Wednesday, July 22, 2009

მო­რის კლა­ვე­ლი - ნუ ეძ­ებთ არ­ამ­ზა­დებს ქუ­ჩებ­ში




ეს რე­ვო­ლუ­ცია სუ­ლის რე­ვო­ლუ­ციაა, აი, რას უნ­და გავ­ყ­ვი­რო­დეთ მთე­ლი ძა­ლით, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, ყვე­ლა კუთხე­ში. გო­ნე­ბა შურს იძ­ი­ებს ძვე­ლი წყე­ნე­ბის გა­მო. უკ­ვე დად­გა დრო. ეს ჩვე­ნი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი იმ­ე­დია, იგი ახ­ალ­გაზ­რ­და სტუ­დენ­ტებ­სა და მუ­შებს უპყ­რი­ათ ხელთ. მათ არ სჭირ­დე­ბათ ზედ­მე­ტი ხუ­თი ათ­ა­სი ფრან­კი თვე­ში, მათ ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა სურთ. ას­ეთ ცვლი­ლე­ბა­თა რე­ცეპ­ტი უბ­რა­ლოა, რო­გორც გა­მოცხა­დე­ბა, რო­გორც მე­ხის და­ცე­მა. ეს უბ­რა­ლო­ე­ბა გა­დამ­დე­ბია და ჩვენს თვალ­წინ ვრცელ­დე­ბა. მი­სი არ უნ­და შეგ­ვე­შინ­დეს - იგი ჩვე­უ­ლი, წმი­და­თაწ­მი­და სას­წა­უ­ლი­ვი­თაა.
ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა უკ­ვე აღ­არ შე­იძ­ლე­ბა და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ამგ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პ­ლის გა­რე­შე უნ­და მოხ­დეს! დამ­ნა­შა­ვე­თა დიდ­ხანს ძებ­ნა არ მოგ­ვი­წევს, ეს არ­ამ­ზა­დე­ბი მა­ღალ­ჭე­რი­ან კა­ბი­ნე­ტებ­ში სხე­დან, აი, რა მინ­და შე­ვაგ­ნე­ბი­ნო ჩვენს წე­სი­ერ ბურ­ჟუ­ებს.
მარ­თ­ლაც, ორ­ი­დან ერ­თი: ყვე­ლა ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დათ­მო­ბა მუ­შე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ - რა­ზეც გუ­შინ ჩვე­ნი სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი მთავ­რო­ბა წა­ვი­და - ან ის­ე­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ან არა. თუ მთავ­რო­ბას ეს შე­ეძ­ლო, მა­შინ გა­მო­დის, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი იგი, უბ­რა­ლოდ, ექს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ას უწ­ევ­და და ძარ­ც­ვავ­და მუ­შებს, ით­ვი­სებ­და მა­თი შრო­მის ნა­ყოფს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთავ­რო­ბა ხალ­ხის მტე­რი გა­მო­დის. თუ­კი არ შე­ეძ­ლო დათ­მო­ბებ­ზე წას­ვ­ლა, ე.ი. ახ­ლა იგი მხო­ლოდ სა­კუ­თარ კრახს გა­ურ­ბის და უფს­კ­რუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს მთელ საფ­რან­გეთს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი საქ­მე გვაქვს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­თან.
რაც არ უნ­და მოხ­დეს - ყვე­ლა­ზე უარ­ე­სიც კი - მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ა­მარ­თ­ლე­ბენ; ამ­ა­ში ად­ვი­ლად დარ­წ­მუნ­დე­ბით, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ და­აკ­ვირ­დე, შე­ხე­დო ამ არ­ამ­ზა­დებს. დღე­ვან­დელ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბას არ­ა­ფე­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო ას­ეთ ად­ა­მი­ა­ნებ­თან.

Combat, 28 მა­ი­სი 1968

იმ­ა­ვე დღეს ჟან-ჟაკ პო­ვე­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ეს მი­მარ­თ­ვა პროკ­ლა­მა­ცი­ის სა­ხით და­ბეჭ­და და ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­ში გა­მო­აკ­რა.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: