Thursday, December 4, 2008

რეზო კვესელავა

ის ქმნი­და კარ­ნა­ვალს



ის ქმნი­და კარ­ნა­ვალს. ავ­ტო­რიც თვი­თონ იყო და პერ­სო­ნა­ჟიც. ცდი­ლობ­და კარ­ნა­ვალ­ში ჩა­ე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მოქ­მე­დი პი­რი, თავს უკ­ეთ გრძნობ­და ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა­ში.
ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო­ებს არ­ად აგ­დებ­და, იტ­ა­ცებ­და თა­ვი­სი­ვე გამ­ბე­და­ო­ბა, მით უმ­ე­ტეს, თუ ამ­ის გა­მო მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ტა­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და. საბ­ჭო­თა ნორ­მებს და­უ­პი­რის­პირ­და, მაგ­რამ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია დოგ­მა (თუნ­დაც, საკ­რა­ლუ­რი), რო­მელ­საც ფა­რა­ჯა­ნო­ვი გუნ­დ­რუ­კის კმე­ვას და­უწყებ­და. პრო­ტეს­ტან­ტი იყო, ოღ­ონდ არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბი­სა. მოხ­დე­ნი­ლი და ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი ჟეს­ტის­თ­ვის სი­ცოცხ­ლეს წი­რავ­და. იყო დე­მოკ­რა­ტი, ჩვე­ნი კა­ცი, ჩვე­ნე­ბუ­რი. იერ­არ­ქია მის­თ­ვის არ არ­სე­ბობ­და, არც რა­ი­მე კომ­პ­ლექ­სი. ის ეფ­ლო­ბო­და ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც მო­რევ­ში, რა­თა მთე­ლი ძა­ლით ეგრ­ძ­ნო არ­სე­ბო­ბა - ფი­ზი­კუ­რიც, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად წარ­მ­ტა­ცია, რამ­დე­ნა­დაც წარ­მა­ვა­ლი. მან თა­ვი­სი სენ­სუ­ა­ლიზ­მი, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი და ოდ­ნავ დე­კა­დენ­ტუ­რი, ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ხა­ტა ფილ­მებ­სა და იმპ­რო­ვი­ზა­ცი­ებ­ში. მის­მა ბრწყინ­ვა­ლე ფილ­მ­მა - "წი­ნა­პარ­თა აჩრ­დი­ლე­ბი" - გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი რო­ლი შე­ას­რუ­ლა. ეს იყო სი­ლა­მა­ზის იდ­ე­ო­ლო­გი­უ­რი სიმ­ძი­მე­ე­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­გა­ლი­თი. დრო გა­ვი­და, "და­ვიწყე­ბულ წი­ნა­პარ­თა აჩრ­დი­ლე­ბის" სი­უ­ჟე­ტი და­მა­ვიწყ­და, მაგ­რამ რა და­მა­ვიწყებს მის ნაღ­ვ­ლი­ან ჰან­გებს და პლას­ტი­კის სიწ­მინ­დეს, მათ წარ­მ­ტაც თა­ნა­ფარ­დო­ბას.
ყო­ვე­ლი­ვე, რაც შემ­დეგ ფა­რა­ჯა­ნოვ­მა შექ­მ­ნა, არ­სე­ბი­თად "წი­ნა­პარ­თა აჩრ­დი­ლე­ბი­დან" გა­მო­დის: "კი­ე­ვის ფრეს­კე­ბიც", "სა­ი­ათ­ნო­ვაც", "სუ­რა­მის ცი­ხეც", "აშ­უღ-ყა­რი­ბიც" და სხვა.
"სა­ი­ათ­ნო­ვას" ერ­თი სცე­ნის გა­და­ღე­ბას ვეს­წ­რე­ბო­დი (ძვე­ლი სტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ონ­ში). მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ფა­რა­ჯა­ნო­ვი გა­და­ღე­ბა­ზე. მე­სა­მე სარ­თუ­ლის სი­მაღ­ლი­დან დავ­ყუ­რებ­დი მის ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ებს, ვის­მენ­დი მის გან­კარ­გუ­ლე­ბებს. ის, ასე ვთქვათ, ფლობ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, ბო­ბოქ­რობ­და, ბრა­ზობ­და, ტუქ­სავ­და მსა­ხი­ობს, თან ქე­ბის სიტყ­ვა­საც არ იშ­უ­რებ­და. აშ­კა­რად ჩან­და, რომ მხო­ლოდ მან, ერთ­მა, იც­ო­და, რა რის­თ­ვის კეთ­დე­ბო­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე.
ჰქონ­და სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი, აღ­მო­სავ­ლუ­რი, ამ­ი­ტომ ღი­მი­ლი უხ­დე­ბო­და. თბი­ლი­სე­ლი იყო, უყ­ვარ­და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი, ბა­ღე­ბი, მო­ედ­ნე­ბი, მაგ­რამ მი­სი უხ­მო ცრემ­ლე­ბი (მიგ­რ­ძ­ვ­ნია) მდი­ნა­რე არ­აქ­ს­ში ცვი­ო­და. ის ყო­ველ­თ­ვის სა­სო­ე­ბით ლა­პა­რა­კობ­და სო­მე­ხი ხალ­ხის რე­ლი­გი­ურ კულ­ტუ­რა­ზე - სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი სიწ­რ­ფე­ლის მხრივ, ძნე­ლად, ვინ­მე სო­მეხ ერს შე­ე­და­რო­სო.
ფა­რა­ჯა­ნოვს უყ­ვარ­და მე­გობ­რე­ბის და­სა­ჩუქ­რე­ბა. უს­ა­თუ­ოდ, რა­ი­მე ორ­ი­გი­ნა­ლურს მო­ი­ფიქ­რებ­და. მხო­ლოდ თენ­გიზ აბ­უ­ლა­ძე და ან­ზორ სა­ლუქ­ვა­ძე და­ა­სა­ჩუქ­რა პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით - ამ­ე­რი­კუ­ლი კოს­ტუ­მი­თა და ფეხ­საც­მ­ლით. მე კი, იმ­ა­თი ხე­ლით, კი­ე­ვი­დან კე­რა­მი­კუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა. თუმც დღემ­დე მგო­ნია, რომ ის კე­რა­მი­კა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მოს­კო­ვის რო­მე­ლი­ღაც მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნეს.
თ.აბ­უ­ლა­ძე და ა.სა­ლუქ­ვა­ძე საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­ვიდ­ნენ კი­ევ­ში, - "ვედ­რე­ბის­თ­ვის" ოპ­ე­რა­ტორს ეძ­ებ­დ­ნენ. ფა­რა­ჯა­ნოვ­მა მათ სა­შა ან­ტი­პენ­კო ურ­ჩია. ასე და­უ­ხა­სი­ა­თე­ბია: "ვუნ­დერ­კინ­დია, ტვინ­ში მხო­ლოდ ერ­თი ხვე­უ­ლი აქვს და ის­იც კი­ნოს შეს­წი­რაო". ან­ტი­პენ­კოს უკ­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და "კი­ე­ვის ფრეს­კე­ბი" (რე­ჟი­სო­რი ს.ფა­რა­ჯა­ნო­ვი) და კი­ნო­ნო­ვე­ლა "ბა­ლე­ტი".
დღე-დღე­ზე ვე­ლო­დით სა­შას ჩა­მოს­ვ­ლას თბი­ლის­ში და ერთ სა­ღა­მოს ბი­ნა­ში გა­მო­მეცხა­და იგი - ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა ყმაწ­ვი­ლი, ხელ­ში იოან­ეს სა­ხა­რე­ბა ეჭ­ი­რა. ღა­მე კითხუ­ლობ­და და პირ­ჯ­ვარს იწ­ერ­და. მა­ლე გა­უ­ყე­ნეს გზას შა­ტი­ლის­კენ, სა­დაც "ვედ­რე­ბის" გა­და­ღე­ბა იგ­ეგ­მე­ბო­და. ან­ტი­პენ­კოს აქ­ამ­დე ტრა­მა­ლე­ბის მე­ტი არ­ა­ფე­რი ენ­ა­ხა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თი­სა და შა­ტი­ლის ხილ­ვამ მას­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით შე­უდ­გა იგი გა­და­ღე­ბას.
"ვედ­რე­ბის" ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი ფა­რა­ჯა­ნო­ვი იყო. დიდ ფილ­მად მი­აჩ­ნ­და, მაგ­რამ შე­ნიშ­ვ­ნაც ჰქონ­და: ეხ­ა­მუ­შე­ბო­და ფილ­მ­ში ლექ­სით დი­ა­ლო­გი, ამ­ბობ­და: "შე­იძ­ლე­ბო­და ლექ­სის­თ­ვის გვერ­დი აგ­ევ­ლოთ, ზო­გან მა­ინც, და თე­მა პლას­ტი­კით გა­და­გეწყ­ვი­ტათ". და მან, ჩემს თვალ­წინ, ვა­ჟას პო­ე­მის ერ­თი სტრო­ფი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლად გა­ი­თა­მა­შა. მოძ­რა­ო­ბა მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. სა­ერ­თოდ, ძნე­ლია დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი ფა­რა­ჯა­ნო­ვის წარ­მოდ­გე­ნა. ყველ­გან, ქუ­ჩა იქ­ნე­ბო­და ეს თუ დარ­ბა­ზი, მას გარს ეხ­ვია ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა ამ­ა­ლა. და ფა­რა­ჯა­ნო­ვი მათ თვალ­წინ, რო­გორც ჯა­დო­ქა­რი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­სა და წარ­მო­სახ­ვას შო­რის არ­სე­ბულ საზ­ღ­ვარს შლი­და.
მა­გონ­დე­ბა კი­ე­ვი. ფა­რა­ჯა­ნო­ვის ბი­ნა-სე­ნა­კი, რომ­ლის კედ­ლებს ამშ­ვე­ნებ­და მაცხოვ­რი­სა და ღვთის­შობ­ლის ხა­ტე­ბი, ნიშ­ში იღ­ვენ­თე­ბო­და თაფ­ლის სან­თე­ლი. იმ სა­ღა­მოს ელ­ო­დე­ბო­და სტუმ­რებს, კა­ნა­დი­დან. სუფ­რა­ზე გა­მოჰ­ქონ­და ძვირ­ფა­სი ჭურ­ჭე­ლი, წკრი­ა­ლებ­და ბრო­ლი და ფა­ი­ფუ­რი. წარ­მო­ვიდ­გი­ნე უც­ნო­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დე­ბა­ტე­ბი სუფ­რას­თან და ვთხო­ვე, გა­მიშ­ვი-მეთ­ქი. "რას ამ­ბობ, - გა­უკ­ვირ­და, - აქ სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხი მო­იყ­რის თავს, კა­ნა­დის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, მათ შო­რის - ქა­ლე­ბი. რო­მე­ლიც მო­გე­წო­ნე­ბა, გა­გა­ყო­ლებ. თუ გინ­და, ორი ერ­თად წა­იყ­ვა­ნე". და­ვი­ბე­ნი, არ ვი­ცო­დი, რა მე­პა­სუ­ხა. ფა­რა­ჯა­ნოვ­მა კი გა­ნაგ­რ­ძო: "რო­ცა ას­ე­თი ძვირ­ფა­სი ჭურ­ჭე­ლი გა­მო­მაქვს, ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ საჭ­მე­ლი დი­დი არ­ა­ფე­რი მაქვს. ვერ­ცხ­ლი­თა და ბრო­ლით ვე­წე­ვი სი­ღა­რი­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას".
ძი­რი­თა­დად, რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ დრო­დად­რო ის­ეთ ხა­ტო­ვან ქარ­თულ სიტყ­ვას გა­მო­უ­რევ­და, რომ გუ­ლი გა­გი­ნათ­დე­ბო­და.
და ჰა, სტუმ­რე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ჯერ ილ­ი­ენ­კო, და კი­დევ - ვი­ღაც მხატ­ვა­რი. მყის­ვე იმ­არ­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დის­პუ­ტი. ფა­რა­ჯა­ნო­ვი, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, უც­ე­რე­მო­ნი­ოდ გა­მო­ხა­ტავს თა­ვის პო­ზი­ცი­ას. ამ­დე­ნი ან­ტი­საბ­ჭო­თა ფრა­ზე­ო­ლო­გია მა­ნამ­დე არც მო­მეს­მი­ნა. ვფიქ­რობ­დი: "ალ­ბათ, არც ისე სა­ში­შია მგე­ლი, რო­გორც ხა­ტა­ვენ-მეთ­ქი". მო­ვიდ­ნენ კა­ნა­დე­ლე­ბიც, მათ შო­რის - მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბიც. ფა­რა­ჯა­ნოვ­მა თვა­ლი ჩა­მიკ­რა. მე­რე ად­გა, ილ­ი­ენ­კოც თან გა­ი­ყო­ლია და სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ვერ­ცხ­ლის ლან­გ­რით თევ­ზი შე­მო­ი­ტა­ნეს. თევ­ზი ის­ე­თი სი­მეტ­რი­ით ეწ­ყო ლან­გარ­ზე, რომ ფი­როს­მა­ნი მო­გა­გონ­დე­ბო­დათ. ბო­ლოს მო­ი­ტა­ნეს ყვე­ლი, თა­ნაც იმ­დე­ნი, რომ მთე­ლი სუფ­რა და­ი­ფა­რა. ვი­ღა­ცამ იკ­ითხა: - სა­ი­დან ამ­დე­ნი ყვე­ლი? ფა­რა­ჯა­ნოვ­მა სი­ცი­ლით უპ­ა­სუ­ხა: - ამ ყველს თა­ვის ის­ტო­რია აქვს. ვი­ღაც თბი­ლი­სელ გა­დამ­ყიდ­ველს კი­ე­ვი­დან, ყალ­ბი ქვით­რით, რამ­დე­ნი­მე ტო­ნა ყვე­ლი უნ­და გა­ე­ტა­ნა, მაგ­რამ გა­უ­გეს და და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ნა­წი­ლი მთავ­რო­ბამ წა­ი­ღო, ნა­წი­ლი მა­ღა­ზი­ას მის­ცეს გა­სა­ყი­დად. იმ თბი­ლი­სელს ფუ­ლი გა­დახ­დი­ლი ჰქო­ნია და ჩვე­ნი მა­ღა­ზი­აც ჩა­ლის ფა­სად ჰყი­დის ყველს. მეც ვი­სარ­გებ­ლე ღვთის წყა­ლო­ბით..." გა­ვაწყ­ვე­ტი­ნე: - ხომ არ შე­გიტყ­ვია, ის თბი­ლი­სე­ლი რა რჯუ­ლი­სა იყო?
ფა­რა­ჯა­ნოვ­მა ჩემ­ს­კენ გა­მო­ი­ხე­და და სი­ცი­ლით და­უ­მა­ტა: "ახ, შენ აქა ხარ? Прошу прощеня!"
ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, მარ­თა­ლი თქვა თუ მო­ი­გო­ნა. ალ­ბათ, ეს მის­ტი­ფი­კა­ცია იყო.
სას­მე­ლი რომ მო­ე­კი­დათ, გაცხარ­და კა­მა­თი. კა­ნა­დე­ლე­ბიც გა­მო­ცოცხ­ლ­დ­ნენ. გა­მოვ­ტყ­დე­ბი, ასე ახ­ლოს პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი უც­ხო­ე­ლებს. მომ­წონ­და მა­თი უბ­რა­ლო­ე­ბა, გულ­ღია რე­აქ­ცი­ე­ბი. ბო­ლოს, ფა­რა­ჯა­ნო­ვი და ილ­ი­ენ­კო შე­ე­ჯახ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ილ­ი­ენ­კო არ იზ­ი­ა­რებ­და მის რა­დი­კა­ლიზმს. კა­ნა­დელ სტუმ­რებს მო­უხ­დათ მა­თი და­შოშ­მი­ნე­ბა.
მე­ო­რე დღეს იაპ­ო­ნი­ის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დით. ფა­რა­ჯა­ნო­ვი გა­მოჩ­ნ­და თუ არა დარ­ბაზ­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი ახ­მა­ურ­და. ყო­ვე­ლი მხრი­დან სა­ლამს უგ­ზავ­ნიდ­ნენ. ის კი მათ შო­კო­ლა­დის ფი­ლებს ეს­რო­და. და ის­ი­ნიც, ფი­ლე­ბი რომ და­ე­ჭი­რათ, იძ­უ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბოდ­ნენ ნახ­ტო­მი ეკ­ე­თე­ბი­ნათ. იდ­გა ერ­თი ჟრი­ა­მუ­ლი, მაგ­რამ წეს­რი­გის­კენ მომ­წო­დე­ბე­ლი არ­ა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა: ორ­ი­ო­დე წუ­თით ყვე­ლა ჩა­ე­ბა ამ აჟ­ი­ო­ტაჟ­ში.
სპექ­ტაკ­ლი და­იწყო. ყუ­რად­ღე­ბა მი­იქ­ცია მსა­ხი­ობ­თა ნიღ­ბებ­მა და შავ­მა ხელ­თათ­მა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­სა­ო­ცა­რი სი­მარ­დით მარ­თავ­დ­ნენ მა­რი­ო­ნე­ტებს. ფა­რა­ჯა­ნოვს გა­და­ვუ­ლა­პა­რა­კე: "აი, რო­გორც ახ­ლა სცე­ნა­ზე ად­ა­მი­ა­ნე­ბი ათ­ა­მა­შე­ბენ მა­რი­ო­ნე­ტებს, ას­ე­ვე ჩვენ, ად­ა­მი­ა­ნებს, გვა­თა­მა­შებს ბე­დის­წე­რა". აზ­რი მო­ე­წო­ნა და სხვა­საც გა­უ­მე­ო­რა. მე­რე მითხ­რა: - "აი, ამ ბე­დის­წე­რის თე­მა­ზე ვა­პი­რებ გა­და­ღე­ბას. თბი­ლის­ში ჩა­მო­ვალ თუ არა, წა­გა­კითხებ სცე­ნა­რის პრო­ექტს..."
ფა­რა­ჯა­ნო­ვი და­ა­პა­ტიმ­რეს. მგო­ნი, ერთ-ერთ ბრალ­დე­ბად ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტო­ბა წა­უ­ყე­ნეს, ოღ­ონდ უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ. გუ­ლი გვეწ­ვო­და, რო­ცა ამ დი­დი ენ­ერ­გი­ი­სა და ფან­ტა­ზი­ის შე­მოქ­მედს მავ­თულ-ხლარ­თებ­ში გა­მომ­წყ­ვ­დე­ულს წარ­მო­ვიდ­გენ­დით. უც­ხო­ე­თის რა­დი­ო­თი ვი­გებ­დით, რა მძი­მე სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დ­ნენ მას, რო­გორ ლა­ხავ­დ­ნენ მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. საზ­ღ­ვარ­გა­რე­თის კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­იწყეს მოძ­რა­ო­ბა ფა­რა­ჯა­ნო­ვის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ამ მოძ­რა­ო­ბას მხა­რი აუბ­ეს სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­მა, ელ­დარ და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ებ­მა - ეს­ეც უც­ხო­ე­თის რა­დი­ო­თი მო­ვის­მი­ნე. უც­ხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ეს ად­ვი­ლი იყო, ჩვე­ნე­ბის­თ­ვის კი - მე­ტად სა­ხი­ფა­თო. ამ­ი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, ვინც ფა­რა­ჯა­ნოვს სა­ჯა­როდ უჭ­ერ­და მხარს, გმი­რე­ბად მო­ჩან­დ­ნენ. თუმ­ცა, შე­დე­გი ამ მოძ­რა­ო­ბი­სა, კარ­გა ხანს არ ჩან­და. კი­დე­ვაც შე­ვე­გუ­ეთ ფა­რა­ჯა­ნო­ვის პა­ტიმ­რად ყოფ­ნას, რომ ერთ მშვე­ნერ დღეს, სა­კოლ­მე­ურ­ნეო ბაზ­რის კუთხე­ში, სა­დაც ყვა­ვი­ლებს ჰყიდ­დ­ნენ, შევ­ნიშ­ნე იგი, უზ­არ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლით ხელ­ში! უნ­ე­ბუ­რად ვიყ­ვი­რე: - ბა­ტო­ნო სერ­გო! მოტ­რი­ალ­და და წა­მო­ვი­და. მო­მი­ახ­ლოვ­და თუ არა, მკითხა: თუ და­ო­ჯახ­დიო. რო­გორც კი მი­ი­ღო და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი, თა­ი­გუ­ლი მო­მა­წო­და: - მა­შინ, აი, ეს გა­და­ე­ცი შენს მე­უღ­ლეს ჩემ­გა­ნო!
ას­ე­თი იყო ფა­რა­ჯა­ნო­ვი!
უც­ებ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ერთ პო­ლი­ტი­კურ მო­ნა­ნი­ე­ბას, რომ­ლის მხილ­ვე­ლიც წი­ნა დღით ვი­ყა­ვით ყვე­ლა­ნი. ფა­რა­ჯა­ნოვ­მა თქვა: "რო­ცა ას­ეთ გზას ად­გე­ბი, ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მზად უნ­და იყო. რუ­სი ნა­როდ­ნი­კე­ბი გა­იხ­სე­ნე, ის­ი­ნი წი­ნას­წარ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ გან­საც­დე­ლის­თ­ვის: შიმ­ში­ლი­სათ­ვის, უძ­ი­ლო­ბი­სათ­ვის და ცე­მა-ტყე­პის­თ­ვი­საც..."
ამ­ას ამ­ბობ­და ხმა­მაღ­ლა, გამ­ვ­ლე­ლე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და უს­მენ­დ­ნენ. ფა­რა­ჯა­ნო­ვი წარბს არ იხ­რი­და: დარ­ჩა ქედ­მო­უხ­რე­ლი!
გა­მი­გო­ნია, რომ პოლ ვერ­ლე­ნი სიკ­ვ­დი­ლის წი­ნა დღე­ებ­ში, იმ სახ­ლის სხვენს, სა­დაც თავს აფ­ა­რებ­და, ნა­ირ­ფე­რად ღე­ბავ­დაო. რის­თ­ვის? ამ­ის პა­სუ­ხია გა­ლაკ­ტი­ო­ნის სტრი­ქო­ნი: "სიკ­ვ­დი­ლის გზა არ­რა არ­ის, ვარ­დის­ფერ გზის გარ­და".
ფა­რა­ჯა­ნო­ვიც ალ­ა­მა­ზებ­და სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლის გზას, ნი­ჭიც ჰქონ­და ამ­ის­თ­ვის და სი­თა­მა­მეც.

(c) „არილი”

No comments: