდულად მეორდება ასეთი სცენა, ერთი ადამიანი მიდის მეორე სნეული ადამიანის სანახავად. ვაჟები მამას ეწვევიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს საავადმყოფო მათთვის უცხო ქვეყანასავითაა, ციხეში სტუმრობაც უცხო მხარეში ჩასვლას ემსგავსება. ადამიანები ილტვიან უცხო სამყაროსაკენ, რომანში მარტო კრისტინა არ არის ლტოლვილი, აქ ყველა გმირი ლტოლვილია, ზოგი ერთმანეთს გაურბის, ზოგიც საკუთარ თავს.
"ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და ერთმანეთს ვშორდებით, ჩვენ მივდივართ, მაგრამ არავითარი კანონი და წესი არ გვაქვს იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ," – ნათქვამია რომანში. ეს ნათქვამი ჭეშმარიტებაა სწორედ ამიტომ არის ტრაგედია.


იოზეფ როთი, "რა ვნახე – ამბები ბერლინიდან, 1920-1933"
What I Saw: Reports from Berlin, 1920-1933
By Joseph Roth,
Translated by Michael Hofmann
Norton, 2002

ამ წიგნის ანოტაცია ძალიან ლაკონურად, სულ რაღაც ორი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: ფაშიზმის დაბადება. მისი ავტორი იოზეფ როთი გერმანულენოვან ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი იყო.
როთი 1894 წელს დაიბადა ებრაულ ოჯახში გალიციაში, ჰაბსბურგის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ავსტრო-უნგრეთის არმიაში მსახურობდა და აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა. შემდგომში თავის სტატიაში წერდა კიდეც: მე წავაგე ბრძოლა, როგორც გენერალმა ლუდენდორფმა, მაგრამ, ლუდენდორფისგან განსხვავებით, ჩემთვის ჩინ-მედლები არავის მოუციაო". ჟურნალისტური საქმიანობა როთმა ვენაში დაიწყო, მემარცხენეთა გაზეთისთვის წერდა. 1920 წელს ის ბერლინში გადავიდა და ადგილობრივ გაზეთში - Berliner Boersen-Courier-ში მუშაობდა კორესპონდენტად. სამი წლის შემდეგ ფელეტონების წერა დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გაზეთში Frankfurter Zeitung-ში (ახლა Frankfurter Algemeiner Zeitung) დაიდო ბინა. ამ ფელეტონებს თავის სახელს ასეთნაირად აწერდა: rth. ამასთან ერთად, იოზეფ როთი წერდა ჩანახატებს, ამზადებდა სასამართლოდან რეპორტაჟებს და რეცენზიებს კინოზე, თეატრსა და ლიტერატურაზე. სწორედ ამ წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი Das Spinnennetz ("ობობას ქსელი"), რომელშიც მწერლის მემარჯვენე განწყობა იყო ასახული.
1925 წელს, როცა გენერალი ჰინდენბურგი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, მან გაღიზიანებულმა განაცხადა, რომ როთის რომანს არასოდეს წაიკითხავდა. როთმა ბერლინი მიატოვა და ისევ ფელეტონების წერას მიუბრუნდა, ამ პერიოდში მწერალს მთლიანად გაუქარწყლდა მემარცხენე ილუზიები. როცა 1933 წელს გერმანიის სათავეში ჰიტლერი მოვიდა, როთმა საერთოდ მიატოვა სამშობლო და პარიზში, ამსტერდამსა და ოსტენდში ცხოვრობდა. სასოწარკვეთილი იყო და ამ სასოწარკვეთილებაში მყოფი 1939 წლის მაისში გარდაიცვალა კიდეც.
აღნიშნულ კრებულში ჯოზეფ როთის ბერლინური მიმოხილვებია შეკრებილი. ეს სტატიები 1996 წელს შეკრიბა მაიკლ ბინერტმა და თარგმნა ჰოფმანმა. "რა ვნახე" მცირე ზომის სკეჩების კრებულია, ეს არ არის წმინდა დოკუმენტური წყარო, მაგრამ დოკუმენტურ მასალაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავია. როგორია როთის ბერლინი? – ქალაქი, რომელიც სირცხვილისა და ნოსტალგიის ჭაობში ჩაფლულა და თან მოდერნიზაციისაკენ მიისწრაფის. ეს არის ქალაქი, რომლის გზაც არსად არ მიდის, გარდა ბერლინისა.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თუ შეიძლება, რომ როთის ნაწერებს რამე ნაკლი გამოვუძებნოთ, ეს ხასიათის სწორხაზოვნებაა, როთის გმირები არ არსებობენ უნიფორმის გარეშე. სხვათა შორის, ეს სწორხაზოვნება – იგივე Einseitigkeit, როგორც გერმანულ ჟურნალისტიკასა და მწერლობაში მიღებულია, როთის დიდ ნიჭზე მეტყველებს. ქალაქის მცხოვრებთა პორტრეტები თვალის ერთი შევლებით არის დახატული.
იოზეფ როთის ახალი კრებული საინტერესო მასალაა ლიტერატურით, პოლიტიკით, მასმედიის მუშაობით, სამყაროში მიმდინარე კატაკლიზმებით, გერმანიის პოლიტიკური პროცესებითა და ფაშიზმის ფენომენით დაინტერესებული მკითხველისთვის.
1933 წლის 10 მარტს ფაშისტებმა ოპერნპოლატცში საჯაროდ დაწვეს წიგნები, მათ შორის "ობობას ქსელიც" იყო. "ჩვენ ვუმღეროდით გერმანიას, ნამდვილ გერმანიას, სწორედ ამიტომაც დაგვწვეს დღეს ჩვენ" – ასე გამოეხმაურა გულგატეხილი მწერალი ამ ფაქტს.


ნიკ ჰორნბი, "31 სიმღერა"
31 Songs
By Nick Hornby
Viking, 208 გვ.


წიგნმა, რომელიც თანამედროვე მუსიკაზე და შემსრულებლებზე იწერება, ორ გამოცდას მაინც უნდა გაუძლოს. პირველ რიგში, ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მკითხველს ეს სიმღერა შესაძლოა მოსმენილიც კი არ ჰქონდეს; ამასთან, წიგნმა მკითხველი თანამედროვე მუსიკალური პროცესებით მეტნაკლებად უნდა დააინტერესოს. დანარჩენი კი უკვე მწერლის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული. ლიტერატურულ ალღოსა და გემოვნებას კი ისეთ ცნობილ ბრიტანელ მწერალს, როგორიც ნიკ ჰორნბია, ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. ახალი კრებული, რომელშიც 31 თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციაა მიმოხილული, ზემოაღნიშნულ ფუნქციებს ნამდვილად ასრულებს. წიგნი უდავოდ დააინტერესებს მუსიკის, და არამარტო მუსიკის, მოყვარულებს. აქ შეხვდებით ძველი თაობის ვარსკვლავებს - ბრუს სპრინგტინს, ბობ დილანს, როდ სტიუარტს, სანტანას, "ლედ ზეპელინს", "ბითლზს", ვან მორისონსა და სხვებს, ახალი თაობის პოპულარულ შემსრულებლებს და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს.
ნიკ ჰორნბის ახალი წიგნი ესეების კრებულია: ეს არის წიგნი მუსიკაზე, - ამბობს ავტორი. თუმცა ამ ესეებს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მუსიკალურ რეცენზიებად არ განიხილავს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წიგნის მხატვრული ღირსებებს არაფერს აკლებს. ესაა ავტორისეული ინტერპრეტაციაა იმ 31 სიმღერისა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, შეცვალეს მწერლის ცხოვრება, ესაა წიგნი ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ნიკ ჰორნბის მსგავსად აზროვნებენ.
მუსიკის ავანტურა იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს იცი, სად მიგიყვანს იგი. როდ სტიუარტმა ჰორნბი ბობი ბლანდთან მიიყვანა, ბობი ბლანდის მუსიკამ ბიბი კინგი ამოატივტივა და ასე დაიბადა ესეების კრებულიც, რომელიც მუსიკალურ თემებთან ერთად მრავალ სხვადასხვა ასპექტსაც შეიცავს.
თანამედროვე შემსრულებელთა შეფასებისას ნიკ ჰორნბი არასოდეს გაურბის სიტყვას "სრულყოფილი" (perfect), ერთ-ერთი ასეთი perfect-ის ნიმუშია ყველსასათვის ცნობილი მომხიბლავი ნელი ფურტადო და მისი სიმღერა I am Like a Bird, ასე ხშირად რომ ტრიალებს MTV-ის ჰიტ-აღლუმში.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰორნბის ესეები მუსიკალური კრიტიკის სფეროს არ მიეკუთვნება, ხშირად ისინი უბრალოდ ავტორის ემოციებსა და გრძნობებს გადმოგვცემს. ამასთან, სიმღერები – მათი ტექსტი, მუსიკა, შესრულების სტილი გამოყენებულია ამა თუ იმ სოციალური მოვლენისა ან ცალკეული ადამიანის ფსიქოლოგიის ამოსახსნელად.
კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ წიგნის რეცენზიის დაწერა ძალიან რთულია. მიზეზი მარტივია – როგორც უკვე ვთქვით, ეს ხომ არც წმინდა წყლის მუსიკალური კრიტიკაა, არც მსჯელობა სოციალურ თემებზე და და არც სხვა რამ. კრებული მრავალი ასპექტის ნაზავს წარმოადგენს, ბოლოსდაბოლოს წიგნში ხომ ის 31 სიმღერაა შესული, რომლებმაც შეძრა ნიკ ჰორნბი. კრებული ბევრს გვეუბნება თვით მწერლის პიროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს მუსიკა ადამიანის სულზე...
წიგნში ხუმრობანარევ თერაპიულ რჩევებსაც შეხვდებით, რომლებიც თანამედროვე მსმენელთან ერთად დიჯეებსაც გამოადგებოდათ, მაგალითად ასეთს: "მოუსმინეთ ამ კომპოზიციას და გახდებით ისეთივე ბედნიერი, ბრძენი და მაგარი, როგორიც მე ვარ."
დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ კრებული ნიკ ჰორნბიმ მას შემდეგ დაწერა, რაც, თავისი ანგარიშით, 1500-ჯერ მოისმინა ბრუს სპრინგსტინის Thunder Road-ს, ხოლო ლეგენდარული "ბითლზი" უკვე იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი, რომ ვერც კი დაითვალა.
ნიკ ჰორნბი თავის დროზე მკითხველმა პოპულარული საფეხბურთო წიგნით შეიყვარა: But It’s About Arsenal.


კლინტონ ჰეილინი, "გრძნობთ სიჩუმეს? ვან მორისონი: ახალი ბიოგრაფია"
Can You Feel the Silence? Van Morrison: A New Biography
By Clinton Heylin
Penguin Viking, 505 გვ.


ვან მორისონის ახალი ბიოგრაფიით იმედგაცრუებას კრიტიკოსები ვერ მალავენ. ეს არ არის ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებაა, არც დოკუმენტურ წყაროდ გამოდგება და არც მხატვრული ღირებულება აქვს, - გამანადგურებელი ეპითეტებით უმალ შეამკეს ახალი წიგნი ლიტერატურული რეცენზიების ავტორებმა და იქვე დააზუსტეს: ეს არის სიტყვების თამაში, გრძელი, გაწელილი ამბავი, თანაც იუმორს მოკლებული; არადა, იუმორი პრინციპში აუცილებელი ატრიბუტია შოუ-ბიზნესის სამყაროს ცხოვრების აღწერისასო.
თავისი მკითხველი ამ წიგნს მაინც გამოუჩნდა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რამ განაპირობა მკითხველის ინტერესი – ავტორის ლიტერატურულმა ალღომ თუ თავად მორისონის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ: ვან მორისონი ხომ სწორედ ის მუსიკოსია, რომელიც როკ-ენ-როლის უცენზო სამყაროშიც კი გამოირჩეოდა მძიმე ხასიათითა და უცნაური ქცევით და როკ-ენ-როლის უსაზღვრო სტანდარტებშიც კი არ ჯდებოდა. თანამედროვეთა გადმოცემით, მისი მოქმედების პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვან მორისონის პიროვნება იდუმალებით მოცულიც იყო და ერთგვარად შემაძრწუნებელიც.
მაინც სამწუხაროა, - თავისას არ იშლიან კრიტიკოსები, - ეს ყველაფერი ბევრად უფრო კარგად შეიძლებოდა დაწერილიყო. არსებობს მდიდარი მასალა, მომღერლის ბიოგრაფიული დეტალები, ურთიერთობები და შეხლა-შემოხლა სხვა მუსიკოსებთან, ბოჰემური ცხოვრება. თანაც არიან ავტორები, რომლებიც უფრო მეტ დროს გაატარებდნენ არქივებსა და წიგნებში თავჩარგულნი, და ნაკლებ დროს დაუთმობდნენ ფუჭ ლაპარაკს. 505 გვერდის დაწერა ნამდვილად არ არის საჭირო იმისათვის, რომ თქვა ის, რაც დიდი ხანია ნათქვამია და რომც არ იყოს ნათქვამი, ისედაც ყველამ კარგად იცის: დიახ, ვან მორისონი ძალინ რთული ტიპი იყო, მაგრამ ძალიან კარგი მუსიკოსი. თუ მწერალი ასეთ სქელტანიან წიგნში მხოლოდ ამის თქმას შეძლებს და სხვას ვერაფერს იტყვის, ესე იგი, ავტორს ლიტერატურაში ბევრი არაფერი გაეგება.
ამ წიგნის გმირი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, ასეთივე წინააღმდეგობებითაა სავსე რომანიც, რომელიც მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. განსხვავება ისაა, რომ მძიმე ხასიათს ვან მორისონის შემოქმედებითი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია, წიგნში გაპარული უზუსტობები კი მწერლის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს...
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კრიტიკოსების შენიშვნები სხვა ავტორებსაც დაუჯდეთ ჭკუაში, და ვან მორისონის ცხოვრება კვლავაც მოექცეს ლიტერატურის ყურადღების ცენტრში, რადგან მწერალიც და მკითხველიც შემოქმედებაში ჭეშმარიტებას ეძიებს, ვან მორისონის თავზეხელაღებულ ცხოვრებაში კი იდო ერთი უდავო ჭეშმარიტება - მუსიკა.



იტალო კალვინო, "განდეგილი პარიზში"
Hermit in Paris
By Italo Calvino
Jonathan Cape, 276 გვ.


ცნობილ მწერალს - იტალო კალვინოს (1923-1985) ანტისემიტიზმში ბრალს ნამდვილად ვერ დასდებთ. თუმცა მკითხველთა და კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ასე არ ფიქრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მწერლის ახლად გამოცემულ წიგნში, რომლის სახელწოდებაა "განდეგილი პარიზში", დიდი ადგილი ეთმობა ებრაელების თემას. უნდა ითქვას, რომ კალვინო ძალზედ საინტერესოდ და ორიგინალურად წერს ებრაელების შესახებ და, რაც მთავარია, მისი მსჯელობა ყოველთვის თამამია და არც დაკვირვებებია ბანალური. ეს კალვინოს შემოქმედების დიდი ღირსებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს შიში - არ გაიმეოროს ის, რაც უკვე ნათქვამია, თავი არ შეაწყინოს მკითხველს.
"ნიუ იორკის ბეჭდვითი გამოცემების 75% ებრაელების ხელშია, თეატრალური სამყაროს 90% ებრაელები შეადგენენ, ნიუ იორკის წამყვან ინდუსტრიაში - ფეშენის ინდუსტრიაში ებრაელები ბატონობენ, ამერიკულ ბანკებსა და უნივერსიტეტებზეც ებრაელებს აქვთ მონოპოლია," – წერს კალვინო. სწორედ ამდაგვარი ციტატების გამო მიიჩნევენ კალვინოს მსჯელობას ანტისემიტურად, თუმცა მწერალი უბრალოდ სემიტური რასის ფენომენით არის დაინტერესებული და სხვა არაფერი. და თუ მის დაინტერესებას მაინცდამაინც ანტისემიტიზმის სახელით მოვნათლავთ, კალვინოს ანტისემიტიზმი სწორედ იმავე მიზეზით არის საყურადღებო, რითიც ელიოტის ანტისემიტიზმი.
იტალო კალვინოს "განდეგილიòპარიზში" ქალაქურ ცხოვრებაზე გვიამბობს. ნაწარმოების კითხვისას მკითხველს აუცილებლად გაახსენდება ერთი ეპიზოდი მისი რომანიდან "უხილავი ქალაქები": ყუბლაი ხანი მარკო პოლოს უბრძანებს, აღწეროს თავისი მოგზაურობა. და მარკო პოლოც იწყებს ერთიმეორის მიყოლებით ქალაქების ჩამოთვლას, ყოველი ახალი ქალაქის ნახვით მიღებული შთაბეჭდილება ძველზე უფრო მძაფრი და ფანტასტიკურია. მაგრამ უეცრად აღმოჩნდება, რომ მარკო პოლო, რომელიც სამშობლოს მოშორებული ენაწყლიანად გვიამბობს თავის ხანგრძლივ მოგზაურობაზე, უცხო ქვეყნის ქალაქებს კი არ აღწერს, არამედ თავის მშობლიურ ქალაქზე – ვენეციაზე გვიამბობს. "მშობლიური ქალაქის მიტოვება, – უხსნის მარკო მბრძანებელს, - ეს წარმოსახვაში მშობლიურ ქალაქთან დაბრუნებაა. რაც უფრო ბევრს ხედავ, მით უფრო შეიცნობ იმ მცირეს, რაც შენია, შენი საკუთრებაა."
პრინციპში მწერალი მარკო პოლოს ათქმევინებს იმას, რასაც თავად ფიქრობს. მშობლიურობის შეგრძნება იტალო კალვინოს ყოველთვის თან სდევდა და ეს განცდა, გნებავთ ინტუიტიური წვდომა თუ წარმოსახვა კარგად აისახა რომანში "განდეგილი პარიზში", რომელიც მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერების პატარა კოლექციას წარმოადგენს. აქ თავმოყრილია 19 სკეჩი და ესე. ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, როგორ გაიარა კალვინოს ბავშვობამ ჩრდილო იტალიაში, რა გავლენა მოახდინა მასზე ფაშიზმის წლებმა, როგორ უარყო კომუნისტური იდეალები და სხვა. "მეც სტალინისტი ვიყავი? – სვამს ერთგან შეკითხვას, რომელიც რელიგიური კონფესიის მსგავსად ჟღერს და იქვე უპასუხებს: ცოტათი ახლაც ვარ სტალინისტი".
წიგნის ძირითადი თემა მაინც "გლობალური კულტურისკენ ლტოლვაა". კალვინოს ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ორი მნიშვნელოვანი ქალაქი ექცევა: პარიზი და ნიუ იორკი. კალვინო ფაქტობრივად ორივე ქალაქის მოქალაქედ მიიჩნევს თავს.
წიგნის შესავალში, რომელიც კალვინოს ქვრივს ეკუთვნის, წერია: "როგორც ავტობიოგრაფიული დოკუმენტი, ჩემთვის ეს წიგნი ძალიან არსებითია. ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ყველაზე უფრო სტიქიური ხასიათისა და უშუალო ბიოგრაფია."
ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ნაშრომის არსებობა იტალიური ლიტერატურისთვის განასაკუთრებით მნიშვნელოვანია. იტალო კალვინო ხომ თავისი ხალხისთვის მხოლოდ მწერალი არ იყო. 1985 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ის გარდაიცვალა, იტალიელები მიხვდნენ, რომ მათ საუკეთესო მეგობარი დაკარგეს. უმბერტო ეკოს ნეკროლოგმა, რომელიც გაზეთ Corriere della Sera-ში გამოქვეყნდა, თითქმის დაჩრდილა თავზარდამცემი ინფორმაცია მექსიკაში მომხდარი დიდი მიწისძვრის შესახებ. ამავე გაზეთში ჯონ აპდაიკი წერდა: "მსოფლიო ლიტერატურას აღარა აქვს ყველაზე თავისუფალი სამოქალაქო ხმაო." მისი ქვრივის ცნობით, კალვინო, რომელიც 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, კიდევ 14 წიგნის დაწერას აპირებდა.



ნორმან მეილერი, "საშინელი ხელოვნება"
The Spooky Art
Some Thoughts on Writing
By Norman Mailer
New York: Random House, 330 გვ.


გენიოსი ნორმან მეილერი – ასე მოიხსენიებენ კრიტიკოსები ამ ახალი წიგნის ავტორს, რომლის სახელწოდებაა "საშინელი ხელოვნება" (The Spooky Art). მწერალი წერს იმაზე, თუ რას წერენ სხვები, იმაზე, თუ როგორ წერენ და იმაზეც, თუ საერთოდ როგორ და რატომ უნდა ვწეროთ. "საშინელი ხელოვნება" საკმაოდ თავშესაქცევი წასაკითხია, სერიოზულ დაკვირვებებთან ერთად ასეთ სახალისო რჩევებსაც ამოიკითხავთ. თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ. ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგაზეთო მიმოხილვებსა და რეცენზიებს და თვლის, რომ მათი გაცნობა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. არგუმენტი კი ასეთია: "მიმოხილვებს სისტემატურად ვკითხულობ, მათი იგნორირება აზრადაც არ გამივლია. არ წაიკითხო მიმოხილვა, ეს იგივეა, არ შეხედო შიშველ ქალს, რომელიც ღია ფანჯარაში დგას. დამეთანხმებით, სულ ერთია, ლამაზია ის თუ არა, ამ ქალისკენ მაინც გააპარებთ თვალს."
ნორმან მეილერი საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებს უშურველად გვიზიარებს. იმასაც ეუბნება მკითხველს, თუ როგორ გამოიმუშავა სამუშაო ჩვევები. ამას, როგორც ავტორი ამტკიცებს, დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: "უთხარით თქვენ თავს, რომ ხვალ, ამა და ამ საათზე, საწერ მაგიდას მიუჯდებით და დაწერთ, მერე კი უბრალოდ თქვენი ნათქვამი შეასრულეთ. ეს კანონი წლების განმავლობაში აღმოვაჩინე."
კრებულში მკითხველი შეხვდება ლიტერატურულ წერილებს ჰემინგუეიზე, ჰენრი მილერზე, ჰენრი ჯეიმსზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკისა თუ ფოლკნერზე. განსაკუთრებით საინტერესო და ორიგინალურია ესე ჰეკლბერი ფინზე – პერსონაჟზე, რომელსაც ლამის აღმერთებს წიგნის ავტორი. ისე, მარტო ამ ესეს გულისთვის ღირს აღნიშნული კრებულის წაკითხვა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ნორმან მეილერის ნაწერები ობიექტურობით გამოირჩევა, ეს ობიექტურობა მხოლოდ საკუთარი თავის შეფასებისას ირღვევა, ოღონდ მწერალი ამ შემთხვევაში სუბიექტურობისაკენ კი არ იხრება, არამედ პირიქით, ის ზედმეტად პრეტენზიულად უყურებს და აფასებს საკუთარ შემოქმედებას.
დიდი ადგილი ეთმობა წიგნში კინოს თემას. კინემატოგრაფზე საუბრისას წარმოდგენილია ავტორისეული დაკვირვებები და კინოს ფენომენის ამოხსნის მცდელობა: "ფილმის ერთ-ერთი საიდუმლო კინოვარსკვლავის ამოუხსნელ ფენომენში უნდა ვეძიოთ," – ამბობს ავტორი. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, კინოსექციაში ბევრი მოსაზრება მცდარია, ბევრს შეცდომაში შევყავართ, ბევრია განყენებული მსჯელობაც. მაგალითად განყენებული მსჯელობის დიდი ნაკადი გადაფარავს მკითხველს ესეს – "უკანასკნელი ტანგო პარიზში" კითხვისას. ეს სტატია სასიამოვნო საკითხავი კია, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია. სხვათა შორის, კრებულში მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმების ხოტბასაც შეხვდებით – ზოგი ჩანაწერი სარეკლამო სტატიასაც ემსგავსება.
შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ერთი-ორი ლაფსუსის გამო ნორმან მეილერის წიგნის კრიტიკა ნამდვილად არ იქნება მისაღები. მეილერი, ლიტერატურათმცოდნეების შეფასებით, ამერიკული საგანძურის ნაწილია და ამ ახალ კრებულში ის ამჯერადაც შეუდარებელია.

მოამზადა თამარ სუხიშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”

თამრიკო ლებანიძე: კითხვა გოიმობაა, ოღონდ - ელიტარული

მწერლების გარდა, "დიოგენე" კონკურსს ჟურნალისტებისთვისაც გამართავს
ნანა კობაიძე
დღეს გამომცემელ თამრიკო ლებანიძეს წარმოგიდგენთ, გამომცემლობა "დიოგენეს" პატრონესას (როგორც ვახუშტი კოტეტიშვილმა უწოდა). ვფიქრობ, ეს სახელი ლიტერატურის მოყვარულთათვის ნამდვილად არ არის უცხო, რადგან მის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა იმისა, რომ გემოვნებით არის შერჩეული, პრეზენტაციათა ორიგინალობითაც გამოირჩევა (მაგალითად ბორის ვიანის "დღეთა ქაფისა" და ვახუშტი კოტეტიშვილის "აღმოსავლურ-დასავლური დივანიც" კმარა, რომელიც იქ მყოფთ დიდხანს დაამახსოვრდებათ). თამრიკო ასეთივე საინტერესო მოსაუბრეა. მას გამომცემლობა "დიოგენეს" ახალ ოფისში შევხვდი და ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.
დავიწყოთ სულ თავიდან. ეს ნამდვილად არ ყოფილა "მაშინ, პეტერბურგში", ეს იყო 1995 წლის არეულ-დარეულ საქართველოში, როდესაც მეგობრებთან ერთად
თამრიკო ლებანიძემ პირველი წიგნი - კარლ გუსტავ იუნგის "სიზმრები" გამოსცა. იმ დროს საგამომცემლო საქმიანობა ახალი ხილი იყო და გამომცემლებს თავიანთი წიგნების, ასე ვთქვათ, დევნა უწევდათ. გამომცემელი იხსენებს, რომ დღეში რამდენჯერმე მიდიოდა სტამბაში და ბოლოს იქაურ ვირთხებსაც დაუმეგობრდა, თუმცა, ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაუვლია. იმ პერიოდის კვალობაზე საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოცემა გამოვიდა და კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. ასე "რბილად" (როგორც თავად ამბობს) გადავიდა პროფესიით ფსიქოლოგი თამრიკო ლებანიძე საგამომცემლო საქმიანობაში. თუმცა ძველ პროფესიას არ ღალატობს და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ფსიქოლოგიური ლიტერატურის გამოცემაზე ზრუნავს. მაგალითად, ერთ თვეში გამოვა იუნგის "სიზმრების" ხელახალი გამოცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იუნგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაშრომზე - "ფსიქოლოგია და ალქიმია," რომელსაც ქართველი მკითხველი წელიწადნახევარში იხილავს.
თამრიკოს გამომცემლობაზე არასოდეს უოცნებია (ანკი შეიძლება ვინმე ბავშობაში ოცნებობდეს, რომ ოდესმე გახდება გამომცემელი?), თუმცა, დღეს ამ საქმიანობის გარეშე საკუთარი არსებობა ვერ წარმოუდგენია. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ დღესდღეობით საგამომცემლო ბიზნესმა შედარებით "ამოიწია". განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურისადმი გაჩნდა ძველებური ინტერესი, აი ისეთი, ჩვენს ბავშვობაში რომ იყო, როდესაც კვირაში ერთხელ მაინც დედაჩემი წიგნებით დატვირთული მოდიოდა მაღაზია "ნაკადულიდან" (სხვათა შორის, ეს ადგილი დღესაც სასიამოვნო ასოციაციას იწვევს ჩემში). დღეს უკვე მე ვცდილობ ჩემს შვილს შეძლებისდაგვარად ხშირად მივუტანო ახალი წიგნები და როგორც თამრიკო ამბობს, ჩემნაირთა რიცხვმა იმატა. თუმცა, ალბათ, ეს მოვლენა კარგა ხანს ვერ გახდება ისეთი მასობრივი, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, რადგან წიგნი საკმაოდ ძვირფასიანი სიამოვნებაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს ყველა ვერ აძლევს. თუმცა, თამრიკო ლებანიძე აქაც გვთავაზობს გამოსავალს. მისი აზრით, აუცილებელია ამოქმედდეს დღეისათვის მივიწყებული საბიბლიოთეკო ქსელი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო - არამედ თანამედროვე, კომპიუტერიზებული, სადაც ბავშვებს უამრავი "სატყუარათი" მიიზიდავენ. ვერ გეტყვით, დადგება თუ არა ეს საკითხი ოდესმე ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტთა შორის, რადგან დღესდღეობით არათუ ბიბლიოთეკების განახლებაზეა საუბარი, რაც არის, ისინიც იხურება. როგორც ჩანს, ამ პრობლემას ისევ მეცენატებმა უნდა მიხედონ. ეს გადაუდებელი საკითხია, რადგან ქართველი მოზარდები კითხვას უკვე თაკილობენ. ამას წინათ ერთ-ერთ საბავშვო ტელეგადაცემაში მოვისმინე პატარა ქართველის პოზიცია, რომელიც ამბობდა, დღეს ახალგაზრდები აღარ ვკითხულობთ, რადგან ეს გოიმობააო. ამ მოსაზრებას თამრიკო ლებანიძეც იზიარებს, ოღონდ მცირე ინტერპრეტაციით - "კითხვა გოიმობაა, ოღონდ ელიტარული გოიმობაო".
მისთვის წარმოუდგენელია, რამ შეიძლება შეცვალოს ის სიამოვნება, რასაც წიგნთან ურთიერთობა გვანიჭებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ვითარება მთელს მსოფლიოში უარესობისკენ შეიცვალა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები თავისას შვრება. ჩვენი სტუმარი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ადამიანების ვიზუალური ველი ძალზე დანაგვიანებულია, რაც მათი პიროვნული თავისუფლების ხარისხს აქვეითებს. გარდა ამისა, თითქმის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა საკმაოდ არასასიამოვნო ტენდენცია - ანუ ერთჯერადი, ვაგზლის ლიტერატურის მომძლავრება. რამდენიმე ხნის წინათ თამრიკო გაეცნო ირანელი მწერალი ქალის, გოლი თარაყის ინტერვიუს, პარალელურად წაუკითხავს მიმოხილვითი სტატია თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შესახებ და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც აღმოაჩინა, რომ ირანში, იტალიასა და საქართველოში მსგავსი პროცესები ხდება. ერთჯერადობის ცნება, რაც XX საუკუნემ მოიტანა, ძალზე მძიმედ დაეტყო ლიტერატურას - კერძოდ კი ის, რომ ქრება მაღალი საზომის ცნება - და არა მხოლოდ ლიტერატურაში. თუმცა, თამრიკო ამას ვერ ურიგდება. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება დასწიოს ქვევით თამასა და მიეძალოს "ჰამბურგერულ" ლიტერატურას, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კარგი ავტორი. იგი ცდილობს, მისმა გამოცემლობამ კარგი წიგნები გამოსცეს, რათა მკითხველი ჭეშმარიტ ღირებულებებთან დააბრუნოს.
რადგან საბავშვო ლიტერატურას შევეხეთ, გაუწყებთ, რომ მალე გამოვა ასტრიდ ლიდგრენის "ძირითადი" ნაწარმოებების ხელახალი გამოცემა - 4 წიგნი: "სახურავის ბინადარი კარლსონი," "პეპი გრძელი წინდა," "ჩვენ სალტკროკელები ვართ" და "ძმები ლომგულები" (ეს ყველაფერი ორიგინალის ილუსტრაციებით). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ახლა ითარგმნება შვედურიდან და პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ეს არის ძალზე საინტერესო წიგნი, რომელსაც, თურმე, მაშინ უკითხავენ ბავშვებს, როდესაც ისინი პირველად აღნოაჩენენ სიკვდილის ცნებას. გარდა ამისა, "დიოგენე" აქტიურად ზრუნავს ახალი სახელების წარმოსაჩენად ქართულ ლიტერატურაში. თამრიკო ლებანიძე მიიჩნევს, რომ ქართული ლიტერატურა არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე აღიარებული ავტორით, ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც დამკვიდრების უფლება აქვს ყველა ახალ სახელს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი ობიექტური შემფასებელია. ამ თვალსაზრისით გამომცემელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიტერატურულ კონკურსებს. შარშან "დიოგენეს" მიერ ორგანიზებულ "პენ-მარათონზე", მისი აზრით, რამდენიმე საინტერესო სახელი წარმოჩინდა. ერთ-ერთი მათგანია გელა ჩქვანავა, რომლის წიგნის პრეზენტაციაც გაზფხულზე, "პენ-მარათონ-2003"-ზე იგეგმება. სხვათა შორის, თამრიკო ლებანიძე კონკურსების ფორმას მიესალმება და სხვა გამომცემლებსაც ურჩევს, აქტიურად გამოიყენონ იგი რეკლამისთვის. თავად კი, გარდა "პენ-მარათონისა," კიდევ ერთ ლიტერატურულ კონკურსს გვპირდება - რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის. თამრიკოს აზრით, საზოგადოება ძირითადად იმ ჟურნალისტებს იცნობს, რომელნიც პოლიტიკას აშუქებენ, კულტურა ნაკლებ პრიორიტეტულია. დროა, ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს, ამიტომ სულ მალე "დიოგენეს" პატრონესა გვიწვევს კონკურსზე, რომელიც მეტად საინტერესო ფორმატით გაიმართება. ეს იქნება მედია-წვეულება, სადაც მოეწყობა ვიქტორინა, ფურშეტი, გათამაშდება პრიზები, და ამ ყველაფერს საკმაოდ მხიარული სახე ექნება. თქვენი არ ვიცი, მე კი ამ წამოწყებამ ძალზე გამახარა. კარგი იქნება, თუ თამრიკოს სხვებიც აჰყვებიან. მანამდე კი ისევ "დიოგენეს" და მის პრიორიტეტებს დავუბრუნდეთ. თამრიკო ლებანიძისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტად რჩება თარგმანები. "თარგმანის ხელოვნება ცალკე პრობლემაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ ამ სფეროს, თუმცა, უმჯობესია, ენასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილებოდეს" - მიიჩნევს იგი, თუმცა სახელმწიფოს იმედად მაინც არ რჩება და მაღალხარისხოვანი თარგმანების გამოცემაზე თავად ზრუნავს. უახლოეს მომავალში რამდენიმე საინტერესო თარგმანი გველის. კერძოდ, ისეთივე ფორმატით, როგორც ედგარ ალან პო, გამოვა ემილი დიკინსონი. ანუ წიგნი ორენოვანი იქნება, ავტორის ბიოგრაფიითა და კომენტარებით. მსგავსი გამოცემები, რომელიც არა მხოლოდ საკითხავია, არამედ შემეცნებით-სასწავლო ფუნქციასაც ასრულებს, ძალზე მნიშვნელოვანია.
ერთი სიტყვით, თამრიკო ლებანიძე უქმად ნამდვილად არ ცდება. თუმცა, ძალიან აწუხებს ის, რომ მისი "ახალი" კოლეგა-გამომცემლები "ძველი" კოლეგა-ფსიქოთერაპევტებისგან განსხვავებით, ერთად არ იკრიბებიან და პრობლემების გაზიარების მეთოდით არ თავისუფლდებიან იმ "ჭუჭყისგან," რაც თანაბრად ახლავს როგორც ფსიქოთერაპევტის, ასევე გამომცემლის საქმიანობას. "როგორც ჩანს, კონკურენცია უკვე საკმაოდ მძიმეა" - ასე ხსნის თამრიკო ამ საკითხს და ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი გამომცემლები მაინც ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას - ამის დასტურია "დიოგენესა" და მაღაზია "პარნასის" ერთობლივი აქცია, რომელსაც თამრიკო "პიკს" უწოდებს. "ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა – იმ დღეს ქალაქში დამყარდა რეკორდი და ვფიქრობ, ეს ერთხანს არ განმეორდება. არ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ზეიმი ყოველდღე გვქონდეს, მთავარია, პერიოდულობა შევინარჩუნოთ და ტემპი, რომელიც ქართულმა წიგნმა "აკრიფა", იყოს მზარდი" - გვითხრა თამრიკომ.
P.S. და ბოლოს, რამდენიმე თვის წინათ მან მითხრა, რომ ოცნებობს საკუთარ საგამომცემლო სახლზე, თუმცა ამისთვის მხოლოდ 2 მილიონი დოლარი სჭირდება. დავინტერესდი, რა შეიცვალა მას შემდეგ. "არაფერი - მითხრა თამრიკომ, ოღონდ ახლა 4 მილიონი მჭირდება". რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის!

© “წიგნები – 24 საათი”

Wednesday, July 22, 2009

მო­რის კლა­ვე­ლი - ნუ ეძ­ებთ არ­ამ­ზა­დებს ქუ­ჩებ­ში




ეს რე­ვო­ლუ­ცია სუ­ლის რე­ვო­ლუ­ციაა, აი, რას უნ­და გავ­ყ­ვი­რო­დეთ მთე­ლი ძა­ლით, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, ყვე­ლა კუთხე­ში. გო­ნე­ბა შურს იძ­ი­ებს ძვე­ლი წყე­ნე­ბის გა­მო. უკ­ვე დად­გა დრო. ეს ჩვე­ნი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი იმ­ე­დია, იგი ახ­ალ­გაზ­რ­და სტუ­დენ­ტებ­სა და მუ­შებს უპყ­რი­ათ ხელთ. მათ არ სჭირ­დე­ბათ ზედ­მე­ტი ხუ­თი ათ­ა­სი ფრან­კი თვე­ში, მათ ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა სურთ. ას­ეთ ცვლი­ლე­ბა­თა რე­ცეპ­ტი უბ­რა­ლოა, რო­გორც გა­მოცხა­დე­ბა, რო­გორც მე­ხის და­ცე­მა. ეს უბ­რა­ლო­ე­ბა გა­დამ­დე­ბია და ჩვენს თვალ­წინ ვრცელ­დე­ბა. მი­სი არ უნ­და შეგ­ვე­შინ­დეს - იგი ჩვე­უ­ლი, წმი­და­თაწ­მი­და სას­წა­უ­ლი­ვი­თაა.
ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა უკ­ვე აღ­არ შე­იძ­ლე­ბა და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ამგ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პ­ლის გა­რე­შე უნ­და მოხ­დეს! დამ­ნა­შა­ვე­თა დიდ­ხანს ძებ­ნა არ მოგ­ვი­წევს, ეს არ­ამ­ზა­დე­ბი მა­ღალ­ჭე­რი­ან კა­ბი­ნე­ტებ­ში სხე­დან, აი, რა მინ­და შე­ვაგ­ნე­ბი­ნო ჩვენს წე­სი­ერ ბურ­ჟუ­ებს.
მარ­თ­ლაც, ორ­ი­დან ერ­თი: ყვე­ლა ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დათ­მო­ბა მუ­შე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ - რა­ზეც გუ­შინ ჩვე­ნი სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი მთავ­რო­ბა წა­ვი­და - ან ის­ე­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ან არა. თუ მთავ­რო­ბას ეს შე­ეძ­ლო, მა­შინ გა­მო­დის, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი იგი, უბ­რა­ლოდ, ექს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ას უწ­ევ­და და ძარ­ც­ვავ­და მუ­შებს, ით­ვი­სებ­და მა­თი შრო­მის ნა­ყოფს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთავ­რო­ბა ხალ­ხის მტე­რი გა­მო­დის. თუ­კი არ შე­ეძ­ლო დათ­მო­ბებ­ზე წას­ვ­ლა, ე.ი. ახ­ლა იგი მხო­ლოდ სა­კუ­თარ კრახს გა­ურ­ბის და უფს­კ­რუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს მთელ საფ­რან­გეთს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი საქ­მე გვაქვს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­თან.
რაც არ უნ­და მოხ­დეს - ყვე­ლა­ზე უარ­ე­სიც კი - მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ა­მარ­თ­ლე­ბენ; ამ­ა­ში ად­ვი­ლად დარ­წ­მუნ­დე­ბით, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ და­აკ­ვირ­დე, შე­ხე­დო ამ არ­ამ­ზა­დებს. დღე­ვან­დელ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბას არ­ა­ფე­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო ას­ეთ ად­ა­მი­ა­ნებ­თან.

Combat, 28 მა­ი­სი 1968

იმ­ა­ვე დღეს ჟან-ჟაკ პო­ვე­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ეს მი­მარ­თ­ვა პროკ­ლა­მა­ცი­ის სა­ხით და­ბეჭ­და და ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­ში გა­მო­აკ­რა.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ფრან­სუა ტრი­უ­ფო - კა­ნი, 1968 წლის მა­ი­სი


ჩემ­თ­ვის მა­შინ­დე­ლი სი­ნე­მა­თე­კის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი (1) მა­ი­სის მღელ­ვა­რე­ბა­თა თა­ვი­სე­ბურ პრო­ლოგს წარ­მო­ად­გენ­და... თუ­კი საგ­ნებს ცო­ტა­თი ცი­ნი­კუ­რად შევ­ხე­დავთ, კი­დევ ერთხელ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ თუ­კი არ­ა­ფე­რი გა­მოგ­ვ­დის კა­ბი­ნე­ტებ­სა და თათ­ბი­რებ­ზე, ქუ­ჩებ­ში უნ­და გა­მო­ვი­დეთ.
და­ვუბ­რუნ­დეთ 1968 წლის მა­ი­სის კანს...
მოვ­ლე­ნებს რა­დი­ო­თი ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს; ეს ხდე­ბო­და 17 მა­ი­სამ­დე, ამ დღეს კან­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სი­ნე­მა­თე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში უნ­და მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ორ­ლი­დან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი უკ­ვე აღ­არ დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, ასე რომ, მან­ქა­ნა ვი­ქი­რა­ვე და მთე­ლი საფ­რან­გე­თი ისე გა­დავ­ჭე­რი, ყუ­რი არ მო­მი­ცი­ლე­ბია რა­დი­ოს­თ­ვის. მახ­სოვს, ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ახ­ა­ლი ამ­ბე­ბი ახ­ალ-ახ­ალ გა­ფიც­ვებ­სა და ფაბ­რი­კე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა­ზე გვა­უწყებ­და. სი­მარ­თ­ლე ითქ­ვას, სწო­რედ იმ დღეს და­იწყო წარ­მო­ე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რას, 19-ში ქვეყ­ნის სრუ­ლი პა­რა­ლი­ჩით დამ­თავ­რ­და. რო­ცა სას­ტუმ­რო­ში მი­ვე­დი, გად­მომ­ცეს, რომ ჟაკ რი­ვე­ტი მე­ძებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კავს კი­დეც. იგი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე იყო, ვო­ჟი­რარ­ში, სა­დაც არ წა­ვე­დი. ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დი - ზუს­ტად არ მახ­სოვს, მას­თან დავ­რე­კე თუ რო­მე­ლი­მე მის მე­გო­ბარ­თან - და მეს­მის: "იცი რა, ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გა­ვა­ჩე­როთ კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი". უეც­რად ძალ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად მო­მეჩ­ვე­ნა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თით­ქოს თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო, რომ ას­ეც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო; გა­და­ვუ­რე­კე კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს და გა­ვაფ­რ­თხი­ლე ამ­ის შე­სა­ხებ. სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ხალ­ხი. შევ­ხ­ვ­დი ლუი მალს - იგი ჟი­უ­რის წევ­რი იყო - და მან თა­ვის მხრივ, სხვე­ბის აგ­ი­ტი­რე­ბა და­იწყო (მო­ნი­კა ვი­ტის, ტე­რენს იან­გის (2), რო­მან პო­ლან­ს­კის), მო­უ­წო­დებ­და, უარი ეთქ­ვათ ჟი­უ­რის წევ­რო­ბა­ზე. შემ­დეგ რე­ჟი­სო­რებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, ვცდი­ლობ­დით გაგ­ვე­გო, ვინ იყო მზად იმ­ის­თ­ვის, რომ თა­ვი­სი ფილ­მი მო­ეხ­ს­ნა კონ­კურ­სი­დან.
მე­ო­რე დღეს, თერ­თ­მე­ტი სა­ა­თის­თ­ვის, გო­და­რი მო­ვი­და; მზა­დე­ბის დრო აღ­არ იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­თა და კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბით გა­და­ჭე­დილ ჟან კოკ­ტოს დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და. მე გა­მო­ვე­დი და ტექ­ს­ტი წა­ვი­კითხე, სულ რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მი იყო, რომ ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის შე­ჩე­რე­ბას მო­ითხო­ვენ და მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ ამ სა­ერ­თო აქ­ცი­ას. ძი­რი­თა­დი აზ­რი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის. სა­ფეს­ტი­ვა­ლო კა­ნი, სა­ერ­თოდ ძალ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ად­გი­ლია, ყვე­ლა მხო­ლოდ კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კობს. არ­ა­ვინ უს­მენს ახ­ალ ამ­ბებს რა­დი­ო­თი, გა­ზე­თებ­საც იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ, მხო­ლოდ "კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ მაც­ნეს" კითხუ­ლო­ბენ. ხალ­ხი საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და მორ­ჩა. რა­ღაც გა­ფიც­ვე­ბი ამ ხალხს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და და წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, თუ რი­თი ცხოვ­რობ­და ამ დროს ქვე­ყა­ნა; აიღ­ეთ, მა­გა­ლი­თად, 1958 წლის 13 მა­ი­სი (3); ფეს­ტი­ვა­ლი გრძელ­დე­ბო­და, თით­ქოს არ­ა­ფე­რი მომ­ხ­და­რი­ყოს. უნ­და ითქ­ვას, ჩვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ ყვე­ლა გა­ნაც­ვიფ­რა, ამგ­ვა­რი რამ არ­ა­ვის მო­უ­ვი­დო­და თავ­ში. მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, პრო­ტეს­ტი არ­ა­ვის გა­მო­უთ­ქ­ვამს. ვცდი­ლობ­დი ამ­ეხ­ს­ნა ხალ­ხის­თ­ვის, რომ ფეს­ტი­ვა­ლი მა­ინც და­ი­ხუ­რე­ბო­და, იმ­ი­ტომ, რომ რე­ჟი­სო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უკ­ვე მო­ეხ­ს­ნა თა­ვი­სი ფილ­მე­ბი ჩვე­ნე­ბი­დან (ასე მო­იქ­ც­ნენ რე­ნე, ლე­ლუ­ში და კურ­ნო (4)), ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ტო­ვებ­დ­ნენ ფეს­ტი­ვალს, უარს ამ­ბობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე. გო­დარ­მა, - რო­მე­ლიც პირ­და­პირ პა­რი­ზი­დან ჩა­მო­ვი­და და ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უშ­უ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და იქ­ა­ურ მოვ­ლე­ნებ­ში - უეც­რად შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა: "წა­ვი­დეთ დიდ დარ­ბაზ­ში და დის­კუ­სია გავ­მარ­თოთ". აქ და­იწყო მთე­ლი ეს სორ­ბო­ნუ­ლი ალ­ი­ა­ქო­თი. უკ­ვე შუ­ად­ღე იქ­ნე­ბო­და, ჩვენ დიდ დარ­ბაზ­ში მი­ვე­დით. იქ უკ­ვე იყვ­ნენ კლოდ ბე­რი (5), კლოდ რი­ში (6), ლე­ლუ­ში და რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ბლო­მად ჟურ­ნა­ლის­ტი ირ­ე­ო­და. ყვე­ლა ერთ­დ­რო­უ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, ერთ­მა­ნეთს აწყ­ვე­ტი­ნებ­დ­ნენ, გა­მოჩ­ნ­დ­ნენ უც­ხო­ე­ლე­ბიც - რი­ჩარდ ლეს­ტერ­მა (7) გა­ნაცხა­და, რომ მოხ­ს­ნა ფილ­მი პროგ­რა­მი­დან, შემ­დეგ სა­უ­რაც მო­ვი­და. ფავრ-ლებ­რე შე­ე­ცა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით გა­დაგ­ვეწყ­ვი­ტა პრობ­ლე­მა და ჩვე­ნი გა­მოყ­რაც და­ა­პი­რეს დარ­ბა­ზი­დან. ყვე­ლა­ფე­რი ეს დრო­ში გა­ი­წე­ლა, სი­ტუ­ა­ცია ამ­ჟავ­და და აუტ­ა­ნე­ლი გახ­და. შემ­დეგ კი, ხომ იც­ით, ცე­ლი რომ ქვას მოხ­ვ­დე­ბა... სად­მე რომ მო­ნა­წი­ლე­ობ და უც­ბად გა­ძე­ვე­ბენ იქ­ი­დან, რა­ღაც მა­ინც გა­ი­ძუ­ლებს დარ­ჩე. სრუ­ლი აბ­სურ­დი იყო, მაგ­რამ უკ­ვე ვე­ღა­რა­ფერს იზ­ამ­დი, ვერ უშ­ვე­ლი­დი სი­ტუ­ა­ცი­ას. მიკ­რო­ფო­ნი­დან ახ­ალ-ახ­ა­ლი, უთ­ავ­ბო­ლო კინ­კ­ლა­ო­ბე­ბის უზ­არ­მა­ზა­რი ნა­კა­დე­ბი იღვ­რე­ბო­და. სა­მის ნა­ხევ­რის­თ­ვის დარ­ბაზ­ში ნემ­სი ვერ ჩა­ვარ­დე­ბო­და. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ად­ა­მი­ა­ნი სცე­ნა­ზე ვი­ყა­ვით; პარ­ტე­რის რი­გე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი... უნ­და ითქ­ვას, რომ აუდ­ი­ტო­რი­ას ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ; ცო­ტა ვინ­მეს თუ ახ­სოვს, მაგ­რამ ად­რე ფეს­ტი­ვალ­ზე სწო­რედ რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­დი­ო­და, თა­ვად კა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა - "პრო­ფებს", რო­გორც წე­სი, უკ­ვე ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ ფილ­მე­ბი. აქ კი კი­ნო­ში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლი პუბ­ლი­კა იყო, მაგ­რამ მათ კარ­გად ჰქონ­დათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლის პრეს­ტიჟ­საც უფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ მთე­ლი ეს ბა­ლა­გა­ნი და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნ­დათ და ამ­ი­ტო­მაც ჩვე­ნი ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა და­იწყეს, ორ­ი­ო­დე ად­გი­ლობ­რი­ვი "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი" სცე­ნა­ზე ამ­ო­ვარ­და და სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით შე­მოგ­ვღ­რი­ა­ლა მე და ლე­ლუშს: "რას გავს ეს, ჩვენ ხომ უც­ხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი გვყავს... თქვენ კი­დევ ფეს­ტი­ვა­ლის გა­რე­შე არ­ა­რა­ო­ბა ხარ­თო" და ა.შ. ხალ­ხი აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და; სამ სა­ათ­ზე ად­მი­ნის­ტ­რა­ცია გა­მოჩ­ნ­და. ფავრ-ლებ­რე აშ­კა­რად ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და სე­ან­სის დაწყე­ბა უბრ­ძა­ნა ხელ­ქ­ვე­ი­თებს. ეკ­რან­ზე სა­უ­რას ფილ­მის (9) ტიტ­რე­ბი გა­მოჩ­ნ­და და ამ დროს და­იწყო სა­ში­ნე­ლი, ვე­ლუ­რი ღრი­ან­ცე­ლი. უკ­უნ სიბ­ნე­ლეს პრო­ჟექ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი სხი­ვი ჭრი­და და ეკ­რა­ნი­დან კარ­გად ჩან­და, რომ სცე­ნა­ზე ნამ­დ­ვი­ლი ალ­ი­ა­ქო­თი ამტყ­და­რი­ყო. ჩე­მი აზ­რით, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ეს ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო მთელ ამ უაზ­რო აბ­და­უბ­და­ში.
ვი­ღა­ცამ იყ­ვი­რა: "ფარ­და და­ით­რი­ეთ!" და ჩვენ, თხუთ­მე­ტი-ოცი კა­ცი ვცდი­ლობ­დით ხე­ლი შეგ­ვე­შა­ლა, რა­თა ფარ­და არ­ა­ვის აეწია. ჩვენ­თან იყვ­ნენ სა­უ­რა და ჯე­რალ­დი­ნა ჩაპ­ლი­ნი, მათ ფილმს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ - უკ­ვე კად­რე­ბი წა­ვი­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­და­პირ ჩვე­ნი სხე­უ­ლე­ბი­დან "უყ­უ­რებ­და" ფილმს - ის­ი­ნი იბრ­ძოდ­ნენ, რა­თა ჩვე­ნე­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ! მა­გა­რი რა­მე იყო; სწო­რედ იმ წამს, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტ­ში ვიგ­რ­ძე­ნი ყვე­ლა­ფე­რი... ვი­ღა­ცამ, რო­გორც ჩანს, ხმა გა­მორ­თო, არ­ა­ფე­რი ის­მო­და, მხო­ლოდ კად­რე­ბი ჩან­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, შუ­ქი აან­თეს, პრო­ექ­ტო­რი გა­ა­ჩე­რეს და და­იწყო წე­წა-გლე­ჯა, უფ­რო სწო­რად, ცე­მა-ტყე­პა. ნი­ცე­ლი და კა­ნე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი სცე­ნა­ზე ამ­ო­ვარ­დ­ნენ, ვი­ღა­ცამ სა­ხე­ში გა­მარ­ტყა და რო­ცა აზრ­ზე მო­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­ით­რია ერთ­მა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ეს ტი­პი და პირ­და­პირ თა­ი­გუ­ლე­ბის ზღვა­ში გა­და­უშ­ვა. მა­გა­რი სა­სა­ცი­ლო რა­მე იყო... აურ­ზა­უ­რი მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მურ­და­ლი სიტყ­ვე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი გა­ვი­გო­ნეთ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით; ვი­ღა­ცა ამტ­კი­ცებ­და, რომ ფეს­ტი­ვა­ლი აუც­ი­ლებ­ლად უნ­და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სა­სახ­ლი­დან სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, უეც­რად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რო­გორ ვერ გვი­ტან­დ­ნენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი... სულ მუშ­ტებს გვიქ­ნევ­დ­ნენ...
რო­გორც ჩანს, არ­ა­ვის სურ­და გა­ე­გო, რომ ქვე­ყა­ნა სულს ღა­ფავ­და და ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ვარ­დ­ნა ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი და უბ­რა­ლოდ, ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და ამგ­ვარ ვი­თა­რე­ბა­ში. იმ­ა­ვე დღეს პა­რიზს გა­ვემ­გ­ზავ­რე... დამ­ღა­ლა ყვე­ლა­ფერ­მა ამ­ან. კლოდ ბე­რიმ და­მი­რე­კა და ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი სა­უბ­რი­დან ორი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე მახ­სოვს: მან თქვა: "წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა სა­ში­ნელ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ!" - რო­გორც ჩანს, ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე, საქ­მე­ებ­ზე და ა.შ. უნ­დო­და ლა­პა­რა­კი, შემ­დეგ კი დას­ძი­ნა: "ჩვენ, ალ­ბათ ვერ გვი­ტა­ნენ". თა­ვი­დან გა­მე­ცი­ნა და ვუ­პა­სუ­ხე: "ჰო, რა თქმა უნ­და"-მეთ­ქი, მან კი შე­მაწყ­ვე­ტი­ნა: "არა, ჩვენ სა-ერ-თა-შო-რი-სო მას­შ­ტა­ბით ვერ გვი­ტა­ნენ!"
თუ­კი დავ­ფიქ­რ­დე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ მა­შინ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დით. შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი იდ­ე­ა­ლუ­რად ვერ გა­კეთ­და, მაგ­რამ მა­ინც ხომ გა­კეთ­და. ჩემ­თ­ვის ეს ფან­ტას­ტი­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო - არა იმ­დე­ნად თა­ვად ფეს­ტი­ვა­ლი, რამ­დე­ნა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­შინ ხდე­ბო­და, პა­რიზ­სა და მთელ საფ­რან­გეთ­ში. უბ­რა­ლოდ, არ­ის მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტო, ვის მხა­რეს ხარ. იმ­ა­ვე 1968 წელს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვიძ­ლე­ო­დი, რომ­ლებ­შიც ვრცლად გან­ვ­მარ­ტავ­დი, რომ არც ერთ ბა­ნაკს არ ვე­კუთ­ვ­ნო­დი, არ­ა­ვი­სი მჯე­რო­და და სა­ერ­თო­დაც, ცი­ნი­კუ­რი და ას­ო­ცი­ა­ლუ­რი ტი­პი ვი­ყა­ვი... ნელ-ნე­ლა ჩა­მით­რია ამ ამ­ბავ­მა; კა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, 1 ივ­ნი­სის დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­შიც კი მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ად­რე არ­ა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში). მე­ო­რე მხრივ, სორ­ბო­ნა­ში არ წავ­სულ­ვარ, არ მინ­დო­და ვი­ღაც უქ­ნა­რას დავ­მ­ს­გავ­სე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღაც ინ­ტი­მურ, ღრმად პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე უც­ბად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე - სტუ­დენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით - რომ ჩე­მი ცი­ნიზ­მი კა­პი­კად არ ღირ­და; ად­ა­მი­ა­ნუ­რი სიბ­რიყ­ვის, მო­უთ­მენ­ლო­ბი­სა და შეზ­ღუ­დუ­ლო­ბის (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, პო­ლი­ტი­კუ­რია იგი თუ არა) პა­სუ­ხად, რო­გორც წე­სი, მხრებს ვი­ჩე­ჩავ­დი: "ღირს კი თა­ვის გა­წირ­ვა". ასე რომ, ამ ამ­ბოხ­მა თით­ქოს მაჩ­ვე­ნა, რომ უბ­რა­ლოდ, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არა მაქვს, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე: თა­ვის გა­წირ­ვას ყო­ველ­თ­ვის აქვს აზ­რი...
ახ­ალ­გაზ­რ­დე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ გა­და­კე­ტონ ელ­ი­სეს მინ­დ­ვ­რე­ბი სკან­დი­რე­ბით: "ისე გვექ­ცე­ვი­ან, რო­გორც ებ­რა­ე­ლებს გერ­მა­ნი­ა­ში" (10), მხო­ლოდ უს­აზ­ღ­ვ­რო აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბის გრძნო­ბა თუ გა­გიჩ­ნ­დე­ბა. ვე­რას­დ­როს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ქუ­ჩა­ში ერთ­დ­რო­უ­ლად ერთ­მა­ნეთს შე­ერ­წყ­მო­და გო­ნე­ბა, იუმ­ო­რი, ძა­ლა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ამ­ან შემ­ძ­რა და აშ­კა­რა იყო, თუ რა არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებ­დი მათ ლო­ზუნ­გ­სა და სამ­სა­ხურ­ში მოჩ­ქა­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის­ტე­ბის ის­ტე­რი­ულ პი­პინს შო­რის...
(1) იგულისხმება ანრი ლანგლუას, პარიზის სინემათეკის დირექტორის გათავისუფლება.
(2) ტე­რენს იან­გი (1915-1994) - ინგ­ლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი.
(3) ალ­ჟი­რის კრი­ზი­სის პი­კი.
(4) მი­შელ კურ­ნო - ფრან­გი სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი.
(5) კლოდ ბე­რი (დ.1934) - ფრან­გი სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი.
(6) კლოდ რი­ში (დ.1929) - ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი.
(7) რი­ჩარდ ლეს­ტე­რი (დ.1932) - ინგ­ლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი და ოპ­ე­რა­ტო­რი.
(8) რო­ბერ ფავრ-ლებ­რე - ფრან­გი კი­ნოს მოღ­ვა­წე, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის პრე­ზი­დენ­ტი (1952-1971).
(9) სა­უ­ბა­რია კარ­ლოს სა­უ­რას ფილ­მ­ზე "პე­პერ­მინტ ფრა­პე".
(10) ლო­ზუნ­გ­ში გა­თა­მა­შე­ბუ­ლია და­ნი­ელ კონ-ბენ­დი­ტის გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბაც, რო­მელ­ზეც რე­ვან­შის­ტულ ტო­ნებ­ში მი­ა­ნიშ­ნებ­და ჟორჟ მარ­შე თა­ვის მო­წი­ნა­ვე სტა­ტი­ა­ში "იუმ­ა­ნი­ტე"-სთვის (1968, 3 მა­ი­სი). იგი მას "გერ­მა­ნელ ან­არ­ქისტ კონ-ბენ­დიტს" უწ­ო­დებ­და.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თამაზ ჩხენკელი - სარკითა და სახითა.

ანდრო ბუაჩიძე
ზამთრის მზიანი დღე


თამაზ ჩხენკელი. სარკითა და სახითა. რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. "მერანი", 2002.


თამაზ ჩხენკელთან ვართ, ხილიანზე. მე მომწონს თვალშისაცემი უბრალოება და სისადავე, რომელიც მის ოთახში სუფევს. თამაზი არ არის "ნივთომანიით" შეპყრობილი კაცი. მისი "კომფორტი" მინიმალურია: სარწეველა, საწერი მაგიდა, თაროებზე და პირდაპირ იატაკზე დაწყობილი წიგნები.
ტახტზე შევასწარი თვალი ახალახან გამოცემულ ლექსების წიგნს "სარკითა და სახითა". ამ წიგნში შესული თითქმის ყველა ლექსი ვიცი. ოთახში მყოფს მახსენდება ერთი პატარა ლირიკული ოპუსი: "ყველაფერი არის ძველი, / გაცრეცილი ბარათივით, / იგივ ძველი სავარძელი, / მტვერი წიგნის კარადების. / იგივეა, რაც რომ იყო / ულმობელი დროის ხელი... / სავარძელში მარტო ვზივარ / და ირწევა სავარძელი".
ეს მარტოობაში დაწერილი ლექსია. თუმცა სჯობს ასე ვთქვა - მარტოობაზე დაწერილი, იმიტომ, რომ ყველა ლექსი მარტოობაში იქმნება. აი, ამ ოთახში წერდა დროის გარკვეულ მონაკვეთში თამაზ ჩხენკელი თავის ლექსებს. ახლაც აქ წერს. ლექსებს ეტყობა ზამთრის მიმცხრალი მზის ანარეკლი, რაღაცნაირი ინტიმის ნიშანი, თითქოს ვიღაცას ელი, უნდა შემოვიდეს ოთახში, შეიშმუშნოს, კაშნე მოიხსნას, პალტო უცერემონიოდ გადაფინოს სკამის საზურგეზე, მოიყოლოს თავის საფიქრალი და სათქმელი.
ვინ იქნება ეს კაცი? სიყრმის მეგობარი, უცნობი, კარგახნის უნახავი და მონატრებული ამხანაგი... მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღარასოდეს გადმოაბიჯებენ კარის გაცვეთილ ზღურბლს: "მე საქმე არა მაქვს არავითარი, / მარტო ვარ, მომსვლელიც არავინ არი, / ხანდახან შემოივლის ანზორ სალუქვაძე, / ფხიზელი, ანდა არაყით მთვრალი. / ვაკიდან დაბერავს ზოგჯერ არაგვი, / ზოგჯერ ისიც მოდის, მეტი არავინ".
სიტყვა "მარტოობას" მრავალგვარი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა საუბარი პოეზიას ეხება. მაგრამ ახლა მე სხვა რამეს ვფიქრობ: როგორია თამაზ ჩხენკელის მარტოობა?
მე და ზაზა თვარაძე დღეს დილით შევხვდით ერთმანეთს. ზამთრის საკმაოდ უხალისო დღე იყო. ერთი "პატარა საქმეც" გვქონდა. მერე კი უკვე ნაშუადღევს ვაჟა-ფშაველას პროსპექტი გავიარეთ და განვიზრახეთ თამაზ ჩხენკელთან ავსულიყავით.
ახლა აქ ვართ. ამ ოთახიდან თრიალეთის ქედის ულამაზესი ნაწილი მოჩანს. აივანზე გავდივართ - გაცრეცილი და გაძარცვული პეიზაჟია. ჩამავალი მზის ნათელი ბჟუტავს ზოოპარკის და "მზიურის", ვერეს ხეობაში.
მე ვფიქრობ, თამაზ ჩხენკელის ლექსებზე განსხვავებული აზრი არსებობს (ისევე როგორც ყველაფერზე ამქვეყნად), მაგრამ გასაკვირია, რომ ხშირად ის პოეტები არიან კრიტიკულად განწყობილნი, რომელთა ლექსებიც "სტილის ანემიურობითაა" აღბეჭდილი.
მე მიმაჩნია, რომ როგორც რილკე ამბობდა, ლექსები მართლაც გამოცდილებანია და ისეთ კონცენტრირებულ მასალაში, როგორიც პოეტური ქმნილებებია, არ შეიძლება ადამიანური ტანჯვის ყოველმა წვეთმა არ მოიყაროს თავი. ამასთანავე მე თვალნათლივ ვხედავ იმას, რომ თამაზ ჩხენკელი არა მარტო ფრაზის ოსტატია, არამედ ანალიტიკოსიც, არა მარტო ირაციონალურ საწყისს ენდობა, არამედ ამ საწყისის გონებრივ, ცნობიერ ნაწილად გარდასახვას ცდილობს.
თამაზ ჩხენკელმა გარკვეული კულტურული, ენობრივი, თემატური ტრადიციაც კი აითვისა და მოარგო თავის სათქმელს. იქნებ ეს ტრადიცია ერთგვარად სათქმელსაც ქმნის შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ პიროვნულ-ინდივიდუალური ნიშნები, კონკრეტული გარემო, სახლი, ხელი, მეგობრები მაინც განმსაზღვრელია: და ამიტომაც ვართ ალბათ თამაზის ოთახში.
არის ერთი ლექსი, რომელიც არა მარტო თამაზ ჩხენკელის აივნიდან გადაშლილ ხედს აღბეჭდავს გრაფიკული სიცხადით, არამედ მის მსოფლმხედველობასაც ამჟღავნებს: "მდინარე ვერე, რომელსაც ვახუშტის თქმით,/ ძველად სკვირეთი რქმევია,/ ბეტონის კალაპოტით შედის ზოოპარკის ბაღში,/ მარჯვენა მხრიდან გულმოდგინედ მოკირწყლული/ "მზიური" ეკვრის,/ მარცხენა მხრიდან/ ნაყარნუყარით და ნაგვით სავსე ფერდობი./ ხიდზე თუ გაივლი შეგზარავს:/ მდინარე ყარს - "ღვარი ბილწებისაი"/ ის - მაშინ იყო: "არამედ არს ხეობა ესე/ ნაყოფიერი ყოვლითავე,/ ვენახოვან-ხილიანი, ნადირ-ფრინველიანი"./ - და მერე მოულოდნელი გადასვლა: "ყველაფერი მკვდარია ირგვლივ,/ არც წიქარა ჩანს, არც ნაცარქექია, არც მზეჭაბუკი/ მხოლოდ ქვა და ბეტონი/ მარადიული დაუნგრევლობაა/ ჩვენი დისნეილენდის უპირატესობა.../ აქ დაიზრდებიან მომავალი ნაძირალები".
ამ ლექსში აღბეჭდილი ლანდშაფტი, აივნიდან შეთვალიერებული ხედი მოულოდნელად საქართველოს ავისმომასწავებელ პანორამად გადაიქცევა. თამაზ ჩხენკელი ვნებათა ლირიკული განფენის, ზომიერი ხატვის გზას ირჩევს ხოლმე. ამ ლექსის ფინალში კი ისეთი მძლავრი პუბლიცისტური ტალღა შემოიჭრა, რომ ერთიანად წალეკა ყველაფერი. ეს უკვე არც ძახილია, არც მოწოდება, ეს არის ყვირილი: "დროა - დავიძრათ სათავისაკენ,/ დროა - ავიდეთ იქ, დიდგორის მთაზე,/ დროა, განვწმინდოთ გული ნათლისღების წმინდა ემბაზით!"/.
რასაკვირველია, ლექსსაც თავს თავის აკუსტიკური ველი და ამ "გამაყრუებელ" ლექსებთან ერთად თამაზ ჩხენკელს ისეთებიც უხვად მოეპოვება, რომელთა ჟღერა კეთილხმოვანების ფარგლებს არ სცილდება, შინაარსი კი განმაქიქებელი და დამთრგუნველია. ე.წ. მამხილებელი პათოსი ლიტერატურაში გულუბრყვილო თვალსაზრისით მხოლოდ XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმის კუთვნილებად იყო მიჩნეული. არადა, ანტიკურიდან ხანიდან დღემდე, მამხილებლობა, ზნეობრივი განჩხრეკის და "მანკიერებათა გამომზეურების" ჟინი სხვადასხვაგვარი ნიშნით ყველა ეპოქაში იჩენდა თავს.
ამ ყაიდის ლექსები თამაზ ჩხენკელის წიგნში განკერძოებულ ციკლს შეადგენს: "ცხუმი", "ეპიტაფია", "ცხრა აპრილი", "სურათი", "თქვენა ხართ" და სხვა მისთანანი, პუბლიცისტურ სიმწვავესთან ერთად ნერვული დრტვინვით, შფოთით, თითქოს ხმის მთრთოლვარე ვიბრირებით იქცევს ყურადღებას.
ამ ლექსებში თამახ ჩზენკელის პოეზიის მხატვრულ-კონცეპტუალური სამყაროს ერთი წახნაგია წინ წამოწეული, ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი. ამაზე მეტყველებს ილიასადმი მიძღვნილი ერთი ლექსი ("აღსარება"), რომელშიც თავმოყრილია ჭარმაგი ოსტატის შემოქმედების მრავალი ნიშანი.
უკვე დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ, "ცისფერყანწელებზე" ვსაუბრობთ, შეიძლება ცალკეული ნაფლეთები შეგროვდეს ამ საუბრიდან და რაღაც საერთო გამოდნეს. სიტყვა ეხება იმას, რომ ლექსში აღბეჭდილი სულიერების ფაქიზი ტვიფარი ამა თუ იმ პოეტის ღრმა შინაგანი გამოცდილების და კულტურის ანაბეჭდია. ამგვარი კულტურის დამღას კი მართლაც სხვა ფასი აქვს პოეზიაში. "ასეა, კი, - ამბობს ბატონი თამაზი - ნამდვილად ასეა".
მე, თამაზს და ზაზას ხელში ქარვისფერი ღვინით სავსე მაღალი ჭიქები გვიჭირავს. აივანზე უკვე თითქმის ჩასული მზის სუსტი ნათელიღა თრთის. ვერეს ხეობას მწუხრი ეპარება თანდათან. საცაა ბეწვის ხიდზე დაკიდული მზე ბნელ ხეობაში ჩაიკარგება.
ჩემთვის ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელმა თარგმნა უამრავი რამ: ბო-ძიუს ლექსები, თაგორის "გიტანჯალი", ჰომეროსის "ოდისეა", პუშკინის "მცირე ტრაგედიები", შექმნა ესეები და გამოკვლევები. და ეს არ იყო მხოლოდ კულტურ ტრეგერული მოღვაწეობის სფერო, ეს საკუთარი პოეტური ბუნების თვითგამოხატვის გზა იყო. პოეზიის თარგმანებშიც და ესეისტიკაშიც არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისი პიროვნებისეული ინდივიდუალობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ლირიკული ბუნება მოუსვენრად ეძებდა და ეძებს თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმას. სწორად შენიშნა ერთმა მწერალმა, რომ თამაზ ჩხენკელის ვაჟაზე დაწერილი გამოკვლევაც კი - "ტრაგიკული ნიღბები" - პოეტურ მსოფლშეგრძნებაზე და ინტუიციაზეა დაფუძნებული.
და ამავე დროს თამაზ ჩხენკელი წერდა ლექსებს. წერდა არცთუ ცოტას, მნიშვნელობას ანიჭებდა ფრაზის ლექსიკურ სისრულეს და მგრძნობელობით ტევადობას. და მთელი მისი ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივი გამოცდილება ხშირად ერთ პატარა ლექსში თავსდებოდა. ეს იყო პროფესიული მზადყოფნა, რომელიც შთაგონების მომენტში გამჟღავნდა: "მე არ მივლია გზებით ნალახით,/ არ მიზელია სხვათა ტალახი./ ბილწის, უმსგავსის და უტიფარის/ გულზე ნაჭდევი არ მაქვს ტვიფარი,/ არანაირი მზაკვარ-მაცილის!/ მე ნაწილიანთ ვიყავ ნაწილი,/ მათი მოწაფე ვიყავ ბეჯითი/ და შუბლზე მაზის მათი ბეჭედი!".
საუბარი კალაპოტს იცვლის. სიტყვა ჩამოვარდა იმაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს მწერალი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში.
მე ვფურცლავ წიგნს. ანოტაციაში თამაზ ჩხენკელი ამბობს: "ამ დროის წიაღში დგინდებოდა და ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად ფერისცვალებას განიცდიდა წარმოდგენილი ლექსების სუბიექტი".
ასაკობრივი მიჯნა იცვლებოდა, იცვლებოდა პიროვნება და შესაბამისად ლექსებიც. მე ცალი ყურით ვუსმენ საუბარს და კვლავ ჩემს საფიქრალს ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელის მაინც რომელი ლექსები აღიბეჭდა ყველაზე მკაფიოდ ჩემს მეხსიერებაში? ადრეული? გვიანდელი? მეხსიერებას ამჯერად ბოლომდე ვენდობი, ის თითქოს მაღალმხატვრულობის კრიტერიუმიცაა. რომელმა ლექსმაც დაიმკვიდრა ჩემში ადგილი, ის იყო ყველაზე შთამბეჭდავი და ახლობელიც. მახსენდება ცალკეული ფრაზები, მერე უფრო მოზრდილი მონაკვეთი ან მთლიანად ლექსი: "მზე მიდრკა დასავალს, ჩრდილები დასცა, დაჭრილი ასგან ვარ/ და მრთელი არსად". "ჩამოვუარეთ ხევს,/ პეშვი აჩუქე წყაროს.../ უკვდავებისა ხევ, უკვდავებისა წყალო"... "მთიდან მოსული როგორც მურეშა,/ იდგნენ ნისლები ბაღის კარებთან/ და ჩვენი სახლის მწვანე ყურეში/ ფოთლებს სიცივე აკანკალებდა"... "ჩემი სახლის წინ ბაღია პატარა,/ ჩინელი ქალის ფეხივით პატარა"/... და სხვ.
ეს ადრეული ლექსები რაღაც სხვაგვარი უშუალობით იყო ნიშანდებული. სხვაგვარი ლირიკული გამჭვირვალება დაჰყვა იმთავითვე, მოგვიანო პერიოდში "ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად" იმატა ფრაზის მედიტაციურმა სიხისტემ, სხვანაირმა ექსპრესიამ, სიმკვრივემ, სიმსუბუქის, გამჭვირვალების ნაცვლად: "გაღვიძებული უეცრად: "მტკივა"! -/ საწოლთან შუქს რომ აანთებს კაცი,/ და კედლის საათს შეხედავს ცივად/ და სიკვდილამდე დაადგენს მანძილს, -/ რას უნდა გრძნობდეს,/ რას უნდა ხმობდეს,/ ოთახის ბნელში ასეთი კაცი!"
მე ვაკვირდები ბატონ თამაზს, რომელსაც მოაქვს ყავის ფინჯნები, მშვიდად იღებს წიგნებს და გვიკეთებს სასაჩუქრო წარწერებს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს კაცი ყოველთვის თანაბარი, ოდნავ აჩქარებული რიტმით მოძრაობს, ის კი არა, თითქოს იმავე რიტმით აზროვნებს კიდეც, სხარტად და ხალისიანად გეპასუხება. ჩემი აზრით, მისი ნაწერები - წერილებიც და ლექსებიც ამავე რიტმით სუნთქავს. მისი პოეტური მედიტაციები არ არის მდორე და გაწელილი, პირიქით, მოკლეა და მოკვეთილი.
იქნებ ეს რიტმი ამჟღავნებს თვალსაჩინოდ მარტოობისაგან თავდაღწევის ჟინს?
მასპინძელი კარამდე გვაცილებს. გარეთ უკვე სიბნელეა. მე და ზაზა კიბეებზე ვეშვებით, ვიწრო, ჩაბნელებულ ქუჩას მივუყვებით, ხელში ნაჩუქარი წიგნები გვიჭირავს,- "სარკითა და სახითა" და "მწვანე ბივრიტი", ნელა მივაბიჯებთ. უკან კი ჩვენივე ჩრდილები მოგვყვება. და მე ისევ იმაზე ვფიქრობ, რაზეც ვფიქრობდი: მარტოობაზე, ელნათურებზე და ვარსკვლავებზე. ისევ თამაზის ლექსი მახსენდება: "წავიდა და წავიდა,/ აღარ მოვა თავიდან.../ ეს დღე ოქროსფოთლება/ აღარ განმეორდება./ ეს მზე ცისფერბლონდება,/ არვის მოაგონდება/ არვის ემახსოვრება/ ქვეყნად ჩვენი ცხოვრება..."

© “წიგნები – 24 საათი”

პიტერ ბერკი - ისტორია და სოციალური თეორია.


მიქელ ირემაძე
პიტერ ბერკი. ისტორია და სოციალური თეორია. გამომცემლობა "ლოგოს პრესი". მთარგმნელი ნოდარ ლადარია. რედაქტორი და გამომცემელი ლაშა ბერაია. აბ. "ლოგოს პრნმი" 2002.

ალბათ, მეცნიერების არც ერთ დარგს არ ხვდომია წილად ისეთი დიამეტრულად საპირისპირო შეფასებები (ადამიანური არსებობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აღიარებიდან დაწყებული - აგრესიულ უარყოფამდე), როგორც ისტორიას.
ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, საფუძვლიანი ჩანს ცნობილი თვალსაზრისი, რომ ძველი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ბიბლიასა და "ვეფხისტყაოსანთან" ერთად, "ქართლის ცხოვრებაც" იყო.
გარდა ამისა, ქართულ ცნობიერებაში მყარად ზის ილიასეული შეფასება, რომელიც ისტორიას ერების წარმომქმნელ უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევდა: "არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა". როგორც ვხედავთ, თვით ავტორმა დევიზისა "მამული, ენა და სარწმუნოება" ისტორიული მეხსიერება უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია ეროვნული ერთიანობის შეგნების წარმოქმნისათვის, ვიდრე ამ სამწევრა დევიზის სულ მცირე ორი მესამედი (ენა და სარწმუნოება), რასაც მიუსართა "ერთობა გვარტომობისა" ანუ ყბადაღებული "ეროვნული გენი" - გენეტიკურ-სისხლისმიერი ნათესაობა.
ისტორიის აგრესიული უარყოფის თვალსაჩინო მაგალითად კი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის სიტყვები შეიძლება იქნას მოყვანილი: "ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე პროდუქტია. მისი თვისებები კარგად არის ცნობილი. ის იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ რეფლექსებს, პირს უხსნის მათ ძველ ჭრილობებს, ამღვრევს მათ სიმშვიდეს, განდიდებისა თუ დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვაობას, ამაოებას უნერგავს და აუტანელს ხდის ერებს" (პოლ ვალერი).
რისთვის დამჭირდა ეს ციტატებიანი შესავალი? საქმე ისაა, რომ სარეცენზიო წიგნი საშუალებას იძლევა გავერკვეთ ასე დიამეტრულად საპირისპირო სულისკვეთების მიზეზებშიც და ისტორიისადმი წაყენებულ თითქმის ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო პრეტენზიაში: არსებითად, პ. ბერკის შრომა წარმოადგენს ისტორიოგრაფიული მიდგომების, მეთოდებისა და ფუძე-ცნებების საქმის საუცხოო ცოდნით შედგენილ და კარგად დაწერილ კატალოგს, რომელიც სასარგებლო სახელმძღვანელო იქნება ყველა ისტორიული დისციპლინის და, უფრო ფართოდ, ნებისმიერი საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისთვის.
აქ გაშიშვლებული სახით შეიძლება მოვიძიოთ ზოგი ისეთი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც თავის დროზე ცხოველ ინტერესს იწვევდა ქართველ საზოგადოებაში. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ერთ სტატიაში გამოთქმული აქვს თვალსაზრისი, რომ ერის დაცემა და გადაგვარება იწყება მაშინ, როცა იგი საკუთარ ისტორიას ივიწყებს და, პირიქით, ისტორიის მაღალ დონეზე სწავლება ეროვნული აღორძინების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ალბათ ასეა, ვფიქრობთ დღეს, მაგრამ სახელდობრ რა მიზეზის გამო? პასუხს პ. ბერკის წიგნში ამოვიკითხავთ: XIX საუკუნეში "ევროპის მთავრობებმა ისტორია ეროვნული ერთიანობის მისაღწევ საშუალებად დასახეს, ან კიდევ სამოქალაქო განათლების საშუალებად, ან, როგორც ნაკლებად კეთილგანწყობილ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, ნაციონალისტური პროპაგანდის საშუალებად. იმ დროს, როდესაც გერმანიისა და იტალიის ახალგაზრდა სახელმწიფოები, ისევე როგორც საფრანგეთისა და ესპანეთის ძველი სახელმწიფოები, ჯერაც დაქუცმაცებული იყვნენ მათში არსებული რეგიონალური ტრადიციების მიზეზით, სკოლებში ეროვნული ისტორიის სწავლებამ ხელი შეუწყო პოლიტიკურ ინტეგრაციას" (სხვათა შორის, ადვილი დასანახია, რომ ისტორიის ამ მიზნით გამოყენების აუცილებელი თანმდევი, ციტატაში მხოლოდ გაკვრით ნახსენები ნაციონალიზმი სწორედ ის ფაქტორია, რომლის გამოც პოლ ვალერიმ ცოდნის მთელი ისტორიული დარგი ისტორიისავე სანაგვეზე გადასაგდებლად გაიმეტა).
აქვე შეიძლება გავიხსენოთ ილიას კარგად ცნობილი ჩივილი, რომ "ქართლის ცხოვრება" მეფეთა ისტორიაა და მასში ხალხი არსად ჩანს, რასაც ზოგი სწავლული დღესაც თითქმის იმავე მწვავე უკმარისობის პათოსით იმეორებს ხოლმე. ადვილად შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამგვარი მიდგომა არ აღმოჩნდებოდა მხოლოდ ამ ერთი მოაზროვნის ლოკალური უკმაყოფილება საკუთარი ქვეყნის ისტორიოგრაფიის გამო. პ. ბერკის წიგნი კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რამდენად მრავალფეროვანი პასუხი გასცა ევროპული ქვეყნების ისტორიულმა მეცნიერებამ ასეთ პრეტენზიებს: შექმნილია სხვადასხვა სოციალური ფენის, სამრეწველო ან აგრარული დარგის, ცალკეული სოფლის და თვით XVI საუკუნის ჩრდილოეთ იტალიის მკვიდრი, სავსებით კონკრეტული მეწისქვილისადმი მიძღვნილი შრომები. იყო ცდა ისტორიის "ქვემოდან", ე.ი. დაბალი სოციალური ფენების თვალით დანახვისა. მოკლედ, წარსულის ყოვლისმომცველი სურათის გაცოცხლების სურვილი მკვლევრებს უბიძგებდა გამუდმებით ეცვალათ ხედვის რაკურსიცა და მანძილიც, ხან ბინოკლით ემზირად მოვლენებისთვის, ხან მიკროსკოპით, გულდასმით შეესწავლათ როგორც სხვადასხვა კონტინენტის რუკა, ისე სხვადასხვა საზოგადოების ამა თუ იმ გამოცალკევებული უჯრედის სქემა და ა.შ.
წიგნი იმასაც გაგვაგებინებს, რომ ჩვენი ისტორიის ზოგი თავისებურება, მაგალითად ინკვიზიციის არარსებობა, რაც უმაღლესი ჰუმანისტური მოსაზრებებით დიდ ბედნიერებად უნდა მივიჩნიოთ, ამავე ზომის დანაკლისია ისტორიკოსებისთვის: ეჭვმიტანილ ერეტიკოსთა დაკითხვის ოქმები ერთმა მკვლევარმა, თურმე, ვიდეოფირს შეადარა, "რადგან ამ დოკუმენტებში რეგისტრირებული იყო არა მარტო დაკითხულთა სიტყვები, არამედ მათი მოძრაობები და წამების ქვეშ კვნესაც კი" (ამის წყალობით, შესაძლებელია ისეთი სიზუსტით აღდგეს ზოგი უმნიშვნელოვანესი ისტორიული პირის, ვთქვათ, ჟანა დ'არკის სულიერი სამყარო, რომელიც ჩვენი პირობებისთვის წარმოუდგენელი და მიუწვდომელია. აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ დაკითხვის ოქმების გულმოდგინე, ლამის პედანტურ ილუსტრირებას, - ე.ი. ანბანურ-სიტყვიერი "ვიდეოს" ვიზუალური სურათების ენაზე გადატანას, - წარმოადგენს მსოფლიო კინოს ორი შედევრი: კარლ დრეიერის "ჟანა დ'არკის ვნებანი" (1927) და რობერ ბრესონის "ჟანა დ'არკის პროცესი" (1962), ისტორიული გმირის უაღრესად შთამბეჭდავ და თავიდან ბოლომდე დოკუმენტებზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ ქმნიან). და უფრო მეტიც, იმავე მკვლევარმა გნოსეოლოგიური მიზნითაც კი გამოიყენა ეს ოქმები (ანთროპოლოგის მდგომარეობის დასაზუსტებლად): ინკვიზიტორი და ანთროპოლოგი "ორივე მაღალი სტატუსის მქონე გარეშე პირია, რომელიც შეკითხვებს უსვამს უბრალო ადამიანებს, თუმცაღა უკანასკნელთ ხშირად უჭირთ ამ შეკითხვათა საზრისში წვდომა".
როგორც ვთქვი, პ. ბერკის წიგნი ისტორიული კონცეფციების, მეთოდებისა და ძირითადი ცნებების ერთგვარ კატალოგს წარმოადგენს (რაღაც საშუალოს ისტორიული მეთოდების თეორიასა და ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას შორის). ამიტომ რეცენზიაში მისი შინაარსობრივი მხარის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი გადმოცემა შეუძლებელიც არის და არც იქნებოდა გამართლებული: რა აზრი აქვს კიდევ ერთი, მეტისმეტად შემოკლებული, ბევრად უფრო უხარისხო კატალოგის შექმნას, რომელიც მხოლოდ სარჩევ-საძიებლის ფუნქციას თუ შეასრულებს, იმასაც უხეიროდ? ამიტომ მე მხოლოდ წიგნის იმ მხარეზე შევჩერდები, რომლითაც იგი ყველაზე უფრო აქტუალურია ჩვენი ისტორიული მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობისათვის.
XX საუკუნეში დაწერილ ქართველ ისტორიკოსთა შრომებზე უდიდესი გავლენა მოახდინა განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ გაბატონებულმა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის რწმენამ, რაც სინამდვილეში "თანამედროვე" ადამიანის გონებას უფრო გულისხმობდა და არა პირდაპირ (მაგრამ თითქმის ავტომატურად) მიუთითებდა, ამ თვალსაზრისით წინაპართა შეზღუდულობასა თუ შედარებით არასრულფასოვნებაზე. ამ რწმენამ წარმოქმნა პოზიტივისტური სულისკვეთება, მზარდი ცოდნის მეშვეობით ადამიანური აზროვნების განუწყვეტელ გაუმჯობესებას რომ ქადაგებს; რასაც მარქსიზმმა დაუმატა "საყველაფრო" იდეოლოგიური იარაღი რეალობის ნებისმიერ საიდუმლოში შესაღწევად და ახალი დროის ადამიანის "მეცნიერულმა" ამპარტავნებამ მწვერვალს მიაღწია.
სახელდობრ, ისტორიულ დარგში (საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგების უმეტესობისგან განსხვავებით), საკვლევი რეალობა უშუალოდ კი არ გვეძლევა, არამედ "შუამავლის", - მემატიანის, - მიერ შექმნილი ტექსტით გადმოგვეცემა; და რაკი მემატიანე გარკვეული ეპოქისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ადამიანია, ტექსტში გარდუვალად ირეკლება იმ ეპოქისა და საზოგადოების იდეოლოგიური თავისებურებები.
ისტორიკოსთა პოზიტივისტურ-მარქსისტულმა ჰუბრისმა ამ "ნაკლოვანების" დაძლევა მოისურვა, თანაც, ცხადია, "აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე" პრეტენზიით: შეიქმნა მიდგომა, რომლის მიხედვით, თუ ერთი მოვლენის შესახებ რამდენიმე წყარო არსებობს, ისტორიკოსმა უნდა მოახერხოს, აღადგინოს თითოეულ მათგანში იდეოლოგიის მრუდე სარკეების წიაღ დამახინჯებული სურათის ნამდვილი სახე, შეიმუშავოს საკუთარი აზრი მოვლენაზე, რომელიც, შესაძლოა, არც ერთი მემატიანის ხედვას არ დაემთხვეს (პრაქტიკულად ეს რბილი "შესაძლოა" გარდაიქმნებოდა მოთხოვნად: არავითარ შემთხვევაში არც ერთ მემატიანის ხედვას არ უნდა დაემთხვეს!), მაგრამ სინამდვილის ობიექტური სურათი აღადგინოს. არსებითად, ეს ნიშნავდა მოთხოვნას, რომ თანამედროვე ისტორიკოსი ვალდებულია იყოს ნებისმიერ ძველ ისტორიკოსზე უფრო ჭკვიანი, გამჭრიახი და ბევრის მცოდნე, მაშინაც კი, როცა რაღაც ისტორიულ ამბავს ერთადერთი წყარო მოგვითხრობს.
პ.ბერკის წიგნი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ დღეს უკვე თვით ეს პოზიტივისტურ-მარქსისტული მითოლოგიის გმირი, - ყოველგვარ იდეოლოგიაზე მაღლა მდგომი (ე.ი. სულ მცირე, ნახევარღმერთის მდგომარეობამდე აღზევებული) ისტორიკოსი, - გამოიყურება საშინელ გულუბრყვილობად თუ ანაქრონიზმად: თვით ცნებითი აპარატიც კი, რომლითაც ნებისმიერი მკვლევარი ოპერირებს, "განპირობებულია გარკვეული კულტურის მიერ. ეს ცნებები უკავშირდება სოციალური ქცევის თეორიებს, რომლებიც ასევე კულტურის მიერაა განპირობებული. ამიტომაც მოითხოვება მათი ადაპტირება და არა უბრალო გამოყენება სხვა ისტორიული პერიოდებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ", თავის მხრივ, ადაპტირების ხერხები თუ ასე მიღებული შედეგებიც მრავალმხრივი დაეჭვების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ამას წინათ, ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა წაიკითხა მოხსენება უცნაურ თემაზე: როგორი უნდა ყოფილიყო ახალ ვითარებაში ქართული ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგია (ან იქნებ, ისტორიოგრაფია, - სათაური ზუსტად არ მახსოვს). როგორც აღმოჩნდა, იგი მსჯელობდა იმაზე, თუ რა იდეოლოგია უნდა დასდებოდა საფუძვლად, პირწმინდად დისკრედიტირებული მარქსიზმ-ლენინიზმის ნაცვლად, ისტორიულ კვლევას საქართველოში. პასუხი საგულისხმო და, ასეთ საკითხზე მოფიქრალი ადამიანისთვის, სრულიად ბუნებრივი აღმოჩნდა - ლენინისტური დამახინჯებებისგან გათავისუფლებული "ნამდვილი" მარქსიზმი.
უამრავი მეთოდის, მიდგომისა და კონცეფციის აღმწერი "ისტორია და სოციალური თეორია" იმითაც არის სასარგებლო წიგნი, რომ მას ადვილად შეუძლია ნებისმიერი, თვით ყველაზე დახავსებული აზროვნებაც კი გაათავისუფლოს მომავალში ერთი რომელიმე იდეოლოგიისა თუ მეთოდოლოგიის გაბატონების მავნე ილუზიისგან.

© “წიგნები – 24 საათი”

Monday, July 20, 2009

და­ნი­ელ კონ-ბენ­დი­ტი - ჟან-პოლ სარ­ტ­რი - "ჩვე­ნი ძა­ლა უკ­ონ­ტ­რო­ლო სტი­ქი­უ­რო­ბას ეყრ­დ­ნო­ბა"



ჟან პოლ სარ­ტ­რი: სულ რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე, შე­ტა­კე­ბის­კენ ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­წო­დე­ბის გა­რე­შე, მთე­ლი ქვე­ყა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და გა­ფიც­ვე­ბით. ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი სტუ­დენ­ტე­ბი არ­ი­ან, რომ­ლე­ბიც ლა­თი­ნურ კვარ­ტალს და­ე­პატ­რო­ნენ. თა­ვად რო­გორ აფ­ა­სებთ მოძ­რა­ო­ბას, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც აღ­მოჩ­ნ­დით? რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა მან სა­ერ­თოდ გას­ტა­ნოს?
და­ნი­ელ კონ-ბენ­დი­ტი: თა­ვი­დან, რა თქმა უნ­და, არ ვე­ლო­დით ას­ეთ რე­აქ­ცი­ას, მაგ­რამ ახ­ლა უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი მხო­ლოდ მმარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­მის დამ­ხო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს. მოხ­დე­ბა თუ არა ეს, მხო­ლოდ ჩვენ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კომ­პარ­ტია, შრო­მის სა­ყო­ველ­თაო კონ­ფე­დე­რა­ცია და სხვა პროფ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რომ ერთ აზრ­ზე იდგ­ნენ, მთავ­რო­ბა ორ­ი­ო­დე კვი­რა­ში და­ემ­ხო­ბო­და; ყვე­ლა მუ­შის ერ­თობ­ლივ დარ­ტყ­მას დღეს ვე­რა­ფე­რი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა... და მა­ინც, არა მგო­ნია, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი აი ასე, უეც­რად ხდე­ბო­დეს, ერთ დღე­ში. ჩე­მი აზ­რით, მხო­ლოდ თან­და­თა­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია შევ­ც­ვა­ლოთ და ამ­ის ბიძ­გად კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი უნ­და იქ­ცეს. სწო­რედ ამ აზ­რით, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა - რო­მელ­მაც, უნ­და ითქ­ვას, მა­ინც ბევ­რი რა­მის შეც­ვ­ლა მო­ა­ხერ­ხა უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში - სა­მა­გა­ლი­თო შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ახ­ალ­გაზ­რ­და მუ­შე­ბის­თ­ვის. კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლის ნა­ცა­დი ხერ­ხე­ბის დახ­მა­რე­ბით - გა­ფიც­ვე­ბი, ქუ­ჩის ბა­რი­კა­დე­ბი, სა­მუ­შაო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ბლო­კა­და - ჩვენ უპ­ირ­ვე­ლე­სი დაბ­რ­კო­ლე­ბა დავ­ძ­ლი­ეთ, გან­ვ­ძარ­ც­ვეთ მი­თი იმ­ის შე­სა­ხებ, რომ "ამ რე­ჟიმს ვერ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი". ჩვენ და­ვამ­ტ­კი­ცეთ, რომ ეს ასე არაა. შე­საძ­ლოა მუ­შებ­მა ბო­ლომ­დე არ იბრ­ძო­ლონ, მაგ­რამ სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბაც ხომ იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა დარ­წ­მუნ­და ბრძო­ლის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­დე­გი­ა­ნო­ბა­ში...
ს.: კი მაგ­რამ, სა­კითხი - ზე­და­პი­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი თუ რე­ვო­ლუ­ცია - ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თქვენ მარ­თა­ლი ხართ - ყვე­ლა­ფერს, რა­საც ძა­ლით მო­ვი­პო­ვებთ, მსუ­ბუ­ქი გარ­დაქ­მ­ნის მომ­ხ­რე­ე­ბი თა­ვის სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. თქვე­ნი გა­მოს­ვ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, მაგ­რამ თა­ვად ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს იგი ვერ შე­არ­ყევს...
კ.ბ.: იც­ით, მე ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს მე­ტა­ფი­ზი­კა­ში ჩაღ­რ­მა­ვე­ბა და იმ­ა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ რე­ვო­ლუ­ცია. მე ვფიქ­რობ, ჩვენ ის­ე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ მივ­დი­ვართ, რო­მე­ლიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ შე­იც­ვ­ლე­ბა, ოღ­ონდ ეს ყო­ველ­თ­ვის მოხ­დე­ბა ლო­კა­ლუ­რი, კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის გავ­ლე­ნით. რა­დი­კა­ლუ­რი ძვრა კი, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­სა, მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ­კი ერთ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვე­ვა, ვთქვათ, უმ­ძი­მე­სი ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, მუ­შა­თა ძლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბა და სტუ­დენ­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა. დღეს ასე არაა. ყვე­ლა­ზე დი­დი, რა­საც შეგ­ვიძ­ლია მი­ვაღ­წი­ოთ, ესაა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა, მაგ­რამ ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვენ ვე­რა­ფერს და­ვაკ­ლებთ. ეს იმ­ას რო­დი ნიშ­ნავს, რომ ყუ­რე­ბი უნ­და ჩა­მოვ­ყა­როთ; პი­რი­ქით, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნ­და მო­ვი­პო­ვოთ გა­მარ­ჯ­ვე­ბა - შეგ­ვიძ­ლია თუნ­დაც არ­სე­ბუ­ლი წყო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ პრო­ტეს­ტით და­ვიწყოთ...
ბო­ლო ორი კვი­რის მოვ­ლე­ნე­ბი, ჩე­მი აზ­რით, და­მა­ჯე­რებ­ლად უკ­უ­აგ­დებს "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ავ­ან­გარ­დის" ცნო­ბილ თე­ო­რი­ას, რო­მელ­საც თით­ქოს სა­ხალ­ხო მა­სე­ბი მიჰ­ყ­ვე­ბა. ნან­ტერ­სა და პა­რიზ­ში უბ­რა­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ობ­ი­ექ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მ­ნა, იგი სტუ­დენ­ტ­თა უბ­რა­ლო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­დან იშ­ვა და იმ გამ­ბე­და­ო­ბი­დან, რომ­ლი­თაც ის­ი­ნი მმარ­თ­ველ კლასს და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ... ზოგ­ჯერ ამგ­ვარ ობ­ი­ექ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი სპონ­ტა­ნუ­რო­ბის ელ­ე­მენ­ტებს იძ­ე­ნენ. სი­მარ­თ­ლე ითქ­ვას, სწო­რედ უმ­არ­თა­ო­ბა და არა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა მცი­რე ჯგუ­ფის ლო­ზუნ­გე­ბი, იძ­ლე­ვა წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.
ს.: კი მაგ­რამ, უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია ის, რომ თქვენ არ შე­ი­მუ­შა­ვებთ პროგ­რა­მას, არ აძ­ლევთ მოძ­რა­ო­ბას რა­ი­მე სტრუქ­ტუ­რას. თქვენ "ყვე­ლაფ­რის დან­გ­რე­ვის" სურ­ვილს გაბ­რა­ლე­ბენ და თან იმ­ა­საც ამ­ბო­ბენ, ამ­ის სა­ნაც­ვ­ლოდ არ­ა­ფერს გვთა­ვა­ზობ­სო.
კ.ბ.: რა თქმა უნ­და! ყვე­ლას და პირ­ველ რიგ­ში მთავ­რო­ბას, აწ­ყობს, რომ ჩვენ პარ­ტია შევ­ქ­მ­ნათ და გა­მო­ვაცხა­დოთ: "აი, ჩვე­ნი ხალ­ხი, ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი და ამ მიზ­ნებს ასე და ასე მი­ვაღ­წევთ.." მა­შინ­ვე ნა­თე­ლი გახ­დე­ბო­და, რას წარ­მო­ად­გენ­და ეს მოვ­ლე­ნა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მი­სი და­მარ­ცხე­ბა, არ იქ­ნე­ბო­და ეს "ან­არ­ქია", "ქა­ო­სი", მაგ­რამ ჩვე­ნი ძა­ლა სწო­რედ ას­ეთ უკ­ონ­ტ­რო­ლო სტი­ქი­უ­რო­ბას ეყრ­დ­ნო­ბა, სწრაფ­ვას, რო­მელ­საც არ­ა­ფერ­ზე მივ­მარ­თავთ, არ გვინ­და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ მის­გან შო­ბი­ლი ენ­ერ­გია... ერ­თა­დერ­თი იმ­ე­დი ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის­თ­ვის ეს არ­ე­უ­ლო­ბაა, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად ფიქ­რო­ბენ და მოქ­მე­დე­ბენ; ალ­ბათ მხო­ლოდ აქ­ე­დან შე­იძ­ლე­ბა იშ­ვას რა­ღაც­ნა­ი­რი თვი­თორ­გა­ნი­ზა­ცია...
ს.: თქვენ თქვით, რომ სტუ­დენ­ტ­თა მოძ­რა­ო­ბამ თა­ვის პიკს მი­აღ­წია. მაგ­რამ მა­ლე არ­და­დე­გე­ბი მო­დის და შე­საძ­ლოა მოძ­რა­ო­ბა შე­ჩერ­დეს, ან სა­ერ­თოდ, უკ­ან და­ი­ხი­ოს. მთავ­რო­ბა ის­არ­გებ­ლებს ამ­ით, რა­თა რე­ფორ­მე­ბი და­იწყოს... მაგ­რამ ის­ი­ნი ერ­თი მის­ხა­ლი­თაც არ შეც­ვ­ლი­ან სის­ტე­მას, რო­გორც ას­ეთს, ის­ი­ნი ხომ მხო­ლოდ იმ პი­რო­ბებს მი­ი­ღე­ბენ, რი­სი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბათ, ისე, რომ არ­ა­ფე­რი და­უ­შავ­დეს მის არ­სე­ბო­ბას. თქვე­ნი აზ­რით, რე­ა­ლუ­რია თუ არა ის­ე­თი "ცვლი­ლე­ბე­ბი", რომ­ლე­ბიც ჩვენ ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში რა­ღაც ახ­ალს, რე­ვო­ლუ­ცი­ურს მო­ი­ტა­ნენ: ალ­ბათ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა არ და­კარ­გავს თა­ვის ახ­ლან­დელ ფუნ­ქ­ცი­ას - სის­ტე­მის მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი ახ­ა­ლი კად­რე­ბის გა­მოცხო­ბას.
კ.ბ.: უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ვფიქ­რობ, რომ რე­ფორ­მე­ბი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის სრუ­ლი დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის. დი­ახ, არ­და­დე­გებ­ზე სი­ტუ­ა­ცია მი­ჩუმ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არ გა­მო­იწ­ვევს მოძ­რა­ო­ბის გა­თიშ­ვას... არ­სე­ბი­თად, მთავ­რო­ბის მი­ერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი, სპონ­ტა­ნუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უფ­რო ეფ­ექ­ტურს გახ­დის იმ ამ­ბოხს, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა შე­მოდ­გო­მა­ზე ახ­ლი­დან აფ­ეთ­ქ­დეს. არ­და­დე­გე­ბი, უბ­რა­ლოდ, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს, გა­აც­ნო­ბი­ე­რონ თა­ვი­ან­თი დაბ­ნე­უ­ლო­ბა - ამ ორი კვი­რის მან­ძილ­ზე რომ გაცხად­და - და კარ­გად მო­ი­ფიქ­რონ, რა უნ­დათ და რა შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კე­თონ.
რაც შე­ე­ხე­ბა უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ვი­სე­ბუ­რი "ან­ტი­გა­ნათ­ლე­ბის" ცენ­ტ­რად გა­დაქ­ცე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ი­და­ნაც "თეთ­რ­სა­ყე­ლო­ი­ა­ნი" გო­გო-ბი­ჭე­ბი კი არა, ახ­ალ­გაზ­რ­და რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­მოვ­ლენ - ჩე­მი აზ­რით, ას­ე­თი იმ­ე­დი ცო­ტა­თი იდ­ე­ა­ლის­ტუ­რია. ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, რე­ფორ­მი­რე­ბულ­საც კი, მხო­ლოდ ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღზ­რ­და შე­უძ­ლია. ეს გი­გან­ტუ­რი კონ­ვე­ი­რი, უბ­რა­ლოდ, ით­რევს ად­ა­მი­ა­ნებს. უკ­ე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის­ი­ნი რა­ღაც ზო­მი­ე­რი მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ასე თუ ისე, ობ­ი­ექ­ტუ­რად ის­ი­ნი მა­ინც ხე­ლის ბი­ჭე­ბად დარ­ჩე­ბი­ან და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მან­ქა­ნაც მათ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.
ჩვენ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა­ში გა­ვა­ტა­როთ იდეა ე.წ. პა­რა­ლე­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა - ნაკ­ლე­ბად ბუნ­დო­ვან-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, უფ­რო პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი... ას­ე­თი გა­ნათ­ლე­ბის ამ­ო­ცა­ნე­ბი, რა თქმა უნ­და, ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სის­ტე­მის მოთხოვ­ნებს და ამ­ი­ტო­მაც, ალ­ბათ, იგი დიდ­ხანს ვერ იარ­სე­ბებს, მას რე­აქ­ცია მოჰ­ყ­ვე­ბა და მოძ­რა­ო­ბას ჩა­ახ­შო­ბენ. მაგ­რამ საქ­მე იმ­ა­შიც კი არაა, რომ მთე­ლი კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, - მთა­ვა­რია, მი­ვაგ­ნოთ ის­ეთ რა­ღა­ცას, რაც სრუ­ლად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და თა­ვად ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრინ­ცი­პებს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა დიდ­ხან­საც ვერ გაძ­ლოს, მაგ­რამ შეძ­ლებს რა­ღაც რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­სა­ხოს მო­მავ­ლის­თ­ვის: თით­ქოს რა­ღაც გაკ­რ­თა იქ, შორს და მყის­ვე გაქ­რა. ას­ე­თი გაკ­რ­თო­მა საკ­მა­რი­სია, რა­თა და­ვი­ჯე­როთ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს.
ჩვენ ნამ­დ­ვი­ლად არა გვაქვს იმ­ე­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ტი­პის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტი შე­იქ­მ­ნე­ბა, ყვე­ლას ეს­მის, რომ უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ შე­იც­ვ­ლე­ბა, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იქ­ნე­ბა ას­ე­თი. მაგ­რამ, რო­გორც გვგო­ნია, სის­ტე­მის მო­ნო­ლი­თი უკ­ვე შე­ირ­ყა და მის ბზა­რებ­ში შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად ახ­ა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მოჩ­ნ­დეს.

Le Nouvel Observateur, 20 მა­ი­სი 1968

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“