Thursday, February 7, 2008

სი­ბი­ლე ბერ­გი

ნორას შია


გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ

ყო­ველ დი­ლით ვი­წო­ნე­ბი.

დი­ლა­­ბით ოდ­ნავ ნაკ­ლებს ვი­წო­ნი ხოლ­მე.

ნა­ხე­ვა­რი წე­ლია მხო­ლოდ კიტ­რით, ვაშ­ლი­თა და სა­ლა­თით ვიკ­ვე­ბე­ბი. ყო­ველ­­ვა­რი მი­სა­ყო­ლებ­ლის გა­რე­შე, რა თქმა უნ­და.

თა­ვი­დან ცუ­დად ვხდე­ბო­დი. მუც­ლის გვრე­მა მე­მარ­თე­ბო­და. ახ­ლა საქ­მე უკ­ეთ მი­დის. საჭ­მელს დავ­­ნო­სავ და მორ­ჩა, აღ­არ მშია. საჭ­­ლის სუ­ნი გულს მი­რევს.

გუ­შინ 40 კი­ლო ვი­ყა­ვი. 1,75 ვარ და სი­მაღ­ლე­ში ალ­ბათ ცო­ტას კი­დევ მო­ვი­მა­ტებ. და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს: კი­დევ უნ­და და­ვიკ­ლო!

რაც ჭა­მას თა­ვი გა­ვა­ნე­ბე, არ­­ვინ აღ­არ მჭირ­დე­ბა. მშობ­ლე­ბი გინდ ყო­ფი­ლან, გინდ არა. ჩემ­ზე რას ფიქ­რო­ბენ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მე ხომ ვი­ცი, რომ მა­გა­რი ვარ. ამ­ას­წინ დე­და­ჩემ­მა იტ­­რა. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ჩა­მო­ეთხაპ­ნა მა­კი­­ჟი და ოთ­­ხი­დან გა­მო­ვე­დი. ახ­ლა შე­ვამ­­ნიე, რამ­სის­ქე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი სულ არ აწ­­ხებს. მე კი, სა­ნამ სქე­ლი ვი­ყა­ვი, შეს­ვე­ნე­ბა­ზე ფეხ­სა­ლაგ­ში გავ­­ბო­დი, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს გავ­რი­დე­ბო­დი. ახ­ლა აღ­არ ვი­მა­ლე­ბი, უფ­რო მე­ტიც, იმ­­საც კი ვფიქ­რობ, ჩე­მი შურთ-მეთ­ქი.

სი­ლა­მა­ზემ­დე კი­დევ ბევ­რი მიკ­ლია. ჯერ მა­ინც მე­ტის­მე­ტად სქე­ლი ვარ. მკლა­ვებს არ­­­შავს რა - ძვალ­ზე ტყა­ვი­ღაა გა­დაკ­რუ­ლი. ნეკ­ნე­ბიც უკ­ვე კარ­გად მეტყო­ბა, მაგ­რამ აი, ფე­ხე­ბი ჯერ კი­დევ სქე­ლი მაქვს.

სქე­ლი რო­ცა ვი­ყა­ვი, თით­ქოს პი­როვ­ნე­ბას აღ­არ წარ­მო­ვად­გენ­დი. ახ­ლა საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. შიგ­ნით და გა­რეთ თავს ერთ­ნა­­რად მტკი­ცედ ვგრძნობ. რო­ცა რა­­მე მი­ზა­ნი გაქვს, მარ­ტო აღ­­რა ხარ, რად­გან მი­ზა­ნი მუ­დამ შენ­თა­ნაა, მუ­დამ თან გახ­ლავს.

კარ­გად მახ­სოვს ის დრო, სქე­ლი რომ ვი­ყა­ვი. ერთ წუთს თუ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს, მე­­რე წუთ­ში ავღ­რი­ალ­დე­ბო­დი და მი­ზეზს ვერ ვპო­­ლობ­დი. ეტ­ყო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უაზ­რო­ბად მეჩ­ვე­ნე­ბო­და: ის, რომ სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ­დი, რა­ღაც პრო­ფე­სი­ას შე­ვი­ძენ­დი, მე­რე ალ­ბათ გავ­თხოვ­დე­ბო­დი და პა­ტა­რა ბი­ნა­ში ვიცხოვ­რებ­დი. პა­ტა­რა ბი­ნა­ზე გუ­ლი­სამ­რე­ვი კი აბა რა უნ­და იყ­ოს. ას­ეთ ცხოვ­რე­ბას ხომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ჰქვია. ოღ­ონდ ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი უნ­და იყ­ოს, ჯე­რაც არ ვი­ცი. რომ გავ­ლა­მაზ­დე­ბი, აი, ალ­ბათ მა­შინ მე­ცო­დი­ნე­ბა, რა არ­ის ცხოვ­რე­ბა. მა­შინ კე­იტ მო­სი­ვით ლა­მა­ზი ვიქ­ნე­ბი და მა­სა­ვით მო­დე­ლიც გავ­­დე­ბი.

დე­და­ჩემ­მა ამ­ას­წინ ფსი­ქო­ლოგ­თან წა­მიყ­ვა­ნა. ფსი­ქო­ლო­გი ერ­თი მსუ­ქა­ნი, ბე­ბე­რი კა­ცი იყო. დე­დამ მარ­ტო დაგ­­ტო­ვა და იმ ბე­ბერ­მა გაჩ­მა­ხე­ბა და­მიწყო. ოღ­ონდ ის კი ვერ მოტ­ვი­ნა, ასე იოლ­ად მე რომ ვე­რა­ვინ გა­მიჩ­მა­ხებ­და. რა­ღაც-რა­ღა­ცე­­ბი მეც წა­მი­კითხავს და მა­თი ბრიყ­ვუ­ლი ტრი­­კე­ბის ამ­ბა­ვიც ზე­პი­რად ვი­ცი. ამ ბე­ბერს ხომ, თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ, სიბ­რიყ­ვე სა­ხე­ზე ეწ­­რა.

გა­წუ­ხებს რა­მეო, მკითხა და კი­დევ რა­ღაც სა­ზიზ­­რო­ბე­ბი მო­­ყო­ლა. მე მხო­ლოდ მივ­ჩე­რე­ბო­დი და ხმას არ ვი­ღებ­დი. ამ ქო­ნის ტო­მა­რას პე­რან­­­ვეშ ოფ­ლის ღა­რე­ბი ემჩ­ნე­­და. მის შე­კითხ­ვებ­ზე არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. გა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და, ის­­თი კა­ცის­­ვის რა­­მე მო­მე­ყო­ლა, სა­კუ­თა­რი თა­ვი რომ ვერ გა­­კონ­­რო­ლე­ბია და გას­­დო­მამ­დე ძღე­ბა? მოკ­ლედ, წა­მო­ვე­დი და ის ფსი­ქო­ლო­გი აღ­არც გამ­­სე­ნე­ბია.

მე ჩე­მი მი­ზა­ნი მაქვს. არ­აფ­რის აღ­არ მე­ში­ნია. არც ფიქ­რის­­ვის ვი­წუ­ხებ თავს და ას­ეთ ყო­ფას, მე მგო­ნი, ამქ­ვეყ­ნად არ­­ფე­რი სჯო­ბია.

© “არილი”

No comments: