Monday, March 10, 2008

რო­ბერ­ტო არლ­ტი

კუზიანი

(ნაწილი II )



ეს­პა­ნუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა ქე­თი კუ­პა­ტა­ძემ



ხან­და­ხან ვფიქ­რობ­დი, რომ მა­საც ვე­ჯავ­რე­ბო­დი. ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე სა­ეჭვოდ უჩ­ან­და და ეშ­ი­ნო­და, ჩემ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი იმ­ე­დე­ბი ფუ­ჭი არ გა­მომ­დ­გა­რი­ყო. თუმცა, რაც უფ­რო იზრ­დე­ბო­და ჩვენს შო­რის გა­უცხო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მწვა­ვე დაპ­ი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ქალ­ბა­ტო­ნი X-ი მით უფ­რო თა­ვა­ზი­ა­ნად მეპყ­რო­ბო­და; იგი ჩემ­და­მი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის დიდ ყუ­რად­ღე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და, ინ­ტე­რეს­დე­ბოდა ჩე­მი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით გულ­ჩ­ვილ მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს მა­გონებ­და - უშ­ვე­ლე­ბე­ლი ობ­ო­ბა­სა­ვით მატყ­ვე­ვებ­და მის მი­ერ მოქ­სო­ვილ ვალ­დე­ბუ­ლებათა ქსელ­ში; მო­უ­რი­დე­ბე­ლი და შა­ვი თვა­ლე­ბით მუდ­მი­ვი ყუ­რად­ღე­ბის ქვეშ მაქ­ცევდა – გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იქ­ე­ქე­ბო­და ჩემს სულ­ში და გა­მოწ­ვ­ლილ­ვით აან­ა­ლი­ზებ­და ყოველ ჩემს ნა­ბიჯს. ხან­და­ხან, რო­დე­საც გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა მის­თ­ვის აუტ­ა­ნე­ლი ხდე­ბოდა, ფრთხი­ლად შე­მო­მა­პა­რებ­და ხოლ­მე:

- არ მეშ­ვე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი, მე­კითხე­ბი­ან, თხოვ­დე­ბა თუ არა ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი..., მე კი, რა ვუ­პა­სუ­ხო?! ან კი: - უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ჩემს გო­გოს და­ეწყო მზი­თევ­ზე ფიქ­რი, არა?

ქალ­ბა­ტო­ნი X-ი ამ­ას ამ­ბობ­და და თან ცდი­ლობ­და ჩე­მი თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბით ან სახის ერ­თი პა­ტა­რა ნერ­ვის გა­ტო­კე­ბით მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, ვა­პი­რებ­დი თუ არა მის მი­ერ ძა­ლით თავ­მოხ­ვე­უ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გრძნობ­და, რომ სი­მარ­თ­ლეს თვალს ვერ გა­უს­წო­რებ­და და ერ­ჩივ­ნა ერწ­მუ­ნა ჩე­მი პა­ტი­ოს­ნე­ბა. სა­კუ­თარ თავს ძა­ლას ატ­ანდა, რომ სიმ­შ­ვი­დე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ მის თა­ვა­ზი­ან სა­უ­ბარ­ში ხან­და­ხან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ტო­ნიც გა­მოკ­რ­თე­ბო­და ხოლ­მე. ას­ეთ დროს იგი სწრა­ფად ამ­ეტყ­ველ­დებოდა, გე­გო­ნე­ბო­დათ ნაჩ­ქა­რე­ვად გან­დობთ ამა თუ იმ ჭორ­სა თუ სა­ი­დუმ­ლო­სო. ლა­პარაკ­ი­სას თავს მარ­ჯ­ვ­ნივ ხრი­და, ენ­ით გამ­შ­რალ ტუ­ჩებს ის­ვე­ლებ­და და ვერ ფა­რავ­და ცხო­ვე­ლურ ინს­ტინქტს, რო­მე­ლიც მას­ში ჩე­მი მოკ­ვ­ლის ან სას­ტი­კად დას­ჯის ჟინს გა­მო­ეწ­ვია.

მო­ძა­ლა­დეც იყო და უნ­ა­მუ­სოც: მარ­წ­მუ­ნებ­და, რომ იზ­ი­ა­რებ­და ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. მერ­წ­მუ­ნეთ, ორ ად­ა­მი­ანს ერთმა­ნე­თი შე­იძ­ლე­ბა შეს­ძულ­დეს სულ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო. ყვე­ლა ჩვენგა­ნის ქვეც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ლე­ქი­ლი ღვარ­ძ­ლი და ზიზ­ღი, თუ სხვა გზა ვერ იპ­ო­ვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იდ­ე­ე­ბის სარ­ქ­ვე­ლით მო­ა­ხერ­ხებს ზე­და­პირ­ზე ამ­ო­ხეთ­ქ­ვას.

ქა­ლი, რო­მელ­საც სძულ­და ბოლ­შე­ვი­კე­ბი, ყუ­რად­ღე­ბით მის­მენ­და ხოლ­მე, რო­დე­საც ტროც­კი­სა და სტა­ლი­ნის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დი; სა­ბო­ლო­ოდ, ლე­ნი­ნი­თაც კი დავა­ინ­ტე­რე­სე ჩვე­ნი კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი მთავ­რო­ბის მას­ხა­რე­ბის ეს მხურ­ვა­ლე მხარდამ­ჭე­რი.

მი­სი ინ­ტე­რე­სი და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მზად­ყოფ­ნა, რომ ჩემ პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ეძ­ლო აზროვ­ნე­ბაც კი შე­ეც­ვა­ლა, ყალ­ბი იყო. თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად და შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვგრძნობ­დი ამ ქალ­ბა­ტო­ნის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მე რომ მეთ­ქ­ვა დღე­ზე ღა­მეაო, მი­პა­სუ­ხებდა:

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ვერც კი შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ მზე უკ­ვე ჩა­სუ­ლა.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მი­სი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი ჩე­მი და­ო­ჯა­ხე­ბა იყო. მას მე­რე სახლი­და­ნაც წიხ­ლის­კ­ვ­რით გა­მაგ­დებ­და და პა­სუხ­საც მა­გე­ბი­ნებ­და გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბული ნიშ­ნო­ბი­სათ­ვის.

იგი თან­და­თან ხვეწ­და და ამ­აგ­რებ­და ჩემს გარ­შე­მო ნაქ­სოვ ხლართს, უხ­ი­ლა­ვი ბაწრით მა­ბამ­და. ყო­ველ­დ­ღი­უ­რად კი­დევ ერთ კვანძს ამ­ა­ტებ­და თა­ვის ბა­დეს. მე კი მოწყე­ნი­ლი ვუ­ყუ­რებ­დი, თუ რო­გორ ას­ა­ლა­ში­ნებ­დ­ნენ ჩე­მი კუ­ბოს ფიც­რებს, რომ­ლი­თაც მა­ლე ალ­ბათ მი­წას მი­მა­ბა­რებ­დ­ნენ.

ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბო­და, რომ იმ­ათ სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნის შემ­დეგ, ის ცო­ტა­ო­დე­ნი პა­ტი­ოსნე­ბაც კი, რაც შემ­რ­ჩე­ნო­და, უკ­ვა­ლოდ გაქ­რე­ბო­და. ორი ქა­ლი – დე­და­ცა და შვი­ლიც – მით­რევ­და თა­ვი­ან­თი მდა­ბიო, ამაო და უფ­ე­რუ­ლი არ­სე­ბო­ბის ამ­ყა­ყე­ბულ ჭა­ობ­ში – ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უზ­არ­მა­ზარ წყალ­სა­ცავ­ში, სა­დაც ეკ­ო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლემებ­ით დატ­ვირ­თუ­ლი, ცოცხალ მან­ქა­ნე­ბად ქცე­უ­ლი კა­ცე­ბი იხრ­ჩო­ბოდ­ნენ; კა­ცე­ბი, რომელ­თაც ცო­ლე­ბი და სი­დედ­რე­ბი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ საყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ სახ­ლ­ში ცო­ტა ფულის შე­მო­ტა­ნი­სა და გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბი­სათ­ვის.

დი­დი ხა­ნია მივ­ხ­ვ­დი, რომ ამგ­ვა­რი მო­ნო­ბის­თ­ვის არ ვარ გა­ჩე­ნი­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმ­ით და­ვას­რუ­ლო, რომ მა­ტა­რებ­ლის ლი­ან­და­გებ­თან ან ტრი­ალ მინ­დორ­ში მე­ძი­ნოს და არ­ას­დ­როს მქონ­დეს ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, რომ­ლის უკ­ა­ნა სკამ­ზე ჩე­მი პატა­რა შვი­ლი იჯ­დე­ბა. ჩემ­თ­ვის ამ ტი­პის სი­ა­მა­ყე გა­უ­გე­ბა­რია. ერ­თა­დერ­თი გრძნობა, რო­მე­ლიც მიჩ­ნ­დე­ბა ვი­ღაც ოჯ­ა­ხის კა­ცის და­ნახ­ვი­სას, არ­ის სირ­ცხ­ვი­ლი და შებრა­ლე­ბა. ხში­რად მით­ქ­ვამს, რომ ის ხალ­ხი, რო­მელ­საც თა­ვი ბედ­ნი­ე­რი ჰგო­ნია, სუ­ლელი უნ­და იყ­ოს-თქო სი­ხა­რუ­ლის მა­გივ­რად, ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბი­სას ცხა­რე ცრემ­ლებს უნ­და ვღვრი­დეთ – ამ ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა კი­დევ ერ­თი საწყა­ლი და სუს­ტი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე, მწი­რი, ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბის გარ­და, ათ­ას­გ­ვარ ტან­ჯ­ვასა და ტკი­ვილს გა­მო­ივ­ლის.

ასე რომ, მა­შინ, რო­დე­საც ეს "მშვე­ნი­ე­რი არ­სე­ბა", ჩემ­ზე მო­ჯაჭ­ვუ­ლი, თვით ოც­ნებობ­და ვარ­დის­ფერ მო­მა­ვალ­ზე, მე მა­რად­მ­წ­ვა­ნე მი­რო­ნის ხეს მივ­შ­ტე­რე­ბო­დი და იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, თუ სად მო­მე­ძებ­ნა ფხა­ა­ლე­სი­ლი ყა­მა, რომ ობ­ო­ბის ქსე­ლის სულ უფრო და უფ­რო მჭიდ­როდ ნაქ­სო­ვი ხლარ­თი გა­მერ­ღ­ვია. ქსო­ვი­ლის გაჭ­რის ხერ­ხი სწორედ მა­შინ მო­მა­გონ­და, რო­დე­საც კუ­ზი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი.

ერ­თი "აზ­რი" მო­მი­ვი­და თავ­ში – აზ­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბა­ლა­ხის ფეს­ვი­ვით პატა­რა იყო, მაგ­რამ თან­და­თან გა­ი­ზარ­და ჩემს გო­ნე­ბა­ში, და­ი­ტო­ტა და ფეს­ვი გა­იდგა ჩე­მი ტვი­ნის ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ უჯ­რე­დებ­ში. ეს "აზ­რი" ჯერ უც­ნა­უ­რიც კი იყო, მაგრამ, მე­რე­და­მე­რე გა­ვი­თა­ვი­სე ისე, რომ მა­ლე სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი მეჩ­ვე­ნა და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და­ვიწყე ფიქ­რი.

ეს ერ­თობ ვე­რა­გუ­ლი იდეა მდგო­მა­რე­ობ­და იმ­ა­ში, რომ ჩე­მი სა­ცო­ლის სახ­ლ­ში მი­მეყვა­ნა კუ­ზი­ა­ნი, რო­მელ­საც უნ­და გა­მო­ეწ­ვია არ­ნა­ხუ­ლი, კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მქო­ნე სკან­და­ლი. შე­საძ­ლო გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბი­სას, აზრად მო­მი­ვი­და ჩე­მი სა­ცო­ლი­სათ­ვის ყოვ­ლად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, თუმ­ცა ფრი­ად სა­ინტე­რე­სო იდეა: ახ­ალ­გაზ­რ­და ქალს, კუ­ზი­ა­ნი­სად­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის მიზნით, რაც რა თქმა უნ­და ყალ­ბი და ნა­ძა­ლა­დე­ვი იქ­ნე­ბო­და, მის­თ­ვის უნ­და ეკ­ოც­ნა. პირვე­ლი კოც­ნა, რო­მე­ლიც ჯერ მეც კი არ მე­გე­მა, წი­ლად უნ­და ხვდო­მო­და ამ­აზ­რ­ზენ არსე­ბას – გონჯს, რომ­ლი­სად­მიც არ­ა­ვის არ­ას­დ­როს გა­მო­ე­ჩი­ნა კე­თილ­გან­წყო­ბა და რომ­ლის­თ­ვი­საც უც­ხო იყო ამქ­ვეყ­ნი­უ­რი სიტ­კ­ბო­ე­ბა.

ამ "აზ­რით" (თუ ას­ეთ ცბი­ერ იდ­ე­ას "აზ­რი" შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქ­ვათ) აღ­ტა­ცე­ბუ­ლი გა­ვე­მარ­თე კა­ფე­ში რი­გო­ლე­ტოს სა­ნა­ხა­ვად. ჩემს გვერ­დით რომ მო­კა­ლათ­და, გან­ვუცხა­დე:

- ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, არც ერთ ქალს არ უკ­ოც­ნია თქვენ­თ­ვის და არა მგო­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში ვინ­მემ გა­კო­ცოთ. ნუ შე­მაწყ­ვე­ტი­ნებთ! მე ძა­ლი­ან მიყვარს ჩე­მი სა­ცო­ლე, მაგ­რამ ვეჭ­ვობ, რომ მა­საც ვუყ­ვარ­დე. იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ გა­მო­გიტყ­დე­ბით, კოც­ნა ჯერ ვერც კი გა­მი­ბე­დავს. მსურს, დავ­რ­წ­მუნ­დე მის სიყ­ვარულ­ში. ამ­ის­თ­ვის კი აუც­ი­ლე­ბე­ლია, რომ მან ჯერ თქვენ გა­კო­ცოთ. რას ფიქ­რობთ?

კუ­ზი­ა­ნი ცო­ტა არ იყ­ოს შეკ­რ­თა, შე­ყოყ­მან­და და ბო­ლოს, გაბღენ­ძილ­მა მი­პა­სუ­ხა:

- მე რა ხე­ი­რი მექ­ნე­ბა ბა­ტო­ნო ამ უს­ი­ა­მოვ­ნო საქ­მის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის?

- რო­გორ თუ უს­ი­ა­მოვ­ნო?

- აბა რა! თუ თქვენ გგო­ნი­ათ, რომ რა­ხან კუ­ზი­ა­ნი ვარ, ამგ­ვა­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფის ატანა უნ­და შე­მეძ­ლოს?! თქვენ ამ ქა­ლიშ­ვი­ლის სახ­ლ­ში მი­მიყ­ვანთ და რო­გორც ურჩხულს ისე გა­აც­ნობთ ჩემს თავს: "საყ­ვა­რე­ლო, გა­ი­ცა­ნი, ეს ჩე­მი კუ­ზი­ა­ნი აქ­ლე­მია."

- მე ჩემს სა­ცო­ლეს შე­ნო­ბით არ მივ­მარ­თავ!

- მა­გას რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მე კი რას გა­ვა­კე­თებ? სუ­ლე­ლი­ვით და­ვა­ღებ პირს, სან­ამ თქვენ ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ის­ა­უბ­რებთ? არა, ბა­ტო­ნო. დი­დი მად­ლო­ბა! პა­ტივს ვცემ თქვენს კე­თილ გან­ზ­რახ­ვას, მაგ­რამ უარს გე­უბ­ნე­ბით. გარ­და ამ­ი­სა, თქვენ არ მითხა­რით, რომ არ­ას­დ­როს გი­კოც­ნი­ათ თქვე­ნი სა­ცო­ლი­სათ­ვის?

- ეგ რა­ღა შუ­ა­შია?

- რო­გორ?! რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ მსი­ა­მოვ­ნებს რო­ცა მკოც­ნი­ან? იქ­ნებ სუ­ლაც არ მომწონს. და თუ ეს ასეა, ძა­ლას რა­ტომ მა­ტანთ? რა­ხან კუ­ზი­ა­ნი ვარ, გგო­ნი­ათ, რომ ად­ა­მიან­უ­რი გრძნო­ბე­ბი არ გა­მაჩ­ნია?

რი­გო­ლე­ტოს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბამ აღ­მაშ­ფო­თა და მკვა­ხედ მი­ვუ­გე:

- ნუ­თუ ვერ ხვდე­ბით, რომ სწო­რედ თქვენ­მა კუზ­მა და სი­მა­ხინ­ჯემ მო­მა­ფიქ­რა ეს იდეა?! თუ ჩე­მი სა­ცო­ლე დამ­თან­ხ­მ­და, თქვენ დაგ­რ­ჩე­ბათ ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბა. ყველ­გან შეგ­ეძ­ლე­ბათ თქვათ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი არ­სე­ბა გა­ი­ცა­ნით. ვერ ხვდე­ბით? ეს ხომ მის­თ­ვის პირ­ვე­ლი კოც­ნა იქ­ნე­ბა!

- ეს სა­ი­დან­ღა იც­ით, რომ მას ჯერ არ­ა­ვის­თ­ვის უკ­ოც­ნია?

ერ­თი წუ­თის მან­ძილ­ზე უმ­ოძ­რა­ოდ ვი­ყა­ვი. მე­რე კი, გაშ­მა­გე­ბულ­მა ამ უგ­უ­ნუ­რი ადამ­ი­ა­ნის პა­სუ­ხე­ბით, რომ­ლე­ბიც არღ­ვევ­დ­ნენ ჩემს გეგ­მებს, ვუყ­ვი­რე:

- რა და­გე­მარ­თა, რი­გო­ლე­ტო. რა­ტომ ჯი­უ­ტობ?

- ნუ მე­ძა­ხით რი­გო­ლე­ტოს! ჯერ არ მო­მი­ცია თქვენ­თ­ვის უფ­ლე­ბა, რომ მეტ­სა­ხე­ლე­ბით მომ­მარ­თოთ!

- რომ იც­ო­დე, ყვე­ლა­ზე თავ­ხე­დი ხე­ი­ბა­რი ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე!

კუ­ზი­ან­მა მშვი­დად მო­მი­გო:

- მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ თქვე­ნი სიტყ­ვე­ბი და საქ­ცი­ე­ლი შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლია.

- ნუ სუ­ლე­ლობ, რი­გო­ლე­ტო! არ­ა­ვინ არ შე­უ­რაცხ­გ­ყოფს. ერ­თი მას­ხა­რა რა­მე ხარ, არ იცი? მას­ხა­რა და პა­რა­ზი­ტი! თუ ღმერ­თი გწამს, კე­თილ­შო­ბილ ად­ა­მი­ა­ნად ნუ მო­გაქვს თავი.

- კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვაპ­რო­ტეს­ტებ, ბა­ტო­ნო!

- რაც გინ­და ის ქე­ნი, მაგ­რამ მო­მის­მი­ნე. უს­ირ­ცხ­ვი­ლო პა­რა­ზი­ტი ხარ, ყვე­ლამ იც­ის. სისხლს სწოვ ყვე­ლას, ვინც კი კა­ფე­ში შე­მო­დის და გა­მო­უც­დე­ლო­ბით იწ­ყებს შე­ნი ტკბი­ლი სა­უბ­რის მოს­მე­ნას. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მთელს ბუ­ე­ნოს-აირ­ეს­ში არ მოიძ­ებ­ნე­ბა შე­ნი რან­გი­სა და მას­შ­ტა­ბის ცი­ნი­კო­სი. რა უფ­ლე­ბით თხო­უ­ლობ რა­ი­მე ანაზ­ღა­უ­რე­ბას, რო­დე­საც მომ­ყ­ვე­ბი სახ­ლ­ში, რომ­ლის სა­დარ­ბა­ზოს დაგ­ვის ღირ­სიც კი არა ხარ. ამ­ა­ზე დი­დი ჯილ­დო რა გინ­და, წმინ­და­ნი სა­ხე­ზე გა­კო­ცებს, სა­ხე­ზე, რომელ­იც შე­ნი უს­ირ­ცხ­ვი­ლო­ბის სარ­კეა.

- შე­უ­რაცხ­ყო­ფას ნუ მა­ყე­ნებთ!

- რი­გო­ლე­ტო, ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ნახ­მა ხარ თუ არა?

- თუ ის არ მა­კო­ცებს და სა­ერ­თოდ უყ­უ­რად­ღე­ბოდ დამ­ტო­ვებს?

- ოც პე­სოს გა­ჩუ­ქებ.

- რო­დის მივ­დი­ვართ?

- ხვალ..., თმა შე­ი­ჭე­რი და ფრჩხი­ლე­ბი გა­ი­სუფ­თა­ვე...

- მა­შინ ხუ­თი პე­სო ახ­ლა­ვე მო­მე­ცით...

- ათი აიღე.

სა­ღა­მოს ცხრა სა­ათ­ზე, რი­გო­ლე­ტოს­თან ერ­თად ჩე­მი სა­ცო­ლის სახ­ლი­სა­კენ გა­ვე­შურე. კუ­ზი­ანს აუტ­ან­ლად ბევ­რი სუ­ნა­მო და­ეს­ხა და იას­ამ­ნის­ფე­რი ჰალ­ს­ტუ­ხი გა­ე­კეთე­ბი­ნა.

უვ­არ­ს­კ­ვ­ლა­ვო და ქა­რი­ა­ნი ღა­მე იყო. მო­ციმ­ცი­მე ელ­ექ­ტ­რო­ნა­თუ­რე­ბი მოწყე­ნი­ლად ან­ა­თებ­დ­ნენ. თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი ღრუბ­ლე­ბის მწკრი­ვი ცა­ში იფ­ან­ტე­ბო­და.

ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, მო­ვიწყი­ნე. ისე ჩქა­რა მი­ვა­ბი­ჯებ­დი, რომ კოჭ­ლი სირ­ბი­ლით მომ­დევ­და, ზოგ­ჯერ პი­ჯა­კის კი­დე­ზე წა­მა­ტან­და ხელს და საწყა­ლი ხმით მეტყო­და:

- შე­მიბ­რა­ლეთ, ნუ და­მა­ო­სეთ!

იმ­დე­ნად გაშ­მა­გე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მი­სი დახ­მა­რე­ბა რომ არ მჭირ­ვე­ბო­და, ერ­თი მაგ­რად ამ­ო­ვარ­ტყამ­დი პან­ღურს და შორს მო­ვის­რო­დი. ქა­რა­შო­ტი არ წყდე­ბო­და. კა­ციშ­ვილი არ ჩან­და ქუ­ჩებ­ში და გა­პენ­ტი­ლი ღრუბ­ლე­ბით სავ­სე ცის მკრთა­ლი შუ­ქი კი­დევ უფრო გა­მოკ­ვე­თილს ხდი­და სახ­ლე­ბის მგლო­ვი­ა­რე ფა­სა­დებს.

გზა­ზე ერ­თი გა­ზე­თიც კი არ ეგ­დო. გე­გო­ნე­ბო­დათ, ქა­ლაქ­ში აჩრ­დი­ლე­ბის ბრბოს გაერბი­ნა და იგი ლან­დე­ბის სა­უფ­ლოდ ექ­ცია. ქუ­ჩებ­ში მი­ვა­ბი­ჯებ­დი და თა­ვი ტყე­ში მეგ­ო­ნა. ქა­რი ხის კენ­წე­რო­ებს აშ­რი­ა­ლებ­და, წყე­უ­ლი გონ­ჯი კი უკ­ან მომ­ყ­ვე­ბო­და და ცდი­ლობ­და არ და­კარ­გუ­ლი­ყო – ეს სა­ძა­გე­ლი ხე­ი­ბა­რი ად­ა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში ჩა­სახლე­ბუ­ლი ეშ­მა­კი­ვით იყო, ჩემს და­სა­ღუ­პა­ვად წარ­მოგ­ზავ­ნი­ლი.

მე კი მოწყე­ნი­ლი ვი­ყა­ვი. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი მოწყე­ნი­ლი. ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი ქმე­დე­ბით სას­ტი­კად ვამ­ცი­რებ­დი იმ გულ­ქ­ვა, ან­გა­რი­ში­ან ად­ა­მი­ანს. ვი­ცოდი, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი სა­მუ­და­მოდ დაგ­ვა­შო­რებ­და. და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბით მი­მა­ვალი, ამ­ას ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს თავს:

- რი­გო­ლე­ტო რომ ჩე­მი ძმა ყო­ფი­ლი­ყო, ასე ხომ ვერ მო­ვექ­ცე­ო­დი.

ვი­ცო­დი, ჩე­მი ძმა რომ ყო­ფი­ლი­ყო მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­თუ­თად მო­ვუვ­ლიდი. სევ­დით და­ვუდ­გე­ბო­დი გვერ­დ­ში იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც ხალ­ხი მას თა­ვი­ან­თი მზერით შე­უ­რაცხ­ყოფ­და. მე­ტიც, იმ ქალ­საც რო­მელ­საც დღეს მე ვუყ­ვარ­დი, რი­გო­ლე­ტო ეყვა­რე­ბო­და.

უც­ბად გავ­ჩერ­დი გა­ნა­თე­ბულ სა­დარ­ბა­ზოს­თან:

- აქ ცხოვ­რობს.

გუ­ლის­ცე­მა ამ­იჩ­ქარ­და. რი­გო­ლე­ტო გა­ი­ჭი­მა, თა­ვი­სი მშვე­ნი­ე­რი ჰალ­ს­ტუ­ხი გა­ისწორა და მითხ­რა:

- გახ­სოვ­დეთ, ეს თქვე­ნი იდეა იყო. რა­მე რომ იყ­ოს, დამ­ნა­შა­ვე თქვენ ხართ...

ოქ­როს­ფერ ოთ­ახ­ში ჩე­მი მოხ­დე­ნი­ლი სა­ცო­ლე გა­მოჩ­ნ­და. მი­ღი­მო­და და თან მშვი­დი გამ­ო­მეტყ­ვე­ლე­ბით მათ­ვა­ლი­ე­რებ­და. სწო­რედ ის­ე­თი სა­ხით შე­მომ­ც­ქე­რო­და, რო­მე­ლიც მა­შინ ჰქონ­და, რო­დე­საც მი­სი თან­დას­წ­რე­ბით აზ­რის გა­მოთ­ქ­მის უფ­ლე­ბა პირ­ველად ვითხო­ვე. ეს სხვა­ო­ბა მი­სი კა­ნის ღი­მილს (მხო­ლოდ კანს შე­უძ­ლია ას­ე­თი მომ­ხიბლა­ვი ღი­მი­ლი აღ­ბეჭ­დოს სა­ხე­ზე) და ან­გა­რი­ში­ან გო­ნე­ბას და ცივ თვა­ლებს შო­რის ჩემ­ში ყო­ველ­თ­ვის უც­ნა­ურ გრძნო­ბას იწ­ვევ­და.

სი­ხა­რუ­ლით გა­მო­მე­გე­ბა, მაგ­რამ კუ­ზი­ა­ნი რომ შე­ნიშ­ნა, გა­ო­ცე­ბუ­ლი შედ­გა.

- ელ­ზა, გა­ი­ცა­ნი, ჩე­მი მე­გო­ბა­რია, რი­გო­ლე­ტო.

- ნუ შე­უ­რაცხ­მ­ყოფთ, ბა­ტო­ნო! კარ­გად იც­ით, რომ რი­გო­ლე­ტო არ მქვია.

- ხმა გა­იკ­მინ­დე!

ელ­ზას სა­ხე და­უგ­რ­ძელ­და. ისე მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს მეც უც­ხო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. კუ­ზიანი ოქ­როს­ფერ სა­ვარ­ძელ­თან მი­ვიყ­ვა­ნე და ვუთხა­რი:

- აქ და­ჯე­ქი და არ გა­ინ­ძ­რე.

ხე­ი­ბარ­მა ფე­ხე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­სა­მებრ გა­ფარ­ჩხა, ქუ­დი მუხ­ლ­ზე და­ი­დო და შავ­გ­ვ­რემა­ნი სა­ხით სა­სა­ცი­ლო ჩი­ნურ მან­და­რინს და­ემ­ს­გავ­სა. ელ­ზა პირ­ღია მიშ­ტე­რე­ბოდა ამ უაზ­რო არ­სე­ბას.

მშვი­დად და­ვიწყე ლა­პა­რა­კი:

- ელ­ზა – ვუთხა­რი – ელ­ზა, მე ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა თქვენს სიყ­ვა­რულ­ში. ნუ შე­გა­ში­ნებთ ეს არ­ამ­ზა­და აქ რომ ზის და გვის­მენს. მო­მის­მი­ნეთ: მე ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა... არ ვი­ცი რა­ტომ..., მაგ­რამ ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა რომ გიყ­ვარ­ვართ... საწყე­ნია... ვი­ცი... მერ­წ­მუ­ნეთ, მან­იშ­ნეთ რა­მით, რომ გიყ­ვარ­ვართ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თქვე­ნი მო­ნა ვიქ­ნე­ბი.

რა თქმა უნ­და, "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა" რას ნიშ­ნავ­და არც მე ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამ ფრაზამ იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა, რომ კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რე:

- დი­ახ, თქვე­ნი მო­ნა ვიქ­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. არ გე­გო­ნოთ რომ მთვრა­ლი ვარ. თუ გინ­დათ შე­მა­მოწ­მეთ.

ელ­ზას­კენ მი­ვი­წიე, მან კი უკ­ან და­ი­ხია. სწო­რედ ამ დროს უბ­ად­რუკ­მა კოჭ­ლ­მა თავის ქუდ­ზე თი­თე­ბით სამ­ხედ­რო მარ­შის დაკ­ვ­რა და­იწყო.

გა­ვაფ­რ­თხი­ლე რომ ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო და ის­ევ ელ­ზას მი­ვუბ­რუნ­დი:

- ელ­ზა, ერ­თა­დერ­თი რა­საც გთხოვთ ის არ­ის, რომ რი­გო­ლე­ტოს აკ­ო­ცოთ..

ქალს თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და. ერ­თი წუ­თით შე­ყოყ­მან­და და მე­რე გამ­წა­რე­ბულ­მა მითხრა:

- წა­დით.

- მაგ­რამ...

- თუ შე­იძ­ლე­ბა, წა­დით..., მომ­ცილ­დით!

ალ­ბათ საქ­მე სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და, ის რომ არ მომ­ხ­და­რი­ყო რა­საც ახ­ლა გიამ­ბობთ. რი­გო­ლე­ტო, რო­მე­ლიც აქ­ამ­დე ჩუ­მად იჯ­და, უც­ებ წა­მოხ­ტა და წა­მო­ი­ძა­ხა:

- ასე ნუ გა­კად­ნი­ერ­დე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო... ვერ და­ვუშ­ვებ, რომ უს­ა­მარ­თ­ლოდ მო­ეპყ­როთ ჩემს პა­ტი­ო­სან მე­გო­ბარს. უმ­ოწყა­ლო ად­ა­მი­ა­ნი ყო­ფილ­ხართ. ქვის გუ­ლი გქო­ნი­ათ! არ ხართ ღირ­სი რომ ჩე­მი მე­გობ­რის სა­ცო­ლე იყ­ოთ!

ბევრს სჯე­რა, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს წი­ნას­წარ დად­გ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო. მე კი ნამდვილ­ად არ მო­ვე­ლო­დი რომ ასე მოხ­დე­ბო­და. რი­გო­ლე­ტოს როშ­ვით გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლი სავარ­ძელ­ში ჩავ­ვარ­დი და ვხითხი­თებ­დი. რი­გო­ლე­ტო კი, ოთ­ა­ხის შუ­ა­გულ­ში გაჯ­გი­მუ­ლი, ალ­ე­წი­ლი სა­ხი­თა და გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით ყვი­რო­და:

- რა­ტომ უთ­ხა­რით უარი თქვენს საქ­მ­როს? ამგ­ვა­რი საქ­ცი­ე­ლი თქვენ­ნა­ირ ქალ­ბა­ტონს არ შე­ე­ფე­რე­ბა. არც კი გრცხვე­ნი­ათ!

სი­ცი­ლი­სა­გან და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა, მხო­ლოდ ამ­ის თქმა შევ­ძე­ლი:

- გა­ჩუმ­დი, რი­გო­ლე­ტო, გა­ჩუმ­დი!

კუ­ზი­ა­ნი გაცხარ­და:

- მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, ბა­ტო­ნო..., ქა­ლა­ქურ წე­სებს ნუ მას­წავ­ლით! – მე­რე ის­ევ მი­უბ­რუნდა ელ­ზას, რო­მე­ლიც სირ­ცხ­ვი­ლი­სა­გან გა­წით­ლე­ბუ­ლი ოთ­ა­ხის კა­რებ­თან ატ­უ­ზუ­ლიყო და მი­უ­გო: - ქალ­ბა­ტო­ნო, გაფ­რ­თხი­ლებთ, გირ­ჩევ­ნი­ათ მა­კო­ცოთ!

ელ­ზას მოთ­მი­ნე­ბა აღ­არ ეყო, ყვი­რი­ლით გა­იქ­ცა ოთ­ა­ხი­დან, რო­მელ­შიც სას­წ­რა­ფოდ შემ­ო­ვარ­დ­ნენ მი­სი მშობ­ლე­ბი. დე­და­მისს ხელ­ში ხელ­სა­ხო­ცი ეჭ­ი­რა.

გგო­ნი­ათ, რომ კოჭ­ლი და­შოშ­მინ­და? ნუ­რას უკ­აც­რა­ვად. გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ხმით იყ­ვი­რა:

- თქვენ აქ რა გინ­დათ?! მე აქ ფი­ლან­თ­რო­პი­უ­ლი მიზ­ნით ვარ მო­სუ­ლი! არ მო­მე­კა­როთ! სან­ამ ის­ი­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მას მო­ას­წ­რებ­დ­ნენ, რომ ფან­ჯ­რი­დან გა­და­ეგ­დოთ, რევოლ­ვე­რი ამ­ო­ი­ღო და და­უ­მიზ­ნა.

ყვე­ლას შე­ე­შინ­და, უკ­ვე გი­ჟი ეგ­ო­ნათ. მე კი, ში­ში­სა­გან გა­შე­შე­ბულ­ნი რომ და­ვინახე იმ­ე­დი მო­მე­ცა. შექ­მ­ნილ სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­ღარ ვა­კონ­ტ­რო­ლებ­დი, სცე­ნა კი სა­ოც­რად მომ­ხიბ­ლა­ვი და თვალ­წარ­მ­ტა­ცი იყო. კუ­ზი­ა­ნი ამ­ას მიხ­ვ­და და გამ­ხ­ნევ­და.

- მე აქ ფი­ლან­თ­რო­პი­უ­ლი მიზ­ნით მო­ვე­დი! ელ­ზას კოც­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის მხრი­დან ჩემთვის ბო­დი­შის მოხ­დის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. სა­ნამ მა­კო­ცებ­დეს, ჩაი მო­მარ­თ­ვით კო­ნიაკ­ით. ნუ­თუ არა გრცხვე­ნი­ათ, რომ ასე ცუ­დად იღ­ებთ სტუ­მარს! ცხვირს ნუ ჭმუხ­ნით, ქალ­ბა­ტო­ნო! სუ­ნა­მო მას­ხია. ჩაი მო­მი­ტა­ნეთ!

აჰ, რი­გო­ლე­ტო. მე მაბ­რა­ლე­ბენ გი­ჟი ხა­რო. აბა რო­მე­ლი ჭკუ­ა­ზე მყო­ფი იც­ი­ნებ­და შენს საქ­ცი­ელ­ზე?!

- და­გა­პა­ტიმ­რებთ იც­ო­დეთ...

- თქვენ ზრდი­ლო­ბის ნა­ტა­მა­ლი არ გა­გაჩ­ნი­ათ – გა­ნაგ­რ­ძობ­და კუ­ზი­ა­ნი – თქვე­ნი ვა­ლია მი­მი­ღოთ რო­გორც კე­თილ­შო­ბი­ლი ად­ა­მი­ა­ნი. კუ­ზი­ა­ნი რომ ვარ, არ ნიშ­ნავს რომ უფ­ლე­ბა გაქვთ აბ­უ­ჩად ამ­იგ­დოთ. მე ფი­ლან­თ­რო­პი­უ­ლი მიზ­ნით მოვ­სულ­ვარ. ჩე­მი მე­გობ­რის სა­ცო­ლე ვალ­დე­ბუ­ლია მა­კო­ცოს. მეც მე­ტი არ­ა­ფე­რი მინ­და. მი­სი კოც­ნა საზ­ო­გა­დო­ე­ბის მი­ერ ჩემ­თ­ვის მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ან­აზ­ღა­უ­რე­ბა უნ­და იყ­ოს.

რი­გო­ლე­ტო უს­ა­თუ­ოდ გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყო. ამ­ა­ში ეჭ­ვი ნუ­რა­ვის შე­ე­პა­რე­ბა, ბა­ტო­ნე­ბო.

არ ჩერ­დე­ბო­და:

- ბა­ტო­ნო... მე ვარ...

ხან ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­მო­დი­ო­და ოთ­ახ­ში, ხან მე­ო­რე. მე მე­ტი აღ­ა­რა­ფე­რი მახ­სოვს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ამ­ბო­ბენ, გუ­ლი წა­მი­ვი­და. შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ახ­ლა კი მიხ­ვ­დით ალ­ბათ, რა­ტომ სჯი­და ცხო­ველს ყო­ველ­დ­ღი­უ­რად ეშ­მა­კე­უ­ლი, წყე­ული კუ­ზი­ა­ნი და რა­ტომ მო­ვუგ­რი­ხე ბო­ლოს კი­სე­რი.

© “არილი”

No comments: