“დედამიწა სამოთხე კი არ არის, სამოთხიდან გაძევების ადგილია”. ეს ზაზამ თქვა, კაცმა, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობდა და წერდა ცოდვასა და დანაშაულზე, ხეტიალსა და მარტოობაზე, დაკარგვაზე, მიზანს აცდენებზე, შეცდომებზე. განუწყვეტლივ უტრიალებდა ყველაზე არსებითს - ანუ არსებობას, და უფრო მეტად კი არარსებობაზე ფიქრი ტანჯავდა. მის ბლოკნოტებს, ჩანაწერებსა და ფრაგმენტებს რო თვალი გადაავლოთ, ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ამ ზმნას, არსებობას. ზაზა ახსენებს არარსებობასთან ნაზიარებ არსებობასაც, მისით ნაშობ ნიჰილიზმზეც საუბრობს (ხანდახან პარმენიდესაც კი ახსენებს). ცხადია ეს არარსებობის ნიჰილიზმი სიკვდილთან მიდის, სიკვდილზე კი ბევრს ფიქრობდა ზაზა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ერიდებოდა მასზე საუბარს. მახსოვს როგორ გაბრაზდა, როცა წლების წინ, ერთმა პოეტმა მის გარდაცვალებაზე ჩამოაგდო სიტყვა. არასდროს დამავიწყდება მისი ძრწოლითა და რისხვით სავსე თვალები. ის პოეტი კინაღამ სახლიდან გააგდო.
ზაზა სიკვდილზე იშვიათად ლაპარაკობდა, მაგრამ მის სიტყვებში ყოველთვის ჩანდა თავგანწირვა. თავგანწირული იყო მისი ლექსი, ეს იყო სასოწარკვეთილი ჯამბაზის სიმღერა, რომელიც მხიარულ ლანდებთან ურთიერთობაში არკვევდა თავის არსებას. უკანასკნელი რამდენიმე წელი მთლიანად ამ საქმეს მიუძღვნა და იმქვეყნად ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი ცოდნა გაიყოლა, პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელსაც ზაზა გამუდმებით სვამდა, ფხიზელი თუ მთვრალი, მშვიდი თუ მოუთმენელი, სვამდა ყოველთვის, ყველგან, ლექსში, მოთხრობაში, სალაღობო სტროფებში, პირად საუბრებსა და უსასრულო კამათებში. პასუხების უმცირესი ნაწილი ჩვენც, მის მეგობრებს, ჭირისუფლებსა და მკითხველებსაც გვერგო და ეს არ იყო, როგორც ერთ მის ირონიულ ლექსშია, “ეტრატებში, ასომთავრულით ანუ მრგლოვანით” დაწერილი სიბრძნე, არამედ მარტოობის სახელმძღვანელო, ნახეტიალები და წლების მანძილზე მძიმე ფიქრებით ნატარები წიგნი, სახელწოდებით “მხიარული ლანდები”, ზაზას “ღვთაებრივი კომედია”, 100 გვერდიანი პოემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მალე ბევრს გააოცებს თავისი მდუღარე და შხამიანი სახეებით, მწარე სიმართლითა და შიშისმომგვრელი წინათგრძნობით:
დავსვათ წერტილი, როგორც წერტილი,
როგორც ფირნიში გათხრილ საფლავთან,
როგორც ხე, ფოთლებშემოფლეთილი,
როგორც შეშლილი ნიფხვისამარა,
როგორც შტერი და როგორც სალოსი,
და კვალად - როგორც ცივი სამარე
და დასობილი მუნ კვიპაროსი,
და სასაფლაო საბურთალოსი,
და დასობილი მუნ კვიპაროსი,
და დასობილი მუნ კვიპაროსი...
და კიდევ:
შენ კი ანთებულ ტვინის ამარა
მიჰყვები ბნელეთს, როგორც სალოსი
და თვალწინ გიდგას ცივი სამარე
და სასაფლაო საბურთალოსი.
ზაზა სწორედ საბურთალოს სასაფლაოზე დავკრძალეთ, შარშანდელი, მწარე ნოემბრის დღეებში. ცივ სამარეს მივაბარეთ კაცი, რომელიც თავისი 50 წლის მიუხედავად, ძალიან ახალგაზრდა იყო, მასზე 20 წლით უმცროსებზე უფრო ბიჭურიც, სხარტიც და თავგანწირულიც. ხშირად ეს მოუსვენრობა აწუხებდა კიდეც ზაზას, ალბათ ამიტომაც ჩაიწერა ერთხელ ბლოკნოტში, “ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გაივლის.” სამწუხაროდ, ზაზას ახალგაზრდობა და მისი სიცოცხლე ერთად გაილია, ორივემ ერთად ჩაიქროლეს და სადღაც გაქრნენ.
ზაზა მორწმუნე ადამიანი იყო, მაგრამ სიკვდილს მაინც გაქრობას ეძახდა. ეს გაქრობა შიშის ზარს სცემდა, ერთხელ ისიც კი უთხრა მეუღლეს, მანანას, “ამდენს იმიტომ ვწერ (თავის ჩანაწერებს, ბლოკნოტებს გულისხმობდა), რომ მემგონი გაქრობის მეშინია”-ო. გაქრობის შიში ბოლომდე არ ტოვებდა, გარდაცვალებამდე ორიოდე საათით ადრე ჩაძინებასაც კი ერიდებოდა. ამ დროს ზაზა უკვე ძალიან მძიმედ იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ბევრ რამეზე “აეხილა თვალი” და ის უმძიმესი დაავადება ღმერთის საჩუქრადაც მიიღო.
მანამდე ზაზას ერთი ოცნება გაუჩნდა და ცხოვრების უკანასკნელი სამი დღე ამაზეც ფიქრობდა. ყველაზე მძიმე წუთებში ზაზა ოცნებობდა მცხეთაში სახლზე, პატარა ეზოთი, სადაც “ფოთლებს შორის გამოჩნდება ცა. ჩიტი გადაფრინდება და გადმოფრინდება ტოტიდან ტოტზე. ჩვენთან ივლიან მეგობრები, ეზოში ვენახს გავაშენებ და მე მიწაზე ვიმუშავებ. აღარც პოეზია მინდა. გვეყოლება ნავი და არაგვზე ნავით ვისეირნებთ.”
ზაზა მეოცნებე იყო და ოცნებით წავიდა. ბოლოს, ფიზიკურად დაუძლურებულმა, სულიერი ძალა გვაჩვენა ყველას, იგი მაგალითი იყო და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო სანიმუშო ხდება მისი საქციელი, ყოველი მისი ნაბიჯი, ყველა მისი შეცდომა რაღაცას გვასწავლის. ზაზა აღარაა, მისი რეალური ხმა ჩვენამდე ვეღარ აღწევს, სამაგიეროდ ზაზას სიტყვები გადარჩა, ახლა ისინი გვეტყვიან მის ამბავს: “სიტყვები ზაზა თვარაძეზე”.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:
Post a Comment