მებადური მღეროდა იმას, რასაც ფიქრობდა
დემნა შენგელაია
შესავალი
მოთხრობა შოთაზეა და ჩემზე. ძირითადნი ჩვენა ვართ, ჩვენა ვტრიალებთ. ჩვენ - შოთა იათაშვილი და დავით ქართველიშვილი. სხვადასხვა შვილები. ისე, ამჯერად მეორეხარისხოვანი ხალხიც არიან. ალაგ-ალაგ გაიჭაჭანებენ, ზოგჯერ ფართოდაც კი გამოჩნდებიან. პროზა ცხოვრებასა ჰგავს, მეორეხარისხოვანი ხალხის გარეშე, უამხალხოდ მოსაწყენია.
მოთხრობას მალე დავიწყებთ.
ოღონდ ჯერ კი იმათ მოგმართავთ, ვინც პროზას შინაარსისთვის კითხულობთ. იქნებ ისეც მოხდეს, რო ეს ჩვენი მოთხრობა ხელთჩაგივარდეთ თქვენა ძვირფასებო, და რადგანაც ჩვენ ჰუმანისტნი გახლავართ (ყოველ შემთხვევაში), ვცდილობთ. არა გვსურს თქვენი მოღლა და თვალისჩინის წარხდენა ამ ჩვენი მოთხრობის თავიდან ბოლომდის წაკითხვით. ამიტომაც მოკლე შინაარსი დავჰსწერეთ და ამ, ჩვენი მოთხრობის ბოლოში მოვათავსეთ. ნახეთ ძვირფასებო ჩვენი მოთხრობის კუდი - P.S.
ახლა კი უკვე იწყება ჩვენი მოთხრობა.
მიმოვიფანტებით ხოლმე აგვისტოში. სხვადასხვა სიმაღლეებზე ავდივართ ზღვის დონიდან, მთებში, ანდა სულაც უცნაურ სახელებიან ზღვებში ვუსვამთ ხელებს (ნიჩბებს). ზოგს უშნოდ შერითმულ მთა-ზღვას მრავალხეიანი ტყეები ურჩევნია და სოკოს კრეფა. ჩვენი ენა ქართული კერკეტი რამეა. მიდი და გარითმე აბა სოკო და დათვი. ვერა, ვერ იზამ. აი, ის ზოგი კი სოკოს მკრეფელი საერთოდაც უგულველყოფს მერითმეობას და თბილისში ჩამობრუნებული დათვზე ნადირობის ამბავს ჰყვება. ვერლიბრად ალაგებს.
ზღვებიდან დაბრუნებულები რასაც ჰყვებიან ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ რა თქმა უნდა, მამრებს ვგულისხმობთ, თორემ ზღვებზე ნამყოფი ქალთა კამპანიები მუდამაც საეჭვოდ სდუმან.
ახლა, მთები კიდევ რომანტიკაა.
აგვისტოურ თბილისში კი მათხოვრები არიან და ზამთარ-ზაფხულ გალსტუხიანი კაცები კანცელარიის.
ძირითადად ესენი.
ესე იგი: ბლომად ესენი და ცოტა საქმიანად დარჩენილი ოჯახისშვილები.
შოთა სხვა, მე სხვა საქმემ დაგვტოვა თბილისში.
ქვევით ოდნავ წავიფილოსოფოსებთ თქვენის ნებართვით.
მიწაზე მხოლოდ წყალია, ცაში კი სასუფეველი, პატარის. სხვა ყველაფერი უფროსებს ეკუთვნით, მოთხრობაში პირველი გამოჩენაც მათ შორის.
მაშ ასე, ჯერ
შოთა
როგორია: მაღალი, ხმელ-ხმელი. ოდნავ მოჩინურო თვალები აქვს, ვიწრო, და ძროხული მიდრეკილებები - ძროხა კომპლიმენტია, ქათინაურია, ძროხა კეთილია, ძროხა მარჩენალია - ბალახბულახს ეტანება - ათასერთნაირი ფხალი კი ვიცით ქართველებმა - და ახალგაზრდა, ქორფა ავტორებს ბეჭდავს ფართოდ თავის გაზეთში.
200 წლის წინ შოთას ერქვა აბატი ჟანი და მძლავრად ცნობილი იმპერატორის კარზედ გავრცელებული ანეკდოტის მთავარი პერსონა გახლდათ. ჯგიროდ იყო, კარგად. პური არ სჭირდებოდა და წყალი. ენისდორბლიანწვერებზე ეჯდა მუქთახორა არისტოკრატებს და იყო.
მერე ყავლი გაუვიდა და წავიდა. წაბრუნდა იქ, იმასთან, ვისთან შედარებითაც მძლავრი იმპერატორიც უფეხებო ტარაკანია. ის კეთილია, ყველას თავისთან იტოვებს. მთლად კარგად იყო იქ, უსახელოდ, უტიტულოდ. ბალახის ღეროზე ეძინა 1966 წლამდის. ჟამმა მოაწია. იმან უთხრა: ხარ შენ დღეიდან შოთა იათაშვილი, ქართველი პოეტი, საქართველოს მკვიდრი!
მიწაზე მოსულ, უკვე შოთას, ეს ამბავი მიავიწყდა. მთლად უარესი: იკლიკანტური წიგნების კითხვა დაიწყო და აერია ტვინი. ესე იგი: პროზის ამბებშიც გაერია და მცირედაც დაისაჯა - თმა გასცვივდა აქა-იქ.
ისე ერთი ღონიერი მოთხრობა კი აქვს - გულდასმითწამკითხველნი ტექსტის. მე ვფიქრობ.
აწმყოში კი შოთა ერთი ძალიან კარგი ვინმეა.
ეხლა
მე
ვღელავ მეგობრებო! საკუთარ თავზე ლაპარაკი ძნელია. სუ კარგი გინდა სთქვა ოხერი. ამიტომაც გადავწყვიტე მოვიყვანო ამონარიდი (ცუდი სიტყვაა) პროფესორ დავით ქართველიშვილი დიდებული წიგნიდან: "ძვირფასი სილუეტი. დავით ქართველიშვილი, მითი და რეალობა".
ამონარიდი: (ცუდი სიტყვაა)
საშუალოა და ვიწრო. ხშირად წვერს ატარებს, მაგრამ, მუდამ წვერული არაა. უფროსთანასექტელებივით. ჩამოთვლა სწარმოებს წვერის სიგრძის მიხედვით: ზაზა შათირიშვილი, გიო ახვლედიანი, ზურაბ ქარუმიძე, გრეგორ ზამზა. სამნი მეპროზე და ერთი თეორეტიკი.
მოსწონს სამი ადგილობრივი გოგო. ერთი კინომცოდნე, ერთი მსახიობი, ესენი ხანდახან. და ერთიც ჟურნალისტი სულ (ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად ჰხედავს).
წარსული ბნელი აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1905 წლის რევოლუციის მონაწილე უნდა იყოს (აქ სცდება ჩვენი პატივცემული პროფესორი).
კი, გადავშალოთ ენციკლოპედია ბრიტანიკა, მეთოთხმეტე ტომი:
ქართველიშვილი დავით - 1976 6.VII Èბილისი - 1900 6.V Èავრიზი. გადმოსვენებულ იქნა თბილისში 1860 წ. - ქართველი მწერალი, ავტორია რომანებისა "?" (1949, სტალინური პრემია 1948) "!" (1930, სახელმწიფო პრემია 1929) "?!" (1920, დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია 1919), "!?" (1907). 1904 წელს არჩეულ იქნა მეფის რუსეთის აკადემიის წევრად.
ქართველიშვილის პროზა გამოირჩევა სასვენი ნიშნების სიმრავლით.
გარდაიცვალა 1900 წელს ქალაქ თავრიზში მიგრენით. 1860 წელს ქართველმა ახალგაზრდებმა (ი.ჭავჭავაძე, აკ.წერეთელი და სხვები(1) ქართველიშვილის ნეშთი დიდის პატივით გადმოასვენეს ქ. ტფილისში.
ინგლისურიდან თარგმნა დ.ქართველიშვილმა

უფალ შოთას თბილისში დარჩენის მიზეზი
მოკლედ ვიტყვით, მტვერს და ბუქს არ დავაყენებთ.
ბარაქიანი რემონტი გამართა შოთამ სახლში. ხელოსნები ოღრაში ხალხია. თავზე უნდა დაადგე. მიუთითო რაღაცეები. ეგრე ქნა შოთამ. მანამდე კი ცოლ-შვილი (მაია და წყვილი გოგო მართლაცრო ცოდონი იყვნენ იმ უროების იმ რახარუხში) ქალაქსოდნავგარეთ მდგარ სახლში, ნუ გაპრანჭულად დაჩაზე, ხოლო მთლად ეჰელიტარულად აგარაკზე გახიზნა, ეკოლოგიურად წმინდა მუხათწყაროში.
ახლა შოთას ტვინში წავიფათუროთ. რას ჰფიქრობს რასა და ხალტურას. ხელოსნებს მივაგდებო, გარე-გარე ვივლიო. ჩემს ძველ ტრუხა ავანგარდისტ მეგობრებში ჩავჯდები, ესე იგი, ტუსოვკას გავაჩაღებო (ტუსოვკა - ტრუხა ავანგარდისტების(2) საყვარელი სიტყვა)
აჰანდე!
მიიღო შალაბანდი გადაპარსულ თავში. თბილისში მხოლოდ მე ვიყავი კაცი კაცო კაცური.
კაცური კაცის თბილისში დარჩენის მიზეზი ანუ სერიალა
ტელესერიალების სცენარებს ბევრი წერს. მოდი და უკვდავყოთ ზოგიერთი. ან-ბან-გან-დონ-ენ-ვინ-ზენ-თან-ინ-კან-ლას-მან-ნარ-ონ-პან-ჟან-რაე-ს მიხედვით: ბართაია თამარ (ტელეფონით გვისაუბრია), ბუღაძე ლაშა (ვარ!), გაგნიძე მარიკა (ქართველური გვარ-სახელია).
მეც მიმიწვიეს ამ საქმეზე. ჩამრთეს ქართველიშვილი დავით (sic)
ტელესერიალის ამბავი მარტივია. ვიღებთ ერთ ვიღაც პროლეტარ - კონკია გოგონას და იმის ამბავს ვყვებით. ესე იგი: როგორ გაისვრის მისთვის ავრორა, როგორ გამდიდრდება, როგორ გათხოვდება და ა.შ. მოკლედ ეს ჩვენი კონკია ტელესერიალის ბოლოსკენ ტიპიური, თბილისელი ჩათლაშკა ხდება და ამას ჰქვია Happy end-ი ცივილურს ენაზედ, ინგლისურად(3).
პროდიუსერებზე ჩემი შეხედულება მქონდა. ძირითადად უცხოური ფილმებიდან. ვფიქრობდი: აი, დამხვდება ეხლა ვიღაც გაბანტული პიჟონი, დადგამს სამოვარს და ვისაუბრებთ ხელოვნებაზე: ესე იგი: ტელესერიალებზე.
რას ერჩი - ნორმალური ვინმე გამოდგა პროდიუსერი, ნათლადმოსაუბრე. ჟარგონს იყენებდა ხშირად. მითხრა: დაგირეკავო. მე აბა, მობილური ტელეფონი საიდან, დავჯექი სახლში და დავიწყე ლოდინი.
ფული საჭირო რამეა აქ.
უფალ შოთას და კაცური კაცის შეხვედრა
ამაზე იტყვის საქართველო მატიანებით. წავეხმარებით.
მოკლედ ვზივარ სახლში, არც არავინ რეკავს (რეკს) და გზაზეც არავინა სჩანს. ფოსტალიონი, შიკრიკი, მალემსრბოლი, გზა და ესენი არაფერ შუაში არიან. ზარს ველოდები. ანდაზურად რო მოვუქციო: სანეხვეზე ვაგდივარ და ბედს ველი. მზე თავზე მადგას.
ერთი, ორი, სამი დღე. მომწყინდა.
შოთასთან დავრეკე. ასეთი ჩვევა მაქვს, ჯერ შოთასთან ვრეკავ (ვრეკ) და მერე სხვებთან.
ტელეფონში ცივად ჟღერს ნებისმიერი სიტყვა რამ. გამოგივლი-მეთქი ვუთხარი.
ჩვენ სახლებს შორის სუფთა ტრასაა, ასფალტიანი, ზედ ორი თეთრი ზოლით, სწრაფად მივედი.
იქ კი, რახარუხია, ცემენტის ბუთხუზა ტომრები აწყვია და ბუქი სდგას. ხელოსნები ირჯებიან, მცირე ამქარია - სამი კაცი.
ეხლა ჩემი ტვინის სიბილწე ვნახოთ. მოკლედ, ვფიქრობ, ჩემებურად ვხარშავ ამბავს. კაცს ძმაო რემონტი აქვს გაჩაღებული, ესე იგი ფული უჭყავის, ფულით კიდევ ყველაფერს იყიდი.
მე ლუდი მინდოდა.
შოთა იოლი შესახვევია ესეთ ამბებში, ლუდი კიდევ ჰეროინი არაა, თავისუფლად იღება. ჩამოსასხმელი, ბოთლის.
კიროვის (კიროვი რევოლუციონერი იყო, 1936 წელს მოჰკლეს) პარკში ჩავსხედით. აუზში გედები სცურავდნენ, ჩვენ კი - ცაში. უცებ დავასკვენით რო ტექნიკური პროგრესი ღმერთის არსებობის დამადასტურებელი ყველაზე ძლიერი არგუმენტია (ამას ჰქვია ოჩოფეხა ქართული).
მერე შოთამ ამაღამ ჩემთან დარჩიო, - მითხრა.
- პივას იყიდი?(4)
- ჰო.
სცენარების ვატირე დედაც.
უმანკო ღამე გვქონდა მორწმუნეთა.
შოთა ადრე ჩაწვა, თეთრი ზეწარი გადაიფარა და წათვლიმა, ცხონებულს ჰგავდა.
მე ვიჯექი, ლუდს ვწრუპავდი და მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წერილებს ვკითხულობდი. ახლა ჩვენ ჟერარს როგორი აღნაგობა აქვს ვიცით. სუფთა ბეხლეწია, ჯანმრთელი ხელების ავად ქნევას კაცმა დაჯდომა და კალმის აღება ამჯობინა ჯანმრთელ მარჯვენაში... ბეხლეწებში ეს იშვიათი მოვლენაა, ამიტომაც ბატონებო უნდა დავაფასოთ ჟერარი ესე.
წერილების ადრესატნი სუ ნაცნობი ვინმეები იყვნენ: ბერტრან ბლიე, მარკო ფერერი, იზაბელა აჯან, კატრინ დენევ: (ოუ, როგორ მიყვარს! ბებიაჩემი: დედად გეკუთვნის, დედად, რას გადაეკიდე).
შუაღამეზე შოთა ადგა. ჩაი მოადუღა. ჩაისსმისას მე კარგა გრძლად ვილაპარაკე კატრინ დენევზე, ნუ, როგორ და რანაირად.
შოთამ კიდევ - ხვალ მუხათწყაროში ავიდეთო ერთი დღით.
კი ბატონო-მეთქი (სცენარების დედაც ვატირე).
შოთამ ჭიქები წყალს შეუდგა და საწოლისკენ წავიდა.
- ე, მართლა, მუშები? - მივაძახე.
- ხვალ ისვენებენ, - შოთა ჩაწვა, - დაიძინე, მიდი.
მოდიო რო ეთქვა, გაგრძელება მოგვიწევდა ამ თავის, ანუ ახსნა-განმარტებები და რაღაცეები.
10 ლარი
ბევრგვარი საქმის ქნა შეიძლება 10 ლარად. აი, თუნდაც რამოდენიმე კეთილი, დავნუმროდ:
1. 10 ლარად შეგვიძლია ბესო ხვედელიძესთან ერთად დავლიოთ 2 ბოთლი არაყი და ვჭამოთ პური და მაიონეზი (ბესო ჩემზე კარგი მწერალია (5)).
2. 10 ლარად შეგვიძლია შალვა ბაკურაძესთან ვქნათ რამე. (შაკო დიდი პოეტია (6)).
3. 10 ლარად შეგვიძლია მალხაზ ხარბედიას ვუყიდოთ 800 გრამი ბახტინი (მახო რედაქტორთრედაქტორია).
4. 10 ლარად შეგვიძლია ლაშა ბუღაძესთან ერთად წავიდეთ ოპერაში.
მოკლედ, ყველას სიყვარულში გიტყდებით ბიჭებო, მაგრამ იმის დედა ვატირე, ჩვენ - შოთას და მე ჩვენი კეთილი საქმე გვქონდა. 10 ლარად ვერიდან წითელი ტაქსი ადის მუხათწყაროში.
წითელ ტაქსში
წინ, რა თქმა უნდა, შოთა იჯდა.
ჩვენი მძღოლი ძველი ტრანსპორტნიკი იყო. მე ამათ რულის ჭერაზე ვცნობ - ძველ ტრანსპორტნიკებს. გულისდარდიც ვიცი მათი, ერთი გვაქვს. ვეუბნები: ეს ქალები როგორ მომრავლდნენ არა ტო, მანქანებზე?!
აქ ჩვენმა მძღოლმა რეჩი ჰკრა: თავის დედის ღრმა გინებებით და ოხვრა-კვნესებით. ჩასაწერი რა!
თბილის-ქალაქს გამოვცდით. სხვა საქართველო დაიწყო.
ქვევით პატრიოტული აბზაცია - სიმღერა სამშობლოზე - ნიჰილისტებმა თვალი მოარიდეთ.
ლენინს. სტალინს.
წყალუხვ მდინარეს ადარებენ ხშირად ჰისტორიას. თვალსადევნებენ მის დინებას და ცდილობენ სათავეები მოუძებნონ. საქართველოს ჰისტორია აბობოქრებული, მუდამ წყალსავსე მდინარეა. მისი სათავენი ჟამთა სრბოლის ჭაღარა შორეთში იკარგება. ძნელია თვალითა და აზრით გადასწვდე საქართველოს ათასწლეულებს. კიდევ უფრო ძნელია დახატო უკანასკნელი ათწლეულის ზუსტი და სრული სურათი - იმდენი შესანიშნავი მოვლენა დაუტევია ამ ათ წელიწადს, რთული საქმეა აღწერო ახალი საქართველოს ისტორია - ეროვნული ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების აყვავება. ძვირფასო მკითხველო, მოდი იყავი ჩვენი თანაავტორი.
სიმბოლოები, სიმბოლოები, რამდენი რამის თქმა შეუძლია თითოეულ მათგანს.
მთები. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ქართული პეიზაჟის ძირითადი დეტალია და ა.შ. და ა.შ. (შოთა: არ გინდა რა ესეთი ჩანართები - ბანალურია).
რა დავაშავეთ ჩვენ?
წითელი ტაქსი ჭიშკართან გაჩერდა.
გადმოვლაგდით.
კარ-მიდამო
შენ: სახლი რამდენსართულიანი იყო?
მე: ორი. ოღონდ ეგ კია, პირველ სართულს ჭერი დაბალი ჰქონდა.
შენ: რატომ ჰქონდა დაბალი ჭერი?
მე: ოჩანი კომუნისტების დროს ორსართულიანი სახლის აშენება აკრძალული იყო. ამიტომაც პირველი სართულის ჭერი დაბალი კეთდებოდა და როგორც სარდაფი, ისე ფორმდებოდა ქაღალდებში.
შენ: სახლში ტროიკა იდგა. პაბელკა გაკეთებული იყო? ტაფები, ქვაბები ჰქონდათ? ჭაღი?
მე: ხო იცი, ეგეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას. ერთადერთი, რაც შევნიშნე, პინგ-პონგის მაგიდა იყო.
შენ: სხვა არაფერი?
მე: კიდევ წიგნები. ქართული, რუსული.
შენ: ფეხსადგილი ალბათ გარეთ იყო?
მე: ჰო. აგარაკებზე საერთოდ ეგრეა. მე ამან გუნება გამიფუჭა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ მოვითმენდი. მე ხომ ერთი დღით ვიყავი აქ ჩამოსული.
შენ: მოითმინე?
მე: თუ ძმა ხარ, თავი გამანებე! რა!
უზარმაზარი
მუხათწყაროში ორი მთავარმოსახლეა. ერთი მუდმივი - ექო პაპა, რომელიც ვერ ვნახე. მხოლოდღა მისი ხმა გავიგონე და მეორე ზაფხულობითაა აქაური. ესე იგი დამსვენებელი ბატონი, გურამ დოჩანაშვილი. მას კი ვესტუმრეთ.
შოთამ წარმადგინა: ბატონო გურამ, ეს არის დათო ქართველიშვილი, აი, თუ გახსოვთ, ზამთარში საშუალოთანხიანი პრემია რომ გადაეცით.
ბატონმა გურამმა გაიხსენა და დავსხედით.
მე საერთოდ ძუნწი არ ვარ ქათინაურების თქმაში, მაგრამ მართლა უკვე აღიარებული მწერლების (3-4 კაცი) ქება პირში ვერ გამომდის. კომპლექსი მაქვს. მგონია, რო ის, აღიარებული მწერალი თახსირ ოქროპირად ჩამთვლის. ნუ, მდაბიურად - პადხალიმიაო იტყვის. ამიტომაც ჩუმად ვიჯექი. სიგარეტს ფუჰ, ფუჰ, ვაფუილებდი.
ბატონ გურამს ცისფერი თვალები აქვს და გრძელი თითები. სიგარეტს მუნდშტუკით ეწევა. რათქმაუნდა, მისი მუნდშტუკი ვერაფრით შეედრება ბატონ ოტია იოსელიანის (8) ცნობილ მუნდშტუკს, ვერც სიგრძით, ვერც ნაკეთობით.
ერთხანს ჟურნალისტური თემები გვქონდა: ცხოვრება, პოლიტიკა.
მერედა ლიტერატურას მივადექით. ვისაუბრეთ ჩინუა აჩებეზე, ოტერო სილვაზე, ლიოსაზე.
ეგრეა რა ცხოვრება: გიზის ცხვირწინ დიდი მწერალი და ვითომც არაფერი, აქ არი, შენიანია. ის, სხვები კი, მათკენ იწევ. იმათ ეტენები. ეს შენიანი კი ვითომც არაფერი. არი და მორჩა.
ძველებური ფილოსოფიაა - ამიტომაც მართალი.
მაგრამ ამ მოთხრობის ძირითადი გმირები ჩვენ ვართ - შოთა და მე.
წამოვედით მერე. ბოლოს.
ნელა მოვდიოდით. ხელები ჯიბეებში გვეწყო.
პინგ-პონგი
პინგ-პონგი ყველაზე გრძელი თავი იქნებოდა ამ ჩვენი მოთხრობისა, მე რომ მომეგო. ნუ როგორ ლაღად, ნუ როგორ ჰაეროვნად აღვწერდი ყველაფერს. აი, ჩოგანი როგორ მეჭირა. ჩინურად თუ ევროპულად. როგორი ჩაწოდებები მეხერხება, სწორი და მძლავრი, თუ მიხვეულ-მოხვეული. როგორი დიდი არტისტი ვარ თამაშისას, როგორი პლასტიური, მოქნილი, შებერტყილი. მოკლედ, ბევრ რამეს ვიტყოდი, რჩევებს მივცემდი ახალგაზრდებს. ტრაქტატივით იქნებოდა ეს თავი.
ეჰ, არ არის ბედი!
ყველა პარტია შოთამ მოიგო. მიმამყნო.
ამიტომაც მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - მაგარი უაზრო თამაშია ეს პინგ-პონგი.
მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - კალკია აი-ია.
საღამო
საღამოს მეზობლებმა იწყეს მოდენა, ანუ, ქალებმა მოიტანეს კარტი, ფურცლები და ბატის ფრთა. მელანი და ყავა აქ დახვდათ და ჩასხდნენ. ჯერ კარტი მიმოშალეს, იმკითხავეს წარსულში, მოსულში, შენს გულში. ყველგან ხეირიანად იყო საქმე, ამბავი.
მერედა მოჯოკრეს.
ეს თამაში წმინდაწყლის ქალური რამეა. ორუჯრედიანი ტვინი სრულიად კმარა გენიალური მოთამაშისთვის. ქალებს კი, როგორც ვიცით, ტვინში უჯრედნახევარი უმუშავებთ საშუალოდ, ამიტომაც დიდად ფიქრიანად უჭირავთ კარტი და ჰაზარტშიც არიან ჩაცვენილები (რას ვერჩი ამ ქალებს?).
ჩვენ კი, შოთა და მე აივანზე ვისხედით. მუხათწყაროული საღამო გრილი რამ მოვლენაა.
ვისხედით ოდნავ მობუზულები და ვდუმდით.
რათქმაუნდა, მოგვწყინდა ერთმანეთი.
შიგნიტიკური ღამე
შიგნიტიკური - ფილოსოფიური (ი.გრიშაშვილი: ქალაქური ლექსიკონი).
ღამის ჩაის სუ სხვა გემო აქვს. სამზარეულოში ვჩაიობდით. პირველ სართულზე. სად ჩაი და სად სიკვდილი, მაგრამ მაინც.
მე: შოთა ე, სიკვდილზე ხშირად ფიქრობ?
შოთამ ჩაი მოსვა, გაიცინა:
- როცა ვწერ, მაშინ.
- ესე იგი პროფესიონალურად უდგები საკითხს.
- ეგრე გამოდის. და შენ?
- მე ხო მკვდარი ვარ.
ჩაისმა მოვათავეთ. მაღლა ავედით.
მაიას ნატა (უმცროსი შვილი) ეჭირა ხელში და მიმოდიოდა ოთახში.
მაია: არ იძინებს.
- ანგელოზებს არასდროს სძინავთ - ვთქვი მე და ტახტზე გავწექი. სტუმრად მუდამ ტანსაცმლიანად მძინავს.
წამოსვლა
ჩვეულებრივი დილა გათენდა. არაფერი ისეთი. აი. უბრალო.
ვისაუზმეთ და ავიბარგეთ.
- ნახვამდის, აბა ჰე, - ვთქვი მე.
- ნახვამდის, აბა ჰე, - მომაძახა ექო პაპამ, მუხათწყაროს მუდმივმა მკვიდრმა.
არსად სჩანდა.
მიძღვნა
ჩვენ შეგვეძლო ეს მოთხრობა მრავალი ვინმესთვის მიგვეძღვნა. ესე იგი, წერტილები ერთისთვის, მძიმეები სხვებისთვის, ორი წერტილი კი აუცილებლად კ.გამსახურდიასთვის (უყვარდა ცხონებულს) და ა.შ.
მაგრამ არ დავწვრილმანდებით.
შოთა იათაშვილს ეძღვნება ეს მოთხრობა სუმთლიანად.
P.S. თქვენთვის ძვირფასებო, ვინც პროზას შინაარსისთვის კითხულობთ,
მოკლე შინაარსი
შესავალი - შოთა - მე - უფალ შოთას თბილისში დარჩენის მიზეზი - კაცური კაცის თბილისში დარჩენის მიზეზი ანუ სერიალა - 10 ლარი - წითელ ტაქსში - კარ-მიდამო - უზარმაზარი - პინგ-პონგი - საღამო - შიგნიტიკური ღამე - წამოსვლა - მიძღვნა - P.S. თქვენთვის ძვირფასებო, ვინც პროზა შინაარსისთვის კითხულობთ, მოკლე შინაარსი.
ახლა კი ესე სთქვით: ვაიმე, ფანტასტიური მოთხრობაა, არა?
2001 წ.
უფალ შოთას შენიშვნები
(1) 1860 წელს არც ილია, არც აკაკი არ ყოფილან საქართველოში, პეტერბურგში სწავლობდნენ.
(2) ჩვენ არ მოგვწონს ეს სიტყვა თუ განსაზღვრება - ტრუხა ავანგარდისტები. ამ ხალხს (ე.წ. ტრუხა ავანგარდისტებს) დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული არტის განვითარებაში.
(3) ინგლისური ცივილური კი არა, საერთაშორისო ენაა.
(4) აქ აშკარად ჩანს როგორი მუქთაა დ.ქართველიშვილი.
(5) დარწმუნებულნი ვართ დ.ქართველიშვილი ასე არ ფიქრობს, უბრალოდ პოზიორობს. ეგოისტია.
(6) შალვა ბაკურაძის დიდი პოეტობა დ.ქართველიშვილის პირადი აზრია.
(7) სიგარეტი ბატონ გურამს ეკუთვნოდა. აქ მეორედ ვხედავთ, როგორი მუქთაა დ.ქართველიშვილი.
(8) ოტია იოსელიანი - ქართველი მწერალი, "დაჩის ზღაპრების" ავტორი.
2001 წ.
კაცურის კაცის შენიშვნები შენიშვნებზე
(1) 1860 წელს ილია და აკაკი მართლაც პეტერბურგში იყვნენ.
(2) უფალ შოთას შეიძლება მართლა არ მოსწონს ეს განსაზღვრება - ტრუხა ავანგარდისტები - მაგრამ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს.
(3) შევთანხმდეთ უფალო შოთა - ინგლისური ენაა.
(4) მართლაც მუქთა ვარ.
(5) მართლაც ვპოზიორობ. ეგოისტი ვარ.
(6) შალვა ბაკურაძე დიდი პოეტია.
(7) სიგარეტი მართლაც ბატონ გურამს ეკუთვნოდა.
(8) ოტია იოსელიანი - ქართველი მწერალი, "დაჩის ზღაპრების" ავტორი.
2001 წ.
No comments:
Post a Comment