* * *
გ.ბუნდოვანი /როცა ჩვენ.../
როცა შენ კვდები, მე არ ვდარდობ ამას,
როცა შენ იხდი, მე არ მაქვს ერექცია,
როცა შენ პოზიორობ, მე გულგრილი ვარ,
როცა შენ ეწევი, მე ვყლაპავ შენს ამონაბოლქვს,
როცა შენ წევხარ, მე მკვდარი მგონიხარ,
როცა შენ მასტურბირებ, მე არ აგყვები,
როცა შენ ჭამ, მე გული მერევა,
როცა შენ გძინავს, მე ცოცხალი მგონიხარ,
როცა შენ მკოცნი, მე თავს გაცილებ,
როცა შენ სუნთქავ, მე ცხვირს ვიხშობ,
როცა შენ ჩემს ლექსებს კითხულობ, მე მათ ვხევ,
როცა შენ ტანსაცმელს მიუთოვებ, მე ვჭმუჭნი მას, როცა შენ ინაზები მზის სხივებში, მე ღამეზე ვოცნებობ,
როცა შენ ივარცხნი, მე ვიპარსავ მაშინ,
როცა შენ ნერვიულობ, მე წყნარად ვარ,
როცა შენ წყნარად ხარ, მე ვგიჟდები,
როცა შენ იფურთხები, მე ნერწყვებს ვყლაპავ,
როცა შენ იფხან ტანს, მე ვიბან მაშინ,
როცა შენ სუნამოს იცხებ, მე ქერტლს ვიცვენ,
როცა შენ სახლიდან გადიხარ, მე შემოვდივარ,
როცა შენ მუშაობ, მე ვმუქთახორობ,
როცა შენ ისვენებ, მე ვირჯები,
როცა შენ ხატავ, მე გაქანდაკებ,
როცა შენ ხვრინავ, მე მეცხრე სიზმარს ვნახულობ, როცა შენ იღვიძებ, მე ვემზადები დასაძინებლად,
როცა შენ იბადები, მე ვუკიდებ ცეცხლს სამშობიაროს, როცა შენ ჭიპლარს გაჭრიან, მე ვკლავ გინეკოლოგს, როცა შენ ქადაგებ, მე ვყრუვდები,
როცა შენ იმუხტები, მე ვეშვები,
როცა შენ გიყვარვარ, მე მეზიზღები,
როცა მე მიყვარხარ--შენ მიცდი...
როცა მე, შენ გეუფლები, შენ არ გამირბიხარ...
როცა ჩვენ ერთნი ვართ, სხვები ცალკევდებიან...
როცა ჩვენ ვჩერდებით, სამყარო ჩქარდება...
როცა ჩვენ ვისწრაფვით...
როცა ჩვენ...
როცა...
რო.........
მინანქრებს ედარე
დაყარე ხელები,
დაყარე თითები,
მიიღე მეხები
ვით საღვთო ხიბლები.
დაშალე მეწყრებად,
დაშალე ზვავებად,
აზრების შეძლება
რითმების ფანდებად!
მოშანთე ეს გზები
მინანქრებს ედარე...
წვიმებად ბერდები,
ავდრებად, მეტადრე;
დაგცვივდეს ფიფქებად,
დაქცვივდეს ქარვებად,
ის, რაც დაფიქრებად-
არც ღირდეს, წამებად...
იტევდე კოსმოსთა
ორბიტულ ოზონებს,
თვალებით, ჰომოსთა
ითვლიდე ეონებს...
დაჰკიდე მკლავები,
დაჰკიდე ტერფები,
ფერფლიდან აღდგები
მესიად შედგები!
ინაზე გვირისტით
ნახუნძლი ფითრებით,
დე, სულის მიყიდვით
დაფეთდნენ ნიმფები.
გაიძრე მანტია,
გაიხსენ ჩადრები...
фორტუნა-ლანდია,
თუ არ განათდები!
გ.ბუნდოვანი /როცა ჩვენ.../
როცა შენ კვდები, მე არ ვდარდობ ამას,
როცა შენ იხდი, მე არ მაქვს ერექცია,
როცა შენ პოზიორობ, მე გულგრილი ვარ,
როცა შენ ეწევი, მე ვყლაპავ შენს ამონაბოლქვს,
როცა შენ წევხარ, მე მკვდარი მგონიხარ,
როცა შენ მასტურბირებ, მე არ აგყვები,
როცა შენ ჭამ, მე გული მერევა,
როცა შენ გძინავს, მე ცოცხალი მგონიხარ,
როცა შენ მკოცნი, მე თავს გაცილებ,
როცა შენ სუნთქავ, მე ცხვირს ვიხშობ,
როცა შენ ჩემს ლექსებს კითხულობ, მე მათ ვხევ,
როცა შენ ტანსაცმელს მიუთოვებ, მე ვჭმუჭნი მას, როცა შენ ინაზები მზის სხივებში, მე ღამეზე ვოცნებობ,
როცა შენ ივარცხნი, მე ვიპარსავ მაშინ,
როცა შენ ნერვიულობ, მე წყნარად ვარ,
როცა შენ წყნარად ხარ, მე ვგიჟდები,
როცა შენ იფურთხები, მე ნერწყვებს ვყლაპავ,
როცა შენ იფხან ტანს, მე ვიბან მაშინ,
როცა შენ სუნამოს იცხებ, მე ქერტლს ვიცვენ,
როცა შენ სახლიდან გადიხარ, მე შემოვდივარ,
როცა შენ მუშაობ, მე ვმუქთახორობ,
როცა შენ ისვენებ, მე ვირჯები,
როცა შენ ხატავ, მე გაქანდაკებ,
როცა შენ ხვრინავ, მე მეცხრე სიზმარს ვნახულობ, როცა შენ იღვიძებ, მე ვემზადები დასაძინებლად,
როცა შენ იბადები, მე ვუკიდებ ცეცხლს სამშობიაროს, როცა შენ ჭიპლარს გაჭრიან, მე ვკლავ გინეკოლოგს, როცა შენ ქადაგებ, მე ვყრუვდები,
როცა შენ იმუხტები, მე ვეშვები,
როცა შენ გიყვარვარ, მე მეზიზღები,
როცა მე მიყვარხარ--შენ მიცდი...
როცა მე, შენ გეუფლები, შენ არ გამირბიხარ...
როცა ჩვენ ერთნი ვართ, სხვები ცალკევდებიან...
როცა ჩვენ ვჩერდებით, სამყარო ჩქარდება...
როცა ჩვენ ვისწრაფვით...
როცა ჩვენ...
როცა...
რო.........
მინანქრებს ედარე
დაყარე ხელები,
დაყარე თითები,
მიიღე მეხები
ვით საღვთო ხიბლები.
დაშალე მეწყრებად,
დაშალე ზვავებად,
აზრების შეძლება
რითმების ფანდებად!
მოშანთე ეს გზები
მინანქრებს ედარე...
წვიმებად ბერდები,
ავდრებად, მეტადრე;
დაგცვივდეს ფიფქებად,
დაქცვივდეს ქარვებად,
ის, რაც დაფიქრებად-
არც ღირდეს, წამებად...
იტევდე კოსმოსთა
ორბიტულ ოზონებს,
თვალებით, ჰომოსთა
ითვლიდე ეონებს...
დაჰკიდე მკლავები,
დაჰკიდე ტერფები,
ფერფლიდან აღდგები
მესიად შედგები!
ინაზე გვირისტით
ნახუნძლი ფითრებით,
დე, სულის მიყიდვით
დაფეთდნენ ნიმფები.
გაიძრე მანტია,
გაიხსენ ჩადრები...
фორტუნა-ლანდია,
თუ არ განათდები!
არც არაფერი...
განსაკუთრებული არაფერი----მხოლოდ სიტყვები,
ხმალშემართული და ალისფერი...
განსაცვიფრებელიც არაფერი---მხოლოდ ფრაზები...
მეწამული და მრღვევი!
შემაშფოთებელი არაფერი---მხოლოდ საქციელი,
ვერმოქცევადი ვერცერთ ფარგლებში...
შემაძრწუნებელიც არაფერი---მხოლოდ იერი,
მგლის, საშოვარზე გამოსულის,
ღამით!..
დამაფიქრებელი არაფერი---მხოლოდ აზრები,
არეული, უწესრიგო, უტოპიური...
გადამეტებულიც არაფერი---მხოლოდ ქმედება,
ბარიკადების ჯვრებზე გართხმული--შემოქმედება!..
შემაყოვნებელი არაფერი---მხოლოდ განზრახვა,
თვითგანმწირავი, ჯიუტი და უკომპრომისო...
შესაგუებელიც არაფერი--მხოლოდ პრინციპი,
შეუქცევადი, ერთად-ერთი, თავისთავადი!
გასანადგურებელი არაფერი---მხოლოდ სიცოცხლე,
ყორნის ან კრავის, ანდა ქვემძრომის...
შესაცვლელიც არაფერი---მხოლოდ ფაქტორი--
--ბრძოლის, თავისუფლების და სინდისის!
სულის სინდისის...
შესაქმნელი არაფერი---მხოლოდ ლექსები,
ფარად, რომ სხვისთვის მოსარგები გახდნენ, ნიადაგ...
დასაწერიც არაფერი---აღსარებები,
სტატუსი შენი, ხელოვანის, მონანიებით!...
უძვირფასესი არაფერი---მხოლოდ რომ ზოგჯერ
თვითამოძირკვით შეყვარება სუფთა ჰაერის...
უღაღადესიც არაფერი---მხოლოდ ლოცვები,
მიახლოვება შემომქმედთან, არსით, მანერით!!!
დამტოვეთ ყველამ, მე რადგანაც ვუარყოფ იმას,
რაც რომ სამყარომ დამანათლა, რითმებად, თვისად...
დამკარგეთ ყველამ, მომიტევეთ, რომ სასიკვდილო--
ასი ათასი, უთვალავი ცოდვები მიმაქვს...
შერწყმა
დაალაგე შენი ნივთები, ისე,
რომ ლაბირინთს გავდეს ეგ საგნობრივი კაკაфონია...
დაყარე შენი ალმასის თმები ისე,
რომ უსაშველოდ გრძელი გზები, ბრილიანტის
წვიმამ დაფაროს...
დალაშქრე შენით, ეს გარემო, ისე,
რომ სხვა გაგიჟებისთვის ადგილი აღარ დამრჩეს..
დაასველე ღაწვებით სამყარო, ისე,
რომ ეს სისველე--ოკეანედ გადავაქციო...
დამღალე გრძნობებით, ისე,
რომ სულ დავიხარჯო, ერთ ჯერზე, შენთვის...
მიმოაბნიე თვალების ნაპერწკლები, ირგვლივ, ისე,
რომ ამ ნაპერწკლებიდან მსოფლიო ხანძარმა იფეთქოს!..
მიერთგულე ნიადაგ, ისე,
რომ ამ ერთგულებას ბადალი არ ჰყავდეს...
მიმისაკუთრე დაუკითხავად ისე,
რომ არავიში გაგცვალო, რადგანაც კაცი მქვია...
მიანდერძე შენი სული, ისე,
რომ ანდერძში ვერავინ შემომეცილოს...
---მე კი მოგართმევ, ვერცხლის ლანგრით
ჩემს ფერმკრთალ სიყვარულს, რათა შენ,
იგი უსასრულობად გადააქციო.....
დააფრქვიე სუნთქვა ხელებზე და ისე გამომიწოდე,
რომ გაზაფხული ნაადრევად დამიდგეს,
მჭირდები, რადგან!..
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment