Wednesday, December 24, 2008

ტედ ფრენდი


















უდ­აბ­ნო­ში ჩავ­ლი­ლი წლე­ბი


(პოლ ბო­ულ­ზის რო­მა­ნი "ზე­ცის სა­ფარ­ვე­ლი" 50 წლი­საა)

ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა მი­ქელ ირ­ე­მა­ძემ


რო­მა­ნის და­საწყის­ში ამ­ე­რი­კე­ლი მოგ­ზა­უ­რი პორტ მორ­ს­ბი უმ­იზ­ნოდ და­ე­ხე­ტე­ბა ალ­ჟი­რის ქა­ლაქ ორ­ან­ში. მას გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა ვინ­მე არ­ა­ბი სმა­ი­ლი, ნორჩ მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნას­თან დროს­ტა­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებს და მის კა­რავ­ში წა­იყ­ვანს. გო­გო ჩა­ის უმ­ზა­დებს მორ­ს­ბის და კუ­ნა­პე­ტი­ვით შა­ვი თვა­ლე­ბით შეს­ც­ქე­რის. მოგ­ზა­უ­რი შე­ნიშ­ნავს, რომ მას შუბ­ლი ინ­დი­გოს­ფ­რად აქვს მოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი. გო­გო შე­ე­კითხე­ბა: აუტ­კას, მი­მუ­ნი­სა და აიშ­ას ამ­ბა­ვი თუ გსმე­ნიაო და თხრო­ბას და­იწყებს; ფრან­გუ­ლი არ იც­ის და მის სიტყ­ვებს სმა­ი­ლი უთ­არ­გ­მ­ნის ამ­ე­რი­კელს.
აუტ­კა, მი­მუ­ნი და აიშა მთი­ე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნე­ბი იყვ­ნენ, რო­მელ­თაც ერ­თი დი­დი ოც­ნე­ბა ჰქონ­დათ - გა­ე­მარ­თათ ჩა­ის სმა სა­ჰა­რა­ში. სიყ­ვა­რულ­ში მრა­ვალ­გ­ზის ხელ­მო­ცარ­ვის შემ­დეგ, გო­გო­ებ­მა შე­ა­ქუ­ჩეს ფუ­ლი, იყ­ი­დეს დი­დი ჩა­ი­და­ნი, ჩა­ის ჭი­ქე­ბი და ქა­რა­ვანს უდ­აბ­ნო­ში გაჰ­ყ­ვ­ნენ. ბევ­რი იარ­ეს თუ ცო­ტა იარ­ეს, ბო­ლოს სა­ჰა­რა­საც მი­აღ­წი­ეს. აქ ის­ი­ნი აქ­ლე­მე­ბი­დან ჩა­მო­ცოც­დ­ნენ და უდ­აბ­ნოს ფე­ხით გა­უყ­ვ­ნენ. წინ კი, ჰო­რი­ზონ­ტამ­დე მხო­ლოდ ქვი­შის ბორ­ც­ვე­ბი მო­ჩან­და, ურ­იცხ­ვი და ერთ­მა­ნეთ­ზე უფ­რო მა­ღა­ლი. იარ­ეს გო­გო­ებ­მა, იარ­ეს და ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დი­უ­ნის თავ­ზე შე­ის­ვე­ნეს. ამ­ო­ა­ლა­გეს მთე­ლი ჭურ­ჭ­ლე­უ­ლი და ჩა­ის სმის და­საწყე­ბად ყვე­ლა­ფე­რი მო­ამ­ზა­დეს. ოღ­ონდ, ვიდ­რე ოც­ნე­ბას აის­რუ­ლებ­დ­ნენ, გა­დაწყ­ვი­ტეს ქვი­შა­ზე მი­წო­ლი­ლიყ­ვ­ნენ და ცო­ტა წა­ე­ძი­ნათ.
"მრა­ვა­ლი დღი­სა და მრა­ვა­ლი ღა­მის შემ­დეგ, - არ­ა­ბი წა­მით შედ­გა და მორ­ს­ბის შე­ა­ჩერ­და, - რო­ცა იქ­ვე ახ­ლოს სხვა ქა­რა­ვან­მა ჩა­ი­ა­რა, ვი­ღაც მგზავ­რ­მა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ბარ­ხა­ნის თავ­ზე რა­ღაც და­ლან­და. მე­ქა­რავ­ნე­ე­ბი ბორ­ც­ვ­ზე ავ­იდ­ნენ და წა­მო­წო­ლილ აუტ­კას, მი­მუნ­სა და აიშ­ას წა­ად­გ­ნენ. გო­გო­ე­ბი სწო­რედ ის­ე­ვე იწვ­ნენ, რო­გორც ოდ­ეს­ღაც მო­ეწყ­ვ­ნენ წა­სათ­ვ­ლე­მად. და სა­მი­ვე ჭი­ქა - არ­აბ­მა ჩა­ის პა­ტა­რა ჭი­ქა აწია - ქვი­შით იყო სავ­სე. აი, ასე დას­რულ­და მა­თი ჩა­ის სმა სა­ჰა­რა­ში".
ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. ალ­ბათ სწო­რედ ეს იყო ამ­ბის და­სას­რუ­ლი. მორ­ს­ბი შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლია. ხო­ლო მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, ვინც ბო­ულ­ზის წიგ­ნებს იც­ნობს, ნა­თე­ლია, რომ ეს არ­ის არა მხო­ლოდ უდ­აბ­ნო­ში ჩა­ის და­სა­ლე­ვად გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბის ამ­ბის და­სას­რუ­ლი, არ­ა­მედ, გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რით, მთე­ლი რო­მა­ნის და­სას­რუ­ლიც. ცოლ-ქმა­რი პორტ და ქი­თი მორ­ს­ბე­ბიც, თა­ვი­ანთ ახ­ლო­ბელ თა­ნერ­თან ერ­თად უდ­აბ­ნოს­კენ აიღ­ე­ბენ გეზს. ხო­ლო ბო­ულ­ზის ნა­წარ­მო­ებ­ში თუ­კი პერ­სო­ნა­ჟი უდ­აბ­ნოს მი­ელ­ტ­ვის, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ად­რე თუ გვი­ან აუც­ი­ლებ­ლად ჰპო­ვებს მას. მოთხ­რო­ბა­ში "შო­რი შემ­თხ­ვე­ვა", რომ­ლის "არ­სის" ხორ­ც­შეს­ხ­მა სურ­და მწე­რალს (სა­კუ­თა­რი აღ­ი­ა­რე­ბით) რო­მან "ცის სა­ფარ­ველ­ში", ლინ­გ­ვის­ტი­კის პრო­ფე­სორს ის მომ­თა­ბა­რე ტო­მი გა­ი­ტა­ცებს, რომ­ლის ენ­ის შე­სას­წავ­ლა­დაც იყო იგი ჩა­სუ­ლი. აბ­ო­რი­გე­ნე­ბი ენ­ას მოკ­ვე­თენ მას, კონ­სერ­ვის ყუ­თებს მი­ა­მაგ­რე­ბენ და აიძ­უ­ლე­ბენ მათ გა­სარ­თო­ბად იმ­ა­ი­მუ­ნოს. "ნაზ ნა­დავ­ლ­ში" და­ხო­ცილ­თა თა­ნა­ტო­მე­ლე­ბი ყე­ლამ­დე ქვი­შა­ში ჩა­მარ­ხა­ვენ მკვლელს.
"ის­ი­ნი თვალს მი­ე­ფარ­ნენ და მუ­ნაგ­რი­ე­ლი გა­ჩუმ­და. უც­დი­და, რო­დის გა­ივ­ლი­და ღა­მის სუს­ხით სავ­სე სა­ა­თე­ბი, რო­მელ­თა შემ­დეგ მზეს ჯერ პირ­ვე­ლი სით­ბო მოჰ­ყ­ვე­ბო­და, შემ­დეგ კი სიცხე, წყურ­ვი­ლი, მო­ვარ­ვა­რე ცეცხ­ლი, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. მე­რე მან უკ­ვე აღ­არ იც­ო­და, სად იმ­ყო­ფე­ბო­და და ვე­ღარც სი­ცი­ვეს გრძნობ­და. ქარს ქვი­შა მოჰ­ქონ­და, კაცს ქვი­შით ევ­სე­ბო­და პი­რი, ის კი მღე­რო­და".
პ.ბო­ულ­ზ­მა მთე­ლი ათ­ას­წ­ლე­უ­ლით შე­ა­ფერ­ხა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ჰა­რა­ში. გარ­და ამ­ი­სა, მან და­არ­ღ­ვია მწერ­ლო­ბის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც იძ­ლე­ო­და ერთ­გ­ვარ გა­რან­ტი­ას, რომ მთა­ვა­რი გმი­რი, რო­მელ­თა­ნაც მკითხ­ვე­ლი სხვებ­ზე მე­ტად ახ­დენს თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს ან, სულ მცი­რე, ემა ბო­ვა­რის მსგავ­სად, რო­მა­ნის ბო­ლომ­დე მა­ინც გა­უძ­ლებს ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბას; აქ კი მას უკ­ვე თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უყ­ვა­ნო წირ­ვა და მკითხ­ველს სულ­ში მე­ლან­ქო­ლი­ის სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ც­და ჩა­უ­ტო­ვო. სულ სხვა ვი­თა­რე­ბაა ბო­ულ­ზის სამ­ყა­რო­ში: ახ­ალ­ბე­და სტუმ­რე­ბიც კი ფე­ხის შე­მოდ­გ­მის­თა­ნა­ვე გრძნო­ბენ, რომ აქ ვარ­დ­ნის­გან დამ­ცა­ვი ბა­დე უძ­ი­რო უფს­კ­რუ­ლის კი­დე­ებს შო­რის არ­ის გა­ჭი­მუ­ლი და ძრწო­ლით ელ­ი­ან, რო­დის და­იწყე­ბა წარ­მოდ­გე­ნა ცირ­კის გუმ­ბათ­ქ­ვეშ. და მა­ინც, ძრწო­ლა - ეს მხო­ლოდ ბო­ულ­ზის სამ­ყა­რო­ში შეს­ვ­ლის სა­ფა­სუ­რია: და­ე­მორ­ჩი­ლო "ცი­უ­რი სა­ფარ­ვე­ლის" ზე­მოქ­მე­დე­ბას, იმ­ას ჰგავს, რომ და­ე­თან­ხ­მო უნ­არ­კო­ზოდ ჩა­გი­ტა­რონ გუ­ლის გა­და­ნერ­გ­ვის ოპ­ე­რა­ცია - უნ­და შე­ე­გუო იმ აზრს, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თოდ, გუ­ლის გა­რე­შე მო­გი­წევს ცხოვ­რე­ბა.
პოლ ბო­ულ­ზი ლონგ-აილ­ენ­დე­ლი კბი­ლის ექ­ი­მის ვა­ჟი იყო და მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გა­ურ­ბო­და სტო­მა­ტო­ლო­გი­ას, ლონგ-აილ­ენდს და ვი­ღა­ცის შვი­ლი­კოდ მიჩ­ნე­ვის ხვედრს. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგ­ნ­ში "შე­უ­ჩე­რებ­ლად" ბო­ულ­ზი ყო­ველ­გ­ვარ ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბა­თა გა­რე­შე წერს, რომ მის ოჯ­ახ­ში ჰქონ­დათ შვი­ლე­ბის­თ­ვის სი­ფა­თის ჩა­ქუ­ჩით "მო­ლა­მა­ზე­ბის" ტრა­დი­ცია; რომ იგი ექვ­სი კვი­რი­საც არ იყო, რო­ცა მა­მამ თოვ­ლ­ჭყაპ­ში მი­აგ­დო; და რომ ერთხელ ღა­მით სა­ყას­ბო და­ნა გა­უ­ქა­ნა მა­მას.
"ცის სა­ფარ­ვე­ლის" სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მას სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მო­ე­ცა ჩვენ­თ­ვის, შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა, რა მან­ძი­ლით გა­ექ­ცა ბო­ულ­ზი სა­კუ­თარ სახლს. ფაქ­ტობ­რი­ვად კი, ეს ახ­ა­ლი გა­მო­ცე­მა ის­ევ ვე­რა­ფერ­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რო­გორც თვით ბო­ულ­ზი, რად­გან, ჯერ ერ­თი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია (შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­ცა წიგ­ნი გა­მო­ვი­და, 1949 წლის პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან 51 წე­ლი იყო გა­სუ­ლი) და თა­ნაც მე­ტის­მე­ტად მწი­რია. რე­დაქ­ტო­რებს, რო­გორც ჩანს, ფარ-ხმა­ლი და­აყ­რე­ვი­ნა სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­კ­ვიდ­რე­ბულ­მა აზრ­მა, რომ "ცის სა­ფარ­ვე­ლი" ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ებს ვერ ჰგუ­ობს (ბერ­ნარ­დო ბერ­ტო­ლუ­ჩის 1990 წელს დას­რუ­ლე­ბულ­მა ფილ­მ­მა ვერ შეძ­ლო გად­მო­ე­ცა რო­მა­ნის სა­ში­ნე­ლე­ბით სავ­სე ატ­მოს­ფე­რო; ნაც­ვ­ლად ამ­ი­სა, იგი ნამ­დ­ვი­ლად სა­ში­ნე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის ნი­მუ­შად იქ­ცა). ასე რომ, წიგ­ნ­ში შე­ი­ტა­ნეს ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია: ბო­ულ­ზის მე­გობ­რის ტე­ნე­სი უილ­ი­ამ­სის წე­რი­ლი "ად­ა­მი­ა­ნი­სა და სა­ჰა­რის ალ­ე­გო­რია", სა­დაც ნა­წარ­მო­ე­ბი და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლია, რო­გორც "ალ­ე­გო­რია სავ­სე­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა­ში" (რო­ცა სტა­ტია იწ­ე­რე­ბო­და, აშ­კა­რად რა­ღაც ბუნ­დო­ვა­ნე­ბა უნ­და არ­სე­ბუ­ლი­ყო სიტყ­ვა "ალ­ე­გო­რი­ის" ში­ნა­არ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით). თა­ვის ჯუ­ჯა წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში ბო­ულ­ზი იხ­სე­ნებს, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი უკ­უ­აგ­დო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "დაბ­ლ­დე­იმ", რო­მელ­თა­ნაც უკ­ვე ხელ­მო­წე­რი­ლი ჰქონ­და კონ­ტ­რაქ­ტი, რად­გან იგი "რო­მა­ნად არ მი­იჩ­ნია" და მხო­ლოდ დი­დი გა­ჭირ­ვე­ბით მო­ხერ­ხ­და "ნიუ-და­ი­რეკ­შ­ნ­ზ­ში" მი­სი დას­ტამ­ბ­ვა, თა­ნაც სულ რა­ღაც 3500-იანი ტი­რა­ჟით. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ავ­ტორ­მა ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გაც ვერ მო­ი­ნე­ლა ეს ამ­ბა­ვი (ხო­ლო ბო­ულ­ზი თა­ვის მა­შინ­დელ აგ­ენ­ტ­საც უტ­რი­ა­ლებს ცოცხალ-მკვდარს), თვალ­ნათ­ლივ მოწ­მობს - საქ­მე გვაქვს ნამ­დ­ვილ მწე­რალ­თან.
ეს კი სუ­ლაც არ იყო უეჭ­ვე­ლი ფაქ­ტი იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა 36 წლის ბო­ულ­ზ­მა "ცის სა­ფარ­ვე­ლის" წე­რა და­იწყო. მა­შინ დიდ­ხანს ნა­ხე­ტი­ა­ლე­ვი ექს­პატ­რი­ან­ტი, ბო­ლოს და ბო­ლოს, მა­რო­კო­ში და­სახ­ლე­ბა რომ გა­დაწყ­ვი­ტა, ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც სულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი მე­ლო­დი­ე­ბის ავ­ტო­რი - კომ­პო­ზი­ტო­რი, ვი­საც თვით აარ­ონ კოპ­ლენ­დი უწ­ევ­და პრო­ტექ­ცი­ას. მაგ­რამ ბო­ულზს უკ­მა­რი­სო­ბის გრძნო­ბა ტან­ჯავ­და - მუ­სი­კის მეშ­ვე­ო­ბით ვერ აღ­წევ­და "სრულ გან­წ­მენ­დას", ამ­ი­ტომ მწერ­ლო­ბა­ში გა­და­ბარ­გ­და და სპრინ­ტე­რუ­ლი აჩ­ქა­რე­ბით შექ­მ­ნა რამ­დე­ნი­მე თა­ვაწყ­ვე­ტი­ლი, მძაფ­რი, პირ­ქუ­ში მოთხ­რო­ბა. პირ­ვე­ლი რო­მა­ნი მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ იმ­ი­ტომ და­წე­რა, რომ მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ბო­ულ­ზი იმ დროს ფეს­ში ცხოვ­რობ­და და თა­მა­მად შეჰ­ქონ­და ნა­წარ­მო­ებ­ში უშ­უ­ა­ლოდ ცხოვ­რე­ბი­დან სწო­რედ იმ დღეს ამ­ო­ხა­პუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი, რო­ცა ესა თუ ის მო­ნაკ­ვე­თი იქმ­ნე­ბო­და, თა­ნაც მა­ინ­ც­და­მა­ინც არ იტ­კი­ებ­და თავს იმ­ა­ზე ფიქ­რით, რამ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლად ჩა­ე­წე­რე­ბოდ­ნენ ის­ი­ნი ერ­თი­ან მხატ­ვ­რულ ქსო­ვილ­ში, რო­ცა ნა­წარ­მო­ე­ბი გას­რულ­დე­ბო­და. ძი­რი­თა­დი სი­უ­ჟე­ტუ­რი კურ­სი­დან კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­დახ­რებს ის გა­რე­მო­ე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ მწე­რა­ლი მე­ტის­მე­ტად მი­ე­ძა­ლა ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნურ პას­ტა მა­ჯუნს.
ყვე­ლა­ფერ ამ­ის შე­დე­გად შე­იქ­მ­ნა ის­ე­თი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ხელ­ნა­წე­რი, რომ უფ­რო გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და ავ­ტორს პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟი, ნაც­ვ­ლად იმ­ი­სა, რომ შე­უ­ხორ­ცე­ბელ იარ­ად ჩარ­ჩე­ნო­და გულ­ში, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი იმ­ე­დე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მად ჩა­ეთ­ვა­ლა. ბო­ულ­ზის წიგ­ნი ქვას ქვა­ზე არ ტო­ვებ­და მოგ­ზა­უ­რო­ბი­სად­მი, რო­გორც გო­ნებ­რი­ვი თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­სად­მი, ევ­რო­პელ-ამ­ე­რი­კელ­თა პი­ე­ტე­ტის­გან. იგი აც­ამ­ტ­ვე­რებ­და და­სავ­ლურ იდ­ე­ა­ლებს ცხოვ­რე­ბის შე­უ­ბილ­წა­ვი წმი­და­თა წმი­და სა­ძირ­კ­ვ­ლი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი ად­ა­მი­ა­ნუ­რი პა­ტი­ოს­ნე­ბის შე­სა­ხებ. ეს გულ­ცი­ვი, უც­ხო, არ­ა­ა­მე­რი­კუ­ლი წიგ­ნი არ­ა­ფერს გა­ნა­დი­დებ­და სა­კუ­თა­რი სი­ზუს­ტის გარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გორ ვი­დალ­მა თქვა - ბო­ულ­ზი ისე წერს, თით­ქოს "მო­ბი დი­კი" ჯე­რაც არ იყ­ოს შექ­მ­ნი­ლიო.
გან­ც­ვიფ­რე­ბას იწ­ვევს, რომ ბო­ულ­ზის მო­დერ­ნის­ტუ­ლი ქმნი­ლე­ბა ბეს­ტ­სე­ლე­რად იქ­ცა. წიგ­ნი ათი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შერ­ჩა "ტა­იმ­სის" სი­ას და პირ­ველ წელს ორ­ა­სი ათ­ას­ზე მე­ტი რბილ­ყ­დი­ა­ნი ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­ი­ყი­და. უილ­ი­ამ კარ­ლოს უილ­ი­ამ­ს­მა ხმა შე­უ­ერ­თა ტე­ნე­სი უილ­ი­ამსს და "ცის სა­ფარ­ვე­ლი" პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ნა­თავ­სა იმ წელს წა­კითხუ­ლი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში. ნა­წარ­მო­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბას უმ­თავ­რე­სად იმ­ას უნ­და უმ­ად­ლო­დეს, რომ ეგ­ზო­ტი­კურ სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნად იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი. ეს მცდა­რი თვალ­საზ­რი­სი იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი "ტა­იმ­სის" რე­ცენ­ზი­ა­შიც "სექ­სი და ქვი­შა": "ეს არ­ის ში­შის­მომ­გ­ვ­რე­ლი ზე­სექ­სუ­ა­ლუ­რი ავ­ან­ტი­უ­რა სა­ჰა­რა­ში, სრუ­ლად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი ქვი­შის ბარ­ხა­ნე­ბით, სიმ­პა­თი­უ­რი არ­ა­ბე­ბით, ფრან­გი ოფ­იც­რე­ბი­თა და ჰა­რამ­ხა­ნით".
ათი წლის შემ­დეგ, რო­ცა სექ­სი­სა და ბარ­ხა­ნე­ბის ირგ­ვ­ლივ ატ­ე­ხი­ლი აყ­ალ­მა­ყა­ლი ჩაცხ­რა, ხო­ლო შემ­დ­გო­მი რო­მა­ნე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ ავ­ტორს პრო­ჟექ­ტო­რე­ბის შუ­ქი ჩა­მო­ა­ცი­ლა, ნორ­მან მე­ი­ლერ­მა გან­მარ­ტა, რა­ტომ შე­იტ­კ­ბეს ნელ-ნე­ლა "ცის სა­ფარ­ვე­ლი" ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა: "პოლ ბო­ულ­ზ­მა ჰი­პო­ბის სამ­ყა­რო აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა, - წერ­და მე­ი­ლე­რი, - მან კა­რი გა­უ­ღო მკვლე­ლო­ბებს, ინ­ცესტს, კვად­რა­ტის (პოლ მორ­ს­ბის) და­ღუპ­ვას, ორ­გი­ა­თა ძა­ხილს, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აღ­სას­რულს. მან მიგ­ვი­პა­ტი­ჟა ამ თე­მე­ბის­კენ". ბო­ულ­ზი აკრ­ძა­ლუ­ლის მე­საყ­ვი­რე იყო და არ­ატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორ­ი­ენ­ტა­ცი­ის ბიტ­ნი­კი მწერ­ლე­ბის ჭრე­ლი კომ­პა­ნია მის კვალს გაჰ­ყ­ვა. ტრუ­მენ კა­პო­ტემ, უილ­ი­ამ ბე­რო­უზ­მა და ალ­ენ გინ­ზ­ბერ­გ­მა როკ-ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­სა და ამ ჯუ­რის სხვა უს­აქ­მუ­რე­ბის­გან შემ­დ­გა­რი მარ­გი­ნალ­თა სამ­წყ­სო გა­ი­ყო­ლი­ეს ტან­ჟე­რის­კენ, სა­დაც ის­ი­ნი, ოს­ტა­ტის ფერ­ხ­თით მო­კა­ლა­თე­ბულ­ნი, მა­ჯუნ­სა და მი­ზან­თ­რო­პი­ას ყლა­პავ­დ­ნენ. ბო­ულ­ზი ნაკ­ლე­ბად სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი იყო, ვიდ­რე ბევ­რი მი­სი სტუ­მა­რი. ჯგუ­ფურ ფო­ტო­ებ­ზე ვხე­დავთ მის გამ­ხ­დარ ფი­გუ­რას - კად­რის კი­დეს­თან დგას, ხელ­ში სი­გა­რე­ტი უჭ­ი­რავს და ობ­ი­ექ­ტი­ვის­კენ უნ­დობ­ლად იმ­ზი­რე­ბა. და მა­ინც, ვფიქ­რობ, მთელ ამ ჭრე­ლაჭ­რუ­ლა ჯგუფ­ში, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, ბო­ულ­ზი ყვე­ლა­ზე დღეგ­რ­ძე­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.
პორ­ტ­რე­ტუ­ლი ფო­ტო­კა­მე­რის მსგავ­სად, ბო­ულ­ზის ხა­ტო­ვა­ნე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ხმა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ობ­ი­ექ­ტუ­რო­ბის ერთ­გ­ვარ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას გვთა­ვა­ზობს; ხო­ლო მწერ­ლის თხრო­ბის მა­ნე­რა, საქ­ცი­ელს დე­ტა­ლუ­რად რომ აღ­წერს, მი­სი მო­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ კი არ­ა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა, იდ­ე­ა­ლუ­რად მი­ე­სა­და­გა რო­მა­ნის უს­ი­ცოცხ­ლო პერ­სო­ნა­ჟებს. ნა­წარ­მო­ე­ბი იწ­ყე­ბა იმ­ით, რომ პორ­ტი, ქი­თი და თა­ნე­რი გე­მით ჩა­დი­ან ორ­ან­ში. ჩვენ ბო­ლომ­დე ვერ გა­ვი­გებთ, რო­გორ გა­იც­ნეს მათ ერთ­მა­ნე­თი, სა­ი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ ან სა­ით მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ. სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ უდ­აბ­ნოს ხილ­ვის რა­ღაც ბუნ­დო­ვან სურ­ვილ­ზე. პორ­ტი დი­ლე­ტან­ტი მწე­რა­ლია, სარ­კას­ტუ­ლი და თავ­გ­ზა­ა­რე­უ­ლი, მთე­ლი არ­სე­ბა ში­ნა­გა­ნი სი­ცი­ვით აქვს გა­თო­ში­ლი და ამ­ას ვე­რა­ფერს შვე­ლის. მი­სი ცო­ლი ქი­თი, რო­მე­ლიც ქმარ­თან უკ­ვე თორ­მე­ტი წე­ლია ცხოვ­რობს, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის ნერ­ვე­ბაშ­ლი­ლი ქა­ლია, სხვა ად­ა­მი­ა­ნებს ის­ე­ვე არ­აფ­რად აგ­დებს, რო­გორც "მარ­მა­რი­ლოს ქან­და­კე­ბა მას­ზე მცო­ცავ ბუ­ზებს". თა­ნე­რი კი ლა­მა­ზი და გო­ნე­ბაჩ­ლუნ­გი მა­მა­კა­ცია. ახ­ა­ლი თა­ო­ბის ამ მო­ხე­ტი­ა­ლე­თა­გან არც ერ­თი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას­თან ოდ­ნავ მი­ახ­ლო­ე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც კი არ იწ­ვევს. მოგ­ზა­უ­რე­ბი სამ­ხ­რე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან და დრო­დად­რო მა­თი გზა ლა­ი­ლე­ბის მარ­შ­რუტს გა­დაკ­ვეთს ხოლ­მე; ეს არ­ის ბრი­ტა­ნე­ლი დე­და-შვი­ლი - ნამ­დ­ვი­ლი კლო­ა­კა ის­ტე­რი­ი­სა, უზ­ნე­ო­ბი­სა და გახ­რ­წ­ნი­ლე­ბი­სა. მას შემ­დეგ, რაც პორ­ტი მო­ცეკ­ვა­ვე გო­გოს­თან გა­ა­ტა­რებს ღა­მეს, ქი­თი თავს აც­დუ­ნე­ბი­ნებს თა­ნერს, რის შემ­დე­გაც პორ­ტი თა­ნერს ლა­ი­ლებს ჩა­ა­ტო­ვებს ხელ­ში და თვი­თონ ქი­თის­თან ერ­თად გარ­ბის კი­დევ უფ­რო შო­რე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის­კენ იმ იმ­ე­დით, რომ ცო­ლი და ქმა­რი იქ შეძ­ლე­ბენ, თა­ვი­ანთ სულ­თ­მობ­რ­ძავ ქორ­წი­ნე­ბას ახ­ა­ლი სი­ცოცხ­ლე შთა­ბე­რონ. ქი­თის სულ უფ­რო მე­ტად ეეჭ­ვე­ბა ეს. ხო­ლო რო­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი კო­ლო­რი­ტის ძი­ე­ბა­ში მე­ოთხე კლა­სის ვა­გონ­ში მოხ­ვ­დე­ბა, ქა­ლი იგრ­ძ­ნობს, რომ ყო­ველ­გ­ვა­რი ად­ა­მი­ა­ნუ­რი თა­ნალ­მო­ბის უნ­არს უკ­არ­გავს.
"ქი­თის გზას უხ­ერ­გავ­და ვე­ლურ­სა­ხი­ა­ნი კა­ცი. მას ხელ­ში ეჭ­ი­რა ცხვრის მოჭ­რი­ლი თა­ვი, რომ­ლის გიშ­რის­ფე­რი თვა­ლე­ბი უძ­რა­ვად გა­შე­შე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ ბუ­დე­ებ­ში. "ოჰ!" - ამ­ო­ი­ოხ­რა ქი­თიმ. კაც­მა ფლეგ­მა­ტუ­რად ამ­ო­ხე­და მას და არც კი გან­ძ­რე­უ­ლა, რა­თა ქალს გავ­ლა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. ქი­თი მთე­ლი ძა­ლე­ბის და­ძაბ­ვით ცდი­ლობ­და გვერ­დი აევ­ლო მის­თ­ვის და ამ დროს კა­ბით ცხვრის სის­ხ­ლი­ან კი­სერს გა­ე­ხა­ხუ­ნა... ქი­თიმ ზურ­გი შე­აქ­ცია წვი­მას, რკი­ნის სა­ხე­ლურს ჩა­ებღა­უ­ჭა და შე­ა­ჩერ­და ყვე­ლა­ზე ამ­აზ­რ­ზენ ად­ა­მი­ა­ნურ სა­ხეს, რო­გო­რიც ოდ­ეს­მე ენ­ა­ხა. ამ კაცს ტანთ ევ­რო­პუ­ლი ძონ­ძე­ბი ეც­ვა, თავ­ზე კი ტო­მა­რა ჩა­მო­ეფხა­ტა. ცხვი­რის ად­გი­ლას მას ბნე­ლი სამ­კუთხა ორ­მო უჩ­ან­და, ხო­ლო კბი­ლებ­ზე უც­ნა­უ­რად მიბ­რ­ტყე­ლე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბი ერ­თი­ა­ნად გა­თეთ­რე­ბო­და. სრუ­ლი­ად უმ­ი­ზე­ზოდ, ქი­თის ლო­მის თა­ვი აგ­ონ­დე­ბო­და და თვალს ვერ აშ­ო­რებ­და ამ სა­ხეს". ქი­თის უნ­დობ­ლო­ბით სავ­სე გა­ხე­ვე­ბა ეს არ­ის ბუ­ნებ­რი­ვი, თუმ­ღა­ცა ერ­თობ გულ­ცი­ვი რე­აქ­ცია სხვე­ბის ად­ა­მი­ა­ნურ ჯო­ჯო­ხეთ­თან შე­ხე­ბა­ზე. პორტს კი რაც დრო გა­დის, სულ უფ­რო მე­ტად ეუფ­ლე­ბა და სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლას აც­ლის რწმე­ნა, რომ სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა ყო­ველ­გ­ვარ აზრს არ­ის მოკ­ლე­ბუ­ლი. ქე­დი­დან, რო­მე­ლიც უდ­აბ­ნოს გა­დაჰ­ყუ­რებს, პორ­ტი და ქი­თი მზის ჩას­ვ­ლას უყ­უ­რე­ბენ.
"- აქ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ზე­ცაა, - თქვა პორ­ტ­მა, - ხში­რად, რო­ცა მას ვუ­ყუ­რებ, ის­ე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, თით­ქოს ცა მყა­რი იყ­ოს და რა­ღაც ის­ე­თის­გან გვი­ცავ­დეს, რაც მის მიღ­მაა.
- რაც მის მიღ­მაა? - ქა­ლი შე­იშ­მუშ­ნა, რო­ცა ამ­ას ეკ­ითხე­ბო­და.
- კი.
- ხო მაგ­რამ, რა შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს მის მიღ­მა? - ხმა ძალ­ზე ჩუ­მი ჰქონ­და.
- ალ­ბათ არ­ა­ფე­რი. მხო­ლოდ სიბ­ნე­ლე, უკ­უ­ნე­თი სიბ­ნე­ლე, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ღა­მე და სხვა არ­ა­ფე­რი".
ქი­თის წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა სტან­ჯავს და სურს უბ­ე­დუ­რე­ბას გა­ექ­ცეს. პორ­ტიც უბ­ე­დუ­რე­ბას მო­ე­ლის, ოღ­ონდ, კი არ გა­ურ­ბის, მი­ელ­ტ­ვის მას. იგი კვად­რა­ტი კი არ არ­ის, რო­გორც ამ­ას მე­ი­ლე­რი ის­ურ­ვებ­და, არ­ა­მედ გულ­გა­ტე­ხი­ლი მოგ­ზა­უ­რია, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერ­თი სურ­ვი­ლი შერ­ჩე­ნია - და­ის­ვე­ნოს. მი­უ­ხე­და­ვად ქი­თი­სა და თა­ნერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი უს­ულ­გუ­ლო­ბი­სა, პორ­ტის ილ­აჯ­გამ­წყ­ვე­ტი ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ნე­ლა, მაგ­რამ მა­ინც აღძ­რავს მის­და­მი სიმ­პა­თი­ას. და­ახ­ლო­ე­ბით რო­მა­ნის შუ­ა­გულ­ში, რო­ცა ის უკ­ვე საკ­მა­ოდ მოგ­ვ­წონს, პორტს ტი­ფი შე­ეყ­რე­ბა, ცნო­ბა­მიხ­დი­ლი წევს სბას გარ­ნი­ზონ­ში მტვრი­ან იატ­აკ­ზე და სიკ­ვ­დილს ებრ­ძ­ვის. ცო­ლი თავ­თით უზ­ის და ცდი­ლობს წვნი­ა­ნი შე­ახ­ვ­რე­პი­ნოს. ქა­რი კი კარს აყ­რის უდ­აბ­ნოს ქვი­შას და პორ­ტის მთე­ლი ძი­ე­ბე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ად აგ­ო­ნია და ბოდ­ვა იქ­ცე­ვა.
"მრვალ­ფე­ხას შე­უძ­ლია; თუ გინ­დაც და­ა­ნა­კუ­წო, მა­ინც შე­უძ­ლია; ყო­ვე­ლი ნაგ­ლე­ჯი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა; ეგ რა არ­ის, იატ­აკ­ზე ცალ-ცალ­კე დაყ­რი­ლი ყო­ვე­ლი ფე­ხი თა­ვის­თ­ვის მოძ­რა­ობს.
თი­თო­ე­ულ ყურ­ში ყმუ­ი­ლი ჩა­ეს­მო­და, სხვა­ო­ბა მათ ტო­ნა­ლო­ბა­ში იმ­დე­ნად ვიწ­რო იყო, რომ ვიბ­რა­ცია ახ­ალ­თა­ხა­ლი მო­ნე­ტის ძგი­დე­ზე ფრჩხი­ლის გას­მას აგ­ო­ნებ­და".
ჩვენს თვალ­წინ ჯერ პორ­ტის იერი წა­იშ­ლე­ბა, შემ­დეგ კი - მი­სი ცხოვ­რე­ბაც. იმ მკითხ­ვე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც რო­მა­ნის კითხ­ვი­სას ენ­დო­ბოდ­ნენ პორტს, და­ი­ვიწყეს, რომ ბო­ულზს არ უნ­და ენ­დო. ასეა თუ ისე, პორ­ტი ბო­ლოს სიმ­შ­ვი­დეს ჰპო­ვებს: "მი­დი, მის­წ­ვ­დი, გა­ხიე ცის თხე­ლი სა­ფარ­ვე­ლი, და­ის­ვე­ნე" - პორ­ტი იმ­ა­ვე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ერ მტვერს უბ­რუნ­დე­ბა, რომ­ლი­და­ნაც ყვე­ლა ვიშ­ვით და მი­სი სა­ხე­ლის სე­მან­ტი­კა­ში ჩა­დე­ბულ გე­ოგ­რა­ფი­ულ და­პი­რე­ბას ას­ხამს ხორცს: ის არ­ის საწყი­სი და ბო­ლო პუნ­ქ­ტი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა.
რო­მა­ნის დარ­ჩე­ნილ ნა­წილ­ში უკ­ვე ქი­თი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სა­კუ­თარ სა­ხელს: იგი იქ­ცე­ვა ერთ­გ­ვარ საგ­ზაო ჩან­თად, სხვა­თა ვნე­ბე­ბის თავ­მო­სა­ყარ ად­გი­ლად. პორ­ტის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მას ტრავ­მუ­ლი ამ­ნე­ზია და­ეწყე­ბა და სამ­ხ­რე­თის­კენ მი­მა­ვალ აქ­ლე­მე­ბის ქა­რა­ვანს გაჰ­ყ­ვე­ბა. სა­ჰა­რის გა­დაკ­ვე­თი­სას მე­ქა­რავ­ნე­ე­ბი ყო­ველ ღა­მე აუპ­ა­ტი­უ­რე­ბენ ქალს. შემ­დეგ მას და­უნ­დობ­ლად სცე­მენ და მო­წამ­ლა­ვენ კი­დეც. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, რო­ცა ამ­ე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბო­ლოს და ბო­ლოს მო­ა­ხერ­ხებს მის ჩაყ­ვა­ნას ირ­ან­ში, ქი­თი ის­ევ ცდი­ლობს გა­იქ­ცეს... სა­ით? - ალ­ბათ, ის­ევ იქ, უდ­აბ­ნო­ში.
მას შემ­დეგ, რაც პოლ ბო­ულ­ზ­მა გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბას მოწყუ­რე­ბულ, მაგ­რამ ამ საქ­მე­ში გა­უ­წა­ფავ აუდ­ი­ტო­რი­ას "ცის სა­ფარ­ვე­ლი" აჩ­უ­ქა და ამ­ით ჰიუ ჰეფ­ნერს გა­უკ­ვა­ლა გზა, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და. რა­ღას გვთა­ვა­ზობს ბო­ულ­ზი დღეს, რო­ცა სექ­სი და ჰი­პუ­რი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა უკ­ვე იმ­დე­ნია, რომ ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი წა­ლე­კოს? თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველს ბო­ულ­ზი სთა­ვა­ზობს არა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის მო­ლან­დე­ბას, არ­ა­მედ, სა­ერ­თოდ, ყო­ველ­გ­ვა­რი ცხოვ­რე­ბის­გან გაქ­ცე­ვას. შე­საძ­ლოა, ავ­ბე­დი­თად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ეს სი­მარ­თ­ლეა. წე­რილ­ში გა­მომ­ცემ­ლი­სად­მი ბო­ულ­ზი "ცის სა­ფარ­ვე­ლის" შე­სა­ხებ ამ­ბობ­და: "ჩრდილს ვერ­სად ჰპო­ვებ, მზე სულ უფ­რო და­მაბ­რ­მა­ვებ­ლად კაშ­კა­შებს, მოგ­ზა­უ­რო­ბა კი გრძელ­დე­ბა, რად­გან არ არ­სე­ბობს ოაზ­ი­სი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი". ბო­ულზს უყ­ვარ­და კაფ­კას სიტყ­ვე­ბის ცი­ტი­რე­ბა: "გარ­კ­ვე­უ­ლი წერ­ტი­ლი­დან უკ­ან მიბ­რუ­ნე­ბა უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. და ეს ის წერ­ტი­ლია, რო­მელ­საც უნ­და მი­აღ­წიო". ქი­თი გა­დარ­ჩე­ბა, სა­კუ­თარ შეშ­ლი­ლო­ბას ჩა­ებღა­უ­ჭე­ბა და ამ გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რებს; პორ­ტი კი, თა­ვი­სი სიკ­ვ­დი­ლით, ჩა­ა­ბა­რებს.
ასეა თუ ისე, ბო­ულ­ზი მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე ეძ­ებ­და სიკ­ვ­დილს და, ალ­ბათ, ბე­დის და­ცინ­ვად ეჩ­ვე­ნე­ბო­და ის ფაქ­ტი, რომ იგი და­უს­რუ­ლებ­ლად, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ათწ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­ჩა ტან­ჟერ­ში. ბო­ლო გა­მო­ცე­მის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც 1998 წელს და­ი­წე­რა, ის ამ­ბობს: "რო­მა­ნი ჯან­სა­ღი და­ი­ბა­და და ახ­ლა, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, იგი ავ­ტორ­ზე უფ­რო ცოცხა­ლიც კი არ­ის". ერ­თი წლის წინ, 88 წლის ას­აკ­ში პოლ ბო­ულ­ზი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­მა­ნი ის­ევ ცოცხა­ლია. ეს საშ­ვე­ლად მომ­ხ­მო­ბი კი­ვი­ლი არ ჩუმ­დე­ბა, ათ­ას ექ­ოს გა­მოს­ცემს და რა­ღაც შე­მაშ­ფო­თებ­ლად ემს­გავ­სე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ზე­ი­მო ყი­ჟი­ნას.

"ნიუ იორ­კე­რი", 15 იან­ვა­რი, 2001 წ.

(c) „არილი”

No comments: