Wednesday, January 30, 2008

ადოლფო ბიოი კასარესი

­­­­­­სასწაულები არ მეორდე­ბა


სად­გურ კონ­­ტი­ტუ­სი­ონ­ზე, სა­გა­ზე­თო კი­ოს­­თან (იმ­ხა­ნად იქ რი­გი­­ნი წიგ­ნის იდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და გზა­ში თავ­შე­საქ­ცე­ვად) ჩემს ყო­ფილ მე­გო­ბარს, გრე­ვეს შე­ვე­ჩე­ხე. მარ­ტო­ხე­ლა კა­ცი იყო, უც­ოლ­­ვი­ლო. მკითხა, აქ რას აკ­­თე­ბო.

- ლას ფლო­რეს­ში მი­ვემ­­ზავ­რე­ბი. მაგ­რამ უაზ­რო შემ­თხ­ვე­ვის გა­მო მა­ტა­რებ­ლის გას­­ლამ­დე ხუ­თი სა­­თით ად­რე მოვ­­­დი აქ.

- მეც მაგ დღე­ში ვარ, - თქვა მან, - კო­რო­ნელ პრინ­­ლეს­ში ვა­პი­რებ გამ­­ზავ­რე­ბას, მაგ­რამ უაზ­რო შემ­თხ­ვე­ვამ ორ­მო­ცი წუ­თით ად­რე მო­მიყ­ვა­ნა სად­გურ­ზე. კა­ფე­ში ხომ არ შევ­სუ­ლი­ყა­ვით?

კა­ფე­ში შე­ვე­დით. რა­ღაც შე­ვუკ­ვე­თეთ და მე ვთქვი:

- შე­მიმ­­ნე­ვია, ცხოვ­რე­ბა­ში ერთ პე­რი­ოდს მე­­რე ენ­აც­­ლე­ბა. დღეს ჩვენ ფუ­ჭი დამ­თხ­ვე­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში ვართ.

- ფუ­ჭი დამ­თხ­ვე­ვე­ბის? - ჩა­მე­კითხა გრე­ვე.

- ფუ­ჭი იმ გა­გე­ბით, - მი­ვუ­გე სწრა­ფად, რა­თა არ­­ფე­რი სწყე­ნო­და, - რომ ეს დამ­თხ­ვე­ვე­ბი არ­­ფერს მო­ას­წა­ვე­ბენ.

- ამ­­ში დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი არა ვარ.

- იმ­­ში, რომ არ­­ფერს მო­ას­წა­ვე­ბენ. არ­­სო­დეს.

პა­­ზის შემ­დეგ წარ­მოთ­­მუ­ლი ეს "არ­­სო­დეს" გან­მარ­ტე­ბას ჰგავ­და. უფ­რო სწო­რად - ბუნ­დო­ვან გან­მარ­ტე­ბას, რო­მე­ლიც ჩემს კი­დევ ერთ შე­კითხ­ვას და გრე­ვეს სა­პა­სუ­ხო გან­მარ­ტე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ვი­თა­რე­ბის ას­ეთ­მა სირ­თუ­ლემ შე­მაშ­ფო­თა, რად­გან მინ­დო­და მხო­ლოდ ერთ რა­მე­ში და­მერ­­მუ­ნე­ბი­ნა მე­გო­ბა­რი - რო­დე­საც დღე­ვან­დელ დამ­თხ­ვე­ვას ფუ­ჭი ვუ­წო­დე, სუ­ლაც არ მი­გუ­ლის­­მია ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა - მხო­ლოდ ამ­­ტომ მო­ვუ­ყე­ვი ძვე­ლი ამ­ბა­ვი სო­მერ­სეტ მო­­მის გა­­რე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა, ეს ამ­ბა­ვი იმ­­ტო­მაც მო­ვუ­ყე­ვი, რომ მუ­დამ იმ­­დი მაქვს, იქ­ნებ ოდ­ეს­მე მა­ინც რო­მე­ლი­მე თა­ნა­მო­სა­უბ­რემ მის­­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მა მო­მა­ძებ­ნი­ნოს. და შე­საძ­ლოა, იმ­­ტო­მაც, რომ მი­სი გა­მე­­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, ჩვე­­ლე­ბად მექ­ცა.

