Saturday, February 16, 2008

პი­ერ პა­ო­ლო პა­ზო­ლი­ნი

"ამ­არ­კორ­დი", გუ­­რა­სა და ფე­ლი­ნის მოთხ­რო­ბა


თარგმნა მეგი ლორიამ

ტო­ნი­ნო გუ­­რამ მი­სი და ფე­ლი­ნის ბავ­­ვო­ბი­სა და ყმაწ­ვი­ლო­ბის­­რო­ინ­დელ სა­ერ­თო მო­გო­ნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია გად­მო­­ტა­ნა ფურ­ცელ­ზე. გუ­­რამ თა­ვის თავ­ზე რე­დაქ­ტო­რის მო­ვა­ლე­­ბა იკ­ის­რა და გა­დაწყ­ვი­ტა, რომ უფ­რო სა­მარ­­ლი­­ნი იქ­ნე­ბო­და, თუ­კი არ გა­და­უხ­ვევ­და მა­ტი­­ნეს ტრა­დი­ცი­ას და არ მი­იჩ­ნევ­და, რომ მე­მუ­­რის წამ­კითხ­ვე­ლი აუც­­ლებ­ლად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბით ტკბო­ბას მო­­სურ­ვებ­და; პი­რი­ქით, მან მკითხ­ვე­ლი უბ­რა­ლო და ლა­მის გა­­ნათ­ლე­ბელ ად­­მი­­ნად ჩათ­ვა­ლა, ჩვე­­ლებ­რივ კი­ნო­მა­ყუ­რებ­ლად. სწო­რედ აქ­­დან გაჩ­­და ეს სა­ხა­ლი­სო მოთხ­რო­ბა, მე­მუ­­რე­ბის­­ვის ტი­პი­­რი ნა­წარ­მო­­ბი, რო­მე­ლიც არც "მე"-ა და არც "იგი", არ­­მედ უფ­რო "ჩვენ"; ეს სრუ­ლი­ად უც­ხო რა­მაა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის­­ვის. სა­­ბა­რია - თუ­კი სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კითხის და­ყე­ნე­ბა - მრავ­ლო­ბით რიცხ­­ზე, ერთ­­ვარ "ჩვენ"-ზე, რი­სი მეშ­ვე­­ბი­თაც ავ­ტო­რე­ბი (ტო­ნი­ნო გუ­­რა და ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნი) თა­ვი­ან­თი ჯა­დოქ­რო­ბის დე­მონ­­­რი­რე­ბას ახ­დე­ნენ და ხიბ­ლა­ვენ მკითხ­ველს; და აი, ჩვენ მოწ­მე­ნი ვხდე­ბით იმ­­სა, თუ რო­გორ იბ­­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა ჩვენს თვალ­წინ ის­ტო­რია; რო­გორც ჩანს, იგი ჩვე­ნი ყუ­რად­ღე­ბი­დან და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი­დან იბ­­დე­ბა, შე­საძ­ლოა ჩვე­ნი მეხ­სი­­რე­ბი­და­ნაც. იქმ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბავ­­ვო­ბა და სიყ­მაწ­ვი­ლე ყვე­ლამ გუ­­რა­სა და ფე­ლი­ნის "ქა­ლაქ­ში" გა­ვა­ტა­რეთ.

გუ­­რა და ფე­ლი­ნი გა­ნა­­­რა­ღე­ბენ მკითხ­ველს და აიძ­­ლე­ბენ, პი­რი­ქით, აუც­­ლე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი და სა­ყო­ველ­თაო-უნ­­ვერ­სა­ლუ­რი ხედ­ვით აღ­­ჭურ­ვოს და ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი ვერ­სია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი (ყვე­ლა მკითხ­ვე­ლი ხომ უბ­­წოა და გა­მო­უც­დე­ლი) მყის­ვე ყლა­პავს სატყუ­­რას და თა­ვი ისე მო­აქვს, თით­ქოს იც­ნობს ამ შე­სა­ნიშ­ნავ ად­­მი­­ნებს და მათ­ზე იმ­­ვე აზ­რი­საა, რა­საც თა­ვად ეს გმი­რე­ბი ფიქ­რო­ბენ თა­ვის შე­სა­ხებ.

რა იმ­­ლე­ბა "ამ­არ­კორ­დის" ან­ეკ­დო­ტებ­სა თუ სოფ­ლურ-პრო­ვინ­ცი­ულ კა­რი­კა­ტუ­რებ­ში? აქ არაა ის­ტო­რი­­ბი, აქ სი­ცა­რი­­ლეა. გა­მო­ცა­ნა - რომ­ლის წი­ნა­შეც უკ­ან იხ­­ვენ ის­ტო­რი­­ლი, მო­რა­ლუ­რი და სო­ცი­­ლუ­რი გან­­ჯე­ბი - რე­ლი­გი­­რო­ბის უხ­­ში, წარ­მარ­თუ­ლი ჰი­პოს­ტა­სია. ტრა­გი­კულ­ში, რო­მე­ლიც თით­­მის ყო­ველ­­ვის რე­ლი­გი­ურ ფე­ნო­მენს წარ­მო­ად­გენს, ძალ­ზე ბევ­რია "სოფ­ლუ­რი" და "გა­უთ­ლე­ლი" სუბ­­ტან­ცია. მი­სი "გრძნო­ბა­თა აღზ­­და" ამ მკითხ­ველ­ში გრძნო­ბე­ბის­ვე შიშს აღძ­რავს, შიშს მა­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის წი­ნა­შე. მაშ ასე, თუ­კი ამ ად­­მი­­ნის მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბა არაა დამ­ყა­რე­ბუ­ლი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე ყო­ფი­­რე­ბის სა­­დუმ­ლო­ზე, მა­შინ ფე­ლი­ნიმ, სო­ცი­­ლუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო, უნ­და და­მა­ლოს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი, ანუ მის­ტი­ფი­კა­ცი­ებს უნ­და მიჰ­ყოს ხე­ლი. ამგ­ვა­რად, ამ გრძნო­ბას გა­მომ­­ღავ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ლაგ­მა­ვენ. მა­ინც რი­თი? სი­ცი­ლით. სწო­რედ რომ სი­ცი­ლით და არა იუმ­­რით. ფე­ლი­ნი კო­მი­კუ­რის­კენ ილტ­ვის (და გუ­­რა იძ­­ლე­ბუ­ლია და­ეხ­მა­როს მას), მაგ­რამ აქ კონ­ვულ­სი­­რი ხარ­ხა­რი უნ­და ვი­გუ­ლის­­მოთ. ესაა ნერ­ვუ­ლი, მე­ძა­ვი ქა­ლე­ბი­სა და მა­ზო­ხის­ტე­ბის სი­ცი­ლი; ყოვ­ლის გან­­ძარ­­ვე­ლი, და­მან­­რე­ვე­ლი ხარ­ხა­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან შლის გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, მაგ­რამ შემ­დეგ კი ის­ევ აღ­ად­გენს მას. ესაა პა­თე­ტი­კუ­რი თავ­დაც­ვის, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სი­ცი­ლი.

ამგ­ვა­რად, სი­ცი­ლის არ­­ნორ­მა­ლუ­რი შე­ტე­ვე­ბით შე­ზა­ვე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც სი­ცა­რი­­ლის მიღ­მა იმ­­ლე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად კო­რექ­ტუ­ლად გა­მო­­ყუ­რე­ბა და თა­ვის მხრივ, თა­ვად ამ სი­ცი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ნა­ძა­ლა­დე­ვო­ბას აქ­არ­წყ­ლებს; ეს მე­­რე კო­რექ­ცია იუმ­­რის ჩა­რე­ვით მი­იღ­წე­ვა. ბალ­თა შეკ­რუ­ლია: ან­ეკ­დოტ­სა და კა­რი­კა­ტუ­რას (სხვა­თა შო­რის, ყალბს) სი­ხა­რუ­ლით შევ­­ქე­რით (ას­­ვე ყალ­ბი სი­ხა­რუ­ლით), ის­­ვე, რო­გორც ეს ტრა­დი­ცი­­სა და კე­თილ­გო­ნი­­რე­ბას შე­­ფე­რე­ბა: სწო­რედ ეს გრძნო­ბა უნ­დო­დათ გა­მო­ეწ­ვი­ათ ავ­ტო­რებს.

სა­ბო­ლო­ოდ ფე­ლი­ნი პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი რჩე­ბა: თა­ვი­სი ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბით (გა­ზაფხუ­ლი­დან გა­ზაფხუ­ლამ­დე), წვრი­ლი ბურ­ჟუ­­ზი­­დან გა­მო­სუ­ლი წვრილ-წვრი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, თა­ვი­სი ცე­რო­დე­ნა ად­­მი­­ნე­ბით. პი­რა­დად მე (პრო­დი­­სე­რი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი) ამ მოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით სა­ერ­თოდ არ გა­და­ვა­ღე­ბი­ნებ­დი ფილმს. მე შე­მე­შინ­დე­ბო­და გა­მე­ცოცხ­ლე­ბი­ნა, აჩრ­დილ­თა სამ­ყა­რო­დან გა­მო­მეხ­მო ნე­­რე­­ლის­ტუ­რი ან­აქ­რო­ნიზ­მი, რო­მელ­შიც მუ­დამ ძა­ვა­ტი­ნის დე­ვი­ზის მი­ხედ­ვით უნ­და გვეცხოვ­რა: ეს იქ­ნე­ბო­და "ღა­ტა­კი შე­რე­კი­ლე­ბი" თა­ნა­მედ­რო­ვე იპ­ოს­ტას­ში, სა­ხე­ლად "შეშ­ლი­ლი წვრი­ლი ბურ­ჟუ­­ზია".

მაგ­რამ, რო­ცა იცი, რომ ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ფე­ლი­ნი იქ­ნე­ბა, აუც­­ლებ­ლად წარ­მო­იდ­გენ ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც ამ მოთხ­რო­ბი­დან თუ რო­მა­ნი­დან გა­მო­ვა. ფე­ლი­ნი უკ­­დუ­რეს ექს­­რე­მიზ­­საც კი არ მო­­რი­დე­ბა, თა­ვის პა­ტა­რა ად­­მი­­ნებს ვულ­გა­რულ მხე­ცე­ბად გა­და­აქ­ცევს, სას­ტიკ და გუ­ლი­სამ­რევ, ინ­ტე­ლექ­ტის­გან დაც­ლილ, და­უნ­დო­ბელ არ­სე­ბე­ბად.

ად­­მი­­ნო­ბის - რო­მე­ლიც სრუ­ლად ატ­რო­ფი­რე­ბუ­ლია - ტო­ტა­ლურ დე­ფი­ციტს უხ­­შად შე­თითხ­ნი­ლი მოთხ­რო­ბა ტრა­გი­კუ­ლი საწყი­სე­ბის­კენ მიჰ­ყავს. ტრა­გი­კუ­ლის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა კი მარ­თა­ლია ირ­­ბად, მაგ­რამ მა­ინც მოგ­­ცემს სა­შუ­­ლე­ბას, ჩვე­ნი ჩახ­შო­ბი­ლი გრძნო­ბე­ბი ყო­ფი­­რე­ბის კონ­­რე­ტი­კას მი­ვაპყ­როთ.

ის­ღა გვრჩე­ბა ვი­კითხოთ: რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ძა­ლუძს პა­ტა­რა პას­ტო­რა­ლუ­რი სამ­ყა­რო ფა­შის­ტურ ყო­ფი­­რე­ბად გა­და­აქ­ცი­ოს? ამ­­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არაა ძნე­ლი: ფე­ლი­ნიმ იც­ის ფორ­მუ­ლა: რე­­ლო­ბა უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და აღ­­წე­რე­ლი; ვი­პო­ვოთ მას­ში ნა­წი­ლი, ელ­­მენ­ტი, ფორ­მა, ას­პექ­ტი; ისე ვქნათ, რომ რე­­ლო­ბის ეს "წარ­მო­მად­გე­ნე­ლი" მაქ­სი­მა­ლუ­რად და­­ახ­ლოვ­დეს ზო­გად კონ­ცეფ­ცი­ას - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, და შე­სა­ბა­მი­სად, პი­რო­ბით კონ­ცეფ­ცი­ას; ყო­ფი­­რე­ბის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე, რო­მე­ლიც შეზ­ღუ­დუ­ლი და ას­­ვე პი­რო­ბი­თია, სე­მან­ტი­კუ­რი გა­ფარ­თო­­ბა უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ტე­ბის, ზღვარ­გა­და­სუ­ლო­ბი­სა და უს­აზ­­­რო­ბის ხერ­ხე­ბით უნ­და გა­ფორ­­დეს, წარ­მო­უდ­გეს მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც:

ა) აღ­ელ­ვე­ბუ­ლია, გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბის ას­­თი უს­აზ­­­რო­­ბის შემ­ყუ­რე და ბ) აღ­­­რებს მათ სა­ყო­ველ­­ღეო ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

© “არილი”

1 comment:

Anonymous said...

რა დრო იყო....!? ამ ნომრის ყდაც კი მახსოვს, 2001 წელს თუ არ ვცდები...