Wednesday, January 30, 2008

თამრი ფხაკაძე

ბა­დე

გიჟ-გო­გი­ას ბა­დით თევ­ზა­­ბა ამქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია. კა­ცობ­რი­­ბი­სა­გან რად­რო და ჟა­მია ამ­ოკ­ვი­­ტე­ბულ კითხ­ვას - რა არ­ის ბედ­ნი­­რე­ბა? - გიჟ-გო­გია და­­ფიქ­რებ­ლად უპ­­სუ­ხებ­და, - მდი­ნა­რე­ში ბა­დით თევ­ზა­­ბაო.

ბედ­ნი­­რიც იყო. ერ­თი იმ­­ტომ, რომ იც­­და, რა აბ­ედ­ნი­­რებ­და. მე­­რეც იმ­­ტომ, რომ ის, რაც აბ­ედ­ნი­­რებ­და, არც მი­უწ­­დო­მელ ნის­ლებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი და არც მტან­­ვე­ლად მი­უგ­ნე­ბე­ლი.

ჰა ბურ­თი და ჰა მო­­და­ნიო, რომ იტყ­ვი­ან! ჰა ბა­დე და ჰა მდი­ნა­რე... გიჟ-გო­გი­აც მზის ჩას­­ლამ­დე ქსნის პი­რას და­ფუს­ფუ­სებ­და, წყალ­ში შე­დი­­და, გა­მო­დი­­და, სა­­თო­ბით იდ­გა ჩქერ­ში ბა­დე­მო­მარ­­ვე­ბუ­ლი. თა­ვი­სას მხი­­რუ­ლობ­და. თა­ვი­სას აკ­­თებ­და. ლიც­ლი­ცა ტალ­ღე­ბი ტან­ზე ერთ­გუ­ლად ეალ­ერ­სე­ბო­და, სა­ხე­ში მდი­ნა­რის ნი­ავ­ქა­რი სცემ­და - გემ­რი­­ლი, ტე­ნი­­ნი, უღ­­ლა­ტო... წყალ­ში ჩაღ­­რი­ლი მზის ბრჭყვი­­ლა ათ­­ნა­თე­ბი მის სი­მარ­ტო­ვეს ჯა­დოს­ნუ­რი სი­ლა­მა­ზის ალ­ყა­ში აქ­ცევ­და... თევ­ზე­ბის სრი­ალ-პრი­­ლი და სხმარ­ტა­ლი ხომ სულ ჭკუ­­ზე შლი­და! რომ ჩაც­ლი­და ბა­დეს კას­­ში და ერთ­მა­ნეთ­ზე ჩაკ­რულ-ასხ­მარ­ტა­ლე­ბულ დიდ-პა­ტა­რა თევზს და­ხე­დავ­და, ბედ­ნი­­რი იყო გიჟ-გო­გია...

ღმერ­თი, რჯუ­ლი, ეს თევ­ზი არც შემ­­ვა­რი უჭ­­მია, არც მო­ხარ­შუ­ლი. გიჟ-გო­გია მა­გის მუშ­ტა­რი არ იყო. თო­ნის პუ­რი, პრა­სი, ლო­ბიო და ცი­ვი წყა­ლი ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია.

ჰო­და, რომ ჩას­­ლი­და-მეთ­ქი კას­­ში ბა­დეს, ცო­ტა ხანს უყ­­რებ­და პირ­დაფ­ჩე­ნი­ლი, მოს­­მარ­ტა­ლე თევ­ზე­ბის ტან­­ვას... სულ ცო­ტა ხანს... მე­რე და­ავ­ლებ­და კასრს ხელს, მდი­ნა­რეს თავ­დაღ­მა ჩა­უდ­გე­ბო­და და... სულ უნ­დო­და ხმა­მაღ­ლა და­ეყ­ვი­რა, მაგ­რამ გულ­ში დას­ძა­ხებ­და: "მი­ჩუქ­ნია თქვენ­­ვინ სი­ცოცხ­ლეეე". მო­იქ­ნევ­და კასრს, და აბა, მა­შინ იყო ბედ­ნი­­რი თუ იყო! კუდს რომ მო­იქ­ნევ­და თევ­ზი და წყალს გა­­რე­­და, ჰე, - ჰე, - ჰე, - ჰე, - ჰე, - კას­რით ხელ­ში იდ­გა და ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ, ალ­­ლი გუ­ლით იც­­ნო­და ეს ჩვე­ნი მო­­ბა­დი, სოფ­ლის მალ­ხი­ნე­ბე­ლი გიჟ-გო­გია. თუმ­ცა, გი­ჟი რად იყო? გა­ნა ცო­ტას უოც­ნე­ბია, ნე­ტა ზო­­პარ­კის გა­ლი­­ბი და­მახ­­ნე­ვი­ნა და მხე­ცე­ბი გა­რეთ გა­მო­მაშ­ვე­ბი­ნაო... ან ჩი­ტე­ბი, იად­ონ-თუ­თი­ყუ­შე­ბი იმ გა­მო­კე­ტი­ლი­დან მაღ­ლა ცა­ში გა­მაფ­რე­ნი­ნაო...

გიჟ-გო­გი­ამ ოც­ნე­ბა ცხა­დად იქ­ცია. იჭ­ერ­და თევზს და უშ­ვებ­და. იჭ­ერ­და და უშ­ვებ­და. კი­დევ იჭ­ერ­და და უშ­ვებ­და...

და ბედ­ნი­­რი იყო.

ერთხე­ლაც, ძილ­ში კა­ცი გა­მო­ეცხა­და. ჭარ­მა­გი. დი­დე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ვი. შიშ­ველ ტან­ზე წელ­თან თეთ­რი ქსო­ვი­ლი ერტყა. ერ­თი­­ნად მზით გა­რუ­ჯულს (თუმ­ცა იმ რუჯს რა­ღაც­ნა­­რი, მომ­­ვა­ნო ელ­ფე­რიც დაჰ­­რავ­და) სხე­ულ­ზე წყლის წვე­თე­ბი უბრ­წყი­ნავ­და. ხელ­ში ბა­დე ეჭ­­რა და ბიბ­ლი­ურ მო­­ბადს წა­­გავ­და. იმ კაც­მა გიჟ-გო­გი­ას უთხ­რა:

- მე შე­ნი პა­პის-პა­პა ვარ, ბი­ჭო. თეთ­რი სპი­რი­დო­ნი. მე­ბა­დუ­რო­ბას და­ეხ­სენ, თო­რემ მდი­ნა­რე­ში დაღ­­ჩო­ბა გი­წე­რია ჩემ­სა­ვით. შენ­­ვის, გო­გია, უკ­­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ...

მაგ­რამ ცივ ოფლ­ში გაღ­­რილ გიჟ-გო­გი­ას და­ფე­თე­ბულს გა­მო­ეღ­ვი­ძა და ეგ იყო, ვე­ღარ გა­­გო, რა იქ­ნე­ბო­და მის­­ვის უკ­­თე­სი.

მე­­რე დი­ლას ერ­თი კი გა­ხე­და მდი­ნა­რეს ალ­მა­ცე­რად და სა­თო­ხარ­ში გაჰ­­ვა მე­ზო­ბელს ფე­ხე­ბის ფრა­ტუ­ნით. სა­ღა­მომ­დე ისე თოხ­ნა, თა­ვი არ აუღია.

- ბი­ჭო, რამ გა­გა­ცო­ფა, შე ოხ­­რო! თა­ვი ჩა­­კა­ლით­ქო, გითხა­რი?! - ხშირ-ხში­რად გას­ძა­ხო­და სა­ღა­მოს­პი­რის­კენ მე­ზო­ბე­ლი, მაგ­რამ გო­გია უბ­­გუ­ნებ­და და უბ­­გუ­ნებ­და თოხს გა­მომ­­რალ მი­წას, თვალს არ აც­­ლებ­და. თა­ვი­დან არ­­ფე­რი და, ნა­შუ­ად­ღევს მე­რე... გა­საკ­ვი­რია, რო­გორ, მაგ­რამ ის მი­წის შავ-შა­ვი გო­რო­ხე­ბი თან­და­თან ალ­იც­ლიც­და, აბრ­ჭყ­ვი­ალ­და და წყლის პა­წია ჭავ­ლებს და­ემ­­გავ­სა. მზის ჩას­­ლი­სას ნი­ავ­მა უფ­რო და უფ­რო ძა­ლუ­მად რომ დაჰ­ბე­რა, გიჟ-გო­გი­ამ თო­ხი და­აგ­დო და თავ­დაღ­მარ­­ში სირ­ბი­ლით და­ეშ­ვა. ქსნის პი­რამ­დე არ შე­უს­ვე­ნია. იქ კი მო­ცე­ლი­ლი­ვით ჩა­­კე­ცა შეგ­რი­ლე­ბულ რი­ყე­ზე და მზე­ზე მობ­­ჭყ­ვი­­ლე წყალს ხარ­ბად, მო­ნუს­ხუ­ლი­ვით მი­აშ­ტერ­და. გაღ­მა ნა­პირ­ზე დი­დი ტი­რი­ფი წყლის­კენ თით­ქო უფ­რო გად­მოზ­ნე­ქი­ლი­ყო. გე­გო­ნე­ბო­დათ, ლა­მაზ ქალს თმა გა­უშ­ლია და მდი­ნა­რე­ში ალ­ივ­ლი­ვებ­სო... ბუჩ­­ნა­რი­დან ჩი­ტე­ბის სტვე­ნა აღ­წევ­და. მზე წყალს გაჰ­რე­­და. გამ­­ვირ­ვა­ლე - ოქ­როს­ფე­რი ჭავ­ლე­ბი ნო­ტიო ნი­ავს რა­ღაც იდ­­მა­ლი, მაც­დუ­რი ბუტ­ბუ­ტით ავ­სებ­და, აბ­რუ­ებ­და.

გიჟ-გო­გია რი­ყე­ზე იჯ­და, მუხ­ლებ­ზე ნი­კაპ­ჩა­მო­დე­ბუ­ლი. თვა­ლებ­ში თავ­და­პირ­ვე­ლი ხარ­ბი აღ­ტა­ცე­ბა თან­და­თან უნ­ელ­დე­ბო­და და მის ად­გილს ნაღ­ვე­ლი იჭ­ერ­და. თეთ­რი სპი­რი­დო­ნას სიტყ­ვე­ბი გულს უკ­ოდ­და.

- წყალ­ში დაღ­­ჩო­ბა გი­წე­რია... წყალ­ში დაღ­­ჩო­ბა გი­წე­რია...

რი­ყემ გა­იხ­რი­­ლა. ვი­ღა­ცამ და­­ძა­ხა: - ბი­ჭო, გიჟ-გო­გია არა ხარ შე­ნა?

გიჟ-გო­გი­ამ იმ უდ­არ­დე­ლო­ბის­­რო­ინ­დე­ლი სი­­ლა­ლით გა­უკ­რი­ჭა:

- ჰო, მე ვარ.

- რა­ღა შე­ნა ხარ, ბა­დე ხელ­ში არ გი­ჭი­რავს და წყალს შო­რი­დან გას­­ქე­რი... რაო, და­­ლია თევ­ზი ქსან­ში?

- აღ­­რა ვთევ­ზა­ობ.

- ე! რა­თა ბი­ჭო!

- აიმ­ან ეგ­რე მითხ­რა... ძილ­ში მო­ლან­დე­ბულ­მა.

- ვინ მო­ლან­დე­ბულ­მა, ბი­ჭო, რა­ებს ბო­დავ...

- თეთ­­მა სპი­რი­დონ­მა, აი, ძილ­ში მა­მე­ლან­და და ისაო... შე­ნაო, მე­ბა­დუ­რო­ბას თა­ვი და­­ნე­ბე, წყალ­ში დაღ­­ჩო­ბა გი­წე­რიაო...

- ე?!

- ეგ­რეა...

- მე­რე­და, რა გა­გაძ­ლე­ბი­ნებს, შე სა­ცო­დაო, დღე­და­ღამ წყალ­ში ეგ­დე და...

- დღე­სა ვთოხ­ნე, - შეს­ცი­ნა გიჟ-გო­გი­ამ.

- ეეჰ! თა­ვი შე­ურ­ცხ­ვა იმ შენ სპი­რი­დო­ნა­სა... - ხე­ლი ჩა­იქ­ნია მგზავ­­მა და რი­ყის ხრი­ალ-ხრი­­ლით გა­უდ­გა გზას.

"რათ შე­ურ­ცხ­ვა... აბა, მაშ არ ეთქ­ვა და დავ­­­­­ვა­ლი­ყა­ვი, არა?!" - ფიქ­რობ­და გიჟ-გო­გია.

ბინ­დი ჩა­მოწ­ვა. მე­რე და­ღამ­და. გიჟ-გო­გია სი­ცი­ვემ აიტ­­ნა. წა­მოდ­გა და ში­ნის­კენ წაფ­რა­ტუნ­და.

"ხვა­ლა­ცა ვთოხ­ნი, ზე­გა­ცა... მა­ზე­გა­ცა", - ფიქ­რობ­და გულ­ში.

მაგ­რამ გა­თენ­და თუ არა, ქსნის პი­რას და­ერ­ჭო, ბა­დით და კას­რით ხელ­ში.

რი­ყე­ზე ჩაჯ­და. თეთრ სპი­რი­დო­ნა­ზე ცო­ტა არ იყ­ოს, გულ­მო­სუ­ლი იყო.

"ნე­ტა არ მოს­­ლო­დეს ზოგ-ზო­გი­ერ­­სა! სა­და­ცა არ­ის, იქ ეტ­­­დეს! რას მა­მე­ლან­და, რო მა­მე­ლან­და! მე ვე­ლან­დე­ბი იმ­­სა?!"

ბრა­ზი თან­და­თან ერ­­­და.

"ისა, არაა, გულ­ზე სკდე­ბა რო ის იქაა და მე აქა! ად­გა და გულ­ზე გა­ხეთ­ქილ­მა ყვა­ვი­ვით დამ­ჩხავ­ლა თავ­ზე­და. ვი­ნა სთხო­ვა, რო! ვთხო­ვე, მა­მე­ლან­დეთ-თქო? მი­ხე­დოს იმ თა­ვის სა­მოთხე­სა! მე, აქა არა, მინ­და წყალ­ში და­ვიღ­­­ვე­ბი და მინ­და კი­დე­ვა ისა... ცეცხ­­ში და­ვიწ­ვე­ბი! ეგ­რე!"

გაბ­რა­ზე­ბულ­მა დას­ტა­ცა ბა­დეს ხე­ლი და თა­ვის საყ­ვა­რელ ჩქერ­ში შე­ვარ­და. ბა­დე მო­ის­რო­ლა და ჩა­ფი­ნა თა­ვი­სე­ბუ­რად.

ოჰო, ჰო, რა ეამა! რა ეამა ის გრი­ლი ალ­ერ­სი შიშ­ველ ფე­ხებ­ზე... ის წყლის იდ­­მა­ლი ბუტ­ბუ­ტი... გა­ხუ­რე­ბულ შუბ­­ზე ის ნო­ტიო ნი­­ვის ფე­რე­ბა... აგე, თევ­ზიც გას­­მარ­ტალ­და ბა­დე­ში!

"აბა, თუ და­ვიღ­­ჩე! აბა!" - გა­­ფიქ­რა გულ­მო­ცე­მულ­მა, თით­­მის ძვე­ლე­ბუ­რად ბედ­ნი­ერ­მა გიჟ-გო­გი­ამ და სწო­რედ ამ დროს, წყალ­მა ფეხ­­ვეშ მოზ­­დი­ლი ქვა გა­მო­­ცა­ლა და შე­­ქან­და, შე­­ქან­და გუ­ლი და ზუს­ტად მა­შინ მზე­საც შავ-შა­ვი ღრუ­ბე­ლი აეფ­­რა... მხი­­რუ­ლი ბზინ­ვა-ბრჭყვი­­ლი სა­შიშ ბინ­­ბუნ­დად იქ­ცა. წყლის რაკ­რა­კა ბუტ­ბუ­ტი რა­ღაც შემ­პა­რა­ვი, ბე­დის­წე­რა­სა­ვით იდ­­მა­ლი ხმით შე­იც­ვა­ლა და და­ზაფ­რულ გიჟ-გო­გი­ას სი­ცოცხ­ლე­ში პირ­ვე­ლად შე­­შინ­და თა­ვი­სი სა­ნუკ­ვა­რი მდი­ნა­რის... ბა­დეც იქ მი­­ტო­ვა და სლი­პი­ნა ქვებ­ზე ბორ­ძიკ-ბორ­ძი­კით ნა­პი­რის­კენ მი­აწყ­და. გუ­ლი ყელ­ში მობ­ჯე­ნო­და. მუხ­ლე­ბი ეკ­­ცე­ბო­და. მდი­ნა­რე კი თით­ქო ჩაფ­რე­ნო­და და არ უშ­ვებ­და.

ძლივს გა­აღ­წია. ღო­ნე­მიხ­დი­ლი რი­ყე­ზე ჩაჯ­და და ყუ­რებ­ში აბ­რა­გუ­ნე­ბულ გუ­ლის ხმას ჩა­უღ­­მავ­და.

მე­­რე, მე­სა­მე დღეს ხან ვის ეხ­მა­რა სა­თოხ­­ში, ხან ვის. სო­ფელს მი­სი სიზ­­რის ამ­ბა­ვი მოს­დე­ბო­და. ზო­გი ეღ­ლა­ბუ­ცე­ბო­და, ზოგს ებ­რა­ლე­ბო­და...

ბად­რია მე­წის­­ვი­ლის დე­დამ კაკ­ლის ჩე­რო­ში გვერ­დით მო­ის­ვა და უთხ­რა:

- ბი­ჭო, რას ჩა­მოგ­ტი­რის ცხვირ-პი­რი! მარ­­ლა იმ მდი­ნა­რე­ში ბა­დის ტურ­ტურს მის­ტი­რი ამ­­დე­ნა კა­ცი?

გიჟ-გო­გი­ამ თა­ვი ჩაჰ­კი­და.

- რათ აღ­არ თევ­ზა­ობ? - არ მო­ეშ­ვა ქა­ლი.

- გა­ნა არ იცი... სიზ­მარ­ში მო­ლან­დე­ბულ­მა მითხ­რა.

- ვი­ცი, ვი­ცი. მოვ­კა­რი ყუ­რი. აქ­ეთ მამ­ხე­დე, რა გითხ­რა. დარ­დი მოგ­­ლამს თუ მდი­ნა­რე, ერ­თი არაა? ნე­ტაი იმ სპი­რი­დო­ნას ყრან­ტალს რა ყურს უგ­დებ! რა­სა დნე­ბი სან­თე­ლი­ვი­თა! და­­ჭი ი შე­ნი ბა­დე და ით­ევ­ზა­ვე! გუ­ლი გა­­ხა­რე, ბევ­რი იც­ის სპი­რი­დო­ნა­მა!

გიჟ-გო­გი­ამ კი თქვა:

- ეგ­რე­ცა ვქე­ნი, მა­რა...

- მა­რა რა?

- მაღ­­ჩობ­და. რა­ღა რა...

- რა­ზე შე­ატყე, რო?

- ქვე­ბი გა­მა­მა­ცა­ლა ფეხ­­ვე­ში­და­ნა და მივ­ქონ­დი...

დე­და­კა­ცი ჩა­ფიქ­­და. მე­რე მუხ­­ზე ხე­ლი დაჰ­­რა გიჟ-გო­გი­ას:

- ბი­ჭო, რო­გორ აქ­ამ­დი ვერ მივ­­­დი! იმ­­ნა, სპი­რი­დო­ნა­მა, ქსან­ზე თქვა!

- ქსან­ზე?

- ქსან­ზე, მაშ! შე­ნა ქსან­ზე არ თევ­ზა­ობ ხოლ­მე?

- ჰო.

- ჰო­და, შენც ჩა­დი და მტკვარ­ზე ით­ევ­ზა­ვე, შე და­ლოც­ვი­ლო! მტკვარ­ზე ხო არ უთქ­ვამს!

გა­­ხა­რა გიჟ-გო­გი­ამ. მტკვა­რი რა, იქ­­ვე არ იყო? შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­ვით ზედ იმ­ის სახ­­წინ არ ერთ­ვოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს მტკვა­რი და ქსა­ნი?!

მე­­რე დღეს მტკვარს მი­­შუ­რა. ახ­­ლი ბა­დით. გა­იძ­რო შარ­ვა­ლი. ბა­დე მო­­მარ­­ვა. წყალს მი­ად­გა. თბი­ლი თუაო და ფე­ხი ნა­პირ­თან­ვე გა­აჭყამ­პა­ლა წყალ­ში. თვა­ლი უფ­რო იქ­ით გა­ექ­ცა. იქ­ით, სა­დაც მდო­რედ, თა­ნაბ­რად მო­იზ­ნი­ქე­ბო­და სქელ-სქე­ლი, სა­ში­ში ტალ­ღე­ბი.

"სად იყო ამ­­დე­ნა წყა­ლი... რამ­დე­ნია, ბი­ჭოოო..." - ფიქ­რობ­და გიჟ-გო­გია. პირ­და­ღე­ბუ­ლი მიშ­ტე­რე­ბო­და მდი­ნა­რეს, თით­ქოს პირ­ვე­ლად ხე­დავ­სო. მე­რე მოტ­რი­ალ­და, შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა და რი­ყე­ზე დაჯ­და.

"მარ­თა­ლია პა­პა­ჩე­მის პა­პაი... და­იღ­­ჩო­ბი მა რა მო­გი­ვა ემ­­დე­ნა წყალ­ში. დრო­ზე არ მითხ­რა, ბი­ჭოო?! ან აქ­ამ­დე რო­გორ არ და­ვიღ­­ჩე, ეგაა საქ­მე... ბე­დი რო მა­მე­ლან­და... ბე­დი!"

გა­დი­­და დღე­­ბი, დრო ის­­ვე თა­ნაბ­რად, მდო­რედ მი­­დი­ნე­ბო­და, რო­გორც მდი­ნა­რე.

გიჟ-გო­გი­ამ მო­იწყი­ნა. ისე მო­იწყი­ნა, გი­ჟო­ბი­თაც აღ­არ მი­მარ­თავ­­ნენ, გო­გი­­­ბით და­უწყეს მი­მარ­­ვა.

უფ­რო ხში­რად ქსნის პი­რას, ერთ ამ­­ჩე­მე­ბულ ლოდ­ზე იჯ­და და ჯო­ხით სი­ლა-კენ­ჭებს ქე­ქავ­და.

ერთ­ჯერ, ასე რომ იჯ­და, შო­რი­ახ­ლო ბი­ჭე­ბი თევ­ზა­ობ­­ნენ. ბა­დე კას­­ში რომ ჩა­ცა­ლეს, ერთ­მა გა­მოს­ძა­ხა:

- ჰეი! გო­გია! აქ მო­დი, ნა­ხე რა ამ­ბა­ვი თევ­ზია!

გიჟ-გო­გია წა­მო­იზ­ლაზ­ნა და იქ­ით გას­წია.

- ეს ვედ­რა შე­ნია. მაგ თევ­­სა, რაც გინ­და, ის უყ­­ვი! - უთხ­რა იმ ბიჭ­მა, რო­მელ­მაც და­­ძა­ხა. სხვებ­მაც მხა­რი აუბ­ეს.

- შე­ნია, შე­ნი. რაც გინ­დო­დეს, ის უყ­­ვი.

კარ­გად იც­ოდ­ნენ გიჟ-გო­გი­ას გუ­ლის დარ­დი.

გიჟ-გო­გი­­მაც კასრს ხე­ლი წა­ავ­ლო და ისე, უბ­რა­ლოდ გა­­ფიქ­რა, მოწყე­ნი­ლად: "მი­ჩუქ­ნია თქვენ­­ვის სი­ცოცხ­ლეო!.." და თევ­ზე­ბიც უნ­დი­ლი ტყა­პატყუ­პით ჩაც­ვივ­­ნენ წყალ­ში.

კარ­გა ხანს გას­­ქე­რო­და იმ­ათ კვალს. მე­რე კას­რი სი­ლა­ზე დად­გა და გა­მოტ­რი­ალ­და... მად­ლო­ბაც და­­ვიწყ­და. სუ­ლაც და­­ვიწყ­და ის ბი­ჭე­ბი...

მზე ჩა­დი­­და. გიჟ-გო­გია ეზ­ოს ჭიშ­კარ­თან, ხის მორ­ზე იჯ­და. თო­ნის პურს ღიღ­ნი­და და სად­ღაც იყ­­რე­ბო­და... არ­სად, მი­სა­თი­თე­ბელ­ში, კაც­მა რომ თქვას...

ას­კილ­ზე შაშ­ვი შე­მოჯ­და და გა­ლო­ბას მოჰ­­ვა.

ბინდ-ბუნ­დი ჩა­მოწ­ვა. უფ­რო. სულ უფ­რო. გიჟ-გო­გი­ას თვალ­ზე ცრემ­ლი გა­უბ­­წყინ­და. ლუკ­მას ცრემ­ლი ჩა­­ყო­ლა. მე­რე ას­ლუ­კუნ­და. თა­ვი მუხ­ლებ­ში ჩარ­გო და გუ­ლი ამ­­უჯ­და. მხრე­ბი უხ­ტო­და. ერ­თი­­ნად ცახ­ცა­ხებ­და, ახ­ლა თვი­თონ ჰგავ­და ბა­დე­ში მომ­წყ­­დე­ულ, ასხ­მარ­ტა­ლე­ბულ თევზს...

სი­ცოცხ­ლის მჩუ­ქე­ბე­ლი კი არ­­ვინ ჩან­და...

© “არილი”

No comments: