Friday, February 13, 2009

ლევან ბრეგაძე


ორი ფი­ნა­ლი

მე ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს ჩავ­წ­ვ­დე­ბი რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლის პრო­ზის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს. მრა­ვალ­გ­ზის მიც­დია ეს, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის უშ­ე­დე­გოდ. წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლი მო­რი­გი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბაა, და თუ მა­ინც ვაქ­ვეყ­ნებ მას, მხო­ლოდ იმ­ი­ტომ, რომ იგი, ჩე­მი აზ­რით, ერთ სა­ინ­ტე­რე­სო დაკ­ვირ­ვე­ბას შე­ი­ცავს.

* * *

"სა­ღა­მო ხა­ნის ჩა­ნა­წე­რებ­ში" (1971 წ.) მრა­ვა­ლი სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია მოთხ­რო­ბი­ლი (ამ­ა­ზე სა­გან­გე­ბოდ ამ­ახ­ვი­ლებს ყუ­რად­ღე­ბას ამ­ა­ვე წიგ­ნის ბო­ლო­სიტყ­ვა­ო­ბა­ში აკ­ა­კი ბაქ­რა­ძე). ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის სა­თა­უ­რია "შა­ვი ალ­ა­ყა­ფი". მას­ში აღ­წე­რი­ლია ორი პა­ტა­რა გო­გო­ნას მა­მის ვი­ზი­ტი ექ­იმ-ონ­კო­ლოგ­თან და მი­სი ფიქ­რე­ბი, გან­ც­დე­ბი და ქმე­დე­ბა­ნი, რო­ცა იქ­ი­დან შინ ბრუნ­დე­ბა და­ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბულ-შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი (ექ­იმ­მა გუ­ლი გა­უ­კე­თა, გა­ამ­ხ­ნე­ვა და... ოპ­ე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ურ­ჩია). ფი­ნა­ლი გულ­საკ­ლა­ვია: "ერ­თი კვი­რის შემ­დეგ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს უკ­ა­ნა ეზ­ოს შავ ალ­ა­ყაფ­თან, წელ­ში მოხ­რი­ლი მო­ხუ­ცი ქა­ლის წინ, ორი პა­ტა­რა გო­გო­ნა იდ­გა და ტი­რო­და. ალ­ა­ყაფ­ში სა­ბარ­გო მან­ქა­ნა გა­მო­დი­ო­და. ზედ ნახ­მა­რი კუ­ბო იდო, აქ­ეთ-იქ­ი­დან ორი მო­ღუ­შუ­ლი მა­მა­კა­ცი ამ­ოს­დ­გო­მო­და. გო­გო­ნებ­მა მხო­ლოდ ის იც­ოდ­ნენ, რომ იმ კუ­ბო­ში მა­თი საყ­ვა­რე­ლი მა­მი­კო იწ­ვა".

ეს პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა (ის­ე­ვე, რო­გორც თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი, რაც რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­დან გა­მო­სუ­ლა) წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ცხა­დია, ამ­ის მი­ზე­ზი ის არ­ის, რომ მკითხ­ველს ძლი­ე­რი თა­ნა­გან­ც­და უჩნ­დე­ბა პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ; ის­იც ნა­თე­ლია, ეს თა­ნა­გან­ც­და მწერ­ლის მი­ერ ად­ა­მი­ან­თა ბუ­ნე­ბის ღრმა ცოდ­ნას რომ ეფ­უძ­ნე­ბა; ხო­ლო სა­კუთ­რივ მწერ­ლუ­რი ნი­ჭი და ოს­ტა­ტო­ბა კი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პერ­სო­ნა­ჟის სუ­ლის მოძ­რა­ო­ბა უზ­უს­ტე­სი სიტყ­ვე­ბით არ­ის მო­ტა­ნი­ლი ჩვე­ნამ­დე.

მაგ­რამ ამ­ის თქმა ბევრს არ­ა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან ჭეშ­მა­რიტ მხატ­ვ­რულ ქმნი­ლე­ბას ეს ყო­ვე­ლი­ვე რომ უნ­და ახ­ა­სი­ა­თებ­დეს, ოდ­ით­გან­ვე ცნო­ბი­ლია; სპე­ცი­ფი­კურ­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­ზე, გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ­ზე მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეს ზო­გა­დი ღირ­სე­ბე­ბი ვე­რა­ფერს გვეტყ­ვის, რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლი კი უაღ­რე­სად თვით­მ­ყო­ფა­დი ტა­ლან­ტია.

თე­ატ­რის ხალხს პრო­ფე­სი­ულ ჟარ­გონ­ში ერ­თი ას­ე­თი სიტყ­ვა აქვს - "შე­ფა­სე­ბა". - შე­ა­ფა­სე პარ­ტ­ნი­ო­რის რეპ­ლი­კა (ან ქმე­დე­ბა)! - ეტყ­ვის ხოლ­მე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რე­ჟი­სო­რი მსა­ხი­ობს და ამ­ით მის­გან ად­ეკ­ვა­ტურ ჟეს­ტ­სა და მი­მი­კას მო­ითხოვს, ად­ეკ­ვა­ტურს, ანუ - არ­ა­მარ­ტო შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან, არ­ა­მედ (და ეს უმ­თავ­რე­სია!) პერ­სო­ნა­ჟის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­საც ამ­ავ­დ­რო­უ­ლად.

ამგ­ვა­რი "შე­ფა­სე­ბე­ბი­სას" რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟებს არ­ა­ფე­რი ეშ­ლე­ბათ. სა­ი­დან ვი­ცით ეს? იქ­ი­დან, რომ კითხ­ვი­სას მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ­ის მთლი­ა­ნი, გა­უბ­ზა­რა­ვი, რაც იმ­ის ნი­შა­ნია, რომ პერ­სო­ნაჟ­თა ქმე­დე­ბა, რო­გორც ას­ეთ დროს ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, მარ­თა­ლია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სი­მარ­თ­ლით არ­ის შეთხ­ზუ­ლი.

მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში "მარ­თა­ლი" ერ­თა­დერ­თ­საც ნიშ­ნავს?

გან­ვ­მარ­ტავ, რას ვგუ­ლის­ხ­მობ:

ჩვე­ნი მოთხ­რო­ბის პერ­სო­ნაჟს, და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი რომ მი­უყ­ვე­ბა გზას, უეც­რად სი­კე­თის, თუნ­დაც სულ მცი­რე­ო­დე­ნი სი­კე­თის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი მო­ე­ძა­ლა და ორ უც­ნობ პა­ტა­რა გო­გო­ნას ბლო­მად არ­ა­ქი­სი უყ­ი­და (მას შემ­დეგ, რაც ერთ­მა მათ­გან­მა გამ­ყიდ­ვე­ლი­სა­გან შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ამ­ო­ი­ღო კა­ლა­თი­დან რამ­დე­ნი­მე ცა­ლი, მაგ­რამ ვი­ღაც ქალ­ბა­ტონ­მა უკ­ან­ვე ჩა­აყ­რე­ვი­ნა). გო­გო­ნებ­მა იუკ­ად­რი­სეს უც­ნო­ბი­სა­გან ას­ე­თი ყუ­რად­ღე­ბა და ცო­ტა რომ გა­ი­ა­რეს, ერთ-ერთ­მა ნა­ჩუ­ქარ არ­ა­ქისს მის და­სა­ნა­ხად გა­და­უ­ძა­ხა სა­ნაგ­ვე­ში.

გო­გო­ნე­ბის ეს რე­აქ­ცია მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ქმე­დე­ბის ერ­თა­დერ­თი მხატ­ვ­რუ­ლად სწო­რი "შე­ფა­სე­ბაა"? კითხ­ვი­სას გიჩ­ნ­დე­ბათ ილ­უ­ზია, რომ შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი მხატ­ვ­რუ­ლად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ამ­ბი­სა სწო­რედ ის არ­ის, რა­საც ინ­ა­ნიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი აკ­ე­თე­ბენ ან რაც ინ­ა­ნიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟებს ემ­არ­თე­ბათ. ამ ილ­უ­ზი­ის შექ­მ­ნის ჯა­დოს­ნუ­რი უნ­ა­რი აქვს მას. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე იყ­ოს! გო­გო­ნას არ­ა­ქი­სი რომ არ გა­და­ე­ყა­რა, მოთხ­რო­ბა აღ­არ და­ი­წე­რე­ბო­და? ან სუს­ტი მოთხ­რო­ბა გა­მო­ვი­დო­და?

ბევ­რი დი­დი მწერ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რд­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლის­თ­ვის ამ­ბა­ვი და ამ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რო­დია მთა­ვა­რი, მთა­ვა­რია რა­ღა­ცა სხვა, იდ­უ­მა­ლი და მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი. ას­ეთ შე­მოქ­მედ­ზე ამ­ბო­ბენ, რა­საც მი­სი ხე­ლი შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ოქ­როდ იქ­ცე­ვაო.

შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ეს მოთხ­რო­ბა "ჰე­ფი ენ­დით" დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო? შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა, პერ­სო­ნა­ჟი ჯან­მ­რ­თე­ლი დაბ­რუ­ნე­ბო­და ოჯ­ახს? ვი­ცი, ამ­ის წარ­მოდ­გე­ნი­სას მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გე­მოვ­ნე­ბი­ან დამ­ფა­სე­ბელს ტან­ში გა­აჟ­რი­ა­ლებს, მაგ­რამ ჩვენ რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილ­თან გვაქვს საქ­მე, მის­თ­ვის კი ამ თვალ­საზ­რი­სით შე­უძ­ლე­ბე­ლი არ­ა­ფე­რია. თით­ქოს ამ­ის დას­ტუ­რად და­უ­წე­რია მას არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოთხ­რო­ბა, რო­მელ­საც "ძა­ლი­ან უბ­რა­ლო სიმ­ღე­რა" ჰქვია (კრე­ბულ­ში: "მთვა­რის ას­უ­ლი", 1987 წ.).

აქ ონ­კო­ლოგს ამ­ჯე­რად ქა­ლი მი­ა­კითხავს (ორი პა­ტა­რა ბი­ჭის დე­და), იღ­ლი­ა­ში თხი­ლი­სო­დე­ნა სიმ­სივ­ნით, რო­მე­ლიც კე­თილ­თ­ვი­სე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. მოთხ­რო­ბის ბო­ლოს ვკითხუ­ლობთ (ქმა­რი ყვე­ბა): "მოვ­დი­ო­დით მთლად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლე­ბი­ვით, წინ­წა­მოხ­რილ­ნი, გა­მოჩ­ქა­რე­ბულ­ნი, თით­ქოს მო­ში­შარ­ნი, რომ ის სა­ჩუ­ქა­რი უკ­ან არ გა­მო­ერ­თ­მია ვინ­მეს. გვი­ხა­რო­და, რომ ის­ევ ერ­თად, წყვი­ლად მი­ვად­გამ­დით ნა­ბი­ჯებს".

მა­შა­სა­და­მე, ყბა­და­ღე­ბუ­ლი "ჰე­ფი ენ­დი"?

სწო­რე­დაც! მაგ­რამ არ­ა­თუ მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი, არ­ა­მედ დრა­მა­ტუ­ლი გან­ც­დე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბის ღირ­სე­უ­ლად და­მაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბე­ლი ფი­ნა­ლი.

ერ­თი და იგ­ი­ვე ამ­ბა­ვი ჯერ ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლო, მე­რე კი ბედ­ნი­ე­რად და ორ­ი­ვე შე­დევ­რი გა­მო­გი­ვი­დეს - ამ­ა­ზე მე­ტი ჯა­დოქ­რო­ბა რა­ღა უნ­და იყ­ოს მწერ­ლო­ბა­ში!

* * *

ისე აქვს სა­ხე­ლი გა­ტე­ხი­ლი ბედ­ნი­ერ და­სას­რულს, რომ ვი­ცი, არც ისე ად­ვი­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რაც ამ "ჰე­ფი ენ­დი­ა­ნი" მოთხ­რო­ბის მხატ­ვ­რუ­ლი ღირ­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვთქვი. ამ­ი­ტომ რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვი­ლის მწერ­ლურ ჯა­დოქ­რო­ბა­ში და­სარ­წ­მუ­ნებ­ლად გთხოვთ, წა­ი­კითხოთ მარ­ტო აი ეს ნაწყ­ვე­ტი მოთხ­რო­ბი­დან, მე კი გან­ზე გავ­დ­გე­ბი და სიტყ­ვა­საც აღ­არ დავ­ძ­რავ:

"გოლ­დი­ნის ას­ის­ტენ­ტ­მა თი­ნა წინ გა­უშ­ვა და თვი­თო­ნაც შეჰ­ყ­ვა. გოლ­დი­ნი პა­ტა­რა ტა­ნის მო­ხუ­ცი აღ­მოჩ­ნ­და. თეთ­რი ეს­პა­ნუ­რი წვე­რი ჰქონ­და, მა­გი­და­ზე დახ­რი­ლი რა­ღა­ცას წერ­და. ამ­ო­ი­ხე­და. ას­ის­ტენ­ტ­მა კი­ნო­კად­რე­ბი­ვით ჩაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი მი­ა­წო­და. გოლ­დინ­მა ერ­თი შე­ხე­და თი­ნას და მე­რე სუ­რა­თებს ჩა­აც­ქერ­და. ას­ის­ტენ­ტი სუ­რა­თებ­ზე თითს უდ­ებ­და და ლა­თი­ნურ რა­ღა­ცე­ებს ეუბ­ნე­ბო­და, გოლ­დი­ნი თავს უქ­ნევ­და და ტუ­ჩებს ბუს­ხავ­და. - რამ­დე­ნი წლი­სა ხართ? - ჰკითხა გოლ­დინ­მა თი­ნას. თი­ნამ უთხ­რა, რომ ოც­დათ­ვ­რა­მე­ტი წლი­სა იყო. - შვi­ლი რამ­დე­ნი გყავთ? - ორი. - გოლ­დი­ნი თი­ნას მი­აც­ქერ­და, - რა­ტომ ხუ­თი არა, რა­ტომ ექვ­სი არა, შვი­დი?! - თი­ნას კბი­ლე­ბის კაწ­კა­წი აუტყ­და. გოლ­დინ­მა სუ­რა­თე­ბი ას­ის­ტენტს და­უბ­რუ­ნა, - თა­ვი­სუფ­ლე­ბი ხარ­თო, - და წე­რა გა­ნაგ­რ­ძო. ას­ის­ტენტს გა­ე­ღი­მა, თი­ნას თა­ვის გა­დაქ­ნე­ვით ან­იშ­ნა, - წა­ვი­დე­თო. კარ­თან მი­სუ­ლებს გოლ­დი­ნის ხმა მო­ეს­მათ, - თქვენს ამ­ხა­ნა­გებ­საც გა­და­ე­ცით, თუ უნ­დათ, რომ ეგ­რე არ იკ­ან­კა­ლონ იმ­ა­თაც, ბევ­რი შვი­ლე­ბი იყ­ო­ლი­ონ - ექვ­სი, რვა, ათი, გეს­მით?! - თი­ნამ დამ­ფ­რ­თხალ­მა მი­ი­ხე­და და გა­მო­ღე­ბულ კარს რო­გორ­ღაც ცუ­დად შე­ე­ჯა­ხა. გოლ­დი­ნი წა­მოხ­ტა, მო­ირ­ბი­ნა. - გეტ­კი­ნათ? - შეს­ც­ქე­რო­და თი­ნას შე­წუ­ხე­ბუ­ლი. თი­ნას თან ცრემ­ლი მოს­დი­ო­და, თან იღ­ი­მე­ბო­და. - სი­ცი­ლი გიხ­დე­ბათ! რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი უნ­და იც­ი­ნოთ ცხოვ­რე­ბა­ში! და კი­დევ - მო­ე­რი­დეთ ამ­ო­დე­ნა მან­ძი­ლებ­ზე ფრე­ნას ოჯ­ა­ხის პატ­რო­ნი ქა­ლე­ბიო. - გოლ­დი­ნი თა­ვი­სი მა­გი­დის­კენ წა­ვი­და. იც­ი­ნო­და მი­სი ას­ის­ტენ­ტიც..."

© „არილი“

No comments: