Monday, March 10, 2008

რო­ბერ­ტო არლ­ტი

კუზიანი

(ნაწილი I )



რო­ბერ­ტო (გო­დოფ­რე­დო კრის­ტო­ფერ­სენ) არლ­ტი 1900 წელს და­­ბა­და, ბუ­­ნოს-აირ­­სის ღარიბ უბ­ან­ში. მა­მა­მი­სი პრუ­სი­­ლი ემ­იგ­რან­ტი, ხო­ლო დე­და იტ­­ლი­­რი წარ­მო­შო­ბის ქალი გახ­­დათ. მო­მა­ვალ მწე­რალს სა­შუ­­ლო სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბაც კი არ მი­­ღია (მეხუთე კლა­სი­დან გა­რიცხეს). მა­მა­მი­სის აგ­რე­სი­ულ­მა ხა­სი­ათ­მა იგი აიძ­­ლა 16 წლის ასაკ­ში მი­­ტო­ვე­ბი­ნა მა­მის სახ­ლი და მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილს სა­მუ­შა­­ზე ეფ­იქ­რა. არლტის ოც­ნე­ბა- გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი გამ­­და­რი­ყო და ამ­ით მი­ეღ­წია მა­ტე­რი­­ლუ­რი კე­თილდღე­­ბის­­ვის, ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩა. წარ­მა­ტე­ბა კი მან ლი­ტე­რა­ტუ­რულ საქ­მი­­ნო­ბაში ჰპო­ვა და­წე­რა რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი, გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი, მუდ­მი­ვად აქ­ვეყ­ნებ­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში პუბ­ლი­ცის­ტუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, პო­ლიტიკ­­რი თუ სო­ცი­­ლუ­რი ჟან­რის ნარ­­ვე­ვებს.

არლტს არ­გენ­ტი­ნა­ში ხში­რად იხ­სე­ნი­­ბენ ხოლ­მე ხორ­ხე ლუ­ის ბორ­ხეს­თან ერ­თად, როგ­ორც ორ პო­ლა­რუ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სტი­ლის, მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და პი­როვნუ­ლი ხა­სი­­თის მქო­ნე შე­მოქ­მედს. მა­შინ, რო­დე­საც ბორ­ხე­სი ბევ­რის­­ვის აკ­­დემიური, ელ­­ტა­რუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ორ­­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე მწე­რა­ლია, არლ­ტი მიჩ­ნე­­ლია ნაკ­ლე­ბად კულ­ტუ­რულ, სო­ცი­­ლუ­რი თე­მე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ, მკითხ­ველ­თა ფარ­თო წრე­­ბი­სათ­ვის ად­ვი­ლად გა­სა­გებ ავ­ტო­რად. მი­­ხე­და­ვად ამ გან­­­ვა­ვე­ბე­ბი­სა, ბორხე­სი რო­ბერ­ტო არლტს მი­იჩ­ნევ­და არ­გენ­ტი­ნის სა­­კე­თე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, არლტს, რო­მე­ლიც 1942 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, არ მი­­ცა სა­შუ­­ლე­ბა წა­­კითხა ბორ­ხე­სის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი.

არლ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბის უშ­­­ლო თე­მა ძი­რი­თა­დად ბუ­­ნოს-აირ­­სის ღა­რი­ბი და დაჩაგ­რუ­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბაა, მი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ლო­თე­ბი, თაღ­ლი­თე­ბი, ქურ­დე­ბი და მკვლე­ლე­ბი არ­­ან (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თვით არლ­ტი გა­მუდ­მე­ბით ტრი­­ლებ­და ამ წრეში და ხში­რად მი­სი უშ­­­ლო მე­გობ­რე­ბი მი­სი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი არიან), ხო­ლო არლ­ტის ენა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი სტი­ლით, ის მწერ­ლის მშობ­ლი­ური ქა­ლა­ქის და რა­­­ნის დი­­ლექ­ტის იმ­­ტა­ცია უფ­როა. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ამ­­ში მდგო­მა­რე­ობს: მა­შინ, რო­დე­საც მე­­ცე სა­­კუნის და­საწყის­ში ლი­ტე­რა­ტუ­რა იფ­არ­­ლე­ბა დახ­ვე­წი­ლი ენ­­თა და მის­­ვის "შე­სა­ფერი­სი" თე­მა­ტი­კით, მწე­რა­ლი კი გა­მიჯ­ნუ­ლია ხალ­ხი­სა­გან, რო­გორც ვულ­გა­რუ­ლი გემ­ოვ­ნე­ბის მქო­ნე, გა­­ნათ­ლე­ბე­ლი ბრბო­სა­გან, რო­ბერ­ტო არლ­ტი უპ­­რის­პირ­დე­ბა ამგვარ სნო­ბურ პო­ზი­ცი­ას და უფ­რო ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ ოფ­­ცი­­ლუ­რად აღ­­­რე­ბულ ძა­ლას.

პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით არლ­ტის ან­ტი/გმი­რე­ბი კრი­ზის­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ების მი­ერ დაღ­დას­მუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არ­­ან. ის­­ნი გა­მუდ­მე­ბით იბრ­­ვი­ან ნე­ბისმიერი ძა­ლა­უფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­­დეგ იქ­ნე­ბა ეს კა­პი­ტა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ ორ­­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თუ მი­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მთავ­რო­ბა, ბურ­ჟუ­­ზი­­ლი სა­ზო­გა­დოება თუ პრო­კო­მუ­ნის­ტუ­რად მო­აზ­როვ­ნე ძა­ლა. არლ­ტის მი­ერ აღ­წე­რი­ლი ბუ­­ნოს-აირ­ესი ბა­ბი­ლო­ნის გო­დოლს ჰგავს, სა­დაც იგრ­­ნო­ბა იმ ნა­ცი­­ნა­ლუ­რი, იდ­­­ლო­გი­­რი თუ კლა­სობ­რი­ვი კონ­­ლიქ­ტე­ბის მო­ახ­ლო­­ბა, რომ­ლე­ბიც სულ მა­ლე ეკ­­ნო­მი­ურ და მო­რალურ კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნენ მთელს არ­გენ­ტი­ნას.

ეს­პა­ნუ­რი­დან თარ­­­ნა ქე­თი კუ­პა­ტა­ძემ


ქალ­ბა­ტო­ნი X-ის სახ­­ში რი­გო­ლე­ტოს, ანუ კუ­ზი­­ნის მი­მართ ჩემს საქ­ცი­ელ­თან დაკავ­ში­რე­ბით გავ­­ცე­ლე­ბულ­მა ნა­ირ-ნა­ირ­მა გაზ­ვი­­დე­ბულ­მა ჭო­რებ­მა იმ ხა­ნად ბევრს შე­­ძუ­ლა ჩე­მი თა­ვი.

მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, რომ არა რი­გო­ლე­ტოს მკვლე­ლო­ბა, ჩე­მი ხა­სი­­თი­დან გა­მომ­დინარე, ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი არ უნ­და მქო­ნო­და. კუ­ზი­­ნის­­ვის ყელ­ში წვდო­მა და მი­სი დახ­­ჩო­ბა ჩემ­­ვის უფ­რო დამ­ღუპ­ვე­ლი და წინ­და­­ხე­და­ვი საქ­ცი­­ლი აღ­მოჩნდა, ვიდ­რე ხალ­ხის სი­კე­თე­ზე მზრუნ­ვე­ლი ად­­მი­­ნის მოკ­­ლა იქ­ნე­ბო­და.

და­მეხ­ვი­ენ პო­ლი­ცი­­ლე­ბი, მო­სა­მარ­­ლე­­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ჯერ კი­დევ არ ვარ დარწ­მუ­ნე­ბუ­ლი (ვუკ­ვირ­დე­ბი რა მათ მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის კა­ნო­ნებს), რომ ამ ხალ­­მა რი­გო­ლე­ტო ერ­ის წი­ნამ­ძღ­­რად, გე­ნი­­სად, ან ფი­ლან­­რო­პად არ აღ­­­რა. სხვა­ნა­­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია აიხს­ნას ამ გა­რე­წა­რის და­სა­ცა­ვად სა­სა­მარ­­ლოს მი­ერ მი­ღე­ბული ზო­მე­ბი, მა­შინ რო­ცა მის და­სას­ჯე­ლად უთ­ვა­ლა­ვი პან­ღუ­რიც კი არ იკ­მა­რებ­და.

ვი­ცი, უარ­­სე­ბიც ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ მა­ნუ­გე­შებს. ზიზ­ღით შევ­­ქე­რი ცი­ხის ჭუჭყი­ან კედ­ლებს უარ­­სი მო­მავ­ლის მო­ლო­დინ­ში. ალ­ბათ ას­­თი იყო ჩე­მი ბე­დი, ამ­დე­ნი ტან­­ვა-ვა­­ბა უნ­და მო­­ტა­ნა ჩემ­­ვის ამ ერთ ხე­­ბარს.

მახ­სოვს (ეს ინ­ფორ­მა­ცია და­­ინ­ტე­რე­სებთ ალ­ბათ თე­­სო­ფი­­თა და მე­ტა­ფი­ზი­კით გატ­­ცე­ბულთ), ჩემს ყუ­რად­ღე­ბას ბავ­­ვო­ბი­დან ბავ­­ვო­ბი­დან იქ­ცევ­­ნენ კუ­ზი­­ნები. ის­­ნი ერთ­­რო­­ლად მე­ჯავ­რე­ბოდ­ნენ და მა­ჯა­დო­ებ­­ნენ, ის­­ვე რო­გორც მეცხ­რე სარ­თუ­ლის აივ­­ნი, რომ­ლი­და­ნაც ღია სივ­­ცე მიხ­მობ­და. მის მო­­ჯირ­თან არა ერთხელ მივ­სულ­ვარ ში­შით გუ­ლა­ფან­­ქა­ლე­ბუ­ლი. წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ სუნ­­­ვა­შეკ­რუ­ლი ვეშ­ვე­ბო­დი უფს­­რულ­ში. მა­ხინ­ჯის ყუ­რე­ბა ჩემ­ში გუ­ლი­სამ­რევ გრძნო­ბას იწ­ვევ­და და სა­კუ­თა­რი თა­ვი ინ­ვა­ლი­დი, გრო­ტეს­კუ­ლი და ამ­აზ­­ზე­ნი არ­სე­ბა მე­გო­ნა, ყვე­ლასაგ­ან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ძაღ­ლე­ბის ბუ­ნაგ­ში მცხოვ­რე­ბი, რო­მელ­საც და­უნ­დო­ბე­ლი ბი­ჭები დას­დევ­­ნენ სახ­რე­­ბით ხელ­ში და მზად იყვ­ნენ მის­­ვის კუზ­ში და­ნე­ბი გა­­ყარათ.

სა­ში­ნე­ლე­ბაა..., ყვე­ლა კუ­ზი­­ნი უეჭ­ვე­ლად ბო­რო­ტი, ეშ­მა­კე­­ლი და ღვარ­­ლი­­ნია..., ასე რომ, რი­გო­ლე­ტოს დახ­­ჩო­ბით, მჯე­რა, კე­თი­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­ვუ­წიე სა­ზო­გა­დო­ებას და­ვიხ­სე­ნი ყვე­ლა ჩე­მე­ბუ­რად გულ­­ვი­ლი ად­­მი­­ნი სა­ში­ში და შე­მაძ­­წუ­ნებე­ლი სა­ნა­ხა­­ბი­სა­გან.

ის­იც უნ­და ითქ­ვას, რომ კუ­ზი­­ნი მე­ტის­მე­ტად და­უნ­დო­ბე­ლი ად­­მი­­ნი იყო. იმ­დე­ნად და­უნ­დო­ბე­ლი, რომ ყო­ველ­­ღე იძ­­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი გა­მე­მე­­რე­ბი­ნა:

- მის­მი­ნე, რი­გო­ლე­ტო, ნუ იქ­ნე­ბი ას­­თი უკ­უღ­მარ­თი. მე მა­ინც ნუ და­მა­ნა­ხებ, რო­გორ უშ­ენ სახ­რეს საწყალ ღორს. რა და­გი­შა­ვა სა­ცო­დავ­მა? არ­­ფე­რი. არ ვარ მარ­თა­ლი?

- თქვენ რა გა­დარ­დებთ?

- არ­­ფე­რი და­­შა­ვე­ბია და შენ მა­ინც ჯი­­ტად, ძა­ლით, ულ­მობ­ლად ჯავრს იყ­რი საწყალ ცხო­ველ­ზე...

- მსი­­მოვ­ნებს. ახ­ლა პირ­ში ბენ­ზინს შე­ვას­ხამ და მე­რე კი ცეცხლს წა­ვუ­კი­დებ მი­პა­სუ­ხებ­და, სახ­რეს გა­და­­ჭერ­და ცხო­ველს ზურ­­ზე და თან თე­ატ­რის დე­მო­ნი­ვით კბი­ლებს ააკ­რა­ჭუ­ნებ­და. მე კი ვე­უბ­ნე­ბო­დი:

- წა­გახ­­ჩობ, რი­გო­ლე­ტო. რო­გორც მა­მა, ისე გაფ­­თხი­ლებ, მის­მი­ნე, რი­გო­ლე­ტო. შენ გეუბ­ნე­ბი...

ეს ჩე­მი სიტყ­ვე­ბი იყო ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა უდ­აბ­ნო­სა ში­ნა. ჩე­მი მოთხოვ­ნე­ბის უგულ­­ბელ­ყო­ფა­ში, სა­კუ­თა­რი დამ­ცი­ნა­ვი და გეს­ლი­­ნი ხა­სი­­თის ყო­ველ­წუ­თი­ერ გამოვ­ლი­ნე­ბა­ში იგი სი­­მოვ­ნე­ბას ჰპო­ვებ­და. მი­ბეგ­ვის მუ­ქა­რაც და იმ­ის თქმაც კი, რომ ერ­თი დარ­ტყ­მით შე­ვუნ­­რევ­დი კუზს, არ ჭრი­და. რი­გო­ლე­ტო ჯი­­ტად გა­ნაგ­­ძობდა უზ­ნე­­ბას.

ჩემს ამ­ჟა­მინ­დელ ყო­ფა­ზე ფიქ­რი­სას, ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც გუ­ლი მწყდე­ბა, ის არ­ის, რომ ჩე­მი­ვე სი­სუ­ლე­ლით ყო­ვე­ლი­ვე ეს დე­ტა­ლუ­რად ვუ­ამ­ბე ჟურ­ნა­ლის­ტებს.

იმ­­დი მქონ­და, რომ გა­მი­გებ­­ნენ და გა­მოჩ­­დე­ბო­და ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც ჩემს შელახ­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას აღ­ად­გენ­და. ამ უბ­ად­რუ­კებ­მა კი მხო­ლოდ ეშ­მა­კე­­ლი და­­ნა­ხეს ჩემ­ში. და­წე­რეს, რომ ჩე­მი ქცე­ვის კარ­გად გა­­ნა­ლი­ზე­ბი­სას აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბოდა ჩე­მი გარ­­­ნი­ლი და ცი­ნი­კუ­რი ხა­სი­­თი.

ცხა­დია ჩე­მი საქ­ცი­­ლი ქალ­ბა­ტო­ნი X-ის სახ­­ში გო­თას პრო­ექ­ტის წევ­რი­სათ­ვის შესა­ფე­რი­სი არ ყო­ფი­ლა. არა, ამ­ის თქმა გულ­­­ფე­ლად შე­მიძ­ლია. მაგ­რამ, ჩე­მი და­­ძინე­ბე­ლი მტრე­ბი ერ­თი უკ­­დუ­რე­სო­ბი­დან მე­­რე­ში ვარ­დე­ბი­ან, რის გა­მოც ჩემს გარშე­მო ტყუ­­ლი და გა­­გებ­რო­ბა იკ­­დებ­და ფეხს. ცი­ლის­­წა­მე­ბელ­ნი ხალხს არწ­მუ­ნებენ, რომ ეშ­მა­კი­­ლი და ნა­ძი­რა­ლა ვარ, რა­საც იმ­­თაც ას­­ბუ­თე­ბენ, რომ მათ ხა­ლისით ვუყ­ვე­ბი ხოლ­მე ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­­ვა ის­ტო­რი­ებს. თით­ქოს ხა­ლი­სი­­ნობა სწო­რედ სუ­ლი­­რად ჯან­­­თე­ლი და თა­ნამ­­­­ნო­ბი, თბი­ლი გუ­ლის მქო­ნე ად­­მი­ანის თვი­სე­ბა არ იყ­ოს.

მე­­რეს მხრივ, თუ გნე­ბავთ გაცხ­რი­ლოთ ჩე­მი ქმე­დე­ბა­ნი, სა­ცერს სა­ხე­ლად ტან­­ვა შე­არ­­ვით. მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი კა­ცი ვარ. არ უარვ­ყოფ, რომ ეს ტან­­ვა ჩე­მი­ვე გა­და­ჭარბე­ბუ­ლად მგრძნო­ბი­­რე ხა­სი­­თი­თაა ზოგ­ჯერ გა­მოწ­ვე­­ლი. რო­ცა ვინ­მეს­თან ერთად ვარ, ყო­ველ­­ვის ვცდი­ლობ მი­სი ქვეც­ნო­ბი­­რე­ბის ამ­­კითხ­ვას და, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ას­­როს შევ­­­დარ­ვარ. ად­­მი­­ნის სულ­ში და­მი­ნა­ხავს სი­ძულ­ვი­ლის სი­წით­ლე, სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­­ვა­ნე, ის­­ვე რო­გორც, ღრუბ­ლის ქო­ჩორ­ში შე­­ნიშ­ნე­ბა ხოლ­მე მთვარის ფერ­­­­თა­ლი სხი­ვე­ბი. ყო­ფი­ლა ხალ­ხი, რო­მელ­საც უთქ­ვამს:

- გახ­სოვთ, სა­მი წლის წი­ნათ მითხა­რით, რომ ამა და ამ პრობ­ლე­მა­ზე ვფიქ­რობ­დი? არ შემ­­დარ­ხართ. ასე მი­მოგ­ზა­­რია ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის, აღ­მიქ­ვამს ში­ში, რო­მე­ლიც ამ­ძაფ­რებ­და მათ ინს­ტინ­­ტებს, და სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აფ­ერ­ხებ­და მათ მისწრა­ფე­ბებს. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას ვხე­დავ­დი მა­თი თვა­ლე­ბის წამ­წამ­თა ჩრდილ­ში, მა­თი ზე­და ტუ­ჩის კრთო­მა­ში, მა­თი ქუ­თუ­თო­­ბის თით­­მის შე­უმ­­ნე­ველ მოძ­რა­­ბა­ში. ვხედავ­დი იმ­ას, თუ რა სწყუ­რო­დათ, რას მა­ლავ­­ნენ და რას გა­ნიც­დიდ­ნენ. მა­შინ, რო­დესაც ამ ქალ­თა და კაც­თა სუ­ლი მთლი­­ნად გამ­­ვირ­ვა­ლე იყო ჩემ­­ვის, მე სრუ­ლი­ად ეულად ვგრძნობ­დი თავს.

ძა­ლა­­ნე­ბუ­რად ვხე­დავ­დი ად­­მი­ან­თა სუ­ლის ნა­ლექს. საქ­ცი­­ლი, რო­მე­ლიც გა­რე­დან უმ­ნიშ­­ნე­ლო ჩან­და, და ხალ­ხი, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვე­ბის აზ­რით კე­თი­ლი და სრულ­ყოფი­ლი იყო, მე, რო­გორც იესო ქრის­ტე იტ­ყო­და, მკვდრე­ბის ძვლე­ბი­თა და ყო­ველ­­ვა­რი უწ­მინ­დუ­რე­ბით სავ­სე შე­ფეთ­ქილ საფ­ლა­ვებს მა­გო­ნებ­და. ნელ-ნე­ლა სი­სას­ტი­კე­ში გა­და­­ზარ­და ჩე­მი თან­და­ყო­ლი­ლი სი­კე­თე და ვი­ქე­ცი მე­ლან­ქო­ლი­­რი და ირ­­ნი­­ლი სუ­ლის ად­­მი­­ნად.

მაგ­რამ, ვცილ­დე­ბი იმ თე­მას, რა­ზეც მსურს ვი­სა­უბ­რო იმ მო­მენტს, რო­მე­ლიც ჩემს უბ­­დუ­რე­ბა­თა და­საწყი­სად იქ­ცა. პრობ­ლე­მე­ბი და­მეწყო მა­შინ, რო­დე­საც ქალ­ბატონი X-ის სახ­­ში უს­ინ­დი­სო კუ­ზი­­ნის მიყ­ვა­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე.

მე ქალ­ბა­ტო­ნი X-ის ერთ-ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის საქ­­რო ვი­ყა­ვი. უც­ნა­­რი იყო, რომ ამ ოჯახს და­მა­ახ­ლო­ვა ქალ­ბა­ტო­ნი X-ის ეშ­მა­კო­ბამ. იგი გა­მორ­ჩე­­ლი ტაქ­ტით ახ­ერ­ხებ­და ჩვენ­­ვის ჭი­ქა წყალ­ზე უარ­ის თქმას და სა­ნაც­­ლოდ, თით­ქოს­და წამ­ლად, ალ­კო­ჰოლური სას­მე­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მე­მარ­თე­ბო­და მწყურ­ვალს. ყველა­ნა­­რად ვცდი­ლობ­დი და­ლე­ვის სურ­ვი­ლი და­მეთ­­გუ­ნა. მოწ­მე­­ბიც კი მყავს და ყოვე­ლი­ვე ამ­ას ჩე­მი ნა­მუ­სის მო­საწ­მენ­დად ვამ­ბობ. მა­შინ კი, რო­დე­საც ჩემ­სა და მის ქა­ლიშ­ვილს შო­რის გა­­გებ­რო­ბა მოხ­და, ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ის­ეთ ზო­მებს მივ­მარ­თე, რომ­ლებ­მაც სა­ოც­რად აღ­აშ­ფო­თა მა­თი ოჯ­­ხის ახ­ლობ­ლე­ბი. უც­ნაურია. ბევრ დე­დას სჩვე­ვია ამგ­ვა­რი საქ­ცი­­ლი, რო­დე­საც საქ­მე ქა­ლიშ­ვილ­სა და სას­­ძოს ეხ­­ბა და გუ­ლუბ­­­ვი­ლო კა­ცი თუ ერ­თი წუ­თით მა­ინც გონს მო­ვა და­ინახ­ავს შემ­ზა­რავ სი­ნამ­­ვი­ლეს რომ მი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა ქალ­თან გა­ცი­ლე­ბით შორს წა­სუ­ლა, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­­ბა ამ­ას და­საშ­ვე­ბად თვლის.

ახ­ლა კი კუ­ზი­ანს და­ვუბ­რუნ­დეთ და გან­­საზ­­­როთ მი­სი რო­ლი ამ ამ­ბავ­ში. პირ­ველად, რო­ცა ჩემს სახ­­ში მო­ვი­და, გა­ლე­წი­ლი მთვრა­ლი იყო და ყო­ველ­­ვა­რი პა­ტი­ვისცემ­ის გა­რე­შე მი­­სალ­მა მო­ხუც მო­სამ­სა­ხუ­რეს, რო­მე­ლიც მის შე­მო­პა­ტი­ჟე­ბას ცდილობ­და. ის­ეთ ხმა­ზე აყ­ვირ­და, რომ გამ­­ლელ-გა­მოვ­ლელ­თაც კი ეს­მო­დათ:

- სად არ­ის მუ­სი­კა, რომ­ლი­თაც უნ­და აღ­გე­ნიშ­ნათ ჩე­მი მობ­­ძა­ნე­ბა? იმ­ის მა­გივ­რად, რომ პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი დამ­­ვედ­როდ­ნენ ღა­მის ქოთ­ნე­ბით, გა­მო­მე­გე­ბა ვი­ღაც უკ­ბილო და ბინ­ძუ­რი ბე­ბე­რი? და თქვენ ამ სახ­­ში ცხოვ­რობთ? რო­დე­საც ახ­ლად შე­ღე­ბილი კედ­ლე­ბი და­­ნა­ხა, წა­მო­­ძა­ხა: - ეს ხომ სახლს კი არა ბაზ­რო­ბას ჰგავს! უბ­რა­ლოდ ამ­აზ­­ზე­ნია. ნუ­თუ არ შე­გეძ­ლოთ სახ­ლი გა­გე­ნი­­ვე­ბი­ნათ, ხომ იც­­დით რომ უნ­და მოვ­სუ­ლი­ყა­ვი?! ვერ ხვდე­ბით, რომ სახ­­ში ძვე­ლი სკი­პი­და­რის სუ­ნი დგას? თქვენ თვით­ონ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ პი­როვ­ნე­ბის სა­ხე, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე მო­­რიდებ­ლად შე­მო­იჭ­რა. თუმ­ცა და­მი­ჯე­რეთ, ბა­ტო­ნე­ბო, ამ­ის გა­კე­თე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

მახ­სოვს, კუ­ზი­­ნი კა­ფე­ში გა­ვი­ცა­ნი. ზუს­ტად მახ­სოვს. მე მა­გი­დას­თან ვი­ჯე­ქი ჩაფ­იქ­რე­ბუ­ლი და ცხვი­რი ყა­ვა­ში მქონ­და ჩარ­გუ­ლი. თა­ვი რომ ავ­წიე, და­ვი­ნა­ხე ვიღაც გონ­ჯი ფე­ხებ­გა­ფარ­ჩხუ­ლი იჯ­და, სა­ხე­ლო­­ბი­­ნი პე­რან­გი ეც­ვა და ყუ­რად­ღებით მათ­ვა­ლი­­რებ­და. მი­სი ჯდო­მის მა­ნე­რა ყოვ­ლად უკ­ულ­ტუ­რო იყო სკა­მი შე­მო­ეტრი­­ლე­ბი­ნა და იდ­აყ­ვე­ბით მის ზურგს დაყ­­­ნო­ბო­და. სცხე­ლო­და, პი­ჯა­კი გა­­ხა­და და პე­რან­გის ამ­­რა, თავ­ხე­დუ­რად, თა­ვი­სი კუპ­რი­ვით შა­ვი, მორ­ბე­ნა­ლი თვა­ლე­ბით შეჰ­ყუ­რებ­და ბი­ლი­არ­დის მა­გი­დას­თან მდგომ მო­თა­მა­შე­ებს. იმ­დე­ნად და­ბა­ლი იყო, რომ მხრე­ბით მა­გი­დას ძლივს წვდე­ბო­და. ხან თა­მა­შის მსვლე­ლო­ბით ტკბე­ბო­და, ხან კი თა­ვის მა­ჯის სა­ათს და­ხე­დავ­და, გე­გო­ნე­ბო­დათ ის დრო, რო­მელ­საც მი­სი სა­­თი აჩვე­ნებ­და, გან­­­ვავ­დე­ბო­და ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი უშ­ვე­ლებე­ლი სა­­თის დრო­­სა­გან.

მაგ­რამ, ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი, რა თქმა უნ­და, მი­სი კუ­ზის გარ­და, კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის თა­ვი იყო, მრის­ხა­ნე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის მქო­ნე გრძე­ლი სა­ხით. მას თა­ვის ქალა სა­ხედ­რი­სა ჰქონ­და, სა­ხე კი ცხე­ნის.

რამ­დე­ნი­მე წუ­თი ინ­ტე­რე­სით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, თით­ქოს ჩემს წინ გომ­ბე­შოს ამ­­ეყვინ­თა. მან კი, უწ­ყი­ნა­რი ტო­ნით მომ­მარ­თა:

- უკ­აც­რა­ვად, ბა­ტო­ნო, ას­ან­თი ხომ არ გექ­ნე­ბათ?

გა­ვუ­ღი­მე და ას­ან­თის კო­ლო­ფი მი­ვა­წო­დე. ხე­­ბარ­მა უკ­ვე სა­ნა­ხევ­როდ ჩამ­­ვარ სიგ­­რას მო­­კი­და, თან მაკ­ვირ­დე­ბო­და. ბო­ლოს მითხ­რა:

- რა სიმ­პა­ტი­­რი ახ­ალ­გაზ­­და ბრძან­დე­ბით. ალ­ბათ ქა­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონ­ხართ.

ქა­თი­ნა­­რე­ბის მოს­მე­ნა ყვე­ლას­­ვის სა­სი­­მოვ­ნოა, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც კუ­ზიანი გე­უბ­ნე­ბათ. თა­ვა­ზი­­ნად ვუ­პა­სუ­ხე, რომ მარ­თა­ლი იყო, და რომ ერ­თი ძა­ლი­ან ლამაზი სა­ცო­ლეც მყავ­და, თუმ­ცა კი დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ ვუყ­ვარ­დი. რა­ზეც უცნობ­მა, რო­მელ­საც ჩემ­­ვის უკ­ვე რი­გო­ლე­ტო შე­ვარ­­ვი, დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით მიპას­­ხა:

- არ ვი­ცი რა­ტომ, მაგ­რამ ასე მგო­ნია, რომ თქვენ რქა­დად­­მულ ქმარ­თა მოდ­­მი­სა ხართ. და სა­ნამ მე, მი­სი კად­ნი­­რი კო­მენ­ტა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი აზრ­ზე მო­ვი­დო­დი, დაამ­­ტა: - მე სა­ცო­ლე არ­ას­­როს მყო­ლია, ბა­ტო­ნო. და­მერ­­მუ­ნეთ, მარ­თალს ვამ­ბობ...

- ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა გა­ვუ­ღი­მე გულ­მო­სულ­მა ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა.

- ძა­ლი­ან კარ­გი, ბა­ტო­ნო... გულს დამ­წყ­ვეტ­და თქვენ­თან უთ­ან­­მო­­ბა...

სა­ნამ ლა­პა­რა­კობ­და, იმ­ას ვფიქ­რობ­დი, თუ რა ჯობ­და ავმ­­გა­რი­ყა­ვი და სი­ლა გამეწ­ნა, თუ რაც კი ყა­ვა მქონ­და ჭი­ქა­ში დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ხე­ში შე­მეს­ხა. გონ­ზე მო­სულმა, ჩავ­­ვა­ლე, რომ ჩხუ­ბის დაწყე­ბა იქ არ ღირ­და წა­გე­ბუ­ლი ის­ევ მე დავ­­ჩე­ბოდი. ვარ­ჩიე გავ­­ლო­დი ამ გომ­ბე­შოს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მო­­რი­დებ­ლო­ბით მხიბ­ლავ­და, მან კი ჩაყ­ვით­ლე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი გა­მო­­ჩი­ნა, გრა­ცი­­ზუ­ლი ღი­მი­ლით და­მა­ჯი­ლოდ­ვა და მო­მახ­სე­ნა:

- ეს მა­ჯის სა­­თი ოც­და­ხუ­თი პე­სო ღირ­და...; ეს ჰალ­­ტუ­ხი ძა­ლი­ან გამ­­ლეა და მას­ში რვა პე­სო მი­ვე­ცი...; ხე­დავთ ამ ბო­ტებს? ოც­და­თორ­მე­ტი პე­სო, ჩე­მო ბა­ტო­ნო. ვინ იტყვის რომ უქ­ნა­რა ვარ? არ­­ვინ! არ ვარ მარ­თა­ლი?

- დი­ახ, მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით.

ცო­ტა ხნით თვა­ლე­ბი მძი­მედ და­ხუ­ჭა, მე­რე დათ­ვი­ვით თა­ვი მი­ატ­რი­ალ-მო­ატ­რი­­ლა და ჩვე­­ლი კითხ­ვა-პა­სუ­ხი გა­ნაგ­­ძო.

- რა სა­სი­­მოვ­ნოა, რო­დე­საც შე­გიძ­ლია შე­ნი სა­­დუმ­ლო­­ბა­ნი ხალხს გა­უმ­ხი­ლო, არა? რო­გორ ფიქ­რობთ, ბა­ტო­ნო, ბევ­რია, ვი­საც ჩემ­სა­ვით ძა­ლუძს უდ­არ­დე­ლად დაჯ­დეს კაფ­­ში და უც­ნო­ბებს ემ­­სა­­ფოს? არა! და რა­ტომ გგო­ნი­ათ რომ ამ­ის გა­კე­თე­ბა ბევრს არ შე­უძ­ლია?

- არ ვი­ცი...

- იმ­­ტომ, რომ ჩე­მი სა­ხე ღვთა­ებ­რივ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას ას­ხი­ვებს.

ამ დას­­­ნით უაღ­რე­სად კმა­ყო­ფილ­მა ეშ­მა­კი­სე­ულ­მა მას­ხა­რამ ხე­ლე­ბი მო­იფ­­­ნიტა, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ხით გა­რე­შე­მო მი­მო­­ხე­და და გა­ნაგ­­ძო:

- მე ის­­თი­ვე კარ­გი ვარ, რო­გორც ფრან­გუ­ლი პუ­რი და ის­­თი­ვე თა­ვის­ნათ­­ვა­მა, როგორც ხუ­თი თვის ორ­სუ­ლი ქა­ლი. საკ­მა­რი­სია ერთხელ შე­მომ­ხე­დოთ და მიხ­­დე­ბით, რომ ერთ-ერ­თი იმ­ათ­თა­გა­ნი ვარ, რომ­ლე­ბიც ათ­ას­ში ერთხელ ღმერ­თის მი­ერ წარ­მოგ­ზავნილ­ნი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის სა­ნუ­გე­შოდ გა­მოჩ­­დე­ბი­ან ხოლ­მე ამ პლა­ნე­ტა­ზე. თუმცა კი არ მწამს წმინ­და ღვთის­­შობ­ლის, სი­კე­თე გად­მოს­­ქეფს ჩემ­გან ის­­ვე, რომგორც თაფ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რი­სა­გან მა­ნა­ნის ნექ­ტა­რი.

მე გან­­ვიფ­რე­ბი­სა­გან თვა­ლე­ბი მი­ფარ­თოვ­დე­ბო­და, რი­გო­ლე­ტო კი გა­ნაგ­­ძობ­და:

- შე­მეძ­ლო ად­ვო­კა­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ ვარ, იმ­­ტომ რომ არ ვის­წავ­ლე. ჩემს ოჯ­ახ­ში ცნო­ბი­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც ფეხ­საც­­ლის წმენ­დის პრო­ფე­სი­­ნა­ლი.

- ფეხ­საც­­ლის წმენ­დის?

- დი­ახ, ფეხ­საც­მელს ვუკ­რი­­ლებ­დი ყვე­ლას..., რაც ჩემ­­ვის დი­დი პა­ტი­ვი იყო, რად­გან მარ­ტომ მი­ვაღ­წიე ამ წარ­მა­ტე­ბას. თუ გე­ხა­მუ­შათ პრო­ფე­სი­­ნა­ლი რომ ვთქვი? ვესტი­ბი­­ლის მსა­ხურს "ფეხ­საც­­ლის მოვ­ლის სპე­ცი­­ლისტს" არ ეძ­­ხი­ან? პა­რიკმა­ხერს "თმის ექს­პერტს", და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელს კი "პრო­ფე­სიონალ cafishio”-ს?...

ეს უეჭ­ვე­ლად ყვე­ლა­ზე ჭკუ­ამ­ხი­­რუ­ლი თაღ­ლი­თი იყო, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში შემხვედ­რო­და.

- და ამ­ჟა­მად რას აკ­­თებთ?

- მფარ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით სპორ­ტულ ლა­ტა­რი­ას ვა­თა­მა­შებ, ბა­ტო­ნო. დარ­­მუ­ნე­ბული ვარ, რომ თქვენც ჩე­მი კლი­ენ­ტი გახ­დე­ბით. გა­ინ­ტე­რე­სებთ?

- არა, გმად­ლობთ...

- ხომ არ მო­წევთ, ბა­ტო­ნო?

- რა­ტო­მაც არა.

სა­ნამ მე მო­ვუ­კი­დე მის მო­ცე­მულ სი­გა­რას, რი­გო­ლე­ტომ მოკ­ლე ხე­ლი ჩემს სკამ­ზე და­აყ­­­ნო და მითხ­რა:

- მე ახ­­ლი მე­გობ­რე­ბის გა­ჩე­ნის წი­ნა­აღ­­დე­გი ვარ, ხალ­ხი ხში­რად უტ­აქ­ტო და გაუზრდე­ლია, მაგ­რამ თქვენ გან­­­ვავ­დე­ბით... კარ­გი ად­­მი­­ნი ჩან­ხართ და მსურს თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა ეს თქვა და მი­­ტო­ვა სა­კუ­თა­რი სკა­მი, რომ ჩემს მა­გი­და­ზე შე­მოს­კუ­პე­ბუ­ლი­ყო.

ალ­ბათ, ახ­ლა მა­ინც უკ­ვე აღ­არ გაქვთ ეჭ­ვი, რომ რი­გო­ლე­ტო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თავხედი ად­­მი­ან­თა­გა­ნი იყო ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ამ­ან იმ­ჟა­მად იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა, რომ თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და კუზ­ზე ერ­თი-ორ­ჯერ მე­გობ­რუ­ლად მო­ვუ­თა­თუ­ნე ხე­ლი. ჯერ შემკრთალ­მა შე­მომ­ხე­და, მე­რე მიხ­­და, გა­მი­ღი­მა და და­­მა­ტა:

- თქვენ მა­ინც გა­მო­­ყე­ნეთ რა­მე­ში, ბა­ტო­ნო, მე სულ არ­­ფერ­ში მარ­გია!

