მალხაზ ხარბედია
ვაშინგტონის მეგზური კოდების თანხლებით
დაკარგული სიმბოლო
დენ ბრაუნი
The Lost Symbol
by Dan Brown
“და ვინჩის კოდი” 4-5 წლის წინ წავიკითხე, კომპიუტერის ეკრანზე. წიგნი ერთ-ერთ ონლაინ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, უფასოდ და პირატულად. იმ პერიოდშივე გავიგე, რომ დენ ბრაუნს “და ვინჩის კოდამდე” კიდევ ერთი რომანი ჰქონდა დაწერილი, “ანგელოზები და დემონები”. სადღაც წელიწადნახევარში ეს რომანიც ჩავიგდე ხელში, ამჯერად წიგნის მაღაზიიდან ვითხოვე 2-3 სამი დღით და 5-6 დღის მერე უკან დავაბრუნე, ცოტათი შელახული. მოკლედ რომ ვთქვა, ორივე რომანის კითხვისას ძალიან გავერთე, ისე, რომ ამ გართობაში ფულიც არ გადამიხდია.
მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს ბოლო წიგნიც უფასოდ ვიშოვე, “დაკარგულ სიმბოლოს” გამოსვლიდან მეორე დღესვე გადავეყარე რომელიღაც ბლოგზე და მაშინვე ჩამოვტვირთე. არც შევმცდარვარ, რადგან წიგნი მეორე დღესვე გააქრეს ბლოგიდან, თუმცა სულ მალე ტორენტებზეც გამოჩნდა რომანის არამხოლოდ ტექსტი, არამედ, აუდიოც.
“დაკარგულ სიმბოლოს” 6 წელი ელოდნენ თაყვანისმცემლები, ცხელი საკითხავის მოყვარულები, ცნობისმოყვარენი, ადამიანები, ვინაც მხოლოდ ფილმად იცნობდა დენ ბრაუნის ნაწარმოებებს და მტკიცედ გადაეწყვიტათ, ავტორის მორიგი წიგნი ფილმის გამოსვლამდე დაეძლიათ. თუმცა დასაძლევი რომანში არც არაფერია, ეს ხომ საგანცხრომო ლიტერატურაა, რომანი-კვესტი, რომელიც კომპიუტერულ კვესტებზე გაცილებით მეტ სიამოვნებას გვანიჭებს.
აქაც, ისევე როგორც ბრაუნის წინა რომანებში, მოქმედება ელვის სისწრაფით ვითარდება და რაც მთავარია, ძალიან მცირე დროის მანძილზე, სულ რაღაც 12 საათის განმავლობაში. რომანი იმით იწყება, რომ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ჰარვარდელ პროფესორს, რობერტ ლენგდონს მისი მეგობარი, მასონთა ორდენის წევრი, პიტერ სოლომონი ვაშინგტონში იწვევს ლექციის წასაკითხად, თუმცა მსმენელების ნაცვლად კონგრესის სკულპტურათა დარბაზში ვიღაც უცნობი დახვდება, რომელიც თავის თავს მალ’ახს (ძვ. ებრაულად, ანგელოზს ნიშნავს) უწოდებს და რომელსაც ტყვედ ყავს ჩაგდებული პიტერ სოლომონი და მისი მოკვლით იმუქრება, თუკი პროფესორი ლენგდონი 12 საათის განმავლობაში ვერ ახდის ფარდას ერთ საიდუმლოს, რომლის შესახებ მალ’ახს სოლომონმა აუწყა. იქვე, კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ პოულობს ლენგდონი მასონური ნიშნებით მოსვირინგებულ, პიტერ სოლომონის მოჭრილ ხელსაც, რომელიც გუმბათში, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებაზე მიუთითებს, ფრესკაზე “ვაშინგტონის აპოთეოზი”. ლენგდონმა იცის, რომ ეს მინიშნებაა და იწყება მოქმედება, დევნა, რომლის დროსაც პერსონაჟები მთელს ვაშინგტონს შემოირბენენ.
როგორც სხვა რომანებში, ლენგდონს აქაც გამოუჩნდება ქალი “თანაშემწე”, ვინც ყველა მის თავგადასავალში მონაწილეობს და რომელთან თანამშრომლობაც სიყვარულით მთავრდება (ამჯერად, ეს ქალბატონი პიტერ სოლომონის უმცროსი დაა). როგორც “და ვინჩის კოდში” კრიპტექსი, აქაც უძველეს არტეფაქტზეა ბევრი რამ დამოკიდებული, აქაც ჩნდებიან მრისხანე ძალოვანები, ამჯერად CIA ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და მრავალი სხვ.
დენ ბრაუნის საგანმანათლებლო ინტენცია აშკარად ჩანდა წინა რომანებში, როცა მოვლენების უსწრაფეს განვითარებასთან ერთად ავტორი მცირე (ვიკიპედიურ) ექსკურსებსაც სთავაზობდა მკითხველს, უძველესი ცოდნით დაწყებული, რომისა და პარიზის “მეგზურებით” დასრულებული. ასეა “დაკარგულ სიმბოლოშიც”, პერსონაჟები ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობას მოივლიან, კონგრესის ბიბლიოთეკას, ჯორჯ ვაშინგტონის მასონურ მემორიალს, სმიტსონის მუზეუმს, თავისუფლების მოედანს, შეერთებული შტატების ბოტანიკურ ბაღს, ვაშინგტონის საკათედრო ტაძარს და დაძაბულ სიუჟეტს ავტორი აქაც აზავებს სხვადასხვა ინფორმაციით. ოღონდ ერთია, წინა რომანებისგან განსხვავებით, ეს წიგნი აბსოლუტურად ამერიკულია, ანუ ბოდრიარის ენაზე რომ ვთქვათ, მთლიანად სიმულაკრებთანა გვაქვს საქმე, სიმბოლოთა მთელ რიგთან, რომელიც ცნობილმა სიმბოლოლოგმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უნდა ამოიკითხოს. ჩვენი გარემოც ხომ სავსეა უძველესი სიმბოლოებით, საკმარისია კომპიუტერში Word ან Character Map გახსნათ და იქ აურება სიმბოლო აგიჭრელებთ თვალს, უძველესი სიმბოლოები, სავსე მრავალშრიანი შინაარსებით, რომელთა გაშიფვრა შორს წაგვიყვანდა. ლენგდონიც ასე შიფრავს მის თანამედროვე ამერიკას, სადაც მასონური მეხსიერება ყველაფერს მოიცავს, დოლარის “დიზაინიდან” დაწყებული - შენობების არქიტექტურით დამთავრებული.
დენ ბრაუნის რომანებმა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული როლი შეასრულეს XXI საუკუნის დასაწყისის ამერიკისთვის. მილიონობით ამერიკელმა “და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ აღიარა, რომ სკოლის დამთავრებიდან მოყოლებული არც ერთი წიგნი არ წაუკითხავთ. ახლა ასეთებს უკვე მინიმუმ ორი წიგნი აქვთ წაკითხული, მესამეს კი ისინი აუცილებლად, სავალდებულო რეჟიმში წაიკითხავენ, როგორც ყველაზე ამერიკულ ნაწარმოებს. იმედია მოვა დრო, როცა ჩვენთანაც აღიარებს ბევრი, რომ სკოლის ან უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ არაფერი წაუკითხავთ. რომც არ აღიარონ, მაინც მივხვდებით, მთავარია მწერალი გამოჩნდეს, ვინც ჩაითრევს მკითხველს ჩახვეული სიუჟეტით, ცოტა ვიკიპედიითა და პროვოკაციული ქართული თემებით.

პ.ს. წიგნი შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულიდან:
© „ლიბერალი“
10 comments:
მადლობა ლინკისთვის :)
ერთია - ფაილი პასსვორდითაა დაცული და შემთხვევით ხომ არ მოგეპოვებათ? ბმულთან ან არ წერია, ან მე ვერ ვიპოვნე..
ბრაუნს ზემოხსენებული ორის გარდა კიდევ ორი წიგნი აქვს დაწერილი - The ditital fortress და The deception point. ანუ მილიონობით ამერიკელისთვის ახალი ბესტსელლერი უკვე მეხუთე იქნება.. ხუთი წიგნი არც ისე ცოტაა. ბარე ორს ვიცნობ აქვე ახლოს, უკიდეგანოდ განათლებულ და წიგნიერ თბილისში, ასეთი მიღწევებით რომ ვერ დაიტრაბახებს...
არანაირი პასვორდი ფაილს არა აქვს.
გადმოწერილი pdf ფაილის გახსნისას ვარდება dialog box ტექსტით: This document is password protected. In order to view this document, please, enter the correct password.
daarqivebuls rom gaxsniT da pdf fails aWerT maSin? ai axlac, ukve mesamejer gadmovwere da Cveulebrivad gaxsna.
მეც სამჯერ გადმოვწერე დღეს, თან სხვადასხვა კომპიუტერში. (გუშინ - ასევე სამჯერ. რარ. არქივს თავისუფლად იწერს და ხსნის. აი გახსნილ საქაღალდეში პდფ ფაილს რომ მივაწკაპუნებ, ბოდიშიო...
მისტიკა....
masonebis xeli urevia mag saqmeSi, Tqveni meili momcereT da gadmogigzavniT :)
აშკარად მასონების ან ილუმინატების ოინებია :)
uchikore@gmail.com
უღრმესი მადლობა და დიდი ბოდიში შეწუხებისთვის :)
piriqiT, didi madloba Tqven, rom blogis aqtiuri momxmarebeli xarT :)
მადლობა მაილისთვის :)
ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია, ასეთი ბლოგის მომხმარებელი რომ არ იყოს ლიტერატურის მოყვარული ადამიანი.. ფანტასტიური რესურსია, ინფორმატიული და ძალიან საინტერესო.
ასე რომ, მადლობა თქვენ :)
Post a Comment