- ეს ამ­ბა­ვი ასე მოხ­და, - და­ვიწყე მე, - "კუ­ნარ­დის" კომ­პა­ნი­ის გე­მით ნიუ-იორ­კი­დან სა­უთ­ჰემ­­ტონ­ში მივ­ცუ­რავ­დი. გე­მის რეს­ტო­რან­ში ჩემს მა­გი­დას­თან აღ­მოჩ­­და მგზავ­თა­გან ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე - ენ­ერ­გი­­ლი, ძლი­­რი ხა­სი­­თის ხან­დაზ­მუ­ლი სე­ნი­­რა, რო­მელ­საც მე­ტად და­ვუ­მე­გობ­­დი.

მახ­სოვს, იმ სა­ღა­მოს მგზავ­­თა სი­­ბი ჩა­მოგ­ვი­რი­გეს. ყვე­ლამ თა­ვი­სი გვა­რის ძებ­ნა და­იწყო. აღ­ელ­ვე­ბუ­ლი - თით­ქოს და იმ სი­­დან გა­მორ­ჩე­ნა უბ­­ლე­თო მგზავ­რად მაქ­ცევ­და - ვე­რა და ვერ ვპო­­ლობ­დი სამ მა­გი­ურ სიტყ­ვას.

"დაწყ­ნარ­დი! - შე­ვუ­ძა­ხე სა­კუ­თარ თავს, - ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­­ვე­ვა!"

უეც­რად გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და: ეტ­ყო­ბა ამ ბრიყ­ვებ­მა "ბ"-ზე კი არა "კ"-ზე ჩა­აკ­ვე­ტეს ჩე­მი გვა­რი. და მარ­­ლაც, სი­­ში ფი­გუ­რი­რებ­და ვინ­მე მის­ტერ კე­სა­რე­სი, ად­ოლ­ფო ბ. რო­მელ­შიც მცი­რე­­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ­­ვი­ცა­ნი. ჩე­მი მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი ამგ­ვარ სიძ­ნე­ლეს გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა მა­ინც კარ­გა ხანს ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და სი­ას, და ბო­ლოს დი­დის ამ­ბით მი­მი­თი­თა უშ­ეც­დო­მოდ და­ბეჭ­დილ თა­ვის გვარ­ზე. მაგ­რამ ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო სი­­ში მის წინ დას­მულ­მა გვარ­მა და ხმა­მაღ­ლა წა­ვი­კითხე: "მის­ტერ მო­­მი, უილ­­ამ სო­მერ­სეტ". ჩე­მი შეც­დო­მის გა­სას­წო­რებ­ლად სე­ნი­­რამ ხმას აუწია და უფ­რო მკა­ფი­ოდ წა­­კითხა ის­ევ სა­კუ­თა­რი გვა­რი.

- არა, სე­ნი­­რა. თქვე­ნი გვა­რი ხომ უკ­ვე ვი­ცი, - მი­ვუ­გე, - უბ­რა­ლოდ გა­მიკ­ვირ­და, სი­­ში ცნო­ბილ რო­მა­ნისტს, სო­მერ­სეტ მო­ემს რომ წა­ვაწყ­დი.

ქალს თვა­ლე­ბი გა­უბ­­წყინ­და და მივ­­­დი - ეს სა­ხე­ლი მის­­ვის უც­ხო არ იყო. ჩვე­ნი ახ­ლან­დე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი რას შე­ედ­რე­ბი­ან ძვე­ლი თა­­ბის არ­გენ­ტი­ნელ ქალ­ბა­ტო­ნებს. სად­ღა აქვთ იმ­ათ­ნა­­რი კულ­ტუ­რა და სი­დარ­ბა­ის­ლე:

- სო­მერ­სეტ მო­­მი! - გა­­მე­­რა სე­ნი­­რამ, - აჰ, რა თქმა უნ­და! მი­სი ერ­თი რო­მა­ნი წა­კითხუ­ლი მაქვს. მოქ­მე­დე­ბა წყნარ ოკ­­­ნე­ში ხდე­ბა. არ ვი­ცი, რა­ტომ, მაგ­რამ მუ­დამ მხიბ­ლავ­და ეს აღ­მო­სავ­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.

მე­რე მკითხა, სა­ხით თუ ვიც­ნობ­დი მო­ემს და ამ­ჟა­მად აქ, რეს­ტო­რან­ში თუ იმ­ყო­ფე­ბო­და.

- დი­ახ. მი­ნა­ხავს მი­სი სუ­რა­თე­ბი, - მო­ვუ­გე, - მაგ­რამ ახ­ლა აქ არ უნ­და იყ­ოს.

ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­­ლა, მო­­მი რეს­ტო­რან­ში რომ არ აღ­მოჩ­­და, რად­გან სე­ნი­­რამ გა­ნაცხა­და:

- გა­მოჩ­­დე­ბა თუ არა, მი­ვალ და ვეტყ­ვი, არ­გენ­ტი­ნე­ლი მწე­რა­ლი უნ­და გა­გაც­ნოთ-მეთ­ქი. აბა რა გგო­ნი­ათ, - ვეტყ­ვი, რომ დი­დი მწე­რა­ლი ხართ.

- რას ბრძა­ნებთ, - წა­ვი­ბუტ­ბუ­ტე.

- უბ­­დუ­რე­ბა ის არ­ის, - მო­მიჭ­რა მან, - რომ ჩვენ, არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი, გა­და­მე­ტე­ბულ თავ­­დაბ­ლო­ბას ვი­ჩენთ!

- თავ­­დაბ­ლო­ბა­ში არ არ­ის საქ­მე. უბ­რა­ლოდ არ მინ­და ისე გა­მოგ­ვი­ვი­დეს, თით­ქოს ძა­ლა­თი ვეტ­მას­ნე­ბით.

- აი, ხომ ხე­დავთ! - ბავ­­ვებს რომ მი­მარ­თა­ვენ, იმგ­ვა­რი ტო­ნით მითხ­რა სე­ნი­­რამ - მოჩ­ვე­ნე­ბი­თი თავ­­დაბ­ლო­ბა და სი­­მა­ყე, - მუ­დამ ამ წრე­ზე ვტრი­­ლებთ. ეს არ­ის არ­გენ­ტი­ნელ­თა სე­ნი.

მე­­რე დღეს, სე­ნი­­რას გან­­რახ­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, ყველ­ნა­­რად ვე­რი­დე­ბო­დი მას­თან შეხ­ვედ­რას. მაგ­რამ სიფ­­თხი­ლე ზედ­მე­ტი იყო - სო­მერ­სეტ მო­­მი არ­სად გა­მოჩ­­და. თით­ქოს კა­­­ტა­ში გა­მო­კე­ტი­ლი მოგ­ზა­­რობ­და.

სა­უთ­ჰემ­­ტონ­ში ჩას­­ლის წი­ნად­ღეს ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს გე­მის სა­პო­ლი­ციო პუნ­­­ში და მა­ღა­ზი­­ში წავ­ყე­ვი. ბე­რი­ქა­ლი არ სცნობ­და დაღ­ლას. დავ­­რო­დით ზე­ვით-ქვე­ვით კი­ბე­ებ­ზე, ლიფ­ტის უარმ­ყო­ფელ­ნი. შუ­­გემ­ბან­ზე, მიყ­რუ­­ბულ კუთხე­ში, პორ­­ში შეს­­ლი­სას ვეს­ტი­ბუ­ლად რომ უნ­და ქცე­­ლი­ყო, და სი­ცოცხ­ლით აზ­რი­­ლე­ბუ­ლი­ყო, შემ­დე­გი სუ­რა­თი ვი­ხი­ლეთ: ტყა­ვის სა­ვარ­ძელ­ში, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სახ­ლის მცი­რეწ­ლო­ვან შთა­მო­მა­ვალ­თა ფო­ტო­პორ­­რე­ტის ქვეშ გან­მარ­ტო­­ბით მიმ­­და­რი­ყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც ისე შე­ფუთ­ნუ­ლი­ყო, რო­გორც ფი­ლე­ას ფო­გი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ოთხ­მოც­­ღი­­ნი მოგ­ზა­­რო­ბის წი­ნად­ღეს. წამ­ში ვი­ცა­ნი სო­მერ­სეტ მო­­მი. ეტ­ყო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი გაც­ნო­ბა ჩემს შეგ­ნე­ბა­ში გა­ნურ­ჩე­ვე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი გამ­­და­რი­ყო (მარ­­ლაც, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ გა­და­­დო). ასეა თუ ისე, და­ვი­ჩურ­ჩუ­ლე, ან იქ­ნებ წა­მო­ვიყ­ვი­რე კი­დეც, რად­გან სე­ნი­­რას ყურთ აკლ­და - "ის არ­ის!"

სჯობ­და კრინ­ტი არ და­მეძ­რა. ჩე­მი მე­გო­ბა­რი ქა­ლი დრო­შა­სა­ვით მოფ­რი­­ლე სამ­­ზავ­რო ლა­ბა­დით, წამ­­ვე შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და. "ჯერ კი­დევ ცოცხ­ლობს მხედ­რუ­ლი სუ­ლი ჩვე­ნი ძვე­ლი მე­ომ­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მა­­პუს­თან, ნა­ვა­როს­თან და ლა-ვერ­დეს­თან იბრ­ძოდ­ნენ", - გა­ვი­ფიქ­რე მე.

სე­ნი­­რა არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე უთ­ავ­ბო­ლოდ მი­­ყა­რა თა­ვი­სი ჩი­ქორ­თუ­ლი ინგ­ლი­სუ­რით:

- ჩვენ თქვე­ნი გაც­ნო­ბა გვინ­დო­და, ეს ჩვენ­­ვის დი­დი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა, სე­ნი­­რი არ­გენ­ტი­ნე­ლი მწე­რა­ლი გახ­ლავთ, ორ­­ვე­ნი აღ­ტა­ცე­ბულ­ნი ვართ თქვე­ნით.

ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი გა­მო­ერ­­ვა.

- ნე­ბა მი­ბო­ძეთ, ვი­კითხო, რა­ტომ ხართ ჩე­მით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი? - იკ­ითხა დარ­ბა­ის­ლუ­რი თა­ვა­ზი­­ნო­ბით და მის­­ვის ჩვე­­ლი მე­დი­დუ­რო­ბით შეგ­ვათ­ვა­ლი­­რა.

მუ­დამ მო­უს­ვე­ნარ­მა და და­ეჭ­ვე­ბულ­მა სე­ნი­­რამ პატ­რი­­ტუ­ლი სიტყ­ვით მი­მარ­თა მო­ემს: - რომ არ­გენ­ტი­ნე­ლი სუ­ლაც არ არ­ის ფრთებ­გარ­ჭო­ბი­ლი ინ­დი­­ლი, თუმ­ცა მი­სი გა­რეგ­ნო­ბა ამ­ას არ ად­ას­ტუ­რებს და რომ რო­მა­ნე­ბი ბუ­­ნოს აირ­­სამ­დეც აღ­წევს... თა­ვი­სი გა­მოს­­ლა ასე და­ამ­თავ­რა:

- ხომ და­მე­თან­­მე­ბით, მის­ტერ სო­მერ­სეტ, რომ აღ­მო­სავ­ლე­ლი მომ­ხიბ­­ლელ სა­­დუმ­ლოს ფა­რავს?- პა­ტივ­მოყ­ვა­რე­­ბამ მი­ბიძ­გა, სა­­ბარ­ში ჩავ­რე­­ლი­ყა­ვი.

"Cakes and lale" სა­უცხოო რო­მა­ნია, რი­ხი­­ნად წა­მო­ვიწყე, - ას­­ვე აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ნა­წარ­მო­­ბით "A Writer's Notebook".

ინგ­ლი­სელ­მა რა­ღაც წა­­დუ­დუ­ნა და იძ­­ლე­ბუ­ლი გავ­­დი, მეთხო­ვა ნათ­­ვა­მი გა­­მე­­რეთ-მეთ­ქი (თით­ქოს ჩე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს სიყ­რუე გად­მომ­დე­ბო­დეს). მა­შინ მო­ხუ­ცი სე­ნი­­რას მი­უბ­რუნ­და და ქედ­მაღ­ლუ­რად გან­მარ­ტა: - თქვენ ვი­ღა­ცა­ში გეშ­ლე­ბით, მე არ­­ვი­თა­რი რო­მა­ნე­ბი არ და­მი­წე­რია, გა­დამ­­გა­რი პოლ­კოვ­ნი­კი ვარ...

- გვა­სუ­ლე­ლებს? - გად­მო­მი­ლა­პა­რა­კა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­მა. ორ­­ვე­ნი აღშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე ცი­ვად წარ­მოვ­­­ვი სა­თა­ნა­დო სა­ბო­დი­შო სიტყ­ვე­ბი და ჩვენ იქ­­­რო­ბას გა­ვე­ცა­ლეთ.

- ჰმ, პოლ­კოვ­ნიკს და­მი­ხე­დეთ! - წა­მო­­ძა­ხა სე­ნი­­რამ, - რა­ღას არ მო­­გო­ნე­ბენ, მაგ­რამ მე ვერ გა­მა­ცუ­რებს, ჩე­მი გვა­რი ჯერ კი­დევ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ომ­ის დრო­­დან იღ­ებს სა­თა­ვეს.

- ცდე­ბით, ჩვენ გა­სუ­ლე­ლე­ბას სუ­ლაც არ აპ­­რებ­და, პი­რი­ქით, - მი­ვუ­გე მი­სი უაზ­რო სიტყ­ვე­ბით გა­ღი­ზი­­ნე­ბულ­მა.

მე­­რე დი­ლით შერ­ბუ­რის რე­იდ­ზე ბაქ­ნი­დან ვუც­ქე­რო­დით, რო­გორ გა­და­დი­ოდ­ნენ მგზავ­რე­ბი სა­ბუქ­სი­რო კა­ტარ­ღა­ზე, რო­მელ­საც ის­­ნი ნა­პირ­ზე უნ­და გა­და­ეყ­ვა­ნა. სე­ნი­­რამ ქვე­მოთ ბუქ­სი­რის გემ­ბა­ნის­კენ მი­მი­თი­თა და თქვა:

- აი ის­იც!

მე კი მო­პირ­და­პი­რე გემ­ბან­ზე მი­ვა­ნიშ­ნე: - არა, მო­­მი იქ არ­ის...

- აქ­აც არ­ის და იქ­აც, - ნაღ­­ლი­­ნად გა­­ღი­მა სე­ნი­­რამ.

და მარ­­ლაც, წყლი­დან თით­ქოს გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მი­რა­ჟი ამ­­­მარ­თაო, სა­ბუქ­სი­რო გემ­ზე, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ითქ­ვას, ორი მო­­მი და­ვი­ნა­ხეთ.

- ორ­­ვე ერთ­ნა­­რია, - დაბ­ნე­­ლად წა­მო­ვი­ძა­ხე.

- გან­­­ვა­ვე­ბუ­ლად აც­ვი­ათ, - შე­მის­წო­რა სე­ნი­­რამ.

ჩე­მი ლა­პა­რა­კის დროს გრე­ვეს სი­ცა­რი­­ლის­­ვის მი­ეპყ­რო მზე­რა და წა­­გავ­და პი­რუთ­­ნელ მო­სა­მარ­­ლეს, რომ­ლის გა­ნა­ჩენ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს ვე­რა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბა თუ პი­რა­დი სიმ­პა­თი­­ბი. მი­სი დუ­მი­ლი ერ­თობ ხან­­­­ლი­ვი მეჩ­ვე­ნა და ვთქვი! - დი­ახ, ასე იყო, სულ ეს არ­ის...

- მარ­თა­ლი ხარ, და­მე­თან­­მა ბო­ლოს და ბო­ლოს, - ნამ­­ვი­ლად ფუ­ჭი დამ­თხ­ვე­ვაა. მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი ოდ­ნა­ვა­დაც არ ჰფენს შუქს ჩემს შემ­თხ­ვე­ვას. მხო­ლოდ იმ­ას თუ ამტ­კი­ცებს, რომ არ­ის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

არ ვი­ცო­დი, რა მე­პა­სუ­ხა, - ალ­ბათ, ასეა, - და­ვე­თან­­მე ბო­ლოს.

- ეს მო­მენ­ტე­ბი გა­ნუ­მე­­რე­ბე­ლია, - გა­ნაგ­­ძო გრე­ვემ, - რად­გან იმ­წამ­­ვე წარ­სულს ერწყ­მი­ან, მაგ­რამ რე­­ლურ­ნი არ­­ან და წარ­მოქ­­ნი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ, ამ­­უხ­­ნელ რე­­ლო­ბას, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნებს.

- შენ მითხა­რი, "ჩე­მი შემ­თხ­ვე­ვაო" - შე­ვაწყ­ვე­ტი­ნე მსჯე­ლო­ბა.

- დი­ახ, ერ­თი ამ­ბა­ვი გა­დამ­­და თავს, შე­ნი სა­უბ­რი­სას რა­ღაც იმ­­დი აღ­მეძ­რა, - გან­მი­მარ­ტა გრე­ვემ.

- გუ­ლი ხომ არ გატ­კი­ნე, რა­მე სა­­დუმ­ლოს ამ­ოხ­­ნას ხომ არ ელ­­დი?

- არ ვი­ცი, რას ვე­ლო­დი... ეგ­­ბა ამ­­საც­ნო­ბიც არ­­ფე­რია, უც­ნა­­რია, მაგ­რამ ძალ­ზე ეს­­და­გე­ბა ღრმა რწმე­ნას, უაზ­რო გულ­და­ჯე­რე­ბას, რა­საც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი სუ­ლის სიღ­­მე­ში გრძნობს. კარ­მენ სილ­ვე­­რა თუ გახ­სოვს?

- რა თქმა უნ­და, სი­ცოცხ­ლით სავ­სე იყო, საბ­რა­ლო, მე მას...

მინ­დო­და მეთ­­ვა, კარ­მენს ლუ­­ზა ბრუ­კეს ვამ­­გავ­სებ­დი-მეთ­ქი. ბრუ­კე კი­ნომ­სა­ხი­­ბი იყო, ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა­ში ვგიჟ­დე­ბო­დი მას­ზე. თვალ­წინ და­მიდ­გა ორ­­ვე ქა­ლის ოვ­­ლუ­რი სა­ხე, თეთ­რი კა­ნი, მუ­ქი თვა­ლე­ბი, ამ­­ვე ფე­რის თმა და სა­ფეთ­­ლებ­თან პა­წია კუ­ლუ­ლე­ბი.

- შენ სიტყ­ვა არ და­გიმ­თავ­რე­ბია, რა­ღა­ცას მე­უბ­ნე­ბო­დი, - მითხ­რა გრე­ვემ რა­ღაც­ნა­­რი თრთოლ­ვით.

- უბ­რა­ლოდ მინ­დო­და მეთ­­ვა, რომ სა­ოც­რად მომ­ხიბ­ლა­ვი და ახ­ალ­გაზ­­და იყო.

- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მოგ­წონ­და, - თქვა გრე­ვემ და სწრა­ფად დას­ძი­ნა:

- მკრე­ხე­ლო­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­­მევ, კარ­მენს ვუყ­ვარ­დი, მეც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ქვე­შეც­ნე­­ლად. რა ბრიყ­ვი ვი­ყა­ვი! ერთს კი ვაც­ნო­ბი­­რებ­დი, - მას­თან არ­­სო­დეს მწყინ­დე­ბო­და. ქა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ხომ იცი. კარ­მე­ნი მუ­დამ პო­­ლობ­და, უფ­რო სწო­რად, გა­მო­ძებ­ნი­და ხოლ­მე სა­შუ­­ლე­ბას ში­ნი­დან თა­ვი დაგ­ვეძ­­რი­ნა და სად­მე გავ­­­ზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა ჩვენს გა­რე­მო­­ბა­ში არ ივ­არ­გებ­და, ვინ­მეს ერ­თად ვე­ნა­ხეთ.

- მა­რა­დი­­ლი გა­რე­მო­­ბე­ბი! ყო­ველ ქალს შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­­ნას ის­­თი გა­რე­მო­­ბა, რო­მე­ლიც მის­გან სიფ­­თხი­ლეს მო­ითხოვს. ან, უკ­ეთ რომ ვთქვა - რისკს.

მე ხმა­მაღ­ლა გა­ვი­ცი­ნე, სა­კუ­თარ­მა ეპ­იგ­რა­მამ გა­მამ­­ნე­ვა, გრე­ვეს კი, რო­გორც ეტ­ყო­ბო­და, ნაღ­ვე­ლი შე­მო­აწ­ვა.

- ამ­ას ვერ ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, ეტ­ყო­ბა, სხვებ­ზე უფ­რო გუ­ლუბ­­­ვი­ლო ვარ, კარ­მე­ნის ოჯ­­ხურ პი­რო­ბებს ან­გა­რიშს ვუ­წევ­დი. ბევ­­ჯერ გა­და­ვათ­­მე­ვი­ნე ჩა­ნა­ფიქ­რი, მა­გარმ ზოგ­ჯერ ნე­ბა­ზე მივ­­ვე­ბო­დი და ეს სა­ნა­ნებ­ლად არ­­სო­დეს დამ­­ჩე­ნია. ამ ქალს სა­ოც­რად უყ­ვარ­და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც უნ­და გავ­ყო­ლო­დი, რეს­ტო­რან­ში, ნა­ვით სა­სე­ირ­ნოდ თუ სას­ტუმ­რო­ში უიკ-ენ­დე­ბის დროს, წინ­და­წინ ვგრძნობ­დით, რომ უდ­­დე­სი სი­­მოვ­ნე­ბა გვე­ლო­და. ამ სი­­მოვ­ნე­ბა­თა ულ­­ვი მა­რა­გი გვქონ­და და, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, მუ­დამ ვპო­­ლობ­დით. ერთ-ერ­თი ამგ­ვა­რი გას­­­ტო­მა მარ-დელ-პლა­ტა­ში მო­ვაწყ­ვეთ: სწო­რედ იმ ხა­ნებ­ში მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და გამ­­ზავ­რე­ბა მა­ტა­რებ­ლით მოგ­ვიხ­და. ეს ერთ­­ვარ რის­­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვინ იც­ის, ამ­ხე­ლა გზა­ზე ვის გა­და­ვეყ­რე­ბო­დით. ვა­გონ­ში ჩვენს პირ­და­პირ ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი იჯ­და, რო­გორც შემ­­გომ გა­ირ­­ვა, - კბი­ლის ექ­­მი. გა­­ჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და. კარ­მენ­მა ხმა­დაბ­ლა გა­მაფ­­თხი­ლა, თა­ვი შე­­კა­ვე, არ გა­მო­­ლა­პა­რა­კო, თო­რემ წუ­თი­­რი სი­სუს­ტე და ხუთ­სა­­თი­­ნი მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სა­­ბა­რი არ აგვ­­დე­ბაო.

იგი მა­ლე დარ­­მუნ­და, რომ მთელ მა­ტა­რე­ბელ­ში ერ­თა­დერ­თი სა­ხი­ფა­თო არ­სე­ბა ჩვენს პირ­და­პირ იჯ­და.

- სა­ხი­ფა­თო სუ­ლაც არ არ­ის, - მი­ვუ­გე, - ცო­ტა მო­საწყე­ნი და თავ­მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია, ეს არ­ის და ეს. ჩვენ ხომ არ ვი­ცით, რას უნ­და ვე­ლო­დოთ სხვა ვა­გო­ნებ­ში.

- იქ არ­­ვინ იქ­ნე­ბა, - და­მარ­­მუ­ნა კარ­მენ­მა, - იგი გუ­ლის­­მობ­და, ჩვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბი სხვა­გან არ იქ­ნე­ბი­­ნო.

- რო­მელ სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დეთ? - ვკითხე.

ნომ­რის და­ჯავ­­ნა ვერ მო­ვას­წა­რი, გამ­­ზავ­რე­ბა დღი­სით, სა­დი­ლო­ბის ხანს გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ორ­­ვე­ნი ში­ნის­კენ გა­ვე­შუ­რეთ ჩე­მოდ­ნე­ბის წა­მო­სა­ღე­ბად და დავ­­­ვით, რომ ერთ­მა­ნეთს ხუთ სა­ათ­ზე, სად­გურ კონ­­ტი­ტუ­სი­ონ­ზე შევ­­­დე­ბო­დით. ბო­ლო წუთს კარ­მენს გა­ახ­სენ­და, რომ შა­ბათს და კვი­რას საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. სას­­რა­ფოდ ტე­ლე­ფო­ნის­კენ გავ­ქან­დით. კარ­მენ­მა შეძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ბო­დი­შის მოხ­და. შემ­დეგ მითხ­რა: "ძა­ლი­ან გა­მი­მარ­­ლა, ვში­შობ­დი, რომ და­მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და თავ­­­დო­მა­რე, მკაც­რი და რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი ბებ­რუ­ხა­ნა, მას მთე­ლი ბუ­­ნოს-აირ­­სი იც­ნობს, მაგ­რამ ტე­ლე­ფონ­თან მი­სი მდი­ვა­ნი, სა­სი­­მოვ­ნო ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, ვუთხა­რი ავ­ად ვარ, წა­მოდ­გო­მა არ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. აბა, თუ გა­მო­იც­ნობ რა მითხ­რა? ბებ­რუ­ხა­ნაც ავ­ად გახ­და და ჩაწ­ვაო. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა".

ჩემს კითხ­ვა­ზე, რო­მელ სას­ტუმ­როს აირ­ჩევ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: - "პრო­ვინ­სი­ალ­ზე" რა აზ­რი­სა ხარ?

- ხომ არ შე­­შა­ლე, - მი­ვუ­გე პა­სუ­ხად, - უფ­რო მყუდ­რო ად­გი­ლი უნ­და მოვ­ძებ­ნოთ.

ახ­ლა მგო­ნია, შეშ­ლი­ლი ის კი არა, მე ვი­ყა­ვი. სიფ­­თხი­ლის გა­მო, უბ­ად­რუ­კი მა­ნი­­კი­ვით მუ­დამ რომ ვბორ­კავ­დი მის სურ­ვი­ლებს და მის­­რა­ფე­ბებს.


© ”არილი”

No comments: