Wednesday, January 30, 2008

იოს­იფ ბროდ­ს­კი

­­­ვერგილიუ­სი


თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ


და­სა­ნა­ნია, რომ იესო ქრის­ტე არ კითხუ­ლობ­და რო­მა­ელ პო­ე­ტებს. თე­ო­რი­უ­ლად, მას შე­ეძ­ლო ლა­თი­ნუ­რი ენა სცოდ­ნო­და, ვი­ნა­ი­დან რო­მის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და და ჰქონ­და სა­ა­მი­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, არც პი­ლა­ტე პონ­ტო­ე­ლი იყო პო­ე­ზი­ის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი. მას რომ ლექ­სე­ბი ეკ­ითხა და ვერ­გი­ლი­უ­სის ეკ­ლო­გებს გას­ც­ნო­ბო­და (რომ­ლე­ბიც იერ­უ­სა­ლი­მის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე კაი სა­მოც­და­ა­თი წლით ად­რე და­ი­წე­რა), უფ­რო ყუ­რად­ღე­ბით მო­ე­კი­დე­ბო­და იეს­ოს ნათ­ქ­ვამს. პი­ლა­ტეს შე­იძ­ლე­ბო­და შე­ეც­ნო მას­თან მიყ­ვა­ნი­ლი ად­ა­მი­ა­ნი, რომ­ლის გა­მოცხა­დე­ბა, ზო­გი სწავ­ლუ­ლის სიტყ­ვით, ნა­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბი იყო ვერ­გი­ლი­უ­სის "ბუ­კო­ლი­კე­ბის" მე­ოთხე ეკ­ლო­გა­ში. პი­ლა­ტეს რომ ეს ლექ­სი სცოდ­ნო­და, შე­ეც­დე­ბო­და ქრის­ტე გა­და­ერ­ჩი­ნა. თვით ქრის­ტეს რომ სცოდ­ნო­და - უკ­ე­თეს ხვედრს ირ­გუ­ნებ­და.

რა გა­ეწყო­ბა, ასე მოხ­და: ვინც უნ­და წა­ი­კითხოს, ის არ კითხუ­ლობს, წამ­კითხ­ველ­ნი კი არ­ა­ფერს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. არც იეს­ომ და არც პი­ლა­ტემ არ იც­ოდ­ნენ მე­ოთხე ეკ­ლო­გა და ეს ნა­წი­ლობ­რივ აპ­ი­რო­ბებს ჩვენს ახ­ლან­დელ უს­ი­ხა­რუ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას. პო­ე­ზი­ის კითხ­ვა მრა­ვა­ლი ცდო­მი­ლე­ბი­სა­გან გვი­ფა­რავს. ვერ­გი­ლი­უ­სის პო­ე­ზია ამ­ის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია. მის გა­რე­შე ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცია უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის წე­სი მეტ­წი­ლად შე­დე­გია, მი­ზე­ზი კი ამ პო­ე­ტის ლექ­სებ­შია სა­ძი­ე­ბე­ლი. იეს­ოს ის, ალ­ბათ, მა­ინც ვერ უშ­ვე­ლი­და, მაგ­რამ სწო­რედ მან, ვერ­გი­ლი­უს­მა თა­ვი­სი "ენ­ე­ი­დას" მე­ექ­ვ­სე წიგ­ნით გა­მო­იხ­მო სა­სი­ცოცხ­ლოდ დან­ტეს "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია". ეს კი მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი ფაქ­ტია.

ვერ­გი­ლი­უ­სი და­ი­ბა­და ქრის­ტე­შო­ბამ­დე, 70 წელს, მან­ტუ­ას მახ­ლობ­ლად. გარ­და­იც­ვა­ლა ორ­მოც­დაცხ­რა წლი­სა, ბრინ­დი­ზი­ში. ის ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უფ­რო­სი იყო. მი­სი თა­ნა­ტო­ლი - შვი­დი წლით უმც­რო­სი - გახ­ლ­დათ ოქ­ტა­ვი­ა­ნე ავ­გუს­ტო­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იყვ­ნენ ჰო­რა­ცი­უ­სი და ოვ­ი­დი­უ­სი. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ვერ­გი­ლი­უ­სი­სა იატ­ა­კის მო­ზა­ი­კა­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი. ეს მო­ზა­ი­კა მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ გა­კეთ­და, სუ­სა­ში, ტუ­ნის­ში. ვერ­გი­ლი­უ­სი მო­ზა­ი­კა­ში მა­ღა­ლია, გამ­ხ­და­რი, მოკ­ლედ შეკ­რე­ჭი­ლი თმა ამშ­ვე­ნებს. ერთ­დ­რო­უ­ლად ენ­ტო­ნი პერ­კინ­ს­საც წა­ა­გავს და მაქს ფონ სი­უ­დოვ­საც.

ვერ­გი­ლი­უ­სის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზე­ბი ბო­ლო ორი ათ­ას­წ­ლე­უ­ლის მან­ძილ­ზე მის თხრო­ბით ოს­ტა­ტო­ბა­ში და წარ­მო­სახ­ვის სიძ­ლი­ე­რე­შია სა­ძი­ე­ბე­ლი. სხვა პო­ე­ტებ­თან შე­და­რე­ბით მის ლექ­სებ­ში ჭარ­ბა­დაა მოვ­ლე­ნე­ბი: მოქ­მე­დე­ბა "ენ­ე­ი­დას" ფრა­ზა­ში უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე ოვ­ი­დი­უ­სის "მე­ტა­მორ­ფო­ზებ­ში". ვერ­გი­ლი­უ­სი გა­ტა­ცე­ბით იკ­ითხე­ბა. გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რით, ვერ­გი­ლი­უ­სი ჰო­მე­როს­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვია, იმ ჰო­მე­როს­ზე, რო­მელ­საც ის, ალ­ბათ, ბა­ძავ­და კი­დეც ჭარ­ბი აღ­წე­რი­თო­ბის გა­მო. ვერ­გი­ლი­უ­სის უპ­ი­რა­ტე­სო­ბა ჰო­მე­როს­თან ის იყო, რომ შვი­დი სა­უ­კუ­ნით გვი­ან წერ­და. იმ­ხა­ნად ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა საკ­მა­ოდ გან­ვი­თარ­და, პო­ე­ტებს აღ­არ სტან­ჯავ­დათ ხილ­ვა­დი სამ­ყა­როს ზუს­ტი აღ­წე­რის აუც­ი­ლებ­ლო­ბა.

"ბუ­კო­ლი­კებ­ში", ის­ე­ვე რო­გორც "გე­ორ­გი­კა­ში", ვერ­გი­ლი­უ­სი ხში­რად აღ­წერს ბუ­ნე­ბას. თუმ­ცა მის­თ­ვის ბუ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტულ ხა­სი­ათს ატ­ა­რებს და არ წარ­მო­ად­გენს საგ­მი­რო ქმე­დე­ბა­თა ფონს. ვერ­გი­ლი­უ­სის გა­მო­სა­ხუ­ლი გა­რე­სამ­ყა­რო მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა არა მხო­ლოდ ჰო­მე­რო­სი­სე­ულ, არ­ა­მედ თე­ოკ­რი­ტე­სე­ულ გა­რე­სამ­ყა­როს­გან. თე­ოკ­რი­ტე ბრწყინ­ვა­ლე ალ­ექ­სან­დ­რი­ე­ლი პო­ე­ტი იყო, მან შექ­მ­ნა იდ­ი­ლი­უ­რი პო­ე­ზია, რო­გორც ეპ­ი­კუ­რი და დრა­მა­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ან­ტი­თე­ზა, ე.ი. იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი ხა­ნის ბერ­ძ­ნუ­ლი პო­ე­ზი­ის­თ­ვის იყო ნიშ­ნე­უ­ლი. თე­ოკ­რი­ტეს მეშ­ვე­ო­ბით მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი ნა­ზი მწყემ­სე­ბი და ნიმ­ფე­ბი ვერ­გი­ლი­უს­თან უკ­ვე იტ­ა­ლი­ე­ლი გლე­ხე­ბის ნიშ­ნებს იძ­ე­ნენ. ის­ი­ნი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად სა­უბ­რო­ბენ პო­ე­ზი­ა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე, მაგ­რამ უკ­ვე ქო­ნებ­რი­ვი სა­კითხე­ბი­სად­მიც ამჟ­ღავ­ნე­ბენ ინ­ტე­რესს.

პირ­ვე­ლი ასწ­ლე­უ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ვერ­გი­ლი­უ­სის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას, რომ­ში სას­ტი­კი სა­მო­ქა­ლა­ქო ბრძო­ლე­ბის ჟა­მი იდ­გა, იყო ომ­ე­ბი, არ­ე­უ­ლო­ბა­ნი, მი­წის კონ­ფის­კა­ცი­ე­ბი. ინ­დი­ვი­დის არ­სე­ბო­ბას საფ­რ­თხე ემ­უქ­რე­ბო­და ის­ე­ვე, რო­გორც ამ­ა­ვე ასწ­ლე­უ­ლის ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს და ორ­მო­ცი­ან წლებ­ში. ად­ა­მი­ა­ნებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მშვი­დო­ბა სწყუ­რო­დათ და ამ­ი­ტო­მაც ვერ­გი­ლი­უს­მა პას­ტო­რა­ლუ­რი დე­კო­რა­ცია აირ­ჩია, რო­გორც თა­ვი­სი პო­ე­ზი­ის­თ­ვის, ისე რე­ა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის. მი­წა ერ­თა­დერთ საყ­რ­დე­ნად იქ­ცა "ბუ­ნე­ბას­თან სა­ზი­ა­რებ­ლად". ვერ­გი­ლი­უ­სის პო­ე­ზი­ა­ში სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბის ის ნო­ტა ჟღერს, რო­მე­ლიც სიბ­რ­ძ­ნის დე­დაა.

ბუ­ნე­ბა ვერ­გი­ლი­უ­სი­სათ­ვის უფ­რო მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბის სა­გა­ნი იყო, ვიდ­რე სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ფე­ნო­მე­ნი ან ფი­ზი­კუ­რი შრო­მის ობ­ი­ექ­ტი. ის იყო პირ­ვე­ლი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი-ფერ­მე­რი იმ მრა­ვალ პო­ეტ­თა შო­რის, რო­მელ­თა სი­აც ჩვენს ასწ­ლე­ულ­ში რო­ბერტ ფროს­ტ­მა და­ას­რუ­ლა. "გე­ორ­გი­კა­ში" მო­ტა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის წე­სე­ბი პო­ეტ­მა ალ­ბათ მო­ნებს და მე­ბა­ღე­ებს გა­მოჰ­კითხა. და ეს დე­ტა­ლე­ბი, ზოგ­ჯერ ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ელ­ფე­რი რომ გა­დაჰ­კ­რავს, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პო­ეტს, პირ­ველ პირ­ში თხრო­ბის­გან და­იზ­ღ­ვი­ოს თა­ვი. ის თით­ქ­მის არ­სად იყ­ე­ნებს "მე" ნაც­ვალ­სა­ხელს, რი­თაც ირ­ი­დებს მი­სი­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის და შთა­მო­მავ­ლე­ბის თა­ნამ­დევ ეგ­ო­ცენ­ტ­რიზმს. მოკ­ლედ, ვერ­გი­ლი­უ­სი ობ­ი­ექ­ტი­ვის­ტია და ად­ა­მი­ანს უყ­უ­რებს, რო­გორც გა­მო­ნაკ­ლის მოვ­ლე­ნას და არა რო­გორც თა­ვის ალ­ტერ ეგ­ოს. მას სავ­სე­ბით არ ახ­ა­სი­ა­თებს ნარ­ცი­სიზ­მი, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია. ამ­ი­ტო­მაც არ ატყ­ვია მის ლექ­სებს აპ­რი­ო­რუ­ლი პო­ე­ტუ­რი აპ­ლომ­ბი და ამ­ი­ტო­მაც წა­ი­კითხა­ვენ მას შემ­დეგ ასწ­ლე­ულ­ში, თუ­კი, რა თქმა უნ­და, ამგ­ვა­რი ასწ­ლე­უ­ლი დად­გე­ბა.

ერ­თა­დერ­თი რამ, რის გა­მოც საყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ ვერ­გი­ლი­უსს შთა­მო­მა­ვალ­ნი, ეს მი­სი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ოქ­ტა­ვი­ა­ნე ავ­გუს­ტუ­სი­სად­მი. ამ­ის მი­ზე­ზი ის­ევ და ის­ევ მშვი­დო­ბის და სიწყ­ნა­რის სურ­ვი­ლი გახ­ლ­დათ. პო­ე­ტი აღ­ი­ა­რე­ბა­საც ესწ­რაფ­ვო­და, რაც ბუ­ნებ­რი­ვია. და მარ­თ­ლაც, ოქ­ტა­ვი­ა­ნემ ყო­ვე­ლი­ვე ეს მი­ა­ნი­ჭა რო­მა­ე­ლებს. ვერ­გი­ლი­უ­სი ოქ­ტა­ვი­ა­ნეს იმ­ი­ტომ აღ­უვ­ლენ­და ხოტ­ბას, რომ მათ სკო­ლის წლე­ბი ერ­თად ჰქონ­დათ გა­ტა­რე­ბუ­ლი. ისე კი, იმ­პე­რა­ტო­რი­სად­მი პა­ტი­ვის მი­გე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ჩე­მი აზ­რით, ვერ­გი­ლი­უსს გულ­წ­რ­ფე­ლად უყ­ვარ­და მას­ზე უმც­რო­სი ოქ­ტა­ვი­ა­ნე. ეს სიყ­ვა­რუ­ლი, მე მგო­ნი, უფ­რო შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბით და მსუ­ბუ­ქი დამ­ცი­ნა­ო­ბით იყო შე­ფე­რი­ლი და არა აღ­ტა­ცე­ბით. ვერ­გი­ლი­უ­სი - მკვლე­ვა­რი და მჭვრე­ტე­ლი, მა­შა­სა­და­მე, პა­სი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­ა­მი­ა­ნი, ცდი­ლობ­და ბე­დის რჩე­ულ, მოქ­მედ ოქ­ტა­ვი­ა­ნეს­თ­ვის გე­ზი მი­ე­ცა. ოქ­ტა­ვი­ა­ნე "ენ­ე­ი­დას" კითხუ­ლობ­და და ამ­ი­ტო­მაც დას­დეს ბრა­ლი ვერ­გი­ლი­უსს მის ქე­ბა-დი­დე­ბა­ში.

ვერ­გი­ლი­უ­სის ავ­ტო­ე­პი­ტა­ფი­ად მიჩ­ნე­ულ სტრი­ქო­ნებ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ მან "უმ­ღე­რა სა­ძოვ­რებს, სოფ­ლებს, ბე­ლა­დებს". აქ მთა­ვა­რია სიტყ­ვა "უმ­ღე­რა", ვი­ნა­ი­დან პრო­ზა­ი­კო­სი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პო­ე­ტის ნა­წარ­მო­ებს ში­ნა­არ­სი არ გან­საზ­ღ­ვ­რავს. გან­მ­საზ­ღ­ვ­რე­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხმის ტემ­ბ­რია, დიქ­ციაა, შერ­ჩე­უ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი. ვერ­გი­ლი­უ­სი სავ­სე­ბით წი­ნას­წარ­გა­ნუჭ­ვ­რე­ტე­ლი პო­ე­ტია, არა იმ­დე­ნად მოთხ­რო­ბი­ლი ის­ტო­რი­ის, არ­ა­მედ სიტყ­ვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო. მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ხში­რად გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ გავ­რ­ცე­ლე­ბულ აზრს, ერთ­გ­ვარ საყ­ვე­დურს, ცხა­დია, მი­სი­ვე მი­სა­მარ­თით - ეს პო­ე­ტი ჩვე­უ­ლებ­რივ სიტყ­ვებს უჩ­ვე­უ­ლოდ იყ­ე­ნებ­სო. ეს შე­ნიშ­ვ­ნა, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, "გე­ორ­გი­კებს" ეხ­ე­ბო­და. აქ ვერ­გი­ლი­უ­სი და­მუ­შა­ვე­ბულ მი­წებს უმ­ღე­რის და ბო­ლომ­დე ან­დობს თავს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ან­ტუ­რა­ჟის აღმ­ნიშ­ვ­ნელ ლექ­სი­კას. ამგ­ვა­რი სიტყ­ვე­ბი მა­ნამ­დე იშ­ვი­ა­თად იყო "ამ­ეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი" პო­ე­ზი­ა­ში. ამ ან­ტუ­რა­ჟის მრა­ვალ­გ­ვა­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ებ­ში. და რაც მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი­ვე ეს სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით არ არ­ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ჩე­მი აზ­რით, ვერ­გი­ლი­უსს სურ­და აერ­ი­დე­ბი­ნა სტი­ლის­ტუ­რი კლი­შე­ე­ბი, ამ­ით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ეს ობ­ი­ექ­ტი­ვიზ­მი. პო­ე­ტუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბა იმ­ხა­ნად უკ­ვე საკ­მა­ოდ დახ­ვე­წი­ლი გახ­ლ­დათ. ამ ობ­ი­ექ­ტი­ვიზ­მით პო­ე­ტი პა­ტივს მი­ა­გებ­და თა­ვის სა­ხე­ლო­ვან წი­ნა­მორ­ბედ ლუკ­რე­ცი­უსს, რო­მელ­საც ეკ­უთ­ვ­ნის ლა­თი­ნურ ენ­ა­ზე და­წე­რილ პო­ე­მა­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო: "სა­გან­თა ბუ­ნე­ბი­სათ­ვის". ვერ­გი­ლი­უ­სი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რე­ა­ლის­ტი იყო, უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ეპ­ი­კუ­რი რე­ა­ლის­ტი, იმ­ი­ტომ, რომ რე­ა­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად უკ­ვე ეპ­ი­კუ­რია. ვერ­გი­ლი­უ­სის­თ­ვის სამ­ყა­როს გა­გე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ვრცე­ლი ნუს­ხე­ბის შედ­გე­ნა გახ­ლ­დათ და რაც გა­მო­ტო­ვა "ბუ­კო­ლი­კებ­ში" და "გე­ორ­გი­კებ­ში", "ენ­ე­ი­და­ში" შე­ი­ტა­ნა. მი­სი პო­ე­ზი­ის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ეფ­ექ­ტი - მკითხ­ვე­ლის სა­ი­მი­სო გან­ც­დაა, რომ ამ ად­ა­მი­ან­მა სამ­ყა­როს კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ვერ­გი­ლი­უ­სის სა­უ­ბა­რი მცე­ნა­რე­ებ­სა და პლა­ნე­ტებ­ზე, ნი­ა­და­გებ­სა და ფიქ­რებ­ზე, გრძნო­ბებ­სა და ად­ა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე, მიმ­ზიდ­ვე­ლია და მომ­ხიბ­ლა­ვი. პო­ე­ტი მსხვი­ლი პლა­ნით წარ­მო­ა­ჩენს ყო­ვე­ლი­ვეს.

ბიბ­ლი­ას ბევ­რი ად­ა­მი­ა­ნი წერ­და. ვერ­გი­ლი­უს­მა კი მარ­ტომ და­წე­რა "ბუ­კო­ლი­კე­ბი", "გე­ორ­გი­კე­ბი" და "ენ­ე­ი­და". მი­სი მცდე­ლო­ბა სამ­ყა­როს ახს­ნი­სა ის­ე­თი ზედ­მი­წევ­ნი­თი იყო, რომ ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვ­ლაც კი მო­უ­წია. ვერ­გი­ლი­უ­სის აღ­წე­რე­ბი ძალ­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან არ­ცერთ სქო­ლას­ტი­კურ დოქ­ტ­რი­ნას არ ეკ­უთ­ვ­ნის. რა თქმა უნ­და, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა, რო­მელ­საც ენ­ე­ა­სის მა­მა ან­ქი­სე გა­მოთ­ქ­ვამს, ყალ­ბია: ის არ სცილ­დე­ბა თვი­თონ პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბის ფარ­გ­ლებს. ვერ­გი­ლი­უ­სი წარ­სულს სა­ქე­ბარ ელ­ფერს ან­ი­ჭებს და მა­ინც, სი­ა­მა­ყე რო­მის მო­მავ­ლის გა­მო, რო­მე­ლიც "ენ­ე­ი­დას" სტრი­ქო­ნებ­ში გახ­მი­ან­და, უბ­რა­ლოდ სი­ა­მა­ყე რო­დია. ამ სიტყ­ვებ­ში იგრ­ძ­ნო­ბა წარ­მარ­თი კა­ცის იმ­ე­დი. ეს იმ­ე­დი ნაკ­ლე­ბად ეგ­ო­ცენ­ტ­რუ­ლია და უფ­რო ხელ­შე­სა­ხე­ბია, ვიდ­რე ქრის­ტი­ა­ნის სა­სო­ე­ბა.

ო, რო­მა­ე­ლო, და­ის­წავ­ლე გაძღო­ლა ხალ­ხის,

ეს არ­ის შე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა! -- ქვეყ­ნის მოწყო­ბა,

მორ­ჩილთ მი­ა­გე პა­ტი­ვი და ურჩ­ნი მოდ­რი­კე.

ნე­ბის­მი­ე­რი ად­ა­მი­ა­ნის მსგავ­სად, პო­ეტს სა­მი კითხ­ვის გა­მო უხ­დე­ბა ჩა­ფიქ­რე­ბა: რის­თ­ვის, რა­ტომ და რის გა­მო იც­ხოვ­როს. "ბუ­კო­ლი­კე­ბი", "გე­ორ­გი­კე­ბი" და "ენ­ე­ი­და" პა­სუხს გვაძ­ლე­ვენ სა­მი­ვე შე­კითხ­ვა­ზე. და ეს პა­სუ­ხე­ბი ერთ­ნა­ი­რად გა­მო­სა­დე­გია, რო­გორც იმ­პე­რა­ტო­რი­სათ­ვის, ისე მის ქვე­შევ­რ­დომ­თათ­ვის, რო­გორც ან­ტი­კუ­რო­ბის­თ­ვის, ისე ჩვე­ნი დრო­ის­თ­ვის. თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ვერ­გი­ლი­უ­სი იქ­ნე­ბა ის­ე­თი­ვე მეგ­ზუ­რი, რო­გო­რიც დან­ტე­სათ­ვის იყო სა­მოთხის და გან­საწ­მენ­დე­ლის გავ­ლის ჟამს.


© ”არილი”