Thursday, February 19, 2009

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიჰ ჰეგელი





















ნაწყ­ვე­ტე­ბი 1818 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, ბერ­ლინ­ში წა­კითხუ­ლი ლექ­ცი­ი­დან



ჩე­მო ბა­ტო­ნე­ბო!

რად­გან მე დღეს პირ­ვე­ლად გა­მოვ­დი­ვარ აქ­ა­ურ უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მელ­ზეც მი­სი უდ­ი­დე­ბუ­ლე­სო­ბის მე­ფის წყა­ლო­ბამ მო­მიწ­ვია, ნე­ბა მო­მე­ცით, ჩემს ლექ­ცი­ებს წინ წარ­ვუმ­ძღ­ვა­რო ეს წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა, რომ ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სურ­ვე­ლად და სა­სი­ხა­რუ­ლოდ მი­მაჩ­ნია უფ­რო აკ­ა­დე­მი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვ­ლა სწო­რედ ამ მო­მენ­ტ­ში და სწო­რედ ამ ად­გი­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მენტს, რო­გორც ჩანს, უკ­ვე შე­იქ­მ­ნა ის პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ლო­სო­ფი­ას ნე­ბას აძ­ლე­ვენ კვლავ ყუ­რად­ღე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს მო­ე­ლო­დეს, რო­დე­საც ეს თით­ქ­მის და­მუნ­ჯე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა კვლავ შეძ­ლებს ხმა აიმ­აღ­ლოს. ვი­ნა­ი­დან ამ მოკ­ლე ხნის წინ, ერ­თი მხრივ, მძი­მე და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხა­ნა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წვრილ­მან ინ­ტე­რე­სებს ძა­ლი­ან დიდ ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობ­და, მე­ო­რე მხრივ, სი­ნამ­დ­ვი­ლის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ინ­ტე­რე­სი და ბრძო­ლა უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხალ­ხის ცხოვ­რე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად და გა­და­სარ­ჩე­ნად, გო­ნის ყო­ველ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და ყვე­ლა წო­დე­ბის ძა­ლებს, ას­ე­ვე გა­რე­გან სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც იმ­დე­ნად შთან­თ­ქავ­და, რომ გო­ნის ში­ნა­გან ცხოვ­რე­ბას არ შე­ეძ­ლო სიმ­შ­ვი­დე და მოს­ვე­ნე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. მსოფ­ლიო გონს, რომ­ლის ყუ­რად­ღე­ბა მთლად სი­ნამ­დ­ვი­ლი­თა და გა­რე­გა­ნი ამ­ბე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხე­ლი ეშ­ლე­ბო­და თა­ვის თა­ვის­თ­ვის, თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მი­ე­მარ­თ­ნა და თა­ვის ნამ­დ­ვილ სამ­შობ­ლო­ში თა­ვი­სი თა­ვით დამ­ტ­კ­ბა­რი­ყო. მაგ­რამ ახ­ლა, მას შემ­დეგ, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლის ეს ნი­აღ­ვა­რი შეწყ­და და გერ­მა­ნელ­მა ხალ­ხ­მა სა­ერ­თოდ თა­ვი­სი ერ­ოვ­ნუ­ლო­ბა, ყო­ველ­გ­ვა­რი ცოცხა­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, უკ­ვე დად­გა დრო, ნამ­დ­ვი­ლი ქვეყ­ნის სამ­ბ­რ­ძა­ნებ­ლოს გვერ­დით, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­ფურ­ჩ­ქ­ნოს აზ­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მე­ფო, და სა­ზო­გა­დოდ გო­ნის ძა­ლამ იმ­დე­ნად მძლავ­რად იჩ­ი­ნა თა­ვი, რომ აშ­კა­რად დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ მხო­ლოდ იდ­ე­ებ­სა და იდ­ე­ე­ბის შე­სა­ბამს შე­უძ­ლია ახ­ლა არ­სე­ბო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, და რომ ყვე­ლა­ფერ­მა, რაც კი სა­ერ­თოდ აღ­ი­ა­რე­ბას მო­ითხოვს, თა­ვი­სი თა­ვი შეგ­ნე­ბი­სა და აზ­რის წი­ნა­შე უნ­და გა­ა­მარ­თ­ლოს.
...მაგ­რამ თვით გერ­მა­ნი­ა­შიც ამ მეც­ნი­ე­რე­ბის აღ­ორ­ძი­ნე­ბამ­დე წი­ნან­დე­ლი ეპ­ო­ქის უგ­ვა­ნო­ბა იმ­დე­ნად შორს წა­ვი­და, რომ გა­მორ­კ­ვე­უ­ლად და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლად თვლი­და და გვარ­წ­მუ­ნებ­და, რომ ჭემ­შა­რი­ტე­ბის არ­ა­ვი­თა­რი შე­მეც­ნე­ბა არ არ­სე­ბობ­სო; ღმერ­თი, სამ­ყა­როს და გო­ნის არ­სე­ბა შე­უც­ნო­ბე­ლია, მი­უწ­ვ­დო­მე­ლიაო; რომ გო­ნი რე­ლი­გი­ა­ზე უნ­და შე­ჩერ­დე­სო, ხო­ლო რე­ლი­გია - რწმე­ნა­სა, გრძნო­ბა­სა და ბუნ­დო­ვან წარ­მოდ­გე­ნა­ზე, გო­ნივ­რუ­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე. შე­მეც­ნე­ბა ვერ ეხ­ე­ბა აბ­სო­ლუ­ტის, ღმერ­თის და იმ­ის არ­სე­ბო­ბას, რაც ბუ­ნე­ბა­სა და გონ­ში ჭეშ­მა­რი­ტი და აბ­სო­ლუ­ტუ­რია, არ­ა­მედ მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ ეხ­ე­ბა უარ­ყო­ფითს, ე.ი. იმ­ას, რომ ჭეშ­მა­რიტს ვერ შე­ვი­მეც­ნებთ, რომ მხო­ლოდ არ­ა­ჭეშ­მა­რიტს, დრო­ე­ბით­სა და წარ­მა­ვალს აქვს უპ­ი­რა­ტე­სო­ბა შე­მეც­ნე­ბი­სა, - ნა­წი­ლობ­რივ კი შე­ვი­მეც­ნებთ იმ­ას, რაც მას­ში უკ­ვე იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა, გა­რე­განს, სა­ხელ­დობრ ის­ტო­რი­ულს, შემ­თხ­ვე­ვით გა­რე­მო­ე­ბებს, რო­მელ­თა შო­რის ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი შე­მეც­ნე­ბა გა­მოვ­ლინ­და. სწო­რედ ამ­ის­თა­ნა შე­მეც­ნე­ბას უნ­და მი­ვუდ­გეთ ის­ტო­რი­უ­ლად და იმ გა­რე­გა­ნი მხა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით კრი­ტი­კუ­ლად და მეც­ნი­ე­რუ­ლად გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ, რად­გან მი­სი ში­ნა­არ­სი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი არა გა­მო­ვა რა. ამ თვალ­საზ­რი­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ის­ე­ვე შორს წა­ვიდ­ნენ, რო­გორც პი­ლა­ტე, რო­მა­ე­ლი პრო­კონ­სუ­ლი, რო­მელ­მაც რო­გორც კი გა­ი­გო­ნა ქრის­ტე­სა­გან წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა: ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მა­შინ­ვე კითხ­ვით უპ­ა­სუ­ხა: რა არ­ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა? და ეს ჰკითხა იმ აზ­რით, რომ მას, პი­ლა­ტეს ეს სა­კით­ზი ვი­თომც უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დეს და იც­ო­დეს, რომ არ არ­სე­ბობს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­მეც­ნე­ბა. ამ­რი­გად ის, რაც იმ­თა­ვით­ვე სა­მარ­ცხ­ვი­ნო და უღ­ირს საქ­მედ ითვ­ლე­ბო­და, - ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­მეც­ნე­ბა­ზე უარ­ის თქმა, - ჩვე­ნი ეპ­ო­ქის მი­ერ გო­ნის უმ­აღ­ლეს ტრი­უმ­ფად იქ­ნა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. თა­ვი­დან, თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბის დღი­დან გო­ნე­ბის უნ­ა­რის მი­მართ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას ჯერ კი­დევ თან სდევ­და ერთ­გ­ვა­რი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და წუ­ხი­ლი, მაგ­რამ მა­ლე რე­ლი­გი­ურ­მა და ზნე­ობ­რივ­მა თავ­ქა­რი­ა­ნო­ბამ, შემ­დეგ კი ცოდ­ნის ზე­რე­ლო­ბამ და უგ­ვა­ნო­ბამ, რო­მე­ლიც თა­ვის თავს გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბას უწ­ო­დებ­და, პირ­და­პირ და აშ­კა­რად აღ­ი­ა­რა გო­ნე­ბის უძ­ლუ­რე­ბა და ქედ­მაღ­ლუ­რად მის­ცა სრულ და­ვიწყე­ბას გო­ნის უმ­აღ­ლე­სი ინ­ტე­რე­სე­ბი; ბო­ლოს, ეგ­რეთ­წო­დე­ბულ­მა კრი­ტი­კულ­მა ფი­ლო­სო­ფი­ამ მა­რა­დი­სი­სა და ღვთა­ებ­რი­ვის ამ უც­ო­დი­ნა­რო­ბას სუფ­თა სინ­დი­სიც შე­უქ­მ­ნა, რად­გან ეს ფი­ლო­სო­ფია გვარ­წ­მუ­ნებს, ვი­თომც მან მო­ა­ხერ­ხა დამ­ტ­კი­ცე­ბა იმ­ი­სა, რომ მა­რა­დი­სი­სა და ღვთა­ებ­რი­ვის შე­სა­ხებ არ­აფ­რის ცოდ­ნა არ შე­იძ­ლე­ბაო...
...ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ წი­ნა­მორ­ბე­დი პე­რი­ო­დი­დან გად­მო­ვი­და და სა­ში­ნელ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში ჩა­უდ­გა ჯან­საღ სუფ­თა გრძნო­ბას, ახ­ალ სუბ­ს­ტან­ცი­ა­ლურ გონს. ამ ახ­ა­ლი და ჯან­სა­ღი გო­ნის გან­თი­ადს მი­ვე­სალ­მე­ბი, მო­ვუხ­მობ მას; მხო­ლოდ მის საქ­მეს ვა­კე­თებ, რო­დე­საც ვამ­ტ­კი­ცებ, რომ ფი­ლო­სო­ფი­ას ში­ნა­არ­სი უნ­და ჰქონ­დეს, და რო­დე­საც ამ ში­ნა­არსს თქვენს წი­ნა­შე გან­ვა­ვი­თა­რებ.
უმ­თავ­რე­სად მო­ვუხ­მობ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბის სულს, რად­გან ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა სი­ცოცხ­ლის ის მშვე­ნი­ე­რი ხა­ნაა, რო­დე­საც ად­ა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლო­ბის შეზ­ღუ­დულ მი­ზან­თა სის­ტე­მას ჯერ კი­დევ არ და­უტყ­ვე­ვე­ბია და უნ­ა­რი აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი, უან­გა­რო მეც­ნი­ე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა; რო­დე­საც ას­ე­ვე ჯერ კი­დევ არ და­უტყ­ვე­ვე­ბია იგი ამ­ა­ო­ე­ბის უარ­ყო­ფით სულს, წმინ­და კრი­ტი­კუ­ლი კვლე­ვის უშ­ი­ნა­არ­სო­ბას. ჯერ კი­დევ ჯან­საღ გულს შეს­წევს სი­თა­მა­მე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მო­ითხო­ვოს, ხო­ლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­მე­ფო ის სა­მე­ფოა, რო­მელ­შიც ფი­ლო­სო­ფია სულ­დ­გ­მუ­ლობს, რო­მელ­საც ფი­ლო­სო­ფია აგ­ებს და რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი ჩვენ ვხდე­ბით ფი­ლო­სო­ფი­ის შეს­წავ­ლით. რაც კი ცხოვ­რე­ბა­ში ჭეშ­მა­რი­ტი, დი­ა­დი და ღვთა­ებ­რი­ვია, იდ­ე­ი­სა­გა­ნაა; ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ზა­ნია ამ იდ­ე­ას მის ჭეშ­მა­რიტ სა­ხე­სა და ზო­გა­დო­ბა­ში მის­წ­ვ­დეს, გო­ნის სა­მე­ფო თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­მე­ფოა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ად­ა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას აერ­თი­ა­ნებს, რა­საც კი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და აღ­ი­ა­რე­ბა აქვს, გო­ნი­თი ბუ­ნე­ბი­საა; ხო­ლო გო­ნის ეს სა­მე­ფო მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა და სა­მარ­თ­ლის შეგ­ნე­ბით, იდ­ე­ა­თა ჩაწ­ვ­დო­მით არ­სე­ბობს.
ნე­ბა მო­მე­ცით, ვი­სურ­ვო და ვი­მე­დოვ­ნო, რომ მო­ვა­ხერ­ხებ მო­ვი­პო­ვო და და­ვიმ­სა­ხუ­რო თქვე­ნი ნდო­ბა იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ჩვენ და­ვა­დე­ქით. მაგ­რამ, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ნე­ბა მო­მე­ცით, თქვენ­გან მო­ვითხო­ვო მხო­ლოდ ის, რომ თან მო­ი­ტა­ნოთ ნდო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი, რწმე­ნა გო­ნე­ბი­სად­მი, ნდო­ბა და რწმე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი. ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბის სი­თა­მა­მე, გო­ნის ძლი­ე­რე­ბის რწმე­ნა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პირ­ვე­ლი პი­რო­ბაა, ად­ა­მი­ა­ნი თა­ვის თავს პა­ტივს უნ­და სცემ­დეს და უმ­აღ­ლე­სის ღირ­სად სთვლი­დეს. გო­ნის სი­დი­ა­დე და ძლი­ე­რე­ბა ად­ა­მი­ანს მა­ინც არ შე­უძ­ლია საკ­მაო სი­დი­ა­დით იაზ­როს (რაც უნ­და დი­დი აზ­რი ჰქონ­დეს მას­ზე). სამ­ყა­როს და­ფა­რულ არ­სე­ბას თა­ვის თავ­ში არ­ა­ვი­თა­რი ის­ე­თი ძა­ლა არ გა­აჩ­ნია, რომ შეს­ძ­ლოს შე­მეც­ნე­ბის სი­თა­მა­მეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­უ­წი­ოს: იგი მის წი­ნა­შე უნ­და გა­და­იხ­ს­ნას, მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­დიდ­რე და სიღ­რ­მე მის თვალ­თა წი­ნა­შე გა­და­შა­ლოს და მას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს მით დატ­კ­ბეს და გა­ი­ხა­როს.

© “არილი“

No comments: