Wednesday, February 27, 2008

შო­თა იათ­აშ­ვი­ლი


პო გე­ზია

თრო­ბა, თრი­ლე­რი... ტან­ჯულ­ნი ვართ და თან ნე­ტარ­ნი,

ხილ­ვებ­ში ვყვინ­თავთ და გვა­ბო­დებს, რომ პო გე­ზია -

თა­ნა­მედ­რო­ვე გვსურს რომ ვი­ყოთ? შლეგ ამ­ე­რი­კელს,

დე­ტექ­ტივ­მომ­ტანს ვეყ­მოთ და ვთქვათ, რომ პო გე­ზია

მა­რა­დი­უ­ლი, ნა­ცა­დი და გა­ლაკ­ტი­ონს რომ,

თვით გა­ლაკ­ტი­ონს მტკი­ცედ სწამ­და, რო პო გე­ზია,

ეს მრა­ვალს ნიშ­ნავს, ეს ნიშ­ნავს რომ უნ­და გავ­ფით­რ­დეთ,

როს მოგ­ვეს­მე­ბა ლი­გე­ას­გან, რომ პო გე­ზია

სულ­მ­თ­ლად ბო­ლომ­დე, მალ­ს­ტ­რემ­ში და შიშ­ში დან­თ­ქ­მამ­დე,

რით­მე­ბის თქმამ­დე, ვერ­ლიბ­რამ­დე ო, პო გე­ზია,

ხო­ლო მას მე­რე, უკ­ვე ცხენ­თა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე

კი - და­რე­კე და და­უ­ბა­რე - რომ პო დე­ზია

შე­ნი მერ­ნის და უნ­და ჰკრა და იქ გა­ა­ჭე­ნო,

სა­დაც სუყ­ვე­ლა მხე­და­რია და პო დე­ზია -

თრო­ბა, თრი­ლე­რი.. - ვართ ტან­ჯულ­ნი და თან ნე­ტარ­ნი,

და ღმერ­თ­მა ნუ ქნას, აღ­არ გვწამ­დეს, რომ პო გე­ზია!

ან­ა­ზელს გღლი

გღლი.

დი­დი ხნის

წინ მოხ­და ეს -

ტა­ლახ­ში შე­ნი აზ­ელ­ვა -

და გღლი მას შემ­დეგ,

ან­ა­ზელს გღლი.

ქალ­წუ­ლი ხარ,

და წყლის პი­რას ცხოვ­რობ,

იქ, სა­დაც ხო­მალ­დი

ედ­გა პორ­ტ­თან

ჩვენ­ღ­მერთს,

იქ, სა­ი­და­ნაც

სიყ­ვა­რუ­ლის ტა­ლახს

გზავ­ნი­და­აგ­ზავ­ნი­და და

გზავ­ნის დღე­საც

დიდ სა­მე­ფო­ებ­ში,

სამ­ყა­როს ოთ­ხი­ვე მხა­რეს.

ტა­ლაჰ! -

ხე­ლე­ბაღ­მარ­თუ­ლან მი­წა­ზედ­და­ცე­მულ­ნი

და მად­ლო­ბას სწი­რა­ვენ სა­კუ­თარ­ღ­მერთს.

ტა­ლაჰ! -

აკლ­და­მებ­თან გროვ­დე­ბი­ან შე­ნი­ა­ნე­ბი

და შენ­ღ­მერთს სთხო­ვენ,

ერთ­მა­ნეთს დაგ­ვა­შო­რონ ჩვენ.

დი­დი ხნის წინ

მოხ­და ეს -

მე წყლის პირს ვი­ყა­ვი,

იქ­ვე გაგ­თხუპ­ნე სიყ­ვა­რუ­ლის ტა­ლა­ხით

და სა­ცო­ლე გი­წო­დე იქ­ვე.

ფრთი­ან­მა სე­რა­ფი­მებ­მა,

წყლის ბო­როტ­მა სუ­ლებ­მა,

ამ­აყ­მა შე­ნი­ა­ნებ­მა კი -

ვე­რა­ვინ შეძ­ლო,

გა­ნე­ყო ჩვე­ნი სუ­ლე­ბი და -

ტა­ლაჰ! -

ან­ა­ზელს გღლი მას შემ­დეგ,

ან­ა­ზელს გღლი.

ლი­რი­კა

შე­ნი თო­ჯი­ნაა ლი­რი­კა,

კა­ბას ხდი და აც­მევ, ვარ­ცხ­ნი,

იჭ­ერ ცა­ლი ხე­ლით და აყ­ი­რა­ვებ,

რა­თა მი­ნა­ბოს თვა­ლე­ბი,

მე­ო­რე ხე­ლის თი­თე­ბით კი

აპ­რე­ხილ წამ­წა­მებ­ში წას­წ­ვ­დე­ბი ხოლ­მე

და ცალ თვალს ახ­ე­ლი­ნებ,

ცი­ვად მომ­ზი­რალს,

გა­უ­გე­ბა­რი ფე­რი­სას -

ახ­ე­ლი­ნებ ახ­უ­ჭი­ნებ და

ახ­უ­ჭი­ნებ ახ­ე­ლი­ნებ,

მოგ­წყინ­დე­ბა და ის­ევ წინ ის­ვამ,

მა­გი­და­ზე,

ძვე­ლე­ბუ­რად თვა­ლებ­დაჭყე­ტილ­მა

რომ შე­მოგ­ხე­დოს,

შე­ნი კი და­აწყ­ვი­ტო კი­დუ­რე­ბი და

ხე­ლე­ბი ფე­ხე­ბის,

ფე­ხე­ბი კი ხე­ლე­ბის

ად­გი­ლას მი­ა­ბა -

ჰო, შე­ნი ას­ე­თი თო­ჯი­ნაა ლი­რი­კა,

მოშ­ლი­ლი მუც­ლით,

ის­ე­თი მოშ­ლი­ლით, რომ

რო­ცა აყ­ი­რა­ვებ,

ტი­რის კი არა,

სა­ერ­თოდ აღ­არ იღ­ებს ხმას,

მხო­ლოდ ცალ ქუ­თუ­თოს ამ­ოძ­რა­ვებს,

თვალს აპ­ა­ჭუ­ნებს თით­ქოს და

რა­ღაც სა­ი­დუმ­ლო - იქ­ნებ ცხოვ­რე­ბის? - იც­ის,

შენ კი შენს სა­ე­ქი­მო ყუთს

ხსნი სა­პა­სუ­ხოდ,

და გულს უს­ინ­ჯავ ფო­ნენ­დოს­კო­პით,

და შპრიცს უკ­ე­თებ

ბარ­ძა­ყის ად­გი­ლას მიბ­მულ მკლავ­ში -

უკ­ე­თებ და გრძნობ,

რო­გორ მშვიდ­დე­ბა იგი,

და მშვიდ­დე­ბი შენც,

ხვდე­ბი რად­გა­ნაც,

ას­ე­თი თო­ჯი­ნა უნ­და იყ­ოს შე­ნი ლი­რი­კა,

თმა­გა­წე­წი­ლი და

ალ­უბ­ლის მუ­რა­ბით გა­წე­ბი­ლი

კა­ბით შე­მო­სი­ლი,

ცალ­თ­ვა­ლა­მოგ­დე­ბუ­ლი,

მუ­ცელ­მოშ­ლი­ლი და

ხელ­ფე­ხა­რე­უ­ლი.

ას­ე­თი თო­ჯი­ნა უნ­და იყ­ოს შე­ნი ლი­რი­კა,

სა­ნამ თავს არ და­ა­ნე­ბებ

სიყ­ვა­რულს,

შპრიცს,

თო­ჯი­ნებს...

თო­ჯი­ნე­ბით თა­მაშს.

მკერ­დი

ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვილს

მხო­ლოდ აქ შე­მომ­რ­ჩა

10 წლის წი­ნან­დე­ლი სიზ­მ­რე­ბი,

მხო­ლოდ აქ­ღა დაფ­რი­ნავს ხოლ­მე

სო­ფელ დიღ­მის მაცხოვ­რე­ბე­ლი პო­ე­ტი

თა­ვი­სის კო­ტი­ტა თი­თე­ბით და

წყლით სავ­სე სათ­ლი უჭ­ი­რავს ერთ ხელ­ში,

მე­ო­რე­ში კი ჯვა­რი;

მხო­ლოდ აქ­ღა იბ­ზა­რა­ვენ ხმას და სა­ხეს და

გულ­წ­რ­ფელ მო­ნო­ლო­გებს ამ­ბო­ბენ

ჩე­მი რუ­ხი, სა­ო­ცა­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მუდ­მი­ვი სტუმ­რე­ბი -

და­წა­ფე­ბულ­ნი ღვი­ნოს,

მი­სე­ულ­ნი შავ პურს და ზღვის კომ­ბოს­ტოს კონ­სერვს;

მხო­ლოდ აქ­ღა ვდგა­ვარ შუ­ა­ღა­მო­ბით,

კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს

ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩის ბი­ნა­დარ­თან ერ­თად

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე

და მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით მო­აქვთ ქა­რებს

კა­ტორ­ღე­ლე­ბის ციმ­ბი­რუ­ლი სი­ცი­ვე და

ლეს­ბო­სე­ლე­ბის ნერ­ვი­უ­ლი სიმ­ხურ­ვა­ლე.

გუ­ლის ამ­ოჯ­დო­მა­სა­ვი­თაა,

გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი­ვი­თაა

10 წლის წი­ნან­დე­ლი ჩე­მი ეს სიზ­მ­რე­ბი,

მხო­ლოდ აქ რომ შე­მომ­რ­ჩა,

აქ - სა­დაც ვი­ბა­გუ­ნებ მუშ­ტებს და

ვცდი­ლობ, გა­მო­ვი­ბერ­ტყო ოქ­როს მტვე­რი,

გან­ვ­თა­ვი­სუფ­ლ­დე ამ ძვე­ლი ცეცხ­ლი­სა­გან,

მაგ­რამ არა -

ჯი­უ­ტად, კი­დევ ერთხელ

იძ­ი­ნებს ჩე­მი გუ­ლი

და მე ვხე­დავ

სო­ფელ დიღ­მის მაცხოვ­რე­ბელ პო­ეტს,

რომ დაფ­რი­ნავს თა­ვის მე­ლოტ მე­გო­ბარ­თან ერ­თად

ქა­ლა­ქის თავ­ზე და

თა­ვის კო­ტი­ტა, მელ­ნი­ან თი­თებს

მიქ­ნევს და მიქ­ნევს.

© ”არილი”

No comments: