Tuesday, December 2, 2008

დავით ზურაბიშვილი

თა­ვი­სუფ­ლე­ბის საფ­რ­თხო­ბე­ლა

(იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბი, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დი­კა­ტო­რი)



სექ­ტან­ტო­ბის მო­ძა­ლე­ბის გა­მო ისე ხში­რად და ისე ემ­ო­ცი­უ­რად გამო­ხა­ტა­ვენ შეშ­ფო­თე­ბას არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის, არ­ამედ სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპ­ო­ზი­ცი­ი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის იერ­არ­ქე­ბი, გა­უც­ნო­ბიერ­ე­ბელ ად­ა­მი­ანს შე­საძ­ლოა მარ­თ­ლაც ეგ­ო­ნოს, რომ ქვე­ყა­ნას რა­ღაც უბ­ე­დუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა. არ­ა­და, თუ­კი რა­ი­მე უბ­ე­დუ­რე­ბის მსგავ­სი ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს სწორედ ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი ის­ტე­რიაა. ის­ტე­რია, რო­მე­ლიც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბი­სა და ქართვე­ლო­ბის სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მო­ტი­ვე­ბი სულ სხვაა. ეს ის კლა­სი­კუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს არა იმ­ას, თუ რა გზაა არ­ჩე­უ­ლი, არ­ა­მედ იმ­ას, რაც ამ გზის არ­ჩე­ვის­კენ გი­ბიძ­გებს.



იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა შვი­დი მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა

ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი აჟ­ი­ო­ტა­ჟის მთა­ვა­რი "ბო­რო­ტი," რა­ღა თქმა უნ­და, იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა სექ­ტაა. მათ მი­მართ ყვე­ლა­ზე ხში­რია ბრალ­დე­ბე­ბი, მათზე ბევ­რი იწ­ე­რე­ბა პრე­სა­ში, მათ შე­სა­ხებ ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ ტრი­ბუ­ნი­დან. და რამდე­ნა­დაც ყვე­ლა სხვა რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მი­მარ­თაც პრაქ­ტი­კუ­ლად იგ­ივე ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ­ი­ტომ მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი კამპა­ნი­ის სა­კითხს სწო­რედ ან­ტი­ი­ე­ღო­ვის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ.

მა­ინც, რაა ას­ე­თი იეღ­ო­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის და რაა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ველო იეღ­ო­ვე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში? რა­შია პრობ­ლე­მის არ­სი?

არ­ის აზ­რი, რომ პრობ­ლე­მა თვით ამ სექ­ტის არ­სე­ბო­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ეს აზ­რი საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან მოკ­ლედ, იეღ­ო­ველ სექ­ტან­ტ­თა პრობ­ლე­მის წარმოდ­გე­ნა შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თოთ გუ­რამ შა­რა­ძის ცნო­ბი­ლი სარ­ჩე­ლის ფორ­მუ­ლირებ­ით, სა­დაც იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ან­ტიმარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ან­ტი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი.

თუ უფ­რო და­ვა­კონ­კ­რე­ტებთ, ეს უწ­მინ­დუ­რი ტრი­ა­და შვიდ მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბელ ცოდ­ვად ჩამ­ო­ყა­ლიბ­დე­ბა. კერ­ძოდ, ამ სექ­ტის მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რად და სხვა­დას­ხ­ვა ვა­რიაცი­ით მე­ორ­დე­ბა შემ­დე­გი ბრალ­დე­ბე­ბი:

იეღ­ო­ველ­თა სწავ­ლე­ბა არ­ასწო­რია. ის­ი­ნი უარ­ყო­ფენ წი­ნა­პარ­თა რჯულს და ამ­ით შე­უ­რაცხ­ყო­ფას აყ­ე­ნე­ბენ ჩვენს მა­მა-პა­პა­თა თავ­და­დე­ბულ ბრძო­ლას სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის სიწ­მინ­დის­თ­ვის.
ფი­ნან­ს­დე­ბი­ან საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი­დან
შე­მო­აქვთ და ავრ­ცე­ლე­ბენ მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე გამო­ცე­მულ პრო­პა­გან­დის­ტულ ლი­ტე­რა­ტუ­რას
აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ გა­უთ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ად­ა­მი­ა­ნების ჩათ­რე­ვას სექ­ტა­ში.
შე­მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი არ­ი­ან და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლებებს ას­რუ­ლე­ბენ
არ მი­დი­ან ჯარ­ში
უარს ამ­ბო­ბენ სის­ხ­ლის გა­დას­ხ­მა­ზე
ეს არ­ის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა, რა­საც გა­მოთქვამ­ენ ხოლ­მე იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის ან­ტი­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ანტი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად. არ­ცერ­თი ბა­რალ­დე­ბით მეტი და არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბით ნაკ­ლე­ბი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ არ­გუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომდი­ნა­რე ერთ­ნი ით­ხო­ვენ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შეზ­ღუდ­ვას, ზო­გი­ერ­თე­ბი კი სა­ერთოდ აკრ­ძალ­ვას.

სა­ნამ უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით შე­ვე­ხე­ბო­დეთ ან­ტი­ი­ე­ღო­ვის­ტუ­რი (და სა­ერ­თოდ ან­ტი­სექტან­ტუ­რი) კამ­პა­ნი­ის არსს, სა­თი­თა­ოდ გან­ვი­ხი­ლოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი.

ცოდ­ვა პირ­ვე­ლი: რჯუ­ლის­მი­ე­რი

და­ვიწყოთ ან­ტი­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რით. რას ნიშ­ნავს ეს? თუ აქ იგულის­ხ­მე­ბა ის­ე­თი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ მოძღ­ვ­რე­ბებს შო­რის მარ­ტო (ან განსა­კუთ­რე­ბით) მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი აღმ­სა­რებ­ლო­ბის მი­მარ­თაა აგ­რე­სი­უ­ლი, ას­ე­თი რე­ლი­გია და სექ­ტა არც ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს და არც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ხო­ლო თუ ან­ტიმარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა­ში იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის რე­ლი­გი­უ­რი წარმოდ­გე­ნე­ბი არ ემთხ­ვე­ვა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურს, მა­შინ ამ ლო­გი­კით სა­ერ­თოდ ყველა სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვარ­თა აკრ­ძალ­ვა ან შეზ­ღუდ­ვა უნ­და მო­ვითხო­ვოთ, რამ­დენად­აც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი აღმ­სა­რებ­ლო­ბის პო­ზი­ცი­ი­დან ყვე­ლა სხვა რე­ლი­გია "არ­ას­წო­რია."


რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლო­ვან წი­ნაპ­რებ­თან, ქარ­თ­ვე­ლებს ომ­ის გა­დახ­და ყვე­ლა­ზე ხშირად მუს­ლი­მე­ბის (არ­ა­ბე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი) წი­ნა­აღ­მ­დეგ უხ­დე­ბო­დათ, ხო­ლო ყვე­ლა­ზე ცხა­რე ღვთის­მეტყ­ვე­ლურ დე­ბა­ტებს გრი­გო­რი­ა­ნელ სომ­ხებ­თან მარ­თავდნენ. ამ­ი­ტომ თუ­კი ვინ­მეს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ წი­ნა­პარ­თა სის­ხ­ლი უხ­მობს, აგ­ერ და­ე­რიოს სომ­ხებს და აზ­ერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, ან წა­ვი­დეს და პუ­ტი­ნის ბი­ჭებს მი­ეხ­მა­როს ჩეჩენი მო­სახ­ლე­ო­ბის ჟლეტ­ვა­ში. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ხომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­შიც იბრძოდ­ნენ, პუ­ტი­ნის წი­ნაპ­რებ­თან ერ­თად.

ცოდ­ვა მე­ო­რე: ფი­ნან­სუ­რი

ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ერ­თი რუ­დი­მენ­ტულ ტენ­დენ­ცია: რა­ხან იყო დრო, რო­დე­საც საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბა საზ­ღ­ვარგა­რე­თუ­ლი ფუ­ლით სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო, ახ­ლაც, დი­დის ამ­ბით გვამ­ც­ნო­ბენ ხოლმე, რომ ამა და ამ და­კა­ვე­ბუ­ლის ბი­ნი­დან ამ­ო­ღე­ბულ იქ­ნა უც­ხო­უ­რი ვა­ლუ­ტა. რა­ტომ ამ­ო­ი­ღეს და რის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. მთა­ვა­რია ფუ­ლის არ­ა­ქარ­თუ­ლი წარმო­მავ­ლო­ბა. ზუს­ტად იგ­ი­ვეა, რო­ცა იეღ­ო­ვე­ლე­ბის უც­ხო­ე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ლაპ­ა­რა­კო­ბენ.

რო­დემ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს­ეგ­ვა­რი აბ­სურ­დი, არ­ა­ვინ იც­ის. საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი­დან დაფი­ნან­სე­ბა კრი­მი­ნა­ლი არ არ­ის., მდი­და­რი და შეძ­ლე­ბუ­ლი იეღ­ო­ვე­ლი კი სა­ქარ­თ­ველოში ჯერ არ­ა­ვის უნ­ა­ხავს და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი და­დის გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მარ­თ­ლ­მა­დიდე­ბე­ლი მრევ­ლის ფუ­ლით (მოქ­რ­თამ­ვით) გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბა­ზე.A

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­საძლებ­ლო­ბე­ბი ამ სექ­ტას არ გა­აჩ­ნია. მდიდ­რე­ბიც და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბიც სა­ქართველ­ო­ში ძი­რი­თა­დად სულ ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ნათ­ლუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი არ­ი­ან. აბა, სი­გა­რე­ტის და ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში იეღ­ო­ვე­ლებს არ­ა­ვინ აჭ­ა­ჭა­ნებს, მი­ნის­ტ­რი არა გვყავს იეღ­ო­ვას მოწ­მე და დე­პუ­ტა­ტი. არც გამ­გე­ბე­ლი გა­მი­გია მა­გა­თი საძ­მო­დან, არც ქალა­ქის მე­რი, არც დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და არც გუ­ბერ­ნა­ტო­რი. თუ­კი ვინ­მე იეღ­ო­ვე­ლებს უერთ­დე­ბა, ეს ფუ­ლის გუ­ლის­თ­ვის არ ხდე­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის იმ­ან, ვინც ყვე­ლა­ზე მეტს ყვი­რის იეღ­ო­ვუ­რი კა­პი­ტა­ლის ექს­პან­სი­ა­ზე.

ცოდ­ვა მე­სა­მე: პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი

არ­ა­ნაკ­ლებ აბ­სურ­დუ­ლია და იდ­ი­ო­ტიზ­მის ზღვა­რამ­დე მი­დის იეღოველ­თა სიმ­დიდ­რი­სა და სხვა შავ­ბ­ნელ საქ­მე­თა დას­ტუ­რად ის­ე­თი არ­გუ­მენ­ტის მოყვა­ნა, რო­გო­რი­ცაა "მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შემოტ­ა­ნა და გავ­რ­ცე­ლე­ბა."L

ჯერ ერ­თი, მად­ლო­ბა ღმერთს, ეს კრი­მი­ნა­ლად არ ითვ­ლე­ბა და არც უნ­და ითვ­ლე­ბო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­ტა­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის "მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი დო­ნეს," რო­მე­ლიც ისე აღ­ი­ნიშ­ნე­ბა, თით­ქოს რა­ღაც სამ­ხილ­ზე იყ­ოს ლა­პა­რა­კი, ამა სიტყ­ვი­სა წარ­მომთქმელ­მა დროა იც­ო­დეს: და­ბალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე წიგ­ნი მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იბეჭ­დე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შიმ­ში­ლი და ინ­ფექ­ცია მძვინ­ვარებს. ის, რა­საც ჩვენ­თან "მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნეს" უწ­ო­დე­ბენ, გან­ვი­თა­რე­ბულ (და ბევრ არც­თუ ძლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ) სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტან­დარ­ტია.

ცოდ­ვა მე­ოთხე: მოქ­მე­დე­ბი­თი

იეღ­ო­ველ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი ძმის საძ­მო­ში გად­მო­ბი­რების მიზ­ნით, მა­თი მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სტუმ­რო­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია. ამ­ის გამო ის­ი­ნი ბევრს არ უყ­ვარს, მაგ­რამ სიმ­პა­ტია-ან­ტი­პა­ტია ერ­თია და, სულ სხვაა, როცა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­მარ­თავ: არ­ი­ქა გვიშ­ვე­ლე რა­მე, თო­რემ ყვე­ლას გაგ­ვა­ი­ე­ღო­ველე­ბე­ნო!

პრო­პა­გან­და და მი­სი­ო­ნე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­ის­თ­ვის და­მა­ხასიათ­ე­ბე­ლია. უშ­უ­ა­ლოდ იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა მხრი­დან არ­ა­სო­დეს ჰქო­ნია ად­გი­ლი არ­ანაირ ძა­ლა­დო­ბას, მა­თი მო­რა­ლუ­რი კრე­დო უკ­ი­დუ­რე­სად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია და არ­ა­ვის არ­ას­დ­როს სმე­ნია რა­მე იეღ­ო­ველ­თა გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა­ზე. მო­ითხო­ვო რო­მე­ლი­მე აღმ­სარებ­ლო­ბის შეზ­ღუდ­ვა იმ­ის გა­მო, რომ მი­სი მიმ­დევ­რე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან და ხალხთან სის­ტე­მა­ტუ­რი ლა­პა­რა­კი არ ეზ­ა­რე­ბათ - ან ფა­შის­ტი უნ­და იყო, ან კო­მუ­ნის­ტი. "აირ­ჩიე, ქარ­თ­ვე­ლო ერო!"


ცოდ­ვა მე­ხუ­თე: აგ­ენ­ტუ­რუ­ლი

ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლად სა­სა­ცი­ლოა იმ­ის მტკი­ცე­ბა, რომ იეღ­ო­ვას მოწ­მეები უც­ხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, რად­გან სექ­ტის მი­სი­ონერ­თა ან­კე­ტე­ბი თურ­მე სა­ეჭ­ვოდ წა­ა­გავს სპეც­სამ­სა­ხუ­რის დო­სი­ე­ებს.

აქ მე ლა­პა­რა­კი არა მაქვს იმ პა­რა­ნო­ი­კებ­ზე, ვინც სე­რი­ო­ზუ­ლად ამტ­კი­ცებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გარ­ყ­ვ­ნა-გა­თახ­სი­რე­ბა ამ­ე­რი­კის (მა­სო­ნე­ბის) პო­ლი­ტი­კაა და ამ მიზნით შე­მოგ­ვი­სი­ეს სექ­ტან­ტე­ბი. მათ­თან კა­მათს აზ­რი არა აქვს. ხო­ლო ვი­საც ოდნავ მა­ინც შერ­ჩა სა­ღი აზ­რი, სა­ნამ მსგავს რა­მეს იტყ­ვის, ერთ კითხ­ვას უპ­ა­სუ­ხოს: ის­ე­თი რა სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი თუ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნ­და მო­ი­პო­ვონ იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გინდ ამ­ე­რი­კის "ცე­რე­უმ," გინდ ინგ­ლისის "ინ­ტე­ლი­ჯენს სერ­ვის­მა," გინდ საფ­რან­გე­თის "მე­ო­რე ბი­უ­რომ," გინდ რუ­სე­თის "ფე­ეს­ბემ" გინდ ის­რა­ე­ლის "მო­სად­მა" და გინდ რო­მე­ლიც გნე­ბავთ ქვეყ­ნის სპეც­სამსა­ხურ­მა?

რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ის­ე­თი, ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ რომ არ იც­ო­დეს? ნების­მი­ე­რი უბ­ნის ბირ­ჟა­ზე გეტყ­ვი­ან რო­მე­ლი ყა­ჩა­ღი ჩი­ნოვ­ნი­კი ვის წილ­შია. ახ­ლა, ატ­ო­მურ ბომბს თუ ვამ­ზა­დებთ ჩუმ­ჩუ­მად, ან გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ვა­ტა­რებთ აკრძა­ლულ ექს­პე­რი­მენ­ტებს, არა მგო­ნია ამ­ის გა­სარ­კ­ვე­ვად იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბი დაჭირ­დეს ვინ­მეს.

ან­კე­ტე­ბი კი, რო­გორც ას­ე­თი, ყვე­ლა ერთ­მა­ნეთს ჰგავს. ეს ისე, სხვა­თა შო­რის..


ცოდ­ვა მე­ექ­ვ­სე: პა­ცი­ფის­ტუ­რი

თა­ვის­თა­ვად ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის­ი­ნი, ვინც იეღ­ო­ვას მოწ­მე­ებს სა­ტა­ნის მოც­ი­ქუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, ჯარ­ში წას­ვ­ლა­ზე თუ მიდ­გა საქ­მე, რა­ტომ­ღაც და­უ­ო­კე­ბელი სურ­ვი­ლით აღ­ინ­თე­ბი­ან, რო­გორ­მე ტან­კ­ში ჩას­ვან ეს ღვთის პი­რი­დან გა­და­ვარდნილ­ე­ბი და ავ­ტო­მა­ტი მის­ცენ ხელ­ში. არ­გუ­მენ­ტი: ხომ შე­იძ­ლე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხური­დან თა­ვის არ­ი­დე­ბის მიზ­ნით ქარ­თ­ვე­ლებ­მა მა­სი­უ­რად და­იწყონ გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბა? რა ეშ­ვე­ლე­ბა მა­შინ ჩვენს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას და ვინ­ღა და­ი­ცავს სამ­შობ­ლოს?

ამ­ის­თა­ნა "რკი­ნის არ­გუ­მენ­ტის" გა­გო­ნე­ბა­ზე კაცს სრუ­ლი უმ­წე­ო­ბის განცდა გე­უფ­ლე­ბა. რა გინ­და რომ თქვა? რო­გორც ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ: სი­სუ­ლე­ლის წი­ნა­შე თვით ღმერ­თე­ბიც უძ­ლურ­ნი არ­ი­ან.

არ­ა­და თუ­კი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ვინ­მეს წას­ვ­ლა არ უნ­და, ამ­ის­თ­ვის იეღ­ო­ვას მოწ­მე­ო­ბა სუ­ლაც არ არ­ის სა­ჭი­რო. მომ­ქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ნე­ბის­მი­ერ (ნე­ბისმიერ!) ად­ა­მი­ანს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი (ნე­ბის­მი­ე­რი!) მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რი­ვი მო­ტივით არ წა­ვი­დეს ჯარ­ში და მო­ითხო­ვოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი. სა­ხელ­მ­წი­ფო ვალდე­ბუ­ლია მი­სი მოთხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. თუ­კი აქ­ამ­დე ვერ მო­ხერ­ხ­და ალ­ტერ­ნატიული სამ­სა­ხუ­რის შექ­მ­ნა, ეს ხალ­ხის ბრა­ლი არაა. კე­თი­ლი ინ­ე­ბოს სა­ხელ­მ­წი­ფომ და შექ­მ­ნას. ხელს არ­ა­ვინ უშ­ლის. ისე, ჯარ­ში წას­ვ­ლა­ზე არც მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქართვე­ლე­ბი იკ­ლა­ვენ თავს. და სა­ერ­თოდ, ეს სულ სხვა პრობ­ლე­მაა და რე­ლი­გია აქ საერთოდ არ­ა­ფერ შუ­ა­შია.

აქ­ვე მინ­და ერ­თი კითხ­ვა დავ­ს­ვა: სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა კი იმ კა­ცის რე­ლი­გი­უ­რო­ბაზე ლა­პა­რა­კი, ვინც სა­კუ­თარ მრწამსს უარ­ყოფს, ოღ­ონდ ჯარ­ში არ წა­ვი­დეს? თუმ­ცა ასეთი წვრილ­მა­ნე­ბი რა მო­სა­ტა­ნია, რო­ცა საქ­მე ქარ­თ­ველ­თა სუ­ლის ხსნას ეხ­ე­ბა? არ უნ­დათ და ძა­ლად ვაცხო­ნებთ! აკი წე­რილ არს:

******** ***** ******* ************ * ***!

ცოდ­ვა მეშ­ვი­დე: სის­ხ­ლის­მი­ე­რი

ას­ე­ვე სრუ­ლი აბ­სურ­დია ამ­ხე­ლა აჟ­ი­ო­ტა­ჟის ატ­ეხ­ვა სის­ხ­ლის გადაუსხ­მე­ლო­ბის გა­მო. ჯარ­ში წას­ვ­ლი­სა არ იყ­ოს, აქ­აც იეღ­ო­ვე­ლე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ის­ი­ნი წუ­ხან, ვინც მათ არ­სე­ბო­ბა­საც კი და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნევს.

რე­ლი­გია ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც არ­ა­ფერ შუ­ა­შია. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, ისე სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ცალ­სა­ხად ად­გენს: ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ოპ­ე­რა­ციაზე აუც­ი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის, ან თუ უგ­ო­ნო­დაა, მი­სი ახ­ლო­ბე­ლის თან­ხ­მო­ბა. თუ პაცი­ენ­ტი არ­ას­რულ­წ­ლო­ვა­ნია, მა­შინ მშობ­ლის ან მე­ურ­ვის თან­ხ­მო­ბაა სა­ჭი­რო. თუმცა, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუც­ი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ვერ ხერ­ხ­დე­ბა გონ­და­კარ­გული პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლის მო­ძებ­ნა, ექ­იმს შე­უძ­ლია ოპ­ე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა.

ას­ე­ვე, თუ მშო­ბელს არ უნ­და, მაგ­რამ ექ­ი­მი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ოპ­ე­რა­ცი­ის გა­რეშე არ­ას­რუწ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხ­ლეს რე­ა­ლუ­რი საფ­რ­თხე ემ­უქ­რე­ბა, ექ­ი­მი მიმ­არ­თავს სა­სა­მარ­თ­ლოს, ხო­ლო ექს­ტ­რე­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში კი მოქ­მე­დებს სა­კუ­თარი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ. ეს არ­ის და ეს.

სა­სარ­გებ­ლოა ვი­ცო­დეთ

ერ­თი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. და თუ­კი ერ­ოვ­ნულ-აპ­ო­კა­ლიფსუ­რი რი­ტო­რი­კის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნილ ამ არ­გუ­მენ­ტებს და­ვუ­მა­ტებთ იმ­ა­საც, რომ იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სულ რაღაც 1%-საც (!!!) კი არ შე­ად­გენს, თით­ქოს ნე­ბის­მი­ე­რი გო­ნი­ე­რი ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის, გა­ნურჩევ­ლად მი­სი აღმ­სა­რებ­ლო­ბი­სა, ცხა­დი უნ­და გახ­დეს: ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვის ატ­ეხ­ვა "იეღ­ო­ვის­ტუ­რი საფ­რ­თხის" გარ­შე­მო აშ­კა­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. უფ­რო მე­ტიც: არ­ა­ვითარი ამგ­ვა­რი "საფ­რ­თხე" არ არ­სე­ბობს და მთე­ლი ეს აურ­ზა­უ­რი სულ სხვა სიმ­პ­ტო­მებზე მი­უ­თი­თებს.

სა­ნამ ამ სიმ­პ­ტო­მებს შე­ვე­ხე­ბო­დე, ვი­ღაც შა­რი­ან­მა (უკ­აც­რა­ვად უნ­ებ­ლიე კა­ლამბუ­რის­თ­ვის! დ. ზ.) სექ­ტან­ტო­ბის პრო­პა­გან­და რომ არ დამ­წა­მოს, აუც­ი­ლებ­ლად მი­მაჩნია გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე ბა­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი უკ­უღ­მარ­თი დრო­ე­ბის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­სი­ო­მა:

ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია აღ­ი­ა­რებს სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­უშ­ვებლად მი­იჩ­ნევს რე­ლი­გი­უ­რი პრო­პა­გან­დის შეზ­ღუდ­ვას. კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში მკა­ფი­ო­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ დას­ჯა­დია მხო­ლოდ ის­ე­თი მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ქვეყნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, მიზ­ნად ის­ა­ხავს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას, აგ­რეთ­ვე კონ­ს­ტი­ტუ­ციური წყო­ბის ძა­ლა­დო­ბით დამ­ხო­ბას.

N.B. ჩე­მის აზ­რით, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი ცო­ტა და­ზუს­ტე­ბას კი მო­ითხოვს, რად­გან დას­ჯა­დი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს მხო­ლოდ ის­ე­თი მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბის საფ­რ­თხეს. თო­რემ ასე, თვე­ო­ბით პენ­სი­ის მომ­ლო­დი­ნე მო­ხუ­ცი რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უ­კურ­თხებს ტრო­ლე­ი­ბუს­ში: ყვე­ლა­ნი და­სახ­ვ­რე­ტე­ბი არ­ი­ა­ნო, მა­საც შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ყე­ნო ძა­ლა­დო­ბით დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა.

ბ) არ­სე­ბო­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა აქვს არა მარ­ტო ის­ეთ აზრს (იდ­ე­ას, დოქ­ტ­რი­ნას, სწავ­ლე­ბას), რო­მე­ლიც მე მომ­წონს და ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, არამედ ის­ეთ­საც, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არ მომ­წონს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს არის სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პის ან­ა­ბა­ნა. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცის­თ­ვის თა­ვად ეს პრინ­ცი­პია პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­გორც იყო, ვთქვათ, საბ­ჭო­თა კავ­შირში ან­და ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო აღ­ი­ა­რებს სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, იგი უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის უფ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი. დას­ჯა­დი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს მხო­ლოდ ქმე­დე­ბა და არა მო­საზ­რე­ბა.

გ) რო­დე­საც აღ­ი­ა­რებ სხვის უფ­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოს შენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბელი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ამ­ით, პირ­ველ რიგ­ში, იც­ავ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­უზ­ღუ­და­ვად გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას. წე­სი ყვე­ლას­თ­ვის ერ­თი უნ­და იყ­ოს. ეს არის რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცი­ვი­ლუ­რო­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ნიშანი

წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ე. წ. ჰო­ტენ­ტო­ტურ ლო­გი­კას­თან. ეს ტერმინი წარ­მო­იშ­ვა მას შემ­დეგ. რაც ამ აფ­რი­კუ­ლი ტო­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შე­კითხვაზე, რა არ­ის სი­კე­თე და ბო­რო­ტე­ბა, უპ­ა­სუ­ხა: ბო­რო­ტე­ბაა, რო­დე­საც მე­ზო­ბე­ლი შე­მომი­ვარ­დე­ბა სახ­ლ­ში, გამ­ლა­ხავს, გამ­ძარ­ც­ვავს და ცოლს გა­მი­უ­პა­ტი­უ­რებს, ხო­ლო სიკე­თე ისაა, რო­დე­საც მე შე­ვუ­ვარ­დე­ბი მე­ზო­ბელს, ვცემ, გავ­ძარ­ც­ვავ და მის ცოლს გავ­ა­უ­პა­ტი­უ­რებ.

რო­გორც ჩანს, ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის ჩვე­ნე­ბუ­რი მეს­ვე­უ­რე­ბი ამ ლო­გი­კაზე მაგ­რად დგა­ნან და სხვაგ­ვა­რად არ ძა­ლუძთ. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­თი უბ­ე­დუ­რებაა, მაგ­რამ არა მარ­ტო მა­თი.

და­კარ­გუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ძი­ე­ბა­ში

აქ ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: კი, მაგ­რამ სად არ­ის სა­ხელმწი­ფო? რას აკ­ე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­ის­თ­ვის, რა­თა და­იც­ვას მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­ს­ტიტუც­ი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი, და­იც­ვას კა­ნო­ნი?

საქ­მეც ის არ­ის, რომ ან­ტი­ი­ე­ღო­ვუ­რი კამ­პა­ნია, თა­ვი­სი არ­სით, არა მარ­ტო და არა იმდე­ნად ერ­თი მარ­გი­ნა­ლუ­რი, მცი­რე­რიცხო­ვა­ნი რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღმდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი ისაა, რომ არ ეზ­ა­რე­ბა კარ­დაკარ სი­ა­რუ­ლი და "სა­გუ­შა­გო კოშ­კის" უფ­ა­სოდ და­რი­გე­ბა. სა­კითხი ბევ­რად უფრო ღრმაა, ხო­ლო ტენ­დენ­ცია სა­გან­გა­შო.

და­ვიწყოთ იმ­ით, თუ რო­გო­რია სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ზი­ცია ამ სა­კითხ­ში (ის, რომ სა­ხელმწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკა­ფი­ოდ და ცალ­სა­ხად უნ­და აფ­იქ­სი­რებ­დეს სა­კუ­თარ პო­ზი­ციას, მგო­ნი სა­დაო არ არ­ის). ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი. სულ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი.

ა) დე­პუ­ტა­ტი გუ­რამ შა­რა­ძე, პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც და­უ­ფა­რა­ვად ეწ­ე­ვა ან­ტი­კონსტიტ­უ­ცი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას: მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აღ­ვი­ვებს კონ­ფ­ლიქტს რე­ლი­გი­ურ და ეთნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე, არ ერ­ი­დე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და სიც­რუ­ეს, არ­ა­თუ ის­ჯე­ბა, არ­ამედ ინ­იშ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თ­ვის მო­გო­ნილ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

ბ) ეკ­ლე­სი­ი­დან გან­კ­ვე­თი­ლი ხუ­ცე­სი, ე. წ. გლდა­ნის ეპ­არ­ქი­ის წი­ნამ­ძღ­ვა­რი, ბა­სილი მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი და მი­სი მრევ­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ბევს სხვა­დას­ხ­ვა რე­ლი­გი­ური ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შეკ­რე­ბებს. ფა­ნა­ტი­კოს­თა ბრბო სამ­ლოც­ვე­ლო­ში უვ­არ­დე­ბა რელი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, აყ­ე­ნე­ბენ მათ სიტყ­ვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რაცხ­ყო­ფას. ამისთვის არ­ა­თუ არ­ა­ვინ ის­ჯე­ბა, არ­ა­მედ პი­რი­ქით: გლდა­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცია ღი­ად და აშ­კა­რად მფარ­ვე­ლობს ან­ა­ფო­რი­ან ხუ­ლიგ­ნებს. სა­სა­მარ­თ­ლოც ყო­ველ­თ­ვის მო­ძალა­დე­ე­ბის მხა­რე­ზეა.

გ) სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ და და­ბალ ჩი­ნო­სა­ნი მო­ხე­ლე­ე­ბი არაერთხელ გა­მო­სუ­ლან და სა­ჯა­როდ გა­ნუცხა­დე­ბი­ათ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო წინ უნ­და აღ­უდგეს სექ­ტე­ბის მო­ძა­ლე­ბას. ახ­ლა­ხან "ომ­ო­ნის" მი­ერ სას­ტი­კად იქ­ნა დარ­ბე­უ­ლი იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა შეკ­რე­ბა ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში, სა­დაც ეს რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზაცია კონ­გ­რე­სის ჩა­ტა­რე­ბას აპ­ი­რებ­და.
დ) არ­ცერთ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, არ­ჩე­ულს თუ და­ნიშ­ნულს, არ­ცერ­თხელ არ გამო­უთ­ქ­ვამს თუნ­დაც უღ­იმ­ღა­მო პრო­ტეს­ტი არც შა­რა­ძის ან­ტი­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ ქმე­დებე­ბის, არც ბა­სი­ლის­ტ­თა ხრო­ვის ექს­ტ­რე­მიზ­მის გა­მო.

მარ­ტო ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­და­ნაც ჩანს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო არ­ა­ფერს აკ­ე­თებს რე­ლი­გიური ექს­ტ­რე­მიზ­მის აღ­საკ­ვე­თად. უფ­რო პი­რი­ქით: ხელს უწ­ყობს ექს­ტ­რე­მის­ტუ­ლი განწყო­ბი­ლე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას.

ბუ­ნებ­რი­ვია, ის­მის კითხ­ვა: რა­ტომ? ას­ე­თი ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი ექს­ტ­რე­მიზმს ხომ სხვა არ­ა­ფე­რი შე­დე­გი არ მო­აქვს გარ­და იმ­ი­სა, რომ ერ­თის მხრივ, წა­მე­ბუ­ლის იმ­იჯს უქმ­ნის დევ­ნილ ჯგუ­ფებს, მე­ო­რეს მხრივ კი ხელ­ყოფს ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრესტიჟს. მაშ, რა­ტომ არ ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რაც მას აღ­ე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე?

კონ­ფორ­მის­ტი, ანუ პრაგ­მა­ტიზ­მი ქარ­თუ­ლად
საქ­მე ისაა, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან ანგარ­იშს უწ­ევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, ან ცდი­ლობს ით­ა­მა­შოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის განწყობ­ა­ზე, ან ორ­ი­ვეს ერ­თად აკ­ე­თებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტო­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს კი­დევ არ არ­ის მთა­ვა­რი უბ­ე­დუ­რე­ბა.

არა იმ­დე­ნად პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი, არ­ა­მედ ჯერ კი­დევ დიდ­წი­ლად საბ­ჭო­უ­რი ქარ­თუ­ლი საზო­გა­დო­ე­ბის უბ­ე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ჩვენ უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტანთ პლუ­რა­ლიზმს. უც­ხო სიტყ­ვაა, ძნე­ლად გა­მო­სათ­ქ­მე­ლი და კი­დევ უფ­რო ძნე­ლად გა­სა­თა­ვი­სე­ბე­ლი. ტრა­დიცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტიზ­მით და მე­ი­დან­ზე მე­ჩეთ-სი­ნა­გო­გა-ეკ­ლე­სი­ის თა­ნაარსე­ბო­ბით თავ­მო­წო­ნე­ბა მხო­ლოდ შირ­მაა. რე­ა­ლუ­რად კი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ში მძლავ­რობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის (აზ­რის, სწავ­ლე­ბის, მოძღ­ვ­რე­ბის) აუტ­ან­ლო­ბა და შე­უწყნა­რებ­ლო­ბა.

მო­ვიყ­ვა­ნოთ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი:

ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხით, მარ­თა­ლია სიტყ­ვიერად ემ­იჯ­ნე­ბა მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის ექს­ტ­რე­მის­ტებს, სა­მა­გი­ე­როდ ღი­ად უჭ­ერს მხარს გუ­რამ შა­რა­ძეს და პირ­და­პირ მო­ითხოვს სექ­ტე­ბის აკრ­ძალ­ვას ან შეზ­ღუდ­ვას.

ბ) გუ­რამ შა­რა­ძის, ბა­სი­ლი მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის და ძმა­თა მის­თა სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ კრინტიც არ­ას­დ­როს და­უძ­რავს არ­ცერთ (sic!) ოპ­ო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას. სა­მა­გი­ე­როდ ოპ­ო­ზიცი­ის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი (მა­გა­ლი­თად, ირ­ი­ნა სა­რიშ­ვი­ლი) ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს სექტე­ბის მომ­რავ­ლე­ბის მი­თი­ურ საფ­რ­თხე­ზე.

გ) ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა აზრს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ანგა­რიშს უწ­ევს, ან და­უ­ფა­რა­ვად მხარს უჭ­ე­რენ ან­ტი­სექ­ტან­ტურ ვაკ­ხა­ნა­ლი­ას, ან ჩუ­მად არ­ი­ან. თი­თო-ორ­ო­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი სა­ერ­თო სუ­რათს არ ცვლის.

დ) ქარ­თულ მას­მე­დი­ა­ში აშ­კა­რად ჭარ­ბობს ფსევ­დო­ნე­იტ­რა­ლუ­რი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი უბ­რა­ლოდ ექს­ტ­რე­მის­ტუ­ლი და შო­ვი­ნისტური პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი.

ასე, რომ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, სა­ნუ­გე­შოს ვე­რა­ფერს ვიტყვით. ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ღი აზ­რის დე­ფი­ცი­ტი, ზნე­ობ­რივ კრი­ტე­რი­უმ­თა სრუ­ლი აღრევა, ბუ­ნებ­რი­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ფორ­მიზმს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მთავ­რო­ბა­ში და პარ­ლა­მენ­ტ­შიც ქარ­თ­ვე­ლე­ბი ზი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა როგორც პრე­ზი­დენ­ტი, ისე პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა) მი­იჩ­ნევს, რომ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა, რაც ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში სექ­ტანტებ­ის (და სექ­ტან­ტო­ბის) დაც­ვას­თან იგ­ივ­დე­ბა, არ­ა­პო­პუ­ლა­რუ­ლი და წამ­გე­ბი­ა­ნია. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლია. ქარ­თუ­ლად პრაგ­მა­ტუ­ლი, რა­ღა თქმა უნ­და, რაც სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი კონ­ფორ­მიზ­მი.


ქარ­თ­ველ­თა ში­ში თავის­უფ­ლე­ბის წი­ნა­შე.

სწო­რედ აქაა ძაღ­ლის თა­ვი და­მარ­ხუ­ლი. ჩვენ­თან ად­ა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სრუ­ლიად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, იმ­ავ­დ­რო­უ­ლად გარ­ყ­ვ­ნი­ლი, მატყუ­ა­რა, გა­დამ­გ­დე­ბი და მას არანა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნე­ბა არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, არც კა­რი­ე­რა­ში. მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ვინ­მეს სიტყ­ვა დას­ც­დეს ნა­ცემ-დარ­ბე­ულ იეღ­ო­ველ­თა და­სა­ცა­ვად, რომ ის ლა­მის ერ­ის მტრად გა­მოცხად­დე­ბა. ამ­ი­ტო­მა­ცაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სინ­დისის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ად­ა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე თავს არ­ა­ვინ გა­მო­ი­დებს. იქ ორი თავი არ­ა­ვის აქვს.

დღე­ვან­დე­ლი სო­ცი­ალ-ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქატ­რ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა უკ­მაყოფ­ი­ლოა. ის კი ნაკ­ლე­ბად გვეს­მის, რომ ჩვე­ნი თა­ვის უბ­ო­რო­ტე­სი მტრე­ბი ჩვენ თვითო­ნა ვართ: არ­ა­სო­დეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საშ­ვე­ლი, სა­ნამ ექ­ი­მი, აქ­ა­ო­და იეღ­ო­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი სისხლს არ ის­ხამ­სო, გუ­რამ შა­რა­ძეს უხ­მობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც იგივე გუ­რამ შა­რა­ძე და მა­თი მსგავ­ს­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ, გან­წი­რუ­ლია იმ ყო­ფის­თ­ვის, რო­მელ­ში­აც დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით. ქვე­ყა­ნა, სა­დაც სინ­დი­სის თა­ვი­სუფლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა უფ­რო უტ­ეხს სა­ხელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ვიდ­რე მო­სახ­ლეობის და­უ­ფა­რა­ვი ძარ­ც­ვა-გლე­ჯა, ვერც თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეღ­ირ­სე­ბა და ვერც კე­თილ­დ­ღეობ­ას.

სტა­ბი­ლუ­რი კე­თილ­დ­ღე­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დოების მყა­რი მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბია. პლუ­რა­ლიზ­მი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­თა თა­ნა­არ­სე­ბობა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უც­ი­ლო­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. თუ გინ­და იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ცხოვ­რობ­დე თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გქონ­დეს თვით­გა­მო­ხატ­ვის, თვით­დად­გე­ნის, თვითდამ­კ­ვიდ­რე­ბის სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ას­ე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს ყველას, მათ შო­რის იეღ­ო­ვე­ლე­ბა­საც..

მაგ­რამ ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლებს, უბ­რა­ლოდ გვე­ში­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რად­გან არ­ა­ვი­თარი მყა­რი მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია. ჩვენ არ გვჯე­რა სა­კუ­თა­რი თავ­ის - არ გვჯე­რა არც სა­კუ­თა­რი რწმე­ნის, არც სინ­დი­სის, არც პატ­რი­ო­ტიზ­მის. არ გვჯე­რა, რად­გან გუ­ლის სიღ­რ­მე­ში კარ­გად ვი­ცით, რა­ო­დენ გახ­რ­წ­ნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ღია და გახ­ს­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს ძა­ლიან კარ­გად გა­მოჩ­ნ­დე­ბა. უკ­ვე ჩანს კი­დეც.

და ჩვენ არ გვინ­და და­ვი­ნა­ხოთ სა­კუ­თა­რი მან­კი­ე­რე­ბა, არ გვინ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ პრობ­ლე­მე­ბი და შე­ვე­ცა­დოთ მათ გა­დაჭ­რას. ჩვენ გვინ­და ვი­ყოთ ის­ე­თე­ბი, რო­გორიც ვართ, გვე­ი­მე­დე­ბო­დეს, რომ ოდ­ეს­ღაც ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოგ­ვარ­დე­ბა და ჩვენი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­ეს­წ­რე­ბი­ან. ოღ­ონდ მა­ნამ­დე გვჭირ­დე­ბა მტე­რი, რომე­ლიც ვე­რა­გია და ძლი­ე­რი, რო­მე­ლიც ემ­უქ­რე­ბა ჩვენს მე­ო­ბას, ჩვენს არ­სე­ბო­ბას. მხო­ლოდ ას­ე­თი მტე­რი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ჩვე­ნი გახ­რ­წ­ნი­ლე­ბის, უზ­ნე­ო­ბი­სა და ამ­ო­რალუ­რო­ბის გა­მარ­თ­ლე­ბა.

და რო­დე­საც ას­ე­თი მტე­რი არ არ­სე­ბობს, ჩვენს მას ვი­გო­ნებთ. ეს ვის­თ­ვის ამ­ე­რიკაა, ვის­თ­ვის მა­სო­ნე­ბი, ვის­თ­ვის გო­გი გვა­ხა­რი­ას "ფსი­ქო," მაგ­რამ ყვე­ლა­ზე "გემ­რიელი" მტე­რი, რა თქმა უნ­და იეღ­ო­ვე­ლე­ბია. მით უმ­ე­ტეს, რომ ის­ი­ნი შე­მა­წუ­ხებ­ლად აქტი­უ­რე­ბი არ­ი­ან: ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბენ, "სა­გუ­შა­გო კოშკს" გჩრი­ან წა­სა­კითხად. თან დიდი ძალ­მო­სი­ლე­ბი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან - ჩხუ­ბი მა­გათ­მა არ იც­ი­ან, სრო­ლა და საქმის ქურ­დუ­ლად გარ­ჩე­ვა. დაცხეთ, დაჰ­კა­რით!..

და ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი სექ­ტან­ტო­ბის შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი აჩრ­დი­ლი, რო­მე­ლიც ავ­ის­მო­მასწა­ვებ­ლად დაძ­რ­წის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ლა­მის აპ­ო­კა­ლიფ­სუ­რი მხე­ცის სა­ხე­ბად წარმოგ­ვიდ­გე­ნენ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მარ­თ­ლაც რომ აჩრ­დი­ლია. ლან­დი, ფან­ტო­მი, ილ­უ­ზია, გა­მოხ­მო­ბი­ლი ჩვე­ნი შერ­ყ­ვ­ნი­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­დან და და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი­ვე მთვლემ­ა­რე გო­ნე­ბის მი­ერ, რად­გან მთვლე­მა­რე გო­ნე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მუ­დამ რა­ღაც ურჩხუ­ლებს ბა­დებს.

აი, ასე ვცხოვ­რობთ. ამ­ბავ­ში და გა­გე­ბა­ში...


(c) „არილი”

No comments: