Wednesday, July 29, 2009

ფი­ლიპ სო­ლერ­სი – "იყ­ა­ვით რე­ა­ლის­ტე­ბი - მო­ითხო­ვეთ შე­უძ­ლე­ბე­ლი"


ფი­ლიპ სო­ლერ­სი
"იყ­ა­ვით რე­ა­ლის­ტე­ბი - მო­ითხო­ვეთ შე­უძ­ლე­ბე­ლი"


ეს, ალ­ბათ, 68 წლის მა­ი­სის ყვე­ლა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლო­ზუნ­გია - იგი ამ ამ­ბო­ხის მთელ სიღ­რ­მეს მო­ი­ცავს, მთელ მის სი­უ­რე­ა­ლის­ტურ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას. იგი, ალ­ბათ, ნე­ბის­მი­ერ ეპ­ო­ქას მო­ერ­გე­ბო­და - დრო მას ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს. ლა­მის ვოლ­ტე­რი­სე­უ­ლი ირ­ო­ნი­ით იგი ე.წ. "ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბის" სი­ყალ­ბეს ამ­ხელს, რომ თით­ქოს "ყვე­ლა­ფე­რი უკ­ე­თე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­დეს ამ მად­ლი­ან სამ­ყა­რო­ში" და მარ­თ­ლაც, ჯო­გუ­რი ოპ­ტი­მიზ­მი ყო­ველ­თ­ვის საქ­მოს­ნე­ბი­სა და ფა­რი­სევ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი იყო.
ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იწ­ვ­რ­თ­ნენ და უკ­ვე ძალ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად სა­უბ­რო­ბენ იმ­ის შე­სა­ხებ, რომ საქ­მე არც ისე ცუ­და­დაა; ორი ბო­რო­ტე­ბი­დან ყო­ველ­თ­ვის უმ­ცი­რესს ირ­ჩე­ვენ და ჩაგ­ვა­გო­ნე­ბენ, რომ არ უნ­და გავ­ც­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებს... და მარ­თ­ლაც, აბა რა მო­ნე­ბის საქ­მეა აღშ­ფო­თე­ბა! რე­ა­ლო­ბას ახ­ლა მხო­ლოდ პო­ლი­ტე­კო­ნო­მია და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ლო­გი­კა გა­ნა­პი­რო­ბებს. სი­ღა­ტა­კე? ვაი რომ, ეს ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა უკ­ვე ქრო­ნი­კუ­ლი გახ­და, მაგ­რამ ად­რე თუ გვი­ან, მას ბო­ლო მო­ე­ღე­ბა, პი­რო­ბას გაძ­ლევთ. სიკ­ვ­დი­ლი? დი­დი ამ­ბა­ვი, ყვე­ლა­ნი სიკ­ვ­დი­ლის შვი­ლე­ბი ვართ. მო­უთ­მენ­ლო­ბა? ამ­ის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო დო­ნე უნ­და ავ­ა­მაღ­ლოთ. მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბი? ის­ი­ნი ხომ უბ­რა­ლოდ, ის­ტო­რი­ის გულ­და­საწყ­ვე­ტი შეც­დო­მე­ბია, და­უ­დევ­რო­ბა, ერ­თი სიტყ­ვით, წვრილ­მა­ნე­ბი. ნუ მო­ითხოვთ შე­უძ­ლე­ბელს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შ­ვი­დე, უბ­რა­ლოდ, ბედს შე­უ­რიგ­დით, ბო­ლოს და ბო­ლოს. თქვე­ნი ხვედ­რი - წარ­სუ­ლის ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­ა­პია. პუ­რი ხვალ, სა­ნა­ხა­ო­ბა - დღეს. სურ­ვი­ლი თა­ვის­თა­ვად უმ­იზ­ნოა, ამ­ი­ტომ უკ­ე­თე­სია, აუც­ი­ლე­ბელ­ზე იფ­იქ­როთ.
რო­გორც ჩანს, დი­დი ხა­ნია უკ­ვე გა­ვი­და დრო კად­ნი­ე­რი აფ­ო­რიზ­მი­სა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ფრან­გის­თ­ვის არ­ა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი". ნუ­თუ არ გვეს­მის, სა­დამ­დე შე­უძ­ლია მიგ­ვიყ­ვა­ნოს ამგ­ვარ­მა ბა­ქი­ა­ო­ბამ... თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­ჭარ­ბეს მხო­ლოდ ქა­ო­სამ­დე მივ­ყა­ვართ; თა­ვის შე­კა­ვე­ბა უნ­და შეგ­ვეძ­ლოს - სამ­წუ­ხა­როდ, ას­ე­თია რე­ა­ლო­ბა. მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთ­მა დიდ­მა ფრან­გ­მა მწე­რალ­მა თა­ვის წიგნს "შე­უძ­ლებ­ლო­ბა" უწ­ო­და; კარ­გი იქ­ნე­ბო­და, გა­დაგ­ვე­კითხა ეს წიგ­ნი. ამ ად­ა­მი­ან­მა ხომ ერთხელ თქვა: "შე­საძ­ლე­ბე­ლი იმ­ათ და­უ­ტო­ვე, ვი­საც იგი სი­ა­მოვ­ნებს და კმა­ყო­ფი­ლე­ბას ან­ი­ჭებს". ეს ფრან­გი ჟორჟ ბა­ტაი იყო. ალ­ბათ მას, უბ­რა­ლოდ, სურ­და ეთქ­ვა, რომ ჭეშ­მა­რი­ტი რე­ა­ლო­ბა, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი - შე­უძ­ლე­ბე­ლის სფე­როს ეკ­უთ­ვ­ნის, წარ­მო­სახ­ვა კი შეზ­ღუ­დუ­ლია ჩვენს სტან­დარ­ტულ ჩარ­ჩო­ებ­ში. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, კი­დევ არ­ი­ან ად­ა­მი­ა­ნე­ბი (და მეც, მათ შო­რის), რო­მელ­თაც სწო­რედ ეს რე­ა­ლო­ბა აკ­ლი­ათ. მხო­ლოდ მას­შია პო­ე­ზი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

L’Express, 1998 წლის მა­ი­სი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: