Tuesday, May 18, 2010

ერეკლე დეისაძე - საიდუმლო სირობა



“ერთბაშად ძნელია დაიჯეროთ მაგრამ ფაქტია,
თქვენ ყველანი ღმერთები ხართ!”
პაატა შამუგია


ნიკი

ყავა ნალექიანია. ამინდი უნალექო. პირისპირ ვსხედვართ და ვსაუბრობთ.
ცა, ჩემი ჯინსისფერია. ჩემი ჯინსი - პაკოს თვალებისფერი. ის ჩემი მეგობარია და წითელი თასმებით შეკრული შავი კედები აცვია. თეთრ მაისურზე კი დიდი ასოებით აწერია სიტყვები, რომელიც შემდეგნაირად იკითხება, “so many men and so little time”. ინგლისურს სხეულივით ფლობს, წარწერაც თვითონ მოიფიქრა. მახსოვს. მაისური პირველად რომ ვნახე, ძალიან ბევრი ვიცინე.

ყველაფერი ასე დაიწყო....
მძიმე მარხვის შედეგად დატოვებულ მძიმე დეპრესიას თავდაპირველად ალკოჰოლითა და ჰაშიშით ვუმკლავდებოდი, ბოლოს გადავწყვიტე, ქალაქი რამდენიმე დღით დამეტოვებია და სულიერი ორგაზმის მოსაპოვებლად პატრიოტულ ბანაკებს მივაშურე.... ასე მოვხვდი ბაზალეთზე, სადაც მე და პაკომ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ....

პაკო

საპრეზიდენტო პროგრამას ხანდახან მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთთვიან მარხვას. ამაში ნიკის მაგალითმა დამარწმუნა. თუმცა, მოცემულ საკითხს სხვა მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ. რომ არ ყოფილიყო მძიმე ერთთვიანი მარხვა, არ იქნებოდა მძიმე დეპრესია, შესაბამისად არც ნიკის გაუჩნდებოდა სურვილი საპრეზიდენტო პროგრამაში მონაწილეობა მიეღო....

ეს იყო “წამი აღმოჩენისა”

ნორჩი პატრიოტების გასამხიარულებლად ჩამოსული ვადაგასული ესტრადის ვარსკვლავები საგანგებოდ მორთულ სცენაზე ახალ სიმაღლეებს იპყრობდნენ, როცა ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ. ხელში პატარა ფორმატის ხუთჯვრიანი დროშა ეჭირა და მაღალხარისხიანი პოპის ენერგიულ რიტმს თეძოების მსუბუქი რხევით უმკლავდებოდა. თითქოს ვერც კი ამჩნევდა მის ირგვლივ მოცეკვავე, ერთ პოზაში ნაკეთებ თაობას, რომლებიც ზნედაცემული ერის ზნეშერჩენილი შვილები იყვნენ. თითოეული მათგანის თვალებში ადვილად ამოიკითხავდით ტკივილს, რომელსაც “აფხაზეთი” ჰქვია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ცეკვის დროს იყო. რთულია გარედან ისაუბრო იმ უდიდეს განცდაზე, რაც მათი მოძრაობების მიღმა იმალებოდა....

ნიკი

და იდგა იგი შეუდრეკელი, ვითარცა სამების საკათედრო ტაძარი. სამყლუპმოკლებული ღვინის ჭიქითა და უხილავი ხმლით ხელში.
და ვიდექი მე, აღგზნებული პატრიოტების ხროვაში, ერეგირებული და ზნეშერჩენილი.

“მართლა ბაგრატიონი ხარ?”

“საიდან იცი?”

“ვიდრე ჩამოხვიდოდი, წინასწარ გვითხრეს, სამეფო ოჯახიდან არისო.”

“და ეგ რამეს ცვლის?”

“ჩემთვის არაფერს.”

ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო... ვაღიარებ, სითამამით მაჯობა. რაღაცეები მეც ვიცოდი მის შესახებ, ყურმოკვრით გამეგო, წარმოშობით ამერიკელიაო. ბანაკში ყველა ერთმანეთზე საუბრობს, ყველამ ყველაფერი იცის, თუ ჭორიკანა არა ხარ, შესაბამისად, პატრიოტიც ვერ იქნები.

პაკო

“მე გავიმარჯვე, რადგან ზეციურ სამოთხეში მოსახვედრად მიწიერი სამოთხიდან ვიზრუნებ.”

ეს სიტყვები სამხრეთ ამერიკელმა ტურისტმა საქართველოში მოგზაურობის დროს წარმოთქვა, რომელიც ოთხი თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად სრულიად შემთხვევით მოხვდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე. საბჭოთა კავშირის ნარჩენები ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოში მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, უცხოელმა წყვილმა საქართველოში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვიტეს.

სულ მალე, ქართულმა კერძებმა წყვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ხინკალითა და საცივით გონებადაკარგულ ქალბატონს ორსულობაც გადაავიწყდა და იგი აუტანელმა ტკივილებმა შეიპყრო. ნაყოფის დაბადება ექიმებმა ეჭვქვეშ დააყენეს. სამედიცინო ძალისხმევა არასაკმარისი აღმოჩდა ჩანასახის შესანარჩუნებლად. სხვა გზა არ ჩანდა, იმედები საბოლოოდ გადაეწურათ. შემდეგ, როგორც ამერიკელი იხსენებს, ერთმა მისმა მეგობარმა, იმჟამად ახლადგარდაცვლილი ბერის, ვინმე გაბრიელ სასწაულმოქმედის საფლავთან მეუღლის მიყვანა ურჩია. რჩევა გათვალისწინებულ იქნა და ასე მოულოდნელად გავხდი მიწიერი სამოთხის მკვიდრი. მამაჩემი თვლის, რომ ეს ღვთის გამოცდა იყო. დედას კი დღემდე გული წყდება, გაბრიელი რომ არ დამარქვა. მათი თქმით, მამა გაბრიელი ჩემი მფარველი ანგელოზია... მე ვამაყობ ამით.

ნიკი

ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი განცდაა, როცა სნობებით გავსებულ დარბაზში ზიხარ, ეკრანზე შენი შიშველი ფოტოებია გამოფენილი და ირგვლივ ყველამ იცის რამხელა გაქვს. მათ შორის შენმა უახლოესმა მეგობრებმაც, რომლებსაც შესაძლოა ერთხელაც არ უფიქრიათ შენთან ჟიმაობაზე. “მე ყოველთვის მჯეროდა შენი პოტენციის” - გეხუმრება რომელიმე მათგანი. შენ კი სახის მიმიკას არ იცვლი და სრული თავდაჯერებით პასუხობ:

“ჩემი პენისი? შემიძლია გაჩვენო კიდეც, გინდა შეეხო? შენ დარწმუნდები, რომ სრულყოფილება არ შეიძლება მხოლოდ ადამიანებში ეძიო, ცალკეულ ორგანოებსაც აქვთ ამის უნარი, ის ისეთი თბილი და მგრძნობიარეა...”

“ნამდვილი ფსიხი ხარ”

- გეუბნება გოგონა, რომელსაც თეთრი პერანგი აცვია ბიუსტჰალტერის გარეშე და მისი კერტები თვალებში მშობელ დედასავით შემოგცქერიან...

სხვანაირ რეაქციას არც ელოდი... მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ნამდვილი მეგობარი თუ ტრაკშიპეროგაყრილი რომელიმე იდიოტი, როცა შენ წარმატებული ხდები, ისინი ერთნაირი თვალით გიყურებენ და ცდილობენ ისეთი ლაფსუსები აღმოგიჩინონ, რაც საბაბს მისცემთ თავიანთი შენიშვნებით მიწასთან გაგასწორონ. შეიძლება ამას რაიმე შინაგანი კომპლექსის დასაძლევად აკეთებენ...

მაშინ პაკოს არ ვიცნობდი. ამ ტოტალური რეგრესის შეჩერება კი მარტო არ შემეძლო.

პაკო

პატრიოტულ ბანაკებს ერთი თავისებურება ახასიათებს. ეროვნულობის განცდას შენში იმდენად აღვიძებს, რომ შეიძლება ომი ნატვრად გექცეს, ხოლო რეზერვისტობა სამუდამო პროფესიად. ჩემი და ნიკის შემთხვევაში ეს სხვაგვარად მოხდა. თბილისში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ ერთმანეთს მოვუწუწნეთ. საერთო რაზმს ნახევარი საათით გამოვეყავით და ტყეში გავისეირნეთ. სეირნობის დროს მეგობარს ბედნიერების შესახებ ვკითხე. მან მითხრა, რომ მისთვის ბედნიერება ცხოვრებისეულ მომენტებზეა აგებული და მას ყოველდღიურად შეიგრძნობს. ჩემს შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულად აღმოჩნდა. ჩემმა პასუხმა ცოტათი შეაშინა კიდეც...

“ხუმრობ?”

“რა თქმა უნდა, არა!”

“ანუ შენ ამბობ, რომ ბედნიერებამდე ხუთი სანტიმეტრი გაშორებს?”

“კი, ნამდვილად ეგრეა”

“შეგიძლია უფრო გასაგებად ამიხსნა?”

აშკარაა რომ ნიკი დაბნეულია. მე პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემთვის სრული ბედნიერება ავტომინეტია, ხოლო როცა წელში მთელი ძალით ვიხრები და ვცდილობ ბაგე საკუთარ სასქესო ორგანოს დავადო, ხუთი სანტიმეტრი არის მანძილი, რაც ჩემს სურვილს აფერხებს. ნიკის ეღიმება და თვალებანთებული მიახლოვდება. ჯერ ტუჩებში მკოცნის, შემდეგ შარვლის უბეს მიხსნის და ჩუჩას ცალი ხელით მითამაშებს. რამდენიმე წამში კი სულმნათი წინაპრებისგან განსხვავებით, ხელში ხმლის ნაცვლად მისივე ნერწყვით შესველებული ჩემი პენისი უჭირავს. ორივენი შუაგულ ტყის სიღრმეში ვართ. შორიდან კი თანარაზმელების ყიჟინა გვესმის, რომელიც დროდადრო იკარგება.

მზე ღრუბელს სანახევროდ ტოვებს. ტყის სიო მთელს სხეულში ჟრუანტელივით დამდის, ფრინველების ჭიკჭიკს მალე “ჩემი ხატია სამშობლო...” ემატება. სიტყვები შორიდან ექოდ მოისმის. ჩვენ მინდორზე ერთმანეთის საპირისპიროდ ვართ გაშოტილები... ისინი ჰიმნს მღერიან...

ნიკი

არსებობს გამოთქმები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს მოგვაგონებენ. ეს გამოთქმები, ხშირ შემთხვევაში, უფრო დიდხანს არსებობენ, ვიდრე მათი ავტორები. ხდება პირიქითაც, მაგრამ ეს მედლის მეორე მხარეა.

ბავშვობაში ყოველთვის ერთსა და იმავეს მიმეორებდნენ, რომ მე ბაგრატიონი ვარ და ჩემს გვარს ისევე უნდა გავუფრთხილდე, როგორც საკუთარ სამშობლოს. მათი აზრით, სამეფო გვარიშვილობა ღვთისგან რჩეულობას ნიშნავდა. რომ არა ჩემი ღრმა ინტერესი და განათლება ქრისტიანობის მიმართ, ვიფიქრებდი, რომ იესოც ბაგრატიონი იყო.

“ღმერთო, შენ მიშველე!”

ამ სიტყვებით დაგვამახსოვრდა მეტყევე, რომელიც მე და პაკომ ჩავაძაღლეთ. ჩვენს ადგილას ნებისმიერი თქვენგანი ასე მოიქცეოდა. სხვა გამოსავალი არ იყო. რომ არ მოგვეკლა, აუცილებლად ჩაგვიშვებდა. წყეული მოხუცი, ალბათ, ახლა ბევრად მშვიდად განისვენებს. ორგაზმამდე წამები მქონდა დარჩენილი, თავზე რომ წამოგვადგა. პაკო იმდენად დაიბნა, ნერვიულობისაგან მიკბინა კიდეც. სამაგიეროდ, ვალში არ დავრჩით და ყველაფრისთვის ვაზღვევინეთ. ჩემში მებრძოლმა წინაპრებმა რამდენიმე წუთით გაიღვიძეს და სისხლის ყივილიც მაშინ ვიგრძენი, თავგაჩეხილ გვამს ზემოდან რომ დავყურებდი, ნაჯახით ხელში...

პაკო

სიცოცხლეში ადამიანები, რამდენჯერმე იწყებენ თავიდან ცხოვრებას. ან იქნებ თვითონ ჰგონიათ ასე. ცხოვრების თავიდან დაწყებაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ეს თავისთავად მოხდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ჩემი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა. ნიკიმ თავისი მეგობრები გამაცნო, ისინი კარგი ოჯახებიდან იყვნენ და ყოველ მათგანს სძულდა საკუთარი ოჯახი. სძულდათ იმიტომ, რომ მათი მშობლები მაღალ წრეს მიეკუთვნებოდნენ...

მათთვის, ტრაგედიად არ ითვლებოდა ბებერი მეტყევე, რომლის გვამიც ერთი კვირის წინ, პატრიოტების ახალმა ნაკადმა ტყეში შემთხვევით აღმოაჩინა. ამბობენ, სამართალდამცავებმა ისინი სათითაოდ დაკითხეს და ყოველგვარი სამხილის გარეშე, რამდენიმე მათგანი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანესო. ქვეშაფსია ბავშვები! წარმომიდგენია, პოლიციის დანახვაზე როგორ ჩაისვრიდნენ.

რა დასამალია და ბაზალეთს რომ ვიხსენებ, ყოველთვის მიდგება, იმ თავგაჩეხილ მეტყევეზეც კი, რომელთანაც აუცილებლად ვიჟიმავებ ჯოჯოხეთში. კარგად მახსოვს, ბავშვობაში პირველად სკოლაში გამართულ საახალწლო ზეიმზე ამიდგა, როცა ჩემი კლასელი ბიჭი აჭარულს ცეკვავდა. თუ მგრძნობიარე ლიბიდო გაქვს, წარმოუდგენელია აჭარულის ილეთებზე არ აგიდგეს. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, ხოლო უფრო ადრეულ ასაკში ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილმა მანეკენმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც ნახევრადშიშველი იყო. მამას უხაროდა, პაკოსგან საქვეყნოდ ცნობილი დიზაინერი დადგებაო. მშობლები ხშირად ცდებიან, მაგრამ მათ ამის აღიარება ძალიან უჭირთ. სამაგიეროდ, მე მეადვილება ამ ყველაფერზე საუბარი. არ მესმის, რატომ უნდა დავმალო ის, რითაც ერთი ადამიანი მაინც დაინტერესდება. არ ვიცი, ეს თქვენთვის რამდენად საინტერესოა, მაგრამ მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემდეგ, მუცლის ნაცვლად, ბოქვენთან გადაინაცვლებდნენ... მაგრამ არა, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ გაამართლე ჩემი იმედი...

ნიკი

საღამოობით პარკში სეირნობა ჩვენი ჰობი გახდა. იქ მეგობრებს ვხვდებოდით და სხვადასხვა თემებზე საუბრით დრო გაგვყავდა. თანდათანობით ჩვენი რაოდენობა ცამეტამდე გაიზარდა, ყველას ერთი საერთო მიზანი და პრობლემა გვქონდა. რადგანაც ღმერთი ყველა ადამიანისათვის ვერ იცლის და იგი გარკვეულ ტიპებს წყალობს. გამოსავალი ერთია: თვითონ უნდა გახდე ღმერთი და ყოფით პრობლემებს მიხედო.

ერთ თბილ საღამოს, საერთო პარკიდან ცამეტივე ჩვენგანი ერთ-ერთი მეგობრის არაკომფორტულ ბინაში მოვხვდით. თავდაპირველად ცხრასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ვიკრიბებოდით, ხოლო როცა შეკრებებმა ოფიციალური სახე მიიღო და კონკრეტულ გეგმებზე საუბარი დავიწყეთ, ბინის მეპატრონემ თქვა, რომ ეს ძალიან საშიში იყო, რადგან თუ ჩვენი გეგმების შესახებ რომელიმე მეზობელი ყურმოკვრითაც კი გაიგებდა, ისინი აუცილებლად შეატყობიებდნენ პოლიციას, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდით. გამოსავალი თვითონვე მოძებნა და საიდუმლო კარის მეშვეობით მჭიდრო ოთახიდან იატაკქვეშ აღმოვჩნდით...

“აქ ფართობიც მეტია და მოსმენისგანაც მაქსიმალურად ვიქნებით დაცული.”

- თქვა პაკომ და შარვლის უბე გამიხსნა... მის მაგალითს დანარჩენებმაც მიბაძეს და ყოველივე მასობრივ ორგიაში გადაიზარდა... საპირისპირო სქესის ოთხივე წარმომადგენელი თვალისდახამხამებაში დაწყვილდნენ და ფემინიზმიდან ონანიზმზე მარტივად გადაერთნენ. უმოკლეს დროში მათ ერთმანეთს ყველა ხვრელი აულოკეს... მსგავსი სცენების შემყურე, ჩვენ ორმაგად ვიგზნებოდით და ასე ჩაეყარა საფუძველი ორგაზმოლოგიას, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი ჩვენი დაჯგუფების ულამაზეს გოგონებს მიუძღვის...

პაკო

ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა ოთხი ნულით დაბოლოვებული დიდი თანხა წააგო. როცა თვალებში ჩავხედე, იმდენად უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, რაღაცნაირად შემზიზღდა კიდეც, უფრო მეტიც, სურვილი გამიჩნდა მისთვის დროული და კარგად გააზრებული რჩევა მიმეცა. მეგობრობაც ხომ ეს არის, არასრულფასოვნების შიში, რომ ოდესმე შესაძლოა მარტო აღმოჩნდე ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ამიტომ შენს ირგვლივ ცდილობ აირჩიო ისეთი ადამიანი, რომელსაც შენთვის უფრო მეტის მოცემა შეუძლია. მდგომარეობა კი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ყველაზე უკეთ მე შემეძლო გამომესწორებინა. შესაბამისად, ძალ-ღონე არ დამიზოგავს.

ვეუბნები, რომ შექმნილ ვითარებაში, თვითმკვლელობა საუკეთესო გამოსავალია... ის დაბნეულია, აშკარაა, რომ ჩემგან ასეთ რჩევას არ ელოდება.

“ხომ გძულს ადამიანი, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩაგაგდო?”

“თვითონ ჩავიგდე თავი ამ მდგომარეობაში.”

“მით უმეტეს, შენ პასუხი უნდა აგო საკუთარი თავის წინაშე, მაგრამ ამით სხვა არ უნდა გააბედნიერო.”

“ვინ სხვა?”

“ადამიანი, რომლის გამოც თავს ცუდად გრძნობ.”

“რას მთავაზობ?”

“თუ წაგებულ თანხას გადაიხდი, ადრე თუ გვიან, სიღარიბეში და მარტოობაში მოკვდები, რადგან უმწეო მეგობარი ჩემთვისაც კი რაღაცნაირად არამიმზიდველია.”

ის ტირილს იწყებს. მე კმაყოფილი ვარ და საუბარს ვაგრძელებ.

“ჯობია ისიც გაუბედურებული დატოვო და მშვიდად წახვიდე წყეული პლანეტიდან, რომელსაც შენნაირი უბრალო მოკვდავებისთვის მხოლოდ ტკივილის მოცემა შეუძლია.”

ღმერთი თითოეულ ადამიანს საკუთარ მისიას აკისრებს, მან იცის ამ მისიის შესასრულებლად რამდენი დროა საჭირო. შესაბამისად, ადამიანიც მაშინ კვდება, როცა მისია შესრულებულია. თვითმკვლელების უმრავლესობას ეს გაცნობიერებული აქვთ და ისინი თავიანთი გადაწყვეტილებით ღმერთს უტოლდებიან. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ღმერთის თვალში ყველაზე დიდი გმირები თვითმკვლელები არიან, რამეთუ ისინი მონობის იარლიყს იშორებენ და საკუთარ ბედს თავად წყვეტენ. თვითმკვლელებისთვის არ არსებობს ისეთი პრიმიტიული ცნება, როგორიც სამოთხე და ჯოჯოხეთია. სიკვდილის შემდეგ ისინი სხვა განზომილებაში განაგრძობენ არსებობას. ამიტომაც ითვლება თვითმკვლელობა ყველაზე დიდ ცოდვად, ღმერთი შენზე კონტროლს კარგავს და ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, ნერვებს დედამიწაზე მომხდარი კატაკლიზმებით იმშვიდებს. დაფიქრდით, რატომ ხდება ყველაზე ხშირი სტიქიური უბედურებები ამერიკაში? იმიტომ, რომ ამერიკა გმირების ქვეყანაა. იქ უამრავი თვითმკვლელი იბადება. მე მეამაყება, რომ ვარ ქვეყნიდან, სადაც ღმერთი კორპორაციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეცვალეს. ჰკითხეთ, შეერთებული შტატების ნებისმიერ მოქალაქეს, რამდენჯერ არის ნამყოფი ეკლესიაში და რამდენჯერ მაკდონალდსში?

მეგობარი უზომოდ კმაყოფილია. მისგან თანხმობას ვღებულობ...

“არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.”

მე პირობას ვაძლევ, რომ თვითმკვლელობის საუკეთესო მენიუს შევადგენ და იგი თავად გადაწყვეტს საკუთარ სიკვდილს... ჩვენ ვიღიმებით, დაახლოებით ისე, როგორც ჰოლივუდის გმირები ჰეფი ენდის დროს...

ნიკი

მეტრო, რომელშიც პაკოს მეგობარმა თავი აიფეთქა, რამდენიმე წლის წინ გაარემონტეს ქალაქის მერიის დაფინანსებით. მოქალაქეები, რომლებიც აფეთქების დროს დაიღუპნენ, ისტორიაში შევლენ და მათ სახელებს არასოდეს დაივიწყებს თვალცრემლიანი შთამომავლობა. ჟურნალისტი გოგონა, რომელმაც მომხდარს (არც თუ უსაფუძვლოდ) ტერორიზმი უწოდა, უახლოეს წარსულში ჩვენი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა საახალწლო მასკარადზე გაიცნო და შემდგომი ერთი თვე გამიზნულად ჟიმავდა სწორ ნაწლავში... ხოლო პოლიტიკოსი, რომელიც მომხდარში მეზობელ სახელმწიფოს ადანაშაულებს, ნამდვილი ყლეა და ღმერთმა უწყის, ამას როდის გააცნობიერებს.

პაკომ თვითმკვლელობის მენიუს შედგენაში დიდი წვლილი შეიტანა და მომხდარით გახარებულია...

“მთავარია მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები იყვნენ.”

“რა მნიშვნელობა აქვს?”

“ძალიან დიდი – ამბობს ის და აგრძელებს – ჩვენ ძირითადი აქცენტი საპირისპირო სქესზე უნდა გადავიტანოთ. თუ მათი საერთო რაოდენობის 50% განადგურდება, ჩათვალე, რომ შედეგი მიღწეულია. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მამაკაცები ერთმანეთთან დაწვნენ.”

“როგორ?”

“მათ არჩევანის უფლება არ უნდა მივცეთ, იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის უფლება ადამიანს არა აქვს, უბრალოდ, გვაჯერებენ, რომ რელიგია არჩევანს გვაძლევს. ორ არსებულს შორის არჩევანის გაკეთება კი მარადიული დილემაა, მინიმალური არჩევანი სამიდან იწყება.”

“გამოსავალს რაში ხედავ?”

“თუ საპირისპირო სქესის განადგურებას დავიწყებთ, უმოკლეს ვადაში მათ ადგილს მამაკაცები დაიკავებენ.”

პაკო

ლუსკა ჩვენი გოგონების ოთხეულიდან ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.
როგორც ფიგურალური, ისე სხვა გაგებით. მშობელი დედის ძუძუზე ხშირად მას და თავის გელფრენდ მაკოს ერთმანეთის კლიტორები აქვთ მონაწუწნი. მათი აზრით, ეს თვითმყოფადი რომანტიკაა, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავის გონება ვერ ჩაწვდება. ლუსკა მარტოხელა ქალების ღმერთია, რადგან სპეციალური ქალიშვილის ვიბრატორის ახალი მოდელი მისი გამოგონებაა. იდეა წლების წინ მოუვიდა, უფრო ადრე, ვიდრე პირველი თვიური. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ პირველ სექსს ხშირად მოსდევს არასასურველი ორსულობა ან ვენერიული დაავადებები. ამიტომ პრობლემის გადაჭრა თავად იკისრა და შექმნა კიდევაც სილიკონისაგან ვიბრატორის მოდელი, რომელის კონფიგურაცია და მოყვანილობა, საქალწულე აპკის დაზიანებას მაქსიმალურად გამორიცხავს.

ნიკის ინიციატივით, ერთ საღამოს იატაკქვეშეთში საერთო ვახშამი გაიმართა. ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდის ირგვლივ, ცამეტივე ჩვენგანი ადვილად მოვთავსდით. საუბარში ლუსკა აქტიურად ერთვებოდა, ხოლო მაკო იმდენად ურეაქციო იყო, უსულო საგნისგან ვერ გაარჩევდით. ნავახშმევს ნიკიმ საერთო შეკრების ნამდვილი მიზეზი გაგვიმხილა. მას სურდა ისეთი ერთჯერადი აქტი ჩაგვეტარებინა, რაც უსაზღვრო ტკივილზე იქნებოდა ორიენტირებული. უარის თქმა კომპრომისად ჩაითვლებოდა, ვინაიდან ეს იყო საკუთარი თავის ერთგვარი გამოცდა, ვის როგორ შეგვეძლო ამ საიდუმლოს შენახვა. ცამეტივე ჩვენგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობდით, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც ერთნაირად გვეკისრებოდა, ნებისმიერი ჩვენგანის ჩაფლავება საერთო იდეის ჩაფლავებას უდრიდა. ამიტომ პაკოს წინადადება ზედმეტი ყოყმანის გარეშე მივიღეთ. ჩვენ მზად ვიყავით, ერთმანეთისთვის მაქსიმალური ტკივილი მიგვეყენებინა...

ლუსკამ და მაკომ გადაწყვიტეს, კლიტორები მოეჭრათ. კარგად ალესილ მაკრატელს დეზინფექცია ჩაუტარეს და რამდენიმე წამში ხორცის ორი პატარა ბურთულა კამათლებივით გაგორდნენ მტვრიან იატაკზე. მძიმე სანახაობა იყო, მაგრამ ესთეტიკურად მაშინ დაიხვეწა, როცა ხსენებული ხორცის ბურთულები ჯერ ნემსით გახვრიტეს, ხოლო შემდეგ ძაფზე აცმული ჩამოიკიდეს ყელზე. განსხვავებული აქტის მიუხედავად, მათი შემართება ჩვენთვისაც სამაგალითო აღმოჩნდა, აღარაფერს ვამბობ დანარჩენ გოგონებზე, რომლებმაც მაკოს და ლუსკას ქმედება, ერთი-ერთზე გაიმეორეს. ჯოჯოხეთური ტკივილი მალე აზარტში გადაიზარდა. უკლიტორო ოთხეულმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ახლა ჩვენი ჯერი იდგა. დეზინფიცირებული მაკრატელი თაფლითა და ბლომად დაფქვილი პილპილით შევცვალეთ. მართლაც რომ გენიალური ჩანაფიქრი იყო. მსგავსი ტკივილის განცდა, უბრალოდ, წარმოუდგენელია... როცა თაფლშიამოვლებული და პილპილმოყრილი პენისი თამამად იკვლევს გზას შენი ნაწლავის გვირაბში. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს წუთი-წუთზე შინაგანი აალება დაგეწყება და უკანა ხვრელიდან ცეცხლს გადმოაფრქვევ...

ჯოჯოხეთური აქტი მთელი ღამე გაგრძელდა. გამთენიისას კი გაოფლილები და ძალაგამოცლილები, სუნთქვაშეკრული ვუსმენდით ნიკის გამოსვლას, რომელმაც საჯარო მონოლოგინ შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

,,დღეიდან, ჩვენ ერთი სხეულის შემადგენელი ცალკეული ორგანოები ვართ, დაე გვიყვარდეს ერთმანეთი!’’

ნიკი

გსმენიათ რამე კოსმიური სტრიპტიზის შესახებ? რა თქმა უნდა, არა! კოსმიური სტრიპტიზი, ეს არის, როცა დედამიწა სკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს. ბავშვობაში ამაზე ბევრი მიფიქრია. სამაგიეროდ, აზრადაც არ მომსვლია, რომ ოდესმე მე და პაკოს სურვილი გაგვიჩნდებოდა, ღამის ოთხ საათზე ქალაქის ბულვარში გვესეირნა.

დასავლეთის ქარი უბერავს... 10-15 მეტრი სიჩქარით წამში. სეირნობა გვიან გვწყინდება და შინ ვბრუნდებით. პაკო შესანიშნავ ჩაის ამზადებს. ჟოლოსა და მარწყვის არომატით, ხოლო მოგვიანებით დასავლეთის ქარის სიმძაფრეს ჩვენი გახშირებული სუნთქვის რიტმი ცვლის, რომელიც მთელ ოთახს ავსებს და ბევრად მნიშვნელოვანი და მაგიურია, ვიდრე ნებისმიერი ატმოსფერული მოვლენა...

“ერთი იდეა მაქვს” – ამბობს პაკო და სიგარეტს უკიდებს.

“რა იდეა?”

“რუსკა გამოიგონებს მისივე შექმნილი ვიბრატორის ოდნავგანახლებულ მოდელს

“და რა შედეგს მივიღებთ?”

“მოკლედ აგიხსნი, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, ახალი ვირუსი შექმნა, რომელიც ქალურ დაავადებებს იწვევს, კონკრეტულად, სწორი ნაწლავის დაჩირქება და ხანგრძლივი სისხლდენა საშვილოსნოდან. ის პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ ახლა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავადმყოფოს მთავარი ექიმია.”

“რაში დაჭირდა ეს?”

“ღმერთმა იცის, მაგრამ როგორც თვითონ მითხრა, მორიგი ექსპერიმენტის მოულოდნელ შედეგთან გვაქვს საქმე.”

“მოულოდნელ შედეგთან? შენი აზრით, გონივრულია, ასე ერთი ხელის მოსმით საპირისპირო სქესის განადგურება? მართალია, ჩვენი საბოლოო მიზანი ეს არის, მაგრამ სად ხედავ აზარტს, მე და შენ რომ ასე ძალიან გვიყვარს...”

“თუ პრობლემა არსებობს, შესაბამისად მისი გადაჭრის გზებიც იარსებებს. ამ შემთხვევაში კი, საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატთან გვაქვს საქმე, რომლის მიღმაც სერიოზული კორპორაციები ერთმანეთს დიდ კონკურენციას უწევენ.”

“ეგ პრეპარატი ვინ შექმნა?”

“ცხადია, ჩემმა მეგობარმა. ის დიდ ფულზე ოცნებობს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ვირუსის გავრცელება. მასობრივი პანიკა ახალ თავსატეხს გაუჩენს მეცნიერებს, ეს რომ მოხდება, რამდენიმე მსხვილი კორპორაციის ურთიერთშეთანხმებით, პრეპარატი გაყიდვაში გამოვა და საკმაოდ დიდი ფასი დაედება.”

“ეგ აუცილებელია, რადგან თუ პრეპარატი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახედება, ჩვენ ვერ მივიღებთ სასურველ გენოციდს.”

სიგარეტის მორიგ ღერს ვუკიდებ...

“აქ კი ნამდვილად ვხედავ აზარტს.”

პაკო

ეს აზარტზე მეტი იყო... უახლოეს სამ თვეში ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა. მანამდე კი ჩვენს საამაყო ქალაქში უმცირესობებმა პარადის მოწყობა გადაწყვიტეს, თითქოს წინასწარ სურდათ გამარჯვება ეზეიმათ. თუმცა პარადის ჩატარება იდეის დონეზე დარჩა. საზოგადოების აღშფოთებამ აღგზნებული გოგო-ბიჭების გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩააფლავა. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგა, განახლებული ვიბრატორების შეძენა კი ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. ხელოვნურად დაორგაზმებული მსოფლიო თანდათან უახლოვდებოდა უფსკრულს.

ერთ მშვენიერ დილას, ტელევიზორის ეკრანზე პოლიციის ლოყაწითელი თანამშრომელი უცნაურად გარდაცვლილ მონაზონზე არაფრისმომცემ კომენტარს აკეთებდა.

“გარდაცვლილი სამლოცველოში იპოვეს.”

“რა მდგომარეობაში იყო?” – ეკითხება ჟურნალისტი.

“როგორც თვითმხილველი ამბობს, სისხლის გუბეში იწვა, თუმცაღა წინასწარი დათვალიერებით, სხეულზე ჭრილობების კვალი არ აღენიშნება.”

“რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?”

“ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.”

რამდენიმე დღეში, მედიკოსების დახმარებით გაირკვა, რომ საქმე ახალ ვირუსთან გვქონდა, რომლის გამომწვევ მიზეზებს ჯერ ვერ ასახელებდნენ. ამბობდნენ, რომ ვირუსი გადამდები იყო და მხოლოდ მდედრობით სქესზე ვრცელდებოდა. ქალაქი პანიკამ მოიცვა და კარანტინი გამოცხადდა. მალე ვირუსი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა.

მასობრივი შიშის ფონზე, ჩვენს იატაკქვეშეთში დიდი ზეიმი გაიმართა და როგორც ყოველთვის, წარმატებული ორგიით დასრულდა. მერე მამამ დამირეკა, ტელეფონში ტიროდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, როცა მითხრა, დედას სწორი ნაწლავიდან ჩირქდენა დაეწყოო. ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, რომ მამაჩემს მისი დაკმაყოფილება შეეძლო, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი, ამიტომ დავაიმედე და გამძლეობა ვუსურვე.

ნიკი

მსხვერპლთა მატების ფონზე, ქუჩაში მამაკაცების რაოდენობამაც იმატა. მათ უმრავლესობას წვერი ჰქონდა მოშვებული და გულჩათხრობილები დააბიჯებდნენ. იატაკქვეშეთში იდეა გაჩნდა, ერთჯერადი აქციებით თანადგომა გამოგვეხატა დაღუპულთა ოჯახების მიმართ. იდეას სათავეში რუსკა ჩაუდგა, რომელიც ჯერარგამოსული პრეპარატის დიდ პარტიას საგულდაგულოდ ინახავდა, რათა ჩვენი დაჯგუფების შესანიშნავ ოთხეულს თავი მაქსიმალურად დაცულად ეგრძნოთ.

ჩვენი ოთხეული საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მათი გამბედაობა სხვებისთვის სამაგალითო აღმოჩდა. რუსკას და მის გელფრენდს სატელევიზიო გადაცემებში იწვევდნენ, ყვითელი პრესის ფურცლები მათი ფოტოებით აჭრელდა. საზოგადოება მადლიერი იყო გოგონების თანადგომით.
მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში მომხდარით შეწუხებულმა რუსკამ იტირა კიდეც და მსოფლიოს გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

როცა მსხვერპლის რაოდენობამ სავალალო შედეგს მიაღწია, პრეპარატი გაყიდვაში გამოვიდა. ჩვენმა ქალაქმა დიდი დანაკლისი განიცადა. ცენტრალურ ქუჩაზე ქვრივი მამაკაცებისათვის განკუთვნილი სპეციალური დაწესებულება გავხსენით. მათთვის უფასო იყო საკვები და ალკოჰოლი. იქ შეკრებილებს გარკვეული დროის მანძილზე ავიწყდებოდათ თავიანთი ტრაგედია და ცხოვრების ხალისს წუთიერად იბრუნებდნენ. დაწესებულება ჩემი და პაკოს ინიციატივით გაიხსნა და მას ჩვენს მიღმა არსებული მსხვილი კორპორაცია აფინანსებდა...

პაკო

დადგა დღე, როდესაც დაწესებულება გეი კლუბად გადავაკეთეთ და საკუთარი გამარჯვებით ყველანი ბედნიერი ვიყავით. ხშირად ადამიანები იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე სინამდვილეში ეკუთვნით. ჩვენ კი ნამდვილად ვიმსახურებდით იმას, რაც გვქონდა. ასე ამოვედით იატაკქვეშეთიდან ცისქვეშეთში. ცამეტი გმირი, რომლებმაც არსებული გარემოება სასურველ რეალობად აქციეს. ყველაფერი კი ბაზალეთიდან დაიწყო....

გაინტერესებთ, ახლა რას განვიცდი? მაშინ თვალები დახუჭეთ, ცერა თითი სწორ ნაწლავში შეიყავით და იფიქრეთ, რა არის თქვენი მისია დედამიწაზე.

2 ნოემბერი. 2009

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

10 comments:

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
adolf said...
This comment has been removed by a blog administrator.
marika said...

iseti sashinelebebi giceria, jojoxetshi dacvac ki cotaa shentvis!!!

harira said...

motxrobas ara ushavs, magram shen ashkarad ragac dzaan magari tramva gaqvs tvinze migebuli da ver xvdebi. ubralod mainteresebs amdeni avadmyofuri azri etrma tvinma rogor daitia?

Anonymous said...

gasakicxi ki ara shesabralebelia eseti adamiani.amis daweras sul araferi dagewera ar jobda.martla mecodebi sulit avadmyofi xar

Anonymous said...

jojoxeturad momewona!!!

Zombie said...

sainteresoa momwons

lado said...

ha ha ha comediaa!

Anonymous said...

Fpxalxo tqven shig xo ar gaqvt??? tqveni gadasawyveti araa adamiani ras dawers. tu ar mogwont nu waikitxavt..tu vinme tqvens azrze araa da tqvens shexedulebebs ar iziarebs chasaqoladac imetebt..qartvelebze siri da aratolerantuli, rasisti da diskriminaciis moyvaruli eri ar arsebobs

Dextr0me said...

რატომღაც ეს მოთხრობა თუ რაცაა პაზოლინის "სალო ანუ სოდომის 120 დღეს მაგონებს"