Tuesday, April 1, 2008

უმბერტო ეკო


De Bibliotheca


სიტყ­ვა, წარ­მოთ­ქ­მუ­ლი მი­ლა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის 25 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნავ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 1981 წლის 10 მარტს.



(ნაწილი I)



მი­მაჩ­ნია, რომ ამ სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ად­გი­ლას მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და წიგ­ნის კითხ­ვით და­მეწყო, რო­გორც ეს რე­ლი­გი­უ­რი წე­სის აღს­რუ­ლე­ბი­სას არ­ის მი­ღე­ბუ­ლი. არა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად, რად­გა­ნაც წმი­და წიგ­ნის კითხ­ვი­სას ყვე­ლამ იც­ის მი­სი ში­ნა­არ­სი, არ­ა­მედ ლი­ტა­ნი­ის გა­სა­მარ­თა­ვად და სულ­თა კე­თი­ლი გან­წყო­ბი­სათ­ვის. ამ­რი­გად:

"ქვეყ­ნი­ე­რე­ბა (რო­მელ­საც სხვა ვინ­მე ბიბ­ლი­ო­თე­კას და­არ­ქ­მევ­და) შედ­გე­ბა ექვ­ს­კუთხა გა­ლე­რე­ე­ბის გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რე­ლი ან სუ­ლაც უს­ას­რუ­ლო რიცხ­ვი­სა­გან, რომ­ლებ­საც შუ­ა­გულ­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი აქვს და­ბა­ლი მო­ა­ჯი­რით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი ფარ­თო სა­ვენ­ტი­ლა­ციო ჭე­ბი. ყო­ვე­ლი ექვ­ს­კუთხე­დი­დან მო­ჩანს ზე­და და ქვე­და სარ­თუ­ლე­ბის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რი­გი. გა­ლე­რე­ებ­ში საგ­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა უცვ­ლე­ლია. ოც­და­ხუ­თი ფარ­თო თა­რო - ხუთ-ხუ­თი თი­თო­ე­ულ კე­დელ­ზე - ყვე­ლა კე­დელს ფა­რავს ერ­თის გა­მოკ­ლე­ბით; მა­თი სი­მაღ­ლე, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი სარ­თუ­ლის სი­მაღ­ლის ტო­ლია, დი­დად არ ჭარ­ბობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის სი­მაღ­ლეს. თა­ვი­სუ­ფა­ლი კე­დე­ლი ვიწ­რო დე­რე­ფან­ში გა­დის, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, სხვა გა­ლე­რე­ა­ში მივ­ყა­ვართ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­სა და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის იდ­ენ­ტუ­რია. დე­რეფ­ნის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს ორი მცი­რე ოთ­ა­ხია. ერ­თი ზე­ზე­უ­რად ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა; მე­ო­რე კი - ბუ­ნებ­რი­ვი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად არ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. აქ­ვე გა­დის სპი­რა­ლუ­რი კი­ბე, რო­მე­ლიც უს­ას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა აღ­მაც და დაღ­მაც. დე­რე­ფან­ში ან­ა­რეკ­ლ­თა ზუს­ტად გად­მომ­ცე­მი სარ­კე დგას [...] ყო­ვე­ლი ექვ­ს­კუთხე­დის ყო­ველ კე­დელს ხუ­თი თა­რო შე­ე­სა­ბა­მე­ბა; ყო­ველ თა­რო­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია ერ­თი და იმ­ა­ვე ფორ­მა­ტის ოც­და­თორ­მე­ტი წიგ­ნი; ყო­ველ წიგ­ნ­ში ოთ­ხას ათი გვერ­დია; ყო­ველ გვერ­დ­ზე - ორ­მო­ცი პწკა­რი, ორ­მო­ცი შა­ვი ფე­რის ას­ო­ნიშ­ნი­სა­გან შემ­დ­გა­რი. ას­ო­ე­ბი ყო­ვე­ლი წიგ­ნის ყყდა­საც აწ­ე­რია, მაგ­რამ ის­ი­ნი სუ­ლაც არ მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ და არც გვახ­ვედ­რე­ბენ გვერ­დებ­ზე და­წე­რი­ლის ში­ნა­არსს. ვი­ცი, რომ ეს შე­უ­სა­ბა­მო­ბა ერთ დროს იდ­უ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლად მი­აჩ­ნ­დათ. [...] ხუ­თა­სი წლის წი­ნათ ერთ-ერ­თი ექვ­ს­კუთხე­დის ზე­დამ­ხედ­ველ­მა მი­აკ­ვ­ლია წიგნს, რო­მე­ლიც ის­ე­თი­ვე არ­ე­უ­ლი იყო, რო­გორც სხვე­ბი, მაგ­რამ მას­ში ორ­ი­ო­დე გვერ­დი მო­ი­პო­ვე­ბო­და ერთ­გ­ვა­რი და ალ­ბათ წა­სა­კითხად ვარ­გი­სი დამ­წერ­ლო­ბით შევ­სე­ბუ­ლი. მან ეს ნა­პოვ­ნი მო­ხე­ტი­ა­ლე გან­მ­მარ­ტე­ბელს აჩ­ვე­ნა, რო­მელ­მაც თქვა, რომ ნა­წე­რი პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი იყო. სხვებ­მა უთხ­რეს, რომ ის ორი გვერ­დი იდ­იშ­ზე იყო და­წე­რი­ლი. თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოკ­ვ­ლე­ვის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ საქ­მე ჰქონ­დათ გუ­ა­რა­ნის ენ­ის სა­მო­ე­დურ-ლიტ­ვურ დი­ა­ლექ­ტ­თან, რო­მელ­საც კლა­სი­კუ­რი არ­ა­ბუ­ლის ოდ­ნა­ვი გავ­ლე­ნა ეტ­ყო­ბო­და. გა­არ­კ­ვი­ეს ში­ნა­არ­სიც: ტექ­ს­ტი ეხ­ე­ბო­და კომ­ბი­ნა­ტო­რუ­ლი ან­ა­ლი­ზის ცნე­ბა­თა გად­მო­ცე­მას შე­მო­უ­საზ­ღ­ვ­რა­ვი გა­და­ნაც­ვ­ლე­ბე­ბი­სა და გა­მე­ო­რე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ მა­გა­ლი­თებ­მა მი­იყ­ვა­ნეს ერ­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის კა­ნო­ნის აღ­მო­ჩე­ნამ­დე. [...] უკ­ე­თურ­ნი ამტ­კი­ცე­ბენ, რომ უაზ­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, საზ­რი­სი კი (ის­ე­ვე რო­გორც მდა­ბა­ლი და უბ­რა­ლო შე­სა­ბა­მი­სო­ბა) - თით­ქ­მის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სია. ლა­პა­რა­კო­ბენ (და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი) "ცი­ებ-ცხე­ლე­ბით შეპყ­რო­ბილ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე, რომ­ლის შემ­თხ­ვე­ვით ტო­მებს მუდ­მი­ვად ემ­უქ­რე­ბა გა­დას­ხ­ვა­ფე­რე­ბა, რად­გან ის­ი­ნი ყვე­ლა­ფერს ამტ­კი­ცე­ბენ, უარ­ყო­ფენ და ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ე­ვენ რო­გორც ჭკუ­ა­და­კარ­გუ­ლი ღვთა­ე­ბა". ეს სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ამ­ხე­ლენ უწ­ეს­რი­გო­ბას, არ­ა­მედ ცხად­ყო­ფენ მას, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მოწ­მო­ბაა მა­თი წარ­მომ­თ­ქ­მე­ლის უდ­აბ­ლე­სი გე­მოვ­ნე­ბი­სა და გან­წი­რუ­ლი უმ­ეც­რე­ბი­სა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა მხო­ლოდ აბ­სო­ლუ­ტურ უაზ­რო­ბას კი არ შე­ი­ცავს, არ­ა­მედ ყვე­ლა ვერ­ბა­ლურ სტრუქ­ტუ­რას, ყვე­ლა იმ კომ­ბი­ნა­ცი­ას, რო­მე­ლიც ოც­და­ხუ­თი ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი სიმ­ბო­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღე­ბა. [...] ლა­პა­რა­კი ტავ­ტო­ლო­გი­ა­ში ჩა­ვარ­დ­ნას ნიშ­ნავს. ეს უს­არ­გებ­ლო და სიტყ­ვამ­რა­ვა­ლი ნა­წე­რი უკ­ვე არ­სე­ბობს ერთ-ერთ ტომ­ში იმ ოც­და­ა­თის­გან, ურ­იცხ­ვი ექვ­ს­კუთხე­დე­ბის ხუ­თი თა­რო­დან ერთ რო­მე­ლი­ღა­ცა­ზე ის­ე­ვე, რო­გორც მი­სი უარ­ყო­ფა. (შე­საძ­ლე­ბელ ენ­ა­თა n რა­ო­დე­ნო­ბა ერთ­სა და იმ­ა­ვე ლექ­სი­კონს იყ­ე­ნებს; ზო­გი­ერთ მათ­გან­ში სიმ­ბო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­ნი­მარ­ტე­ბა რო­გორც ექვ­ს­კუთხა გა­ლე­რე­ე­ბის მყა­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი და მა­რა­დი­უ­ლი სის­ტე­მა, მაგ­რამ აქ ბიბ­ლი­ო­თე­კა ნიშ­ნავს პურს, ან პი­რა­მი­დას და კი­დევ სხვა რა­მეს ნიშ­ნავს მი­სი გან­მ­მარ­ტე­ბე­ლი შვი­დი სიტყ­ვა. შენ, მკითხ­ვე­ლო, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ჩე­მი ენა გეს­მის?" ამ­ინ!

ეს ფრაგ­მენ­ტი, რო­გორც ყვე­ლას მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერ­თი თა­ვია "ბა­ბი­ლო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან" და ეკ­უთ­ვ­ნის ხორ­ხე ლუ­ის ბორ­ხესს. მე გე­კითხე­ბით: ნუ­თუ ამ დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ ბიბ­ლი­ო­თე­კა­თა აქ­ტი­ურ მომ­ხ­მა­რებ­ლებს, ბიბ­ლი­ო­თე­კა­თა დი­რექ­ტო­რებს, მუ­შა­კებს ამ სტრი­ქო­ნე­ბის ხე­ლახ­ლა გა­გო­ნე­ბი­სას და მათ­ზე ფიქ­რი­სას არ გახ­სე­ნე­ბი­ათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გრძელ დე­რეფ­ნებ­სა და სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზებ­ში ყოფ­ნი­სა, სიყ­მაწ­ვი­ლე­ში, ან მო­წი­ფულ ას­აკ­ში რომ მი­უ­ღი­ათ? მარ­თ­ლაც სა­კითხა­ვია: ნუ­თუ ბა­ბი­ლო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­ე­რე­ბის ხა­ტად და მსგავ­სად არ­ის შექ­მ­ნი­ლი, ამ­ა­ვე დროს ვერ იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე შე­საძ­ლე­ბე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხა­ტი და მსგავ­სი? ნუ­თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია დავ­გეგ­მოთ არ­სე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის აწმ­ყო და მო­მა­ვა­ლი, წმინ­და ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­დე­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნით? ვფიქ­რობ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან ერთ სა­ვარ­ჯი­შოს, რო­მე­ლიც მო­ვი­გო­ნე იმ­ის ას­ახ­ს­ნე­ლად, თუ რო­გორ მუ­შა­ობს კო­დი: საქ­მე ეხ­ე­ბა წიგ­ნე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ოთ­ხი თან­რი­გი­სა­გან შემ­დ­გარ ძა­ლი­ან მარ­ტივ კოდს. პირ­ვე­ლი თან­რი­გი აღ­ნიშ­ნავს დარ­ბაზს, მე­ო­რე - კე­დელს, მე­სა­მე - კედ­ლის თა­როს და მე­ოთხე კი - წიგ­ნის გა­ლა­გე­ბას თა­რო­ზე. ამ­ის გა­მო აღ­ნიშ­ვ­ნა 3486 ნიშ­ნავს მე­სა­მე დარ­ბაზს, მე­ოთხე კე­დელს მარ­ცხ­ნი­დან, მერ­ვე თა­რო­სა და მე­ექ­ვ­სე ად­გილს თა­რო­ზე. შემ­დეგ შევ­ნიშ­ნე, რომ ამ ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­შე­ბის მო­გო­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, შეგ­ვიძ­ლია დავ­წე­როთ 33335.33335.33335.33335. ამგ­ვა­რად გა­მოვ­სა­ხავთ ბიბ­ლი­ო­თე­კას, რო­მელ­შიც დარ­ბა­ზე­ბის უზ­არ­მა­ზა­რი რიცხ­ვია, ყო­ველ დარ­ბაზს მრა­ვალ­კუთხა ფორ­მა აქვს და მა­თი ერ­თობ­ლი­ო­ბა ფუტ­კ­რის თვა­ლის მსგავს სტრუქ­ტუ­რას ქმნის. დარ­ბა­ზე­ბი ძა­ლი­ან დი­დია და თუ იმ სივ­რ­ცე­ში სიმ­ძი­მის ძა­ლა არ იმ­ოქ­მე­დებს, თა­რო­ე­ბი ჭერ­ზეც გან­ლაგ­დე­ბა. სა­ო­ცა­რი რა­ო­დე­ნო­ბის (33000-ზე მე­ტი) კედ­ლე­ბი­სა­გან თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან ვრცე­ლი უნ­და იყ­ოს, რომ 33000-ზე მე­ტი თა­რო და­ი­ტი­ოს, ყო­ვე­ლი თა­რო კი - მე­ტად გრძე­ლი, რა­თა მას­ზე 33000-ზე მე­ტი წიგ­ნი მო­თავ­ს­დეს.

ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ მხო­ლოდ ფან­ტა­ზი­ის სფე­როს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა? ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ში­ნაო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სათ­ვის ვარ­გი­სი კო­დე­ბიც იძ­ლე­ვა ამგ­ვა­რი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი­სა და მრა­ვალ­კუთხა ბიბ­ლი­ო­თე­კის წარ­მოდ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს შე­სა­ვა­ლი იმ­ი­ტომ წა­ვუმ­ძღ­ვა­რე ჩემს მოხ­სე­ნე­ბას, რომ მი­ღე­ბუ­ლი მიწ­ვე­ვით და­ვა­ლე­ბულ­მა ვი­ფიქ­რე, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მეთ­ქ­ვა ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­სა­ხებ, გა­დავ­წყ­ვი­ტე და­მედ­გი­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კის გარ­კ­ვე­უ­ლი და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. მცი­რე ინს­პექ­ცი­ით და­ვი­ა­რე ჩემ­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ღა­მის სა­ა­თებ­შიც ღიაა: აშ­ურ­ბა­ნი­პა­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა ნი­ნე­ვი­ა­ში, პო­ლიკ­რა­ტე სა­მო­სე­ლის, პი­სის­ტ­რა­ტე ათ­ე­ნე­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, მე­რე კი­დევ ალ­ექ­სან­დ­რი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე III სა­უ­კუ­ნე­ში 400 000 ტომს ითვ­ლი­და, ხო­ლო I სა­უ­კუ­ნე­ში - 700 000, და ბო­ლოს პერ­გა­მო­სა და ავ­გუს­ტუ­სის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი (კონ­ს­ტან­ტი­ნე დი­დის დროს რომ­ში 28 ბიბ­ლი­ო­თე­კა იყო). გარ­და ამ­ი­სა საკ­მაო ახ­ლობ­ლო­ბა მა­კავ­ში­რებს ზო­გი­ერთ ბე­ნე­დექ­ტი­ნურ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან. ასე რომ, და­ვიწყე იმ­ის კვლე­ვა, თუ რა ფუნ­ქ­ცია უნ­და ჰქონ­დეს ბიბ­ლი­ო­თე­კას. ალ­ბათ, ას­ურ­ბა­ნი­პა­ლი­სა და პო­ლიკ­რა­ტეს დროს ეს ფუნ­ქ­ცია შეგ­რო­ვე­ბა იყო, რა­თა უმ­ეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ გრაგ­ნი­ლე­ბი. შემ­დეგ ამ­ას გან­ძე­უ­ლის და­უნ­ჯე­ბის ფუნ­ქ­ცი­აც და­ე­მა­ტა, რად­გან გრაგ­ნი­ლე­ბი ძვი­რი იყო. კი­დევ უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბე­ნე­დექ­ტი­ნელ­თა ხა­ნა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კის ფუნ­ქ­ცი­ა­ში ტექ­ს­ტე­ბის გა­და­წე­რაც შე­დი­ო­და: ბიბ­ლი­ო­თე­კა თით­ქ­მის გარ­და­მა­ვალ ზო­ნად იქ­ცა - წიგ­ნი შე­მო­დი­ო­და, გა­და­ი­წე­რე­ბო­და და შემ­დეგ ორ­ი­გი­ნა­ლი ან ას­ლი ის­ევ გა­დი­ო­და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან. ვფიქ­რობ, რომ უკ­ვე ავ­გუს­ტუ­სის ან კონ­ს­ტან­ტი­ნეს ეპ­ო­ქა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის ფუნ­ქ­ცია წიგ­ნის წა­კითხ­ვა იყო, რაც ეთ­ან­ხ­მე­ბო­და იუნ­ეს­კოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ას ჩემს მი­ერ დღეს მი­ღე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი ირწ­მუ­ნე­ბა, აც­ხა­დებს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კის ერთ-ერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წიგ­ნის წა­კითხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა შე­უქ­მ­ნას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იქ­მ­ნა ის­ე­თი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბიც, რო­მელ­თა მი­ზა­ნი იყო არა წიგ­ნის წა­კითხ­ვა, არ­ა­მედ მი­სი და­მალ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამგ­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი წიგ­ნის ხე­ლახ­ლა აღ­მო­ჩე­ნის წყა­როც იყო. ჩვენ სულ მუ­დამ გვან­ც­ვიფ­რებს XV სა­უ­კუ­ნის ჰუ­მა­ნის­ტ­თა იღბ­ლი­ა­ნო­ბა და­კარ­გულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­მო­ჩე­ნის საქ­მე­ში. სად პო­უ­ლობ­დ­ნენ? რა თქმა უნ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც გა­და­წე­რის პრო­ცე­სი ნა­წი­ლობ­რივ ხელ­ნა­წერ­თა და­სა­ფა­რა­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ამ­ას­თან ერ­თად ხელ­ნა­წერ­თა აღ­მო­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­საც ქმნი­და.

რად­გა­ნაც ჩვენ ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­ზან­თა სიმ­რავ­ლის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, გა­მო­ვი­მუ­შაო უვ­არ­გი­სი ბიბ­ლი­ო­თე­კის 21 პუნ­ქ­ტი­სა­გან შემ­დ­გა­რი ნე­გა­ტი­უ­რი მო­დე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს მო­დე­ლი გა­მო­გო­ნი­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­კუთხა ბიბ­ლი­ო­თე­კის მსგავ­სად, მაგ­რამ ის­ე­ვე, რო­გორც ყვე­ლა გა­მო­გო­ნი­ლი მო­დე­ლი და კა­რი­კა­ტუ­რა, რო­მე­ლიც იბ­ა­დე­ბა გვე­ლის­კუ­დი­ა­ნი ად­ა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე ცხე­ნის თა­ვის და­მა­ტე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ყო­ველ ჩვენ­განს შე­ეძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოს ამ ნე­გა­ტი­ურ მო­დელ­ში სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ჩვე­ნი და სხვა ქვეყ­ნე­ბის შო­რე­ულ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მი­ღე­ბუ­ლი. კარ­გი უვ­არ­გი­სი ბიბ­ლი­ო­თე­კა (ესე იგი ჩემს მი­ერ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მო­დე­ლის კარ­გი მა­გა­ლი­თი), უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და იყ­ოს ერ­თი­ა­ნი გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი კოშ­მა­რი და ამ თვალ­საზ­რი­სით ბორ­ხე­სის აღ­წე­რა უკ­ვე მშვე­ნი­ე­რია.

1) კა­ტა­ლო­გე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ყო­ფი­ლი უნ­და იყ­ოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლო­გის გან­ცალ­კე­ვე­ბას ჟურ­ნა­ლე­ბის კა­ტა­ლო­გი­სა­გან, ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი კი საგ­ნობ­რი­ვი კა­ტა­ლო­გი­სა­გან უნ­და იყ­ოს გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი. ას­ე­ვე უსხ­ვა­დას­ხ­ვა კა­ტა­ლოგ­ში უნ­და შე­ვი­დეს ახ­ალ­შე­ძე­ნი­ლი და ძვე­ლი წიგ­ნე­ბი. თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­დას­ხ­ვა კა­ტა­ლოგ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ორ­თოგ­რა­ფია უნ­და იყ­ოს: მა­გა­ლი­თად, ძვე­ლად შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლოგ­ში "ჰი­უ­მო­რი" უნ­და ეწ­ე­როს, ახ­ა­ლი წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლოგ­ში კი - "იუმ­ო­რი"; ერთ­გან უნ­და ეწ­ე­როს "ჰერ­ცე­ნი", რო­გორც ამ­ას გვა­რის გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბა კარ­ნა­ხობს, მე­ო­რე­გან კი - "გერ­ცე­ნი", რუ­სუ­ლი ფო­ნე­ტი­კუ­რი ტრან­ს­კ­რიფ­ცი­ის მი­ხედ­ვით.

2) საგ­ნობ­რივ და­ყო­ფას ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი უნ­და წყვეტ­დეს.

3) აღ­ნიშ­ვ­ნე­ბი ძნე­ლი უნ­და იყ­ოს და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი, ისე რომ, ვინც კი ავ­სებს ბა­რათს, არ­ა­სო­დეს ეყ­ოს ად­გი­ლი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი აღ­ნიშ­ვ­ნის შე­სა­ტა­ნად. ამგ­ვა­რად, ბიბ­ლი­ო­თე­კის მუ­შა­კი აუც­ი­ლებ­ლად და­უბ­რუ­ნებს ბა­რათს ხე­ლახ­ლა შე­სავ­სე­ბად.

4) წიგ­ნის მოთხოვ­ნა­სა და მის მი­ღე­ბას შო­რის დრო ძა­ლი­ან ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი უნ­და იყ­ოს.

5) თი­თო­ე­ულ ჯერ­ზე არ უნ­და იქ­ნეს გა­ცე­მუ­ლი ერთ­ზე მე­ტი წიგ­ნი.

6) აკრ­ძა­ლუ­ლი უნ­და იყ­ოს ბიბ­ლი­ო­თე­კის მუ­შა­კის მი­ერ ბა­რა­თის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­ტა­ნა სა­კონ­სულ­ტა­ციო დარ­ბაზ­ში. მკითხ­ვე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მკვეთ­რად უნ­და იყ­ოს გა­მიჯ­ნუ­ლი წიგ­ნის კითხ­ვა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რად­გან მრა­ვა­ლი წიგ­ნის ერთ­დ­რო­უ­ლი კითხ­ვა თვა­ლე­ბის და­ე­ლა­მე­ბას იწ­ვევს.

7) შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნ­და გა­უქ­მ­დეს ქსე­რო­ას­ლე­ბის აპ­ა­რა­ტე­ბი. მა­ში­ნაც თუ ერ­თი მა­ინც არ­სე­ბობს, იგი ძნე­ლად­მი­სად­გო­მი უნ­და გახ­დეს, სა­ფა­სუ­რი კი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მა­ღა­ლი, ას­ლე­ბის და­საშ­ვე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა კი - ორ-სამ გვერ­დამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი.

8) ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი მკითხ­ველს უნ­და მი­იჩ­ნევ­დეს მტრად, დრო­ის მფლან­გ­ვე­ლად (ასე რომ არ იყ­ოს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში კი არ დაჯ­დე­ბო­და, არ­ა­მედ იმ­უ­შა­ვებ­და), პო­ტენ­ცი­ურ ქურ­დად.

9) ბიბ­ლი­ო­თე­კის მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით უნ­და იყ­ოს გა­მორ­ჩე­უ­ლი. აქ მე­ტად ფა­ქიზ გა­რე­მო­ე­ბას ვე­ხე­ბი, მაგ­რამ არ­ა­ვი­თა­რი ირ­ო­ნია არ მა­მოძ­რა­ვებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მა­თაც, ვი­სი უნ­ა­რე­ბი ას­ა­კის, ან ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გა­მო შეზ­ღუ­დუ­ლია. ამ­ა­ვე დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უშ­ვებს, რომ, მა­გა­ლი­თად, მე­ხან­ძ­რე­თა შემ­თხ­ვე­ვა­ში კან­დი­და­ტე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის თა­ნახ­მად იქ­ნან შერ­ჩე­უ­ლი. ამ­ე­რი­კის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბობს ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, სა­დაც უდ­ი­დე­სი ყუ­რად­ღე­ბა სწო­რედ ინ­ვა­ლიდ მომ­ხ­მა­რებ­ლებს ექ­ცე­ვა: დახ­რი­ლი სიბ­რ­ტყე­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი იმგ­ვა­რა­დაა მოწყო­ბი­ლი, რომ და­ნარ­ჩენ­თა ცხოვ­რე­ბას ლა­მის აუტ­ა­ნელს ხდის, რად­გან ჯან­მ­რ­თელ ად­ა­მი­ანს დახ­რილ სიბ­რ­ტყე­ებ­ზე ფე­ხი უს­რი­ა­ლებს.

ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ზო­გი­ერ­თი საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ ფი­ზი­კურ გამ­ძ­ლე­ო­ბას მო­ითხოვს: კი­ბე­ებ­ზე ძრო­მი­ა­ლი, სიმ­ძი­მე­ე­ბის თრე­ვა და ასე შემ­დეგ. ამ­ა­ვე დროს არ­სე­ბობს სხვა საქ­მე­ე­ბიც, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია მი­უ­ხე­და­ვად ას­ა­კის ან ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გა­მო არ­სე­ბუ­ლი შეზ­ღუდ­ვე­ბი­სა. ამ­ი­ტო­მაც გან­ვი­ხი­ლავ ბიბ­ლი­ო­თე­კის პერ­სო­ნალს რო­გორც უფ­რო ახ­ლოს მდგომს მე­ხან­ძ­რე­ებ­თან, ვიდ­რე ბან­კის მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან. რო­გორც შემ­დეგ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, ეს მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

10) სა­კონ­სულ­ტა­ციო დარ­ბაზ­თან მის­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი უნ­და იყ­ოს.

11) წიგ­ნე­ბის სახ­ლ­ში გა­ტა­ნე­ბა უნ­და აიკრ­ძა­ლოს.

12) შე­უძ­ლე­ბე­ლი უნ­და იყ­ოს წიგ­ნე­ბის მი­ღე­ბა სა­ბიბ­ლი­ო­თე­კა­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბით. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვე­ე­ბი უნ­და დას­ჭირ­დეს იმ­ის გა­გე­ბას, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ვი­პო­ვოთ სხვა ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში.

13) ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლის გა­მო წიგ­ნის ქურ­დო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე უნ­და იყ­ოს დაყ­ვა­ნი­ლი.

14) ბიბ­ლი­ო­თე­კის მუ­შა­ო­ბის სა­ა­თე­ბი პროფ­კავ­ში­რებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით სა­ერ­თო სა­მუ­შაო სა­ა­თებს უნ­და და­ემ­თხ­ვეს. ბიბ­ლი­ო­თე­კა აუც­ი­ლებ­ლად უნ­და იკ­ე­ტე­ბო­დეს შა­ბათს, კვი­რას, სა­ღა­მოს და სა­დი­ლის დროს. ბიბ­ლი­ო­თე­კის უდ­ი­დე­სი მტე­რი მო­მუ­შა­ვე სტუ­დენ­ტია, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი კი ის პი­როვ­ნე­ბა, ვი­საც სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს, რო­მელ­საც სი­ცოცხ­ლე­ში სხვა­გან სი­ა­რუ­ლი არ სჭირ­დე­ბა, სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უან­დერ­ძებს თა­ვის წიგ­ნებს.

15) ბიბ­ლი­ო­თე­კის ფარ­გ­ლებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი უნ­და იყ­ოს რა­ი­მეს ჭა­მა. მკითხ­ველ­მა აუც­ი­ლებ­ლად უნ­და ჩა­ა­ბა­როს ყვე­ლა აღ­ე­ბუ­ლი წიგ­ნი, რო­დე­საც ბიბ­ლი­ო­თე­კას ტო­ვებს, ისე რომ წიგ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­წე­რა დას­ჭირ­დეს, რო­ცა ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­სა­ლე­ვად ხუ­თი­ო­დე წუ­თით გა­სუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბა.

16) მკითხ­ველ­მა მე­ო­რე დღეს ვერ უნ­და იპ­ო­ვოს აღ­ე­ბუ­ლი წიგ­ნი.

17) მკითხ­ველ­მა ვერ უნ­და გა­ი­გოს, ვინ აიღო წიგ­ნი, რო­მე­ლიც აკ­ლია.

18) შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, არ­ა­ვი­თა­რი სა­პირ­ფა­რე­შო.

19) იდ­ე­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვა­ში მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ვერ უნ­და შე­ვი­დეს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მაგ­რამ თუ შე­ვი­და, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უნ­და მი­აღ­წი­ოს თა­რო­ე­ბამ­დე.

არ­სე­ბობს კი ამგ­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი? ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს თქვენ მო­გან­დობთ. მე კი იმ­ის მა­გი­ერ, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის უტ­ო­პია და­გი­ხა­ტოთ, რომ­ლის შე­სა­ხებ არც კი ვი­ცი რო­გორ და რამ­დე­ნად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია იგი, ორი რე­ა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის მა­გა­ლითს მო­გიყ­ვე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარს, და სა­დაც შეს­ვ­ლას ვცდი­ლობ, რო­ცა შე­სა­ბა­მის ქა­ლაქს ვეს­ტუმ­რე­ბი ხოლ­მე. ამ­ით სუ­ლაც არ მსურს ვთქვა, რომ ქვეყ­ნად მათ­ზე უკ­ე­თე­სი არა მო­ი­პო­ვე­ბა რა. ეს ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბია იელ­ის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის სტერ­ლინგ ლა­იბ­რა­რი და ტო­რონ­ტოს უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის ახ­ა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა.



© “არილი”


No comments: