Wednesday, March 5, 2008

ვალენტინ რასპუტინი

­რუდოლ­ფიო


თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა


ერთ­მა­ნეთს პირ­ვე­ლად ტრამ­ვა­­ში შეხ­­­ნენ. გო­გომ მხარ­ზე ხე­ლი შე­­ხო და რო­ცა კაც­მა თვა­ლი გა­­ხი­ლა, ფან­ჯა­რა­ზე მი­­თი­თა:

- უნ­და ჩახ­ვი­დეთ.

ამ­­სო­ბა­ში ტრამ­ვაი გა­ჩერ­და, კაც­მა ხალ­ხით სავ­სე ვა­გონ­ში ძლივს გა­აღ­წია და გო­გო ჩა­ვი­და თუ არა, ის­იც ჩახ­ტა. პა­ტა­რა გო­გო იყო, ალ­ბათ თხუთ­მეტ-თექ­­­მე­ტი­სა, მად­ლო­ბის მო­ლო­დინ­ში მის­კენ მო­მარ­თულ მრგვალ, გაბ­­წყი­ნე­ბულ სა­ხეს შე­ხე­და თუ არა, კა­ცი ამ­ას მა­შინ­ვე მიხ­­და.

- გმად­ლობთ... შე­იძ­ლე­ბა გავ­­დე­ნო­დი კი­დე­ვაც, - თქვა კაც­მა.

მაგ­რამ, იგრ­­ნო, გო­გო­სათ­ვის ეს საკ­მა­რი­სი არ იყო და დას­ძი­ნა:

- ის­­თი გი­ჟუ­რი დღე მქონ­და, და­ვი­ღა­ლე... რვა სა­ათ­ზე სახ­­ში უნ­და და­მი­რე­კონ, მოკ­ლედ, გა­და­მარ­ჩი­ნე.

გო­გოს, ეტ­ყო­ბა, გა­­ხარ­და. მე­რე წინ წა­სულ მან­ქა­ნას გაჰ­ყუ­რებ­­ნენ და გზა­ზე ერთ­მა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ გარ­ბოდ­ნენ. თოვ­და. რო­ცა ასე მშვი­დად თოვს, რო­ცა მსხვი­ლი, ფუმ­ფუ­ლა ფან­ტე­ლე­ბი ისე მო­­ფი­ნე­ბა, თით­ქოს ზე­ცა­ში თოვ­ლის უც­ნა­ურ ჩი­ტებს ბდღვნი­ან, სახ­ლი­სა­კენ გუ­ლი არ მი­გი­წევს. "და­ვუც­დი, ვიდ­რე და­რე­კა­ვენ და ის­ევ გა­მო­ვალ", - გა­­ფიქ­რა კაც­მა და გო­გოს­კენ შეტ­რი­ალ­და, თან იმ­­ზე ფიქ­რობ­და, რა ეთქ­ვა, ვი­ნა­­დან ასე გა­ჩუ­მე­ბუ­ლი სი­­რუ­ლი უკ­ვე უხ­ერ­ხუ­ლი იყო, თუმ­ცა წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და და რა­ზე არ შე­იძ­ლე­ბო­და მას­თან სა­­ბა­რი. ჯერ ის­ევ ამ ფიქ­რებ­ში იყო, რომ თვი­თონ გო­გომ წა­მო­იწყო:

- მე თქვენ გიც­ნობთ.

- მიც­ნობთ? სა­­დან?

- თქვენ ას­ცა­მეტ­ში ცხოვ­რობთ, მე - ას­თოთხ­მეტ­ში. თქვენ, უფ­რო­სე­ბი, მარ­ტო უფ­რო­სებს ამჩ­ნევთ, ყვე­ლა­ნი სა­ში­ნე­ლი ეგ­­ის­ტე­ბი ხართ... ასე არ არ­­სო, ხომ ვერ იტყ­ვით?

გო­გომ თა­ვი მარ­­­ნივ შე­ატ­რი­­ლა და კაცს სა­ხე­ში ქვე­მო­დან ახ­­და. კაც­მა ჩა­იფხუ­კუ­ნა, მაგ­რამ არ­­ფე­რი უპ­­სუ­ხა, ვი­ნა­­დან ჯერ კი­დევ არ იც­­და, რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და და რა­ზე არ შე­იძ­ლე­ბო­და მას­თან სა­­ბა­რი.

ერთხანს ჩუ­მად მი­­ბი­ჯებ­­ნენ, გო­გო წინ იყ­­რე­ბო­და და თა­ვიც არ მო­უბ­რუ­ნე­ბია, უც­ებ გა­ნუცხა­და:

- თქვენ ხომ სა­ხე­ლიც არ გით­­ვამთ!

- მე­რე­და ეს აუც­­ლე­ბე­ლია?

- რა­ტო­მაც არა. აბა ამ­­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა არ­ის? ზოგს ჰგო­ნია, სა­ხე­ლის გა­გე­ბა თუ მო­­სურ­ვე, ესე იგი, მის მი­მართ არ­­ჯან­სა­ღი ინ­ტე­რე­სი გა­მოძ­რა­ვებს.

- კე­თი­ლი... - თქვა კაც­მა, - თუ ეს შენ­­ვის ასე აუც­­ლე­ბე­ლია, რუ­დოლ­ფი მქვია.

- რაა?

- რუ­დოლ­ფი.

- რუ-დოლ-ფი... - ხმა­მაღ­ლა გა­­ცი­ნა გო­გომ.

- რა იყო?

გო­გო კი­დევ უფ­რო ხმა­მაღ­ლა აკ­ის­კის­და. კა­ცი შე­ჩერ­და და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­­ჩერ­და.

- რუ-დოლ-ფი, - გა­­მე­­რა გო­გომ და სი­ცი­ლი­სა­გან ლა­მის ჩაბ­ჟირ­და, - მე­გო­ნა ასე მხო­ლოდ სპი­ლო­ებს ეძ­ახ­­ნენ სამ­ხე­ცე­ში.

- რაა?!

- ნუ ბრა­ზობ, - გო­გომ ხე­ლი სა­ხე­ლო­ზე მოჰ­კი­და, - მაგ­რამ, გე­ფი­ცე­ბი, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა.

- რა გე­ლა­პა­რა­კო, ბავ­­ვი ხარ, - იწ­ყი­ნა კაც­მა.

- რა თქმა უნ­და, ბავ­­ვი ვარ, შენ კი კა­ცი.

- მა­ინც რამ­დე­ნის ხარ?

- რამ­დე­ნის და, თექ­­­მე­ტის.

- ჰოო? მე კი ოც­დარ­ვის.

- ხომ ვამ­ბობ, დი­დი ხარ-მეთ­ქი, თან რუ­დოლ­ფი გქვია.

გო­გომ ის­ევ გა­­ცი­ნა და თვა­ლებ­გაბ­­წყი­ნე­ბულ­მა ის­ევ ქვე­მო­დან ახ­­და.

- შენ? შენ რა გქვია? - ჰკითხა კაც­მა.

- მე? სუ­ლერ­თია ვერ გა­მო­იც­ნობ.

- მა­გას არც ვა­პი­რებ.

- ჰო­და, რომც ეც­­დო, ვერ გა­მო­იც­ნობ - მე იო მქვია.

- რაა?

- იო.

- იო?

- ჰო. "ის­პოლ­ნი­­­­ში ობ­­­ზან­ნოს­ტი", ესე იგი, იო.

შუ­რის­ძი­­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რი იყო. ვა­ჟი თავს ვე­ღარ იკ­­ვებ­და, ხმა­მაღ­ლა ხარ­ხა­რებ­და და წინ და უკ­ან ზა­რი­ვით ქა­ნა­ობ­და. საკ­მა­რი­სია გო­გოს­­ვის შე­­ხე­და, რომ ის­ევ თა­ვი­დან ახ­არ­ხა­რე­ბუ­ლი­ყო.

- ი-ო, - სიტყ­ვა თით­ქოს ყელ­ში ჰქონ­და გაჩხე­რი­ლი, - ი-ო.

გო­გო აქ­ეთ-იქ­ით იყ­­რე­ბო­და, უც­დი­და სი­ცილს რო­დის მორ­ჩე­ბო­და და რო­ცა კა­ცი ოდ­ნავ დამ­­ვიდ­და, ნაწყენ­მა თქვა:

- სა­სა­ცი­ლოა, არა? მე თუ მკითხავ, იო ის­­თი­ვე სა­ხე­ლია, რო­გორც ყვე­ლა.

- მა­პა­ტიე, - კა­ცი ღი­მი­ლით გო­გოს­კენ და­­ხა­რა, - რა ვქნა, ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა... ახ­ლა უკ­ვე ბა­რი-ბარ­სა ვართ, ხომ ასეა?

გო­გომ თა­ვი და­უქ­ნია.

ჯერ მი­სი სახ­ლი იყო, მე­რე კა­ცის. იგი სა­დარ­ბა­ზოს წინ შე­ჩერ­და და კაცს ჰკითხა:

- შე­ნი ტე­ლე­ფო­ნი რა ნო­მე­რია?

- ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი რად გინ­და?

- გე­ში­ნია?

- მა­ინც რი­სი უნ­და მე­ში­ნო­დეს.

- რა ვი­ცი, უფ­რო­სებს ყვე­ლაფ­რის გე­ში­ნი­ათ.

- მარ­თა­ლია, - და­­თან­­მა კა­ცი.

გო­გომ ხელ­თათ­მა­ნი გა­იძ­რო და თა­ვი­სი პა­ტა­რა ხე­ლი კაცს გა­­წო­და. ხე­ლი მშვი­დი და ცი­ვი ჰქონ­და. კაც­მა ხელ­ზე ხე­ლი მო­­ჭი­რა:

- ახ­ლა კი გა­­ქე­ცი სახ­­ში.

თქვა და ის­ევ გა­­ცი­ნა.

გო­გო სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან გა­ჩერ­და:

- ახ­ლა მა­ინც თუ მიც­ნობ ტრამ­ვა­­ში?

- რა თქმა უნ­და, გიც­ნობ.

- ტრამ­ვა­იმ­დე... - თქვა გო­გომ და ხე­ლი თავს ზე­მოთ ას­წია.

- ... რომ­ლი­თაც ორ­­ვე­ნი ერ­თად ვიმ­­ზავ­რებთ, - დას­ძი­ნა კაც­მა.

* * *

ორი დღის შემ­დეგ კა­ცი მივ­ლი­ნე­ბით ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­ემ­­ზავ­რა, სა­­და­ნაც მხო­ლოდ ორი კვი­რის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. ქა­ლაქ­ში უკ­ვე კარს მომ­­გა­რი გა­ზაფხუ­ლის მძაფ­რი, სა­სი­­მოვ­ნო სურ­ნე­ლი ტრი­­ლებ­და. ნის­ლი­­ნი ჩრდი­ლო­­თის შემ­დეგ აქ ყვე­ლა­ფერს კრი­­ლი გაჰ­ქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ბრწყი­ნავ­და, ტრამ­ვა­იც კი.

სახ­­ში შე­სუ­ლიც არ იყო, რომ ცოლ­მა კა­რებ­ში­ვე მი­­გე­ბა:

- ვი­ღაც გო­გო ყო­ველ­­ღე გი­რე­კავს.

- ვინ გო­გო? - იკ­ითხა კაც­მა გულ­­რი­ლად.

- ალ­ბათ შენ უფ­რო იცი.

- არა, არ ვი­ცი.

- მე კი თა­ვი მო­მა­ბეზ­რა...

- სა­ინ­ტე­რე­სოა, - გა­­ცი­ნა კაც­მა ცალ­­ბად.

ტე­ლე­ფონ­მა რომ და­იწ­­რი­­ლა, აბ­­ზა­ნა­ში იყო. კარს იქ­­დან ეს­მო­და, ცო­ლი ტე­ლე­ფონ­ზე რო­გორ პა­სუ­ხობ­და: "ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ აბ­­ზა­ნა­შია, თუ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­­ნე­ბით და­რე­კეთ". მე­რე კი ის-ისაა და­სა­წო­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, რომ ის­ევ და­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა.

- დი­ახ...

- რუ­დიკ, გა­მარ­ჯო­ბა, უკ­ვე ჩა­მოხ­ვე­დი? - გა­ის­მა ყურ­მილ­ში გა­ხა­რე­ბუ­ლი ხმა.

- გა­მარ­ჯო­ბა, - უპ­­სუ­ხა კაც­მა მო­რი­დე­ბით, - ვინ ბრძან­დე­ბით?

- ვერ მი­ცა­ნი? ეე, რუ­დიკ... მე ვარ, იო ვარ.

- იო? - კაცს იმ­­ვე წუთს გა­ახ­სენ­და და თა­ვის­და­­ნე­ბუ­რად გა­­ცი­ნა, - გა­მარ­ჯო­ბა, იო... გატყობ უფ­რო შე­სა­ფე­რი­სი სა­ხე­ლი შე­მირ­ჩიე.

- ჰო. მოგ­წონს?

- ასე მა­შინ მე­ძახ­­ნენ, შენ­ხე­ლა რომ ვი­ყა­ვი.

- გეხ­ვე­წე­ბი? სა­­დან მო­­ტა­ნე...

მე­რე ორ­­ვე­ნი გა­ჩუმ­­ნენ, მაგ­რამ კაც­მა თა­ვი ვერ შე­­კა­ვა და ჰკითხა:

- რაო, იო,რა გინ­და?

- რუ­დიკ, ეგ ქა­ლი შე­ნი ცო­ლია?

- დი­ახ.

- რა­ტომ არ მითხა­რი, ცო­ლი­­ნი თუ იყ­­ვი?

- ბო­დიშს გიხ­დი, - გა­­ცი­ნა კაც­მა, - არ ვი­ცო­დი, ეს შენ­­ვის ასე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი თუ იყო.

- რა თქმა უნ­და, იყო. შენ რა, გიყ­ვარს?

- დი­ახ. იო, მო­მის­მი­ნე, იც­­დე აღ­არ და­მი­რე­კო, სა­ჭი­რო არ არ­ის.

- შე-გე-შინ-დაა?.. - წა­უმ­ღე­რა გო­გომ, - იცი რა, რუ­დიკ, ის­ეთს ნუ­რა­ფერს იფ­იქ­რებ. თუ ასე გინ­და, იც­ხოვ­რე მა­გას­თან, წი­ნა­აღ­­დე­გი არა ვარ. მაგ­რამ, არ და­მი­რე­კოო, აბა ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა! იქ­ნებ საქ­მე­ზე დამ­ჭირ­და და­რეკ­ვა!

- მა­ინც, რა საქ­მე­ზე? - ჰკითხა კაც­მა ღი­მი­ლით.

- რო­გორ თუ რა საქ­მე­ზე? აი მა­გა­ლი­თად, ერ­თი რე­ზერ­ვუ­­რი­დან მე­­რე რე­ზერ­ვუ­არ­ში წყლის გა­და­ქაჩ­ვა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე, - არ და­იბ­ნა გო­გო. - ას­ეთ დროს ხომ შე­იძ­ლე­ბა, არა, ხომ შე­იძ­ლე­ბა?

- არ ვი­ცი...

- რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა. იმ­­სი კი, რუ­დიკ, ნუ შე­გე­შინ­დე­ბა, ის ერ­თია, ჩვენ ორ­ნი ვართ.

- ვინ? - ვერ მი­უხ­­და კა­ცი.

- ვინ და, შე­ნი ცო­ლი.

- ნახ­ვამ­დის, იო.

- და­­ღა­ლე?

- ჰო, და­ვი­ღა­ლე.

- კარ­გი, ხე­ლი ჩა­მო­მარ­­ვი და და­­ძი­ნე.

- ხელს გარ­­მევ.

- იმ­ას კი არ და­­ლა­პა­რა­კო, ხმა არ გას­ცე.

- კარ­გი, - გა­­ცი­ნა კაც­მა, - არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.

ბა­გე­ზე ჯერ ის­ევ ღი­მი­ლი არ მოშ­ლო­და, ცოლ­თან რომ მი­ვი­და:

- იო იყო. ასე იმ გო­გოს ჰქვია... სა­სა­ცი­ლოა, არა?

- ჰო, - გა­მომ­­დე­ლად შე­ხე­და ცოლ­მა.

- ორ რე­ზერ­ვუ­არ­ზე ამ­­ცა­ნა ვერ ამ­ოხ­­ნა. არ ვი­ცი, მგო­ნი მეშ­ვი­დე­შია თუ მერ­ვე­ში.

- რა ქე­ნი, და­ეხ­მა­რე ამ­­ცა­ნის ამ­ოხ­­ნა­ში?

- არა, - თქვა კაც­მა, რა­ღა მახ­სოვს... რე­ზერ­ვუ­არ­ზე კი მარ­­ლაც ძნე­ლი ამ­­სახ­­ნე­ლია.

* * *

ხე­­რი­­ნად ნა­ნა­თიც არ იყო, ტე­ლე­ფონ­მა რომ და­რე­კა. არა, ნა­ნა­თი კი არა, ქა­ლაქს ჯერ ის­ევ ღრმა ძი­ლით ეძ­­ნა. ლო­გი­ნი­დან წა­მოდ­გა და მო­პირ­და­პი­რე სახლს გა­ხე­და - ფან­­რებ­ში სი­ნათ­ლის ჭა­ჭა­ნე­ბა არ ჩან­და. ტე­ლე­ფო­ნი კვლავ გა­­ჩე­რებ­ლად რე­კავ­და. ყურ­მი­ლი აიღო და სა­ათს შე­ხე­და - ჯერ მხო­ლოდ ექვ­სის ნა­ხე­ვა­რი იყო.

- გის­მენთ! - ჩას­ძა­ხა გაბ­რა­ზე­ბულ­მა ყურ­მილ­ში.

კა­ცი ლა­მის გა­აფ­­­და:

- იო, რას გავს, რა არ­ის ეს!

- რუ­დიკ, - სიტყ­ვა არ და­ამ­თავ­რე­ბი­ნა გო­გომ, - მო­მის­მი­ნე, ნუ ბრა­ზობ, შენ ხომ არც კი იცი, რა მოხ­და.

- რა მოხ­და? - ჰკითხა კაც­მა უკ­ვე ჩამ­ცხ­რალ­მა.

- რუ­დიკ, შენ ახ­ლა რუ­დი­კი კი არა, რუ­დოლ­ფიო ხარ, - გა­მო­უცხა­და ზარ-ზე­­მით, - რუ-დოლ-ფიო! ხომ კარ­გია! ეს-ეს არ­ის მო­ვი­ფიქ­რე. რუ­დოლ­ფი და იო, ესე იგი, რუ­დოლ­ფიო, რო­გორც იტ­­ლი­­ლებ­თა­ნაა. აბა გა­­მე­­რე!

- რუ­დოლ­ფიო, - თქვა კაც­მა და მის ხმა­ში ერთ­­რო­­ლად ბრა­ზიც იყო და სა­სო­წარ­­ვე­თაც.

- სწო­რია. ახ­ლა მე და შენ ერ­თი სა­ხე­ლი გვაქვს. რო­მეო და ჯუ­ლი­­ტა­სა­ვით, ჩვენ ახ­ლა გა­ნუყ­რე­ლე­ბი ვართ. შენც რუ­დოლ­ფიო ხარ და მეც.

- მო­მის­მი­ნე, - თქვა გონ­­მო­სულ­მა კაც­მა, - არ შე­გეძ­ლო, ცო­ტა უფ­რო შე­სა­ფე­რის დროს და­გე­რე­კა?

- ნუ­თუ არ გეს­მის, რომ არ შე­მეძ­ლო. ჰო, არ შე­მეძ­ლო. თან უკ­ვე შე­ნი ად­გო­მის დროც არ­ის. რუ­დოლ­ფიო, იც­­დე რვის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ჩე­რე­ბას­თან გე­ლო­დე­ბი.

- დღეს ტრამ­ვა­ით წას­­ლას არ­სად არ ვა­პი­რებ.

- რა­ტომ?

- დღე­მა­გი­­რი მაქვს.

- ეგ რა­ღაა?

- დღე­მა­გი­­რი რიგ­გა­რე­შე დას­ვე­ნე­ბის დღეა. სამ­სა­ხურ­ში არ მივ­დი­ვარ.

- ჰო? - თქვა გო­გომ, - მაშ მე რა ვქნა?

- არ ვი­ცი, სკო­ლა­ში წა­დი, სხვა რა უნ­და ქნა!

- შენ ცოლ­საც დღე­მა­გი­­რი აქვს?

- არა, ჩემ ცოლს არა.

- თუ ასეა, არა უშ­ავს. ოღ­ონდ არ და­გა­ვიწყ­დეს, რომ მე და შენ ახ­ლა რუ­დოლ­ფიო გვქვია.

- დი­დად მო­ხა­რუ­ლი გახ­ლა­ვართ.

კაც­მა ყურ­მი­ლი და­დო და ჯან­და­ბა-ჯან­და­ბას ძა­ხი­ლით ჩა­ის ას­­დუ­ღებ­ლად სამ­ზა­რე­­ლო­სა­კენ გას­წია. ძი­ლით სუ­ლერ­თია ვე­ღარ და­­ძი­ნებ­და, გარ­და ამ­­სა, მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის სამ ფან­ჯა­რა­ში უკ­ვე სი­ნათ­ლე­­ბი ენ­თო.

* * *

შუ­ად­ღი­სას კარ­ზე და­­კა­კუ­ნეს. კა­ცი ამ დროს იატ­აკს წმენ­­და და კა­რი რომ გა­­ღო, ხელ­ში იატ­­კის სვე­ლი ჩვა­რი ეჭ­­რა.

კარ­თან გო­გო იდ­გა.

- გა­მარ­ჯო­ბა, რუ­დოლ­ფიო.

- შე­ნა ხარ? - გა­ოც­და კა­ცი, - რა იყო, მოხ­და რა­მე?

- მეც შენ­სა­ვით დღე­მა­გი­­რი ავ­­ღე.

ის­­თი სა­ხით იყ­­რე­ბო­და, წმინ­და­ნი გე­გო­ნე­ბო­და, სა­ხე­ში იმ­ის ნა­ტა­მა­ლიც არ ჰქონ­და, რა­საც სინ­დი­სის ქენ­­ნა ჰქვია.

- აი თურ­მე რა, - იხ­ტი­ბა­რი არ გა­­ტე­ხა კაც­მა, - ესე იგი, სე­ირ­ნობ... რა­ხან მოხ­ვე­დი, შე­მობ­­ძან­დი. ახ­ლა­ვე მოვ­­ჩე­ბი.

გო­გო ეგ­რე­ვე, პალ­ტო­­­ნი ჩაჯ­და ფან­ჯა­რას­თან მდგარ სა­ვარ­ძელ­ში. იჯ­და და უყ­­რებ­და, წელ­ში წახ­რი­ლი კა­ცი ჩვრით იატ­აკს რო­გორ წმენ­­და.

- რუ­დოლ­ფიო, ოჯ­­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში, მე მგო­ნი, ბედ­ნი­­რი არა ხარ, - გა­ნუცხა­და ერ­თი წუ­თის შემ­დეგ.

კა­ცი წელ­ში გა­­მარ­თა.

- რა­ტომ?

- იმ­­ტომ, რომ აშ­კა­რაა. მა­გა­ლი­თად, იატ­აკს შენ ყო­ველ­­ვა­რი სი­­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე წმენდ, ბედ­ნი­­რე­ბი კი ასე არ იქ­ცე­ვი­ან.

- სი­სუ­ლე­ლეა, - თქვა კაც­მა ღი­მი­ლით.

- არ მითხ­რა, ბედ­ნი­­რი ვა­რო!

- არ­­ფერ­საც არ გეტყ­ვი.

- აი ხომ ხე­დავ.

- ჯო­ბია გა­­ხა­დო.

- მე შე­ნი მე­ში­ნია, - თქვა გო­გომ, ისე რომ ფან­­რი­სათ­ვის თვა­ლი არ მო­­შო­რე­ბია.

- რაო, რაო?

- შენ ხომ კა­ცი ხარ.

- აი თურ­მე რა, - გა­­ცი­ნა კაც­მა, - მა­შინ აქ მოს­­ლა რო­გორ­ღა გა­ბე­დე?

- მე და შენ ხომ რუ­დოლ­ფიო ვართ.

- აი ეგ კი და­მა­ვიწყ­და. ეგ ჩემ­­ვის მე­ტად სა­პა­სუ­ხის­­გებ­ლო რამ არ­ის.

- რა თქმა უნ­და.

გო­გო გა­ჩუმ­და და ვიდ­რე კა­ცი სამ­ზა­რე­­ლო­ში ვედ­როს აჩ­ხა­რუ­ნებ­და, იჯ­და და ხმას არ იღ­ებ­და. მაგ­რამ, ოთ­ახ­ში რომ შე­მო­ვი­და, იოს პალ­ტო უკ­ვე სა­ვარ­­ლის ზურ­­ზე იყო გა­და­კი­დე­ბუ­ლი, სა­ხე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და სევ­დი­­ნი ჰქონ­და.

- რუ­დოლ­ფიო, იცი, დღეს მე ვი­ტი­რე, - თქვა უც­ებ გო­გომ.

- რა­ტომ, იო?

- იო კი არა, რუ­დოლ­ფიო.

- რა­ტომ, რუ­დოლ­ფიო?

- ჩე­მი უფ­რო­სი დის გა­მო. დღე­მა­გი­ერს რომ ვი­ღებ­დი, მეჩხუ­ბა.

- მე მგო­ნი, შე­ნი და მარ­თა­ლია.

- არა, რუ­დოლ­ფიო, მარ­თა­ლი არ არ­ის, - გო­გო სა­ვარ­­ლი­დან წა­მოდ­გა და ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და, - ერთხელ შე­იძ­ლე­ბა, როგრ არ გეს­მით! აი ახ­ლა შენ რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბი, რომ იც­­დე, რო­გო­რი ბედ­ნი­­რი ვარ...

თქვა და ის­ევ გა­ჩუმ­და. კაც­მა გო­გოს ყუ­რად­ღე­ბით შე­ხე­და. აღ­ელ­ვე­ბულს პალ­ტოს ქვე­ში­დან მკერ­დი იმ ორი პა­ტა­რა ბუ­დე­სა­ვით მო­­ჩან­და, ფრინ­ვე­ლე­ბი ბარ­ტყე­ბის გა­მო­სა­ჩე­კად რომ აგ­­ბენ. "ერთ წე­ლი­წად­ში სა­ხე და­ეხ­ვე­წე­ბა, კი­დევ უფ­რო გა­ლა­მაზ­დე­ბა", - გა­­ფიქ­რა კაც­მა და იმ აზრ­მა, ცო­ტა ხნის შემ­დეგ ამ­ას უკ­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეყ­­ლე­ბაო, გუ­ლი სევ­დით აუვ­სო. მე­რე გო­გოს­თან მი­ვი­და, მხარ­ზე ხე­ლი მოჰ­კი­და და ღი­მი­ლით უთხ­რა:

- ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად იქ­ნე­ბა.

- მარ­­ლა, რუ­დოლ­ფიო?

- რა თქმა უნ­და.

- მჯე­რა, - თქვა გო­გომ.

ის-ისაა უნ­და გაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ გო­გომ და­­ძა­ხა:

- რუ­დოლ­ფიო!

- რა იყო?

- ასე ად­რე რა­ტომ და­ქორ­წინ­დი? კი­დევ ორი წე­ლი და ცო­ლად გა­მოგ­­ვე­ბო­დი.

- ნუ ჩქა­რობ, - უთხ­რა კაც­მა, - მო­ვა დრო და კარგ ბიჭ­ზე გათხოვ­დე­ბი.

- მე მხო­ლოდ შე­ნი ცო­ლო­ბა მინ­დო­და.

- ის ბი­ჭი ჩემ­ზე ათ­ას­ჯერ უკ­­თე­სი იქ­ნე­ბა.

- კი, აბა! არ­ის კი ვინ­მე შენ­ზე უკ­­თე­სი?

- რა თქმა უნ­და.

- ჰო, მაგ­რამ, ის ხომ შენ არ იქ­ნე­ბი, - ამ­­­ოხ­რა გო­გომ.

- მო­დი ჩაი დავ­ლი­ოთ, - შეს­თა­ვა­ზა კაც­მა.

- დავ­ლი­ოთ.

კა­ცი სამ­ზა­რე­­ლო­ში გა­ვი­და და ჩა­­და­ნი ქუ­რა­ზე დად­გა.

- რუ­დოლ­ფიო!

გო­გო წიგ­ნის თა­რო­ებ­თან იდ­გა.

- რუ­დოლ­ფიო, ჩვე­ნი სა­ხე­ლი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. აი შე­ხე­დე, ამ­­ზე უკ­­თე­სი მწერ­ლებ­საც არ ჰქვი­ათ, - თქვა და უც­ებ გა­ჩუმ­და, - შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ამ­ას ერქ­ვას, აი ამ­ას - ეგ-ზიუ-პე-რი... ხომ მარ­­ლა ლა­მა­ზია?

- ჰო, ლა­მა­ზია... რაო არ წა­გი­კითხავს?

- არა.

- წა­­ღე და წა­­კითხე. ოღ­ონდ ყო­ველ­­ვა­რი დღე­მა­გი­­რის გა­რე­შე. შევ­თან­­­დით?

- შევ­თან­­­დით.

გო­გომ პალ­ტოს ჩაც­მა და­იწყო.

- მე­რე­და ჩაი? - შე­ახ­სე­ნა კაც­მა.

- რუ­დოლ­ფიო, ჯო­ბია წა­ვალ, - სევ­დი­­ნად გა­­ღი­მა გო­გომ, ოღ­ონდ ცოლს არ უთხ­რა, რომ აქ ვი­ყა­ვი, კარ­გი, რუ­დოლ­ფიო?

- კარ­გი.

გო­გო რომ წა­ვი­და, კაც­მა მოწყე­ნი­ლო­ბა იგრ­­ნო. გუ­ლი რო­გო­რი­ღაც აუხს­ნე­ლი სევ­დით ჰქონ­და სავ­სე. ჩა­იც­ვა და ქუ­ჩა­ში გა­ვი­და.

* * *

გა­ზაფხუ­ლი უც­ებ დად­გა. რამ­დე­ნი­მე დღე ად­­მი­­ნე­ბი უფ­რო კე­თი­ლე­ბი გახ­­ნენ. იმ­ის გა­მო, რომ გა­ზაფხუ­ლის სიზ­­რებ­მა გა­მოც­დი­ლი მარ­ჩი­­ლი­ვით მათ გუ­ლებს ბედ­ნი­­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უწ­­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა, ეს რამ­დე­ნი­მე დღე მო­ლო­დი­ნი­დან აღს­რუ­ლე­ბა­ში გარ­და­მა­ვალ დღე­­ბად ეს­­ხე­ბო­დათ.

გა­ზაფხუ­ლის ერთ ას­ეთ დღეს, ას­­ღა­მო­­ბულ­ზე, რო­ცა კა­ცი სამ­სა­ხუ­რი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და, ვი­ღაც ხან­დაზ­მულ­მა ქალ­მა გა­­ჩე­რა:

- მე იოს დე­და ვარ, მა­პა­ტი­ეთ, თქვენ მგო­ნი რუ­დოლ­ფიო გქვი­ათ?

- დი­ახ, - თქვა ღი­მი­ლით კაც­მა.

- მე თქვენ ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლის­გან გიც­ნობთ. ამ ბო­ლო დროს ძალ­ზე ბევრს ლა­პა­რა­კობს თქვენს შე­სა­ხებ. მე კი...

ქა­ლი შე­ყოყ­მან­და და კა­ცი მიხ­­და, რომ მას უჭ­ირ­და იმ შე­კითხ­ვის დას­მა, რის გა­გე­ბაც მის­­ვის, დე­დი­სათ­ვის, ასე აუც­­ლე­ბე­ლი იყო.

- ნუ ღე­ლავთ, - და­ამ­­ვი­და რუ­დოლ­­მა, - მე და იო, უბ­რა­ლოდ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, ცუ­დი არ­­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- რა თქმა უნ­და, - აწ­რი­ალ­და ქა­ლი, - მაგ­რამ იო ის­­თი თავ­ნე­ბაა, არ­­ფერს გვი­ჯე­რებს. იც­ით, ის­ეთ ას­აკ­შია... მე­ში­ნია რა­­მე სი­სუ­ლე­ლე არ ჩა­­დი­ნოს... ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ის მა­ფიქ­რებს, არც კლას­სა და არც თა­ნა­ტო­ლებს შო­რის ამ­ხა­ნა­გი არ ჰყავს.

- აი ეგ კი ცუ­დია.

- ჰო, მაგ­რამ, თქვენ ხომ მას­ზე დი­დი გავ­ლე­ნა გაქვთ, აი თქვენ რომ და­­ლა­პა­რა­კე­ბო­დეთ...

- უს­­თუ­ოდ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, - შეჰ­პირ­და კა­ცი, - თუმ­ცა, ვფიქ­რობ, იო შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­გოა, ტყუ­­ლად ნერ­ვი­­ლობთ.

- არ ვი­ცი.

- ნახ­ვამ­დის, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

* * *

გა­დაწყ­ვი­ტა არ გა­და­­დო და ახ­ლა­ვე და­­რე­კა, მით უმ­­ტეს, ცო­ლი ახ­ლა შინ არ ეგ­­ლე­ბო­და.

- რუ­დოლ­ფიო! - გა­ხა­რე­ბულ­მა უპ­­სუ­ხა გო­გომ, - რა კარ­გია, რომ და­რე­კე... რუ­დოლ­ფიო, მე კი ის­ევ ვი­ტი­რე.

- იტ­­რე? რა­ტომ? აბა ამ­დე­ნი ტი­რი­ლი ვის გა­­გო­ნია? - თქვა კაც­მა.

- ეს სულ იმ "პა­ტა­რა პრინ­ცის" გა­მო. მე­ცო­დე­ბა. ხომ მარ­თა­ლია, ის ხომ მარ­­ლა იყო ჩვენს დე­და­მი­წა­ზე?

- მე მგო­ნი, კი.

- მეც ასე მგო­ნია. ჩვენ კი არ ვი­ცო­დით. გა­ნა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა არ არ­ის? ეგ­ზი­­პე­რი რომ არა, ვერც ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებ­დით. ტყუ­­ლად ხომ არ ჰქვია ჩვენ­სა­ვით ლა­მა­ზი სა­ხე­ლი.

- ჰო.

- იცი კი­დევ რა­ზე ვფიქ­რობ? კარ­გია სულ ასე პა­ტა­რა პრინ­ცად რომ რჩე­ბა, თო­რემ ხომ შე­იძ­ლე­ბა მე­რე ის­იც სხვე­ბი­ვით ჩვე­­ლებ­რი­ვი გამ­­და­რი­ყო, ირგ­­ლივ ხომ ის­­დაც უამ­რა­ვი ჩვე­­ლებ­რი­ვი ად­­მი­­ნია.

- არ ვი­ცი.

- მე კი ვი­ცი.

- "ად­­მი­­ნე­ბის პლა­ნე­ტა" თუ წა­­კითხე?

- რუ­დოლ­ფიო, ყვე­ლა­ფე­რი წა­ვი­კითხე. ეგ­ზი­­პე­რი ნამ­­ვი­ლი ბრძე­ნია, თან ძა­ლი­ან კე­თი­ლი. გახ­სოვს? ბარ­კას გა­მო­ის­ყი­დი­ან და ფულ­საც აძ­ლე­ვენ, ის კი ამ ფულს გო­გო-ბი­ჭე­ბის ფეხ­საც­მელ­ში ხარ­ჯავს, თვი­თონ კა­პიკ­საც არ იტ­­ვებს.

- ჰო, - თქვა კაც­მა. - ბო­ნა­ფუ­სი თუ გახ­სოვს? აი ის, არ­­ბებს რომ ძარ­­ვავს. არ­­ბებს კი თან სძულთ და თან უყ­ვართ კი­დე­ვაც.

- იმ­­ტომ, რომ მის გა­რე­შე უდ­აბ­ნო მათ­­ვის ძალ­ზე ჩვე­­ლებ­რი­ვი და მო­საწყე­ნი იქ­ნე­ბო­და. ის ხომ მას თან სა­შიშს ხდის, თა­ნაც რო­მან­ტი­ულ იერს აძ­ლევს.

- ყო­ჩაღ, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე კარ­გად გეს­მის.

- რუ­დოლ­ფიო... - თქვა გო­გომ და გა­ჩუმ­და.

- გის­მენ.

გო­გო დუმ­და.

- რუ­დოლ­ფიო, - თქვა კაც­მა რა­ტომ­ღაც აღ­ელ­ვე­ბულ­მა, - ახ­ლა­ვე ჩემ­თან მო­დი, მარ­ტო ვარ.

* * *

გო­გო სა­ვარ­ძელ­თან მი­ვი­და და დაჯ­და, თან სულ აქ­ეთ-იქ­ით იყ­­რე­ბო­და.

- ასე გა­ჩუ­მე­ბუ­ლი რა­ტომ ხარ? - ჰკითხა კაც­მა.

- მარ­­ლა შინ არ არ­ის?

- ვინ? ცო­ლი?

- ჰო, აბა ვინ!

- არა.

- ის შე­ნი ცო­ლი ნამ­­ვი­ლი მიმ­რაა.

- რა?

- რა და, მიმ­რა.

- ეგ სიტყ­ვა სა­­დან­ღა მო­­ტა­ნე?

- დი­დი რუ­სუ­ლი ენ­­დან. მის­­ვის იქ ამ­­ზე შე­სა­ფე­რი­სი არ­­ფე­რი არ არ­ის.

- იო, აბა ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა!

- იო კი არა, რუ­დოლ­ფიო.

- ჰო, რუ­დოლ­ფიო.

- ამ­ას წი­ნათ დავ­რე­კე და მას­თან მოვ­­­დი. იცი რა მითხ­რა? თუ რე­ზერ­ვუ­­რე­ბის გა­მო რე­კავ, გი­ჯობს მას­წავ­ლე­ბელს მი­მარ­თოო. მე მგო­ნი, ეჭ­ვი­­ნობს.

- არა, არა მგო­ნია.

- რუ­დოლ­ფიო, ხომ ვჯო­ბი­ვარ, ხომ მარ­­ლა ვჯო­ბი­ვარ?.. ჯერ ხომ არ დავ­ქა­ლე­ბულ­ვარ, ჯერ ხომ ჩემ­­ვის ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა.

კაც­მა გა­­ღი­მა და თა­ვი და­უქ­ნია.

- აი ხომ ხე­დავ... მე მგო­ნი, დროა დას­ცილ­დე.

- რა სი­სუ­ლე­ლეს ბო­დავ! - გა­აწყ­ვე­ტი­ნა კაც­მა, - ძა­ლი­ან ბევრ უფ­ლე­ბას გაძ­ლევ...

- გიყ­ვარ­ვარ და იმ­­ტომ, არა?

- არა, მხო­ლოდ იმ­­ტომ, რომ მე­გობ­რე­ბი ვართ.

გო­გო შუბ­­შეკ­რუ­ლი იჯ­და და დუმ­და, მაგ­რამ აშ­კა­რა იყო, რომ ეს დიდ­ხანს არ გაგ­­ძელ­დე­ბო­და,

- რა ჰქვია?

- ვის? ჩემ ცოლს?

- რა თქმა უნ­და.

- კლა­ვა.

- ძა­ლი­ან მა­გა­რია...

- კმა­რა, გე­ყო­ფა! - გაბ­რაზ­და კა­ცი.

გო­გო წა­მოდ­გა, წუ­თით თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და უც­ებ თქვა:

- რუ­დოლ­ფიო, არ­­ნორ­მა­ლუ­რი ვარ, მა­პა­ტიე, არ მინ­დო­და...

- ოღ­ონდ არ იღ­რი­­ლო, - გა­აფ­­თხი­ლა კაც­მა.

- არა, არ ვიღ­რი­­ლებ.

გო­გო გან­ზე გად­გა და ფან­­რის­კენ შეტ­რი­ალ­და.

- რუ­დოლ­ფიო, მო­დი შევ­თან­­­დეთ - დღეს შენ­თან არ ვყო­ფილ­ვარ, არც არ­­ფე­რი მით­­ვამს, კარ­გი?

- კარ­გი.

- ჩათ­ვა­ლე, რომ "მშვი­დო­ბით" ტე­ლე­ფონ­ზე გითხა­რი.

- კარ­გი.

და გო­გო წა­ვი­და.

ხუ­თი წუ­თიც არ იყო გა­სუ­ლი, რომ ტე­ლე­ფონ­მა და­იწ­­რი­­ლა.

- მშვი­დო­ბით, რუ­დოლ­ფიო.

- მშვი­დო­ბით.

თქვა კაც­მა და შე­­ცა­და, მაგ­რამ გო­გომ ყურ­მი­ლი უკ­ვე და­კი­და.

* * *

ამ­ის მე­რე აღ­არ და­­რე­კავს. რო­ცა მზის სას­წორ­ზე ზამ­თა­რი გა­ზაფხულ­მა გა­და­წო­ნა, კაცს ის­ევ გამ­­ზავ­რე­ბა მო­­წია და უკ­ან მხო­ლოდ მა­ის­ში დაბ­რუნ­და. ამ­ის გა­მო და კი­დევ იმ­ის გა­მო, რომ ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი სა­მუ­შაო ჰქონ­და, გო­გო დი­დი ხა­ნია არ ენ­­ხა. ყო­ველ გახ­სე­ნე­ბა­ზე - ხვალ დავ­რე­კავ, ხვალ დავ­რე­კა­ვო, მაგ­რამ ვერც ხვალ და­­რე­კა და ვერც ზეგ.

ბო­ლოს შემ­თხ­ვე­ვით ტრამ­ვა­­ში შეხ­­და. და­­ნა­ხა თუ არა, ხალ­ხით სავ­სე ვა­გონ­ში მის­კენ მო­უთ­მენ­ლად გას­წია - ხომ შე­იძ­ლე­ბა, სხვა გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მო­ვი­დე­სო, - შე­­შინ­და. იც­­და, ვერ გა­ბე­დავ­და და უკ­ან ვერ გა­­კი­დე­ბო­და. მაგ­რამ, გო­გო არ ჩა­სუ­ლა და კაც­მა იგრ­­ნო, რომ ამ ამ­ბავ­მა იმ­­ზე მე­ტად გა­­ხა­რა, ვიდ­რე ამ­ას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ითხოვ­და.

- გა­მარ­ჯო­ბა, იო, - უთხ­რა კაც­მა და მხარ­ზე ხე­ლი შე­­ხო.

გო­გო შე­ში­ნე­ბუ­ლი მიტ­რი­ალ­და, კაცს შე­ხე­და, ჯერ ოდ­ნავ შეც­ბა, მაგ­რამ გა­ხა­რე­ბულ­მა მა­შინ­ვე თა­ვი და­უქ­ნია.

- იო კი არა, რუ­დოლ­ფიო, მე და შენ ხომ ის­ევ მე­გობ­რე­ბი ვართ, ხომ ასეა?

- რა თქმა უნ­და, ასეა, რუ­დოლ­ფიო.

- წა­სუ­ლი იყ­­ვი?

- დი­ახ.

- მე კი ერთხელ და­გი­რე­კე, მაგ­რამ შინ არ იყ­­ვი.

- უკ­ვე ერ­თი კვი­რაა აქა ვარ.

ვა­გო­ნი ხალ­ხით იყო სავ­სე, ხან ვინ გაჰ­­რავ­დათ მხარს და ხან ვინ. ამ­ის გა­მო იძ­­ლე­ბუ­ლი გახ­­ნენ, ისე ახ­ლოს მი­სუ­ლიყ­­ნენ ერთ­მა­ნეთ­თან, რომ გო­გო თა­ვით კაცს ნი­კაპ­ზე ეხ­­ბო­და, ხო­ლო რო­ცა თავს ას­წევ­და, კა­ცი კი და­იხ­რე­ბო­და, რა­თა მი­სი ნათ­­ვა­მი გა­­გო, უხ­ერ­ხუ­ლო­ბი­სა­გან თვა­ლე­ბი ორ­­ვეს აქ­ეთ-იქ­ით გა­ურ­ბო­და.

- რუ­დოლ­ფიო, გინ­და რა­ღაც გითხ­რა? - უთხ­რა გო­გომ.

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მინ­და.

გო­გომ თა­ვი ის­ევ ას­წია და სა­ხე სა­ხეს­თან ისე ახ­ლოს მი­­ტა­ნა, რომ კაც­მა თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა.

- იცი, სულ მე­ნატ­რე­ბი, რუ­დოლ­ფიო.

- სუ­ლე­ლი ხარ... - თქვა კაც­მა.

- ვი­ცი, - ამ­­­ოხ­რა გო­გომ, - მე ხომ სხვა ბი­ჭი არ­­ვინ მე­ნატ­რე­ბა, ას წე­ლი­წად­საც არ­­ვინ მჭირ­დე­ბა.

ტრამ­ვაი გა­ჩერ­და და ორ­­ვე­ნი ჩა­ვიდ­ნენ.

- ახ­ლა იმ შენს კლა­ვას­თან წახ­ვალ, არა? - ჰკითხა გო­გომ.

- არა, არ წა­ვალ, მო­დი გა­ვი­სე­ირ­ნოთ.

მდი­ნა­რი­სა­კენ იმ მხა­რეს შე­უხ­ვი­ეს, სა­­თაც უშ­­ნი ად­გი­ლი იწ­ყე­ბო­და. მი­დი­ოდ­ნენ უგ­ზოდ, უბ­­ლი­კოდ, კოლ­ბო­ხებ­სა და ნაგ­ვის გრო­ვებს ახ­ტე­ბოდ­ნენ. მე­რე კაც­მა ხელ­ში ხე­ლი მოჰ­კი­და და ნაქ­ცე­ვებ­ზე გა­დას­­ლა­ში მი­ეხ­მა­რა.

გო­გო და­დუმ­და. და კაც­მა იგრ­­ნო, რომ ის­იც ისე ღა­ლავ­და, რო­გორც თვი­თონ... ის­იც მა­სა­ვით მღელ­ვა­რე, და­­­კე­ბე­ლი ფო­რი­­ქით იყო სავ­სე.

მე­რე ფლა­ტეს­თან გა­ვიდ­ნენ. იდგ­ნენ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი და მდი­ნა­რეს ჩაჰ­ყუ­რებ­­ნენ. ზოგ­ჯერ გა­ხე­დავ­­ნენ მდი­ნა­რის გაღ­მა სივ­­ცეს და ის­ევ მდი­ნა­რეს ჩა­აც­ქერ­დე­ბოდ­ნენ.

- რუ­დოლ­ფიო, - ვე­ღარ მო­ით­მი­ნა გო­გომ, - ჩემ­­ვის ჯერ არ­­ვის უკ­ოც­ნია.

კა­ცი და­­ხა­რა და ლო­ყა­ზე აკ­­ცა.

- ტუ­ჩებ­ში მა­კო­ცე, - სთხო­ვა გო­გომ.

- ტუ­ჩებ­ში მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ად­­მი­ანს ჰკოც­ნი­ან, - ძლივს ამ­­ღერ­ღა კაც­მა.

- მა­შინ მე...

გო­გოს შე­­კან­კა­ლა და შე­ში­ნე­ბულ­მა კაც­მა უც­ებ გა­­გო - დი­ახ, კი არ იგრ­­ნო, არ­­მედ გა­­გო, გო­გომ რო­გორ გა­არ­ტყა. ერ­თი გემ­რი­­ლად უს­­ლა­ქა და გა­იქ­ცა - უშ­ენ­ზე, ოღ­რო­ჩოღ­რო­ზე, გა­ექ­ცა მო­ლო­დინს და მღელ­ვა­რე­ბას.

ის კი იდ­გა და უყ­­რებ­და, გო­გო რო­გორ გარ­ბო­და, მაგ­რამ და­ძა­ხე­ბას ვერ ბე­დავ­და, ვერ ბე­დავ­და გაჰ­კი­დე­ბო­და და დას­წე­­და. კა­ცი კი­დევ დიდ­ხანს იდ­გა დაც­ლი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვი ეზ­იზ­ღე­ბო­და.

* * *

ეს ამ­ბა­ვი შა­ბათ დღეს მოხ­და. კვი­რას, დი­ლა­ად­რი­­ნად კი იოს დე­დამ და­­რე­კა:

- რუ­დოლ­ფიო, მა­პა­ტი­ეთ, ალ­ბათ გა­გაღ­ვი­ძეთ.

ქალს დაბ­ნე­­ლი, აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და.

- გის­მენთ, - თქვა კაც­მა.

ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო კი­დევ რა­ღაც ეთქ­ვა, მაგ­რამ...

- ყვე­ლა­ნი სა­სო­წარ­­ვე­თი­ლე­ბი ვართ, არ ვი­ცი, რა ვი­ღო­ნოთ, პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა ასე რომ...

- დამ­­ვიდ­დით, - უთხ­რა ბო­ლოს კაც­მა, - ღა­მე შე­იძ­ლე­ბა ამ­ხა­ნაგ­თან გა­­თია.

- არ ვი­ცი...

- მე მგო­ნი, ასეა. ორ სა­ათ­ში თუ არ გა­მოჩ­­და, მოვ­ძებ­ნოთ. ოღ­ონდ ჯერ დამ­­ვიდ­დით. ორი სა­­თის შემ­დეგ და­გი­რე­კავთ.

კაც­მა ყურ­მი­ლი და­დო და ჩა­ფიქ­­და. "შენც დამ­­ვიდ­დი, იქ­ნებ მარ­­ლა ამ­ხა­ნაგ­თან გა­­თია?" - უთხ­რა თა­ვის თავს, მაგ­რამ ვერ დამ­­ვიდ­და, პი­რი­ქით, იგრ­­ნო, ნერ­ვი­ულ­მა კან­კალ­მა რო­გორ აიტ­­ნა. ცო­ტა რომ დამ­­ვი­დე­ბუ­ლი­ყო, სტვე­ნა-სტვე­ნით სა­კუჭ­ნა­­ში გა­ვი­და და თა­ვის ძველ, სკო­ლამ­დელ სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ქექ­ვას მოჰ­­ვა.

ტე­ლე­ფო­ნი დუმ­და. სამ­ზა­რე­­ლოს კა­რი ჩა­კე­ტა და ალ­გებ­რის სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო გა­და­ფურ­­ლა. აი, ის­იც: ერ­თი რე­ზერ­ვუ­­რი­დან ორი სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალს მე­­რე რე­ზერ­ვუ­არ­ში თუ გა­დავ­ქა­ჩავთ...

უც­ებ ტე­ლე­ფო­ნი აწკ­რი­ალ­და:

- მო­ვი­და, - თქვა დე­დამ, თა­ვი ვერ შე­­კა­ვა და ატ­ირ­და.

კა­ცი გა­ჩუ­მე­ბუ­ლი უს­მენ­და.

- რუ­დოლ­ფიო, ძა­ლი­ან გთხოვთ, მობ­­ძან­დით ჩვენ­თან.

და ქა­ლი ის­ევ ატ­ირ­და:

- გო­გოს რა­ღაც და­­მარ­თა...

* * *

შე­ვი­და თუ არა, ნე­ბარ­­ვა არ უთ­ხო­ვია, ლა­ბა­და მა­შინ­ვე გა­იძ­რო და დე­დამ ქა­ლიშ­ვი­ლის ოთ­­ხის კარ­ზე უს­იტყ­ვოდ მი­­თი­თა.

იო მუხ­ლებ­შე­კე­ცი­ლი სა­წოლ­ზე იჯ­და, აქ­ეთ-იქ­ით ირ­წე­­და და გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ფან­ჯა­რა­ში იყ­­რე­ბო­და.

- რუ­დოლ­ფიო, - და­­ძა­ხა კაც­მა.

გო­გო მის­კენ უს­იტყ­ვოდ შე­მობ­რუნ­და.

- რუ­დოლ­ფიო!

- თა­ვი და­მა­ნე­ბე! - თქვა გო­გომ და სა­ხე ზიზ­ღით და­­მან­ჭა, - რუ­დოლ­ფიო კი არა, ჩვე­­ლებ­რი­ვი რუ­დოლ­ფი ხარ, გეს­მის? ჩვე­­ლებ­რი­ვი რუ­დოლ­ფი...

დარ­ტყ­მა იმ­დე­ნად ძლი­­რი იყო, რომ კა­ცი შეც­ბა, მაგ­რამ, შე­­ცა­და თავს მო­რე­­და, ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და და რა­ფას ჩა­მო­ეყ­­­ნო.

გო­გო ის­ევ წინ და უკ­ან ირ­წე­­და, ფან­ჯა­რა­ში კაცს მიღ­მა სივ­­ცეს ჯი­­ტად გას­­ქე­რო­და.

- კარ­გი, ასე იყ­ოს, ოღ­ონდ ამ­იხ­სე­ნი, წუ­ხე­ლი სად იყ­­ვი? - თქვა კაც­მა.

- წა­დი, ჯან­და­ბა­ში წა­დი, - დაღ­ლი­ლად უპ­­სუ­ხა გო­გომ, ისე რომ, არც კი შე­­ხე­დავს.

კაც­მა თა­ვი და­აქ­ნია. დე­დის მდუ­მა­რე შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი არ გა­­ცია, სა­კი­დი­დან ლა­ბა­და ჩა­მო­­ღო, კი­ბე­ზე და­ეშ­ვა და წა­ვი­და... წა­ვი­და ჯან­და­ბა­ში... კვი­რა დღე ის-ის იყო თენ­დე­ბო­და. ქუ­ჩა­ში არ­­ვინ იყო. უშ­­ნი ად­გი­ლი გა­­­რა და მდი­ნა­რის ნა­პი­რის­კენ რომ და­ეშ­ვა, უც­ებ გა­­ფიქ­რა: მე­რე? მე­რე სად­ღა წა­ვალ?

© ”არილი”

No comments: