Thursday, March 13, 2008

თამრი ფხაკაძე

­­­­ვენერა და ბოტიჩე­ლი


სა­ღა­მო­ხანს ქა­რი ამ­­იჭ­რა, მო­ყა­რა ღრუ­ბე­ლი და მა­ლე კო­კის­პი­რულ­მა წვი­მა­მაც და­უშ­ვა. ვერ იტყ­ვის კა­ცი, პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში პრეს­ტი­ჟუ­ლად წვიმ­და და არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში - არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლა­დო.

ორ­­ვე­გან ერთ­ნა­­რად უთ­ქა­ფუ­ნებ­და. ერთ­ნა­­რად რეცხავ­და თქე­ში აქ­ეთ ელ­­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნის, იქ­ით კი მა­მა-პა­პუ­რი სა­ხინ­­ლის მი­ნებს. ერთ­ნა­­რად უშ­ხა­პუ­ნებ­და სა­ხუ­რა­ვებს, რა­ფებს, კი­ბე­ებს, ას­ფალტს... ერთ­ნა­­რად ლუმ­პავ­და ჭად­რებ­სა და ბზის ბუჩ­ქებს.

პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი სო­ლი­დურ სა­ვარ­ძელ­ში ჩაფ­ლუ­ლი­ყო და ამ უეც­არ, ნაჩ­ქა­რევ თქეშ­ზე ფიქ­რობ­და. ფიქ­რობ­და და სა­გან­გე­ბო სე­სი­ას ამს­გავ­სებ­და. ქა­რის და­ბერ­ვა... ღრუბ­ლე­ბის უც­ებ შეყ­რა... თქე­ში... კენ­ჭის­­რა... კონ­­ტი­ტუ­ცია... მუხ­ლე­ბი...

ახ­ლა სხვა მუხ­ლებ­ზე წა­მო­­ფიქ­რა. წა­ცურ­და ოც­ნე­ბებ­ში ბრა­სით... ბა­ტერ­­ლა­ით... ბა­ყა­ყუ­რით. მე­რე სუ­ლაც, ძა­ლი­ან ღრმად ჩაყ­ვინ­თა... ჩა­­ძი­რა...

ტე­ლე­ფონს სატ­­ფოს ხე­ლი­ვით ნა­ზად დას­­­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნი­დან არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში ზარ­მა გა­იწ­­რი­­ლა.

- ალო!

- ირ­მა... მე ვარ, სი­ცოცხ­ლე...

- დი­ახ. კი.

- წვიმს მან­დაც?

- კი... დი­ახ.

- არ მო­გე­ნატ­რე? არ შევ­­­დეთ?

- რა­ტო ჩურ­ჩუ­ლებთ?

- კარ­გი, კარ­გი პა­­ტა. შე­გეხ­მი­­ნე­ბი ცო­ტა ხან­ში. სპა­სი­ბა, ძმაო.

წვიმ­და კო­კის­პი­რუ­ლად. პირ­და­პირ და მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე.

ცო­ტა ხან­ში:

- ალო. ირ­მა, მე ვარ ის­ევ...

- რას ამ­ბობ­დით, რა პა­­ტაო?..

- რა ბავ­­ვი ხარ, ვგიჟ­დე­ბი! ჩე­მი ცო­ლი შე­მო­ვი­და.

- აა. მე­რე რა?

- ჰმ. მე­რე რაო... შე­ნი ნახ­ვა მინ­და, ირ­მუშ­კი. გინ­და რეს­ტო­რან­ში დაგ­პა­ტი­ჟო?

- რეს­ტო­რან­ში?

- ჰო. იცი, ამ წვი­მა­ში რა კარ­გი იქ­ნე­ბა?

- რა ვი­ცი.

- წა­ვი­დეთ?

- რა ვი­ცი. ნამ­ცხ­ვარს ვაცხობ ეხ­ლა და...

- მაგ ნამ­ცხ­­რე­ბის ცხო­ბა-გა­ყიდ­ვა შე­ნი საქ­მე არაა, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე..

- აბა?

- აბა და კარგ რეს­ტო­რან­ში უნ­და იჯ­დე და იქ­ით უნ­და უკ­ვე­თავ­დე ნა­ირ-ნა­ირ ნამ­ცხ­ვარს. გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. ფე­ხი-ფეხ­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი. ფე­ხი გაკ­ლია, თუ...

- ხე­ლი!! გაგ­ლა­ხავ იც­­დე!

- რაო?

- ჩემ ძმას ვე­უბ­ნე­ბი... თქვენ არა. კრემს ჭამ­და და...

- თქვე­ნო­ბით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ირ­მა, გულს მტკენ... და­­კოც გყავს, პა­ტა­რა, ხო?

- კი, ეთ­­ნა.

- მოკ­ლედ, ჩა­იც­ვი ახ­ლა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვარ.

- ვერ დავ­ტო­ვებ...

- ნამ­ცხ­ვარს?

- ბავ­­ვებს. ნამ­ცხ­ვარს კი მოვ­­ჩე­ბი უკ­ვე...

- მმმ... და­­ტო­ვე ვინ­მეს... მე­ზო­ბელს...

- არ დარ­ჩე­ბი­ან ეს­­ნი სხვას­თან. ჩემ­ზე არ­­ან მო­წე­პე­ბუ­ლი.

- მა­გას არც მე და­ვი­წუ­ნებ­დი...

- გცემ, იც­­დე, შა­კო! მა­ცა­დე ლა­პა­რა­კი! მო­შორ­დი მა­გას!

- ალო!

- ალო. დი­ახ.

- მოკ­ლედ, უთ­ხა­რი შა­კოს, წა­ვალ ახ­ლა და მა­გარ კომ­პი­­ტერს მო­გი­ტან-თქო...

- არ უყ­ვარს ამ­ას მა­გი...

- არა? შენც, რაც უყ­ვარს, იმ­ას და­პირ­დი. ორ­­ვეს. ბიჭ­საც და გო­გო­საც.

- მარ­­ლა?

- აბა?! რა უყ­ვართ, მითხა­რი...

- ეთ­­ნას უყ­ვარს...

- ჰო. თქვი, ნუ გე­რი­დე­ბა.

- თბი­ლი პალ­ტო...

- ჰო­და, შე­ვი­­როთ და... შა­კოს რა უყ­ვარს?

- შა­კოს... თბი­ლი ბა­თინ­კი...

- თქვი, მე­რე ჩე­მო სი­ცოცხ­ლე! შენ თქვი და! ჩე­მი ტყუ­­ლი კაცს არ უნ­­ხავს ჯერ! მე რომ კაცს დავ­პირ­დე­ბი... მით უფ­რო, - ქალს...

წვიმ­და. უტ­ყუ­­რად, ალ­ალ­მარ­­ლად უშ­ხა­პუ­ნებ­და...

სწო­რედ ამ დროს არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლი­ვე უბ­ნის ერ­თი სა­ხინ­­ლი­დან ახ­ალ­გაზ­­და გა­მო­ვი­და. პილ­პილ­მოყ­რი­ლი ხინ­­ლით რის­კი­­ნად და­ნაყ­რე­ბუ­ლი, შე­ხუ­რე­ბუ­ლი და ჯი­ბე­და­ცა­რი­­ლე­ბუ­ლი. მე­რე რა! აგ­ერ, მი­სი შინ­დის­ფე­რი, 80-იანი წლე­ბის "ჟი­გუ­ლი", ზედ ტაქ­სის ნიშ­ნით. წა­ვა. გა­უყ­ვე­ბა ნელ-ნე­ლა გა­ლუმ­პულ ქუ­ჩებს. ტაქ­სია რა! ჩაჯ­დე­ბა ვინ­მე. ძმაო, ერ­თი იქ­ით წა­მიყ­ვა­ნე... და გაჩ­­დე­ბა ორი კა­პი­კი! იქ­ნე­ბა რა, რა­მე იქ­ნე­ბა!

წა­მო­­წია ქურ­თუ­კის სა­ყე­ლო, მი­ირ­ბი­ნა მან­ქა­ნას­თან, ჩაჯ­და და გა­უყ­ვა და­ნი­აღ­­რე­ბულ ას­ფალტს.

ო, რას წვიმ­და!

პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი ცოლს სო­ლი­დუ­რად და­ეთხო­ვა, პა­­ტას ვი­თომ­გა­მო­­სო­ბით და არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლის­კენ გა­ას­რი­­ლა ვერ­ცხ­ლის­ფე­რი "მერ­სე­დე­სი". იქ­ით, სა­დაც გო­გომ წინ­სა­ფა­რი ლურ­­მანს მი­­კი­და, გა­და­იც­ვა რაც უკ­­თე­სი ებ­­და, აიკ­რა თმა და ფან­ჯა­რას­თან დად­გა.

- მარ­­ლა მო­მი­ტან თბილ პალ­ტოს?

- მარ­­ლა, ჰო.

- მეც? მარ­­ლა მო­მი­ტან ბა­ტინ­კებს?

- ჰო. ჰო. ესე თქვა და...

- ვინ?

- ვინც. არაა შე­ნი საქ­მე.

- კამ­ფე­ტიც უთ­ხა­რი.

- და ბარ­ბი!

- ცო­ლად მო­გიყ­ვანს? - ეკ­ითხე­ბა შა­კო.

- ხო, აბა?! კა­რი არ­­ვის გა­­ღოთ.

- აუ, რა ბედ­ნი­­რი ხა­არ!.. - ლო­ყას ხე­ლის­გულ­ზე ჩა­მო­დებს ბი­ჭი.

- რა­ტო, ვი­თომ?

- მან­ქა­ნით რო იკ­­ტა­ვებ...

წვიმ­და...

წვიმ­და...

სიგ­ნა­ლის შემ­პა­რა­ვი ხმა გა­ის­მა.

გო­გო კი­ბე­ზე ჩარ­ბო­და. თან რა­ღაც არ სი­­მოვ­ნებ­და. ეუც­ხო­ვე­ბო­და რა­ღაც.

- კამ­ფე­ტე­ბი უთ­ხა­რი!

- ხო, კარ­გი, კარ­გი. ჩა­კე­ტეთ კა­რი.

- და ბარ­ბი!!

- ნამ­ცხ­ვა­რი არ შე­ჭა­მოთ! ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლია დი­ლით...

- არ შევ­ჭამთ...

წვიმს.

წვიმს.

შინ­დის­ფე­რი ტაქ­სი ელ­­ტა­რულ რეს­ტო­რან­თან შე­ჩერ­და. რა იცი, რა ხდე­ბა ას­ეთ თქეშ­ში... ვინ სად მი­დის... ვის რა უნ­და. მდი­და­რი ხალ­ხია. ფუ­ლი არ ენ­­ნე­ბა.

ცხე­ლი სა­ხინ­­ლის სი­­მეს ჯერ არ გა­ევ­ლო. აღ­არ ცი­­და. ახ­ლა რა­მე ლა­მაზ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე ოც­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და...

გვერ­დით ვერ­ცხ­ლის­ფე­რი მერ­სე­დე­სი შე­მო­უს­რი­ალ­და. წვი­მით ჩა­მო­ნა­რეცხ მი­ნებს იქ­ით გო­გო და­­ნა­ხა. იქ­ით - ფრი­ად სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი. სა­უბ­რო­ბენ. "ნე­ტა რა­ზე?.. პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა..."

წვიმ­და.

წვიმ­და.

ვერ­ცხ­ლის­ფერ მერ­სე­დეს­ში:

- ამ რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ვართ? - გო­გო ოდ­ნავ აბ­­ზუ­ლი, ოდ­ნავ შე­ში­ნე­ბუ­ლი გას­­ქე­რის აბრ­ჭყ­ვი­­ლე­ბულ მი­ნებს.

- არა. აქ არა. აქ ეხ­ლა, მე უნ­და ავ­­დე ცო­ტა ხნით. ალ­­ბი­სათ­ვის.

- რის­­ვის?

- ა-ლი-ბი-სთვის. აქ ეხ­ლა პა­­ტა ქე­­ფობს. ჩე­მი ძმა­კა­ცი. ავ­ალ ცო­ტა ხნით. გა­მი­გე? გა­მი­გე სი­ცოცხ­ლე? ალ­­ბი იცი რა არ­ის? არ იცი. შენ იცი ის... ნა­პა­ლე­­ნი... ჩი­ტის რძე...

- მა­ლე მოხ­ვალთ?.. მოხ­ვალ?

- სულ მა­ლე. რა­მე რო იყ­ოს, პა­­ტა იტყ­ვის, ჩემ­თან იყოო, რა!

- მე­რე რა?

- მოკ­ლედ, აი შენ, მაგ­ნი­ტო­ფონს ჩა­გირ­თავ. აჰა, შენ ჟურ­ნა­ლე­ბი... გა­მო­ვალ და წა­ვალთ. ამ­­ზე უკ­­თეს რეს­ტო­რან­ში.

- პალ­ტო და ბათ... - წა­მოც­და გო­გოს. გა­წით­­და.

- რა­ზეა ლა­პა­რა­კი! ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა...

წვიმ­და...

წვიმ­და...

რეცხავ­და ტყუ­ილს და მარ­თალს...

ხინ­­ლის სი­­მე ნელ-ნე­ლა ქრე­ბო­და. არც ლა­მა­ზი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჩან­და.

ტაქ­სის­ტი, - იგ­­ვე სან­­რო, - იგ­­ვე ერთ დროს მხატ­ვა­რი, - სა­ზურ­გეს გა­და­აწ­ვა და სი­გა­რე­ტი გა­­ბო­ლა.

წინ რეს­ტო­რა­ნი ბრჭყვი­­ლებ­და, რო­გორც ხო­მალ­დი ღა­მე­ულ ზღვა­ში.

- "თით­ქოს მი­ცუ­რავს" - გა­­ფიქ­რა...

ამ დროს მან­ქა­ნის კა­რის რბი­ლი ჯა­ხუ­ნი მო­ეს­მა. მო­­ხე­და. ვერ­ცხ­ლის­ფერ "მერ­სე­დეს­ში" გო­გო მარ­ტო დარ­ჩა. კა­ცი რეს­ტო­რან­ში შე­ვი­და. სო­ლი­დუ­რად.

გო­გოს ლა­მა­ზი პრო­ფი­ლი და აკ­­ცი­ლი ბუ­ლუ­ლა თმა აკ­ვა­რე­ლის გა­და­რეცხი­ლი ნა­ხა­ტი­ვით მო­ჩან­და წვი­მი­ან მი­ნებს იქ­ით.

წვიმ­და.

იქ, გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ რეს­ტო­რან­ში კი:

- ვააა, ვინც მო­სუ­ლა, გა­­მარ­ჯოს! ვერ მო­ვა­ლო, და...

- მე და, ჩემს პა­­ტას­თან ვერ მი­ვი­დე?!

- აგ­­შე­ნა ღმერ­­მა! ბა­ტო­ნე­ბო, ბა­ტო­ნი მალ­ხა­ზი შე­მოგ­ვი­ერ­­და და...

- ცო­ტა ხნით, პა­­ტას ვე­ნაც­ვა­ლე... ცო­ტა ხნით, სამ­წუ­ხა­როდ გა­და­­დე­ბე­ლი საქ­მე მაქვს. მე­ლო­დე­ბი­ან.

ეგ­­თებ­ში გა­მოც­დი­ლი პა­­ტა და­ბალ ხმა­ზე ეუბ­ნე­ბა:

- ვინ გე­ლო­დე­ბა, შე გოთ­ვე­რა­ნო...

- ერ­თია...

- რა­ტო მე­რე? ორი ყო­ფი­ლი­ყო შე კა­ცო. გე­ფიქ­რა, ძმაო ძმა­კაც­ზე. გა­გე­კე­თე­ბი­ნა პრე­ზენ­ტი! კარ­გი, და­ჯე, და­ჯე, მო­იც­დის ვი­ღა­ცა. აბა, ბა­ტო­ნე­ბო... და ა.შ.

წვიმ­და...

"ერ­თი სა­­თი მა­ინც იქ­ნე­ბა, რაც მარ­ტო ზის ეს ჭუ­კი..." - ფიქ­რობ­და მხატ­ვარ­ყო­ფი­ლი ტაქ­სის­ტი 80-იანი წლე­ბის "ჟი­გულ­ში".

"ცო­დოა ეს კაი გო­გო. ძა­­ნაც აზრ­ზე ვარ ეხ­ლა, მანდ რა პონ­ტი­ცაა..."

"პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა, ტო..."

"ჰმ! რო­გორ ზის?.. გა­მომ­წყ­­დე­­ლი ჩი­ტი­ვით".

"ეეე. გაფ­რინ­დი, ჩი­ტო, სა­ნამ ლა­მა­ზი ხარ. შენ ამ­­თი გა­ლი­ის არა ხარ".

"რას ვა­ხუ­რებ, ეხ­ლა. პრინ­ციპ­ში, მე რა! იც­ის რაა ბი­ძამ, რა და რო­გორ..."

"აუ, რას წვიმს?"

"ისე, ბი­ძამ კი იც­ის თა­ვი­სი საქ­მე, მაგ­რამ ამ­ან?! ნა­ხე, ნა­ხე, რო­გორ ზის... ნე­ტა რა ფიქ­რე­ბი მო­­დის ეხ­ლა იმ ჩურ­ჩუ­ტა თავ­ში?.."

"ჯერ, ეტ­ყო­ბა, არ­­ფე­რია... არ­­ფე­რი არა აქვთ ჯერ. რა­მე რო იყ­ოს, გა­მოზ­მა­ნავ­და უკ­ვე. ჯერ ვერ უყ­­დია ბი­ძას..."

"აუ, და­­ხუ­თა, რა­ღაც..."

მი­ნა ჩა­მოს­წია. ერთ­მაგ მი­ნა­ში უკ­ეთ და­­ნა­ხა გო­გო. მერ­სე­დეს­ში მორ­ჩი­ლად, უთ­ავ­მოყ­ვა­რე­ოდ მომ­ლო­დი­ნე.

"შაჭყა­ლი!.. ეხ­ლა ავდ­გე­ბი და... გა­ვუ­ღი­მებ, რო­ცა მო­­ხე­დავს"...

და გა­­ღი­მა. გო­გო და­იბ­ნა და იქ­ით მი­­ხე­და.

"ჰმ! შერ­ჩხ­ვა!.. ისე, გე­მოვ­ნე­ბა კარ­გი გქო­ნია, ბი­ძა­ჩე­მო. ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და და­ით­რიო? ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და იყ­­დო, ჯი­გა­რო? მაგ­რამ, ეგ რო შე­­ფა­სე­ბე­ლია, ჩე­მი ძმა? რო არ იყ­­დე­ბა?..

სა­­დან­ღაც, ცე­ლო­ფან­წა­ფა­რე­ბუ­ლი დე­და­კა­ცი გაჩ­­და.

- და­მეხ­მა­რე, შვი­ლო...

რას და­ეხ­მა­რე­ბო­და. სა­ხინ­­ლე­ში ამ­­იტ­რი­­ლა ჯი­ბე.

დე­და­კა­ცი ახ­ლა მერ­სე­დესს მი­ად­გა. მი­­კა­კუ­ნა.

- და­მეხ­მა­რე, გე­ნაც­ვა­ლე...

გო­გომ რის ვა­­ვაგ­ლა­ხით მი­აგ­ნო და მი­ნა ჩა­მოს­წია. დე­და­კაცს ხე­ლის­გულ­ზე ხურ­და და­­დო. ის­იც ბურ­ტყუნ-ბურ­ტყუ­ნით წაფ­რა­ტუნ­და.

ახ­ლა მხო­ლოდ წვი­მა­ღა ედ­გათ შუ­­ში. ორ­­ვე მი­ნა ჩა­მო­წე­­ლი იყო.

ად­გა და, ის­ევ გა­­ღი­მა გო­გოს.

- მე თქვენ არ გიც­ნობთ... - მო­ეს­მა წვი­მის იქ­­დან.

- იმ­ას ხო იც­ნობ, იმ­ას... - თა­ვი რეს­ტორ­ნის­კენ აუქ­ნია ვაჟ­მა.

"უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო... ვე­ნე­რა - ბო­ტი­ჩე­ლის. მერ­სე­დე­სი - ბი­ძას. მა­გის..."

გო­გო ამ­დე­ნი ლო­დი­ნის­გან საკ­მა­ოდ დაღ­ლი­ლი ჩან­და.

- ტაქ­სი ხომ არ გჭირ­დე­ბა? - გას­ძა­ხა ვაჟ­მა შინ­დის­ფე­რი "ჟი­გუ­ლი­დან".

- მე?! - გა­უკ­ვირ­და გო­გოს.

- შენ, შენ! შენ გჭირ­დე­ბა, თუ გჭირ­დე­ბა! სახ­­ში წას­­ლა არ გინ­და?

- სახ­­ში?! - გო­გოს სა­ხე გა­მო­­ცოცხ­­და. ამ თა­მა­შის ენა თით­ქოს, უც­ებ გა­­გო.

- მინ­და! მინ­და სახ­­ში!

- მე­რე? აგ­ერ, ბა­ტო­ნო, ტაქ­სი!

"უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო... ეგ­რე არაა, ბი­ძა­ჩე­მო, ვე­ნე­რე­ბი ეგ­რე და­­­­ფოთ... სიყ­ვა­რუ­ლის ქალ­­მერ­თია ეგ... ბო­ზო­ბის და ახვ­რო­ბის კი არა..."

გო­გო აწ­რი­ალ­და. აფ­­რი­აქ­და. გა­საფ­რე­ნად მზად იყო.

შინ! თა­ვის სუფ­თა, მყუდ­რო ბუ­დის­კენ... მაგ­რამ ოდ­ნავ ფეხს ით­რევ­და.

"მან­ქა­ნის ფიქ­რი აქვს" - მიხ­­და ვა­ჟი.

- გად­მო­დი და ეგ­რე და­ტო­ვე! მი­ხე­და­ვენ, შენ ნუ გე­ში­ნია.

- მარ­­ლა?

- მარ­­ლა, მარ­­ლა! ჰა, დრო­ზე ეხ­ლა! მო­ხიე მან­დე­დან!

და გო­გო­მაც "მო­ხია". გად­მოფ­­თხი­ალ­და ვერ­ცხ­ლის­­რად მო­ელ­ვა­რე გა­ლი­­დან და...

რამ­დე­ნი­მე წამ­ში მდი­ნა­რედ ქცე­ულ ქუ­ჩა­ზე მიშ­­რი­­ლებ­­ნენ...

- შენ... თქვენ...

- მე ვარ სან­­რო ბო­ტი­ჩე­ლი.

- ბო­ტი... ვინ?

- ვაჟს გა­­ცი­ნა.

- არა, სან­­რო კი ვარ, მაგ­რამ ბო­ტი­ჩე­ლი არა, რათ­­მა­უნ­და, შენ რა ყვე­ლა­ფე­რი გჯე­რა, ტო...

- რა­ტო...

- შე­ნი სა­ხე­ლი შე­გიძ­ლია არ მითხ­რა. ის­­დაც ვი­ცი. ვე­ნე­რა გქვია.

- ვე­ნე­რა?.. არა. ვე­ნე­რა დე­და­ჩემს ერქ­ვა... მე ირ­მა მქვია...

- ირ­მა არა, ის... ვე­ნე­რა ხარ შენ, გა­­გე? ვე-ნე-რა...

წვიმ­და...

წვიმ­და...

- აქ გა­­ჩე­რე, - თქვა გო­გომ.

მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის ხმა­ზე ფან­ჯა­რას ბავ­­ვე­ბი მო­აწყ­­ნენ.

- ეგე, ჩე­მი და და ძმა!.. მე მე­ლო­დე­ბი­ან.

- გინ­და, მან­ქა­ნით ვაგ­რი­­ლოთ?

- მართ... მარ­­ლა?!!

- მარ­­ლა, ჰო... ადი, ჩა­მო­იყ­ვა­ნე. ბენ­ზი­ნი ბლო­მად მის­ხია...

გო­გო კი­ბე­ზე არ­ბო­და. ფრთა­შეს­­მუ­ლი.

"არ მინ­და იმ­­სი არ­­ფე­რი...

არც პალ­ტო... არც ბა­თინ­კი..."

წვიმ­და და არ­ცერ­თი წვე­თი არ ერია ტყუ­­ლი.

ნაღ­დად წვიმ­და... ძა­ლი­ან ნამ­­ვი­ლად...


© ”არილი”

No comments: