Tuesday, February 26, 2008

გი­უნ­თერ გრა­სი, პი­ერ ბურ­დიე

"რა­ღაც უნ­და და­ვუ­პი­რის­პი­როთ გლო­ბა­ლურ ნე­­ლი­ბე­რა­ლიზმს"

­­­­­­­­­­გერმანულიდან თარგმნა მიქელ ირემა­ძემ

პი­ერ ბურ­დიე: ერთხელ, თქვენ "ენ­ის რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად წაგ­დე­ბის ჩვე­­ლე­ბა" ახ­სე­ნეთ და თქვით, "არ ვი­ცი სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლია იგი თუ პირ­­მინ­დად გერ­მა­ნუ­ლიო"... ჩე­მი მხრივ დავ­ძენ, რომ ეს ჩვე­­ლე­ბა ზუს­ტად იმ­დე­ნად­ვეა პირ­­მინ­დად ფრან­გუ­ლიც. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თქვენ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­­რე­­ტი გახ­დით. ის­იც მა­ხა­რებს, რომ პრე­მი­ამ არ შეგ­­ვა­ლათ და უწ­ინ­დე­ბუ­რად გიყ­ვართ "ენ­ის წაგ­დე­ბა". იმ­­დი მაქვს, ამ­ას ახ­ლა ერ­თად გა­ვა­კე­თებთ და "ენ­­წაგ­დე­ბულ­თა დუ­ეტს" შევ­­­ნით.

გი­უნ­თერ გრა­სი: გერ­მა­ნულ ნი­­დაგ­ზე სო­ცი­­ლოგ­სა და მწე­რალს შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იშ­ვი­­თად თუ მი­­ცე­მათ. ჩემს სამ­შობ­ლო­ში, რო­გორც წე­სი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ერთ კუთხე­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, სო­ცი­­ლო­გე­ბი - მე­­რე­ში, მწერ­ლე­ბი კი ისე შეჯ­გუფ­დე­ბი­ან ხოლ­მე შუა ოთ­ახ­ში, რომ ერთ­მა­ნეთს ლა­მის ფე­ხის თი­თე­ბი წა­ამ­­­რი­ონ. იქ ას­­თი სა­უბ­რე­ბი, ახ­ლა ჩვენ რომ გავ­მარ­თეთ, უფ­რო გა­მო­ნაკ­ლი­სია, ვიდ­რე ჩვე­­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი.

რო­დე­საც ვფიქ­რობ თქვენს წიგ­­ზე - "სამ­ყა­როს სიმ­ძი­მე" და ჩემს ბო­ლო რო­მან­ზე - "ჩე­მი სა­­კუ­ნე", მათ შო­რის რა­ღაც სა­ერ­თოს ვხე­დავ: ჩვენ ორ­­ვე თით­ქოს ის­ტო­რი­ის ხე­ლახ­ლა, თა­ნაც ისე თხრო­ბას ვცდი­ლობთ, რო­გორც იგი, გა­რე­შე დამ­­ვირ­ვებ­ლის თვა­ლით კი არა, შიგ­ნი­დან მო­ჩანს. ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ სა­ზო­გა­დო­­ბის­გან გან­ზე მდგო­მი კა­ცის პო­ზი­ცი­­დან და არც ის­ტო­რი­ის დამ­პყ­რობ­ლე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია თა­ვი. და რო­გორც ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ად­­მი­­ნე­ბის­გან მო­­ლი­ან კი­დეც, ორ­­ვე ხელ­მო­ცა­რულ­თა, ცხოვ­რე­ბი­დან გა­რი­ყულ­თა, და­მარ­ცხე­ბულ­თა მხა­რეს ვდგე­ბით.

"სამ­ყა­როს სიმ­ძი­მე­ში" თქვენ და თქვენ­მა თა­ნა­ავ­ტო­რებ­მა შე­ძე­ლით სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­­ლო­ბის და­ვიწყე­ბა და თქვე­ნი შრო­მა ისე ააგ­ეთ, რომ უბ­რა­ლოდ უს­მენ­დით სხვებს, ცდი­ლობ­დით გა­გე­გოთ მათ­­ვის და სუ­ლაც არ გქონ­დათ ილ­­ზია, არც პრე­ტენ­ზია, თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ში მათ­ზე უკ­­თე­სად ერკ­ვე­­დით. შე­დე­გად კი მი­­ღეთ ფრან­გუ­ლი სა­ზო­გა­დო­­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სო­ცი­­ლუ­რი მდგო­მა­რე­­ბის ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტუ­რი ან­­ბეჭ­დი, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნებ­საც ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­­სა­და­გოს.

მე მწე­რა­ლი ვარ და, ნებ­სით თუ უნ­ებ­ლი­ეთ, თქვენს წიგნს ვუ­ყუ­რებ, რო­გორც წყა­როს მა­სა­ლი­სათ­ვის. რად ღირს თუნ­დაც მოთხ­რო­ბა პრო­ვინ­ცი­­დან პა­რიზ­ში ჩა­მო­სულ გო­გო­ზე, ღამ-ღა­მო­ბით ფოს­ტას რომ ახ­­რის­ხებს. მი­სი საქ­მი­­ნო­ბის აღ­წე­რა სავ­სე­ბით ძალ­და­­ტა­ნებ­ლად და ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­­ჩენს მნიშ­­ნე­ლო­ვან სო­ცი­­ლურ პრობ­ლე­მებს, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­­ბის მდგო­მა­რე­­ბის ამ­სახ­ვე­ლი მსგავ­სი წიგ­ნე­ბი თი­თო­­ულ ქვე­ყა­ნას რომ ჰქო­ნო­და.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­მაც­ბუ­ნა და რაც, რო­გორც ჩანს, სო­ცი­­ლო­გი­ის სპე­ცი­ფი­კი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, წიგ­­ში იუმ­­რის არ­არ­სე­ბო­ბაა. ას­ეთ შრო­მებ­ში იუმ­ორს ვერ­სად წა­აწყ­დე­ბი. მათ­ში მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლია ბევ­რი ყო­ფი­თი კონ­­ლიქ­ტის არ­სის­მი­­რი აბ­სურ­დუ­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე - ხელ­მო­ცარ­ვის კო­მი­კუ­რი ას­პექ­ტი, რაც ეს­­დენ მნიშ­­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ჩემს წიგ­ნებ­ში.

პ.ბ. თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­წე­რეთ სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­­ბე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც კა­ცი მსგავს ამ­ბებს უშ­­­ლოდ მოქ­მე­დი პი­რე­ბის­გან ის­მენ, მეტ­წი­ლად იუმ­­რით კი არა, თა­ნაგ­­­ნო­ბით, სიბ­რა­ლუ­ლით იმს­­ვა­ლე­ბი და ვერ ახ­ერ­ხებ შე­­ნარ­ჩუ­ნო მი­­კერ­ძო­­ბე­ლი დამ­­ვირ­ვებ­ლის გულ­­რი­ლი მზე­რა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ იძ­­ლე­ბუ­ლი გავ­­დით ამ­ოგ­ვე­ღო წიგ­ნი­დან ზო­გი­ერ­თი მო­ნო­ლო­გი, რად­გან ის­­ნი მე­ტის­მე­ტად პირ­ქუ­ში, თავ­შე­­კა­ვე­ბე­ლი, მე­ტის­მე­ტად ტრა­გი­კუ­ლი ან მე­ტის­მე­ტად ავ­ად­­ყო­ფუ­რი იყო.

გ.გ. ჰო, მაგ­რამ, კო­მიზ­მი რომ ვახ­სე­ნე, მე სუ­ლაც არ მი­გუ­ლის­­მია, თით­ქოს ტრა­გე­დია და კო­მე­დია ერთ­მა­ნეთს გა­მო­რიცხა­ვენ და არც ის - თით­ქოს მათ ერთ­მა­ნე­თის­გან რა­ღაც მკა­ფიო მიჯ­ნა აშ­­რებს.

პ.ბ. მარ­თა­ლია... ნამ­­ვი­ლად ასეა... არ­სე­ბი­თად, ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ის იყო, რომ ყო­ველ­­ვა­რი სპე­ცი­­ლუ­რი სა­შუ­­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე გა­დაგ­ვე­შა­ლა მკითხ­ვე­ლის თვალ­წინ ეს წმინ­და წყლის აბ­სურ­დი. ჩვენ წე­სად და­ვი­დეთ, არ­­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლად არ დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა მო­ნო­ლო­გე­ბი. ალ­ბათ გა­ოც­დე­ბით, თუ ვა­ღი­­რებ, რომ რო­დე­საც ას­ეთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დრა­მებ­თან გაქვს საქ­მე, არ გშორ­დე­ბა მა­თი შე­ლა­მა­ზე­ბის ცდუ­ნე­ბა. ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რა­დაც არ უნ­და დაგ­­­დო­მო­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვე­ერ­­გუ­ლა ფაქ­ტე­ბის­­ვის, შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სი­სას­ტი­კის ის თით­­მის გა­­საძ­ლი­სი ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც ამ მო­ნო­ლო­გებს ავ­სებს. ამ­ას ორი მი­ზე­ზის გა­მო ვა­კე­თებ­დით: ჯერ ერ­თი, სა­მეც­ნი­­რო თვალ­საზ­რი­სით ამგ­ვა­რი მიდ­გო­მა უფ­რო კო­რექ­ტუ­ლია; და კი­დევ იმ­­ტომ, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მა არ მიგ­ვე­ცა ტექ­­ტე­ბის­­ვის, რა­თა სხვა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლო­ბის­­ვის მიგ­ვეღ­წია. გარ­და ამ­­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც გვა­მოძ­რა­ვებ­და: ვფიქ­რობ­დით, რომ ევ­რო­პა­ში, ლა­თი­ნურ ამ­­რი­კა­სა და ბევრ სხვა რე­გი­ონ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ნე­­ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბის სი­სას­ტი­კეს - სის­ტე­მის სი­სას­ტი­კეს - იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვი, იმ­დე­ნად ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ბუ­ნე­ბა აქვს, რომ მხო­ლოდ გო­ნე­ბაჭ­­რე­ტი­თი ან­­ლი­ზის ხერ­ხე­ბით ამ­ას ვერ ახს­ნი. ვე­რა­ნა­­რი კრი­ტი­კა ას­­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ზე­მოქ­მე­დე­ბის მას­­ტა­ბებს ვერ გა­­წო­ნას­წო­რებს.

გ.გ. ჩვენ ორ­­ვე, სო­ცი­­ლო­გი­ცა და მწე­რა­ლიც, გვშვა ევ­რო­პულ­მა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბამ, რომ­ლის ტრა­დი­ცი­ებს ახ­ლა ეჭ­ვით უყ­­რე­ბენ პრაქ­ტი­კუ­ლად ყველ­გან, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში - გერ­მა­ნი­­სა და საფ­რან­გეთ­ში მა­ინც. უკ­ვა­ლოდ არ­ის გამ­­რა­ლი ბევ­რი ღირ­სე­ბა, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, მონ­ტენს ახ­­სი­­თებ­და. ვფიქ­რობ, იუმ­­რის გრძნო­ბაც ამ და­ნა­კარ­­თა რიცხ­­ში აღ­მოჩ­­და. გა­ვიხ­სე­ნოთ, თუნ­დაც, "კან­დი­დი" ან "ჟაკ ფა­ტა­ლის­ტი" - მათ­ში და­ხა­ტუ­ლია შე­მაძ­­წუ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­­ლო­ბა, მაგ­რამ ვოლ­ტე­რი­სა და დიდ­როს გმი­რე­ბი ტან­­ვა­შიც კი არ კარ­გა­ვენ უნ­არს, და­­ნა­ხონ ყვე­ლაფ­რის სა­სა­ცი­ლო მხა­რე და, მა­შა­სა­და­მე, გა­­მარ­­ვონ კი­დეც.

პ.ბ. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­­ბის და­კარ­­ვის შეგ­­­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბის სრულ რე­ვი­ზი­ას­თან, რაც ნე­­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდ­­­ლო­გი­ის გა­ბა­ტო­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ჩე­მი აზ­რით (და აქ, გერ­მა­ნი­­ში, ეს შე­და­რე­ბა თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა), დღე­ვან­დე­ლი ნე­­ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია კონ­სერ­ვა­ტულ რე­ვო­ლუ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს (ზუს­ტად იმ­­ვე აზ­რით, რომ­ლი­თაც ლა­პა­რა­კობ­­ნენ კონ­სერ­ვა­ტულ რე­ვო­ლუ­ცი­­ზე ოც­და­­თი­­ნი წლე­ბის გერ­მა­ნი­­ში); ხო­ლო კონ­სერ­ვა­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ტად უც­ნა­­რი მოვ­ლე­ნაა: იგი წარ­სუ­ლის რეს­ტავ­რი­რე­ბას ახ­დენს და ამ­ას პროგ­რე­სის სა­ხე­ლით ნათ­ლავს; ის რეგ­რესს პროგ­რე­სად ას­­ღებს და ამ­ას ის­­თი წარ­მა­ტე­ბით აკ­­თებს, რომ რეგ­რე­სის მო­წი­ნა­აღ­­დე­გე­­ბი მის მომ­­რე­­ბად აღ­იქ­მე­ბი­ან, ხო­ლო ტე­რო­რის წი­ნა­აღ­­დეგ მებ­­ძო­ლე­ბი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტე­რო­რის­ტის იარ­ლიყს იძ­­ნენ. მე და თქვენ ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­კუ­თარ ტყავ­ზე გვაქვს გა­მოც­დი­ლი: ჩვენ ხომ ჩვე­ნი­ვე ნე­ბით მი­ვა­კუთ­­ნეთ თა­ვი არ­ქა­ის­ტებს. საფ­რან­გეთ­ში ას­ეთ ად­­მი­­ნებს ringards (ძველ­მო­დუ­რებს) ან კი­დევ arriers (არ­­თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს) უწ­­დე­ბენ.

გ.გ. Dinosauria...

პ.ბ. მარ­თა­ლია - დი­ნო­ზავ­რებ­საც. ას­­თია კონ­სერ­ვა­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის, ან სხვა სიტყ­ვით რომ ვთქვათ, "პროგ­რე­სუ­ლი" რეს­ტავ­რა­ცი­ის ძა­ლა. და­მე­თან­­მე­ბით, რომ თქვე­ნი ამ­ას­წი­ნან­დე­ლი სიტყ­ვე­ბიც ჩემს აზრს ად­ას­ტუ­რებს. ჩვენ დარ­დი­­ნო­ბას, ცხვირ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლო­ბას გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, მაგ­რამ გა­ნა ეპ­­ქა სა­ხა­ლი­სოდ გან­გაწყობს?! მას­ში ხომ სრუ­ლი­ად არ­­ფე­რია სა­სა­ცი­ლო.

გ.გ. არც მი­ფიქ­რია იმ­ის მტკი­ცე­ბა, თით­ქოს ჩვენს ეპ­­ქას რა­ღაც სა­ხა­ლი­სო თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ გა­ნა ჩვე­ნი სო­ცი­­ლუ­რი რე­­ლო­ბის წი­ნა­აღ­­დეგ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერ­თი ფორ­მა არ არ­ის ის ინ­ფერ­ნა­ლუ­რი ხარ­ხა­რი, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გა­მოწ­ვე­­ლი?!

ის, რა­საც დღეს ნე­­ლი­ბე­რა­ლიზ­მად შე­ფუ­თულს გვთა­ვა­ზო­ბენ, სი­ნამ­­ვი­ლე­ში XIX სა­­კუ­ნის მან­ჩეს­ტე­რუ­ლი ლი­ბე­რა­ლიზ­მის მე­თო­დე­ბის რე­­ნი­მა­ციაა. სა­მოც­და­­თი­ან წლებ­ში ევ­რო­პის უმ­­ტეს ნა­წილ­ში ცდი­ლობ­­ნენ გა­­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­ნათ კა­პი­ტა­ლიზ­მის ბუ­ნე­ბა და ამ საქ­მე­ში გარ­­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს. თუ გა­ვი­ზი­­რებთ თვალ­საზ­რისს, რომ კა­პი­ტა­ლიზ­მი და სო­ცი­­ლიზ­მი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის მშვე­ნი­­რი და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ყრმე­ბი არ­­ან, ის­იც უნ­და ვა­ღი­­როთ, რომ ამ ორ­მა ჩვილ­მა ერთ­მა­ნე­თის მუდ­მი­ვი კონ­­რო­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ნა­ხა. ისე რომ, თვით კა­პი­ტა­ლიზ­მიც კი იძ­­ლე­ბუ­ლი გახ­და, რა­ღაც მო­ვა­ლე­­ბე­ბი ეკ­ის­რა. გერ­მა­ნი­­ში ამ­ას სო­ცი­­ლურ სა­ბაზ­რო ეკ­­ნო­მი­კას უწ­­დებ­­ნენ და სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­­ვიდ­­და აზ­რი (რო­მელ­საც კონ­სერ­ვა­ტორ­თა პარ­ტი­აც შე­­ერ­­და), რომ ვა­­მა­რის რეს­პუბ­ლი­კის ვი­თა­რე­ბა აღ­­რა­სო­დეს აღ­არ უნ­და გან­მე­­რე­ბუ­ლი­ყო.

ინ­ტე­რეს­თა ეს ერ­თი­­ნო­ბა ოთხ­მო­ცი­­ნი წლე­ბის და­საწყის­ში და­ირ­­ვა და და­იქ­საქ­სა. რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი იერ­არ­ქია და­ინ­­რა, კა­პი­ტა­ლიზ­­მა და­ას­­­ნა, რომ ამ­­­რი­დან შე­უძ­ლია რაც მო­უნ­დე­ბა, ის აკ­­თოს: მის გა­კონ­­რო­ლე­ბას ხომ უკ­ვე ვე­რა­ვინ შეძ­ლებს, რა­კი­ღა მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­­დე­გე - კა­პი­ტა­ლიზ­მის სა­პი­რის­პი­რო პო­ლუ­სი - აღ­არ არ­სე­ბობს. ცალ­კე­­ლი კა­პი­ტა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა ჯერ კი­დევ არა აქვთ ბო­ლომ­დე და­კარ­გუ­ლი, კე­თილ­გო­ნი­­რე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რად­გან ხე­და­ვენ, რომ მოძ­რა­­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა აღ­არ გაგ­ვაჩ­ნია და დღეს ნე­­ლი­ბე­რა­ლიზ­მი კო­მუ­ნიზ­მის შეც­დო­მებს იმ­­­რებს - ქმნის სა­კუ­თა­რი უც­ოდ­ვე­ლო­ბის დოგ­მატს.

პ.ბ. ასეა, მაგ­რამ ნე­­ლი­ბე­რა­ლიზმს ძა­ლას ის­იც მა­ტებს, რომ ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ევ­რო­პა­ში მა­ინც, მის დამ­­ვიდ­რე­ბას ხელს უწ­ყობ­­ნენ ად­­მი­­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს სო­ცი­­ლის­ტე­ბად მი­იჩ­ნევ­­ნენ: გერ­ჰარდ შრო­დე­რი, ტო­ნი ბლე­რი, ლი­­ნელ ჟოს­პე­ნი - თი­თო­­ულ­მა მათ­გან­მა სო­ცი­­ლის­ტუ­რი იდ­­­ბი ნე­­ლი­ბე­რა­ლიზ­მის გა­საძ­ლი­­რებ­ლად გა­მო­­ყე­ნა.

გ.გ. ეს ეკ­­ნო­მი­კუ­რი მოთხოვ­ნე­ბის­­ვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვის გა­მო მოხ­და.

პ.ბ. ამ­­ვე დროს, სა­შინ­ლად გარ­თულ­და მე­მარ­ცხე­ნე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­­ლი მთავ­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­­დეგ კრი­ტი­კუ­ლი ოპ­­ზი­ცი­ის შექ­­ნა. 1995 წლის ძლი­ერ­მა გა­ფიც­ვამ საფ­რან­გეთ­ში სა­ზო­გა­დო­­ბის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის - მუ­შე­ბის, მო­სამ­სა­ხუ­რე­­ბის, ზო­გი სხვა ფე­ნის - მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლე­ბიც მათ რიცხ­­ში იყვ­ნენ. ამ­ას მოჰ­­ვა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­­ბის მთე­ლი სე­რია: უმ­­შე­ვარ­თა დე­მონ­­­რა­ცია, ევ­რო­პუ­ლი მარ­ში უმ­­შევ­რო­ბის წი­ნა­აღ­­დეგ, არ­­ლე­გა­ლურ ემ­იგ­რან­­თა გა­მოს­­ლა და ასე შემ­დეგ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბა არ ცხრე­ბო­და და ამ­ან სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი აიძ­­ლა, თუნ­დაც ფა­რი­სევ­ლუ­რი თან­­მო­ბა გა­ნეცხა­დე­ბი­ნათ სო­ცი­­ლიზ­მის თე­მა­ზე დაწყე­ბულ თა­ვი­სე­ბურ დის­კუ­სი­­ში მო­ნა­წი­ლე­­ბა­ზე.

სი­მარ­­ლეს რომ თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­­ბა ჯე­რაც მე­ტის­მე­ტად უს­­სუ­რია და უწ­­ნა­რეს ყოვ­ლი­სა იმ­­ტომ, რომ ერ­თი სა­ხელ­­წი­ფოს საზ­­­რე­ბით არ­ის შე­მო­ფარ­­ლუ­ლი. ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ამ­­ცა­ნა იმ მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბით სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­­ლი მთავ­რო­ბე­ბის­­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­­ტა­ბე­ბის მქო­ნე ოპ­­ზი­ცი­ის შექ­­ნას და ამ გზით მათ­ზე რე­­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნას შევ­­ლებთ. ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­­ბის ფორ­მი­რე­ბის ცდებს წარ­მა­ტე­ბის ძალ­ზე მცი­რე შან­სი აქვს. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა წვლი­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნოთ ჩვენ, ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლებ­მა, ამ მოძ­რა­­ბა­ში, რომ­ლის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გავ­­დე­ბით, რად­გან, რა­საც უნ­და ამ­ბობ­­ნენ ნე­­ლი­ბე­რა­ლე­ბი, ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ყო­ვე­ლი სო­ცი­­ლუ­რი მო­ნა­პო­ვა­რი სა­ზო­გა­დო­­ბამ ბრძო­ლით და­იმ­­ვიდ­რა. თუ­კი გვსურს, შე­იქ­­ნას ის, რა­საც "ევ­რო­პულ თა­ნა­მე­გობ­რო­ბად" მო­იხ­სე­ნი­­ბენ ხოლ­მე, უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­­ბა და, ასე მგო­ნია, ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლებს პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბის დი­დი ტვირ­თი ეკ­ის­რე­ბათ ას­­თი მოძ­რა­­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ში, რად­გან პო­ლი­ტი­კურ ბა­ტო­ნო­ბას, გარ­და ეკ­­ნო­მი­კუ­რი­სა, ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი ბუ­ნე­ბაც აქვს. აქ­­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ჩე­მი რწმე­ნა, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა მო­ვა­ლე­­ბაა "რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად წა­ვიგ­დოთ ენა" და ჩვე­ნი უტ­­პი­ის აღ­ორ­ძი­ნე­ბა ვცა­დოთ. ნე­­ლი­ბე­რა­ლურ მთავ­რო­ბა­თა ერთ-ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ხომ იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის­­ნი ცდი­ლო­ბენ უტ­­პი­ებს ბო­ლო მო­­ღონ.

გ.გ. სო­ცი­­ლის­ტურ­მა და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ებ­მა გარ­­ვე­­ლი აზ­რით მხა­რი და­­ჭი­რეს ამ წი­ნა­და­დე­ბას, რო­ცა გა­ნაცხა­დეს, რომ კო­მუ­ნიზ­მის კრა­ხი სო­ცი­­ლიზ­­საც და­ღუპ­ვას უქ­­დის. მათ აღ­­რა აქვთ მუ­შა­თა სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­­ბის იმ­­დი, რო­მე­ლიც, ნუ და­­ვიწყებთ, კო­მუ­ნიზ­­ზე დი­დი ხნით ად­რე გაჩ­­და. სა­კუ­თარ ტრა­დი­ცი­ებ­ზე უარ­ის თქმა კი სა­კუ­თარ თავ­ზე უარ­ის თქმის ტოლ­ფა­სია.

გერ­მა­ნი­­ში უმ­­შე­ვარ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სულ რამ­დე­ნი­მე უნ­­­თო მცდე­ლო­ბა იყო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი და­მერ­­მუ­ნე­ბი­ნა პროფ­კავ­ში­რუ­ლი მოღ­ვა­წე­­ბი, რომ საკ­მა­რი­სი არ არ­ის მხო­ლოდ იმ ხალ­ხის გა­ერ­თი­­ნე­ბა, ვი­საც დღეს სა­მუ­შაო აქვს, მაგ­რამ ხვალ, ამ სა­მუ­შა­ოს და­კარ­­ვის­თა­ნა­ვე, უძ­­რო უფს­­რულ­ში გა­და­ეშ­ვე­ბა. უნ­და შე­იქ­­ნას ევ­რო­პის უმ­­შე­ვარ მო­ქა­ლა­ქე­თა პროფ­კავ­ში­რი. ჩვენ ვწუხ­ვართ, რომ ევ­რო­პის გა­ერ­თი­­ნე­ბა მხო­ლოდ ეკ­­ნო­მი­კურ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ თვით პროფ­კავ­ში­რებს თი­თის გან­­რე­ვა არ სურთ ის­­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რომ­ლის გავ­ლე­ნა ერ­თი სა­ხელ­­წი­ფოს საზ­­­რებს გას­­დე­ბო­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­­ტა­ბებს შე­­ძენ­და. ჩვენ რა­ღაც უნ­და და­ვუ­პი­რის­პი­როთ გლო­ბა­ლურ ნე­­ლი­ბე­რა­ლიზმს.

სი­მარ­­ლე რომ ითქ­ვას, დღე­ვან­დე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლე­ბის უმ­­ტე­სო­ბას პი­რი და­უფ­ჩე­ნია და ყვე­ლა­ფერს გა­ნურ­ჩევ­ლად ყლა­პავს, სა­ნაც­­ლოდ კი, კუ­ჭის წყლუ­ლის გარ­და, ვე­რა­ფერს იღ­ებს. ამ­­ტომ, არა მგო­ნია, მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლე­ბის იმ­­დად ყოფ­ნით რა­მე ეშ­ვე­ლოს საქ­მეს. რო­გორც ვხე­დავ, ფრან­გე­ბი უყ­ოყ­მა­ნოდ ენ­დო­ბით თქვენს ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლებს. რაც შე­­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცი, რომ ყვე­ლა ინ­ტე­ლექ­ტუ­ალს მე­მარ­ცხე­ნე­თა რიცხვს ვერ მი­ათ­­ლი. ამ­ას­ვე ამტ­კი­ცებს XX სა­­კუ­ნის მთე­ლი ის­ტო­რია და მათ შო­რის ნა­ციზ­მის ეპ­­ქაც: მა­გა­ლი­თად, ჰე­ბელ­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლი იყო. ასე რომ, ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი ელ­­ტი­სად­მი კუთ­­ნი­ლე­ბას "ხა­რის­ხის" გა­რან­ტი­ად ვერ მი­ვიჩ­ნევ. თქვე­ნი "სამ­ყა­როს სიმ­ძი­მი­დან" აშ­კა­რად ჩანს, რომ ყო­ფილ მუ­შას, პროფ­კავ­ში­რის წევრს, სო­ცი­­ლურ სფე­რო­ში ხში­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლებ­ზე ბევ­რად მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ზო­გი ამ მუ­შა­თა­გა­ნი ახ­ლა უმ­­შე­ვა­რია, ზო­გი პენ­სი­­ზე გა­ვი­და და, რო­გორც ჩანს, უკ­ვე აღ­­რა­ვის სჭირ­დე­ბა. ამ ხალ­ხის პო­ტენ­ცი­­ლი გა­მო­­ყე­ნე­ბე­ლი რჩე­ბა.

პ.ბ. თქვე­ნი ნე­ბარ­­ვით, სულ მცი­რე ხნით კვლავ მი­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ წიგნს. "სამ­ყა­როს სიმ­ძი­მე" ეს არ­ის ცდა, მო­­პო­ვოს ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლებს კი­დევ ერ­თი რო­ლი - მარ­თა­ლია, იმ­ას­თან შე­და­რე­ბით მოკ­­ძა­ლე­ბუ­ლი, რა­საც მათ ჩვე­­ლებ­რივ მი­­წე­რენ ხოლ­მე, მაგ­რამ, ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ბევ­რად უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­­ცი­ის მქო­ნე: "სა­ზო­გა­დო­­ბის სა­ხე­ლით მწერ­ლის" რო­ლი. ას­­თი ხე­ლო­ბის ხალხს ჩრდი­ლო­ეთ ამ­­რი­კის ქვეყ­ნებ­ში შევ­­ვედ­რი­ვარ. ის­­ნი წე­რის უნ­არ-ხერ­ხებს ფლო­ბენ და ამ ცოდ­ნას იმ­­ში იყ­­ნე­ბენ, რომ რა­ღაც ის­ეთ­ზე სა­უბ­რის სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სხვებს, რის შე­სა­ხებ მთხრო­ბელ­მა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იც­ის, ვიდ­რე თვით მწე­რალ­მა. ამ მხრივ სო­ცი­­ლო­გე­ბი უნ­­კა­ლურ მდგო­მა­რე­­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. და­ნარ­ჩე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლე­ბის­გან გან­­­ვა­ვე­ბით, ის­­ნი მეტ­წი­ლად (თუმ­ცა, არა ყო­ველ­­ვის) მზად არ­­ან უს­მი­ნონ სხვა ად­­მი­­ნებს, იც­­ან, რო­გორ გა­შიფ­რონ ეს მო­ნათხ­რო­ბი, რა სა­ხით ჩა­წე­რონ იგი და შემ­დეგ რო­გორ მი­­ტა­ნონ სა­ზო­გა­დო­­ბამ­დე.

გ.გ. თქვე­ნი სიტყ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ მოგ­ვიხ­დე­ბა მივ­მარ­თოთ ნე­­ლი­ბე­რა­ლიზ­­თან უშ­­­ლო კონ­ტაქ­­ში მცხოვ­რებ ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლებს. მათ შო­რის არ­­ან ის­­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ დად­გა დრო, რა­ღაც და­ვუ­პი­რის­პი­როთ კა­პი­ტა­ლის გლო­ბა­ლურ მი­მოქ­ცე­ვას - სი­გი­ჟის ამ სპე­ცი­ფი­კურ ფორ­მას, რო­მე­ლიც თან სდევს კა­პი­ტა­ლიზმს და არ­­ნა­ირ კონ­­როლს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც, სა­წარ­მო­თა ყვე­ლა ეს უმ­იზ­ნო და უმ­­ზე­ზო შერ­წყ­მა, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით "შემ­ცი­რე­ბის" მსხვერ­­ლი ხდე­ბა ორი, ხუ­თი, ათი ათ­­სი ად­­მი­­ნი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ფონ­დო ბა­ზარ­ზე შე­ფა­სე­ბით ოპ­­რა­ცი­ებ­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად კეთ­დე­ბა.

პ.ბ. მარ­თა­ლია, მაგ­რამ საქ­მე არ ამ­­­წუ­რე­ბა იმ­ით, რომ შე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­­პი­რის­პი­რო გა­ბა­ტო­ნე­ბულ თვალ­საზ­რისს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რის სტა­ტუ­სი და­იმ­­ვიდ­როს. თუ გვსურს, რა­მეს მი­ვაღ­წი­ოთ, ჩვე­ნი კრი­ტი­კის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­­ბამ­დე მი­ტა­ნაც უნ­და შევ­­ლოთ. გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სი ემ­უქ­რე­ბა ჩვენს უფ­ლე­ბას, ვი­ქო­ნი­ოთ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ჟურ­ნა­ლის­­თა უდ­­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ხში­რად გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად, ამ პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი და ჯო­ჯო­ხე­თუ­რად ძნე­ლია ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბის ილ­­ზი­ის დარ­­ვე­ვა. უწ­­ნა­რეს ყოვ­ლი­სა იმ მი­ზე­ზით, რომ, ვთქვათ, საფ­რან­გეთ­ში ის­ეთ კაცს, ვი­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­­­რე­ბა და სა­ხე­ლი არა აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი, ძა­ლი­ან გა­­ჭირ­დე­ბა თა­ვი­სი სათ­­მე­ლის მი­ტა­ნა მა­სე­ბამ­დე. ჩვე­ნი სა­უბ­რის და­საწყის­ში სწო­რედ იმ­­ტომ გა­მოვ­ხა­ტე "ენ­ის წაგ­დე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო იმ­­დე­ბი, რომ, ჩე­მი აზ­რით, მხო­ლოდ ცნო­ბილ მოღ­ვა­წე­ებს შე­უძ­ლი­ათ ამ მან­კი­­რი წრის გარ­­ვე­ვა. ოღ­ონდ, სა­­ბე­დუ­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე სწო­რედ იმ­ის გა­მოა ცნო­ბი­ლი, რომ ზედ­მე­ტი კითხ­ვე­ბის დას­მა და ხმის ამ­აღ­ლე­ბა არ უყ­ვარს - თა­ნაც, ას­­თი ქცე­ვა ჩვენს მო­ლო­დინ­საც შე­­სა­ბა­მე­ბა. და მათ შო­რის ძა­ლი­ან ცო­ტაა ის­­თი ად­­მი­­ნი, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­­ბით მოხ­ვე­ჭილ სიმ­ბო­ლურ კა­პი­ტალს იმ­ის­­ვის გა­მო­­ყე­ნებ­და, რომ ხმა­მაღ­ლა და გა­დაჭ­რით გა­მო­­ხა­ტა იმ ხალ­ხის სატ­კი­ვა­რი, ვინც ამ­ის გა­კე­თე­ბას თვი­თონ ვერ ახ­ერ­ხებს.

"ჩემს სა­­კუ­ნე­ში" თქვენ ბევრ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას ეხ­­ბით. ზო­გი ეპ­­ზო­დი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვად არ­ის და­წე­რი­ლი. ას­­თია, მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რა ბი­ჭის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ლიბ­­ნეხ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ დე­მონ­­­რა­ცი­­ზე წა­იყ­ვა­ნეს, მან კი მა­მას კი­სერ­ში ჩა­აფ­სა. არ ვი­ცი, რა­ღაც პი­რად მო­გო­ნე­ბებს ეფ­უძ­ნე­ბა თუ არა ეს ეპ­­ზო­დი, მაგ­რამ თქვენ შე­ძე­ლით მე­ტად ორ­­გი­ნა­ლუ­რად მო­გეთხ­როთ იმ­­ზე, თუ რა არ­ის სო­ცი­­ლიზ­მი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ის­იც, რაც იუნ­გე­რი­სა და რე­მარ­კის შე­სა­ხებ წა­ვი­კითხე, რად­გან აქ, სტრი­ქო­ნებ­შუა, ბევ­რი ყუ­რად­სა­ღე­ბი რა­მაა ნათ­­ვა­მი ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლე­ბის როლ­სა და მო­ნა­წი­ლე­­ბა­ზე ზო­გი­ერთ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნა­ში - ის­­თებ­შიც კი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­­დეგ ეს ად­­მი­­ნე­ბი კრი­ტი­კუ­ლად იყვ­ნენ გან­წყო­ბილ­ნი. მო­მე­წო­ნა ჰა­­დე­გე­რი­სად­მი მიძღ­­ნი­ლი გვერ­დე­ბიც. მივ­­­დი, რომ ერთ­მა­ნეთს ამ სა­კითხ­შიც ვე­თან­­მე­ბით. მე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მაქვს სრუ­ლი ან­­ლი­ზი ჰა­­დე­გე­რის გა­მოს­­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა სა­ში­ნელ შე­დე­გებს საფ­რან­გე­თი დღემ­დე იმ­კის.

გ.გ. დე­მონ­­­რა­ცი­ის ეპ­­ზო­დი იმ­­თაა ჩემ­­ვის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი, რომ აქ არ­ის, ერ­თი მხრივ, ლიბ­­ნეხ­ტი, ახ­ალ­გაზ­­დო­ბის აზრ­თამ­პყ­რო­ბე­ლი - პროგ­რე­სუ­ლი მოძ­რა­­ბა სო­ცი­­ლიზ­მის­­ვის ეს-ესაა ძა­ლას იკ­რებს... ხო­ლო მე­­რე მხრივ - მა­მა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად გა­­ტა­ცა მოვ­ლე­ნებ­მა, რომ ვერ შე­ნიშ­ნა რო­დის დას­ჭირ­და ქვე­მოთ ჩა­მოს­­ლა მის მხრებ­ზე შე­მოს­კუ­პე­ბულ ბიჭს. ბავ­­ვი ჩა­იფ­სამს და კარ­გა­დაც გა­იტყი­პე­ბა. მა­მის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქცე­ვის შე­დე­გე­ბი მოგ­ვი­­ნე­ბით იჩ­ენს თავს, რო­ცა შვი­ლი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის დაწყე­ბი­სას, თა­ვი­სი ნე­ბით ჩა­­წე­რე­ბა მო­ხა­ლი­სედ არ­მი­­ში, ესე იგი ჩა­­დენს იმ­ის სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ქმე­დე­ბას, რის­კე­ნაც ლიბ­­ნეხ­ტი ახ­ალ­გაზ­­დებს მო­­წო­დებ­და.

"ჩემს სა­­კუ­ნე­ში" მოთხ­რო­ბი­ლია ერ­თი პრო­ფე­სო­რის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებს სა­კუ­თარ რე­აქ­ცი­ას 1966, 67 და 68 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­სი ქმე­დე­ბე­ბი მა­ღალ ფი­ლო­სო­ფი­ურ იდ­­­ლებს ეფ­უძ­ნე­ბო­და და ბო­ლო­საც ამ­ას­ვე მი­უბ­რუნ­და. შუა პე­რი­ოდ­ში კი მას და­­მარ­თა რა­დი­კა­ლიზ­მის რამ­დე­ნი­მე შე­ტე­ვა და ერთ-ერ­თი იმ­ათ­გა­ნი იყო, ვინც სა­ხალ­ხოდ ჩა­მო­ათ­რია სცე­ნი­დან და ლა­მის შუ­­ზე გაგ­ლი­ჯა ად­ორ­ნო. ეს არ­ის ჩვე­ნი ეპ­­ქის უტ­­პი­­რე­სი ბი­ოგ­რა­ფია.

მე ჩა­მით­რია სა­მო­ცი­­ნი წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­მა. სტუ­დენ­ტურ­მა დე­მონ­­­რა­ცი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქ­ცა, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­­ყა­რა მრა­ვალ პრო­ცესს და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შეც­ვა­ლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­­ბა, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ 1968 წლის ფსევ­დო­რე­ვო­ლუ­ცი­ის ორ­­ტო­რებს არ სურთ აღ­­­რონ მა­თი ზო­გი­ერ­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, რე­ვო­ლუ­ცია არ მომ­­და­რა, რად­გან სა­­მი­სო პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მოხ­და სა­ზო­გა­დო­­ბის სა­ხეც­­ლი­ლე­ბა.

წიგ­­ში, "ლო­კო­კი­ნას დღი­­რი­დან", აღ­წე­რი­ლი მაქვს, რო­გორ აყ­ვირ­­ნენ ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი, რო­ცა ვუთხა­რი - პროგ­რე­სი ლო­კო­კი­ნას ჰგავს-მეთ­ქი. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა შეძ­ლო ამ­ის და­ჯე­რე­ბა.

სავ­სე­ბით გე­თან­­მე­ბით: მე და თქვენ იმ ას­აკს მი­ვაღ­წი­ეთ, რო­ცა თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია "წა­ვიგ­დოთ ენა", ვიდ­რე ამ­ის სა­შუ­­ლე­ბას ჯან­­­თე­ლო­ბა გვაძ­ლევს. მაგ­რამ ჩვენ ხომ ცას ვერ გა­მო­ვე­კე­რე­ბით. არ ვი­ცი, რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ საფ­რან­გეთ­ში (თუმ­ცა, არა მგო­ნია, ჩვენ­ზე ბევ­რად უკ­­თე­სად გქონ­დეთ საქ­მე), აი, გერ­მა­ნი­­ში კი, რო­გორც ვხე­დავ, მწე­რალ­თა ახ­ალ­გაზ­­და თა­­ბა არც ინ­ტე­რესს ამჟ­ღავ­ნებს და არც სურ­ვილს, შე­­ნარ­ჩუ­ნოს გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ეპ­­ქის კი­დევ ერ­თი ტრა­დი­ცია, სა­ხელ­დობრ - "ენ­ის წაგ­დე­ბის" და მოვ­ლე­ნებ­ში პი­რა­დი ჩა­რე­ვის ტრა­დი­ცია. და თუ ამ სფე­რო­ში ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვა­ლა, ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ის ეს თვი­სე­ბაც უკ­ვა­ლოდ გაქ­რე­ბა.

© “არილი”

No comments: