Tuesday, December 2, 2008

შოთა იათაშვილი

ჩე­მი სიზ­მა­რი კვდე­ბო­და და
ცოცხ­ლ­დე­ბო­და ჩე­მი ხორ­ცი.
დე­და­ჩე­მის ჭკნო­ბა­დი ხე­ლით
იღ­ე­ბო­და ფან­ჯა­რა
გა­ზაფხუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და
ჩი­ტის ჭიკ­ჭი­კი შე­მო­დი­ო­და
ჩემს ცოცხალ-მკვდარ ამ სიზ­მარ-ხორ­ც­ში.

გა­უ­გე­ბა­რი იყო,
რა სა­ით მი­ის­წ­რაფ­ვო­და,
და მა­ინც,
ამ მის­წ­რა­ფე­ბა­თა სი­ზუს­ტე­ში
ძნე­ლი იყო შე­ტა­ნა ეჭ­ვის.

იშ­ლე­ბო­და ჩე­მი ოც­ი­ვე თი­თი და ცდი­ლობ­და
შე­ხე­ბო­და მი­წი­სა და ცის ზე­და­პი­რებს.
ხამ­ხა­მებ­და ჩე­მი ორ­ი­ვე თვა­ლი და
წო­ნას­წო­რო­ბას ეძ­ებ­და
და­ნახ­ვად­სა და და­უ­ნა­ხავს შო­რის.

ხო­ლო ერ­თა­დერ­თ­ზე ერ­თა­დერ­თი გუ­ლი
ოც­ნე­ბობ­და მე­ო­რე გულ­ზე მა­ში­ნაც კი,
რო­ცა ის მე­ო­რე
გვერ­დით უც­ემ­და სწო­რედ.

სიზ­მა­რი კი -
სიზ­მა­რი კვდე­ბო­და კვლა­ვინ­დე­ბუ­რად,
ოღ­ონდ რაც დრო გა­დი­ო­და,
სულ უფ­რო და უფ­რო ვერ ცოცხ­ლ­დე­ბო­და
ფლა­შე სხე­უ­ლი ჩე­მი,
რომ­ლის­კე­ნაც გა­ზაფხუ­ლი მუ­ყა­ი­თად
აღ­ებ­და ფან­ჯ­რებს და
ბრო­უ­ნის მოძ­რა­ო­ბა­სა­ვით უშ­ვებ­და
მი­ლი­ო­ნამ­დე ჩი­ტის ჭიკ­ჭიკს.


ბუმ­ბუ­ლი, კონ­ვერ­ტი, თოვ­ლი...


ზურ­გით მი­ეყ­რ­დ­ნო ჩი­ტის ზურგს,
თა­ნაც ცა­ში.
ჩი­ტი ფრთებს ამ­ოძ­რა­ვებ­და,
ის - ორ დას­ტად გა­ყო­ფილ
შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის წე­რი­ლებს.
მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით - სა­სი­ხა­რუ­ლო­ებს,
მარ­ცხე­ნა­თი - სევ­დი­ა­ნებს.
ჩი­ტი ზურ­გ­სუკ­ნი­დან ეჟ­ღურ­ტუ­ლე­ბო­და:
ას­ეთ წო­ნას­წო­რო­ბას
ჩე­მი ფრთე­ბიც კი ვერ იც­ა­ვე­ნო...
ის პა­სუ­ხობ­და:
უბ­რა­ლოდ, შენ ფრთე­ბი უფ­რო და­გე­ღა­ლა,
ვიდ­რე მე ბა­რა­თე­ბიო...

ასე ისხ­დ­ნენ ლურჯ მინ­დორ­ზე
პირ­შექ­ცე­უ­ლე­ბი და ზურ­გ­გამ­თ­ლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი,
უმ­ზერ­დ­ნენ იქ­ვე მო­ბა­ლა­ხე ღრუბ­ლებს და
ან­გე­ლო­ზებს, ზამ­თ­რის­თ­ვის ორმ ცე­ლავ­დ­ნენ ცის ბა­ლახს...
ორი ფრთა და წე­რი­ლე­ბის ორი დას­ტა
მო­ზო­მი­ლად მოძ­რა­ობ­და და მხო­ლოდ ხან­და­ხან
ცვი­ო­და თოვ­ლის და­მა­ტე­ბად დე­და­მი­წა­ზე
ღე­რა-ღე­რა ბუმ­ბუ­ლი და კონ­ვერ­ტი...

მე, ამ ამ­ბის მთხრო­ბელ­მა,
სწო­რედ დღეს მი­ვი­ღე ეს იშ­ვი­ა­თი კო­რეს­პონ­დენ­ცი­ე­ბი
და შე­ვე­ცა­დე, მათ ჭეშ­მა­რიტ,
და არა შემ­თხ­ვე­ვით ად­რე­სა­ტად წარ­მო­მედ­გი­ნა თა­ვი,
სა­ნამ ის­ი­ნი, ფან­ტე­ლებს შო­რის არ­ე­ულ­ნი,
სა­ბო­ლო­ოდ და­მად­ნე­ბოდ­ნენ თავ­ზე...


უმც­როს­კ­ლა­სე­ლის სას­თუ­მა­ლი


და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე რომ დავ­დე თა­ვი,
ჩე­მი სა­თა­მა­შო ცხე­ნი მე­სიზ­მ­რა, რო­მელ­საც ვუთხა­რი:
მო­ვა დრო, რო­ცა შენ­გან მხო­ლოდ ჩლი­ქი დარ­ჩე­ბა
და ჩემ­გან მხო­ლოდ მენ­ჯი,
ხო­ლო იმ ზონ­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც დღეს სკო­ლა­ში გა­და­მაყ­ლა­პეს,
აღ­არ იარ­სე­ბებს გზა, ჩემს სხე­ულ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ.

და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე რომ დავ­დე თა­ვი,
თმა მო­ხუ­ცი­ვით გა­მი­თეთ­რ­და იმ ცარ­ცი­სა­გან,
რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი
დღეს სკო­ლა­ში მა­წე­რი­ნებ­და ზმნებს:
"ამ­ო­ვარ­დ­ნა, გად­მო­ყუ­დე­ბა, გა­ყურ­ს­ვა, დახ­რა..."
და მა­ვა­ლებ­და მათ უღ­ლე­ბას და­უს­რუ­ლებ­ლად,
თით­ქ­მის სიკ­ვ­დი­ლამ­დე.

და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე რომ დავ­დე თა­ვი,
გა­მახ­სენ­და მე­ო­რე, ოდ­ნავ უფ­რო პა­ტა­რა, ვარ­დის­ფე­რი ბა­ლი­ში,
რომ­ლი­თაც დღეს ნი­ნო ცო­მაია შლი­და
მის მი­ერ გა­მოყ­ვა­ნილ არ­ით­მე­ტი­კის ამ­ო­ცა­ნებს
და მო­მინ­და,
ეს ბა­ლი­ში მი­ეტყუ­პე­ბი­ნა ჩე­მი ბა­ლი­შის­თ­ვის
და თა­ვი­სი ბაფ­თი­ა­ნი თა­ვი ჩა­მო­ე­დო ზედ.

ჩვე­ნი საკ­ლა­სო ოთ­ა­ხის ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე
კაკ­ტუ­სე­ბი ალ­ა­გია და მო­რი­გე­ე­ბი ყო­ველ დი­ლით რწყა­ვენ მათ.
ჩვე­ნი სკო­ლა წი­თე­ლი კრა­მი­ტი­თაა გა­და­ხუ­რუ­ლი და
ამ­ი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა, ბრტყელ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი, რუ­ხი სკო­ლე­ბის­გან.
ზა­რი რო­ცა ირ­ე­კე­ბა,
ყვე­ლა­ნი გა­მოვ­რ­ბი­ვართ და ვცდი­ლობთ,
ერთ­მა­ნეთს და­ვას­წ­როთ მო­ა­ჯირ­ზე შეხ­ტო­მა და ჩა­მოს­რი­ა­ლე­ბა.
ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლია,
რო­მე­ლიც, თუ ფან­ქა­რი ან ცარ­ცი არ უჭ­ი­რავს ხელ­ში,
აუც­ი­ლებ­ლად კრი­ა­ლო­სანს მარ­ც­ვ­ლავს და
თა­ვის­თ­ვის ბუტ­ბუ­ტებს რა­ღა­ცას.

სწო­რედ მას მო­ვუყ­ვე­ბი მე ხვალ,
თუ რა უც­ნა­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი და­მე­უფ­ლა,
რო­ცა და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე დავ­დე თა­ვი და
ხან სა­თა­მა­შო ცხენს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და
ხან ნი­ნო ცო­მა­ი­ას ვნატ­რუ­ლობ­დი ჩემს გვერ­დით.

ვინ იც­ის, იქ­ნებ ჩემ­მა ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა
ქარ­ბორ­ბა­ლას, სერ­ვი­სის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ნაც­ვ­ლად,
და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე და­დე­ბუ­ლი თა­ვე­ბის
და­ხატ­ვა მას­წავ­ლოს.


© “არილი”

No comments: