Tuesday, January 12, 2010

თამ­რი ფხა­კა­ძე - მო­ლო­დი­ნი


სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო­დან "ზო­ნის" N108 პა­ტი­მარს ხვე­ლე­ბა და­აწყე­ბი­ნა, ჩა­მოდ­ნა, თვა­ლე­ბი ამ­ო­უ­ღამ­და. ფიქ­რ­თა მდი­ნა­რე­ბაც შე­ეც­ვა­ლა. ად­რე სულ აქ­ე­დან გას­ვ­ლის შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და... ახ­ლა მო­გო­ნე­ბებ­ში ჩა­ი­ძი­რა. აქ მოს­ვ­ლამ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე უფ­რო ეფ­იქ­რე­ბო­და...
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და...
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და...
ხრი­ო­კი, მო­რუ­ხო-მოყ­ვი­თა­ლო მთე­ბი მის ავ­ად­მ­ყო­ფუ­რად მო­დუ­ნე­ბულ მზე­რას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნავ­ლე­ბულ წყურ­ვილს ურწყუ­ლებ­დ­ნენ.
რომ ახ­ვე­ლებ­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­და თით­ქოს ეს ბე­ბე­რი მთე­ბი ექ­ოს გა­მოს­ცემ­დ­ნენ და თით­ქოს... თით­ქოს ის­ი­ნიც, მა­სა­ვით მო­რუ­ხო-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­სა­ნი, მა­სა­ვით ახ­ვე­ლებ­დ­ნენ და მა­სა­ვით წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში იძ­ი­რე­ბოდ­ნენ...
რო­ცა ღო­ნი­ე­რი, სი­ლი­ა­ნი ქა­რი მთე­ბის ნაპ­რა­ლებ­ში და­გუ­გუ­ნობ­და, N108-ს უც­ნა­უ­რი, ვე­ლუ­რი ფო­რი­ა­ქი იპყ­რობ­და... ქა­რის აწყ­ვე­ტი­ლო­ბა გა­და­ე­დე­ბო­და და იწ­ყე­ბო­და ფიქ­რ­თა დამ­ღ­ლე­ლი, თან ლა­ღი თა­რე­ში გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში. იქ, სა­დაც ხან იებ­ის, ხან არ­ყის, ხან პუ­რის, ხან დენ­თის, ხან სის­ხ­ლის და ხან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის თმის სურ­ნე­ლი იდ­გა...
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და.
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და.
იტ­ან­ჯე­ბო­და. მე­რე თა­ვის ტან­ჯ­ვას ახს­ნა მო­უ­ნა­ხა.
ეს არ­ა­ქა­თის­გა­მომ­ც­ლე­ლი ხვე­ლა N108-მ ცი­ხის კედ­ლებ­ზე ბევ­რად უფ­რო ზე­ვი­თა სას­ჯე­ლად მი­ი­ღო და თა­ვი ლა­მის რჩე­უ­ლა­დაც ჩათ­ვა­ლა...
ეს ხვე­ლა მი­სი ტყვე სი­ცოცხ­ლის, თით­ქ­მის, სი­ა­მა­ყედ იქ­ცა. იმ­ი­ტომ რომ, თით­ქოს, აი ეხ­ლა კი, ნაღდს იხ­დი­და. ნაღდ სას­ჯელს. და ვინ იც­ის, რო­დემ­დე...
ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს ექ­ი­მებ­მა გა­სინ­ჯეს და იქ­ვე, ორ­შა­რის გა­დაღ­მა "ტუბ.ზო­ნა­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს.
იქ ყვე­ლა ახ­ვე­ლებ­და. ხვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.
N108-ემ თა­ვი ახ­ლა უბ­რა­ლოდ, სნე­უ­ლად იგრ­ძ­ნო. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ად­მ­ყო­ფად. და უდრ­ტ­ვინ­ვე­ლო­ბაც სად­ღაც გაქ­რა...
გი­ჟურ­მა ამ­ბოხ­მა აიტ­ა­ნა. მო­უნ­და სი­ცოცხ­ლე, მო­უნ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მო­უნ­და ამ ხვე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა... გი­ჟუ­რად... გი­ჟუ­რად მო­უნ­და!
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და...
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და...
"ჯერ ახ­ალ­გაზ­რ­და კა­ცი ვარ... გა­ნა მორ­ჩა ცხოვ­რე­ბა! რათ მორ­ჩა! ალ­მა­სი­ვით ბი­ჭი მეზ­რ­დე­ბა... ან­გე­ლო­ზი­ვით ცო­ლი მიც­დის გუ­ლის­ფან­ც­ქა­ლით წე­ლი­წა­დი­ცა და! წე­ლი­წა­დი რა­ღაა...
დე­და­ჩე­მია უფ­რო ცო­დო... ხან­შია. ისა ეხ­ლა, უნ­და დას­ვა და სი­ბე­რის დღე­ე­ბი სიტ­კ­ბო­ში გა­ა­ლე­ი­ნო...
გა­ვი­დე...
ეს­ე­ნი ხო და, - ნო­და­რა მე­ნატ­რე­ბა. რო აღ­არ გა­იძ­ლე­ბა!
რაც ეგ ჩე­მი ცო­ლის­ძ­მაა, უძ­მო­ბა აღ­არ გა­მი­გია... ბა­რე ბევ­რი ძმა ვერ გა­წევს ეგ­ეთ ძმო­ბა­სა...
აბა, გა­ი­ო­ზას ბი­ჭებ­სა ძმე­ბი ჰქვი­ათ? და­ჭა­მეს ლა­მი­საა ერთ­მა­ნე­თი მტკა­ვე­ლა მი­წის­თ­ვი­ნა...
ან რამ­დე­ნიც გინ­და, კა­ცო!
ან­ი­კოს მაზ­ლიშ­ვი­ლებ­სა... ბად­რია და ბა­დუ­რა რო არ­ი­ან, ძმე­ბი ჰქვი­ათ მა­გა­თა? სად რა­სა ყბე­დო­ბენ ერთ­მა­ნეთ­ზე, სად რა­სა ჩმა­ხა­ვენ..." აუტყ­დე­ბა ხვე­ლა... უს­აშ­ვე­ლო...

"შე­ჭა­მა გუ­ლი... გუ­ლი შე­ჭა­მა ამ ხვე­ლე­ბა­მა! მა­რა არ შე­ვეჭ­მე­ი­ნე­ბი! დე­დას ვუ­ტი­რებ.
გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა...
ნო­და­რა­ზე არა ვფიქ­რობ­დი? ნო­და­რა­ზე ვფიქ­რობ­დი, ჰო...
აი, ხო მიყ­ვარს ჩე­მი ლა­ლი არაა, და იმ­ის ძმო­ბი­თა კი­დე, ათ­მა­გათ მიყ­ვარს.
ეხ­ლა რო, ნო­და­რა ჩემ აეს­ეთ ხვე­ლე­ბას შეს­წ­რე­ბო­და არაა, ლა­მის თა­ვის ჯი­გარს ამ­ო­ი­ღებ­და და მე ჩა­მიდ­გამ­და, ის­ე­თია. ის­ე­თი გუ­ლი­საა...
რო აქ წა­მო­მიყ­ვა­ნეს და, აეგ­რე და­მარ­ტყა ხე­ლი ბეჭ­ზე და რო­გო­რა თქვა? ძმაოო, მე შე­ნი მსა­ჯუ­ლი არა ვარ. ჩემ­თ­ვინ, რა ძმაც იყ­ა­ვი, ის ძმა დარ­ჩე­ბი ციმ­ბირს იქ­ი­თაც რო გა­გიშ­ვა­ნო. შე­ნი ოჯ­ა­ხო­ბის დარ­დი არა გქონ­დეს, აქა ვა­არ მეო და კა­ცო­ბის ამ­ბა­ვი იყო, ალ­ბათ და კა­ცო­ბის ამ­ბავ­ში შე­ნი მჯე­რაო. ალ­ბათ, ეგ­რე იყო სა­ჭი­როო და შენ ად­გილ­ზე არაა, იქ­ნე­ბა მე უარ­ე­სიც მექ­ნაო...
ეგ­ეთს რო გა­გა­გო­ნებს და ზურგს კი რო არ შე­მო­გაქ­ცევს ჭი­რი­ა­ნი­ვი­თა, ეგა პა­ტა­რა ამ­ბა­ვია?
გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა...
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა...
და­ვიღ­რ­ჩე, ლა­მი­საა... ამ­ის...
გა­ვი­დე აქ­ე­და­ნა...
რო და­ვი­ჭერთ მე და ნო­და­რა ბა­დე­ებ­სა და წა­ვალთ მტკვარ­ზე... წა­ვიყ­ვანთ ბიჭ­სა.
სა­ღა­მო­ზე, დავ­ხარ­შავთ მა­რილ­წყალ­ში ნა­ბა­დუ­რევ­სა. გა­მო­ა­ლა­გებს ჩე­მი ლა­ლი ჭი­ქა-სა­ი­ნებს... ცხელ-ცხელ პუ­რებს, მწვა­ნილს... ღვი­ნოს...
მი­ვი­ჯენ ჩემ მო­ხუ­ცე­ბულ დე­და­სა გვერ­დით და...
ნო­და­რა რო იმ­ღე­რებს!
ნო­და­რა რო მღე­რის, კა­ცო, უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს. ჯე­რა, მგო­ნია რო მთე­ლი სა­დარ­დე­ლი შე­მო­მე­სია თქო... მე­რეა და, უც­ებ, მგო­ნია რო, პი­რი­ქით... რაც სა­დარ­დე­ლი იყო, თა­ვი და­მა­ნე­ბა-თქო. რო უს­მენ ნო­და­რას სიმ­ღე­რა­სა არაა, ვერ გა­მი­გია, ვდარ­დობ თუ პი­რი­ქით, აღ­ა­რა ვდარ­დობ... აბა უც­ნა­უ­რო­ბა არაა? აღდ­გო­მას აქ­ე­თია...
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა...
- აღდ­გო­მას აქ­ე­თია, აღ­არ ამ­ო­სუ­ლა...
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა...
მომ­კა­ლი ბა­რემ და და­მას­ვე­ნე შე ოხ­ე­რო! და­მეგ­ლი­ჯა გუ­ლი! ამ­დე­ნი ხვე­ლე­ბა აღ­არ გა­მი­გია, კა­ცო...
ჩემ ბიჭს რო­გორ უყ­ვარს?! ნო­და­რა ძია და ნო­და­რა ძია...
ნო­და­რა ძია და ნო­და­რა ძია...
ღმერ­თო, მა­ღირ­სე აქ­ე­დან გას­ვ­ლა...
ღმერ­თო გა­და­მახ­დე­ვი­ნე ამ­ო­დე­ნა სი­კე­თე და ძმო­ბა...
ნუ მომ­კ­ლავ აქა...
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა...
ვერ მო­მე­რე­ვი, შე­ნი! ვე­რა! იმ­დე­ნი რა­მე გა­და­მარ­ჩენს როო...
ჯერ მარ­ტო, რო, გა­ვალ აქ­ე­და­ნა და რო ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ!..
აქა, ჰა­ე­რიც პა­ტი­მა­რია. არ გერ­გე­ბა, ჯან­ში არ მი­დის...
აი, რო გავ­წ­ვე­ბი მტკვრის პირ­ზე... რო ავ­ხე­დავ ლურჯ ცა­სა... ჩე­მი რო იქ­ნე­ბა... ჩე­მი რო იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი... მტკვა­რიც... ცა­ცა და...
რო მო­ვი­ჯენ გვერ­დ­ზე ჩემ ბიჭ­სა.
- მა­მი, ის რა­თაა ისე?
- მა­მი, ეს რა­თაა ასე?..
ეგ­რე იქ­ნე­ბა? ეგ­რე იქ­ნე­ბა, ნე­ტა? მო­მეჩ­ვე­ვა? ცი­ხის კარ­ზე რა მა­მაშ­ვი­ლო­ბის გე­მო ვნა­ხეთ ან მე და ან იმ­ა­ნა! ისე გა­ი­ზარ­და, გვერ­დ­ში არა ვყო­ლი­ვარ. მეცხ­რე წელ­შია. ცო­ტაა? მა­გის­თ­ვინ კი ცო­ტაა მა­რა, ჩემ­თ­ვინ?
ნო­და­რა რო არა ჰყო­ლო­და!
ნო­და­რას რო არა...
აუტყ­დე­ბა ხვე­ლა...
ღმერ­თო! ხო არ გამ­წი­რავ? ხო არ მო­მი­ღებ ამ ოხ­რით ბო­ლო­სა? რო­გო­რაც მა­შინ მიშ­ვე­ლე, ი ოხ­ე­რი გო­დერ­ძა რო გა­და­არ­ჩი­ნე, ცოცხა­ლი და­ტო­ვე, - და კა­ცის­მ­კ­ვ­ლე­ლი რო არ გამ­ხა­დე, ახ­ლაც მიშ­ვე­ლე ღმერ­თო...
ცხვარს და­გიკ­ლავ ჯვარ­ზე!
ნუ მომ­კ­ლავ აქა!.. ტყუ­ი­ლად ხო არ და­ა­ლო­დი­ნე ამ­დენ ხანს ჩე­მი საწყა­ლი ოჯ­ა­ხო­ბა?
თუ მომ­კ­ლავ და, შე­ნი ნე­ბაა, ღმერ­თო!
ჩე­მი ჯვა­რიც ეგა ყო­ფი­ლა...
მა­შინ, არაა, მა­შინ მინ­და ჩე­მო ნო­და­რა, შე­ნი ძმო­ბა და კა­ცო­ბა, ძმაო...
ფიქ­რობ­და და ახ­ვე­ლებ­და...
ახ­ვე­ლებ­და და ფიქ­რობ­და...
მეტს და მეტს ოც­ნე­ბობ­და...
მე­ტად და მე­ტად ეხ­ვე­წე­ბო­და ღმერთს...
პა­ტი­მა­რი N108

* * *
- ბა­ბო, რით ვე­ღარ მი­ვე­დით...
-რა ვი, ბა­ბო, კაკ­ლი­მუხ­ლუ­ხო­სა­ვით მი­ღო­ღავს ე ავ­ტო­ბუ­სი და რას მი­ვი­დო­დით... და­ი­ღა­ლე, ბა­ბოს მზეო?
- არა... ისე ვთქვი.
- ცო­ტა­ცა, ბა­ბო და მი­ვალთ.
- ბა­ბო, და­ხე, რა­მო­დე­ნა აკ­ი­დო­ებ­სა ჰყი­დი­ან! რა­მო­დე­ნე­ბია, ქა­ლო!..
- ეგა სუ თურ­ქუ­ლე­ბია, ბა­ბო... სათ­ვა­ლო­ე­ბი... გე­მო­ზე გა­ნა ჩვენ­სას სჯო­ბია...
სი­ჩუ­მე...
- ტა­რო­ე­ბი ხო არ დაგ­რ­ჩა?
- არა, ბა­ბო. ქვა­ბით­ვე ჩავ­დე, ცხელ-ცხე­ლე­ბი...
სი­ჩუ­მე...
- ლო­ბი­ა­ნე­ბი ხო არ დაგ­რ­ჩა!
- არა, ბა­ბო ჩავ­დე ყვე­ლა­ფე­რი, ჩე­მო მალ­ხა­ზო.
სი­ჩუ­მე...
- რათ მო­იწყი­ნე, ბა­ბოს ბი­ჭო?
- ისე...
- რათ ისე, ბა­ბო?..
- შენ რა­ღათ ტი­რი.
- არა ვტი­რი, მზემ და­მაჭყი­ტა თვა­ლებ­ზე და...
- ტი­რი!
- აჰა. აღ­ა­რა ვტი­რი, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე.
- იტ­ი­რებ და, ცხვირ-პი­რი და­გი­წით­ლ­დე­ბა... შე­გატყობს მა­მა­ჩე­მი.
- უი, არა ბა­ბო. აგე, აღ­ა­რა ვტი­რი... აბა შე­მომ­ხე­დე!
სი­ჩუ­მე...
- აგე, გა­მოჩ­ნ­და! აგე, აგე! აქ­ით ცი­ხე, იქ­ით - სა­ა­ვად­მ­ყო­ფო! ხე­დავ?
- ხო, ბა­ბოს ბი­ჭო... ვხე­დავ, მაშ!
სი­ჩუ­მე...
- მე არ შე­მო­ვალ შიგ­ნი­თა...
- უი, რა­თა ბი­ჭო?
- რომ მკითხოს ნო­და­რა ძი­ა­ზე რა­მე...
- გკითხავს, მაშ არ გკითხავს?! ხო და­გა­რი­გეთ ში­ნა, ჩე­მო მალ­ხა­ზო. ვაჟ­კა­ცო­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნო. ყო­ჩა­ღად უნ­და დად­გე. არ­ა­ფე­რი არ შე­გატყოს, ბა­ბოო...
- შე­მატყობს.
- არა, ბა­ბო! ვერ უნ­და შე­გატყოს, ავ­ა­თაა, ბა­ბო, ცო­დოა. იმ­ან რო ნო­და­რა ძი­ას სიკ­ვ­დი­ლი გა­ი­გოს, იმ­ან რო ეგ გა­ი­გოს... შვი­ლოო...
- ნუ ტი­რი. თვა­ლე­ბი და­გი­წით­ლ­დე­ბა...
სი­ჩუ­მე...
- რო მკითხოს, ნო­და­რა ძი­ამ ჩემ­თან რა და­გა­ბა­რაო?..
- ვაჟ­კა­ცო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნე, ბა­ბო... კა­ცი ხა­არ უკ­ვე. უთ­ხა­რი, - და­მა­ბა­რა, ცო­ტაც გა­უ­ძელ-თქო... ოჯ­ა­ხო­ბის დარ­დი არ გქონ­დეს-თქო.
- ნუ ტი­რი!
სი­ჩუ­მე...
- ბა­ბო, შე­მო­ვალ შიგ­ნი­თა. ვერ შე­მატყობს.
- ეგ­რე, გე­ნაც­ვა­ლე, ეგ­რე, აბა შენ იცი...
სი­ჩუ­მე...
- ბა­ბო...
- ჰო, ბა­ბოს მზეო...
- იცი, რო­გორ მიყ­ვარ­და ნო­და­რა ძია?..
- ვი­ცი, შვი­ლო...
- მა­მა­ჩე­მიც მიყ­ვარს...

* * *
პა­ტი­მა­რი N108 გი­სო­სებს იქ­ით მტვრი­ან შა­რას გას­ც­ქე­რო­და და შორს... შორს უკ­ვე ხე­დავ­და კი­დეც ყვი­თელ ავ­ტო­ბუსს.
ელ­ო­და და ახ­ვე­ლებ­და.
ახ­ვე­ლებ­და და ელ­ო­და.
აგ­ვის­ტოს ცხე­ლი, მტვრი­ა­ნი ქა­რი ხრი­ოკ მთებ­ში და­თა­რე­შობ­და...
თით­ქოს ღო­ნი­ე­რი, ნამ­დ­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბო­და.

2001 წ.

No comments: