Thursday, September 11, 2008

გილერმო კაბრერა ინფანტე



გი­ლერ­მო კაბ­რე­რა ინ­ფან­ტე 1929 წელს და­ი­ბა­და კუ­ბა­ზე. ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბი­დან­ვე ჩა­ე­ბა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ორ­მოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის ბოლ­ოს იგი მხარ­ში ედ­გა ფი­დელ კას­ტ­როს, კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას და იბრ­ძო­და ბა­ტის­ტას რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ. 1964 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა რო­მა­ნი – Tres Tristes Tigres (Three Trapped Tigers) - რო­მელმაც ერ­თი მხრივ მას მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის მწერ­ლის და ლა­თი­ნურ ამ­ე­რი­კუ­ლი ბუ­მის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლი მო­უხ­ვე­ჭა, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, იძ­უ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო სა­მუ­და­მოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა კუ­ბა და ინგ­ლის­ში გა­და­სუ­ლი­ყო საცხოვ­რებ­ლად. კაბ­რე­რა ინ­ფან­ტეს შე­მოქ­მე­დებაზე ემ­იგ­რა­ცი­ამ დი­დი გავ­ლე­ნა იქ­ო­ნია: კუ­ბა, კერ­ძოდ კი ჰა­ვა­ნა –მი­სი ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, ხალ­ხი და დი­ა­ლექ­ტი ამ მწერ­ლის თით­ქ­მის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბის – რომან­ის, მოთხ­რო­ბის, ეს­ეს, თუ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნარ­კ­ვე­ვის თე­მაა, თუმ­ცა თა­ვის სახ­ლად იგი ლონ­დონს მი­იჩ­ნევს. კაბ­რე­რა ინ­ფან­ტე ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ფაქიზ­ით ეპყ­რო­ბა ენ­ას, რო­მე­ლიც მის­თ­ვის მუ­სი­კა­ლურ და სე­მან­ტი­კურ ლა­ბი­რინთს წარმო­ად­გენს.
1965 წელს მწე­რალ­მა მი­ი­ღო Premio Biblioteca Breve,ხო­ლო 1998 წელს მას მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის პრე­მია. მი­ა­ნი­ჭეს. იგი დღე­საც აქ­ტი­უ­რად აგრ­ძე­ლებს შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას – ბო­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­მო­ი­ცა მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის ორი კრე­ბუ­ლი – Todo está hecho con espejos: Cuentos casi completes (1999) და Delito por bailar el Cha Cha Cha (1996) –რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე ით­არ­გ­მ­ნა სხვა­დასხვა ენ­ებ­ზე. თვით კაბ­რე­რა ინ­ფან­ტე თავს ორ­ე­ნო­ვან მწერ­ლად თვლის – იგი წერს და თარ­გ­მ­ნის კი­დეც სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას ინგ­ლი­სუ­რად და ეს­პა­ნუ­რად.


ესპანურიდან თარგმნაქეთი კუპატაძემ



სი­ე­ბი


გა­გი­ჟე­ბით მიყ­ვარს სი­ე­ბი. და­სა­ნა­ნია რომ ასე უნ­და ვთქვა, მერ­ჩივ­ნა მეთ­ქ­ვა:
გა­გი­ჟე­ბით
მიყ­ვარს
სი­ე­ბი
და ნუ­რა­ვის აერ­ე­ვა ეს ჩე­მი კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა პო­ე­ზი­აში, რო­მე­ლიც სი­ე­ბის ფორ­მის დამ­ჩე­მე­ბე­ლი ამ­პარ­ტა­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რია.
მათ, ვინც ცუ­დად მიც­ნობს, ან ჯერ-ჯე­რო­ბით სრუ­ლი­ად არ მიცნობს და მა­ინც მკიცხავს (ან მო­მა­ვალ­ში გამ­კიცხავს) ვერ­ტი­კა­ლუ­რი ტექ­ს­ტე­ბით ჩემი მგზნე­ბა­რე გა­ტა­ცე­ბის გა­მო, მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ ამ სა­უ­კუ­ნის მრა­ვალ "თვალ­სა­ჩი­ნო მწე­რალს"
(
მა­გა­ლი­თად
ა იეიტსს
ბ ჰე­მინ­გუ­ე­ის
გ ოდ­ენს
)
გა­მო­უთ­ქ­ვამს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერთ­გუ­ლე­ბა სწო­რედ კა­ტა­ლო­გე­ბი­სა და არა მოთხ­რო­ბე­ბის მი­მართ - და მათ კორ­ტე­სი არც კი წა­უ­კითხავთ.
1 იეიტ­სი
2 და­უ­ფა­რა­ვი
3 სი­ა­მოვ­ნე­ბით
4 აღ­ი­ა­რებ­და
5 ხოლ­მე,
6 რომ
7 მი­სი
8 ყვე­ლა­ზე
9 საყ­ვა­რე­ლი
10 სა­კითხა­ვი
11 ლი­ტე­რა­ტუ­რა
12 იყო
13 გან­რი­გე­ბი
(პო­ე­ზია რომ არ­ა­ვის ეგ­ო­ნოს, სიტყ­ვებს არ­ა­ბუ­ლი რიცხვები წა­ვუმ­ძღ­ვა­რე.
ცრუ­მორ­წ­მუ­ნე­ებს თუ სურთ, შე­უძ­ლი­ათ არ­აფ­რად ჩათ­ვა­ლონ უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ნო­მე­რი, რომ­ე­ლიც უბ­რა­ლოდ სიტყ­ვა­თა მიმ­დევ­რო­ბას გა­მო­ხა­ტავს).
ფიც­ჯე­რალ­დის და­წე­რი­ლი სა­უ­კე­თე­სო გვერ­დე­ბი სავ­სეა გუ­ლის წამ­ღე­ბად უინ­ტე­რესო წვე­უ­ლე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბით. ჰე­მინ­გუეი დამ­წყებ მწერლებს ურ­ჩევს ცხენ­თა შე­ჯიბ­რის ცნო­ბა­რის კითხ­ვას, რო­გორც მათ­თ­ვის ფრი­ად სასარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას: მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი და ნომ­რე­ბი. ამ მწერ­ლი­სა­გან ამ­ა­ზე უკეთ­ე­სი რჩე­ვა არც არ­ას­დ­როს მსმე­ნია. ეპ­ი­გო­ნი ოდ­ე­ნი კი, იეიტ­სის მსგავ­სად, მატარ­ებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის გან­რი­გე­ბის, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი­სა და "ყო­ველ­გ­ვარი სი­ე­ბის" კითხ­ვას ირ­ჩევს (ორ­მა­გი პლა­გი­ა­ტი: იეიტ­სის და კი­დევ ერ­თი­სა, რო­მელსაც თქვენ ყვე­ლა კარ­გად იც­ნობთ და რომ­ლის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა აქ სა­ჭი­როდ არ მიმაჩ­ნია).
ვი­ნა­ი­დან, მე უფ­რო თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ან შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბად მხდა­ლი ვარ (თუმ­ცა ჩემს მტრებს ალ­ბათ ურ­ჩევ­ნი­ათ ამ ჩემს საქ­ცი­ელს არ­ა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი უწ­ო­დონ), არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, მთლი­ა­ნად ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ფორ­მის მქო­ნე შე­დევ­რის და­წე­რა გადავწყ­ვი­ტე.
(
19.15
Closerie des Sapins
კრა­ა­ი­ნემ
ბრუ­სე­ლი
ბელ­გია
და­სავ­ლეთ ევ­რო­პა
ევ­რა­ზია
დე­და­მი­წა
მზის სის­ტე­მა
ირ­მის ნახ­ტო­მი
გა­ლაქ­ტი­კა
)
თავ­და­პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე შეზ­ღუდ­ვა - ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თე­მა, ამ­ო­უ­წუ­რა­ვი იდეები და ნა­წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა მოქ­მე­დი პი­რის ჩა­მოთ­ვ­ლის პრობ­ლე­მა, რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ ნაშ­რო­მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მას­შ­ტაბ­ზე - აფ­ერ­ხებს ჩე­მი პა­ტივ­მოყ­ვა­რუ­ლი განზრახ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.
რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი პრე­ცე­დენ­ტიც არ­სე­ბო­ბა, მათ შო­რის ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგ­ნი, სიარს რო­ე­ბუ­კის კა­ტა­ლო­გი და ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო აკ­ა­დე­მი­ის ლექ­სი­კო­ნი, - ჩემ­თ­ვის იმ­ე­დის მომ­ცე­მია. თუმ­ცა, ყვე­ლა შე­მოქ­მე­დის მსგავ­სად ხან­და­ხან მეც მიჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე ეჭ­ვე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ლა­ო­ბით, რო­დე­საც მო­საწყე­ნი ის­ტო­რი­ე­ბით გადავ­სე­ბუ­ლი გა­ზე­თე­ბის პირ­ველ გვერ­დებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ, სა­დაც ყო­ველ­დ­ღი­უ­რად ერთი და იგ­ი­ვე ამ­ბა­ვი მე­ორ­დე­ბა, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი­სა და სა­თა­უ­რე­ბის მო­ნაც­ვ­ლე­ობით. და ეს მა­შინ, რო­დე­საც გან­ცხა­დე­ბე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბის ან­ონ­სე­ბი და გარ­დაცვლილ­თა სი­ე­ბი უკ­ა­ნას­კ­ნელ გვერ­დებ­ზეა შეყ­რი­ლი და სხვენ­ში ატ­ა­ნი­ლი საგ­ნე­ბი­ვით მი­ვიწყე­ბუ­ლი. ამ მომ­ქან­ცა­ვი რი­ტუ­ა­ლის წყა­ლო­ბით, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც საკუთ­არ თავს ყო­ველ დი­ლას ვა­ი­ძუ­ლებ, რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნიც კი დავ­წე­რე.
არც თუ ისე დი­დი ხა­ნია, რაც შე­ვად­გი­ნე მოკ­ლე ტრაქ­ტა­ტი, რო­მელ­საც დრო­ე­ბით Indice Gelardino და­ვარ­ქ­ვი და რო­მე­ლიც, რა­ღა თქმა უნ­და, აბ­ე­ლის ის­ტო­რი­ით და­ვიწყე. ქაღალ­დი­სა და მელ­ნის დე­ფი­ციტ­მა და აგ­რეთ­ვე, ჩე­მი მბეჭ­და­ვის ფი­ზი­კურ­მა და გო­ნებრივ­მა გა­დაღ­ლამ და­ა­ყოვ­ნა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.
დავ­წე­რე, აგ­რეთ­ვე (სა­შუ­ა­ლო სიგ­რ­ძის) რამ­დე­ნი­მე სია, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად იმისა, რომ ვში­შობ­დი უხ­ე­ი­რო არ ყო­ფი­ლი­ყო, საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მო­ვი­და. (მირ­ჩევ­ნია თვითკ­მა­ყო­ფი­ლი კა­ცის სა­ხე­ლი მქონ­დეს, ვიდ­რე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წი­ნა­შე შევ­ცო­დო. ან, რაც კი­დევ უფ­რო უარ­ე­სია, დამ­წა­მონ მის ნა­წერს სრულ­ყო­ფი­ლე­ბა აკ­ლიაო).
ასე რომ, უკ­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს Sumario Sumero, რო­მელ­საც მოჰ­ყ­ვე­ბა Sumario Sumo, ამბი­ცი­უ­რი ჩა­მო­ნათ­ვ­ლე­ბი, რო­მელ­თა და­წე­რა­საც უკ­ვე დი­დი ხა­ნია ვა­პი­რებ, თუმ­ცა ვერ გა­და­მიწყ­ვე­ტია თუ რო­გო­რი უნ­და იყ­ოს მა­თი სა­ბო­ლოო ფორ­მა. მაბ­რ­კო­ლებს ჩამონ­ათ­ვალ­თა ნა­წი­ლებს შო­რის უწყ­ვე­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რი და მთრგუ­ნავს ამ ჩე­მი მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნი ნაშ­რო­მის შე­მო­უ­საზ­ღ­ვ­რე­ლო­ბა.
Cemi Opus magnum იქ­ნე­ბა წიგ­ნი, რო­მე­ლიც უთ­უ­ოდ ჩემს ორ მთა­ვარ გა­ტა­ცე­ბას მო­ი­ცავს: უძ­ვე­ლეს ის­ტო­რი­ა­სა და სრულ­ყო­ფილ სი­ებს. მარ­თა­ლია, მზის შუქს მა­ლე ვერ იხ­ი­ლავს, მაგ­რამ ფრაგ­მენ­ტე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა ის­ეთ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან ჟურ­ნა­ლებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა Gaceta Oficial, Listin diario, ან კი სტა­ტის­ტი­კი­სა და კა­დას­ტ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ოფ­ი­სის გა­მო­ცე­მებ­ში. ამ ბა­ბი­ლო­ნურ ჩა­მო­ნათ­ვალ­თა კრე­ბულს წა­ვუმ­ძღ­ვა­რებ მისთვის შე­სა­ფე­რის დი­ად სა­თა­ურს - Sumario Sumerio. ნაშ­რო­მის და­გეგ­მ­ვა­სა და მი­სი პა­რა­დიგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში კი და­მეხ­მა­რა ბიბ­ლი­ის წმინ­და ტექ­ს­ტი - სა­ხე­ლად Le Gკnკrique, რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად ვკითხუ­ლობ.
biblias ისე ვერ ვახ­სე­ნებ, რომ გან­ც­დით და პა­ტი­ვის­ცე­მით არ მო­ვი­გო­ნო ცენ­ზო­რული მა­ტი­ა­ნე, წიგ­ნ­თა წიგ­ნი - რიცხ­ვ­ნი. რამ­დენ­ჯერ თვა­ლებ­ზე ცრემ­ლე­ბი მომ­დ­გო­მია მი­სი სრულ­ყო­ფი­ლი ტა­ე­პე­ბის ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვი­სას.
14 ათ­შე­კე­ლი­ა­ნი ერ­თი ოქ­როს თა­სი, საკ­მევ­ლით სავ­სე;
15. ერ­თი კუ­რა­ტი, ერ­თი ჭე­დი­ლა, ერ­თიც წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი აღ­სავ­ლე­ნად;
16. ერ­თი თხა ცოდ­ვის გა­მო­სას­ყი­დად;
17. და სა­მად­ლო­ბე­ლი მსხვერ­პ­ლის­თ­ვის ორი ხა­რი, ხუ­თი ჭე­დი­ლა და ხუ­თი ბო­ტი და ხუთი წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი.

ეს სიტყ­ვე­ბი ჩემ­ში ყო­ველ­თ­ვის მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევს
და ახ­ლაც
და ახ­ლაც
და ახ­ლაც
და კი­დევ ერთხელ
და ის­ევ
და ახ­ლაც
და ახ­ლაც
და ახ­ლაც
და ახ­ლაც!
და მო­მა­ვალ­შიც ყო­ველ­თ­ვის ამ­ა­ღელ­ვე­ბენ! ის­ე­ვე, რო­გორც ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­თა წიგნის მე­ო­რე ტა­ე­პი - არ­ა­ნაკ­ლებ მშვე­ნი­ე­რი და კი­დევ უფ­რო მე­ტად აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნე­ბელი:
20. ათ­შე­კე­ლი­ა­ნი ერ­თი ოქ­როს თა­სი, საკ­მევ­ლით სავ­სე;
21. ერ­თი კუ­რა­ტი, ერ­თი ჭე­დი­ლა, ერ­თიც წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი აღ­სავ­ლე­ნად;
22. ერ­თი თხა ცოდ­ვის გა­მო­სას­ყი­დად;
23. და სა­მად­ლო­ბე­ლი მსხვერ­პ­ლის­თ­ვის ორი ხა­რი, ხუ­თი ჭედ­ი­ლა და ხუ­თი ბო­ტი და ხუ­თი წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი.
აჰ, რა სი­ლა­მა­ზეა! რა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა!
რა­ო­დენ ბიბ­ლი­უ­რი, და ამ­ი­ტომ, ღვთა­ებ­რი­ვია ეს უც­ი­ლო­ბე­ლი და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი! აჰ, უკ­ვე აღ­ა­რა­ვინ წერს ას­ეთ სტა­ტის­ტი­კურ სტრი­ქო­ნებს!
არც ამ მომ­დევ­ნო ტა­ეპს და­წერს ვინ­მე, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სრულ­ი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა წი­ყა­მორ­ბე­დის­გან და მა­ინც იმ­ა­ვე­ნა­ი­რად ამგ­ზ­ნე­ბია:
26. ათ­შე­კე­ლი­ა­ნი ერ­თი ოქ­როს თა­სი, საკ­მევ­ლით სავ­სე;
27. ერ­თი კუ­რა­ტი, ერ­თი ჭე­დი­ლა, ერ­თი წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი აღ­სავ­ლე­ნად;
28. ერ­თი თხა ცოდ­ვის გა­მო­სას­ყი­დად;
29. და სა­მად­ლო­ბე­ლი მსხვერ­პ­ლის­თ­ვის ორი ხა­რი, ხუ­თი ჭე­დი­ლა და ხუ­თი ბო­ტი და ხუთი წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი.
მინ­და გა­ვიხ­სე­ნო უს­ა­მარ­თ­ლოდ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სტრო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ა­ნაკ­ლებ მშვე­ნი­ე­რია:
80. ათ­შე­კე­ლი­ა­ნი ერ­თი ოქ­როს თა­სი, საკ­მევ­ლით სავ­სე;
81. ერ­თი კუ­რა­ტი, ერ­თი ჭე­დი­ლა, ერ­თი წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი აღ­სავ­ლე­ნად;
82. ერ­თი თხა ცოდ­ვის გა­მო­სას­ყი­დად;
83. და სა­მად­ლო­ბე­ლი მსხვერ­პ­ლის­თ­ვის ორი ხა­რი, ხუ­თი ჭე­დი­ლა და ხუ­თი ბო­ტი და ხუთი წელ­გა­მოვ­ლი­ლი ცხვა­რი.
ამ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ღვთი­უ­რი სი­ე­ბის ცი­ტი­რე­ბა მე­ო­რედ მოს­ვ­ლამ­დე შე­მეძ­ლო გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, სა­ნამ აღ­ელ­ვე­ბუ­ლი, ცრემ­ლ­ნა­რე­ვი თვა­ლე­ბით გა­და­ვეხ­ვე­ო­დი მის ავ­ტორს - უკვ­დავ ან­ო­ნიმ ებ­რა­ელს - შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი ამ წიგ­ნის უ;ნ­ა­რით არა მარტო ციფ­რულ პო­ე­ზი­ად, არ­ა­მედ ფუნ­და­მენ­ტა­ლურ ინ­ვენ­ტა­რად ექ­ცია ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ციფრე­ბი ჩე­მი მუ­ზაა!
უეჭ­ვე­ლია, არ­ის სხვა ნა­წი­ლე­ბი წიგ­ნ­ში, სა­დაც ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ემ­ო­ცი­ის უს­ას­რუ­ლო წყა­როა, და სა­დაც უხ­ვა­დაა დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი ცხრი­ლე­ბი და კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყველამ ზე­პი­რად იც­ის. არ­ის აგ­რეთ­ვე უფ­რო ფა­რუ­ლი და სა­ი­დუმ­ლო, თუმ­ცა არ­ა­ნაკ­ლებ მეტყ­ვე­ლი პა­სა­ჟე­ბი: მა­გა­ლი­თად, გა­და­სა­ნა­წი­ლე­ბე­ლი მი­წე­ბის სია, რო­მე­ლიც იეშუას მი­ერ და­მარ­ცხე­ბულ მე­ფე­ებს ეკ­უთ­ვ­ნო­დათ. მომ­დევ­ნო გვერ­დ­ზე ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია იუდ­ას ქა­ლა­ქე­ბი. რომ აღ­ა­რა­ფე­რივ­თ­ქ­ვათ, და­ბა­დე­ბის ცნო­ბილ გე­ნე­ა­ლო­გი­ა­ზე, სა­დაც პირ­ვე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დ­გომ რიცხ­ვ­ნ­ში მე­ორ­დე­ბა და ამ­ო­უ­წუ­რავ ნეშ­ტ­თა წიგ­ნ­ში ჭეშ­მა­რიტ აპ­ო­გე­ას აღ­წევს:
1 ად­ა­მი, შე­თი, ენ­ო­ში,
2 კე­ნა­ნი, მა­ჰა­ლა­ლე­ე­ლი, იარ­ე­დი
3 ხა­ნო­ქი, მე­თუ­შე­ლა­ხი, ლა­მე­ქი,
მაგ­რამ, რა აზ­რი აქვს მათ ხე­ლახ­ლა ჩა­მოთ­ვ­ლას. ბიბ­ლი­უ­რი თა­ო­ბე­ბის ყვე­ლა
ნუს­ხა
სარ­ჩე­ვი
ცხრი­ლი
სია
შე­ნიშ­ვ­ნა
უწ­ყი­სი
ცენ­ზი
კრე­ბუ­ლი
დავ­თა­რი
რე­პერ­ტუ­ა­რი
და გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხე - რო­მე­ლიც ტყის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, მგვრის ნე­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც სცდე­ბა უბ­რა­ლო ჩა­მოთ­ვ­ლის სურ­ვი­ლის საზ­ღ­ვ­რებს, და ეს სვე­ტე­ბად ნა­ბეჭ­დი ტექ­ს­ტი, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის მო­ი­ძებ­ნე­ბა მუხან­ა­თუ­რი სიტყ­ვა, ჩემს ფან­ტა­ზი­ას დამ­ქან­ც­ველ ექს­ტაზ­ში აგ­დებს და გო­ნე­ბას მიბნე­ლებს.
სამ­წუ­ხა­როდ, ძვე­ლი აღთ­ქ­მის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი უარ­ესობ­ის­კენ მი­დის - ახ­ა­ლი აღთ­ქ­მა და ის­ე­თი სტა­ტის­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის წიგ­ნიც კი, როგო­რი­ცაა აპ­ო­კა­ლიფ­სი­სი არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ ბერ­ძ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ჰო­მე­რო­სის სი­ე­ბი, ბიბ­ლი­ის სა­თი­თაო, ერთ­ბა­შა, ხელ­გაშ­ლილ და უხვ ჩა­მო­ნათ­ვალ­თან შე­და­რებთ, წარ­ღ­ვ­ნის მე­რე მო­სულ წვი­მას წა­ა­გავს. თა­ვად შე­აფას­ეთ: "ბე­ო­ტი­ე­ლებს მო­უძღოდ­ნენ: პე­ნე­ლა­ო­სი, არ­კე­სი­ლა­ო­სი, კლო­ნი­ო­სი, პრო­თო­ენორი და ლე­ი­ტო­სი, -- ქა­ლა­ქე­ბი: ჰი­რი­ა­სი და ავ­ლი­და, სქო­ნო­სი და სკო­ლო­სი. ხალ­ხი ეტეონ­ი­სის ხე­ვი­დან, გრა­ი­ა­სა და მი­კა­ლე­სო­სის მკვიდ­რ­ნი. თეს­პე­ი­ა­ში, ჰარ­მას გარ­შემო, ელ­ე­სი­ოს­სა და რით­რე­ში, ელ­ე­ოს­ში, ჰი­ლე­სა და პე­ტე­ონ­ში, ოკ­ა­ლე­ე­სა და მე­დე­ონში მო­სახ­ლე­ნი..."

არც ღირს მა­თი გახ­სე­ნე­ბა, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ე­ბი კი არა სხვა­დას­ხ­ვა ადგილ­თა და­სა­ხე­ლე­ბე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია: ამაო ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ტექსტი. რაც შე­ე­ხე­ბა ოდ­ი­სე­ას, უმ­ჯო­ბე­სია და­ვი­ვიწყოთ მი­სი არ­სე­ბო­ბა. ჰო­მე­რო­სი­სე­ული ჰიმ­ნე­ბის უბ­ად­რუკ­მა გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ­მა არ გა­მო­ი­ყე­ნა სი­ე­ბის და­წე­რის არც ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­თა ცხოვ­რე­ბა პას­ტო­რა­ლუ­რი ჟან­რის მსუ­ბუ­ქი ლი­რი­უ­ლი ლექ­სე­ბისათ­ვის შე­ე­წი­რა, ერ­ო­ტი­უ­ლი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო მჭერ­მეტყ­ვე­ლუ­რი ინ­ტერ­ლუ­დი­ები და­ე­წე­რა და პირ­ვე­ლი რო­მა­ნის ავ­ტო­რის სა­ხე­ლი და­ემ­კ­ვიდ­რე­ბი­ნა.
ას­ე­თი­ვე უს­უ­სუ­რია ვირ­ჰი­ლი­უ­სი ტრო­ი­ას ომ­ის დროს ად­ა­მი­ან­თა ქურ­დო­ბი­სა და დაუნ­დო­ბე­ლი ხოც­ვა-ჟლე­ტის აღ­წე­რი­სას, ვერ იყ­ე­ნებს რა ეს­ო­დენ ხელ­საყ­რელ მო­მენტს იარ­ა­ღის, ჯა­რის­კა­ცე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხი­სა და ხა­სი­ა­თის გმი­რო­ბე­ბის, ბრძოლებ­ის, ჭრი­ლო­ბა­თა ნა­ირ­ფე­როვ­ნე­ბის, და­ხო­ცილ­თა მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ქურ­დო­ბა­თა ჩამ­ო­სათ­ვ­ლე­ლად, რომ აღ­ა­რა­ფე­რი ვთქვათ ფეხ­საც­მე­ლე­ბი­სა და სხვა მსგავ­სი საგნებ­ის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­სა­შურ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც ას­ე­ვე ხე­ლი­დან უშ­ვებს.
არ­სე­ბობს სხვა კლა­სი­კუ­რი წიგ­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ოდ­ი­სე­ას მსგავ­სად სრუ­ლი­ად ვერ ამჟ­ღავ­ნე­ბენ აღ­ნუს­ხ­ვის ნიჭს. აი, მა­გა­ლი­თად სა­ტი­რი­კო­ნი, სა­დაც მხო­ლოდ მოკრძა­ლე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი ტრი­მალ­ქი­ო­ნის ვახ­შა­მი. დაე სა­მუ­და­მოდ წყე­ულ იყ­ოს პეტ­რო­ნი­უ­სი, რომ არ დათ­ვა­ლა წვე­უ­ლე­ბის­თ­ვის გუ­ლუხ­ვად გამ­ზა­დე­ბული ან მო­მა­რა­გე­ბუ­ლი რჩე­უ­ლი საჭ­მე­ლი, არ აღ­წე­რა სუფ­რა­ზე სა­თი­თა­ოდ მორ­თ­მე­ულ ხილ­თა მრა­ვალ­სა­ხე­ო­ბა. მარ­ტო საკ­ვებ­თა სია იქ­ნე­ბო­და პან­ტაგ­რუ­ე­ლი­სე­ბუ­რი პროპორ­ცი­ის. და­სა­ნა­ნია, რომ Arbiter Elegantiarum ებ­რა­ე­ლი არ იყო. იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას პლუ­ტარ­ქე­სა და სვე­ტო­ნი­უს­ზე, რო­მელ­თა­გა­ნაც პირ­ვე­ლი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბით გა­მოირ­ჩე­ო­და, მე­ო­რე კი რო­მა­უ­ლი სი­სას­ტი­კით. მხო­ლოდ ტა­ცი­ტუ­სი, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი გვა­რი­სა, მო­უ­რი­დებ­ლად ას­ა­ხე­ლებს კონ­სუ­ლებს, პრო­კონ­სუ­ლებს, ოჯ­ა­ხებს, საგ­ვა­რეულ­ო­ებ­სა და დი­ნას­ტი­ებს, და ჩემს ნო­ტა­რი­ულ თვალ­ში დი­დი ის­ტო­რი­კო­სის სა­ხელს იმკვიდ­რებს.
ar მინ­და ჩე­მი ღია ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა ძვირ­ფას ტომს შე­ვე­ხო. მას­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე იოლ­ად სა­კითხა­ვი წიგ­ნი, რო­მე­ლიც მე­გობ­რე­ბი­სა ან შემ­თხ­ვე­ვი­თი სტუმ­რის­თ­ვის არ­ის გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ამ ტო­მე­ბის პოვ­ნა­სა და გა­დაშ­ლას მხო­ლოდ ის­ი­ნი ახ­ერ­ხე­ბენ, ვინც ჩე­მი არ­ქი­ვე­ბის, ფა­ი­ლე­ბის, დო­სი­ე­ე­ბის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თუ უმნიშ­ვ­ნე­ლო წიგ­ნე­ბის ლა­ბი­რინ­თ­ში შე­აღ­წე­ვენ.
unda გა­მო­გიტყ­დეთ, რომ მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტა დამ­რ­ჩა. მა­თი რა­ო­დენო­ბა იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ მოკ­ლე სი­ის შედ­გე­ნის სურ­ვილ­საც კი არ ბა­დებს ჩემში. მათ ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლად მარ­ცხე­ნა ხე­ლის სა­მი თი­თი მე­ყო­ფო­და. ასე მირ­ჩევ­ნია. სათი­თა­ოდ გავ­წყ­ვი­ტე კავ­ში­რი მათ­თან, ვინც არ იზ­ი­ა­რებ­და ჩემს გა­ტა­ცე­ბას მშვენიერი ნუს­ხე­ბით.
utyuari სის­ტე­მა მაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ჩლუნგ ად­ა­მი­ან­თა შე­სამოწ­მებ­ლად, ვინც ჯერ კი­დევ ვერ მიხ­ვ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბი­სად­მი ჩე­მი გულ­გ­რი­ლო­ბის მი­ზე­ზებს. რო­დე­საც ვინ­მე ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­დის სა­ღა­მო ხანს, რო­გორც წე­სი, ტელ­ე­ფო­ნე­ბის წიგნს ვაწ­ვ­დი (ერთ-ერთს ჩე­მი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კო­ლექ­ცი­ი­დან: თუნდაც სტოქ­ჰოლ­მი­სას, შვე­დურ ენ­ა­ზე, რა­თა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მოვ­ცა­დო მი­სი მოთ­მი­ნება - სი­ე­ბის შემ­დ­გენ­ლის­თ­ვის ყოვ­ლად აუც­ი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბა), ყო­ველ­წ­ლი­ურ კრე­ბულს, ან სამ­ხედ­რო და საზ­ღ­ვაო ფლო­ტის სა­ქონ­ლის მა­ღა­ზი­ის ერთ-ერთ კა­ტა­ლოგს, რომლის ყვე­ლა ნო­მე­რი გა­მო­წე­რი­ლი მაქვს და ინგ­ლი­სი­დან მომ­დის. თუ ამ ად­ა­მი­ან­ში ჩემს მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა გა­სარ­თობ­მა ზიზ­ღი გა­მო­იწ­ვია, იგი სი­ძულ­ვი­ლის წყაროდ იქ­ცე­ვა ჩემ­თ­ვის და სულ მა­ლე ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ რომ და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუ­მა­რია.
WeSmaritad მირ­ჩევ­ნია ჩე­მი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კო­ლექ­ცია იმ ნე­ბის­მი­ერ ერ­ე­ტიკულ წიგნს, რო­მე­ლიც სტა­ტის­ტი­კის ტა­ძარ­ში ინ­ა­ხე­ბა, და რომ­ლის წმინ­და­თაწ­მინდა კა­ტა­ლოგ­ში შე­სუ­ლი ერ­თად-ერ­თი ჩემ­თ­ვის მო­სა­წო­ნი ვულ­გა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გარგან­ტუა და პან­ტაგ­რუ­ე­ლია. ამ წიგ­ნ­ში გა­დავ­ხა­ზე ის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩამო­ნათ­ვა­ლის უქ­ონ­ლო­ბის გა­მო მძი­მედ იკ­ითხე­ბო­და და მხო­ლოდ რაბ­ლე­სე­უ­ლი თვალსა­ჩი­ნო სი­ე­ბი დავ­ტო­ვე.
saxli, სა­დაც უფ­რო და უფ­რო სრულ­ვ­ყოფ ჩემს არ­ქივს, თა­რო­თა ვრცე­ლი ოკ­ე­ა­ნეა, გან­სა­კუთრე­ბით მას შემ­დეგ, რაც ჩა­მო­ვი­ცი­ლე უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, – ღმერ­თ­მა გაანათ­ლოს იმ ქვეყ­ნად მა­თი სუ­ლე­ბი – რომ­ლე­ბიც მიკ­რ­ძა­ლავ­დ­ნენ წარ­სულ­ში გა­მოუსა­დე­გა­რი ავ­ე­ჯის გა­დაყ­რას, და ად­გი­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე იმ­ის­თ­ვის, რა­საც მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი ფუნ­ქ­ცია ექ­ნე­ბო­და:
Taroebi თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თაროები თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თარ­ო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ები თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­რო­ე­ბი თა­როები თა­რო­ე­ბი

სავ­სე:
ტე­ლე­ფო­ნის წიგ­ნე­ბით
ტუ­რის­ტუ­ლი
და სა­მოგ­ზა­უ­რო ცნო­ბა­რე­ბით

ნუს­ხე­ბით
ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით
ომ­ის ამ­ბე­ბით
და­ღუ­პულ­თა სი­ე­ბით

სა­ამ­ქ­რო­ე­ბის
გა­მომ­ცემ­ლო­ბა­თა და
ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის
კა­ტა­ლო­გე­ბით

სა­მე­დი­ცი­ნო
ბო­ტა­ნი­კუ­რი
და მე­ქა­ნი­კუ­რი
ცნო­ბა­რე­ბით

და ა.შ.
და ა.შ.
და ა.შ.
და ა.შ.
და შე­და­რე­ბით აბს­ტ­რაქ­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩემთვის ჭეშ­მა­რი­ტი სა­გან­ძუ­რე­ბია:
ყო­ველ­წ­ლი­უ­რი რეკ­ლა­მე­ბი
კა­ტა­ლოგ­თა კა­ტა­ლო­გე­ბი
სი­ა­თა სი­ე­ბი
და ინგ­ლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რი - გი­ლერ­მო კონ­კის­ტა­დო­რის ბრძა­ნე­ბით შედგე­ნი­ლი კა­დას­ტ­რი.
ამქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მი­მართ არ­ა­ვი­თა­რი ნოს­ტალ­გია არ გა­მაჩ­ნია, გარ­და ალბათ სკო­ლის იმ დღე­ე­ბი­სა, რო­დე­საც გა­მო­მაფხიზ­ლე­ბე­ლი საყ­ვი­რი­ვით ჩა­მეს­მო­და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ამ­ო­კითხუ­ლი მოს­წავ­ლე­თა სია. მის წა­კითხ­ვი­სას ექო არა მარტო მა­შინ ის­მო­და, რო­დე­საც მოს­წავ­ლე და­ი­ძა­ხებ­და "აქ ვარ!", არ­ა­მედ მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ­ჯერ გა­ი­მე­ო­რებ­და იმ­ის გვარს, ვინც ოთ­ახში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ხან­და­ხან, სამ­ყა­როს­თან მეტ-ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნების მიზ­ნით, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვ­და­ვი, ჩავ­რ­თავ ხოლ­მე ტე­ლე­ვი­ზორს და პროგრა­მე­ბი­სა და მა­თი ეთ­ერ­ში გას­ვ­ლის ან­ონსს ვუ­ყუ­რებ. შემ­დეგ უც­ბად­ვე ვთი­შავ, რომ მომ­დევ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბებ­მა არ გა­და­მა­ვიწყონ თვალ­მოკ­რუ­ლი სი­ე­ბის ნა­თე­ლი მოგ­ო­ნე­ბა­ნი.
ზოგ­ჯერ გა­რეთ გავ­დი­ვარ საჭ­მე­ლად. ეს ჩვე­ვა ვე­რაფ­რით ვერ დავ­ძ­ლიე. სახ­ლ­ში სადილს თუ და­ვა­პი­რებ, ჩე­მი მა­დის აღმ­ძ­ვ­რე­ლი მე­ნი­უ­ე­ბი­სა და დე­სერ­ტე­ბის რე­ცეპტებ­ის სრულ­ყო­ფი­ლი კო­ლექ­ცი­ის თვა­ლი­ე­რე­ბა ჭა­მას გა­და­მა­ვიწყებს ხოლ­მე. უც­ნობი მე­ნი­უს და­ნახ­ვას კი არ­ა­ფე­რი სჯობს! ასე რომ, გა­უ­თა­ვებ­ლად და­ვე­ძებ ჩემ­თ­ვის უც­ნობ ახ­ლად გახ­ს­ნილ რეს­ტორ­ნებს.
კი­ნო­შიც დავ­დი­ვარ. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­დაბ­მუ­ლი სე­ან­სე­ბი მიყ­ვარს. თუ ორ­მა­გი პროგ­რა­მაა, რაც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის დამ­თავ­რე­ბის­თ­ვის მივ­დივარ. ამგ­ვა­რად, არც ერ­თი სუ­ლე­ლუ­რი და პრი­მი­ტი­უ­ლი ის­ტო­რი­ის, ფა­ტა­ლუ­რი თავ­გა­დასავ­ლი­სა თუ უბ­ე­დუ­რე­ბის და­სას­რუ­ლის მო­ლო­დი­ნის გა­მო არ ვკარ­გავ ფილ­მის დამთავ­რე­ბი­სას მოქ­მედ პირ­თა, მსა­ხი­ობ­თა და ფილ­მის ავ­ტორ­თა სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რების სი­ის წა­კითხ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბას. ფილ­მის დაწყე­ბი­სას ჩა­მო­წე­რი­ლი ტიტ­რე­ბი კი ბიბ­ლი­ის და­საწყისს მა­გო­ნებს და თავ­და­ვიწყე­ბამ­დე მივ­ყა­ვარ.
ჩემს მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ში ქუ­ჩე­ბი­სა და მო­ედ­ნე­ბის ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლაზე მე­ტად ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა და მა­თი სარ­თუ­ლე­ბის დათ­ვ­ლა მომ­წონს. წარმო­ვიდ­გენ, თით­ქოს ფან­ჯ­რე­ბი სი­ე­ბი იყ­ოს და ვკითხუ­ლობ­დე. რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებზე, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის ტერ­მი­ნა­ლებ­ზე დინ­ჯად სი­ა­რუ­ლი, ტრანსპორ­ტის შე­მოს­ვ­ლი­სა და გას­ვ­ლის გან­რი­გე­ბი­სა და ყვე­ლა ტი­პის ცხრი­ლე­ბის თვალი­ე­რე­ბა, ჩემ­თ­ვის ვერ­ტი­კა­ლუ­რი სი­ე­ბის მო­ჯა­დო­ე­ბულ და ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში შეღწე­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა.
მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ ჭეშ­მა­რიტ ტაძ­რებ­ში, კლერ­კი (ყოვ­ლის­მ­ცოდნე და გან­ჭ­ვ­რე­ტის უნ­ა­რით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მო­ხე­ლე, რო­მელ­საც სა­ი­დუმ­ლო ნიშ­ნით ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ, რომ მეც მა­სო­ნი ვარ) წუ­თი­ე­რად წყვეტს თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით საქმი­ა­ნო­ბას ტე­ლე­ტა­ი­პებს, გა­მომ­თ­ვ­ლელ მან­ქა­ნებ­სა და ან­გა­რიშ­წარ­მო­ე­ბის დავთრებ­თან, რომ ემ­ო­ცი­ის მო­ჭარ­ბე­ბი­სა­გან აკ­ან­კა­ლე­ბულ­სა და მად­ლი­ე­რე­ბის გრძნობით აღ­სავ­სეს, სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს წა­ვი­კითხო მგზავ­რ­თა ფა­რუ­ლი სი­ე­ბი, რო­მე­ლებზეც ჩე­მი თვა­ლე­ბი რიტ­მუ­ლად და აღტ­კი­ნე­ბით ადი-ჩა­დი­ან. მა­ლე მე­უფ­ლე­ბა არა უბრალ­ოდ მორ­ბე­ნა­ლი თვა­ლე­ბი­სა და მო­ბუტ­ბუ­ტე ტუ­ჩე­ბის პა­როქ­სიზ­მი, არ­ა­მედ, გრძნობა, რო­მე­ლიც სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მრა­ვალ სა­ფე­ხურს სცდე­ბა და მა­თი სა­თი­თა­ოდ შე­მორბენ­ის შემ­დეგ, ცენ­ზო­რულ ვნე­ბას აყ­ო­ლილს, აღ­მა მი­მაფ­რენს.


© “არილი”

თომას ვულფი


თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პო­ე­ზი­ა­სა და პრო­ზას შო­რის ზღვა­რის შემ­ცი­რე­ბა არა მხო­ლოდ პო­ე­ზი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის, არ­ა­მედ პრო­ზა­ში იმ­ა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი ძვრე­ბის შე­დე­გი­ცაა. მო­დერ­ნის­ტუ­ლი პე­რი­ო­დი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის რღვე­ვი­სა და პოს­ტ­მო­დერ­ნუ­ლი სინ­თე­ზუ­რო­ბის შე­დე­გად პო­ე­ზი­ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რა რა­დი­კა­ლუ­რად არ­ა­სენ­ტი­მენ­ტა­ლურ­მა, რით­მის, რიტ­მის, მეტ­რი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ლექ­ს­მა, ხო­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­უ­ჟე­ტის და თხრო­ბის სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ პრო­ზა­ში, ხში­რად გვხვდე­ბა რიტ­მი­სა და პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ე­ბის ნა­კა­დი. თუ მსგავ­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბის ძი­ე­ბას უკ­ან, XX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სამ­დე მივ­ყ­ვე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნამ­დე მი­ვალთ: იმ ნო­ვა­ტორ თუ ექს­პე­რი­მენ­ტა­ლისტ პრო­ზა­ი­კოს­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც პო­ე­ზი­ის ერთ­გ­ვა­რი რე­ა­ლი­ზა­ცია იგრ­ძ­ნო­ბა, პრო­ზა­ში სწო­რედ პო­ე­ზი­ი­დან მო­ვი­და. ეს­ე­ნი იყვ­ნენ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ბა­ტო­ნე­ბულ პო­ე­ტურ ფორ­მებ­თან უთ­ან­ხ­მო­ე­ბის გა­მო გა­დაწყ­ვი­ტეს პო­ე­ზი­ის მა­გი­ერ ბე­დი პრო­ზა­ში ეც­ა­დათ. შე­დე­გად ჯო­ი­სი­სა და ფოლ­კ­ნე­რის პრო­ზა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო პო­ე­ტუ­რია, ვიდ­რე ვთქვათ, ჰარ­დის და ლო­რენ­სის (ანუ იმ ავ­ტო­რე­ბის, რომ­ლე­ბიც პო­ე­ზი­ა­ში სრულ თვით­გა­მოვ­ლე­ნას აღ­წევ­დ­ნენ) რო­მა­ნე­ბი.
ჩვე­ნი თე­ო­რი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად თო­მას ვულ­ფის შემ­თხ­ვე­ვაც გა­მოდ­გე­ბა. ხში­რად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვულ­ფი უპ­ირ­ვე­ლე­სად პო­ე­ტი იყო, რო­მე­ლიც ლექ­სის კონ­ვენ­ცი­ურ ფორ­მას დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ან­ი­ჭებ­და და თა­ვი­სი გრძე­ლი სტრი­ქო­ნე­ბის ამ ფორ­მას­თან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გა­მო პრო­ზად წე­რა არ­ჩია. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი ვულ­ფის რიტ­მუ­ლი, გან­მე­ო­რე­ბა­დი სა­ხე­ე­ბი­თა და ემ­ო­ცი­ე­ბით სავ­სე რო­მა­ნე­ბის წი­ნა­შე მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მომ­ცემ­ლე­ბის დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა.
1971 წელს, ვულ­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სა­მი ათ­ე­უ­ლი წლის შემ­დეგ "Scribner"-მა გა­მოს­ცა წიგ­ნი სა­თა­უ­რით: "ქვა, ფო­თო­ლი, კა­რიბ­ჭე - თო­მას ვულ­ფი, ლექ­სე­ბი". კრე­ბუ­ლი შე­ად­გი­ნა ჯონ ბარ­ნ­ს­მა, ხო­ლო წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში ლუ­ის უნ­ტერ­მე­ი­ე­რი წერს: "სერ­ჟან­ტ­მა ბარ­ნ­ს­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ის­წავ­ლა ყო­ვე­ლი­ვე, რაც ვულ­ფის კა­ლამს შე­უქ­მ­ნია და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მი­სი მრა­ვა­ლი თხზუ­ლე­ბა ღრმად რიტ­მუ­ლი, ინ­ტო­ნა­ცი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი ლექ­სია. ამ­ის შე­დე­გად გა­და­აწყო, ერთ­მა­ნეთს და­ა­ცი­ლა გრძე­ლი, გა­დაბ­მუ­ლი სტრი­ქო­ნე­ბი და და­არ­ღ­ვია ზღვა­რი პო­ე­ზი­ა­სა და პრო­ზას შო­რის. ამ­დე­ნად, ეს გა­მო­ცე­მა წარ­მო­ა­ჩენს იმ პო­ე­ტურ მუხ­ტებს, რომ­ლი­თაც სავ­სეა ვულ­ფის "შინ მო­ი­ხე­დე, ან­გე­ლო­ზო", "დრო­ი­სა და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ" და უფ­რო გვი­ან­დე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც. ეს გა­მო­ცე­მა ვულფს უბ­რუ­ნებს პო­ეტ­თა რიცხვს, სა­ი­და­ნაც მან თავ­მ­დაბ­ლად გა­მო­რიცხა სა­კუ­თა­რი თა­ვი და რო­მელ­საც იგი კა­ნო­ნი­ე­რად ეკ­უთ­ვ­ნის... შე­იძ­ლე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა აღძ­რას გა­მომ­ცემ­ლის მი­ერ უბ­რა­ლო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და ტი­პოგ­რა­ფი­უ­ლი ხერ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ტექ­ს­ტის ფორ­მის შეც­ვ­ლამ, მაგ­რამ ეს მცდე­ლო­ბა ლო­გი­კუ­რად ემ­ყა­რე­ბა ვულ­ფის ენ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას, წი­ნა­და­დე­ბის რიტ­მუ­ლო­ბა­სა და ემ­ო­ცი­ა­თა ნა­კადს".
თა­ვის­თა­ვად, მსგავ­სი მცდე­ლო­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნად ჩა­ით­ვ­ლე­ბა ვულ­ფის ორ­ი­გი­ნა­ლურ სტილ­ში იმ­ა­ვე სა­ხის ჩა­რე­ვად, რო­გო­რიც იყო თა­ვის დრო­ზე მი­სი თხზუ­ლე­ბე­ბის შეკ­ვე­ცი­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის გა­მო­ცე­მა. მაგ­რამ, ვფიქ­რობთ, პო­ე­ზი­ა­სა და პრო­ზას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ­ე­რი­კე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ეს ძვე­ლი ექს­პე­რი­მენ­ტი ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.



მთარ­გ­მ­ნე­ლი­სა­გან



ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა ლე­ლა სამ­ნი­აშ­ვილ­მა




ცეკ­ვა


ნე­ლა ცეკ­ვავ­დ­ნენ
იქ, სა­ღა­მოს ნაც­რის­ფერ შუქ­ში,
ერთ­დ­რო­უ­ლად რომ მტკივ­ნე­უ­ლიც იყო, ლა­მა­ზიც,
რო­გორც სი­ნათ­ლე - წყლის სიღ­რ­მე­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი,
რო­მელ­საც მკერ­დით მი­ა­პობ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა,
რო­გორც ტრი­ტო­ნი, დევ­ნი­ლი და გა­და­კარ­გუ­ლი.

ცეკ­ვის დროს,
ქა­ლი, სა­სურ­ვე­ლი თუმ­ცა არ იყო,
მთე­ლი სხე­უ­ლით მი­ეკ­რა და
რა­ღა­ცას ნა­ზად ჩას­ჩურ­ჩუ­ლებ­და,
თხელ თი­თებ­ში
ეჭ­ი­რა მი­სი მხურ­ვა­ლე ხე­ლი.

და ქა­ლი, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლი არ იყო მის­თ­ვის,
მორ­კა­ლულ მკლავ­ზე თავ­თა­ვი­ვით გა­და­ი­ხა­რა,
რო­გორც მა­ლა­მო, გა­მოწ­ვ­დი­ლი -
უამ­რა­ვი სა­ხე­ე­ბი­დან და­კარ­გუ­ლი, ძვირ­ფა­სი სა­ხის ამ­ო­საშ­ლე­ლად,
გა­სა­ყუ­ჩებ­ლად ტკი­ვი­ლი­სა, რო­მელ­საც ერქ­ვა -
ერ­თა­დერ­თი ქა­ლის სა­ხე­ლი.

და მშვე­ნი­ე­რი, მო­ლივ­ლი­ვე სი­ლუ­ე­ტე­ბი
ცდი­ლობ­დ­ნენ მის­თ­ვის მო­ე­ტა­ნათ სიმ­შ­ვი­დე და თავ­და­ვიწყე­ბა,
მაგ­რამ მბრწყი­ნა­ვი აჩრ­დი­ლე­ბიც
ტკი­ვი­ლი­სა, სი­ა­მა­ყის და სიკ­ვ­დი­ლი­სა -
ავი ღი­მი­ლით ტრი­ა­ლებ­დ­ნენ,
კა­ცის ტან­ჯ­ვას აელ­ვა­რებ­დ­ნენ.

მან ის და­კარ­გა, რად­გან ქვეყ­ნად ხე­ტი­ა­ლი­სას
ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი და­ნა­კარ­გის და­საწყი­სია;
შეხ­ვედ­რა უკ­ვე გან­შო­რე­ბაა;
მო­ლივ­ლი­ვე აჩრ­დი­ლე­ბიც თავს უქ­ნე­ვენ, ეთ­ან­ხ­მე­ბი­ან
მწუ­ხა­რე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბიც, ვნე­ბის გა­რე­შე
მაღ­ლა, ცა­ში გა­მო­კი­დულ­ნი.



უკვ­და­ვი სიმ­თ­ვ­რა­ლე


უკვ­და­ვო სიმ­თ­ვ­რა­ლევ!
რა საზ­ღა­უ­რი უნ­და მო­გა­გოთ,
რა სიმ­ღე­რა უნ­და დავ­ჭე­ქოთ,
რო­გო­რი ხოტ­ბა უნ­და შე­გას­ხათ
იმ­ი­სათ­ვის, რომ მოგ­ვა­ნი­ჭე სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, თავ­და­ვიწყე­ბა
ჩვენ, ვი­საც წი­ლად გვხვდა სი­ჭა­ბუ­კე და შიმ­ში­ლი ამ­ე­რი­კა­ში?!

ჩვენ ვართ ისე გან­წი­რუ­ლე­ბი, და­კარ­გუ­ლე­ბი, მარ­ტო­ე­ბი - ამ­ე­რი­კა­ში.
გი­გან­ტუ­რი, ვე­ლუ­რი ცა თავ­ს­ზე­მოთ ელ­ავს
და ჩვენ­თ­ვის მას - კა­რი არა აქვს.

მაგ­რამ უკვ­და­ვო სიმ­თ­ვ­რა­ლევ,
ჩვენს სი­ჭა­ბუ­კე­ში შე­მო­აღ­წიე,
რო­ცა ჩვე­ნი გუ­ლე­ბი თით­ქ­მის ამ­ო­ჭა­მა უიმ­ე­დო­ბამ,
ჩვე­ნი სუ­ლე­ბი შე­შა­ლა ძრწო­ლამ
და სირ­ცხ­ვი­ლით და­ი­ხა­რა ჩვე­ნი თა­ვე­ბი.

შენ მოხ­ვე­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის,
ვე­ლუ­რი რიტ­მით რომ ამ­ო­გევ­სო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა,
რომ ჩამ­წყ­და­რი ხმე­ბი ჭე­ქით ამ­ომ­ს­კ­და­რი­ყო,
რომ დაგ­ვე­ნა­ხა: ამ უთ­ვის­ტო­მო, ხრი­ოკ მი­წა­ზე,
ამ გი­გან­ტურ, უკ­აც­რი­ელ ზე­ცის ნა­კად­ში,
უზ­არ­მა­ზა­რი ქა­ლა­ქე­ბის სი­მარ­ტო­ვე­ში,
ბრბოს შე­უწყ­ვე­ტელ ნი­აღ­ვარ­ში
სი­ჭა­ბუ­კე გაგ­ვიძღ­ვე­ბო­და სიმ­დიდ­რის­კენ, სა­ხე­ლის­კენ, სიყ­ვა­რუ­ლის­კენ,
პო­ე­ზია სუ­ლებს სის­წ­რა­ფეს მი­ა­ნი­ჭებ­და
და ვიბ­რ­ძო­ლებ­დით, ვიბ­რ­ძო­ლებ­დით,
ვიდ­რე სი­ცოცხ­ლე ტრი­უმ­ფით არ გაბ­რ­წყინ­დე­ბო­და.

და ჯა­დო­ქა­რო სიმ­თ­ვ­რა­ლევ,
რა ვქნათ, თუ ჩა­ი­ა­რა ათ­ას­მა წყალ­მა,
თმა გაგ­ვ­ც­ვივ­და, დაგ­ვიმ­ძიმ­და ყვე­ლა კი­დუ­რი
და ძვალ­ზე კა­ნი დაგ­ვეჭ­მუჭ­ნა, ჩა­მოგ­ვე­კონ­კა...

შენ ხომ მუ­სი­კით, პო­ე­ზი­ით მოხ­ვე­დი ჩვენ­თან,
რო­ცა ვი­ყა­ვით ოცი წლი­სა­ნი,
რო­ცა ღა­მით, შინ მი­მა­ვალ­ნი, ძილს ვუფ­რ­თხობ­დით
ბე­ბე­რი მთვა­რით გა­ნა­თე­ბულ ბოს­ტო­ნის ქუ­ჩებს;
და მე­გობ­რე­ბის, ჩვე­ნი მკვდა­რი ძმო­ბი­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი
გა­ყუ­ჩე­ბულ მო­ედ­ნებ­ზე იყო ნამ­დ­ვი­ლი ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი:
"შენ ხარ პო­ე­ტი და შე­ნია მთე­ლი სამ­ყა­რო!"

და გა­მარ­ჯ­ვე­ბა, სი­ხა­რუ­ლი, რწმე­ნა, სი­ნა­ზე
სის­ხ­ლ­თან ერ­თად ძარ­ღ­ვებ­ში გვენ­თო
და ასე, მთვრა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით
წინ მი­ვი­წევ­დით
და იგ­ი­ვე შე­ძა­ხი­ლი გვიბ­რუნ­დე­ბო­და
მთვა­რი­ა­ნი ბოს­ტო­ნის ცი­დან
და სულ ეს იყო, რაც ვი­ცო­დით:
ჩვენ ვი­ყა­ვით მთვრა­ლე­ბი და ოცი წლი­სა­ნი
და ჩვენ­ში ჩქეფ­და პო­ე­ზი­ის ძა­ლა
და ჩვენს წინ - მთე­ლი სამ­ყა­რო
დი­დე­ბის­თ­ვის გა­დაშ­ლი­ლი­ყო;
რად­გან ვი­ყა­ვით ჭა­ბუ­კე­ბი და მთვრა­ლე­ბი
და უკვ­და­ვე­ბი!


იუჯ­ი­ნი 1


და­სა­ძი­ნებ­ლად
მარ­ტო დარ­ჩა და­რა­ბე­ბით დახ­შულ ოთ­ახ­ში,
რო­მელ­შიც სხი­ვი მა­ინც აღ­წევ­და
და რა­ფა­ზე, იატ­აკ­ზე გა­და­დი­ო­და;
თვი­თონ კი იყო სა­ი­მე­დოდ გა­მო­კე­ტი­ლი
სევ­და­ში და მარ­ტო­ო­ბა­ში.
თა­ვის ცხოვ­რე­ბას გა­და­ავ­ლო თვა­ლი - უღ­რან ტყეს,
და იგრ­ძ­ნო: მუ­დამ სევ­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა ასე
გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი მრგვალ, პა­წია თა­ვის­ქა­ლა­ში,
დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი მფეთ­ქავ­სა და იდ­უ­მალ გულ­ში;
მი­სი ცხოვ­რე­ბა გზად გა­ი­ფენს
მარ­ტო­ო­ბით სავ­სე სტრი­ქო­ნებს.
და­კარ­გუ­ლია.

და იგრ­ძ­ნო, რომ ერთ­მა­ნე­თის­თ­ვის
უც­ხო არ­ის მუ­დამ - ორი ად­ა­მი­ა­ნი,
რომ ეს ორ­ნი ვე­რა­სო­დეს ვერ ახ­ერ­ხე­ბენ
სი­ახ­ლო­ვეს ერთ­მა­ნე­თი­სას;
რომ დე­დე­ბის ბნელ სა­შო­ებ­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი
ისე მოვ­დი­ვართ, დე­დის სა­ხეც კი არ გვი­ნა­ხავს;
და მი­ვენ­დო­ბით უც­ხო მკლა­ვებს
და არ­სე­ბო­ბის სა­ტუ­სა­ღო გვებღა­უ­ჭე­ბა;
და არ­ა­სო­დეს ვცდი­ლობთ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას
და სულ ერ­თია ვი­სი მკლა­ვე­ბი გვეხ­ვე­ვა,
ვი­სი ბა­გე გვკოც­ნის,
ვი­სი გუ­ლი გვათ­ბობს... არ­ას­დ­როს,
არ­ა­სო­დეს აღ­არ ვცდი­ლობთ თა­ვის დაღ­წე­ვას.


ბე­ნი 2, ჩე­მი აჩრ­დი­ლი


მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვგრძნობ: ჩემ­ში ვი­ღაც ჩა­კარ­გუ­ლა
და მე და­გე­ძებ
და გდევ­ნი, გდევ­ნი
ვიდ­რე არ შეწყ­ვეტ - მში­ე­რო, ჩე­მი თვა­ლე­ბის დევ­ნას.
მე უდ­აბ­ნო­ში მო­მეს­მა შე­ნი ფე­ხის ტყა­პუ­ნი,
შე­ნი ჩრდი­ლი და­ვი­ნა­ხე მკვდარ ქა­ლა­ქებ­ში,
შე­ნი სი­ცი­ლი წკრი­ა­ლებ­და ცოცხალ ქუ­ჩებ­ში,
მაგ­რამ ვერ­სად ვერ მო­გი­ხელ­თე.

და ახ­ლა, ჩემ­თ­ვის ფო­თო­ლიც არ იშ­ლე­ბა ტყე­ში,
მთებ­ზე აღ­არ და­ვე­ხე­ტე­ბი,
ქა­ლა­ქებ­ში კარს ვერ ვპო­უ­ლობ;

მხო­ლოდ შიგ­ნით, ჩემს არ­სე­ბა­ში,
ჩემს სულ­ში რომ კონ­ტი­ნენ­ტია,
იქ მი­ვა­გე­ნი და­კარ­გულ ენ­ას,
და­კარ­გუ­ლი ქვეყ­ნის კა­რიბ­ჭეს,
რო­მელ­შიც შეს­ვ­ლაც შე­მიძ­ლია,
უც­ნა­უ­რი მუ­სი­კით ტკბო­ბაც...
და იქ­აც ის­ევ, იმ სამ­ყა­როს ლა­ბი­რინ­თებ­შიც
შენ გდევ­ნი, გდევ­ნი მოჩ­ვე­ნე­ბავ
ვიდ­რე - ო, ვიდ­რე...

ჩე­მი აჩრ­დი­ლი ნუ­თუ შენ ხარ,
ბენ?
პა­სუ­ხი ნუ­თუ ეს არ­ის?



1. თო­მას ვულ­ფის პრო­ტო­ტი­პი "შინ მო­ი­ხე­დე, ან­გე­ლო­ზო­ში", რო­მე­ლიც ავ­ტო­რის ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ პე­რი­ოდს ემთხ­ვე­ვა.
2. ბე­ნი - ვულ­ფის ძა­მი­კო - 10 წლის და­ი­ღუ­პა.


(c) „არილი”

Wednesday, September 10, 2008

გელა ოდიკაძე

ლექსების პასიანსი


თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი (ლექსები). თბ. “დიოგენე”, 2006.



ლექსების თანმიმდევრობით დაწყობა ანუ ციკლების შედგენა, ჩემი აზრით, ცალკე ხელონებაა. პოეტს ლიტერატორის ალღოც უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ლექსების გარკვეული ნიშნებით შემკვრელი მღლიანობა შექმნას. შეიძლება პოეტმა სამი ან ოთხი კარგი ლექსი მოიძიოს, იქვე ექვსიოდე, ნაკლები მნიშვნელობის ლექსიც დაამატოს, მაგრამ შედგება კი ამგვარად ციკლი? მე ვფიქრობ, არა.
ციკლიში ყოველი ლექსი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყოველი ლექსი უნდა “ფლობდეს” სივრცეს. ერთი სრული ციკლი კი სწორედ ამ სივრცეთა ისეთი განაწილებაა, როცა კიდევ ახალი, უფრო ფართო სივრცის პერსპექტივა იქმნება. ეს ხდება მაშინ, როცა დაახლოებით თანაბარი მხატვრული დონის ნაწარმოებები იყრის თავს. ყოველი ჩავარდნა მთლიანობის რღვევის და სიცარიელის შეგრძნებას აღძრავს. ერთი არასწორად დადებული ან გვერდშეწეული კუბიკის გამო შეიძლება კუბიკებისგან აგებული მთელი შენობა ჩამოშვავდეს.
თემურ ჩხეტიანის საკმაოდ ვრცელ წიგნში ვცდილობ განწყობილების სიმკვეთრით აღბეჭდილი ის ლექსები შევარჩიო, რომლებიც ჩემთვის სასურველ, ჩემთვის წარმოსახულ ციკლად გაერთიანდა.
მიუხედავად იმისა, რომ თემურ ჩხეტიანმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გააერთიანა, მაინც შეიძლება იმ ერთი ზოგადი მკაფიო განწყობილებისმიერი გამჭოლი სხივის მოძებნა, რომელიც ამ წიგნებს ემოციურად კრავს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ლაიტმოტივი, ეს ლირიკული დინება უნდა ვიპოვო. ამ უმთავრესი მოტივის პოვნის შემდეგ ვაკვირდები ლექსწერის რა ხერხების მეშვეობით გადმოსცემს ავტორი ხაზგასმულად თავის სათქმელს. საბოლოოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა მოვუყარო თავი იმ ლექსებს, რომლებშიც კონცენტრირებულია მთავარი განწყობა და ამ განწყობის გადმომცემის ლექსწერის ხერხები.
აი რას წერს თემურ ჩხეტიანი: “...მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,/ რამდენიც შემეძლო/ ვწერდი ცოტას,/ რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი.” როცა ის ამბობს, რომ წერდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, ანუ წერდა ცოტას – ეს პროფესიული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი. ის წერდა ცოტას, ე.ი. წერდა მაშინ, როცა შთაგონება ეწვეოდა. შთაგონება კი ის განწყობა იყო, რომელიც მას თითქმის მუდმივად ჰქონდა, მაგრამ დროდადრო მდინარესავით არა მხოლოდ მოედინებოდა, არამედ ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა კიდეც. სწორედ ამ “წყალდიდობის” პერიოდში წერდა თემურ ჩხეტიანი ლექსებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს იძენენ ლექსები მნიშვნელობას, ისიც მაშინ, როცა ზეაწეული განწყობა და შესაბამისი ლექსწერის ხერხები ემთხვევა ერთმანეთს.
მე ვიღებ თემურ ჩხეტიანის კრებულს და პასიანსივით ვშლი იმ ლექსებს, რომელთაგანაც შეიძლება უკვე არსებულზე უკეთესი ციკლი შედგეს. ბუნებრივია, ბევრი ლექსი ამოვარდება წიგნიდან, რადგან უმთავრესია არა ლექსების რაოდენობა, არამედ თუნდაც მცირე რაოდენობის ლექსებით შექმნილი ლირიკული სივრცის სიფართოვე.
აი, ვთქვათ ერთი ასეთი ლექსი: “ჩემმა სხეულმა გაიარა ოთხი კედელი/ გაეშურა ოთხივე მხარეს,/ თვალს მიეფარა და... დამეძინა.” აქ პოეტის ობიექტივმა ჩაძინების მომენტი აღბეჭდა, მხოლოდ არა ვიზუალური სივრცე, არამედ შეგრძნებათა ნაკადი. ან ასეთი ლექსი: “მე ვწვავ ხელნაწერებს,/ იფერფლება ნელა ქაღალდი,/ ხოლო კვამლი/ თეთრი და მწარე/ უკან მიბრუნებს ცრემლებს ლექსიდან.” კიდევ ერთი: “ ჩაიარა გვიანმა მანქანამ/ ჩაიარა შუაღამის ეშელონმა,/ სადღაც ფანჯარაში გაკრთა სილუეტი,/ ფანჯარაც ჩაქრა.../ სიჩუმეა, ჩუმად ვეწევი.” კიდევ ერთი: “მსურდა, რომ კარი გამომეღო,/ მაგრამ მე ხელში/ სახელური შემრჩა მარტოდენ,/ იქვე დავტოვე/ ეგებ ვინმემ გამოიყენოს.”
ამ მცირე ზომის ლექსებში არა მხოლოდ წამიერი განწყობილება, არამედ უეცრად აღძრული ასოციაციაა მოხელთებული. აქ პოეტმა ძნელად მისაღწევ მიზანს მიაღწია: ფოკუსი თითქმის ბოლომდე გაასწორა, რამდენადმე ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტი გამოუძებნა განცდას. ვერ ვიტყოდი იგივეს ამ ციკლური მონაკვეთის ხვა ლექსებზე.
წიგნში არ შევიტანდი იმ ლექსებს, რომელთა საერთო სათაურია “ხუთი მარტივი შაირი”. ეს ლექსები ზოგადი განწყობილებით თითქოს ორგანულად თავსდება კრებულის კონტექსტში, მაგრამ შესრულება, ამ შემთხვევაში ხალხური სამეტყველო კილო, არ ესადაგება ვარიაციულად მრავალგზის გამეორებულ განწყობილებას.
თემურ ჩხეტიანის პოეზიაში ყველაზე ხელშესახებად მარტოობის მოტივია წარმოჩენილი. ეს მარტოობა სულიერიც არის და ფიზიკურიც. სადღაც პროვინციაში, ხმაურიან ქალაქებს მიღმა ცხოვრობს ამ ლექსების ლირიკული სუბიექტი, ამ სივრცეში ბუნებრივად ჟღერს ფრაზა: “მაისი ისევ წვიმიანია”, რადგან ირგვლივ არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წვიმს. ასეთია თემურ ჩხეტიანის პოეზიის ატმოსფერო, - გამჭვირვალე, მსუბუქი ნაღველით და სინანულით გაჟღენთილი. ეს არის მისი პოეტური კრებულის ლაიტმოტივი და ამ ნიშნით ვშლი მეც მისი ლექსების პასიანსს. მხოლოდ ვარჩევ იმ ლექსებს, სადაც მოწყენილობა მშრალი დეკლარილებული სტილით კი არა, პოეტური მინიშნებების ენით არის გამოხატული. პასიანსი ორი მთავარი ტექსტის ირგვლივ გაიშლება, ეს ლექსებია “ბუდე” და “ფოთლების პასეანსი”. აქვე ჩემს მიერ შერჩეული მთელი ციკლი მოიყრის თავს: “თიხის ლარნაკი”, “ოთახი”, “თებერვლის ფურცელი”, “გაუქმებული სიზიფე”, “იანვარი”, “ორნი ერთად” და სხვა.
და კიდევ: საერთო სურათს თემურ ჩხეტიანის პოეტური მდინარეების ერთი შენაკადიც ერთვის. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, ჭვრეტითი-მედიტაციური ლირიკა. ფაქტობრივად ეს მახვილგონივრული ლირიკული განაზრებებია, ოღონდ აქაც ჩხეტიანისეული წყნარი, მარტოობაში აღძრული ფიქრის ჩქამი იძვრის: “ფსალმუნი II”, “მუზეუმი III” და სხვა ლექსები.
პასეანსი გაწყობილია. აქ უფრო ნაკლები ლექსია, მაგრამ მეტია სივრცე და საგანთა სიმკვეთრე.


(c) “ცხელი შოკოლადი”

ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

პერ პეტერსონი
”გაქცეული ცხენები”
Per Petterson
OUT STEALING HORSES
258გვ Graywolf Press



ტრონდ სანდერი მარტო დარჩა - მას მეუღლე და და დაეღუპა, ახლა კი ამ ტკივილის განკურნებას სწორედ მარტოობით ცდილობს. არავითარი დრამატიზირება - უბრალოდ, სურს, სახელმწიფო სუბსიდიაზე იცხოვროს და ძველი ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამასობაში საინტერესო დასკვნამდეც მიდის - თურმე იღბლიანი ადამიანი ყოფილა - მისი ცხოვრებისეული მისწრაფება ხომ ყოველთვის მარტოობა იყო?.. ვითომ, მეუღლის დაღუპვამ ის უბრალოდ გაათავისუფლა? საინტერესოა სკანდინავიელის თვალით დანახული განსხვავება მარტოობასა და გარიყულობას შორის... ნორვეგიელი მწერლის, პერ პეტერსონის ახალი რომანი სულ ცოტა ხნის წინ IMPAC-ის ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.


ნაიალ გრიფიტსი
”ლილიპუტი”
Runt
Niall Griffiths
149გვ Jonathan Cape



ნაიალ გრიფიტსის ახალი რომანის პერსონაჟი ეპილეფსიით დაავადებული პატარა ბიჭი - ლილიპუტია. იგი 16 წლის ასაკში სიხარულით ტოვებს სკოლას და ბიძამისის ჯოჯოხეთურ ფერმას. მამა არ ჰყავს. დედა კი ცდილობს, შეინარჩუნოს შეურაცხმყოფელი ურთიერთობა მამინაცვალთან... ბიჭის ერთადერთი მეგობარი მისივე ძაღლია, რომელთან ერთადაც სახლის წინ მიგდებულ, მიტოვებულ ჟანგიან მანქანაზე წვიმის წვეთების ხმას უსმენს ხოლმე. მორიგი წვიმისას ბიჭს იდეა მოსდის - გადაწყვეტს, ძაღლთან ერთად შეთქმულება მოაწყოს მამინაცვლის წინააღმდეგ და, არც მეტი, არც ნაკლები - მოკლას იგი, ისე, როგორც მტაცებელი ფრინველები ხოცავენ თაგვებს. ”ჩვენ ვქმნით მონსტრებს, იმისთვის, რომ ხანდახან სწორედ მათმა არსებობამ შეგვახსენოს ჩვენი ადგილი ამ სამყაროში,”- ამბობს გრიფიტსი თავისი ახალი რომანის შესახებ.


ინგო შულცე
”მობილური ტელეფონი”
Ingo Schulze
Handy
280გვ Berlin Verlag



1999 წლის დეკემბერი, საახალწლო ღამე - ბერლინი ათასწლეულის დასასრულს ხვდება. ახალგაზრდა მასწავლებელი, ფრანკ რეიხერხტი, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მუშობს, საშობაო არდადეგებზე შინ ბრუნდება, და სწორედ ათასწლეულის მიჯნაზე ხვდება იულიას, თავის ძველ, დაკარგულ შეყვარებულს. არადა, დაშორებიდან მთელი წლის მანძილზე არაამქვეყნიურივით დაბოდიალობდა აქეთ-იქით, არც კარიერული წარმატების გემო გაუგია და ვერც ახალ ნაცნობებთან მოძებნა საერთო ენა. ყველგან იულიას აჩრდილი დაჰყვებოდა, და იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. ახლა კი, როცა მისთვის ახალი ათასწლეული სასწაულებითა და ბედნიერებით იწყება, ცოტა არ იყოს, დაბნეულია...
ეპოქალური რომანის ”ახალი ცხოვრების” (Neues Leben) შემდეგ ეს წიგნი თანამედროვე გერმანელი მწერლის, ინგო შულცეს, მეორე სერიოზული ნაშრომია.


ფრედერიკ ბეგდებერი
”მიტევებაში დახმარება”
Au secours pardon
Frédéric Beigbeder
318გვ Grasset & Fasquelle



99-ფრანკიანი სარეკლამო განცხადების ავტორი ოქტავი კვლავ ბრუნდება. ამჯერად ის დიდი ჩრდილოეთის დედაქალაქში, მოსკოვში, დახეტიალობს - არც მეტი, არც ნაკლები, ახალი პროფესია შეიძინა. ეს სწორედ ის არის, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა - სამოდელო სააგენტომ მას ქვეყნის ულამაზეს გოგონებს შორის საუკეთესოების არჩევა დაავალა. უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს ყველა გოგო გაუცნობიერებლად ცდილობს, ერთსა და იმავე მითიურ არსებას დაემგვანოს, და მეტ-ნაკლებად გამოუდით კიდეც ეს... აი, სანკტ-პეტერბურგელი მოზარდი ლენა კი სულაც არ გავს სხვებს, რაც ოქტავის ყურადღებას მიღმა არ რჩება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - გოგონა ოქტავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდება...


“დივისადერო”
Mმაიკლ ონდაჩე
“Dივისადერო”
Mიცჰაელ Oნდაატჯე
273გვ. Aლფრედ A. Kნოპფ



ქუჩას, სადაც ანა ცხოვრობს, “დივისადერო” ჰქვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანური სიტყვის ”დივისიონ”-ის (”გაყოფა”) მიხედვით ეს ქუჩა გამყოფი ხაზი უნდა ყოფილიყო სან-ფრანცისკოსა და პრესიდიოს ველებს შორის, ან კიდევ, ეტიმოლოგიას უფრო თუ ჩავუღრმავდბით, ისიც დასაშვები იქნება, რომ რომანს იმ ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც შორი დისტანციიდან აკვირდება რაღაცას. ასეა თუ ისე, ანას თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ მკითხველს სრული თავისუფლება ექნება, თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ დაარქვას რომანს სახელი. ახალი წიგნის პერსონაჟი ონდაჩეს ერთგულ მკითხველს რაღაცით იმავე ავტორის ”ინგლისელი პაციენტის” ჰანას მოაგონებს. ”დივისადერო” მწერლის მეხუთე რომანია.


ტენესი უილიამსი
”უბის წიგნაკები”
Tennessee Williams
Notebooks
784გვ Yale


ინგმარ ბერგმანის პირველი საღამო ნაციონალურ თეატრში (1970) კინაღამ ჩაიშალა საშუალო ასაკის წვერებიანი მამაკაცის გამოხდომის გამო, რომელიც პარტერში თავის მშვენიერ კომპანიონთან ერთად იჯდა და მეგი სმიტის ყოველ წარმოთქმულ ფრაზასა თუ მიხრა-მოხრაზე ხმამაღლა ხარხარებდა. აბეზარი მაყურებლის საქციელმა საღამო კომედიად აქცია. ღონისძიების მსვლელობისას მას რამდენჯერმე სთხოვეს კიდეც, დაეტოვებინა დარბაზი. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები - ტენესი უილიამსი იყო, 20-ე საუკუნის ცნობილი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი. მისი ცხოვრება ბოჰემური თავგადასავლებით, ალკოჰოლიზმითა და ეპატაჟური გამოხდომებითაა დატვირთული, შესაბამისად, წიგნში თავმოყრილი მისი მოღვაწეობის ისტორიებიც სხვადასხვა საინტერესო და დღემდე უცნობი ფაქტების მომცველია.


© “ცხელი შოკოლადი”

Tuesday, September 9, 2008

ჯოვანი პაპინი



იტალიური ლიტერატურის ფუნდამენტური ანთოლოგია ჯოვანი პაპინის (1881-1956) ახასიათებს როგორც “საუკუნის დასაწყისის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინიციატორს – მიუხედავად ქაოტური განათლებისა და იმთავითვე ანტიაკადემიური, დილეტანტური მისწრაფებებისა”. იგი მაშინდელი ფლორენციის ლიტერატურული წრეების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, რედაქტორობდა ჟურნალს, რომელშიც თითქმის ყველა იმდროინდელი იტალიელი მწერალი იბეჭდებოდა, დ’ანუნციოდან დაწყებული – მარინეტით დამთავრებული.
მისი ნაშრომები კულტურის ძალზე ფართო სპექტრს მოიცავდა: ინტელექტუალურ-ანარქისტული “ტრაგიკული ყოველდღიურობა” (1906) და “წყალწაღებული” (1912), ღრმა კათოლიციზმით აღბეჭდილი “ქრისტეს ისტორია” (1921) და კლასიკური “ცოცხალი დანტე” (1933). მასვე ეკუთვნის სკანდალურად ცნობილი “ეშმაკი” (1953) და წიგნები ხელოვნების შესახებ, “მიქელანჯელოს ცხოვრება მისი ეპოქის ცხოვრების ფონზე” (1949) და “ბიუსტების შუშაბანდი”, თუმცა განსაკუთრებული წარმატებით მაინც მისი “ნაწყვეტები” სარგებლობდა, მოკლე, ძალზე მახვილი ტექსტები, რომლებშიც ხშირად ესეისტური საწყისი ძლევდა ნარატიულს.
სწორედ ამ ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ წარმოდგენილი მოთხრობაც, კაფკას ერთ-ერთი პირველი “აპოკრიფი”, რომელმაც არამხოლოდ ბორხესის არარსებული ტექსტები შეიძლება გაგვახსენოს, არამედ უმბერტო ეკოს კლასიკურ-პოსტმოდერნისტული “ვარდის სახელიც”.



ფრანც კაფკას “დაბრუნება”



თარგმნა მალხაზ ხარბედიამ



პრაჰა, 27 მარტი


ერთმა პრაჰელმა ბუკინისტმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ცნობილ მწერალთა ავტოგრაფების კოლექციას ვაგროვებდი, ფრანც კაფკას გამოუქვეყნებელი მოთხრობის ავტორისეული მონახაზის შეძენა შემომთავაზა. ამ დროისთვის უკვე წაკითხული მქონდა “პროცესის” ინგლისური თარგმანი და ამიტომ, ვიდრე საკმაოდ სოლიდურ თანხას გადავიხდიდი, მოვინდომე თვალი გადამევლო გერმანული სიტყვებით გადავსებული ექვსგვერდიანი ხელნაწერისთვის.
“დაბრუნება”, ასე ერქვა შავად ჩაწერილ მოთხრობას, რომელზე მუშაობის გაგრძელებაც კაფკამ არ მოისურვა თუ ვერ მოასწრო. სადაზღვეო აგენტს, ბატონ მ.ვ.-ს, საქმეებზე წასვლა უწევს ბოჰემიაში, თანაც დიდი ხნით, და იძულებულია, თავისი ახალგაზრდა მეუღლე მარტო დატოვოს სახლში, პრაჰიდან ასი კილომეტრის მოშორებით. მას გული წყდება, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა და ძალიან უყვარს თავისი მეუღლე, მაგრამ მოვალეობანი და საქმის ინტერესები აიძულებენ წავიდეს. მოგზაურობა ექვსი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომლის შესახებაც კაფკა არაფერს ამბობს, ბატონ მ.ვ.-ს მოუწია ორ თვემდე გაეხანგრძლივებინა განშორების ვადა. ბოლოს, დგება ნანატრი დღეც, იგი შინ ბრუნდება: ჩამოდის სადგურზე, სადაც ტელეგრამით გამოძახებული ეტლი ელოდება. ბატონმა მ.ვ.-მ წარმატებით დაასრულა საქმეები, იგი ბედნიერია, მაგრამ ყველაზე უფრო ის ახარებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ იგი კვლავ გულში ჩაიკრავს საყვარელ მარიას. მან უკვე თავისი ბაღის ხის ჭიშკარშიც შეაბიჯა; ღამეა; შესახვედრად მებაღე მოემართება, ხელში ფარანი უჭირავს. მ.ვ. აქეთ-იქით იყურება: არაფერი შეცვლილა, მაგრამ ყველაფერი თითქოს განახლებული ეჩვენება. ბებერი, თეთრი ნაგაზი მხიარულად ეგებება საყვარელ პატრონს; ხანდაზმული მოახლე ქალი, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა მას, ღიმილით ზღურბლზე გამოდის, ესალმება. მძიმე, სამგზავრო მოსასხამის გახდაში ეხმარება.
“ახალი არაფერია?” “არაფერი ბატონო”. “ქალბატონი სადაა?” “აი ისიც, კიბეზე ჩამოდის”. მართლაც, მუხის კიბეებს ზემო სართულიდან ქალი მოუყვება, მხიარულად ესალმება ბატონ მ.ვ.-ს, მაგრამ იგი ქალის მოახლოებისთანავე გაოცებისგან შეხტება და იმის ნაცვლად, რომ გადაეხვიოს მეუღლეს, უკან-უკან იწევს და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავს. ხავერდის კაბაში გამოწყობილი ეს ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი მარია არაა, იგი არაა მისი ცოლი! მარიას შავი, სამხრეთელი ქალის თმები აქვს, ამას კი ფერფლისფერი-ქერა. მარია საშუალო სიმაღლისაა, ჩასუქებული, ეს კი მაღალია, ტანადი და გამხდარი. უცნობს თვალებიც სხვანაირი აქვს – ღია ცისფერი, თითქმის ნაცრისფერი, მარიას კი შავი თვალები ჰქონდა.
ქალბატონი ეალერსება, მოგზაურობისა და ჯანმრთელობის ამბავს ეკითხება, შემდეგ ხელს ჩაჰკიდებს მ.ვ.-ს, თავისკენ მიიზიდავს და ცხელი ტუჩებით ორივე ლოყას დაუკოცნის. მოგზაურს თითქოს მეტყველების უნარი წართმევია, ხმას ვერ იღებს; მას ჰგონია, რომ საკუთარი სახლის ნაცვლად ზმანებათა სამყაროში შეაბიჯა და აუცილებლად ვიღაცამ უნდა გააღვიძოს. მაგრამ ყველაფერი, უცნობი ქალის გარდა, ძველებურადაა. სახლი იგივეა, ავეჯიც – მისივე ხელით შერჩეული; მებაღემ ჩემოდნები შემოიტანა და ქალბატონის განკარგულებებს ელის; მოახლე ქალი უცნობს ისე ექცევა, თითქოს მის წინაშე ქალბატონი მარია იყოს. ძაღლიც, როგორც ყოველთვის, დარბის და ყეფს. მაინც რა მოხდა? მის გარდა რატომ ვერავინ ამჩნევს, რომ ეს ქალი მისი მარია არაა?!
ბატონი მ.ვ. დუმილით აჰყვა კიბეებზე უცნობ ქალბატონს და საძინებელ ოთახში შევიდა. იქაც არაფერი შეცვლილა. მარიას ტუალეტის მაგიდა ისევ ისეთია, იგივე ფლაკონებითა და სხვა, მისთვის კარგად ნაცნობი საგნებით; მარიას ხალათებიც ისევ იმ ადგილას ჰკიდია; მისი, მ.ვ.-ს ფოტოსურათიც იქვე, ღამის მაგიდაზე იდო. ახალმა მარიამ ისარგებლა მისი დაბნეულობით, მოეხვია და ტუჩებში აკოცა მას; მ.ვ.-მ იგრძნო, რომ თუმცა სხეული სხვა იყო, სუნამო იგივე დარჩა, ძველებურად მწკლარტე და ეკზოტიკური.
“დაიღალე?” – შეეკითხა ქალი. თუ გინდა მოისვენე, ვიდრე ვივახშმებდეთ. მე მგონი, ძალიან გამოიცვალე, ისეთი უცნაური გახდი... რატომ მექცევი ასე ცივად? მე ხომ ამდენ ხანს გელოდე! მოხდა რამე? ცუდად ხომ არ ხარ? გინდა შენი საყვარელი ლიქიორი? სულ აქ მქონდა ბოთლი, როცა დაბრუნდებოდი...”
“არაფერი არ მინდა, თქვა როგორც იქნა ბატონმა მ.ვ.-მ, ცოტას დავისვენებ და აზრზე მოვალ. ჯერ ვერაფერი გამიგია. მარტო დამტოვეთ”.
“როგორც გინდა, ალერსიანად უპასუხა ქალმა. ჩავალ სამზარეულოში და ამბავს გავიგებ. Dდღეს შენი საყვარელი კერძები გვექნება”.
ხელზე მოეფერა, გაიღიმა და გავიდა. ბატონი მ.ვ. გაუხდელად მიწვა ლოგინზე, გრძნობდა, რომ გონება მისდიოდა. ვერაფრით გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. გაოგნებული ვერანაირ ახსნას ვერ პოულობდა. მაინც რა მოხდა? თავად ხომ არ შეიცვალა ამ ორი თვის მანძილზე ისე, რომ საყვარელ მეუღლესაც კი ვერ ცნობს? იქნებ მარია გამოიცვალა?! მაგრამ ვერავინ რომ ვერაფერი შეატყო? საშინელი ფიქრები უღრღნიდა გულს – იქნებ მარია ძალით მოაცილეს აქაურობას ან სულაც მოკლეს მსახურთა დახმარებით და სხვა ქალმა, ქალმა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს, მაგრამ რომელსაც, ალბათ უყვარდა იგი, მარიას ადგილი დაიკავა?
ეს ვარაუდები ერთნაირად უაზროდ ეჩვენებოდა და შეეცადა თავიდან გამოეგდო მათზე ფიქრი, მაგრამ ვერანაირი სხვა ახსნა, უფრო ბუნებრივი და მისაღები, ვერ გამოძებნა. ბატონი მ.ვ. რომანტიკოსი არ იყო და არც ჰოფმანისა და ედგარ პოს მოთხრობები ეხატებოდა გულზე. საღმა აზრმა, როგორც იქნა დასძლია ეჭვი. მან გადაწყვიტა პანიკას არ მისცემოდა და შეეცადა შეგუებოდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, ასეთ უჩვეულო სიტუაციას.
თავს ისე დაიჭერს, თითქოს ეს უცნობი ქალბატონი მისი მარია იყოს. იქნებ თანდათან, დაკვირვებით მიაგნოს ჭეშმარიტებას. ასეთმა გადაწყვეტილებამ ცოტა დაამშვიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა შფოთვა. როცა ცრუ-მარია ოთახში შემობრუნდა, ბატონ მ.ვ.-ს უეცრად ახალი იმედი ჩაესახა და ლოგინიდან წამოხტა: სიბნელეში მოეჩვენა, თითქოს შემოსული ის იყო, ვინც ორი თვის წინ დატოვა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა: ეს ქალი უცხო იყო, უცნობი.
მ.ვ.-მ თავის მოთოკვა შეძლო და “ცოლს” ხელი ჩასჭიდა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ მსუბუქი მაქმანებიდან გამოზრდილი ეს ხელი მარიასას ჰგავდა, თითქმის სინდისმა შეაწუხა. ახალი ცოლი ისეთივე ალერსიანი, მზრუნველი, მხიარული და ელეგანტური იყო, როგორც პირველი. თავისი მოვალეობა ახლა უკვე არც ისე რთული და საშიში ეჩვენებოდა. ისინი ერთად ჩამოვიდნენ სავახშმოდ...
კაფკას ხელნაწერი ამ ადგილას გაწყდა და შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორ დასრულდა ეს იდუმალებით მოცული ისტორია. მართალია, მოთხრობა დასრულებული არ იყო, მაგრამ სიამოვნებით გადავიხადე ორასი კრონი, რომელსაც ბუკინისტი მთხოვდა მასში.


© “ცხელი შოკოლადი”