ყო­ველ­­ვის ვეჭ­ვობ­დი, რომ ჩემს სა­ცო­ლეს ის­­თი­ვე გა­ტა­ცე­ბით არ ვუყ­ვარ­დი, რო­გორი­თაც მე მიყ­ვარ­და.. ისე შევ­ფო­ფი­ნებ­დი, თით­ქოს ზე­ბუ­ნებ­რი­ვი არ­სე­ბა ყო­ფი­ლიყო. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც მე­გო­ნა, რომ ის ჩე­მი ის­­თი­ვე გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი იყო, რო­გორც მდი­ნა­რის­­ვის მის კა­ლა­პო­ტის ცენ­­­ში მოხ­ვედ­რი­ლი სა­ლი კლდე. ასე მეგო­ნა, რომ წყლის ორი ნა­კა­დი ვი­ყა­ვით, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­­ღი­­რად პა­ტა­რავ­დე­ბო­და, რად­გან კლდე იზრ­დე­ბო­და. ვყოყ­მა­ნობ­დი, მყვა­რე­ბო­და თუ გა­მეწყ­ვი­ტა მას­თან ურთი­ერ­თო­ბა. გეს­მით? ორი ად­­მი­­ნის ცხოვ­რე­ბა ქცე­­ლი­ყო ორ­ად გა­ყო­ფილ ნი­აღ­­რად და ვერც ერ­თი მათ­გა­ნი ვერ ახ­ერ­ხებ­და კლდის დან­­რე­ვას. სალ­მა კლდემ, ისე რომ თვი­თონ არ­­ფე­რი დაკ­ლე­ბია, ორ­ად გა­ყო­ფილ მდი­ნა­რეს სუ­ლი შე­­ხუ­თა და და­­მარ­ცხა.

ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან მან ცი­ვი ღი­მი­ლით მაგ­­­ნო­ბი­ნა თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ ვერ გეტყ­ვით ზუს­ტად რა გზე­ბით მო­­ხერ­ხა მი­სი მო­ნა-მორ­ჩი­ლი გა­ვე­ხა­დე, ერ­თი რამ ცხა­დი იყო - მის გარ­შე­მო შექ­­ნი­ლი ატ­მოსფე­რო მთრგუ­ნავ­და; თავს ვგრძნობ­დი, რო­გორც საბ­რა­ლო, მდა­ბიო არ­სე­ბა.

რა­ღა თქმა უნ­და, ვერ გა­მე­ბე­და მი­სი კოც­ნა. მე­გო­ნა, რომ ჩე­მი ალ­ერ­სი მის­­ვის შეურ­აცხ­­ყო­ფე­ლი იქ­ნე­ბო­და. გა­მო­გიტყ­დე­ბით, ხში­რად წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ სხვა ეალერ­სე­ბო­და. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ეს უკ­უღ­მარ­თი ფან­ტა­ზია ის­ევ და ის­ევ ჩე­მი უგ­­ნურე­ბით იყო გა­მოწ­ვე­­ლი.

ამ უც­ნა­­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა სიყ­ვა­რულ­მა მო­­ტა­ნა, თან­და­თანო­ბით შემ­ძულ­და ჩე­მი მო­მა­ვა­ლი სი­დედ­რი. ალ­ბათ უს­­მარ­­ლოდ, ამ ქალს ვა­და­ნა­შაულ­ებ­დი ჩემს ას­ეთ მდგო­მა­რე­­ბა­ში ჩაგ­დე­ბი­სათ­ვის. თუ­კი მე სა­სურ­ვე­ლი საქ­­რო ვი­ყა­ვი იმ ოჯ­ახ­ში, ეს წყე­­ლი ბებ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. სულ მა­ლე ჩვენს შო­რის ის ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და, რო­მელ­ზეც არ­­ერ­თხელ მსმე­ნია სხვე­ბი­სა­გან მათ სახლში მა­ყოვ­ნებ­და არა სიყ­ვა­რუ­ლი ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი­სად­მი, არ­­მედ დე­და­მი­სის სიძ­ულ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს მი­მართ აგ­რე­სი­­ლო­ბას დუ­მი­ლით გა­მო­ხა­ტავ­და; სა­­თობით ფიქ­რობ­და იმ­­ზე, თუ რამ­დე­ნად რე­­ლუ­რი იყო იმ­ჟა­მად ჩვე­ნი და­ქორ­წი­ნე­ბა. უსამ­არ­­ლოდ დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი დე­დის სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას, მა­ვიწყ­დებოდა, რომ იქ­ვე ჩემ­­ვის სა­ნუკ­ვა­რი ად­­მი­­ნი იჯ­და და მზად იყო ნე­ბის­მი­­რი ჩემი სურ­ვი­ლი აღ­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მო­ხუ­ცის და­ნა­­ჭე­ბულ და მი­წის­ფერ, ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა­სა­ვით უმ­ოძ­რაო სა­ხის ნაკ­­თებს და მის შავ, ცოც­ხალ და მო­­რი­დე­ბელ თვა­ლებს. უმ­ოძ­რაო და მკაც­რი სა­ხე, მი­სი მოყ­ვი­თა­ლო ნა­ოჭებ­ით და­ღა­რუ­ლი ლო­ყე­ბი, თვა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მზე­რას მა­რი­დებ­­ნენ და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის პლა­ფონს მიშ­ტე­რე­ბოდ­ნენ, შავ­მო­სი­ლი ფი­გუ­რა ყვე­ლა­ფე­რი მო­ხუ­ცის უსაზღვრო ნე­ბის­ყო­ფა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და. მი­სი ენ­ერ­გი­­ლი და ომ­­ხი­­ნი ხმა ამ­ის კი­დევ ერ­თი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო.



© ”არილი”

No comments: