Friday, February 15, 2008

სერ­გეი ავ­ე­რინ­ცე­ვი

ეპ­ო­ქის სუ­ლი­სა და იუმ­ო­რის შე­სა­ხებ



თარგმნა გიორგი ფაჩუაშვილმა

ვინც ვე­ნა­ში ყო­ფი­ლა, ეხ­სო­მე­ბა, რომ ძვე­ლი ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს, ძველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო რა­ი­ონ­ში, იეზ­უ­იტ­თა ტაძ­რის სი­ახ­ლო­ვეს ერ­თი ბა­რო­კოს ხა­ნის შე­ნო­ბა დგას. იგი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში მო­უ­ხა­ტავთ, ფრეს­კებ­ზე ღრუბ­ლებ­ზე შე­მომ­ს­ხ­და­რი, მზის სხი­ვებ­ში გახ­ვე­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სიქ­ვე­ლე­ე­ბის ალ­ე­გო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბია გა­მო­ხა­ტუ­ლი. ოდ­ეს­ღაც აქ უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ზი­დენ­ცია იყო, რო­მელ­მაც ფრანც იოზ­ე­ფის დროს რინ­გ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა; ახ­ლა კი იქ ავს­ტ­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკ­ა­დე­მიაა გან­თავ­სე­ბუ­ლი და სწო­რედ იქ გა­ი­მარ­თა 1995 წელს სამ­დ­ღი­ა­ნი სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ციკ­ლი. პირ­ვე­ლი დღე ფი­ლო­სო­ფი­ურ პრობ­ლე­მებს ეხ­ე­ბო­და (ამ სიტყ­ვის ძალ­ზე ფარ­თო გა­გე­ბით); მე­ო­რე - თე­ო­ლო­გი­ურ თე­მებს; მე­სა­მე კი პო­ლი­ტი­კურს. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ო­რე, თე­ო­ლო­გი­უ­რი დღე მეჩ­ვე­ნა (ძი­რი­თა­დად ი.ბ.მეტ­ცის მოხ­სე­ნე­ბის წყა­ლო­ბით); მაგ­რამ თა­ვად მე პირ­ველ დღეს მო­მი­წია ლექ­ცი­ის წა­კითხ­ვა.

ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე ორი მი­ზე­ზის გა­მო ვერ ვიტყო­დი უარს. ჯერ ერ­თი, იმ­ი­ტომ, რომ იდეა ვოლ­ფ­განგ კრა­უსს ეკ­უთ­ვ­ნო­და, სა­ოც­რად კე­თილ და გულ­თ­ბილ ად­ა­მი­ანს, ვი­საც მე უზ­არ­მა­ზარ პა­ტივს ვცემ (კრა­უ­სი ეს­ე­ის­ტუ­რი პრო­ზის რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი იყო და ვე­ნის მწე­რალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და; სამ­წუ­ხა­როდ, იგი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა) და მე­ო­რეც - სა­ოც­რად მი­ზი­დავ­და ბა­რო­კა­ლურ დარ­ბაზ­ში მოხ­სე­ნე­ბის წა­კითხ­ვა.

რო­ცა სა­უ­ბა­რი და­ვამ­თავ­რე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მცი­რე დის­კუ­სი­აც დას­რულ­და, დარ­ბაზ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფე­მი­ნის­ტი შე­მო­ვი­და, მიკ­რო­ფონ­თან მი­იჭ­რა და გა­ნაცხა­და: "მოხ­სე­ნე­ბას ვერ და­ვეს­წა­რი, იგი მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მხო­ლოდ ერ­თი რა­მაა ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი: პრე­ზი­დი­უმ­ში მა­მა­კა­ცი მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლიო". მიკ­რო­ფონ­ში არა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა შევ­ნიშ­ნე: "ჩე­მი გა­მოს­ვ­ლის­თ­ვის უკ­ე­თეს ილ­უს­ტ­რა­ცი­ას ვერც ინ­ატ­რებ­და-მეთ­ქი კა­ცი!" ის­ი­ნი, ვინც წი­ნა რი­გებ­ში ისხ­დ­ნენ, გა­ი­გო­ნეს ნათ­ქ­ვა­მი და მე მგო­ნი, გა­ე­ღი­მათ კი­დეც...

მოხ­სე­ნე­ბა ჟურ­ნალ "Conturen. Das Magazin zur Zeit"-ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და (1997, N1, გვ.56-60).

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ არც მაგ­ნი­ტი და არც დე­ნის წყა­რო არ არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თ­შე­ფარ­დე­ბულ პო­ლუს­თა და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე. და­დე­ბი­თი პო­ლუ­სი მყი­სი­ე­რად ქრე­ბა, თუ­კი უარ­ყო­ფითს მო­ვა­ცი­ლებთ და პი­რი­ქით. მხო­ლოდ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბი­დან, პო­ლა­რუ­ლო­ბი­დან, და­ძა­ბუ­ლო­ბი­დან იშ­ვე­ბა ენ­ერ­გი­ა­თა თა­მა­ში. ოდ­ეს­ღაც ამ­ას გვას­წავ­ლიდ­ნენ ჰე­რაკ­ლი­ტე და ლაო-ძი. ამ­ას­ვე გვა­უწყე­ბენ სიბ­რ­ძ­ნის ის­ე­თი ფორ­მუ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, polemos panton men pater esti ("ომი ყვე­ლაფ­რის მა­მაა" - ძვ.ბერძნ.) და ინ - იანი.

მე ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­პი­რებ იუმ­ო­რის ახ­ა­ლი - მე­ა­სე თუ მე­ა­თა­სე? - დე­ფი­ნი­ცია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ჩე­მი არ­გუ­მენ­ტა­ცია ამ ფე­ნო­მე­ნის გან­საზ­ღ­ვ­რე­ბას კი არ ცდი­ლობს (არ­ა­და, ეს­ეც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის, რო­გორც "მო­ცი­ნა­რი ცხო­ვე­ლის­თ­ვის" - animal riders), არ­ა­მედ მის წა­ნამ­ძღ­ვ­რებს უტ­რი­ა­ლებს. ეს წა­ნამ­ძღ­ვა­რი ის­ე­ვე მარ­თე­ბუ­ლია, რო­გორც მაგ­ნი­ტის ან დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში. არ არ­სე­ბობს და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს იუმ­ო­რი ურ­თი­ერ­თ­შე­ფარ­დე­ბულ პო­ლუს­თა და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე, კონ­სერ­ვა­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და ამ­ბოხს, წეს­რიგ­სა და გა­მო­ნაკ­ლისს, ნორ­მა­სა და პრაგ­მა­ტი­კას, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ეთ­ი­კის სტა­ბი­ლურ ტა­ბუ­სა და კონ­კ­რე­ტულ, ერთ­ჯე­რად, რე­ა­ლურ უფ­ლე­ბებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ტ­რას­ტის გა­რე­შე; თა­ნაც, აუც­ი­ლე­ბე­ლია, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა მწვა­ვედ იგრ­ძ­ნო­ბო­დეს, ცრემ­ლე­ბამ­დეც მივ­ყავ­დეთ, მაგ­რამ იგი ხომ გვა­ცი­ნებს კი­დეც - სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და იუმ­ო­რი. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ად­ა­მი­ა­ნი იმ­დე­ნა­დაა მიდ­რე­კი­ლი იუმ­ო­რის­კენ, რამ­დე­ნა­დაც შეს­წევს უნ­ა­რი, და­იც­ვას აღთ­ქ­მე­ბი და აკრ­ძალ­ვე­ბი.

შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ ად­ა­მი­ა­ნუ­რი იუმ­ო­რის სა­უ­კე­თე­სო გა­მოვ­ლი­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს კლე­რი­კა­ლუ­რი ან­ეკ­დო­ტე­ბი. ფრან­სუა რაბ­ლეც ხომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი იყო; იგი ყვე­ლა­ზე კონ­სერ­ვა­ტუ­ლი ტა­ბუ­ე­ბის სი­ახ­ლო­ვეს აც­ნო­ბი­ე­რებ­და თა­ვის არ­სე­ბას, ხში­რად ყვინ­თავ­და სიწ­მინ­დის მდო­რე ნა­კა­დებ­ში და ამ­ი­ტო­მაც მის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­კე­თო გახ­და იუმ­ორ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და სრუ­ლი­ა­დაც არაა შემ­თხ­ვე­ვი­თი, რომ კლე­რი­კა­ლუ­რი ან­ეკ­დო­ტე­ბის ხა­რის­ხი პირ­და­პი­რაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამა თუ იმ ერ­ის, ან ად­ა­მი­ან­თა ჯგუ­ფის რე­ა­ლურ და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე რე­ლი­გი­უ­რი მა­ტე­რი­ე­ბით. კა­თო­ლი­კურ სამ­ყა­რო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­გა­ლი­თად, ირ­ლან­დი­ე­ლე­ბის ან პო­ლო­ნე­ლე­ბის ხუმ­რო­ბე­ბი... (აი, ირ­ლან­დი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ეკ­ლე­სი­ის კი­ბე­ებ­ზე ჩა­მო­დის აღ­სა­რე­ბი­სა და ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ, მას უეც­რად თავს და­ეს­ხ­მე­ბა ერ­თი კა­პა­სი ქა­ლი, ვთქვათ, მე­ზო­ბე­ლი ან ვინ­მე მო­სარ­ჩე­ლე, და ქო­ქო­ლას აყ­რის ახ­ლად­ნა­ზი­ა­რებ ქალ­ბა­ტონს. ის კი პა­სუ­ხობს: "ცუ­დია, მად­ლ­ცხე­ბულს რომ წა­მას­წა­რი, მაგ­რამ გახ­სოვ­დეს, ყო­ველ­თ­ვის ამ მად­ლით ცხე­ბუ­ლი რო­დი ვიქ­ნე­ბი!" ამ ან­ეკ­დო­ტის სუბ­ს­ტან­ცი­ის­თ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კა­თო­ლი­კუ­რი ტერ­მი­ნი "მად­ლ­ცხე­ბუ­ლი").

ად­ოგ­მა­ტურ ქრის­ტი­ა­ნო­ბას ძა­ლუძს, ჭეშ­მა­რიტ ზნე­ობ­რივ სი­მაღ­ლეს ეზ­ი­ა­როს. ერ­თა­დერ­თი, რაც მას არ ეხ­ერ­ხე­ბა - იუმ­ო­რია, თა­ნაც მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბით უპ­ი­რის­პირ­დე­ბა მას. სი­ცი­ლის, პა­რა­დოქ­სის, თა­მა­მი, მკრე­ხე­ლო­ბის ზღვარ­ზე მო­თა­მა­შე აზ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად დოგ­მის რო­მე­ლი­მე ძველ­მო­დურ დამ­ც­ვე­ლებს უნ­და მი­ვა­კითხოთ: ვთქვათ, აბ­რა­ჰამ ა სან­კ­ტა კლა­რას-ნა­ირ მქა­და­გებ­ლებს ბა­რო­კოს ეპ­ო­ქი­დან, ან უფ­რო აქ­ეთ, ლე­ონ ბლუ­ას, ჩეს­ტერ­ტონს. ყვე­ლა­ზე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ხუმ­რო­ბე­ბი მთე­ლი რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ოვს ეკ­უთ­ვ­ნის - მის­ტი­კოსს, ვი­ზი­ო­ნერს, ას­კეტს. მას მარ­თ­ლაც შე­ეძ­ლო გა­დამ­დე­ბი, გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი სწო­რედ იმ­ი­ტომ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბაც არ იყო ამ ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის უც­ხო. გა­ბე­დუ­ლე­ბა რომ გა­ბე­დუ­ლე­ბად დარ­ჩეს და არა სი­მუ­ლა­ცი­ად, იუმ­ო­რი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ უნ­და გრძნობ­დეს თა­ვის მე­ზობ­ლად ას­ე­ვე ჭეშ­მა­რიტ, მკვეთრ, და­უნ­დო­ბელ სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას.

ეს რაც შე­ე­ხე­ბა კლე­რი­კა­ლურ გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბას. შემ­დ­გომ ამ­ი­სა, ებ­რა­ულ იუმ­ორს შე­ვე­ხე­ბი. ნუ­თუ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფე­ნო­მე­ნი იარ­სე­ბებ­და ღვთის რჩე­უ­ლი ერ­ის საკ­რა­ლუ­რი იდ­ე­ის გა­რე­შე? აი, ცი­ტა­ტა "დოქ­ტორ ფა­უს­ტუ­სი­დან": "მე, რო­გორც იც­ით, ებ­რა­ე­ლი ვარ. ფი­ტელ­ბერ­გი - არ­ქი­ებ­რა­უ­ლი გვა­რია. ძვე­ლი აღთ­ქ­მა სის­ხ­ლ­ში მაქვს გამ­ჯ­და­რი - და იგი არ­ა­ნაკ­ლებ სე­რი­ო­ზუ­ლი რა­მეა, ვიდ­რე გერ­მა­ნუ­ლი არ­სი", - ასე ლა­პა­რა­კობს თო­მას მა­ნის ეს პერ­სო­ნა­ჟი, ოღ­ონდ "გერ­მა­ნუ­ლი არ­სის" ნაც­ვ­ლად ჩვენ კონ­ტექ­ს­ტ­ში რა­ღაც "კლე­რი­კა­ლუ­რი არ­სის" მაგ­ვა­რი მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო. ბიბ­ლი­ურ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში ებ­რა­ე­ლე­ბი სწო­რედ წმინ­და ხალ­ხად აღ­იქ­მე­ბა; ამ­ი­ტო­მაც სუ­ლაც არ მეჩ­ვე­ნე­ბა უაზ­რო­ბად, რომ ჩვენს კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში ებ­რა­უ­ლი იუმ­ო­რი კლე­რი­კა­ლურ­თან გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ. ყვე­ლა­ზე მახ­ვი­ლი ის ხუმ­რო­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ებ­რა­ელ­თა და ქრის­ტი­ან­თა და­პი­რის­პი­რე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა. ერ­თი მა­გა­ლი­თი: ებ­რა­ე­ლი კა­თო­ლი­კე მღვდელს ეხ­უმ­რე­ბა, აჯ­ავ­რებს, სხვა­დას­ხ­ვა უხ­ერ­ხულ კითხ­ვას აყ­რის და ბო­ლოს ეუბ­ნე­ბა - რომც გა­ი­ჭა­ჭოთ, პა­პის წო­დე­ბას მა­ინც ვერ ასც­დე­ბით, ერ­თი ჩვე­ნე­ბუ­რი კა­ცი კი უკ­ვე ღმერ­თი გახ­და, მაშ!

ჭეშ­მა­რი­ტად მახ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი იუმ­ო­რის არ­სი, პირ­და­პირ თუ ირ­ი­ბად, ყო­ველ­თ­ვის კონ­ფორ­მიზ­მი­სა და პრო­ტეს­ტის და­პი­რის­პი­რე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა. საკ­მა­რი­სად ხა­რის­ხი­ა­ნი იუმ­ო­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თ­ვის ეს და­პი­რის­პი­რე­ბა საკ­მა­რის­ზე მე­ტად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, ნამ­დ­ვი­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი უნ­და იყ­ოს. ნე­ბის­მი­ერ ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­სი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა, სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა იყო. ჩემს რუ­სეთ­ში, რო­გორც სხვა სა­ტე­ლი­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მთელ სივ­რ­ცე­ზე, სტა­ლი­ნი­სა და შემ­დეგ ბრეჟ­ნე­ვის წყო­ბამ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­ეკ­დო­ტის არ­ნა­ხუ­ლი აყ­ვა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ვერ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დი­ა­დი ხდე­ბა ეს ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­ცა იგი ინ­დი­ვიდს ერ­თა­დერთ შანსს აძ­ლევს გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის, რა­თა არ გა­ი­გუ­დოს ამ ჭა­ობ­ში! რა თქმა უნ­და, უნ­და ვი­სურ­ვოთ, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში აღ­არ იყ­ოს იუმ­ო­რის აყ­ვა­ვე­ბის ამგ­ვა­რი ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია, სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­ულ და "გან­ვი­თა­რე­ბულ" ქვეყ­ნებ­ში, რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას "ფი­ლის­ტერ­სა" და "მე­ამ­ბო­ხეს" შო­რის პი­რო­ბი­თო­ბად აქ­ცევს, სა­ეჭ­ვო­სა და მოჩ­ვე­ნე­ბითს ხდის. ეს ვი­თა­რე­ბა თა­ვის ერთ ლექ­ს­ში რუს­მა პო­ეტ­მა, ვი­ა­ჩეს­ლავ ივ­ა­ნოვ­მა იწ­ი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა 1944 წელს:

...Теперь один запас понятий,

Один разменочный язык

Равняют всех в гражданстве братий;

Обличья заменил ярлык.

Бьют тем же шаром те же кегли

Бунтарь, епископ и король...

ნი­ჰი­ლის­ტი აღ­ა­რაა მე­ამ­ბო­ხე, იგი ცი­ნი­კო­სიც კი არაა ამ სიტყ­ვის სრუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, რად­გა­ნაც იგი აღ­არ იბრ­ძ­ვის "ყვე­ლას წი­ნა­აღ­მ­დეგ". მე­ამ­ბო­ხე­ო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, 1968 წლის სორ­ბო­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის იდ­ე­ო­ლო­გი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, political correctness-ის პი­რო­ბებ­ში, დღეს გა­ბა­ტო­ნე­ბულ trend-ად იქ­ცა. ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტა­ბუს ახს­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­სუ­ა­ლურ სფე­რო­ში, ვულ­გა­რუ­ლი ფე­მი­ნიზ­მი, რო­მელ­საც de facto ცდი­ლობს ქალ­ში სწო­რედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საწყი­სი ჩა­ახ­შოს და ანგ­რევს დე­დო­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ტრა­დი­ცი­ას, ყვე­ლა კულ­ტუ­რუ­ლი იერ­არ­ქი­ის დე­მონ­ტა­ჟი და სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ან­ტი­ე­ლი­ტის­ტუ­რი პრინ­ცი­პი "შენ არ­აფ­რით მჯო­ბი­ხარ", თავ­მომ­წო­ნე უვ­ი­ცო­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბა "პა­ი­დე­ი­ა­ზე" - ყვე­ლა­ფე­რი ეს, ფლო­ბე­რის ყა­ი­და­ზე რომ ვთქვათ, "ან­ბა­ნურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­თა" სფე­როს ეკ­უთ­ვ­ნის, ის­ი­ნი აქ­სი­ო­მებს წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­მელ­თაც ავ­ტო­მა­ტუ­რად და ყო­ველ­გ­ვა­რი კრი­ტი­კის გა­რე­შე ვი­ღებთ. თუმ­ცა ტა­ბუს ახს­ნის ეპ­ო­ქა­ში ჯერ კი­დევ რჩე­ბა ერ­თი ტა­ბუ, ჩვენ გვეკ­რ­ძა­ლე­ბა ეჭ­ვი შე­ვი­ტა­ნოთ ამ აქ­სი­ო­მა­თა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში. რა თქმა უნ­და, ზე­მო­თაღ­წე­რი­ლი იდ­ე­ო­ლო­გი­ის დამ­ც­ვე­ლე­ბი დღე­საც ძვე­ლე­ბუ­რად იღ­ე­ბენ პა­თე­ტი­კურ პო­ზებს და ცდი­ლო­ბენ დაგ­ვარ­წ­მუ­ნონ, რომ ის­ი­ნი ჯერ კი­დევ გან­წი­რულ­ნი არ­ი­ან მე­ამ­ბო­ხე­თა მძი­მე უღ­ე­ლი ზი­დონ. მაგ­რამ ამ წირ­პ­ლი­ან ტონ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ტრენ­დის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა კი არ გა­მოს­ჭ­ვი­ვის, არ­ა­მედ ის, რომ მას სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, რა არ­ის იუმ­ო­რი. საბ­ჭო­თა წლებ­ში ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან გან­გას­ხ­ვა­ვებ­და, რე­ა­ლურ რის­კ­თან, რე­ა­ლურ სა­შიშ­რო­ე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ აგ­ვიკ­რ­ძა­ლა ჩვენ თა­მა­შე­ბი, სა­დაც წაშ­ლი­ლია ზღვა­რი ნამ­დ­ვილ და ნა­კე­თებ სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას შო­რის.

ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა ერ­ო­ტი­ულ ხუმ­რო­ბებს, ამ უძ­ვე­ლეს და ყვე­ლა­ზე უფ­რო ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო სა­ხე­ო­ბას; უნ­და ითქ­ვას, რომ ეს ხუმ­რო­ბე­ბი იმ­ი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ სქე­სი ყო­ველ­თ­ვის იყო მას­ტ­რუქ­ტუ­რი­რე­ბე­ლი ტა­ბუს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ობ­ი­ექ­ტი. XX სა­უ­კუ­ნის რუ­სი მღვდე­ლი და ფი­ლო­სო­ფო­სი პა­ველ ფლო­რენ­ს­კი იმ აზრ­ზე იდ­გა, რომ აკრ­ძალ­ვა­თა სიმ­კაც­რე და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არ­ას­დი­დე­ბით არ მი­ა­ნიშ­ნებს სქე­სის მდა­ბალ, რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით არ­ას­რულ­ფა­სო­ვან ბუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ პი­რი­ქით, მის საკ­რა­ლურ ღირ­სე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ყვე­ლა­ფე­რი სა­კულ­ტო ხომ მკაც­რი ტა­ბუ­თია შე­მო­საზ­ღ­ვ­რუ­ლი. ახ­ლა ყვე­ლა ტა­ბუს უარ­ყო­ფენ. ერ­ო­ტი­კუ­ლი იუმ­ო­რის კულ­ტუ­რის­თ­ვის კი ეს, უბ­რა­ლოდ, კა­ტას­ტ­რო­ფა იქ­ნე­ბო­და. არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ დღე­ვან­დელ­მა სექ­სუ­ა­ლურ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ და "სექ­სუ­ა­ლურ­მა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბამ" შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დონ უმ­ან­კო­ე­ბის მა­ღა­ლი პო­ე­ზი­აც - ვინ იც­ის, ვინ იც­ის, არც ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ზე­მოთ­ქ­მულ­ში, რად­გა­ნაც, ნე­ბის­მი­ე­რი ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ზია, რო­გორც ნამ­დ­ვი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიწ­მინ­დე, თა­ვი­სი არ­სით დრო­ის სუ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­ტეს­ტია, მი­სი უღ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლტოლ­ვას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც e contrario ხორ­ცი­ელ­დე­ბა; მაგ­რამ ახ­ლა მე სხვა თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ. მინ­დო­და სხვა რა­მის­თ­ვის გა­მეს­ვა ხა­ზი: რა­ღაც "დე­კა­მე­რო­ნის" ან "გარ­გან­ტუ­ას" მაგ­ვა­რი, ანუ უც­ე­რე­მო­ნიო სექ­სუ­ა­ლუ­რი ხუმ­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ით გან­პი­რო­ბე­ბულ ახ­ალ კონ­ტექ­ს­ტ­ში სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის იუმ­ო­რი აქ კარ­გავს სა­გან­სა და სა­ფუძ­ველს. Lugete o Veneres Cupidinesque! "იტ­ი­რეთ, ვე­ნე­რე­ბო და კუ­პი­დო­ნე­ბო!" - რო­გორც დიდ­მა კა­ტუ­ლუს­მა თქვა.

გე­ნი­ა­ლუ­რი ერ­ო­ტი­კის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცია და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და. სექ­სუ­ა­ლურ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ სრუ­ლად აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი არ­სი: ესაა რე­ვო­ლუ­ცია ერ­ო­სის უფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ცრუ ნე­ბა­დარ­თუ­ლო­ბა - "აკრ­ძალ­ვა აკრ­ძა­ლუ­ლია!" რო­გორც წერ­დ­ნენ სორ­ბო­ნა­ში 1968 წელს - ერთ ფა­რულ აკრ­ძალ­ვას გუ­ლის­ხ­მობს და იგი ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ტა­ბუს წარ­მო­ად­გენს: ერ­ოსს აეკრ­ძა­ლა საზ­რი­სის ქო­ნა, მას ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა წა­არ­თ­ვეს. ერ­ო­სის საზ­რის­ზე კი აბ­სო­ლუ­ტუ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ერ­ოს­ზე მი­მარ­თუ­ლი სი­ცი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც.

მო­დით შე­ვა­ჯა­მოთ: თუ­კი იუმ­ო­რი­სა და კო­მი­კუ­რის დი­ა­ლექ­ტი­კურ წა­ნამ­ძღ­ვარს და­უნ­დო­ბე­ლი, გა­უ­ხედ­ნა­ვი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენ­და, დღეს გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი, ტი­პი­უ­რი, მო­ნო­ტო­ნუ­რი, ყვე­ლას მი­ერ აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი ფრი­ვო­ლუ­რო­ბა (რო­მე­ლიც არ­ა­ვის აგ­დებს შოკ­ში, არც აკ­ვირ­ვებს და არც აღ­ა­რა­ვის ყუ­რად­ღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს) თა­ვი­სი რუ­ხი გა­ნურ­ჩევ­ლო­ბით, იუმ­ო­რის აღ­სას­რულს მო­ას­წა­ვებს. ად­ა­მი­ა­ნი სა­ბე­დის­წე­რო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას - 1) იც­ხოვ­როს იუმ­ო­რის გა­რე­შე, ან 2) იყ­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი. მე­სა­მე გზა არ არ­სე­ბობს. რა თქმა უნ­და, იდ­ე­ა­ლე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დრო­ში ქმნის პრობ­ლე­მებს, რო­მელ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად "ტრავ­მუ­ლი" შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა. ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი უს­იტყ­ვოდ აღ­ი­ა­რე­ბენ იმ დე­ბუ­ლე­ბას, რომ ე.წ. ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი, სუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ფსი­ქი­კის ჭრილ­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ და ამ­ის­თ­ვის ფსი­ქო­ა­ნა­ლიზ­სა და ფსი­ქო­თე­რა­პი­ას მი­მარ­თა­ვენ. უდ­ი­დეს პა­ტივს ვცემ დიდ ვე­ნელს, ზიგ­მუნდ ფრო­იდს - მაგ­რამ, ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, ნუ მივ­ცემთ მის ურ­იცხვ მიმ­დევ­რებს ბო­ლო სიტყ­ვის უფ­ლე­ბას ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ სა­კითხებ­ში! რო­გორც ოდ­ეს­ღაც რა­ი­ნერ მა­რია რილ­კემ თქვა: "ეშ­მა­თა გა­მო­დევ­ნი­სას, ის­ი­ნი ან­გე­ლო­სებ­საც მიფ­რ­თხო­ბენ და დევ­ნი­ან". სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ან­გე­ლოს­თა შო­რის, ვი­საც დღეს საფ­რ­თხე ემ­უქ­რე­ბა, იუმ­ო­რის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ან­გე­ლო­სიც აღ­მოჩ­ნ­და; ეს გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცით. ძალ­ზე მყუდ­რო და უპ­რობ­ლე­მო, ერ­თი სიტყ­ვით კი უს­ატ­კი­ვა­რო ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­საც კარ­გავს და ამ­ის გა­მო თა­ვად ცხოვ­რე­ბაც აღ­არ ღირს - არ­ის­ტო­ტე­ლეს სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, Bios ou biotos.


© ”არილი”

No comments: