Tuesday, January 29, 2008

გრა­ცია დე­ლე­და

ღმერ­თი და ეშ­მა­კი

(კრე­ბუ­ლი­დან "სა­ლა­მუ­რი ტყე­ში")

იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ


სო­ფე­ლია ღა­რი­ბი იმ­­ტომ რომ მი­სი ბი­ნა­დარ­ნი მარ­ტო­სულ­ნი და მე­ოც­ნე­ბე­ნი არ­­ან, თუ მი­სი ბი­ნა­დარ­ნი არ­­ან მარ­ტო­სულ­ნი და მე­ოც­ნე­ბე­ნი სოფლის სი­ღა­რი­ბის გა­მო?

უნ­და ითქ­ვას, რომ ეს სო­ფე­ლი ერ­თი გვალ­ვი­­ნი და შიშ­ვე­ლი ხე­­ბის ძირ­ში გა­წოლილა, აი შე­სა­ბა­მი­სი სიტყ­ვა, რო­გორც რა­ქი­ტი­­ნი ბავ­­ვი თა­ვის აკ­ვან­ში.

ზამ­თარ­ში ბინ­დი, ზაფხულ­ში კი სა­ში­ნე­ლი და სას­ტი­კი მზე. ზამ­თარ-ზაფხულ კი­დევ გა­რინ­დე­ბუ­ლი ჩა­ხუ­თუ­ლი ჰა­­რი და ხე­­ბის ირგ­­ლივ შე­მორ­კა­ლულ კლდო­ვან ქიმებ­ზე ფარ­და­სა­ვით და­კი­დე­ბუ­ლი და­ბა­ლი ზე­ცა სო­ფელს ღა­მე­­ლი მაჯ­ლა­ჯუ­ნე­ბით ავსებს.

ქა­რი მხო­ლოდ შო­რი­დან თუ ის­მის, სა­­დან­ღაც მაღ­ლი­დან, რო­გორც უღ­რან ტყე­ში. ქარის ჩურ­ჩუ­ლი თით­­მის იდ­­მა­ლია, მი­სი ხმა სხვა უც­ნო­ბი ქვეყ­ნი­­რე­ბის ძა­ხილს ჰგავს და ოც­ნე­ბებს იწ­ვევს სა­ეკ­ლე­სიო ორ­ღა­ნის მსგავ­სად.

ეკ­ლე­სი­­ში კი ხა­ლი­სით და­დი­ან ხე­­ბის სა­ცო­და­ვი მკვიდ­­ნი, რო­მელ­თაც ღმერ­თი სწამთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი და­დი­ან, ის­­ნი ხომ, ჩვე­­ლებ­რივ, მა­მა­კა­ცე­ბის გა­და­მე­ტე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან თუ ამ­ათ მხო­ლოდ ოც­ნე­ბა და მარ­ტო ყოფ­ნა უყვართ, ქა­ლე­ბი, სა­მა­გი­­როდ, სულ მთლად შეპყ­რო­ბი­ლე­ბი არ­­ან და დარ­დი­­ნე­ბი, თუმცა კი ყო­ველ­­ღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მა­ინც ინ­არ­ჩუ­ნე­ბენ ქმე­დით­სა და მეწ­­რილ­მა­ნე სუ­ლის­­ვე­თე­ბას, რო­მე­ლიც აიძ­­ლებს ათ­ას­­ვა­რად გა­­სარ­ჯონ და მა­მა­კა­ცებ­ზე უკეთ და­აგ­რო­ვონ ფუ­ლი.

სხვა გა­ნა­პი­რა სოფ­ლე­ბი­სა­გან გან­­­ვა­ვე­ბით, სა­დაც ეკ­ლე­სი­­ში გა­ლო­ბა რა­ღაცნა­­რად გუ­ლის მო­­ხე­ბას ჰგავს და მორ­­მუ­ნე თე­მის რა­ღაც­ნა­­რი მოთხოვ­ნა და სწრაფ­ვაა ღვთი­სა­კენ, აქ ლოც­ვა ყო­ველ­­ვის ჩუ­მია, თი­თო­­ულს თა­ვი­სი სათხო­ვა­რი აქვს და ყვე­ლა­ნი ერ­თად უს­მე­ნენ ორ­ღანს, რო­გორც ქა­რის შო­რე­ულ ხმას, რო­გორც უკ­ეთესი ცხოვ­რე­ბის აღთ­­მას.

ქა­ლე­ბი მდუ­მა­რედ ტი­რი­ან, მა­მა­კა­ცე­ბი კი მთვრა­ლე­ბი­ვით გრძნო­ბენ თავს, ამ დროს მათ ყო­ვე­ლი­ვე ნა­თე­ლი და ად­ვი­ლი ეჩ­ვე­ნე­ბათ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბაც ტყუ­­ლის ზე­დაპირ­ზე ტივ­ტი­ვებს.

სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ორ­ღა­ნი წე­ლი­წა­დის ბო­ლო დღეს" თე დე­უმ "-ის ლოც­ვი­სას ჟღერ­და, მოხ­და ისე, რომ მკითხა­ვის ვაჟ­მა მო­­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი ში­ნა­გა­ნი გა­ნახ­ლე­ბა იგრძნო. აქ­ამ­დე კი იყო ერ­თი შე­უგ­ნე­ბე­ლი და უთ­ავ­ბო­ლო ყმაწ­ვი­ლი, კუ­დი­­ნი დე­და­კაცის ნა­ბიჭ­ვა­რი, რომ­ლის­­ვი­საც ღმერთს ხე­­რი­­ნი და ხან­­­­ლი­ვი შრო­მის უნ­­რი არ მო­­მად­ლე­ბი­ნა.

ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს შე­­ჭი­და, უფ­რო სწო­რად კი, ყვე­ლა ოს­ტა­ტის შე­გირ­დო­ბა სცა­და მე­ურ­მი­სა და ხუ­რო­სი, მჭედ­ლი­სა და დურ­­ლი­სა მაგ­რამ არც ერთ­თან არ შე­ჩერებ­­ლა დი­დი ხნით და არც აუთ­ვი­სე­ბია რა­მე.

ახ­ლა კი ერთ­ბა­შად იგრ­­ნო, რომ ყვე­ლა ამ საქ­მის ერთ­­რო­­ლად გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, ოღ­ონ­დაც სოფ­ლის გა­რეთ, რო­მე­ლი­მე ღია ად­გი­ლას, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად სუნ­­­ვას არავ­ინ და­უშ­ლი­და და არ­­ვის ეც­­დი­ნე­ბო­და არც მი­სი ნამ­­ვი­ლი სა­ხე­ლი, არც დე­და­მისის ხე­ლო­ბა.

გუ­ლის სიღ­­მე­ში არ სძაგ­და დე­და­მი­სი: იგი ხომ მხო­ლოდ მოყ­ვა­სის ნდო­ბას იყ­­ნებდა ალ­­ლად, რა­თა მა­საც ეც­ოცხ­ლა და მის ვაჟ­საც. სულ მუ­დამ სნე­­ლი იყო, ხში­რად კრუნ­ჩხ­ვე­ბიც მოს­დი­­და და ამ დროს უც­ნა­ურ სიტყ­ვებს წარ­მოთ­­ვამ­და. სწო­რედ ამან მო­­ტა­ნა ნა­თელ­­ხილ­ვე­ლის პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და წარ­მა­ტე­ბა. არც თვი­თონ რცხვენოდა თა­ვი­სი ხე­ლო­ბი­სა.

უბ­­დუ­რე­ბა ის იყო, რომ ხალხს რცხვე­ნო­და მას­თან სი­­რუ­ლი. ყვე­ლა­ნი კი და­დი­ოდნენ სა­მარ­ჩი­­ლოდ და მის გა­რე­შე ის­­ვე ვერ ძლებ­­ნენ, რო­გორც უწყ­ლოდ, მაგ­რამ არავ­ინ ღე­ბუ­ლობ­და მას სა­კუ­თარ სახ­­ში, და ეკ­ლე­სი­­ში შე­სუ­ლი რომ ენ­­ხათ, ქვე­ბის სრო­ლით გა­აგ­დებ­­ნენ კარ­ში.

ვაჟ­საც კი ძაღ­ლი­ვით უყ­­რებ­­ნენ და მა­საც ხში­რად უჩნ­დე­ბო­და სურ­ვი­ლი, და­ეკ­ბინა დე­და­მი­სის კლი­ენ­ტე­ბი.

იმ სა­ღა­მოს კი არა: იმ სა­ღა­მოს ხალ­ხი უჩ­ვე­­ლოდ ერთხ­მად გა­ლობ­და, რად­გან ღმერთს მად­ლობ­და წე­ლი­წა­დის ცუ­დად თუ კარ­გად დას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის.

ცუ­დად თუ კარ­გად, რად­გან სა­ნამ ცოცხა­ლი ხარ, ყო­ვე­ლი­ვე ჯერ კი­დევ მშვე­ნი­­რია.

მკითხა­ვის ვა­ჟიც გა­ლობ­და და უჩ­ვე­­ლოდ გრძნობ­და, რომ მა­ღა­ლი იყო, ჯან­­­თე­ლი და გულ­შიც იდ­­მა­ლი სი­ხა­რუ­ლი ენ­თო. გრძნობ­და, რომ მი­სი ძლი­­რი ფე­ხე­ბი მკვიდრად იდ­გა დე­და­მი­სის მი­ერ წი­ნად­ღით ნა­ყიდ ახ­ალ ფეხ­საც­მე­ლებ­ში, რომ წვი­ვე­ბი მარდი იყო, მუხ­ლე­ბი კი და­ზე­თილ ბორ­­ლებს ჰგავ­და. ამ­­ტო­მაც ეწ­­და ხე­­ბის გა­რეთ ქა­რის სა­პოვ­ნე­ლად წას­­ლა.

მის ხშირ­სა და გრძელ თმებს სწო­რედ ქა­რი სჭირ­დე­ბო­და, მის დიდ პირ­სა და საღ კბილებს რა­ღაც ის­­თი უნ­და ეღ­­ჭა, რა­საც მკითხა­ვის პუ­რი არ ერქ­მე­­და, და ბო­ლოს, მის ოქ­რო­თი და ლაჟ­ვარ­დით გა­რე­მო­ცულ შავ გუ­გებს უნ­და ენ­­ხათ ჰო­რი­ზონ­ტი ისე, როგორც ამ­ას მწვერ­ვალ­ზე შე­მომ­­და­რი არ­წი­ვი ხე­დავს.

მკითხა­ვის ვა­ჟიც მად­ლობ­და ღმერთს, რო­მე­ლიც ტკი­ვი­ლი­სა­გან დი­დი ხნის გან­მავლო­ბა­ში შეკ­რულ გულს უხს­ნი­და.

დე­და, თქვა შინ დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, მივ­დი­ვარ მე.

მი­დი­ხარ? სად მი­დი­ხარ?

ბე­დი უნ­და ვე­ძე­ბო.

მკითხა­ვი ვახ­შამს ამ­ზა­დებ­და თა­ვის პა­ტა­რა და­ლა­გე­ბულ სამ­ზა­რე­­ლო­ში, რო­მელიც არც რო­კა­პის ქოხს ჰგავ­და, არც სი­ბი­ლას გა­მოქ­ვა­ბულს. თვი­თო­ნაც პა­ტა­რა და სუფ­თა ქა­ლი იყო, უკ­ნი­დან გო­გოს რომ ჰგავ­და შა­ვი თმის მძი­მე რგო­ლი­სა და ნა­ტი­ფი კე­ფის გა­მო, წი­ნი­დან კი გა­თეთ­რე­ბუ­ლი თმა და დამ­­­ნა­რი სა­ხე და­ტან­ჯულ მო­ხუცს ამს­გავ­სებ­და.

შვი­ლის სიტყ­ვებ­ზე იმ­წამ­­ვე არ უპ­­სუ­ხია, შვი­ლიც არ შე­წუ­ხე­ბუ­ლა დე­დის გულგრილ­­ბით. ჩვე­­ლებ­რივ, ორ­­ვე სიტყ­ვა­ძუნ­წი იყო და არ­­სო­დეს არ­­ფერს ან­დობ­­ნენ ერთ­მა­ნეთს. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, შვი­ლი რომ დე­დის აზრს ჩაწ­­დო­მო­და, ალ­ბათ, შე­წუხდებ­­და.

მკითხავ­მა იც­­და, რას ნიშ­ნავ­და ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად წას­­ლა მის­­ვის, ვინც მი­სი ვა­ჟი­ვით არ­­სო­დეს გა­სუ­ლა სოფ­ლის გა­რეთ, თა­ნაც არც სა­მუ­შაო გა­აჩ­­და, არც ფულიანი ქი­სა და, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია, არც ქვეყ­ნად ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დილება: და­კარ­­ვას ნიშ­ნავ­და, ქარ­ში გაბ­ნე­ვას, ტო­ტი­დან მოწყ­ვე­ტი­ლი ფოთ­ლის მსგავსად.

დე­დას არ უნ­დო­და ეს, არ უნ­დო­და. მან ეშ­მა­კის საქ­მის კე­თე­ბას იმ­­ტომ მიჰ­ყო ხელი, რომ თა­ვი­სი ვა­ჟი ერ­ჩი­ნა, ეშ­მა­კი კი, თით­ქოს­და თვით ამ დე­და­კა­ცის სუ­ლი არ ჰყოფ­ნი­სო, ახ­ლა სწო­რედ ამ ვაჟს ართ­მევ­და ცოცხ­ლად. ოღ­ონ­დაც ეშ­მაკს ყო­ველ­­ვის მოურ­იგ­დე­ბი. მკითხავ­მა ახ­ლა ის გა­დაწყ­ვი­ტა, რი­სი ქმნაც თა­ვი­სი ვა­ჟი­სათ­ვის ფიცით აუკრ­ძა­ლა სა­კუ­თარ თავს: ახ­ლა იგი ჯა­დოს მო­ამ­ზა­დებ­და მი­სი ში­ნი­დან წასვლის და­საბ­­კო­ლებ­ლად.

ამ­­ტო­მაც არ­­ფერს ამ­ბობ­და. ამ ქალს არ შე­ეძ­ლო თვალ­­მაქ­ცო­ბა, მაგ­რამ მის დუმილს სა­ში­ნე­ლი ძა­ლა ჰქონ­და. შვი­ლის ხმა­ზე და, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ხის შეც­­ლილ გამ­­მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე ატ­ყობ­და, რომ სიტყ­ვი­­რი წი­ნა­აღ­­დე­გო­ბა ამაო იქ­ნე­ბო­და.

ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად მი­დი­ხარ, თქვა ბო­ლოს, თან სუფ­რას შლი­და სამ­ზა­რე­­ლოში მდგარ პა­ტა­რა მა­გი­და­ზე. მე­რე­და სად მი­დი­ხარ?

ბიჭ­მა ლა­პა­რა­კი და­იწყო და ვერ ამჩ­ნევ­და, რომ დე­და­მი­სი ჩვე­­ლებ­რივ­ზე უფ­რო მეტად სთა­ვა­ზობ­და საჭ­მელს, იც­­და მი­სი მსუ­ნა­გო­ბა და ყვე­ლა­ფერს მას აძ­ლევ­და: ერთი კლი­ენ­ტის მი­ერ მორ­­მე­ულ ღო­რის ღვიძლს, მო­ხარ­შუ­ლი ყვე­ლის მთელ მა­რაგს, ღვი­ნოს, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც მოს­წონ­და.

მაგ­რამ მთე­ლი თა­ვი­სი ად­­მი­­ნუ­რი და ზე­­და­მი­­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით მა­ინც ვერ ამჩ­ნევ­და, რომ რაც უფ­რო კმა­ყო­ფი­ლი იყო მი­სი ვა­ჟი, მით უფ­რო ძა­ლას იკ­რებ­და მასში ფა­თე­რა­კი­­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

დე­დის და­სარ­­მუ­ნებ­ლად სოფ­ლის ერ­თა­დერ­თი კა­ცის მა­გა­ლითს იშ­ვე­ლი­ებ­და, რო­მელიც მხო­ლოდ იმ­ის წყა­ლო­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი­ყო, რომ ად­გი­ლი­დან გან­­რე­ვას არ შეუში­ნე­ბია. ეს მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლით მო­ვაჭ­რე იყო, რო­მე­ლიც არ­აფ­რი­სა­გან ზე­და­პირზე ამ­­ტივ­ტივ­და და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბიც სულ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლებ­სა და სა­ხელ­­წი­ფო მო­ხელე­ებ­ზე და­ეთხო­ვე­ბი­ნა.

ამ სა­უბ­რი­სას ყუ­რის ბი­ბი­ლო­­ბი უწ­ით­­დე­ბო­და, რად­გან იმ კა­ცის უმც­როს ქა­ლიშვილ­ზე ფიქ­რობ­და იმ გრძნო­ბით, რომ­ლის გა­აზ­რე­ბა­საც კი ვერ ბე­დავ­და.

დე­და მოთ­მი­ნე­ბით უს­მენ­და და თა­ვის­­ვის იღ­­მე­ბო­და, რად­გა­ნაც მხო­ლოდ მან იცოდა, ვინ იყო ის კა­ცი და სა­­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და მი­სი ეს­­დე­ნი იღ­ბა­ლი.

რო­ცა დარ­­მუნ­და, რომ ბი­ჭი არ დათ­მობ­და და წი­ნა­აღ­­დე­გო­ბას თუ წა­აწყ­დე­ბო­და, შეიძ­ლე­ბო­და სახ­ლი გა­­ძარ­­ვა და მა­ლუ­ლა­დაც გა­პა­რუ­ლი­ყო, სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვიტა ჯა­დოს მომ­ზა­დე­ბა.

უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ცო­ტა­­დე­ნი სა­ფუ­­რი უნ­და ეშ­ოვ­ნა იმ პა­ტარ­­ლი­სა­გან, რო­მელიც ქმრის ოჯ­ახ­ში პირ­ვე­ლად აც­ხობ­და პურს, მე­რე კი­დევ რამ­დე­ნი­მე წვე­თი იმ ღვინ­­დან, ნა­კურ­თხი ძღვე­ნის­­ვის რომ ხმა­რო­ბენ მე­სა­ზე. ღვი­ნის შოვ­ნა ად­ვი­ლი იყო იმ მნა­თეს დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც ხში­რად აწვ­დი­და სა­ეკ­ლე­სიო მა­სა­ლას. სა­ფუ­არის შოვ­ნა კი გა­­ჭირ­და, რად­გან, რო­გორც უკ­ვე ითქ­ვა, ყვე­ლა­ნი გა­ურ­ბოდ­ნენ და პატარ­ძა­ლიც მიმ­­­და­რი­ყო, რომ რა­ღაც ორ­აზ­რო­ვა­ნი მზად­დე­ბო­და.

გე­ფი­ცე­ბი, უბ­რა­ლოდ, ჩემს ბიჭს ნამ­ცხ­ვა­რი უნ­და გა­მო­ვუცხო, თქვა და­დინ­ჯებით და რო­გორც იქ­ნა სა­ფუ­­რიც მი­­ღო.

მარ­­ლაც ცო­მი და­­ყე­ნა ან­­სუ­ლის ნამ­ცხ­­რი­სათ­ვის, მის შვილს რომ ასე უყ­ვარ­და, სა­ეკ­ლე­სიო ზე­და­შე კი ჩვე­­ლებ­რივ სუფ­რის ღვი­ნოს შე­­რია.

მე­რე შე­­ლო­ცა. ეს უფ­რო ძნე­ლი იყო. სა­ჭი­რო იყო "მრწამ­სის" უკ­უღ­მა წარ­მოთქმა, თა­ნაც ღვთი­სა და ქრის­ტეს სა­ხე­ლე­ბი ლუ­ცი­ფე­რი­სა და უფ­რო­სი ეშ­მა­კის, ლუს­ბეს, სა­ხე­ლე­ბით უნ­და შე­ეც­ვა­ლა და მე­რე კი­დევ სპი­რი­ტის­ტუ­ლი სე­ან­სის მაგ­ვა­რი რაღაც ჩა­­ტა­რე­ბი­ნა.

მკითხა­ვი სიბ­ნე­ლე­ში დაჯ­და პა­ტა­რა სამ­ზა­რე­­ლო მა­გი­დას­თან და ზედ გაშ­ლი­ლი ხელ­ის მტევ­ნე­ბი და­­ლა­გა, ცე­რე­ბი ერთ­მა­ნეთს ეხ­­ბოდ­ნენ. წარ­მოთ­­ვა უწ­მინ­დუ­რი მრწამ­სი და იკ­ითხა:

ვინ ხარ?

მა­გი­დის ფე­ხი ეგ­რე­ვე წა­მო­­წია და კვლავ იატ­აკს და­ეძ­გე­რა მხე­ცის ტო­რი­ვით.

ვი­ცო­დი, ვი­ცო­დი, რომ ამ­ჯე­რად უც­ებ მოხ­ვი­დო­დი, გა­­ფიქ­რა გუ­ლა­მომ­­დარ­მა, სა­ხე და მხრე­ბი სულ გა­­ცივ­და, თუმ­ცა კი ოფ­ლად იღვ­რე­ბო­და.

მარ­­ლაც ეშ­მა­კი იყო, ვინც პა­სუ­ხობ­და? გუ­ლის სიღ­­მე­ში არ სჯე­რო­და ეს. ოღ­ონ­დაც სი­ნამ­­ვი­ლე ის იყო, რომ მა­გი­და მოძ­რა­ობ­და და მის ბა­კუნ­ში იყო რა­ღაც ცოცხა­ლი, რა­ღაც ცხო­ვე­ლუ­რი, რაც იმ­­ზე უფ­რო დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და, ხმას რომ ეპ­ასუხა.

წუ­თი­­რი მღელ­ვა­რე ყოყ­მა­ნის შემ­დეგ მკითხავ­მა გა­ნაგ­­ძო:

იცი, რის­­ვი­საც და­გი­ძა­ხე? არა? ახ­ლა არ გინ­და მი­პა­სუ­ხო? ნუ მატყუ­ებ, უნ­და იცოდე. მი­პა­სუ­ხე. იცი თუ არა?

პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო.

ჰო­და იც­­დე, რომ ჩე­მი შვი­ლი ში­ნი­დან წას­­ლას აპ­­რებს. შენ ჩა­­გო­ნე? თუ შენ ხარ, თა­ვი და­­ნე­ბე. შინ და­მი­ტო­ვე. ჩე­მი სუ­ლი არ გყოფ­ნის? და­მი­ტო­ვებ?

მა­გი­და გაშ­მა­გე­ბუ­ლი ცხე­ნი­ვით ყალ­­ზე შედ­გა, მე­რე და­ეშ­ვა და მოკ­ლე ნერ­ვი­­ლი დარ­ტყ­მე­ბით და­იწყო კა­კუ­ნი, თით­ქოს­და ქა­ლის ფე­ხებს ეძ­ებს, რომ ზედ და­­ბი­ჯოს და ატ­კი­ნოს. მკითხავს სწო­რედ რომ ცხე­ნის და­რად აღ­ვი­რით ეჭ­­რა იგი, თუმც კი სულ მთლად კან­კა­ლებ­და და კრუნ­ჩხ­ვე­ბის მო­ახ­ლო­­ბას გრძნობ­და. ასე ნე­ტა რა­ტომ ეწინ­­აღ­­დე­გე­ბო­და ბო­რო­ტი სუ­ლი? მის დამ­­ვი­დე­ბას შე­­ცა­და.

კმა­რა, თუ შენ არ ჩა­­გო­ნე, მით უკ­­თე­სი. ოღ­ონდ დაწყ­ნარ­დი და მო­მეხ­მა­რე, რომ შინ დარ­ჩეს. მიშ­ვე­ლი? მეც მო­გეხ­მა­რე­ბი.

არ იც­­და, რო­გორ უნ­და მიხ­მა­რე­ბო­და ეშ­მაკს, ან, უფ­რო სწო­რად, ბუნ­დოვ­ნად იც­­და. ალ­ბათ, ვი­ღა­ცას ბო­რო­ტის ქმნა­ში უნ­და დახ­მა­რე­ბო­და.

ასე თუ ისე, მა­გი­და დაწყ­ნარ­და: ეშ­მაკ­მა დახ­მა­რე­ბა აღ­უთ­­ვა. მკითხავ­მაც ხე­ლი უშ­ვა, ცი­ვი ოფ­ლის­გან სვე­ლი მთე­ლი სხე­­ლით იწ­ყო აქ­ეთ-იქ­ით რხე­ვა, სა­ნამ სკა­მიდან არ ჩა­მო­ვარ­და გულ­წა­სუ­ლი.

ღა­მით ყმაწ­ვილ­მა, რო­მელ­საც ნამ­ცხ­­რე­ბის მთე­ლი მთა შე­­ჭა­მა და ღვი­ნოც სულ დაელია ბოთ­ლი­დან, თა­ვი ცუ­დად იგრ­­ნო. მთე­ლი ტა­ნი ასტ­კივ­და უც­ებ, სას­ტი­კი ღე­ბინება აუტყ­და, გა­­თა­ვე­ბე­ლი კრუნ­ჩხ­ვე­ბი­თა და სლო­კი­ნით.

ის­იც ცივ ოფლ­ში ცუ­რავ­და, რო­გორც დე­და­მი­სი ეშ­მა­კის გა­მოხ­მო­ბი­სას. სა­ხე იის­ფერი ჰქონ­და, ხელ­ფე­ხი გა­ყი­ნუ­ლი.

შხა­მი მო­გი­ცია ჩემ­­ვის, აღ­მოხ­და ბო­ლოს ლა­მის მტი­რალს. რა­ტომ, დე­და? რატ­ომ? რა­ტომ?

ში­ში­თა და წუ­ხი­ლით მო­ცულ­მა მკითხავ­მა კი­ნა­ღამ ყვე­ლა­ფე­რი აღ­­­რა. მხო­ლოდ იმიტ­ომ არ გა­უმ­ხი­ლა სი­მარ­­ლე, რომ ეშ­­ნო­და, კი­დევ უფ­რო არ და­ემ­ძი­მე­ბი­ნა მი­სი მდგო­მა­რე­­ბა. შხა­მის სა­წი­ნა­აღ­­დე­გო ნა­ყე­ნი შე­ას­ვა. და სა­ნამ ოფლს უმშ­რა­ლებდა და წა­მოდ­გო­მა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, ლო­ცუ­ლობ­და კი­დეც.

სა­ში­ნე­ლი იყო ეს მი­სი ლოც­ვა: მას­ში სა­კუ­თარ ამ­ბო­ხე­ბულ სინ­დისს ამ­ხელ­და, ეს ჩუმი ყვი­რი­ლი იყო, უხ­მო­დაც რომ უნ­და ას­­ლი­ყო ვარ­­­­ლა­ვებ­თან, თვით ღვთის სასუფ­ევ­ლამ­დე მი­ეღ­წია.

სა­მარ­­ლი­­ნად მარ­­მევ მას, უფ­­ლო. სა­ტა­ნას ვთხო­ვე მი­სი შინ დარ­ჩე­ნა, მაგრამ სა­ტა­ნას, ალ­ბათ, არ­­ფე­რი შე­უძ­ლია შენს წი­ნა­აღ­­დეგ. ამ­­ტო­მაც მიკ­ლავს მას, რომ რო­გორ­მე მა­ინც აღ­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი და­პი­რე­ბა. ასე, ასე ამგ­ზავ­რებთ მას და ამა­ვე დროს ში­ნაც მი­ტო­ვებთ. თქვენ ორ­ნი, თქვენ ორ­ნი ერ­თად, სულ მუ­დამ რომ ებრძვით ერთ­მა­ნეთს, ჩვენს სა­ტან­­ვე­ლად კი სულ მუ­დამ რომ შე­თან­­მე­ბუ­ლე­ბი ხართ. ოღონ­დაც იყ­ავნ ნე­ბა შე­ნი, უფ­­ლო, მხო­ლოდ ნე­ბა შე­ნი.

მღვდელს და­მი­ძა­ხე, თქვა ვაჟ­მა, ვკვდე­ბი.

სუს­ხი­ან და ნა­თელ დი­ლას მკითხა­ვი გა­იქ­ცა და ჯერ ექ­­მის, მე­რე კი მღვდლის კარებ­ზე და­აბ­რა­ხუ­ნა.

ექ­იმ­მა, თუმც კი გა­აფ­­თხი­ლეს, რომ სას­­რა­ფო იყო მი­სი დახ­მა­რე­ბა, მა­ინც ალ­­დინა. მღვდე­ლი იმ­წამ­­ვე ეახ­ლა. ხან­ში შე­სუ­ლი კა­ცი იყო, მაგ­რამ ჯე­რაც ძლი­­რი და უხე­შიც. ფა­ნა­ტი­კო­სი იყო, რო­მე­ლიც, თუ სჭირ­დე­ბო­და, სცემ­და კი­დეც ურ­ჩებს. სო­ფელშიც ამ­ის გა­მო უფ­რო შიშს იწ­ვევ­და, ვიდ­რე სიყ­ვა­რულს. ზოგს სძულ­და კი­დეც იმ მდუმარე და ულ­მო­ბე­ლი ვნე­ბი­­ნო­ბით, რო­მე­ლიც ეგ­ზომ და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი იყო ამ სოფ­ლის ბი­ნა­დარ­თათ­ვის.

მას შემ­­გე, რაც ყმაწ­ვილ­მა აღ­სა­რე­ბა თქვა და რამ­დე­ნად­მე დამ­­ვიდ­და, მღვდელმა უთხ­რა ქალს.

შენც უნ­და მითხ­რა აღ­სა­რე­ბა, კუ­დი­­ნო. გა­ნაგ­დე სახ­ლი­დან ეშ­მა­კი და და­უბ­რუნდი ღმერთს, რო­მე­ლიც მხო­ლოა ქვეყ­ნი­­რე­ბის პატ­რო­ნი.

მკითხა­ვი თა­ვის დაკ­­რით უდ­ას­ტუ­რებ­და, მაგ­რამ სულ მთლად ნერ­ვი­­ლი კან­კა­ლით იყო შეპყ­რო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მე­რე დი­დი ხნით შერ­ჩა.

მარ­თა­ლია, აღ­­­რა, ჯა­დო გა­ვუ­კე­თე, შინ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

ოღ­ონ­დაც ზე­და­შის შე­სა­ხებ არ­­ფე­რი უთქ­ვამს, საბ­რა­ლო მნა­თეს­­ვის რომ ზა­რა­ლი არ მი­­ყე­ნე­ბი­ნა.

რა­ტომ მინ­დო­და მი­სი დარ­ჩე­ნა? გა­ნაგ­­ძო ცი­ვად, თით­­მის სას­ტი­კად, ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ეს სი­კე­თე იყო, რად­გან სა­შიშ­რო­­ბი­სა­გან და­­ცავ­და მას, მაგ­რამ სი­ნამ­­ვი­ლე­ში მი­სი წას­­ლა მა­დარ­დებ­და, რად­გან გა­რე­­ლი მხე­ცი­ვით მარ­ტო ვრჩე­ბო­დი, უს­ახ­­როდ, გულ­ცი­ვი გვე­ლე­ბის ამ ბუ­დე­ში, სა­დაც არ­­ვის ვუყ­ვარვარ. ასე, ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბას ვე­წი­ნა­აღ­­დე­გე­ბო­დი, რო­მელ­საც სურ­და, რომ ჩე­მი ბიჭი გას­­ლო­და ას­ეთ დე­დას, რო­მელ­მაც კარ­გად ვერ აღ­ზარ­და, რო­მელ­საც იგი მხო­ლოდ გემ­რი­­ლი ლუკ­მე­ბი­სა და ღვი­ნით სავ­სე ჭი­ქე­ბის მეშ­ვე­­ბით უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც მის სხე­ულს ას­­ქებ­და, მის სულს კი არ უვ­ლი­და.

კმა­რა, კმა­რა, წა­მო­­ძა­ხა მღვდელ­მა. ოღ­ონდაც გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი იყო. ეგ რა თქვე­ნი სა­ცოდ­ნე­ლია. თქვენ არ უნ­და გან­სა­ჯოთ ღმერ­თი: საკ­მა­რი­სია ემ­სა­ხუ­როთ და თაყ­ვა­ნი სცეთ. ჰო­და, ყვე­ლა­ფე­რიც კარ­გად იქნება.

ერ­თი სა­­თის შემ­დეგ ის მოკ­­და, წმი­და ზე­და­შით მო­წამ­ლუ­ლი. მკითხა­ვის შვი­ლი კი გა­დარ­ჩა.

© "არილი”

No comments: