Saturday, March 1, 2008

ანდ­რეი ბი­ტო­ვი


­­­­­­­­­­­ნახევარი საუკუნე პლატონოვის გარეშე

თარ­­­ნა ეთ­ერ ვიბ­ლი­ან­მა

გე­ნი­­ლუ­რი წყვი­ლი - ნა­ბო­კო­ვი და პლა­ტო­ნო­ვი მე-19 სა­­კუ­ნის უკ­­ნას­­ნელ წე­ლი­წადს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. იმ­­ვე 1899 წლის შვი­ლე­ბი არ­­ან ლე­­ნიდ ლე­­ნო­ვი, კონ­­ტან­ტინ ვა­გი­ნო­ვი, იური ოლ­­შა, ნა­დეჟ­და მან­დელ­­ტა­მი...

შემ­ზა­რა­ვია ამ სრუ­ლი­ად გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი ად­­მი­­ნე­ბის ხვედ­რი, ძნე­ლია, მა­თი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გზას გა­­დევ­ნო თვა­ლი. ბევრს რო­დი არ­გუ­ნა ბედ­მა კუთ­­ნი­ლი და სა­მარ­­ლი­­ნი ყუ­რად­ღე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ეს პლა­ტო­ნოვ­ზე ითქ­მის, რო­მე­ლიც ამ სა­­­ბი­ლეო წელს პუშ­კი­ნის და ნა­ბო­კო­ვის ჩრდილ­­ვეშ მო­ექ­ცა (რა­შიც არც ერ­თია დამ­ნა­შა­ვე და არც მე­­რე). პლა­ტო­ნოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვის ქვეშ დად­გა ჩვენს შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­­ვიდ­რე­ბუ­ლი აზ­რიც - "მათ მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ"-ო.

პლა­ტო­ნო­ვი მოს­კოვ­ში, სომ­ხურ სა­საფ­ლა­­ზეა დაკ­­ძა­ლუ­ლი. მი­სი ნი­ჭის თაყ­ვა­ნის­­ცემ­ლებს სა­შუ­­ლე­ბა აქვთ, მუხ­ლი მო­­ყა­რონ მის სა­მა­რეს­თან, თუნ­დაც წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხუთ იან­ვარს...

პლა­ტო­ნო­ვის ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტე­ბი ცნო­ბი­ლია მკითხ­ვე­ლის­­ვის. იგი ვო­რო­ნეჟ­ში და­­ბა­და. პრო­ლე­ტა­რის ოჯ­ახ­მა ახ­ალ­გაზ­­და კა­ცი რე­ვო­ლუ­ცი­­სა და გარ­დაქ­­ნე­ბის­­ვის შე­ამ­ზა­და. პირ­ვე­ლი სუს­ტი ლექ­სე­ბის შემ­დეგ მო­­ლოდ­ნე­ლად იფ­ეთ­ქა გე­ნი­ამ, რო­მე­ლიც ყო­ველ­­ვის შე­უც­ნო­ბე­ლია და ამ­­ვე დროს, თვალ­ში­სა­ცე­მიც. გა­სა­ოც­რად გე­ნი­­ლუ­რი კრი­ტი­კო­სი იყო ჩვე­ნი დი­დი ბე­ლა­დი და მას­წავ­ლე­ბე­ლი იოს­ებ სტა­ლი­ნი. არც ერ­თი გე­ნი­­სის გა­მო­ჩე­ნა არ გა­მოჰ­პარ­ვია მის მახ­ვილ მზე­რას. ცხა­დია, არც პლა­ტო­ნო­ვი დარ­ჩე­ნი­ლა ბე­ლა­დის ყუ­რად­ღე­ბის მიღ­მა, მის ნა­წე­რებს ხას­ხა­სა წი­თე­ლი ფე­რით წა­­წე­რა გარ­დი-გარ­­მო "არ­ამ­ზა­და". მან­დელ­­ტა­მის მას­­ტა­ბებ­ში რომ გარ­­ვე­­ლი­ყო, ამ­­სათ­ვის პას­ტერ­ნაკს და­­ლა­პა­რა­კა. შე­საძ­ლოა, კვა­ლი­ფი­ცი­­რი მრჩევ­ლე­ბიც ჰყავ­და ვი­თა­რე­ბა­ში ზედ­მი­წევ­ნით გა­სარ­­ვე­ვად. ერ­თი რამ ცხა­დია, თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის მი­მართ ის­ეთ­სა­ვე ყუ­რად­ღე­ბას იჩ­ენ­და, რო­გორ­საც ცნო­ბილ დნეპ­­ჰეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

პლა­ტო­ნო­ვი არ­ას­­როს მჯდა­რა სა­ტუ­სა­ღო­ში. ბა­ნა­კე­ბი მის­მა შვილ­მა მო­­­რა და შინ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი მო­­ყო­ლა. სწო­რედ შვი­ლის­გან გა­და­დე­ბუ­ლი ამ სე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა (თუ და­­ღუ­პა?) იგი. პლა­ტო­ნოვ­მა ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნე იც­ხოვ­რა. მე­­ცე სა­­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. იმ­­ვე სა­­კუ­ნის მე­­რე ნა­ხე­ვა­რი მის გა­რე­შე ჩა­თავ­და. პირ­ვე­ლი 50-წლი­­ნი მო­ნაკ­ვე­თი კი სწო­რედ პლა­ტო­ნო­ვის არ­სე­ბო­ბით არ­ის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი. მი­სი ნა­წე­რე­ბის აზ­რი და სუ­ლი იმ­დე­ნად უსწ­რებ­და წინ თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბას, რომ ცენ­ზუ­რულ და იდ­­­ლო­გი­ურ აკრ­ძალ­ვებ­თან ერ­თად ამ­­ნაც გა­აძ­ნე­ლა მკითხ­ვე­ლის ცნო­ბი­­რე­ბამ­დე ამ პრო­ზის მიღ­წე­ვა. დღეს, 21-ე სა­­კუ­ნის და­საწყის­ში, პლა­ტო­ნო­ვის წა­კითხ­ვი­სას სწო­რედ ის აკრ­ძა­ლუ­ლი, შე­ფა­რუ­ლი ნა­წი­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­­ლი. მა­ინც რა­ტო­მაა ძნე­ლად­სა­კითხა­ვი ზედ­მი­წევ­ნით უბ­რა­ლო ად­­მი­­ნე­ბის შე­სა­ხებ, ზედ­მი­წევ­ნით ცხა­დი და ნა­თე­ლი სი­ტუ­­ცი­­ბის შე­სა­ხებ უკ­­დუ­რე­სად მარ­ტი­ვი ენ­­თა და ლექ­სი­კით და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბი? თუ­კი ყვე­ლა­ფე­რი ასე ცხა­დი და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, რა­ში მდგო­მა­რე­ობს მი­სი სირ­თუ­ლე? რო­გორც ჩანს, ას­­კის ბრა­ლია, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მე პი­რა­დად, პლა­ტო­ნოვს უწ­ინ უფ­რო იოლ­ად ვკითხუ­ლობ­დი. იგი ჩე­მი თა­­ბის ცხოვ­რე­ბა­ში "დათ­ბო­ბის" პე­რი­ოდ­ში, თუ არ ვცდე­ბი, 1958 წელს შე­მო­ვი­და ფოლ­­ნერ­თან ერ­თად. ეს ორი პა­ტა­რა წიგ­ნი - "შვი­დი მოთხ­რო­ბა" და "მშვე­ნი­ერ და ნა­თელ სამ­ყა­რო­ში" - დღემ­დე გა­ნუყ­რე­ლია ჩემს ცნო­ბი­­რე­ბა­ში. საქ­მის­­ცოდ­ნე ად­­მი­­ნებს ამ თი­თის­სის­ქე წიგ­ნებ­ში ჩა­­ტე­ვი­ათ შე­საძ­ლებ­ლის მაქ­სი­მუ­მი, ყვე­ლა­ფე­რი ის, რი­სი და­ბეჭ­­ვაც მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და...

სულ­მო­უთ­­მე­ლად და­ვე­წა­ფეთ პლა­ტო­ნოვს. და­იწყო პლა­ტო­ნო­ვით, უფ­რო კი მი­სი სტი­ლით თრო­ბა, რად­გან წიგ­ნი იდ­­­რი ში­ნა­არ­სის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­­დათ. იქ იყო მხო­ლოდ სი­ნა­ზე, სიყ­ვა­რუ­ლი და ბავ­­ვე­ბი. და იყო სრუ­ლი­ად ახ­­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა. ეს სა­ბავ­­ვო გა­მო­ცე­მა სრუ­ლად შე­ერ­წყა ჩვენს ბავ­­ვურ ცნო­ბი­­რე­ბას. ახ­ლის­მა­ძი­­ბე­ლი, დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბი პლა­ტო­ნო­ვის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე გა­მო­­ყე­ნე­ბე­ლი სრუ­ლი­ად ახ­­ლი სტი­ლით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­­ნენ წყურ­ვილს.

პლა­ტო­ნოვს მრა­ვა­ლი მიმ­ბაძ­ვე­ლი გა­მო­უჩ­­და, მაგ­რამ ეს იყო მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი მი­ბაძ­ვა. იმ პლე­­დის მწერ­ლებ­მა, მა­თი ძა­ლი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­­ლებ­ში, პლა­ტო­ნო­ვის წე­რის სტი­ლი აით­ვი­სეს და და­­ვიწყეს. ახ­ლა ეს სტი­ლის­ტი­კა გა­ზა­ვე­ბუ­ლი, გა­სა­შუ­­ლე­ბუ­ლი სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. შემ­დეგ, "პე­რეს­­რო­­კის" პე­რი­ოდ­ში, კვლავ დად­გა ახ­­ლი, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლის­გან გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მეტყ­ვე­ლე­ბის აუც­­ლებ­ლო­ბა. მა­შინ ახ­ალ­გაზ­­და მწერ­ლე­ბის­­ვის მო­სა­წო­ნი და მი­სა­ბა­ძი ლ.დო­ბი­ჩი­ნი აღ­მოჩ­­და. რო­გორც ჩანს, ის მი­ვიწყე­ბუ­ლი სტი­ლი ისეა შეთ­ვი­სე­ბუ­ლი და გა­ზა­ვე­ბუ­ლი დო­ბი­ჩი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, რომ იგი თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი, და­მო­­კი­დე­ბე­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებს (ბო­ლოს და ბო­ლოს, ვინც იამ­ბებს წერს, პუშ­კი­ნის მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბას ხომ არ აბ­რა­ლე­ბენ). უკ­­ნას­­ნე­ლი რუ­სი პო­­ტი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი, გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი პო­­ტი­კის შექ­­ნა და ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო, იოს­იფ ბროდ­­კი გახ­­დათ. მას დღემ­დე ჰყავს უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და მიმ­ბაძ­ვე­ლი. გარ­­ვე­­ლი დრო­ის შემ­დეგ აღ­მოჩ­­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცის მსგავ­სად წე­რა მხო­ლოდ "ტექ­ნი­კაა" და სხვა არ­­ფე­რი. ფა­სე­­ლია სხვა, უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი რამ - ვინ წერს და რას წერს. თუ მი­ვიჩ­ნევთ, რომ პუშ­კი­ნის თუ გო­გო­ლის, პლა­ტო­ნო­ვის თუ დო­ბი­ჩი­ნის, ზა­ბო­ლოც­კის თუ ბროდ­­კის სტი­ლის გავ­ლე­ნა უკ­ვე ჩავ­ლი­ლი პე­რი­­დია, მა­შინ ის­ღა დაგ­­­ჩე­ნია, მა­თი ნა­წე­რე­ბი ვი­კითხოთ.

სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ცდი­ლობ გა­გე­ბას, რა და­წე­რა (და არა რო­გორ და­წე­რა) პლა­ტო­ნოვ­მა, იჩ­ენს თავს მი­სი კითხ­ვის სირ­თუ­ლე. თით­ქოს რა­ღაც ინგ­რე­ვა და ნაპ­რალ­თან რჩე­ბი ტკბო­ბა­სა და ტან­­ვას შო­რის. არ მე­გუ­ლე­ბა არც ერ­თი დრო­­სა და ეპ­­ქის სხვა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ას­­თი ძა­ლით გან­გაც­დე­ვი­ნებს სუ­ლი­­რი არ­სე­ბი­სად­მი თა­ნაგ­­­ნო­ბას, სიბ­რა­ლულს და სიყ­ვა­რულს. ეს სიბ­რა­ლუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად ძლი­­რია, რომ თით­­მის სიკ­­დილს უტ­ოლ­დე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­სახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამ­­შია მი­სი უმ­თავ­რე­სი არ­სი. პლა­ტო­ნო­ვის ნა­წე­რებ­ში ტან­­ვი­სა და სიკ­­დი­ლის­­ვის გან­წი­რუ­ლი ად­­მი­­ნი­სა თუ სხვა სუ­ლი­­რი არ­სე­ბი­სად­მი სიბ­რა­ლუ­ლი და თა­ნაგ­­­ნო­ბა ისე სუ­ლის­შემ­­­რე­ლა­დაა და­ხა­ტუ­ლი, რომ მკითხ­ვე­ლიც პერ­სო­ნა­ჟებ­თან იტ­ან­ჯე­ბა და კვდე­ბა.

ეს ემ­­ცი­­რი ძა­ლა ნე­ბის­მი­­რი კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვით მი­ღე­ბულ გან­­დას აღ­­მა­ტე­ბა, იგი ბევ­რად მე­ტია და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარს სცილ­დე­ბა.

გა­მო­დის, რომ პლა­ტო­ნო­ვის ნე­ბის­მი­­რი გვერ­დის წა­კითხ­ვა დი­დი დატ­ვირ­­ვა და ვარ­ჯი­შია სუ­ლის­­ვის. ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სუ­ლი ტკი­ვილს იწ­ყებს არა მხო­ლოდ წიგ­­ში წა­კითხუ­ლის გა­მო, არ­­მედ სა­კუ­თა­რი გა­­ხე­შე­ბუ­ლი, გა­მო­ფი­ტუ­ლი და გა­მო­­ყე­ნე­ბე­ლი არ­სო­ბის გა­მოც. ამგ­ვა­რად, ჩვენ­ში აღძ­რუ­ლი თა­ნაგ­­­ნო­ბა და სიბ­რა­ლუ­ლი არა მხო­ლოდ სხვის მი­მართ თა­ნაგ­­­ნო­ბაა, არ­­მედ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიბ­რა­ლუ­ლი. მთე­ლი ძა­ლის­­მე­ვით ვცდი­ლობთ სხვის თა­ნაგ­­­ნო­ბას, მაგ­რამ ჩვე­ნი­ვე სუ­ლის უმ­წიფ­რო­ბი­სა და გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბის გა­მო, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უიმ­­დო მდგო­მა­რე­­ბის გა­მო­ხატ­ვას ვა­ხერ­ხებთ.

მაშ, რა სა­ჭი­როა ამგ­ვა­რი ნა­წარ­მო­­ბე­ბი, რას მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ ის­­ნი? ამ­­ზე ფიქ­რიც კი მზა­რავს და იქ­ნებ არ­ცაა სა­ჭი­რო 21-ე სა­­კუ­ნის პერ­­პექ­ტი­ვებ­ზე სა­­ბა­რი, რად­გან იგი უც­­ლობ­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ეს­ქა­ტო­ლო­გი­ას, ქვეყ­ნი­­რე­ბის და­სას­რულს. რაც შე­­ხე­ბა მე-20 სა­­კუ­ნეს, მი­სი მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ისაა, რომ ად­­მი­ანს კუთ­­ნი­ლი ად­გი­ლი მი­­ჩი­ნა სამ­ყა­რო­ში და სა­თა­ვე და­­დო ეკ­­ლო­გი­ურ აზ­როვ­ნე­ბას. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­რე­მომ­­ვე­ლი ცოცხა­ლი სამ­ყა­როს გა­ნად­გუ­რე­ბის ფა­სად იქ­ნა მო­პო­ვე­ბუ­ლი. ხო­ლო ახ­ალ, 21-ე ათწ­ლე­ულ­ში ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე სი­ცოცხ­ლე იმ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნა­დაც გა­აც­ნო­ბი­­რებს კა­ცობ­რი­­ბა ად­­მი­ან­თა მოდ­­მის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ სი­სას­ტი­კეს, სი­ხარ­ბეს, მტა­ცებ­ლო­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბად შეს­თა­ვა­ზებს მო­მა­ვალს. პლა­ტო­ნო­ვი ად­რე­ვე, ზედ­მი­წევ­ნით ნათ­ლად გრძნობ­და ამ პრობ­ლე­მის გარ­დუ­ვა­ლო­ბას და კა­ცობ­რი­­ბის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ აზრს ად­­მი­­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­­­ნო­ბით გა­მო­ხა­ტავ­და. ამ­­ტო­მაც გვევ­ლი­ნე­ბა იგი დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­­ლურ მწერ­ლად. თუ ად­­მი­­ნის გა­დარ­ჩე­ნის უფ­რო რთულ პერ­­პექ­ტი­ვებს ჩა­ვუღ­­მავ­დე­ბით, გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, რა­ტომ წერ­და პლა­ტო­ნო­ვი უმ­არ­ტი­ვე­სი ენ­ით. იგი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის­­რო­ინ­დელ ქრის­ტი­­ნო­ბას მოგ­ვა­გო­ნებს, წი­ნა­რექ­რის­ტი­­ნულს, პლა­ტო­ნურს. არ ვი­ცი, პლა­ტო­ნო­ვი იც­ნობ­და თუ არა პლა­ტო­ნის მოძღ­­რე­ბას, მაგ­რამ მი­სი გა­მო­ძა­ხი­ლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და ვი­ვა­რა­­დოთ.

გა­ვი­და ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნე და პლა­ტო­ნოვს, 21-ე სა­­კუ­ნის მწე­რალს, მო­მავ­ლის მწე­რალს უწ­­დე­ბენ. გე­ნი­­სის ეს დაგ­ვი­­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აღ­­­რე­ბა არ მა­ხა­რებს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც წუ­ხი­ლი მიპყ­რობს იმ მო­მავ­ლის გა­მო, რო­დე­საც პლა­ტო­ნო­ვი ყვე­ლას­­ვის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა. აი, მა­შინ პლა­ტო­ნო­ვი ჰა­­რი­ვით აუც­­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვენ­­ვის.

არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლი­მე იდ­­ას ხორ­ცი შე­ეს­ხა ცხოვ­რე­ბა­ში. უბ­რა­ლოდ, რო­ცა რა­­მე ახ­­ლი აღ­მო­ცენ­დე­ბო­და, ახ­სენ­დე­ბო­დათ, რომ ამ­ის შე­სა­ხებ იდეა მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და. ასე იყო ქრის­ტი­­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ქრის­ტეს და­ბა­დე­ბის ორი ათ­­სი წლის იუბ­­ლეს დი­დი ზარ-ზე­­მით აღვ­ნიშ­ნავთ ამ გა­და­რე­­ლი და უგ­­ნუ­რი სა­­კუ­ნე­­ბის მიჯ­ნა­ზე, მაგ­რამ ქრის­ტი­­ნო­ბა ქრის­ტეს და­ბა­დე­ბამ­დე ბევ­რად ად­რე არ­სე­ბობ­და კა­ცობ­რი­­ბის ცნო­ბი­­რე­ბა­ში. პლა­ტო­ნოვ­მა მო­­ხერ­ხა თა­ვი­სი ნა­წარ­მო­­ბე­ბი იმ წი­ნა­რექ­რის­ტი­­ნუ­ლი, ახ­ლა­დაღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ცნო­ბი­­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ენ­ით და­­წე­რა. იგი ის­ეთ სიღ­­მე­ებ­ში ახ­ერ­ხებს შეღ­წე­ვას, სა­დაც ცნო­ბი­­რე­ბა ჯერ კი­დევ ჩა­ნა­სა­ხო­ვან მდგო­მა­რე­­ბა­შია და არ­­ფე­რია ნათ­­ვა­მი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯობ­დეს, რომ პლა­ტო­ნო­ვი ბავ­­ვებს ვუ­კითხოთ. იქ­ნებ, მათ უფ­რო იოლ­ად გა­­გონ და დრო­­ლა­დაც.

2000 წ.

© “არილი”

No comments: