Wednesday, July 22, 2009

ფრან­სუა ტრი­უ­ფო - კა­ნი, 1968 წლის მა­ი­სი


ჩემ­თ­ვის მა­შინ­დე­ლი სი­ნე­მა­თე­კის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი (1) მა­ი­სის მღელ­ვა­რე­ბა­თა თა­ვი­სე­ბურ პრო­ლოგს წარ­მო­ად­გენ­და... თუ­კი საგ­ნებს ცო­ტა­თი ცი­ნი­კუ­რად შევ­ხე­დავთ, კი­დევ ერთხელ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ თუ­კი არ­ა­ფე­რი გა­მოგ­ვ­დის კა­ბი­ნე­ტებ­სა და თათ­ბი­რებ­ზე, ქუ­ჩებ­ში უნ­და გა­მო­ვი­დეთ.
და­ვუბ­რუნ­დეთ 1968 წლის მა­ი­სის კანს...
მოვ­ლე­ნებს რა­დი­ო­თი ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს; ეს ხდე­ბო­და 17 მა­ი­სამ­დე, ამ დღეს კან­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სი­ნე­მა­თე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში უნ­და მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ორ­ლი­დან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი უკ­ვე აღ­არ დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, ასე რომ, მან­ქა­ნა ვი­ქი­რა­ვე და მთე­ლი საფ­რან­გე­თი ისე გა­დავ­ჭე­რი, ყუ­რი არ მო­მი­ცი­ლე­ბია რა­დი­ოს­თ­ვის. მახ­სოვს, ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ახ­ა­ლი ამ­ბე­ბი ახ­ალ-ახ­ალ გა­ფიც­ვებ­სა და ფაბ­რი­კე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა­ზე გვა­უწყებ­და. სი­მარ­თ­ლე ითქ­ვას, სწო­რედ იმ დღეს და­იწყო წარ­მო­ე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რას, 19-ში ქვეყ­ნის სრუ­ლი პა­რა­ლი­ჩით დამ­თავ­რ­და. რო­ცა სას­ტუმ­რო­ში მი­ვე­დი, გად­მომ­ცეს, რომ ჟაკ რი­ვე­ტი მე­ძებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კავს კი­დეც. იგი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე იყო, ვო­ჟი­რარ­ში, სა­დაც არ წა­ვე­დი. ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დი - ზუს­ტად არ მახ­სოვს, მას­თან დავ­რე­კე თუ რო­მე­ლი­მე მის მე­გო­ბარ­თან - და მეს­მის: "იცი რა, ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გა­ვა­ჩე­როთ კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი". უეც­რად ძალ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად მო­მეჩ­ვე­ნა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თით­ქოს თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო, რომ ას­ეც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო; გა­და­ვუ­რე­კე კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს და გა­ვაფ­რ­თხი­ლე ამ­ის შე­სა­ხებ. სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ხალ­ხი. შევ­ხ­ვ­დი ლუი მალს - იგი ჟი­უ­რის წევ­რი იყო - და მან თა­ვის მხრივ, სხვე­ბის აგ­ი­ტი­რე­ბა და­იწყო (მო­ნი­კა ვი­ტის, ტე­რენს იან­გის (2), რო­მან პო­ლან­ს­კის), მო­უ­წო­დებ­და, უარი ეთქ­ვათ ჟი­უ­რის წევ­რო­ბა­ზე. შემ­დეგ რე­ჟი­სო­რებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, ვცდი­ლობ­დით გაგ­ვე­გო, ვინ იყო მზად იმ­ის­თ­ვის, რომ თა­ვი­სი ფილ­მი მო­ეხ­ს­ნა კონ­კურ­სი­დან.
მე­ო­რე დღეს, თერ­თ­მე­ტი სა­ა­თის­თ­ვის, გო­და­რი მო­ვი­და; მზა­დე­ბის დრო აღ­არ იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­თა და კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბით გა­და­ჭე­დილ ჟან კოკ­ტოს დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და. მე გა­მო­ვე­დი და ტექ­ს­ტი წა­ვი­კითხე, სულ რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მი იყო, რომ ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის შე­ჩე­რე­ბას მო­ითხო­ვენ და მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ ამ სა­ერ­თო აქ­ცი­ას. ძი­რი­თა­დი აზ­რი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის. სა­ფეს­ტი­ვა­ლო კა­ნი, სა­ერ­თოდ ძალ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ად­გი­ლია, ყვე­ლა მხო­ლოდ კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კობს. არ­ა­ვინ უს­მენს ახ­ალ ამ­ბებს რა­დი­ო­თი, გა­ზე­თებ­საც იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ, მხო­ლოდ "კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ მაც­ნეს" კითხუ­ლო­ბენ. ხალ­ხი საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და მორ­ჩა. რა­ღაც გა­ფიც­ვე­ბი ამ ხალხს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და და წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, თუ რი­თი ცხოვ­რობ­და ამ დროს ქვე­ყა­ნა; აიღ­ეთ, მა­გა­ლი­თად, 1958 წლის 13 მა­ი­სი (3); ფეს­ტი­ვა­ლი გრძელ­დე­ბო­და, თით­ქოს არ­ა­ფე­რი მომ­ხ­და­რი­ყოს. უნ­და ითქ­ვას, ჩვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ ყვე­ლა გა­ნაც­ვიფ­რა, ამგ­ვა­რი რამ არ­ა­ვის მო­უ­ვი­დო­და თავ­ში. მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, პრო­ტეს­ტი არ­ა­ვის გა­მო­უთ­ქ­ვამს. ვცდი­ლობ­დი ამ­ეხ­ს­ნა ხალ­ხის­თ­ვის, რომ ფეს­ტი­ვა­ლი მა­ინც და­ი­ხუ­რე­ბო­და, იმ­ი­ტომ, რომ რე­ჟი­სო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უკ­ვე მო­ეხ­ს­ნა თა­ვი­სი ფილ­მე­ბი ჩვე­ნე­ბი­დან (ასე მო­იქ­ც­ნენ რე­ნე, ლე­ლუ­ში და კურ­ნო (4)), ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ტო­ვებ­დ­ნენ ფეს­ტი­ვალს, უარს ამ­ბობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე. გო­დარ­მა, - რო­მე­ლიც პირ­და­პირ პა­რი­ზი­დან ჩა­მო­ვი­და და ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უშ­უ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და იქ­ა­ურ მოვ­ლე­ნებ­ში - უეც­რად შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა: "წა­ვი­დეთ დიდ დარ­ბაზ­ში და დის­კუ­სია გავ­მარ­თოთ". აქ და­იწყო მთე­ლი ეს სორ­ბო­ნუ­ლი ალ­ი­ა­ქო­თი. უკ­ვე შუ­ად­ღე იქ­ნე­ბო­და, ჩვენ დიდ დარ­ბაზ­ში მი­ვე­დით. იქ უკ­ვე იყვ­ნენ კლოდ ბე­რი (5), კლოდ რი­ში (6), ლე­ლუ­ში და რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ბლო­მად ჟურ­ნა­ლის­ტი ირ­ე­ო­და. ყვე­ლა ერთ­დ­რო­უ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, ერთ­მა­ნეთს აწყ­ვე­ტი­ნებ­დ­ნენ, გა­მოჩ­ნ­დ­ნენ უც­ხო­ე­ლე­ბიც - რი­ჩარდ ლეს­ტერ­მა (7) გა­ნაცხა­და, რომ მოხ­ს­ნა ფილ­მი პროგ­რა­მი­დან, შემ­დეგ სა­უ­რაც მო­ვი­და. ფავრ-ლებ­რე შე­ე­ცა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით გა­დაგ­ვეწყ­ვი­ტა პრობ­ლე­მა და ჩვე­ნი გა­მოყ­რაც და­ა­პი­რეს დარ­ბა­ზი­დან. ყვე­ლა­ფე­რი ეს დრო­ში გა­ი­წე­ლა, სი­ტუ­ა­ცია ამ­ჟავ­და და აუტ­ა­ნე­ლი გახ­და. შემ­დეგ კი, ხომ იც­ით, ცე­ლი რომ ქვას მოხ­ვ­დე­ბა... სად­მე რომ მო­ნა­წი­ლე­ობ და უც­ბად გა­ძე­ვე­ბენ იქ­ი­დან, რა­ღაც მა­ინც გა­ი­ძუ­ლებს დარ­ჩე. სრუ­ლი აბ­სურ­დი იყო, მაგ­რამ უკ­ვე ვე­ღა­რა­ფერს იზ­ამ­დი, ვერ უშ­ვე­ლი­დი სი­ტუ­ა­ცი­ას. მიკ­რო­ფო­ნი­დან ახ­ალ-ახ­ა­ლი, უთ­ავ­ბო­ლო კინ­კ­ლა­ო­ბე­ბის უზ­არ­მა­ზა­რი ნა­კა­დე­ბი იღვ­რე­ბო­და. სა­მის ნა­ხევ­რის­თ­ვის დარ­ბაზ­ში ნემ­სი ვერ ჩა­ვარ­დე­ბო­და. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ად­ა­მი­ა­ნი სცე­ნა­ზე ვი­ყა­ვით; პარ­ტე­რის რი­გე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი... უნ­და ითქ­ვას, რომ აუდ­ი­ტო­რი­ას ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ; ცო­ტა ვინ­მეს თუ ახ­სოვს, მაგ­რამ ად­რე ფეს­ტი­ვალ­ზე სწო­რედ რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­დი­ო­და, თა­ვად კა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა - "პრო­ფებს", რო­გორც წე­სი, უკ­ვე ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ ფილ­მე­ბი. აქ კი კი­ნო­ში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლი პუბ­ლი­კა იყო, მაგ­რამ მათ კარ­გად ჰქონ­დათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლის პრეს­ტიჟ­საც უფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ მთე­ლი ეს ბა­ლა­გა­ნი და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნ­დათ და ამ­ი­ტო­მაც ჩვე­ნი ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა და­იწყეს, ორ­ი­ო­დე ად­გი­ლობ­რი­ვი "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი" სცე­ნა­ზე ამ­ო­ვარ­და და სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით შე­მოგ­ვღ­რი­ა­ლა მე და ლე­ლუშს: "რას გავს ეს, ჩვენ ხომ უც­ხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი გვყავს... თქვენ კი­დევ ფეს­ტი­ვა­ლის გა­რე­შე არ­ა­რა­ო­ბა ხარ­თო" და ა.შ. ხალ­ხი აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და; სამ სა­ათ­ზე ად­მი­ნის­ტ­რა­ცია გა­მოჩ­ნ­და. ფავრ-ლებ­რე აშ­კა­რად ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და სე­ან­სის დაწყე­ბა უბრ­ძა­ნა ხელ­ქ­ვე­ი­თებს. ეკ­რან­ზე სა­უ­რას ფილ­მის (9) ტიტ­რე­ბი გა­მოჩ­ნ­და და ამ დროს და­იწყო სა­ში­ნე­ლი, ვე­ლუ­რი ღრი­ან­ცე­ლი. უკ­უნ სიბ­ნე­ლეს პრო­ჟექ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი სხი­ვი ჭრი­და და ეკ­რა­ნი­დან კარ­გად ჩან­და, რომ სცე­ნა­ზე ნამ­დ­ვი­ლი ალ­ი­ა­ქო­თი ამტყ­და­რი­ყო. ჩე­მი აზ­რით, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ეს ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო მთელ ამ უაზ­რო აბ­და­უბ­და­ში.
ვი­ღა­ცამ იყ­ვი­რა: "ფარ­და და­ით­რი­ეთ!" და ჩვენ, თხუთ­მე­ტი-ოცი კა­ცი ვცდი­ლობ­დით ხე­ლი შეგ­ვე­შა­ლა, რა­თა ფარ­და არ­ა­ვის აეწია. ჩვენ­თან იყვ­ნენ სა­უ­რა და ჯე­რალ­დი­ნა ჩაპ­ლი­ნი, მათ ფილმს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ - უკ­ვე კად­რე­ბი წა­ვი­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­და­პირ ჩვე­ნი სხე­უ­ლე­ბი­დან "უყ­უ­რებ­და" ფილმს - ის­ი­ნი იბრ­ძოდ­ნენ, რა­თა ჩვე­ნე­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ! მა­გა­რი რა­მე იყო; სწო­რედ იმ წამს, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტ­ში ვიგ­რ­ძე­ნი ყვე­ლა­ფე­რი... ვი­ღა­ცამ, რო­გორც ჩანს, ხმა გა­მორ­თო, არ­ა­ფე­რი ის­მო­და, მხო­ლოდ კად­რე­ბი ჩან­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, შუ­ქი აან­თეს, პრო­ექ­ტო­რი გა­ა­ჩე­რეს და და­იწყო წე­წა-გლე­ჯა, უფ­რო სწო­რად, ცე­მა-ტყე­პა. ნი­ცე­ლი და კა­ნე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი სცე­ნა­ზე ამ­ო­ვარ­დ­ნენ, ვი­ღა­ცამ სა­ხე­ში გა­მარ­ტყა და რო­ცა აზრ­ზე მო­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­ით­რია ერთ­მა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ეს ტი­პი და პირ­და­პირ თა­ი­გუ­ლე­ბის ზღვა­ში გა­და­უშ­ვა. მა­გა­რი სა­სა­ცი­ლო რა­მე იყო... აურ­ზა­უ­რი მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მურ­და­ლი სიტყ­ვე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი გა­ვი­გო­ნეთ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით; ვი­ღა­ცა ამტ­კი­ცებ­და, რომ ფეს­ტი­ვა­ლი აუც­ი­ლებ­ლად უნ­და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სა­სახ­ლი­დან სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, უეც­რად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რო­გორ ვერ გვი­ტან­დ­ნენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი... სულ მუშ­ტებს გვიქ­ნევ­დ­ნენ...
რო­გორც ჩანს, არ­ა­ვის სურ­და გა­ე­გო, რომ ქვე­ყა­ნა სულს ღა­ფავ­და და ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ვარ­დ­ნა ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი და უბ­რა­ლოდ, ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და ამგ­ვარ ვი­თა­რე­ბა­ში. იმ­ა­ვე დღეს პა­რიზს გა­ვემ­გ­ზავ­რე... დამ­ღა­ლა ყვე­ლა­ფერ­მა ამ­ან. კლოდ ბე­რიმ და­მი­რე­კა და ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი სა­უბ­რი­დან ორი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე მახ­სოვს: მან თქვა: "წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა სა­ში­ნელ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ!" - რო­გორც ჩანს, ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე, საქ­მე­ებ­ზე და ა.შ. უნ­დო­და ლა­პა­რა­კი, შემ­დეგ კი დას­ძი­ნა: "ჩვენ, ალ­ბათ ვერ გვი­ტა­ნენ". თა­ვი­დან გა­მე­ცი­ნა და ვუ­პა­სუ­ხე: "ჰო, რა თქმა უნ­და"-მეთ­ქი, მან კი შე­მაწყ­ვე­ტი­ნა: "არა, ჩვენ სა-ერ-თა-შო-რი-სო მას­შ­ტა­ბით ვერ გვი­ტა­ნენ!"
თუ­კი დავ­ფიქ­რ­დე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ მა­შინ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დით. შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი იდ­ე­ა­ლუ­რად ვერ გა­კეთ­და, მაგ­რამ მა­ინც ხომ გა­კეთ­და. ჩემ­თ­ვის ეს ფან­ტას­ტი­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო - არა იმ­დე­ნად თა­ვად ფეს­ტი­ვა­ლი, რამ­დე­ნა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­შინ ხდე­ბო­და, პა­რიზ­სა და მთელ საფ­რან­გეთ­ში. უბ­რა­ლოდ, არ­ის მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტო, ვის მხა­რეს ხარ. იმ­ა­ვე 1968 წელს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვიძ­ლე­ო­დი, რომ­ლებ­შიც ვრცლად გან­ვ­მარ­ტავ­დი, რომ არც ერთ ბა­ნაკს არ ვე­კუთ­ვ­ნო­დი, არ­ა­ვი­სი მჯე­რო­და და სა­ერ­თო­დაც, ცი­ნი­კუ­რი და ას­ო­ცი­ა­ლუ­რი ტი­პი ვი­ყა­ვი... ნელ-ნე­ლა ჩა­მით­რია ამ ამ­ბავ­მა; კა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, 1 ივ­ნი­სის დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­შიც კი მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ად­რე არ­ა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში). მე­ო­რე მხრივ, სორ­ბო­ნა­ში არ წავ­სულ­ვარ, არ მინ­დო­და ვი­ღაც უქ­ნა­რას დავ­მ­ს­გავ­სე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღაც ინ­ტი­მურ, ღრმად პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე უც­ბად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე - სტუ­დენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით - რომ ჩე­მი ცი­ნიზ­მი კა­პი­კად არ ღირ­და; ად­ა­მი­ა­ნუ­რი სიბ­რიყ­ვის, მო­უთ­მენ­ლო­ბი­სა და შეზ­ღუ­დუ­ლო­ბის (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, პო­ლი­ტი­კუ­რია იგი თუ არა) პა­სუ­ხად, რო­გორც წე­სი, მხრებს ვი­ჩე­ჩავ­დი: "ღირს კი თა­ვის გა­წირ­ვა". ასე რომ, ამ ამ­ბოხ­მა თით­ქოს მაჩ­ვე­ნა, რომ უბ­რა­ლოდ, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არა მაქვს, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე: თა­ვის გა­წირ­ვას ყო­ველ­თ­ვის აქვს აზ­რი...
ახ­ალ­გაზ­რ­დე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ გა­და­კე­ტონ ელ­ი­სეს მინ­დ­ვ­რე­ბი სკან­დი­რე­ბით: "ისე გვექ­ცე­ვი­ან, რო­გორც ებ­რა­ე­ლებს გერ­მა­ნი­ა­ში" (10), მხო­ლოდ უს­აზ­ღ­ვ­რო აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბის გრძნო­ბა თუ გა­გიჩ­ნ­დე­ბა. ვე­რას­დ­როს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ქუ­ჩა­ში ერთ­დ­რო­უ­ლად ერთ­მა­ნეთს შე­ერ­წყ­მო­და გო­ნე­ბა, იუმ­ო­რი, ძა­ლა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ამ­ან შემ­ძ­რა და აშ­კა­რა იყო, თუ რა არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებ­დი მათ ლო­ზუნ­გ­სა და სამ­სა­ხურ­ში მოჩ­ქა­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის­ტე­ბის ის­ტე­რი­ულ პი­პინს შო­რის...
(1) იგულისხმება ანრი ლანგლუას, პარიზის სინემათეკის დირექტორის გათავისუფლება.
(2) ტე­რენს იან­გი (1915-1994) - ინგ­ლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი.
(3) ალ­ჟი­რის კრი­ზი­სის პი­კი.
(4) მი­შელ კურ­ნო - ფრან­გი სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი.
(5) კლოდ ბე­რი (დ.1934) - ფრან­გი სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი.
(6) კლოდ რი­ში (დ.1929) - ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი.
(7) რი­ჩარდ ლეს­ტე­რი (დ.1932) - ინგ­ლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი და ოპ­ე­რა­ტო­რი.
(8) რო­ბერ ფავრ-ლებ­რე - ფრან­გი კი­ნოს მოღ­ვა­წე, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის პრე­ზი­დენ­ტი (1952-1971).
(9) სა­უ­ბა­რია კარ­ლოს სა­უ­რას ფილ­მ­ზე "პე­პერ­მინტ ფრა­პე".
(10) ლო­ზუნ­გ­ში გა­თა­მა­შე­ბუ­ლია და­ნი­ელ კონ-ბენ­დი­ტის გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბაც, რო­მელ­ზეც რე­ვან­შის­ტულ ტო­ნებ­ში მი­ა­ნიშ­ნებ­და ჟორჟ მარ­შე თა­ვის მო­წი­ნა­ვე სტა­ტი­ა­ში "იუმ­ა­ნი­ტე"-სთვის (1968, 3 მა­ი­სი). იგი მას "გერ­მა­ნელ ან­არ­ქისტ კონ-ბენ­დიტს" უწ­ო­დებ­და.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: