Wednesday, January 30, 2008

ოქტავიო პასი

­­­­­­უიტმენი - ამერიკის პოე­ტი


თარ
­­­­­­­გმნა სანდრო სილაბი­ძემ


უოლტ უიტ­მე­ნი ერ­თა­დერ­თი დი­დი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტია, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, არ უპ­ი­რის­პირ­დე­ბა სამ­ყა­როს. მას არ ტან­ჯავს მარ­ტო­ო­ბა, მი­სი მო­ნო­ლო­გი - უზ­არ­მა­ზა­რი ქო­როა. უეჭ­ვე­ლია, რომ მას­ში სულ მცი­რე, ორი ად­ა­მი­ა­ნი შეთ­ვი­სე­ბია ერთ­მა­ნეთს: პო­ე­ტი-ტრი­ბუ­ნი და კერ­ძო პი­რი, თა­ვის ჭეშ­მა­რიტ ერ­ო­ტი­ულ მიდ­რე­კი­ლე­ბებს რომ ფა­რავს. მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­ის მე­ხოტ­ბის ნი­ღა­ბი უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ნი­ღა­ბი, ეს მი­სი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხეა. იმ­ის სა­პი­რის­პი­როდ, რა­საც აქ­ამ­დე ამ­ბობ­დ­ნენ, პო­ე­ტუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ზმა­ნე­ბე­ბი უიტ­მენ­თან სრუ­ლი­ად ემთხ­ვე­ვა ერთ­მა­ნეთს. მის მრწამ­სა და გა­რე­მო სი­ნამ­დ­ვი­ლეს შო­რის არ არ­სე­ბობს უფს­კ­რუ­ლი და ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ფარ­თო და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნი­უ­ან­სი. სხვა სიტყ­ვე­ბით, უიტ­მე­ნის პო­ე­ზი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა მხო­ლოდ მე­ო­რე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა აღ­ვიქ­ვათ, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლია და თა­ვის თავ­ში ამ პირ­ველ­საც მო­ი­ცავს - ესაა ამ­ე­რი­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა.

ერთ წიგ­ნ­ში, ედ­მუნ­დო ო'გორ­მან­მა და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ჩვე­ნი კონ­ტი­ნენ­ტი არ­ას­დ­როს აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. მარ­თ­ლაც, შე­იძ­ლე­ბა თუ არა აღ­მო­ა­ჩი­ნო ის, რაც არ არ­სე­ბობს, ამ­ე­რი­კა ხომ ამ ე.წ. აღ­მო­ჩე­ნამ­დე არც არ­სე­ბობ­და. და ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ­ე­რი­კის აღ­მო­ჩე­ნის კი არა, მი­სი გა­მო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ უნ­და გვე­სა­უბ­რა. რად­გა­ნაც, თუ­კი ამ­ე­რი­კა ევ­რო­პუ­ლი სუ­ლის ქმნი­ლე­ბაა, იგი კო­ლუმ­ბამ­დე გა­ცი­ლე­ბით ად­რეც უნ­და არ­სე­ბუ­ლი­ყო. და ევ­რო­პე­ლებს, რო­ცა ამ მი­წა­ზე დად­გეს ფე­ხი, სხვა არ­ა­ფე­რი აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ, გარ­და თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­უ­ლი ოც­ნე­ბი­სა. რე­ი­ეს­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გვერ­დე­ბი მი­უძღ­ვ­ნა ამ თე­მას: ამ­ე­რი­კა მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა ევ­რო­პუ­ლი უტ­ო­პი­ი­სა, ცხა­დად, აწმ­ყოდ­ქ­ცე­უ­ლი ოც­ნე­ბა. ამ­ე­რი­კა აწმ­ყოა - ძღვე­ნი, ის­ტო­რი­ის წყა­ლო­ბა. მაგ­რამ ესაა ღია აწმ­ყო, ერთ­გ­ვა­რი ახ­ლა, რო­მელ­საც ხვა­ლის ელ­ფე­რი გა­დაჰ­კ­რავს. ახ­ლან­დე­ლი ამ­ე­რი­კა თა­ვი­სი აწმ­ყო­თი, ესაა ხვა­ლინ­დე­ლი დღე. ჩვე­ნი კონ­ტი­ნენ­ტი ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ იქმ­ნე­ბა, მუდ­მივ ქმნა­დო­ბა­შია. მი­სი ყო­ფი­ე­რე­ბა, მი­სი რე­ა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბა ყო­ველ­თ­ვის მო­მავ­ლი­თაა გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი, მი­სი ის­ტო­რია წარ­სულ­ში კი არა, მო­მა­ვალ­ში პო­უ­ლობს გა­მარ­თ­ლე­ბას. ამ­ე­რი­კა არ არ­სე­ბობ­და და თუ­კი დღეს იგი რა­ი­მეს წარ­მო­ად­გენს, მხო­ლოდ რო­გორც უტ­ო­პია, რო­გორც ის­ტო­რია ოქ­როს სა­უ­კუ­ნის­კენ სა­ვალ გზა­ზე.

მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ეს არ არ­ის ასე. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ­კი ეს­პა­ნურ-პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ამ­ე­რი­კის კო­ლო­ნი­ა­ლურ ეპ­ო­ქას გა­ვიხ­სე­ნებთ. თუმ­ცა, საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ რო­გორც კი კრე­ო­ლებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს თა­ვი­ან­თი მდგო­მა­რე­ო­ბა და ეს­პა­ნე­ლებ­ზე აღ­მარ­თეს ხე­ლი, მა­შინ­ვე დარ­წ­მუნ­დ­ნენ ამ­ე­რი­კის უტ­ო­პი­უ­რო­ბა­ში და აით­ვი­სეს ფრან­გი უტ­ო­პის­ტე­ბის გაკ­ვე­თი­ლი. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ის­ი­ნი ყვე­ლა­ნი წყა­რო­ებ­თან დაბ­რუ­ნე­ბას ხე­დავ­დ­ნენ, იმ­ას­თან, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იყო ამ­ე­რი­კა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა ცვლის ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კულ ის­ტო­რი­ას და შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, აღ­ად­გენს თავ­და­პირ­ველ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ამგ­ვა­რი რეს­ტავ­რა­ცი­ის უჩ­ვე­უ­ლო­ბა და პა­რა­დოქ­სუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რ­ძ­ნო­ბი მა­შინ ხდე­ბა, რო­ცა გეს­მის, რომ ეს მო­მავ­ლის რეს­ტავ­რა­ციაა. ფრან­გუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის იდ­ე­ა­თა წყა­ლო­ბით ამ­ე­რი­კა კვლავ იქ­ცა იმ­ად, რა­საც იმ­თა­ვით­ვე წარ­მო­ად­გენ­და: მო­მავ­ლად, ოც­ნე­ბად; ევ­რო­პის ოც­ნე­ბად, ად­გი­ლად, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იპ­ო­ვეს დრო­სა და სივ­რ­ცე­ში და ამ ევ­რო­პა­საც შე­ეძ­ლო ას­ე­თი გამ­ხ­და­რი­ყო, თუ­კი სა­კუ­თარ თავ­სა და წარ­სულს უარ­ყოფ­და. ამ­ე­რი­კა სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის­გან და ტრა­დი­ცი­ის სიმ­ძი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პაა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ლი­ბე­რა­ლუ­რი ამ­ე­რი­კის უტ­ო­პი­უ­რი და გან­ყე­ნე­ბუ­ლი არ­სი კვლავ გვახ­სე­ნებს თავს ის­ე­თი მოვ­ლე­ნე­ბით, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ფრან­გე­ბის შეჭ­რა მექ­სი­კა­ში. არც ხუ­ა­რე­სი და არც მი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ­ას­დ­როს იფ­იქ­რებ­დ­ნენ - აღ­ნიშ­ნავს კო­რიო ვი­ლი­ე­გა­რი - რომ ის­ი­ნი საფ­რან­გეთს ებრ­ძ­ვი­ან, ფრანგ უზ­ურ­პა­ტო­რებს. ჭეშ­მა­რი­ტი საფ­რან­გე­თი სა­ყო­ველ­თაო იდ­ე­ა­ლი იყო, არა იმ­დე­ნად ერი, რამ­დე­ნა­დაც იდეა, აზ­როვ­ნე­ბის წე­სი. კუ­ეს­ტას სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და, რა­თა ფრან­გებ­თან ომი სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ად მო­ე­ნათ­ლა. სა­ჭი­რო გახ­და მექ­სი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცია, რა­თა ქვე­ყა­ნას გა­მო­ეღ­ვი­ძა ამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ოც­ნე­ბი­დან - თუმ­ცა მის მიღ­მა ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბის სხვა პლას­ტი იმ­ა­ლე­ბო­და, პლას­ტი, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რე­ფორ­მა და დიქ­ტა­ტუ­რა თით­ქ­მის არც შე­ხე­ბია, - და გა­აც­ნო­ბი­ე­რა თა­ვი­სი არ­სე­ბა არა რო­გორც აბს­ტ­რაქ­ტუ­ლი მო­მა­ვა­ლი, არ­ა­მედ რო­გორც გარ­კ­ვე­უ­ლი და­სა­ბა­მი­ე­რი ფე­ნო­მე­ნი, თა­ვის­თავ­ში რომ სამ დროს მო­ი­ცავ­და: წარ­სულს, აწმ­ყო­სა და მო­მა­ვალს. ის­ტო­რი­ამ სხვა დრო­ზე გა­და­ი­ტა­ნა აქ­ცენ­ტი და სწო­რედ ამ­ა­ში მდგო­მა­რე­ობ­და მექ­სი­კის რე­ვო­ლუ­ცი­ის ჭეშ­მა­რი­ტი არ­სი.

ამ­ე­რი­კის უტ­ო­პი­უ­რო­ბა უფ­რო ნათ­ლად ჩანს კონ­ტი­ნენ­ტის ანგ­ლო­საქ­სურ ნა­წილ­ში, იქ ხომ ისე არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­დი­ელ­თა კულ­ტუ­რა და ვერც კა­თო­ლი­ციზ­მ­მა გა­იდ­გა ფეს­ვე­ბი თა­ვი­სი ზედ­რო­უ­ლი, გა­წა­ფუ­ლი გან­ს­ჯე­ბით. ამ­ე­რი­კა იყო - თუ­კი ამ­ას ყოფ­ნა შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ - გე­ოგ­რა­ფია, სუფ­თა სივ­რ­ცე, ღია ად­ა­მი­ა­ნუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სათ­ვის. ამ­ე­რი­კა­ში - სა­დაც არც ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლი­ე­ბი იყო, არც ძვე­ლი გვარ-ტო­მე­ბი, ინს­ტი­ტუ­ტე­ბი და არც ტრა­დი­ცი­ით კურ­თხე­უ­ლი ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და ნორ­მე­ბი - მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა ჯი­უ­ტობ­და, არ ნებ­დე­ბო­და. ად­ა­მი­ა­ნე­ბი ის­ტო­რი­ას კი არა, ბუ­ნე­ბას ებრ­ძოდ­ნენ. იქ კი, სა­დაც ის­ტო­რი­უ­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბა ჩნდე­ბო­და - მა­გა­ლი­თად, ინ­დი­ელ­თა რო­მე­ლი­მე კულ­ტუ­რა - მას კვეთ­დ­ნენ ის­ტო­რი­ი­დან და ეპყ­რო­ბოდ­ნენ რო­გორც წმინ­და ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნას.

ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კელ­თა ქცე­ვა შემ­დეგ სქე­მა­ში ჯდე­ბა: ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ­ე­რი­კის უტ­ო­პი­ურ არსს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, არც ეკ­უთ­ვ­ნის ის­ტო­რი­ას, - იგი ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტია და ამგ­ვა­რად, ის­ტო­რი­ის­თ­ვის არც არ­სე­ბობს. მი­სი არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კურ დაბ­რ­კო­ლე­ბად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ და არა უც­ხო ცნო­ბი­ე­რე­ბად.

ბო­რო­ტე­ბა ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლია, რო­გორც ინ­დი­ე­ლე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, მთე­ბი და სხვა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ან უნ­და გა­ა­ნად­გუ­რო, ან­და და­ი­მორ­ჩი­ლო და გა­მო­ი­ყე­ნო. მაგ­რამ ბო­რო­ტე­ბა უც­ხო საწყი­სის - მა­გა­ლი­თად, ინგ­ლი­სუ­რი ტრა­დი­ცი­ის, ეს­პა­ნუ­რი კა­თო­ლი­ციზ­მის, მო­ნარ­ქი­ის შე­მოჭ­რაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს. აშშ-ს მი­ერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბა ამ­ე­რი­კუ­ლი არ­სის­თ­ვის უც­ხო ელ­ე­მენ­ტე­ბის მოკ­ვე­თას ნიშ­ნავ­და. თუ­კი ამ­ე­რი­კუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე სა­კუ­თა­რი თა­ვის მუდ­მი­ვი გა­მო­გო­ნე­ბით ცოცხ­ლობს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხელს უშ­ლის და არ ნებ­დე­ბა მას, არ­ა­ა­მე­რი­კუ­ლად ცხად­დე­ბა. სამ­ყა­როს სხვა კუთხე­ებ­ში მო­მა­ვა­ლი ად­ა­მი­ა­ნის ატ­რი­ბუ­ტია: რად­გან ად­ა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მო­მა­ვა­ლიც გვაქვს; გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ანგ­ლო­საქ­სურ ამ­ე­რი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა - ად­ა­მი­ა­ნი მო­მავ­ლი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ვართ ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან მო­მა­ვა­ლი ვართ. და ყვე­ლა, ვი­საც არა აქვს მო­მა­ვა­ლი, ად­ა­მი­ა­ნი არაა. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ორ­აზ­როვ­ნე­ბა­სა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ად­გი­ლი არა აქვს - ყვე­ლა­ფე­რი უდ­ა­ვო, უც­ი­ლო­ბელ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად იქ­ცე­ვა.

უიტ­მენ­საც შე­უძ­ლია გულ­წ­რ­ფე­ლად და პი­რუთ­ვ­ნე­ლად შე­ას­ხას ხოტ­ბა დე­მოკ­რა­ტი­ას, ამ­ე­რი­კუ­ლი უტ­ო­პია და ამ­ე­რი­კუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე ხომ ერ­თი და იგ­ი­ვეა. უიტ­მე­ნის პო­ე­ზია დი­დი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი სიზ­მა­რია, მაგ­რამ ესაა სიზ­მა­რი სიზ­მარ­ში, წი­ნას­წარ­ხედ­ვა, რო­მე­ლიც მე­ო­რე, კი­დევ უფ­რო გრან­დი­ო­ზულ და ყოვ­ლის­მომ­ც­ველ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა­შია მოქ­ცე­უ­ლი. ამ­ე­რი­კა ზმა­ნე­ბებს ეძ­ლე­ვა უიტ­მე­ნის პო­ე­ზი­ით - რად­გა­ნაც იგი თა­ვა­დაა ზმა­ნე­ბა. იგი ცხად­ლივ ხე­დავს ამ აჩრ­დი­ლებს, თით­ქ­მის ხე­ლით ეხ­ე­ბა მათ, ყვე­ლა ამ ად­ა­მი­ანს, მდი­ნა­რე­ებს, ქა­ლა­ქებ­სა და მთებს. მთე­ლი ეს თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი მა­სა ისე მსუ­ბუ­ქად მოძ­რა­ობს, თით­ქოს არ­ა­ფერს იწ­ო­ნი­დეს და მარ­თ­ლაც, მას ის­ტო­რი­უ­ლი წო­ნა­დო­ბა აკ­ლია, ეს ხომ მო­მა­ვა­ლია, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რომ ესწ­რა­ფის. უიტ­მე­ნის მი­ერ ხოტ­ბა­შეს­ხ­მუ­ლი რე­ა­ლო­ბა უტ­ო­პი­უ­რია. ამ­ით იმ­ის თქმა კი არ მსურს, რომ იგი ილ­უ­ზო­რუ­ლია, მხო­ლოდ იდეაა; უბ­რა­ლოდ მინ­და ვთქვა, რომ მი­სი არ­სი - მო­მა­ვა­ლია, იგი მი­სი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა, გა­მარ­თ­ლე­ბა და იგი ან­ი­ჭებს მის არ­სე­ბო­ბას საზ­რის­სა და ქმე­დე­ბებს კი სად­ღე­სას­წა­უ­ლო იერს. რო­გორც სიზ­მა­რი სიზ­მარ­ში, უიტ­მე­ნის პო­ე­ზია მხო­ლოდ იმ­ი­ტო­მაა რე­ა­ლის­ტუ­რი, რომ მის სიზ­მარ­ში რე­ა­ლო­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვი ეზ­მა­ნე­ბა, რომ­ლის ხვედ­რიც ოც­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­გო­ნე­ბაა. "რო­ცა გვე­სიზ­მ­რე­ბა, რომ სიზ­მარს ვხე­დავთ, - ამ­ბობს ნო­ვა­ლი­სი, - ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ მა­ლე გა­ვიღ­ვი­ძებთ". უიტ­მენს არ­ას­დ­როს უფ­იქ­რია, რომ სიზ­მარ­ში იყო. იგი ყო­ველ­თ­ვის რე­ა­ლის­ტად მი­იჩ­ნევ­და თავს, რად­გა­ნაც, რე­ა­ლო­ბას ას­ხამ­და ხოტ­ბას, რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­მავ­ლით იყო გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი. ამ­ე­რი­კას უიტ­მენ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი ეზ­მა­ნე­ბა, რად­გა­ნაც იგი თა­ვად იყო სიზ­მა­რი, წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი. იგი არ იყო ერ­თა­დერ­თი, პო­ე­ტუ­რი სიზ­მ­რე­ბი მა­ნამ­დეც და მის შემ­დე­გაც, ხში­რი მოვ­ლე­ნა იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ის­ი­ნი - პო თუ და­რიო, მელ­ვი­ლი თუ დი­კინ­სო­ნი - ცდი­ლობ­დ­ნენ, გაქ­ცე­ოდ­ნენ ამ­ე­რი­კულ კოშ­მარს.


© ”არილი”

No comments: