Wednesday, December 3, 2008

ანდრეი ფადეევი

ვახ­ტანგ არ­შა­კუ­ნის ბრო­ლის სა­სახ­ლე



რ. ფა­დე­ე­ვი - მი­სი­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წის, ალ­ექ­სან­დ­რე დონ­დუ­კოვ-კორ­სა­კო­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბით, "ტა­ლან­ტით სავ­სე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­დო­ტი­ე­რი სამ­ხედ­რო უწ­ყე­ბი­სა" - თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და კავ­კა­სი­ის დაპყ­რო­ბა­ში. 1859 წელს მთა­ვარ­სარ­დალ ა. ბა­რი­ა­ტინ­ს­კის ახლ­და და მი­სი­ვე და­ვა­ლე­ბით და­წე­რა გა­მოკ­ვ­ლე­ვა "კავ­კა­სი­ის ომ­ის 60 წე­ლი". ეს და­ინ­ტე­რე­სე­ბა ოჯ­ა­ხუ­რი ხა­ზი­თაც მო­დი­ო­და: მა­მა­მი­სი - ანდ­რეი ფა­დე­ე­ვი (1790-1867) იმ­პე­რი­ის თვალ­სა­ჩი­ნო მო­ხე­ლე იყო (წლე­ბის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში ებ­ა­რა უც­ხო­ე­ლი მო­ა­ხალ­შე­ნე­ე­ბის, მომ­თა­ბა­რე ხალ­ხე­ბის ბე­დი); 1846 წელს იგი მე­ფის ნაც­ვალ­მა მ. ვო­რონ­ცოვ­მა მო­იწ­ვია კავ­კა­სი­ა­ში, იყო მთა­ვარ­მ­მარ­თებ­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭოს წევ­რი და სიკ­ვ­დი­ლამ­დე გა­ნა­გებ­და ამ­ი­ერ­კავ­კა­სი­ის მხა­რის სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის ექს­პე­დი­ცი­ას.
ა. ფა­დე­ევ­მა და­ტო­ვა XIX ს. პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ევ­რო­პულ-რუ­სუ­ლი მე­მუ­ა­რუ­ლი ბე­ლეტ­რის­ტი­კის დო­ნე­ზე და­წე­რი­ლი ვრცე­ლი "მო­გო­ნე­ბა­ნი" (პირ­ვე­ლად და­ი­ბეჭ­და ის­ტო­რი­ულ ჟურ­ნალ­ში ("რუს­კი არ­ხივ", 1891 წ., წიგ­ნად გა­მო­ი­ცა 1897 წელს, ოდ­ე­სა­ში). გერ­მა­ნე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის, რუ­სი დუ­ხო­ბო­რე­ბის, მო­ლოკ­ნე­ბის, ამ­ი­ერ­კავ­კა­სი­ის მკვიდ­რი ხალ­ხე­ბის ყო­ფას­თან ერ­თად, ამ მო­გო­ნე­ბებ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბის იმდ­რო­ინ­დე­ლი სატ­კი­ვა­რიც კარ­გად ჩანს, ცხა­დია, რო­გორც იტყ­ვი­ან, დამ­პყ­რობ­ლის "პრიზ­მა­ში გა­და­ტე­ხი­ლი", არც სხვა­თა გა­ქირ­დ­ვას ჩვე­უ­ლი თვა­ლი და ენა აკ­ლია.
დღე­ვან­დე­ლო­ბის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჭაშ­ნი­კად ეს ერ­თი ეპ­ი­ზო­დი შე­ვარ­ჩიე (სა­თა­უ­რიც, პა­ტი­ე­ბას ვითხოვ, ჩე­მე­უ­ლია). ამ­ბა­ვი კას­პი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­დან, ლენ­ქო­რა­ნი­დან იწ­ყე­ბა, სა­დაც ა. ფა­დე­ე­ვი თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის აღს­რუ­ლე­ბის დროს ჩა­სუ­ლა.


ნო­დარ ებ­რა­ლი­ძე



...აქ­ა­უ­რი თევ­ზის სა­რე­წე­ბის მო­უ­რავ­მა არ­შა­კუ­ნიმ თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის საბ­რ­ძა­ნის­ში უს­აშ­ვე­ლო გუ­ლუხ­ვო­ბით გვი­მას­პინ­ძ­ლა, რაც ჩვე­უ­ლი რამ არ­ის ყვე­ლა მო­ი­ჯა­რად­რი­სათ­ვის, რო­ცა მათ რა­ღაც უფ­რო­სო­ბა ან ვინ­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რი ეწ­ვე­ვა ხოლ­მე. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ინც ჭა­მა-სმა­ზე და­ი­ხარ­ჯა. შამ­პა­ნუ­რი ნამ­დ­ვი­ლი ნი­ა­გა­რის ჩან­ჩ­ქე­რი­ვით მოჩ­ქეფ­და, თით­ქოს კას­პი­ის ზღვის უძ­ი­რო მო­რე­ვი­დან ამ­ოჰ­ქონ­და­თო. სა­კუთ­რივ და პი­რა­დად ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ ფეს­ტი­ვალ­ზე მოკ­რ­ძა­ლე­ბულ­საც ვერ და­არ­ქ­მევ­დით, მაგ­რამ ის მო­ხე­ლე­ე­ბი, მე რომ მახ­ლ­დ­ნენ, - ახ­ალ­გაზ­რ­და, ჯან­სა­ღი ვაჟ­კა­ცე­ბი, გუ­ლი­ან ქე­იფს არ გა­ე­რიდ­ნენ, გე­მო­ზე მო­ულ­ხი­ნეს და ეს კარ­გად და­აჩ­ნ­დათ მე­ო­რე დი­ლით, რო­ცა საქ­მის კე­თე­ბას უნ­და შეს­დ­გო­მოდ­ნენ. იმ­ხა­ნად სუ­ლაც არ ვფიქ­რობ­დი, რომ მო­ი­ჯა­რად­რე არ­შა­კუ­ნი ის კა­ცია, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ვინ­მეს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ან­და მი­ეთ-მო­ე­თის და გან­ს­ჯის საგ­ნად იქ­ცე­ვა-მეთ­ქი. თევ­ზი და­ი­ჭი­როს და ივ­აჭ­რო­სო - მე­ტი ვის რა უნ­და მო­ეთხო­ვა. მაგ­რამ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი რომ გა­მოხ­და, მას­ზე ალ­ა­პა­რაკ­დ­ნენ და გა­ოც­დ­ნენ კი­დეც იმ გა­რე­მო­ე­ბის გა­მო, რის აღ­ნიშ­ვ­ნა­საც სა­ჭი­როდ ვრაცხ, რად­გა­ნაც ესე ამ­ბა­ვი მი­სი სო­ლი­დუ­რი ას­ა­კი­სა და სა­მე­წარ­მეო ას­პა­რე­ზის კა­ცის­თ­ვის დიდ უც­ნა­უ­რო­ბად მი­მაჩ­ნია.
არ­შა­კუ­ნი ვახ­ტანგ ბუღ­და­ნი­სი - რო­გორც მო­რა­ლუ­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად, ერ­თი არც­თუ დი­დი გა­ქა­ნე­ბის სო­მე­ხი ვაჭ­რუ­კა­ნას ტი­პი, ერთ­თა­ვად მოხ­ვე­ჭის მსწრაფ­ვე­ლი, ავთ­ვა­ლი, უხ­ე­შად აზ­ი­უ­რი ყა­ი­დის კა­ცი, პი­როვ­ნუ­ლად არ­აფ­რით გახ­ლ­დათ სა­ინ­ტე­რე­სო, მით უმ­ე­ტეს, სიმ­პა­თი­უ­რი; მოხ­სე­ნი­ე­ბის ღირ­სიც არ გახ­დე­ბო­და, თუ რომ მა­ლე არ გა­მო­ევ­ლი­ნე­ბი­ნა ის­ე­თი მის­წ­რა­ფე­ბა, რაც სრუ­ლი­ად არ ეთ­ან­ხ­მე­ბო­და მის ბუ­ნე­ბას და მის არ­სე­ბა­ში უც­ნა­ურ ფსი­ქი­კურ მოვ­ლე­ნად წარ­მოჩ­ნ­და. წარ­მო­მავ­ლო­ბით მდა­ბიო იყო, ჩარ­ჩის თუ მე­დუქ­ნის ვა­ჟი; თვი­თო­ნაც და­საწყის­ში ამ ხე­ლო­ბას ად­გა, რო­დე­საც მდი­და­რი ტფი­ლი­სე­ლი კო­მერ­სან­ტის მირ­ზო­ე­ვის წვრილ­ფე­ხა მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მა­რა­ქა­ში მოხ­ვ­და; მე­რე ამ კა­ცის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა, ნოქ­რო­ბას მი­აღ­წია, რწმუ­ნე­ბუ­ლა­დაც გა­უხ­და და მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნი ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა, რომ თავ­კა­ცად ჩა­უჯ­და კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც იჯ­ა­რით აიღო თევ­ზის სა­რე­წე­ბი, და ამ საქ­მეს თავ­გ­ზი­ა­ნა­დაც გა­უძღ­ვა. მარ­თ­ლაც კარ­გად ააწ­ყო ყვე­ლა­ფე­რი, და მა­ინც, ჯერ თა­ვო და თა­ვოო, თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლიც მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ზარ­და. ეს ხომ ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ამ­ბა­ვია. მაგ­რამ მან სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო რამ ჩა­ი­ფიქ­რა. ამ კო­მერ­სან­ტი კა­ცის გულ­ში, რო­მე­ლიც თით­ქოს ან­გა­რი­შებ­ში, სა­ქონ­ლი­სა და ფუ­ლის ტრი­ალ­ში, მომ­გებ­ლო­ბა­ში იყო დან­თ­ქ­მუ­ლი, თურ­მე ინ­ას­კ­ვე­ბო­და, მთელ მის არ­სე­ბა­ში ღრმად იდ­გამ­და ფესვს ერ­თი იდ­უ­მა­ლი ხვა­ში­ა­დი. ეს იყო ნატ­ვ­რა ზღაპ­რუ­ლი სახ­ლი­სა, რო­მელ­საც მთე­ლი ამ­ი­ერ­კავ­კა­სია უნ­და გა­ნეც­ვიფ­რე­ბი­ნა. ეგ­ებ ჯერ კი­დევ ბალ­ღო­ბა­ში, რო­ცა ქუ­ჩებ­სა და ბაზ­რებ­ში და­ტან­ტა­ლებ­და, ან­და ხე­ლის ბი­ჭად ჰყავ­დათ დუქ­ნებ­სა და სა­ხა­ბა­ზო­ებ­ში, მო­ხე­ტი­ა­ლე სა­ზან­დ­რე­ბის სიმ­ღე­რებ­მა და მეზ­ღაპ­რე­ე­ბის მო­ნა­ყოლ­მა გა­უ­ხედ­ნეს ყუ­რი იმ სა­ა­რა­კო სა­სახ­ლე­ე­ბის, ზღაპ­რუ­ლი პა­ლა­ტე­ბის აღ­წე­რით, რო­მელ­თაც ბრო­ლის კედ­ლე­ბი, სარ­კე­ე­ბი­ა­ნი ჭე­რი ჰქონ­დათ, მარ­გა­ლი­ტის შად­რევ­ნე­ბი ამ­ოს­ქ­ჩეფ­დათ და მო­გიზ­გი­ზე აღ­მო­სავ­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ით ნა­შობ ათ­ა­სი ჯუ­რის სამ­კა­უ­ლებს და­ე­ხუნ­ძ­ლათ; ჰო­და ეს გა­გო­ნი­ლი ღრმად ჩაჰ­ბეჭ­დო­და წარ­მო­სახ­ვა­ში. შე­საძ­ლოა, ეს სწრაფ­ვა სხვა წყა­რო­და­ნაც ჩა­ე­სა­ხა, მაგ­რამ ეს კია, რომ ზღაპ­რუ­ლი სახ­ლი მყა­რად ჩას­ჯ­დო­მო­და ტვინ­ში, ათ­ე­უ­ლი წლო­ბით მკვიდ­რ­დე­ბო­და მის არ­სე­ბა­ში და მთე­ლი მო­ნა­გა­რი და ნა­შო­ვა­რი ამ ოც­ნე­ბის ას­ახ­დე­ნად იყო გა­მიზ­ნუ­ლი.
ამ სახ­ლ­ში აუც­ი­ლებ­ლად უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო უძ­ვირ­ფა­სე­სი ორი დარ­ბა­ზი - ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მი­სი ლა­ზა­თი და თვა­ლი. დი­ახ, ორი დარ­ბა­ზი - სარ­კი­სა და ბრო­ლი­სა, "ზერ­კალ­ნი" და "ხრუს­ტალ­ნი" - რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და არ­შა­კუ­ნი; შემ­დეგ კი, მთე­ლი ნა­გე­ბო­ბის დამ­თავ­რე­ბი­სას, იგი ოც­ნე­ბობ­და, რომ ჭე­რის და­ლოც­ვა უჩ­ვე­უ­ლო მეჯ­ლი­სით გა­და­ე­ხა­და. მეჯ­ლი­სი სახ­ლი­ვით ზღაპ­რუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. აქ მი­სი ოც­ნე­ბა­ნი ზღვარს აღ­წევ­დ­ნენ და ამ მიჯ­ნას აღ­არ გა­და­დი­ოდ­ნენ. აქ იყო მა­თი აღვ­სე­ბი­სა და დაშ­რე­ტის ნი­შან­ს­ვე­ტი. ჰო­და, რო­ცა თა­ვი­სი გა­ან­გა­რი­შე­ბით, გან­ზ­რა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად საკ­მაო ფუ­ლი და­აგ­რო­ვა, იგი შე­უდ­გა კი­დეც ამ ოც­ნე­ბის აღს­რუ­ლე­ბას. ტფი­ლის­ში კო­მენ­დან­ტის ქუ­ჩა­ზე(1), ჩე­მი ბი­ნის შო­რი­ახ­ლოს, იყ­ი­და დი­დი ად­გი­ლი და შე­ნო­ბის გეგ­მის შედ­გე­ნას შე­უდ­გა. თვი­თონ ამ საქ­მი­სა არა გა­ე­გე­ბო­და-რა. რო­გორც მი­მიხ­ვ­დე­ბით, ყვე­ლა არ­ქი­ტექ­ტო­რი, მო­ი­ჯა­რად­რე, ვინც კი ამ ამ­ბავ­ში ჩა­ე­ბა, იმ­ას ცდი­ლობ­და, რომ მე­ტი ფუ­ლი აერთ­მია, და მიჰ­ქონ­დათ კი­დეც. მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს გაგ­რ­ძელ­და. ყო­ვე­ლი მხრი­დან, სპარ­სე­თი­და­ნაც კი, იწ­ვევ­დ­ნენ ოს­ტა­ტებს, მხატ­ვ­რებს, მე­ჩუ­ქურ­თ­მე­ებს, მომ­ვა­რა­ყებ­ლებს გა­რე და ში­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის; ევ­რო­პი­დან და აზ­ი­ი­დან იწ­ერ­დ­ნენ ავ­ეჯს, ხა­ლი­ჩებს, ათ­ას­ნა­ირ ზი­ზილ-პი­პი­ლებს; ამ­ათ­ში რი­გი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლიც ერია, უმ­ე­ტე­სო­ბა კი ხა­რა­ხუ­რა იყო და ნაღდ ფას­ზე ბევ­რად ძვი­რად აჩ­ე­ჩებ­დ­ნენ. მათს ჩა­მო­სა­ტა­ნად არ­შა­კუ­ნის თა­ვი­სი­ვე ნოქ­რე­ბი და­უ­დი­ო­და. ამ­ა­სო­ბა­ში კი თან­და­თან შენ­დე­ბო­და და ბო­ლოს და ბო­ლოს აღ­ი­მარ­თა კი­დეც უც­ნა­უ­რი ვრცე­ლი ნა­გე­ბო­ბა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა მი­ნა­შე­ნე­ბი, სამ­შ­ვე­ნი­სე­ბი, კოშ­კუ­რე­ბი, დაჭ­რე­ლე­ბუ­ლი ცხა­უ­რე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი ამ­კობ­დ­ნენ. ში­და ნა­წი­ლი გა­რე­თა მხა­რე­ზე უფ­რო დახ­ვ­ლან­ჯუ­ლად იყო გა­მარ­თუ­ლი. აი იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­რე­ზო­ბით იგ­ე­ბო­და ბრო­ლი­სა და სარ­კის დარ­ბა­ზე­ბი, რო­მელ­თა ჭერ­სა და კედ­ლებს მო­ზა­ი­კუ­რი, სარ­კი­სა და ფე­რა­დი მი­ნის არ­ა­ბეს­კე­ბი ჰქონ­და და­ყო­ლე­ბუ­ლი; უამ­რა­ვი ოთ­ა­ხი მო­კაზ­მეს, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად და სხვა­დას­ხ­ვა გე­მოვ­ნე­ბით, უფ­რო სწო­რად - უგ­ე­მოვ­ნე­ბოდ. დი­დე­ბულ ბუ­ფეტს ფარ­თო დახ­ლი მი­უყ­ვე­ბო­და, კედ­ლებ­ში ჭურ­ჭ­ლე­უ­ლი­სა და ვერ­ცხ­ლე­უ­ლის უზ­არ­მა­ზა­რი გან­ჯი­ნე­ბი და­ე­ყო­ლე­ბი­ნათ; ერთ ოთ­ახ­ში მარ­მა­რი­ლოს აუზი გა­ე­მარ­თათ, რომ­ლის ფსკე­რი­დან აღ­ი­მარ­თე­ბო­და მჭა­ხედ შე­ფე­რი­ლი ან მო­მი­ნან­ქ­რე­ბუ­ლი ლი­თო­ნის ფოთ­ლე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის დი­დი თა­ი­გუ­ლი. მა­თი ბუტ­კო­ე­ბი­დან კი წვრილ-წვრი­ლი შად­რევ­ნე­ბი უნ­და ამ­ოფ­რ­ქ­ვე­უ­ლი­ყო, რაც, ალ­ბათ, მე­ტად ეფ­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, სა­ნა­ხა­ვი არ ილ­ე­ო­და. და რა­ხან არ­შა­კუ­ნის ამ­ე­ე­ბის არ­ა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და, და იც­ო­და კი­დეც, არ­ა­ფე­რი გა­მე­გე­ბაო, ყვე­ლას ეთ­ათ­ბი­რე­ბო­და და ყვე­ლა­ნა­ირ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას ყუ­რად იღ­ებ­და, ყვე­ლა­ფერ­საც მრა­ვალ­გ­ზის ხე­ლახ­ლა მარ­თავ­და და აკ­ე­თებ­და. ფუ­ლი არ ენ­ა­ნე­ბო­და, თა­ვი­სი ქი­სე­ბი­დან ოქ­როს ჩეჩ­ქი­ვით აპ­ნევ­და. მა­გა­ლი­თად, ერ­თი ოთ­ა­ხი ბიბ­ლი­ო­თე­კად გა­ი­კე­თა, ვი­ღა­ცამ კი უთხ­რა: "რად გინ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა? არა სჯო­ბია, სა­ყო­ნა­ღე მო­იწყოთ? (მე­გობ­რუ­ლი მას­ლა­ა­თის­თ­ვი­სო). ბიბ­ლი­ო­თე­კა მა­შინ­ვე და­ი­ვიწყეს, და­ა­ლა­გეს ტახ­ტე­ბი, გა­შა­ლეს ნო­ხე­ბი, მი­მო­ფან­ტეს ნა­ქარ­გი ყურ­თ­ბა­ლი­შე­ბი და სა­ყო­ნა­ღეც მზად იყო. ახ­ლა სხვა მრჩე­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნ­და: "ეგ რად გინ­და, ეკ­ლე­სია არა სჯო­ბია? ას­ე­თი დოვ­ლა­თი­ა­ნი სახ­ლი უეკ­ლე­სი­ოდ გა­ნა შე­იძ­ლე­ბა!" ჰო­და, მა­შინ­ვე უარი თქვეს სა­ყო­ნა­ღე­ზე, ჭე­რი გუმ­ბა­თად გა­და­აქ­ცი­ეს, ხა­ტე­ბი და­ას­ვე­ნეს და ასე გაჩ­ნ­და პა­ტა­რა სომ­ხუ­რი საყ­და­რი. მაგ­რამ ვი­ღა­ცას ეკ­ლე­სია არ და­უჯ­და ჭკუ­ა­ში; აზ­რი გა­მო­ით­ქ­ვა, სა­ბი­ლი­არ­დე უფ­რო უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­დაო, - და მა­შინ­ვე ახ­ა­ლი მე­ტა­მორ­ფო­ზა მოხ­და - ეკ­ლე­სია სა­ბი­ლი­არ­დედ იქ­ცა. ასე ხდე­ბო­და და­უს­რუ­ლებ­ლივ. მას­ხა­რა­ო­ბამ­დე მი­დი­ო­და ეს გა­წა­მა­წია. "ბრო­ლის დარ­ბა­ზის" სარ­კ­მ­ლე­ბის ამბ­რა­ზუ­რებ­ში არ­შა­კუ­ნიმ ალფ­რეს­კოდ მთე­ლი ტა­ნით ჩა­ა­ხა­ტი­ნა პორ­ტ­რე­ტე­ბი - თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი, თა­ვი­სი­ვე მე­უღ­ლი­სა - ხნი­ე­რი სომ­ხის ქა­ლი­სა, თა­ვი­სი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი­სა. აზ­ი­ელ­მა მხატ­ვარ­მა თა­ვი­სი ტლან­ქი ფუნ­ჯით მი­ხატ-მო­ხა­ტა ჩო­ხო­სა­ნი და სერ­თუ­კო­სა­ნი ფი­გუ­რე­ბი, რო­მელ­თაც დი­დი წი­თე­ლი ცხვი­რე­ბი ამშ­ვე­ნებ­დათ(2). არ­შა­კუ­ნი აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო. მაგ­რამ ერთ­მა კე­თი­ლის­მ­ყო­ფელ­მა ურ­ჩია, ფი­გუ­რე­ბი თეთ­რად შე­ა­ფეთ­ქი­ნე და ყვა­ვი­ლო­ვა­ნი არ­ა­ბეს­კე­ბით შე­აც­ვ­ლე­ვი­ნეო; ეს­ეც უდრ­ტ­ვინ­ვე­ლად შეს­რულ­და(3). უგ­ე­მოვ­ნე­ბას და სიშ­ტე­რეს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე წა­აწყ­დე­ბო­დით. დარ­ბა­ზულ ჭერ­ზე შე­კი­დუ­ლი იყო ათ­ას­ნა­ი­რი საგ­ნე­ბი: მო­ოჭ­ვი­ლი ყა­ლი­ო­ნე­ბი, ბრინ­ჯა­ოს ფი­გუ­რე­ბი, იქ­ვე კი კუთხე­ში იდ­გა სპი­ლენ­ძის ტაშ­ტი და ფეხ­საც­მ­ლის ჯაგ­რი­სი. მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი უც­ნა­უ­რი იყო, და ხალ­ხი გუნდ-გუნ­დად და­დი­ო­და სა­სე­ი­როდ.
ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ არ­შა­კუ­ნი თა­ვის ზღაპ­რულ სრას აშ­ე­ნებ­და და მრა­ვალ­წ­ლო­ვან ნა­ოფ­ლარს ახ­არ­ჯავ­და მხო­ლოდ იმ­ი­სათ­ვის, რა­თა თა­ვი­სი იდ­ე­ა­ლის­თ­ვის შე­ეს­ხა ხორ­ცი. მე­რე კი თვი­თო­ნაც არ იც­ო­და, რას აქ­ნევ­და ყვე­ლა­ფერ ამ­ას. არ­შა­კუ­ნის მთე­ლი მი­ზა­ნი, ამ­ო­ცა­ნა ის იყო, რომ ეს სახ­ლი აეგო, და მშე­ნებ­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად ქარ­თ­ლის თვა­ლის და­სა­ყე­ნებ­ლად მეჯ­ლი­სი გა­და­ე­ხა­და: მო­ეწ­ვია, თუ­კი ვინ­მე დიდ­კა­ცო­ბა იყო, ირ­ა­ნე­ლე­ბი, რჩე­უ­ლი თა­ვა­დიშ­ვი­ლე­ბი, ქა­ლა­ქის მა­მე­ბი, გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ შუქ­ზე ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სარ­კი­სა და ბრო­ლის დარ­ბა­ზი, ფან­ტას­ტი­კუ­რად მორ­თულ ოთ­ა­ხებ­ში გა­მა­ვალ ან­ფი­ლა­და­ზე გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, დამ­ტ­კ­ბა­რი­ყო სტუმ­რე­ბის გა­ო­ცე­ბი­თა და მი­სად­მი აღვ­ლე­ნი­ლი ხოტ­ბით; არ­ნა­ხუ­ლი მას­პინ­ძ­ლო­ბა გა­ე­წია, ღვი­ნო­ში ჩა­ეხ­რ­ჩო. ას­ე­თი ფი­ნა­ლით არ­შა­კუ­ნის გუ­ლი და გო­ნე­ბა თა­ვი­ან­თი მის­წ­რა­ფე­ბის ზე­ნიტს აღ­წევ­დ­ნენ და მას აღ­ა­რა­ფე­რი რჩე­ბო­და გარ­და იმ­ი­სა, რომ გან­ცხ­რო­მით მის­ცე­მო­და სრულ კმა­ყო­ფი­ლე­ბას და დაფ­ნის გვირ­გ­ვი­ნიც შე­ეშ­ვ­ნია. სახ­ლის შემ­დ­გო­მი ბე­დი თით­ქოს აღ­არც ად­არ­დებ­და. რა­ი­მე შე­მო­სა­ვალს სახ­ლი ვერ შე­მო­უ­ტან­და, სა­პატ­რო­ნოდ კი დი­დი ხარ­ჯი სჭირ­დე­ბო­და. არ­შა­კუ­ნის შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და. ამგ­ვა­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ცო­ლის­თ­ვის ან ნა­თე­სა­ვე­ბის­თ­ვის და­ტო­ვე­ბა კი გულ­ში არც გა­უვ­ლია. თვი­თონ მას იქ ცხოვ­რე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც არ ეხ­ა­ლი­სე­ბო­და, მი­უჩ­ვე­ვე­ლი იყო. ხმე­ბი და­დი­ო­და, უნ­და, რომ პე­ტერ­ბურ­გ­ში ვი­ღაც დი­დე­ბულს აჩ­უ­ქო­სო, ან­და ქა­ლაქს გა­დას­ცეს რა­ი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის მო­სახ­მა­რა­დო(4).
მაგ­რამ რა სას­ტი­კად მო­ექ­ცა საბ­რა­ლო არ­შა­კუ­ნის მი­სივ ბე­დის­წე­რა! მარ­თ­ლაც რომ სა­შინ­ლად დას­ცი­ნა შავ­მა ბედ­მა. საქ­მე ბო­ლოვ­დე­ბო­და, უკ­ვე ახ­ლოს დაჩ­ნ­და ამ­დე­ნი ზრუნ­ვი­სა და შრო­მის ნავ­სა­ყუ­დე­ლი, უკ­ვე შე­იძ­ლე­ბო­და მთე­ლი მშე­ნებ­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის ვა­დის დათ­ქ­მა. იმ­ის ზუს­ტი გათ­ვ­ლაც კი აღ­არ იქ­ნე­ბო­და ძნე­ლი, რამ­დე­ნი თვის შემ­დეგ უნ­და და­ე­ლო­ცათ ჭე­რი ზარ­ზე­ი­მით, - და უც­ებ არ­შა­კუ­ნიმ რა­ღაც ავ­ა­დო­ბა შე­ატყო თავს; თით­ქოს სატ­კი­ვა­რი არ მოს­ძა­ლე­ბია, მაგ­რამ რა­ღაც კი გა­უჯ­და ჯან­ში. ტფი­ლის­ში დიდ­ხანს მკურ­ნა­ლობ­და - ვერ გა­მორ­ჩა; საზ­ღ­ვარ­გა­რეთ გა­ემ­გ­ზავ­რა, ცნო­ბილ ევ­რო­პელ ექ­ი­მებს ეჩ­ვე­ნა და უკ­ე­თო­ბა ვერ იგრ­ძ­ნო, ისე დაბ­რუნ­და. სახ­ლის­თ­ვის მთე­ლი აღ­ა­ლი სა­ქო­ნე­ლი ჩა­მო­ი­ყო­ლა. ტფი­ლი­სელ­მა ექ­ი­მებ­მა პი­ა­ტი­გორ­ს­კი ან ეს­ენ­ტუ­კი ურ­ჩი­ეს, და იქ­ი­დან კი უარ­ეს სნე­უ­ლად დაბ­რუნ­და. მი­სი ავ­ა­დო­ბა ნათ­ლად და უეჭ­ვე­ლო­ბით დად­გინ­და: ყე­ლის ჭლე­ქი შეჰ­ყ­რო­და. ამ­ა­სო­ბა­ში კი სახ­ლი ბო­ლომ­დე აშ­ენ­და, ყვე­ლა კე­დელ­ყუ­რე სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­თა; ის­ღა რჩე­ბო­და, რომ მი­ედ­გათ ტფი­ლი­სის ფაბ­რი­კა­ში შეკ­ვე­თი­ლი მარ­მა­რი­ლოს კი­ბე, რომ­ლის მომ­თავ­რე­ბას ორი კვი­რა­ღა აკლ­და, - და მა­შინ კი ყვე­ლა­ფე­რი მომ­თავ­რ­დე­ბო­და და არ­შა­კუ­ნის დაე იმდ­ღეს­ვე გა­ე­მარ­თა ნა­დი­მი, თუნ­დაც სუ­ლის ამ­ოხ­დო­მის წინ. მაგ­რამ არ­შა­კუ­ნი სა­სიკ­ვ­დი­ლო სა­რე­ცელ­ზე იწ­ვა და კი­ბის მიდ­გ­მას ორი დღით გა­უს­წ­რო. ასე დამ­თავ­რ­და ეს თუმც უთ­ა­უ­რი, მაგ­რამ მა­ინც გრან­დი­ო­ზუ­ლი წა­მოწყე­ბა. სომ­ხე­ბი თა­ვის უბ­ე­დურ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს დი­დი პა­ტი­ვი­თა და ზარ­ზე­ი­მით ას­აფ­ლა­ვებ­დ­ნენ; დიდ­ძა­ლი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა მოგ­როვ­და. კუ­ბო აღ­მარ­თულ მკლა­ვებ­ზე მიჰ­ქონ­დათ; ჭი­რი­სუ­ფა­ლი და ახ­ლობ­ლე­ბი კუ­ბოს მის­დევ­დ­ნენ და ვი­საც მოს­მე­ნა არ ეზ­ა­რე­ბო­და, ყვე­ლას მო­უთხ­რობ­დ­ნენ, რა ტან­ჯ­ვით და­ე­ლია სუ­ლი მიც­ვა­ლე­ბულს. მი­სი სხე­უ­ლი კი არა, სუ­ლი ეწ­ა­მე­ბო­დაო, კრინ­ტი არ და­უძ­რავს, არც არ­ა­ვის გან­დო­ბიაო. და ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას სომ­ხურ-ვაჭ­რუ­ლად გან­მარ­ტავ­დ­ნენ: "კაცს თუ ასი მა­ნე­თი ფუ­ლი მა­ინც აბ­ა­დია, ვაი, რო­გორ უჭ­ირს სიკ­ვ­დი­ლი, მა­გას კი ას­ე­თი სახ­ლი რჩე­ბო­და, ამ­ხე­ლა სა­სახ­ლეს სტო­ვებ­და და, აბა, იფ­იქ­რეთ, რამ­ხე­ლა ჯავ­რიც უნ­და გაჰ­ყო­ლო­და".


მთარ­გ­მ­ნე­ლის შე­ნიშ­ვ­ნე­ბი:

(1) ასე ერქ­ვა XIX ს-ში ახ­ლან­დე­ლი ა. გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩას, ოღ­ონდ გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში ბე­სი­კის, ად­რე მა­მა­და­ვი­თის, ქუ­ჩი­დან ალ­ექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თამ­დე. ა. ფა­დე­ევს თბი­ლის­ში ჯერ სო­ლო­ლაკ­ში უც­ხოვ­რია, შემ­დეგ ვე­რა­ზე (ლა­მის ქა­ლაქ­გა­რე­თო), სა­საფ­ლა­ოს პირ­და­პირ (ე.ი. ყო­ფი­ლი "კი­რო­ვის პარ­კის" წინ) თა­ვად სუმ­ბა­თაშ­ვი­ლის დი­დე­ბულ სახ­ლ­ში. მაგ­რამ ეს სახ­ლი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 3 წლით და­უ­ქი­რა­ვე­ბია სპარ­სე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი უფ­ლის­წუ­ლის (და მი­სი დი­დი ამ­ა­ლის) და­სა­ბი­ნა­ვებ­ლად. რო­გორც ა. ფა­დე­ე­ვი წერს, შემ­დეგ თა­ვადს პი­რიც უშ­ა­ლეს (თუ თვი­თონ მო­ინ­დო­მა ამ ამ­ბით აშ­ე­ნე­ბაო) და სპარ­სე­ლებ­საც ისე აუოხ­რე­ბი­ათ მთელ ქა­ლაქ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მი­სი სახლ-კა­რი, რომ პატ­რო­ნი დარდს გა­დაჰ­ყო­ლია კი­დეც... ფა­დე­ე­ვე­ბი ალ­ექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახ­ლ­ში გა­და­სუ­ლან (ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი კო­მენ­დან­ტის ქუ­ჩის კუთხე­ში). თვით პო­ე­ტი ერ­თი წლის გარ­დაც­ვ­ლი­ლი იყო (ა. ჭავ­ჭა­ვა­ძე 1846 წ. გარ­და­იც­ვა­ლა) და სახ­ლი მის ვაჟს და­ვითს ეკ­უთ­ვ­ნო­და, რო­მელ­მაც მა­ლე, თა­ვის ნათ­ლი­მა­მას, ტფი­ლი­სელ მო­ქა­ლა­ქე შახ­მუ­რა­დოვს მიჰ­ყი­დაო.
რად­გა­ნაც ა. ჭავ­ჭა­ვა­ძის ბი­ოგ­რა­ფე­ბი მი­სი და­ღუპ­ვის სულ ზუსტ სუ­რათს ვერ ხა­ტა­ვენ, მო­მი­ტე­ვეთ და ყუ­რად­ღე­ბას შე­ვა­ჩე­რებ ა. ფა­დე­ე­ვის მო­ნათხ­რობ­ზე, რო­მე­ლიც სან­დოა დე­ტა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი აღ­წე­რით.
თა­ვა­დი ალ­ექ­სან­დ­რე მჯდა­რა დროშ­კა­ზე (სიტყ­ვა "დროშ­კა" გა­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია რუ­სუ­ლი "დროჟ­კი"-სა). ეს იყო ქა­ლაქ­ში სამ­გ­ზავ­რო პა­ტა­რა ოთხ­თ­ვა­ლა. მგზავ­რე­ბი უშ­უ­ა­ლოდ ძა­რა­ზე ისხ­დ­ნენ გვერ­დუ­ლად (ზურ­გ­შექ­ცე­ვით) და ფე­ხე­ბი დაბ­ლა ჩა­მოშ­ვე­ბულ, თვლე­ბის ფრთე­ბის შე­მა­ერ­თე­ბელ სა­ფე­ხურ­ზე ჰქონ­დათ დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი. ...დამ­ფ­რ­თხა­ლი ცხე­ნი უც­ებ ერთ მხა­რეს რომ გახ­ტა და ხელ­ნე­ბი მიღ­რი­ჯა, დროშ­კა ცალ მხა­რეს წა­მო­ყი­რავ­დაო. აი ამ დროს შე­იძ­ლე­ბო­და პო­ე­ტის მა­ზა­რის კალ­თა ბორ­ბალს ჩა­ეხ­ვია, ან­და და­ე­ქა­ჩა. ამ­ის გა­მო გად­მო­ვარ­დ­ნი­ლი ა. ჭავ­ჭა­ვა­ძე ქვა­ფე­ნილს კი არ და­ე­ნარ­ცხა, არ­ა­მედ შუბ­ლით დას­კ­დო­მია კუთხე­ში მდგარ ტრო­ტუ­ა­რის ტუმ­ბას. თბი­ლის­ში ქუ­ჩის და­საწყის­ში, ტრო­ტუ­ა­რის კი­დე­ებ­ზე ბევ­რ­გან იყო ჩას­მუ­ლი ას­ე­თი, ალ­გე­თის ქვი­სა­გან (ბა­ზალ­ტის­გან) გა­მოთ­ლი­ლი და­ბა­ლი სვე­ტე­ბი. ჩე­მი ქუ­ჩის თავ­ში (ვ.ორ­ბე­ლი­ა­ნის შეს.) ას­ე­თი ნი­ში სულ ბო­ლო ხა­ნე­ბამ­დე იდ­გა. რო­დე­საც აშშ-ის სა­ელ­ჩოს წინ (ათ­ო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე) კე­დე­ლი ააგ­ეს და მე­რე მთე­ლი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი მი­და­მო ახ­ლად მო­ა­შან­და­კეს, ას­ფალ­ტით პი­რი მოს­წ­მინ­დეს, მა­შინ გაქ­რა; ალ­ბათ მშე­ნებ­ლო­ბის ქვა-ღორღს, ბე­ტო­ნის ნა­მუს­რევს გა­ა­ყო­ლეს.
(2) XIX ს. დამ­დე­გი­დან თბი­ლის­ში მთე­ლი სკო­ლა შე­იქ­მ­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი პორ­ტ­რე­ტის­ტი მხატ­ვ­რე­ბი­სა. ბევ­რი მათ­გა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ყუ­რად­ღე­ბოა რო­გორც ამ ჟან­რის გან­ვი­თა­რე­ბის, ისე ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი რე­ა­ლი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ასე რომ, ა. ფა­დე­ე­ვის მი­ერ ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი კი არა, სუ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.
(3) ვაგ­ლახ, რომ "კედ­ლე­ბის შე­თეთ­რე­ბა" უკ­ვე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფა­ში, და არა მარ­ტო ვაჭ­რის ახ­ალ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ზე, არ­ა­მედ წარ­მო­უდ­გენ­ლად უფ­რო მა­ღალ სფე­რო­ებ­შიც. აი, რას წერს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ა. დონ­დუ­კოვ-კორ­სა­კო­ვი თა­ვის "მო­გო­ნე­ბებ­ში": მა­შინ­დელ კორ­პუ­სის უფ­როს­თან ჩე­მი ხან­მოკ­ლე სამ­სა­ხუ­რის დროს (ლა­პა­რა­კია გე­ნე­რალ ალ­ექ­სან­დ­რე ნე­იდ­გარ­დ­ტ­ზე, რო­მე­ლიც ე. გო­ლო­ვი­ნის შემ­დეგ მ. ვო­რონ­ცო­ვის მე­ფის ნაც­ვ­ლად და­ნიშ­ვ­ნამ­დე მარ­თავ­და კავ­კა­სი­ის მხა­რეს (1842-44 წლებ­ში. - ნ.ე.). მივ­ლი­ნე­ბუ­ლი გახ­ლ­დით კავ­კა­სი­ა­ში ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სის, შემ­დ­გომ­ში სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის მიტ­რო­პო­ლი­ტის ის­ი­დო­რის შე­სახ­ვედ­რად. მის მა­ღალ­სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბას ქ. დუ­შე­თის სად­გურ­ზე მი­ვე­გე­ბე (ცხა­დია, იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა ფოს­ტის ეტ­ლე­ბის პუნ­ქ­ტი - ნ.ე.) და ტფი­ლი­სამ­დე მი­ვა­ცი­ლე. გზად ეგ­ზარ­ქო­სი ჩა­მოხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი დე­და­ქა­ლა­ქის მცხე­თის შე­სა­ნიშ­ნავ ტა­ძარ­ში. ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო კა­ცი გა­მოდ­გა და მომ­ხიბ­ლა თა­ვი­სი უბ­რა­ლო­ე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, იმ გა­აზ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბით, რა­საც ის იჩ­ენ­და კავ­კა­სი­ის უძ­ვე­ლე­სი სა­ეკ­ლე­სიო ძეგ­ლე­ბის მი­მართ...
იგი ინ­ტე­რე­სით ეკ­ი­დე­ბო­და თა­ნად­რო­ულ მოვ­ლე­ნებს და მე მუდ­მი­ვად ვუგ­ზავ­ნი­დი თა­ვა­დის­გან (ეს უკ­ვე მ. ვო­რონ­ცო­ვია - ნ.ე.) მოწ­ვ­დილ უც­ხო­ურ და სხვა ჟურ­ნა­ლებს. ასე მახ­სოვს 1850-ში, მი­სი ბორ­ჯომ­ში ყოფ­ნის დროს, ყო­ველ­თ­ვის თან ვახ­ლ­დი, რო­დე­საც ცხე­ნე­ბით გავ­დი­ო­დით მთებ­სა და ტყე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც გარს არტყია ამ ად­გილს, და იქ ხში­რად მო­ვი­ხი­ლავ­დით იმ ძველ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ტაძ­რებს, რომ­ლე­ბიც ეს­ო­დენ უხ­ვა­დაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხო­ლო მათს კედ­ლებ­ზე კი კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი ფრეს­კე­ბი. ის­ი­დორს ძლი­ერ უყ­ვარ­და ცხენ­ზე ჯდო­მა და კარ­გად გა­წა­ფუ­ლი მა­მა­ცი მხე­და­რიც იყო; ას­ე­თი ცხე­ნოს­ნუ­რი გას­ვ­ლის დროს, მე მი­ტა­ცებ­და სა­გან­თა გა­მო მი­სი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გან­ს­ჯის მოს­მე­ნა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ყო­ფის ირგ­ვ­ლივ ცოდ­ნის შე­ძე­ნა...
ის­ი­დო­რის წი­ნა­მორ­ბე­დი ეგ­ზარ­ქატ­ში იყო ევ­გე­ნი, რო­მელ­საც მეც მო­ვეს­წა­რი, - უაღ­რე­სად უხ­ე­ში, თვით­რ­ჯუ­ლი და სრუ­ლი­ად უს­წავ­ლე­ლი კა­ცი. მის დროს არ­ქი­ტექ­ტო­რად ჰყავ­დათ ფრან­გი რი­ნა­რი, ღვთის გა­რე­გა­ნი და ყო­ველ­გ­ვა­რი სიწ­მინ­დის უარმ­ყო­ფე­ლი. გეტყ­ვით ევ­გე­ნის და რი­ნა­რის ვან­და­ლურ მა­გა­ლითს სიძ­ვე­ლის მა­შინ­დე­ლი სა­ეკ­ლე­სიო ნაშ­თე­ბის მი­მართ. მცხე­თის ტაძ­რის ყვე­ლა კე­დე­ლი შემ­კო­ბი­ლი იყო, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის (ასეა! - ნ.ე.) ფრეს­კე­ბით; ეკ­ლე­სი­ას რე­მონ­ტი სჭირ­დე­ბო­და და ამ საქ­მე­ზე გამ­წე­სე­ბულ­მა რი­ნარ­მა, ეგ­ზარ­ქო­სის დას­ტუ­რით, თეთ­რი სქე­ლი სა­ღე­ბა­ვით და­ფა­რა ტაძ­რის, სიძ­ვე­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი, მთე­ლი ფერ­წე­რა (ა. დონ­დუ­კოვ-კორ­სა­კო­ვის "მო­გო­ნე­ბა­ნი", ჟურნ. "Старина и новизна, წიგ­ნი V, 1902, სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი).
(4) ავ­ტო­რი მო­გო­ნე­ბებ­ში იმ­ა­საც მოგ­ვითხ­რობს, რომ ერთხანს უპ­ატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი სახ­ლი ინგ­რე­ო­დაო და ამ­ით წყვეტს მი­სი ამ­შე­ნებ­ლის ამ­ბავს. მაგ­რამ ამ შე­ნო­ბამ გა­ნაგ­რ­ძო არ­სე­ბო­ბა: იგი ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა გახ­და. 1902 წელს კი მი­სი იერი ძალ­ზე გა­მო­იც­ვა­ლა. იგი კა­პი­ტა­ლუ­რად გა­და­ა­კე­თა და, რო­გორც აკ­ად. ვახ­ტანგ ბე­რი­ძე წერს: "სრუ­ლი­ად ახ­ა­ლი ფა­სა­დით შე­ამ­კო" გა­მო­ჩე­ნილ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა სი­მონ კლდი­აშ­ვილ­მა (1922 წლი­დან აქ ბი­ნა და­ი­დო თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკ­ა­დე­მი­ამ).
ასე რომ, ახ­ლა უკ­ვე ძნე­ლი საქ­მეა ა. ივ­ა­ნო­ვის ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი შე­ფა­სე­ბის რე­ა­ლურ-მხატ­ვ­რუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წა­ნამ­ღ­ძ­ვ­რე­ბის შე­პი­რის­პი­რე­ბა.


© “არილი”

No comments: