Thursday, February 14, 2008

ბო­რის გრო­ი­სი

რა არ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა



თარგმნა სანდრო ჯანდიერმა

ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­თ­ვის დგას და ის­მის კითხ­ვა, სა­ერ­თოდ რა­ტომ ჩნდე­ბა ხოლ­მე ეს პრობ­ლე­მა. რად­გან არ­ამ­ხო­ლოდ ცხე­ნის ან ძრო­ხის რა­ო­ბის შე­სა­ხებ არ სვამს ვინ­მე ამგ­ვარ კითხ­ვას, არ­ა­მედ ბევ­რი სხვა საგ­ნის გა­მოც. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას: ად­ა­მი­ა­ნე­ბი სვა­მენ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა - და უფ­რო მე­ტიც, ცდი­ლო­ბენ პა­სუ­ხიც გას­ცენ მას - თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­ვე ფარ­გ­ლებ­ში. ეს კი - რო­გორც ყვე­ლა ამ სა­კითხ­ში გან­ს­წავ­ლუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს - აქ­ამ­დე მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­თ­ვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­თ­ვის წარ­მო­ად­გენ­და რეფ­ლექ­სი­ის სა­განს სა­კუ­თა­რი საგ­ნი­სა და მე­თო­დე­ბის გან­საზ­ღ­ვ­რა. ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ ამ პა­რა­დიგ­მას სულ უფ­რო და უფ­რო ერ­გე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაც და ეს ახ­ა­ლი ფე­ნო­მე­ნია. ად­რე ეს სა­კითხი არ იყო პრობ­ლე­მა­ტუ­რი, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, რი­თი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ხე­ლოვ­ნე­ბა და უნ­და ითქ­ვას, რომ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან იგი ხე­ლოვ­ნუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ანუ ნა­ხე­ლა­ვო­ბით. ხე­ლოვ­ნე­ბა ბერ­ძ­ნუ­ლად "ტეხ­ნეა", ანუ უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბუ­ნე­ბის­გან იმ­ით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ იგი ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლი­თაა ნა­კე­თე­ბი, მა­შინ რო­ცა ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბი არაა ნა­კე­თე­ბი. სხვა­თა შო­რის, ხში­რად ხე­ლოვ­ნე­ბას არ­ას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ გარ­კ­ვე­უ­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­ი­ექ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბად. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს­თე­ტი­კა, რო­გორც ეს კან­ტ­თა­ნაა (და არ­სე­ბი­თად, კან­ტის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ეს სტრუქ­ტუ­რა დღემ­დე არ­სე­ბობს) ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი - ეს­თე­ტი­კურ გან­ც­და­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ­მა ობ­ი­ექ­ტ­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს. ამგ­ვა­რად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­ი­ექ­ტი/არ­ა­ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­ი­ექ­ტი ან ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა/ არ­ა­ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა არ­ა­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და არ­ა­ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მიჯ­ვ­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რად­გა­ნაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ეს ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ობ­ი­ექ­ტის მი­მართ გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ. ასე რომ, ნა­ხე­ლა­ვო­ბა ერ­თა­დერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მია.

სწო­რედ ეს ტრა­დი­ცი­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მი და­ა­ყე­ნა ეჭ­ვის ქვეშ დი­უ­შა­ნის ready-made-მა, რო­ცა მან ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე ნიუ-იორკ­ში, 1917 წელს, ცო­ტა­თი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პი­სუ­ა­რი "გა­მო­ფი­ნა", ხე­ლი მო­ა­წე­რა "ნა­მუ­შე­ვარს" და სხვა მხრივ არ­ა­ნა­ი­რად არ ჩა­რე­უ­ლა მის გა­რეგ­ნულ სა­ხე­ში. ამ­ას გარ­და, დი­უ­შან­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ready-made შექ­მ­ნა, ანუ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ობ­ი­ექ­ტი გა­მო­ფი­ნა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, ისე, რომ არ­აფ­რით შე­უც­ვ­ლია მა­თი გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხე და ამ­ით თით­ქოს ერთ­გ­ვა­რი ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი "ჩა­ი­დი­ნა". სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მე­ბი და მათ შო­რის ფი­ლო­სო­ფი­უ­რიც, ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მა­ში მა­შინ იჩ­ენს თავს, რო­ცა ამ სის­ტე­მა­ში ნუ­ლი ჩნდე­ბა. და დი­უ­შა­ნის ეს ოპ­ე­რა­ცია სწო­რედ ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოპ­ე­რა­ცია იყო, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს პრობ­ლე­მა­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

მაგ­რამ მა­შინ ასე არ­ა­ვის აღ­უქ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამ­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ­ი­ტომ, რომ მთე­ლი ეს პი­სუ­ა­რე­ბი და სხვა ობ­ი­ექ­ტე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ჯერ კი­დევ "ტეხ­ნედ" მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, ად­ა­მი­ა­ნის ნა­კე­თო­ბად და ამ­ი­ტო­მაც ის­ი­ნი ნა­ხე­ლა­ვო­ბის პა­რა­დიგ­მა­ში ექ­ცე­ოდ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, გა­დას­ვ­ლა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ იგრ­ძ­ნო­ბო­და ისე მწვა­ვედ. მე­ო­რე - teady-made დი­უ­შა­ნის პრაქ­ტ­რი­კის მხო­ლოდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. იგი თა­ვი­სი ოს­ტა­ტუ­რი, რთუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაც იყო გან­თ­ქ­მუ­ლი და ამ­ას­თა­ნა­ვე სურ­ვი­ლის, ლი­ბი­დო­სა და ა.შ. სუ­რე­ა­ლის­ტურ დის­კურ­ს­შიც ჯდე­ბო­და, რის გა­მოც ამგ­ვა­რი ხერ­ხი გა­მოც­დი­ლი, გა­წა­ფუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის თვალ­შიც კარ­გავ­და სი­ახ­ლის ნიშ­ნებს.

სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად ამ­უ­შავ­და ეს მე­ქა­ნიზ­მი, რო­ცა 50-60-იანი წლე­ბის ამ­ე­რი­კელ მხატ­ვარ­თა თა­ო­ბამ დი­უ­შა­ნის ეს იდ­ე­ე­ბი აით­ვი­სა; მათ თა­ვი ან­ე­ბეს დი­უ­შა­ნის დის­კურ­ს­საც, მის პრაქ­ტი­კას და საგ­ნე­ბის (თა­ნაც ყვე­ლა­ნა­ი­რი, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბის) ერ­თი სივ­რ­ცი­დან მე­ო­რე­ში უბ­რა­ლო, უაზ­რო გად­მო­ტა­ნას მიჰ­ყ­ვეს ხე­ლი. ეს იყო გა­და­ტა­ნის გა­ნურ­ჩე­ვე­ლი, გულ­გ­რი­ლი ოპ­ე­რა­ცია: ად­ა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ უნ­ი­ვერ­მაღ­ში მი­დის, ან იქ­ცე­ვა, რო­გორც ენ­დი უორ­ჰო­ლი (რო­ცა მას რა­ი­მე ნივ­თი აკლ­და გა­ლე­რე­ა­ში, სა­ნაგ­ვე­დან მო­ათ­რევ­და და გა­მო­ფენ­და)... სწო­რედ ში­ნა­არ­სი­სად­მი, გან­საზ­ღ­ვ­რე­ბი­სად­მი, მხატ­ვ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის ობ­ი­ექ­ტ­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სად­მი ამ გულ­გ­რი­ლო­ბამ შვა ეს ნუ­ლო­ვა­ნი ხერ­ხი, რო­მელ­მაც დას­ვა კი­დეც სა­კითხი ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბის შე­სა­ხებ, ანუ მი­სი წყა­ლო­ბით გაჩ­ნ­და შე­კითხ­ვა - შეგ­ვიძ­ლია თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი გა­ვარ­ჩი­ოთ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის­გან.

70-იანი წლე­ბის და­საწყის­ში გა­მო­ვი­და არ­ტურ დან­ტას წიგ­ნი "ბა­ნა­ლუ­რის (ან ყო­ფი­თის) გარ­და­სახ­ვა", სა­დაც პირ­ვე­ლად და­ის­ვა სა­კითხი - თა­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღალ თე­ო­რე­ტი­კულ დო­ნე­ზე - იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან გარ­ჩე­ვა, თუ­კი არ გაგ­ვაჩ­ნია ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ეს წიგ­ნი იმ­პულ­სი აღ­მოჩ­ნ­და ხე­ლოვ­ნე­ბის ე.წ. ინს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი თე­ო­რი­ის შე­საქ­მ­ნე­ლად, თუმ­ცა თა­ვად დან­ტამ შემ­დ­გომ­ში უარი თქვა ამ თე­ო­რი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მას მსგავ­სი არ­ა­ფე­რი უგ­უ­ლის­ხ­მია. უარ­ის მი­ზე­ზებ­ზე მას შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ, რაც ამ ინს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლურ თე­ო­რი­ას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ, რო­მე­ლიც უფ­რო მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს, ვიდ­რე დან­ტამ. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იმ დრო­ის­თ­ვის საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო პერ­ფორ­მა­ტი­ულ-სიტყ­ვი­ე­რი აქ­ტე­ბის თე­ო­რია, რო­მე­ლიც ინგ­ლი­სურ ან­ა­ლი­ტი­კურ ტრა­დი­ცი­ა­ში აღ­მო­ცენ­და ვიტ­გენ­შ­ტე­ი­ნის გავ­ლე­ნით. იგი შემ­დეგ­ნა­ი­რად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს: ჩვენ გან­ვას­ხ­ვა­ვებთ დეს­კ­რიპ­ტულ, აღ­წე­რით აქ­ტებს და პერ­ფორ­მა­ტი­ულს, ანუ აქ­ტებს, რომ­ლის გა­მოთ­ქ­მი­თაც საგ­ნე­ბი რა­ღაც სხვა ხა­რის­ხ­სა და თვი­სე­ბებს იძ­ე­ნენ. მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია და­ვა­არ­სო პე­ტერ­ბურ­გი და ვთქვა: "ეს ქა­ლა­ქი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქია". ამ­ით ჩვენ ვერ აღვ­წერთ ქა­ლაქ სანკტ-პე­ტერ­ბურგს, რად­გა­ნაც მა­ნამ, სა­ნამ ეს ითქ­მე­ბო­და, იგი არ იყო დე­და­ქა­ლა­ქი. პერ­ფორ­მა­ტი­უ­ლი სიტყ­ვი­ე­რი აქ­ტიც სწო­რედ ეს გახ­ლავფ, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც პე­ტერ­ბურ­გი მარ­თ­ლაც დე­და­ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვა. ეს იყო პირ­ვე­ლი თე­ო­რე­ტი­კუ­ლი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა პერ­ფორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტია, რო­ცა მი­ვუ­თი­თებ რო­მე­ლი­მე ობ­ი­ექ­ტ­ზე და ვამ­ბობ: ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია. მე აღ­არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, და­ვა­სა­ბუ­თო ეს დე­ბუ­ლე­ბა, გან­ვ­მარ­ტო, ან ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რა­თა და­ვამ­ტ­კი­ცო მი­სი "ნა­ხე­ლა­ვო­ბა". ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ნათ­ქ­ვამ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ანუ, პი­სუ­ა­რი არ იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი მა­ნამ, სა­ნამ დი­უ­შან­მა არ თქვა ეს. ასე რომ, სიტყ­ვებ­მა "ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია", სხვა ლინ­გ­ვის­ტუ­რი სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა და აზ­რი და­კარ­გა კითხ­ვის დას­მა­მაც, და­სა­ბუ­თე­ბა­მაც, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბამ და ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა­მაც.

ამ ძალ­ზე მაც­დუ­რი თე­ო­რი­ის მი­ნუ­სი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა სუ­ბი­ექ­ტის შე­სა­ხებ, ვი­საც აქვს ამგ­ვა­რი სიტყ­ვე­ბის თქმის უფ­ლე­ბა. თუ­კი შენ მე­ფე ხარ, ან პატ­რი­არ­ქი, მა­შინ გაქვს ამა თუ იმ ობ­ი­ექ­ტის საკ­რა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ან უფ­ლე­ბა, ქა­ლა­ქი დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­აცხა­დო. მაგ­რამ დი­უ­შა­ნი არც მე­ფე იყო და არც პატ­რი­არ­ქი, იგი აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რიც კი არ იყო. მან სწო­რედ ამ­ის გა­მო გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი და არა პი­რი­ქით. ეს ის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც დან­ტამ იმ­თა­ვით­ვე და­ი­ნა­ხა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა და თა­ვის წიგ­ნ­შიც არ აღ­უ­ნიშ­ნავს ეს. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იგი სო­რენ კირ­კე­გო­რის ფი­ლო­სო­ფი­ას ეყრ­დ­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც თა­ვის თავს შემ­დეგ კითხ­ვას უს­ვამ­და: რო­გორ უნ­და ამ­ო­ვიც­ნოთ ქრის­ტე­ში ქრის­ტე, ანუ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ად­ა­მი­ან­ში ღმერ­თი ამ­ო­ვიც­ნოთ და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­დი­ო­და, რომ ამ­ის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან არ გაგ­ვაჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. გვაქვს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ად­ა­მი­ან­ში ად­ა­მი­ა­ნის, მაგ­რამ არა ღმერ­თის ამ­ო­საც­ნო­ბად. ამგ­ვა­რად, ად­ა­მი­ან­ში ღმერ­თის ამ­ოც­ნო­ბა არ­ჩე­ვის წმინ­და სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტია და არ­აფ­რით სა­ბუთ­დე­ბა. ამ­ოც­ნო­ბის აქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რად­გან არ არ­სე­ბობ­და პრე­ცე­დენ­ტი. ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის პა­ლეს­ტი­ნა სავ­სე იყო სხვა­დას­ხ­ვა ჯუ­რის მო­ხე­ტი­ა­ლე ფა­კი­რე­ბით, ჯა­დოქ­რე­ბით, მქა­და­გებ­ლე­ბით და ქრის­ტეს მხო­ლოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტის წყა­ლო­ბით თუ ამ­ო­იც­ნობ­დი. ამგ­ვა­რად, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერთ­გ­ვა­რი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბი­დან, გარ­კ­ვე­ულ მხატ­ვ­რულ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მამ­დე მივ­დი­ვართ. ეკ­ლე­სია ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი რე­ლიქ­ვიაა, რა­ღა­ცის ნამ­ტ­ვ­რე­ვი ან ნაფ­ლე­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და ა.შ. ეს მხო­ლოდ იმ­ი­ტომ ხდე­ბა, რომ მა­თი საკ­რა­ლუ­რო­ბა ოდ­ეს­ღაც, ვი­ღა­ცამ აღ­ნიშ­ნა და ას­ე­თი­ვე კა­თო­ლი­კუ­რი პრინ­ცი­პით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მა. მაგ­რამ ამ ორ­თო­დოქ­სულ-ქრის­ტი­ა­ნულ თვალ­საზ­რის­თან ერ­თად გვაქვს პრო­ტეს­ტან­ტუ­ლიც, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ მხატ­ვარს, შემ­დეგ კი მნახ­ველ­საც, ვა­ნი­ჭებთ ამგ­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას. მარ­თ­ლაც, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ ეპ­ო­ქა­ში ას­ე­თი კა­თო­ლი­ციზ­მი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ აქვთ ამ ად­ა­მი­ა­ნებს უფ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტონ, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და მე კი არა?

დის­კუ­სია ამ­ის თა­ო­ბა­ზე ერთ ძალ­ზე მო­დურ წიგ­ნ­ში შე­ჯამ­და, რო­მე­ლიც 3-4 წლის წინ გა­მო­ვი­და. ესაა ტი­ე­რი დე დი­უ­ფის წიგ­ნი "კან­ტი დი­უ­შა­ნის შემ­დეგ", მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მა­ნი­ფეს­ტი, სა­დაც ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ყო­ველ ად­ა­მი­ანს აქვს თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში სა­კუ­თა­რი მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა თა­ვი­სით გა­არ­ჩი­ოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და თა­ვი­სი­ვე კო­ლექ­ცი­ას მო­უ­ყა­როს თა­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენს ეპ­ო­ქა­ში სიტყ­ვე­ბი "ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა", ის­ე­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სიტყ­ვე­ბი "ეს მშვე­ნი­ე­რია".

დე დი­უ­ფოს თე­ზი­სი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად ეს­თე­ტი­ზირ­და მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე და ეს 2-3 წლის წინ მოხ­და. ანუ მხატ­ვ­რის ეს ჩა­რე­ვა, რე­ა­ლო­ბის გარ­დამ­სა­ხა­ვის სუ­ბი­ექ­ტის, ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლის ჩა­რე­ვა, ხე­ლი­სა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ქმნის ობ­ი­ექ­ტებს, რა­თა შემ­დეგ იგი მშვე­ნი­ე­რე­ბად მი­იჩ­ნი­ონ, უკ­ვე ზედ­მე­ტი გახ­და და გაქ­რა ჰო­რი­ზონ­ტი­დან. დარ­ჩა მხო­ლოდ სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. და ამ აზ­რით, ეს­თე­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბას და­ემ­თხ­ვა. ავ­ტო­რი თვლის, რომ ესაა ეტ­ა­პი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე რამ­დენ­ჯერ­მე დის­კურ­სია მქონ­და დე დი­უფ­თან. ის, რა­საც იგი ამ­ბობს, სა­შინ­ლად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩანს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ასე არაა, რად­გა­ნაც იგი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სუ­ბი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სუ­ბი­ექტს ეყრ­დ­ნო­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იგი გე­მოვ­ნე­ბას ეყრ­დ­ნო­ბა და ად­ა­მი­ა­ნის უნ­არს, რა­ი­მე თქვას გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ...

კი­დევ ერ­თი სა­ე­ტა­პო წიგ­ნი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც შარ­შან გა­მო­ვი­და; ესაა გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ნიკ­ლას ლუ­მა­ნის "ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში", სა­დაც უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ლუ­მა­ნი იმ­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ არ­ამ­ხო­ლოდ ინს­ტი­ტუ­ცი­ას არ ძა­ლუძს საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, არ­ამ­ხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­უმს - ანუ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სუ­ბი­ექტს - არ­ა­მედ არ­ა­ნა­ირ სუ­ბი­ექტს არ შე­უძ­ლია ეს, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს რა­ღაც ავ­ტო­ნო­მი­უ­რად ფორ­მი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა და არ­ჩე­ვა­ნის მი­უ­ხე­და­ვად მოქ­მე­დებს, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად; ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ მას ვერ ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, პი­რი­ქით, იგი თავს გვახ­ვევს ამ კრი­ტე­რი­უ­მებს. და მარ­თ­ლაც ასეა, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მხატ­ვ­რუ­ლი ბა­ზა­რი, ყიდ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რულ სამ­ყა­რო­ში... ჯერ კი­დევ XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ში, მა­გა­ლი­თად, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მხო­ლოდ იმ­ას ყი­დუ­ლობ­და, რაც მოს­წო­ნა, თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახ­ლა კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ძე­ნი­სას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით არ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. იგი ყი­დუ­ლობს იმ­ის მი­ხედ­ვით, თუ რა სტა­ტუ­სი აქვს (ან ექ­ნე­ბა) ამა თუ იმ ქმნი­ლე­ბას, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან და სა­ერ­თოდ, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ყი­დუ­ლობს. და იგი, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ­ა­ში აბ­ან­დებს ფულს, რაც მის სიმ­დიდ­რეს, მის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და სა­ხელს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს (სა­ხელს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი იგი მუ­ზე­უმს აჩ­უ­ქებს თა­ვის კო­ლექ­ცი­ას). ანუ მას თა­ვი­სი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და სხვა მდა­ბა­ლი მო­ტი­ვე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბა­ზე უარ­ის თქმას შე­უძ­ლია და იგი ორ­ი­ენ­ტი­რად თა­ვად მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ცე­სის იმ­ა­ნენ­ტურ დი­ნა­მი­კას ირ­ჩევს. ანუ მან გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, წი­ნას­წარ უნ­და გან­ჭ­ვ­რი­ტოს ეს პრო­ცე­სი ის­ე­ვე, რო­გორც ამ­ინ­დი, აქ­ცი­ა­თა კურ­სი და ა.შ. ანუ პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; მაგ­რამ მა­თი პროგ­ნო­ზი­რე­ბით ან წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევთ ხოლ­მე, ან პი­რი­ქით, ვმარ­ცხ­დე­ბით. ეს მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მის სწო­რედ ის სი­ტუ­ა­ციაა, რო­მელ­საც ლუ­მა­ნი აღ­წერს. ანუ მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­გორც იგი ამ­ბობს, ავ­ტო­ნო­მი­ზირ­და და "ავ­ტო-პო­ი­ე­სი­სის" რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იგი თა­ვად შობს სა­კუ­თარ თავს, ყო­ველ მომ­დევ­ნო ეტ­აპს და ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია ვქნათ - ესაა ყვე­ლა­ფერ ამ­ის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ამ პრო­ცე­სის ვერც სუ­ბი­ექ­ტად ვიქ­ცე­ვით და ვერც აგ­ენ­ტად. ამგ­ვა­რად, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვვარ­დე­ბით, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი ევ­ო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ბუ­ნე­ბის სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნ­და. ბუ­ნე­ბა აქ ყვე­ლა­ზე ზო­გა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით უნ­და გა­ვი­გოთ, ანუ ის, რაც ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლით არაა შექ­მ­ნი­ლი, რა­საც შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ და აღვ­წე­როთ.

ამ პრო­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის, ხედ­ვის პრო­ცე­სის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბაც, რო­მე­ლიც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლია მხატ­ვარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს პრო­ცე­სი უკ­ვე კან­ტ­თან და­იწყო და მის­თ­ვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბა არაა ძნე­ლი. ვინ წყვეტს სა­კითხს იმ­ის შე­სა­ხებ, ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია ეს თუ არა? დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი, ექს­პერ­ტი, ანუ ის, ვინც თა­ვად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ამ სის­ტე­მა­ში. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხატ­ვა­რი არაა. მხატ­ვა­რი სა­ერ­თოდ ამ­ო­ვარ­დ­ნი­ლია ამ გან­საზ­ღ­ვ­რე­ბი­დან. პრო­ცე­სი უკ­ვე გე­ნი­ო­სის კან­ტი­სე­უ­ლი ცნე­ბი­დან და­იწყო, გე­ნი­ო­სის, რო­მე­ლიც ქვეც­ნო­ბი­ე­რად მოქ­მე­დებს და ქმნის ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­გორც ბუ­ნე­ბას. თა­ვად მხატ­ვა­რი იმ­დე­ნა­დაა ნორ­მა­ლუ­რი ად­ა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნა­დაც თა­ვა­დაა სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი და ამ­ით ჩვენ გვგავს. რო­გორც მხატ­ვა­რი, იგი ბუ­ნე­ბის ბრმა სტი­ქიაა, რო­მელ­მაც არ უწ­ყის, რას იქმს. ამგ­ვა­რად, ჩვენს ეპ­ო­ქა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ მხატ­ვ­რუ­ლი გე­ნი­ო­სის ცნე­ბა კომ­პ­რო­მე­ტი­რე­ბუ­ლია და სირ­ცხ­ვი­ლია, ამ სიტყ­ვით აღ­ნიშ­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვი, გე­ნი­ა­ლო­ბა არ­სად და­კარ­გუ­ლა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კან­ტის მი­ერ გა­მო­გო­ნი­ლი გე­ნი­ა­ლო­ბის ფი­გუ­რა, ანუ ქვეც­ნო­ბი­ე­რი ქმე­დე­ბის ფი­გუ­რა და­შორ­და სუ­ბი­ექტს, მაგ­რამ სის­ტე­მად იქ­ცა. ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი მხატ­ვა­რი არ­ა­რად იქ­ცა, სა­მა­გი­ე­როდ, სის­ტე­მამ ყვე­ლა­ფე­რი მო­იც­ვა. სის­ტე­მა გახ­და გე­ნი­ა­ლუ­რი. ხე­ლოვ­ნე­ბა გახ­და გე­ნი­ა­ლუ­რი, იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა მხატ­ვა­რი უკ­ვე აღ­არ იყო გე­ნი­ო­სი და ლუ­მა­ნის მო­დე­ლი სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მის გე­ნი­ა­ლო­ბის აღ­წე­რა. მაგ­რამ ჩვენ, რო­გორც დამ­კ­ვირ­ვებ­ლებს, მჭვრე­ტე­ლებს, შეგ­ვიძ­ლია გა­ვარ­ჩი­ოთ ხე­ლოვ­ნე­ბა არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან; რო­გორც არ­ა­გე­ნი­ა­ლუ­რი ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ჩვენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის ამ გა­სა­ღებს ვფლობთ, შემ­დეგ კი კომ­პე­ტენ­ცია და არ­ჩე­ვა­ნი მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი მყიდ­ველ­ზე ვრცელ­დე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენ უკ­ვე მი­ვაღ­წი­ეთ ამ დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის უკ­ა­ნას­კ­ნელ წერ­ტილს, მე თავს ვა­ნე­ბებ რე­ფე­რი­რე­ბას და შე­ვეც­დე­ბი გად­მოგ­ცეთ უშ­უ­ა­ლოდ ჩე­მი რე­აქ­ცია სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე.

რო­ცა ჭვრე­ტის, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, - ის­ევ დი­უ­შა­ნი­სა და ვიტ­გენ­შ­ტა­ი­ნის ტრა­დი­ცი­ის კვა­ლად - ვფიქ­რობთ, რომ ობ­ი­ექტს არ­ა­ფე­რი მოს­დის, რო­ცა მას ვუ­ყუ­რებთ. ეს ვიტ­გენ­შ­ტა­ი­ნი ამ­ბობ­და, რომ ჭვრე­ტა ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს (ის­ე­ვე რო­გორც ფი­ლო­სო­ფია). თე­ო­რია ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს. ხე­ლე­ბი ცვლი­ან სა­განს, მაგ­რამ თე­ო­რე­ტი­კუ­ლი მზე­რა არ ცვლის მის სტრუქ­ტუ­რას. სწო­რედ ეს წა­ნამ­ძღ­ვა­რია მთე­ლი ამ დის­კურ­სის სა­ფუძ­ვე­ლი, იმ­ი­ტომ, რომ გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, იკ­ითხო: რო­გო­რაა მოწყო­ბი­ლი ჭვრე­ტა? რო­გორ ოპ­ე­რი­რებს? ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას ვაკ­ვირ­დე­ბით საგ­ნებს. მუ­ზე­უ­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ას­ე­თი ად­გი­ლია და შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვთქვათ, რომ მუ­ზე­უ­მი არ ცვლის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს? ერ­თი შე­ხედ­ვით, კი. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა მუ­ზე­უმ­ში შე­დი­ხართ, რა­ღაც ობ­ი­ექ­ტებს ხე­დავთ - ქან­და­კე­ბებს, ნა­ხა­ტებს. პირ­ვე­ლი, რა­საც მუ­ზე­უმ­ში აწყ­დე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ტე­რო­რია. ვთქვათ, "არ გა­და­ა­ფურ­თხოთ" და სა­ერ­თო­დაც, "კულ­ტუ­რუ­ლად" მო­ი­ქე­ცით, ხე­ლი არ ახ­ლო ნა­ხატს, არ ჩა­მოგ­ლი­ჯო კედ­ლი­დან, არ გად­მო­აბ­რუ­ნო, არ დაფ­ლი­თო. ანუ ხე­ლოვ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ოპ­ე­რა­ცი­ე­ბის ტა­ბუ­ი­რე­ბით იწ­ყე­ბა, თა­ნაც სწო­რედ იმ ოპ­ე­რა­ცი­ე­ბის აკრ­ძალ­ვით, რო­მელ­საც შემ­დ­გომ შეს­წავ­ლამ­დე, ობ­ი­ექ­ტის კვლე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ობ­ი­ექ­ტის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბას მი­სი ჭვრე­ტის შე­უძ­ლებ­ლო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. მხო­ლოდ მა­შინ გვაქვს ობ­ი­ექ­ტის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა ამ ობ­ი­ექ­ტის ნა­წილს გა­მოვ­რიცხავთ ჭვრე­ტის ზო­ნი­დან. მი­სი და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, აკრ­ძა­ლუ­ლია. ჩვენ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ყო­ფი­თო­ბის რუხ, შუ­ა­ლე­დურ ზო­ნა­ში ვცხოვ­რობთ. რო­ცა ობ­ი­ექტს ჭვრე­ტის სივ­რ­ცე­ში ვა­თავ­სებთ, იგი შავ და თეთრ ნა­წი­ლე­ბად იყ­ო­ფა. ობ­ი­ექ­ტის ნა­წილს ყუ­რად­ღე­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებთ, მაგ­რამ ამ­ას სხვა ნა­წი­ლის ხარ­ჯ­ზე ვა­კე­თებთ, იგი რა­დი­კა­ლუ­რად ქრე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის არ­ი­დან. ამგ­ვა­რად, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცი­ის, საგ­ნის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ში რა­ღაც ტრავ­მა ძევს. ობ­ი­ექ­ტი ტრავ­მა­ტი­ზირ­დე­ბა, იგი შიგ­ნი­დან იპ­ო­ბა ორ ნა­წი­ლად - იმ­ად, რა­საც ხე­დავ და რაც პრინ­ცი­პუ­ლად არ ჩანს. გგო­ნია, რომ ობ­ი­ექტს არ­ა­ფე­რი მოს­დის, მაგ­რამ ჭვრე­ტის პი­რო­ბე­ბი მის ფუნ­და­მენ­ტურ ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბას იწ­ვევს. იპ­ო­ბა იგი მე­დი­ა­ლურ ნა­წი­ლად, მხა­რედ, რო­მე­ლიც ჩვენ რა­ღა­ცას გვა­უწყებს, ჩანს მხა­რედ, რო­მელ­საც ამ მე­დი­ა­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. იგი და­ფა­რუ­ლია ჩვენ­გან. ობ­ი­ექ­ტის ში­ნა­გა­ნი "გან­ხეთ­ქი­ლე­ბის" და­ნახ­ვის ამ შე­უძ­ლებ­ლო­ბას, ჰა­ი­დე­გე­რის კვა­ლად, ონ­ტო-მე­დი­ა­ლურ დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას ვუ­წო­დებ. ამგ­ვა­რად, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თოთ ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბა­დე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც ტა­ბუ­ი­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც აკრ­ძალ­ვა, ფრუს­ტ­რი­რე­ბა და ბლო­კი­რე­ბა... თუნ­დაც ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა. თუ­კი ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი ობ­ი­ექ­ტი ტა­ბუ­ი­რე­ბის პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენს, თა­ნაც ის­ეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად ამ­ა­ხინ­ჯებს ამ ობ­ი­ექტს, მა­შინ ად­ვი­ლი და­საშ­ვე­ბია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ო­ქა­ში კი არ არღ­ვევს ტა­ბუს, არ­ა­მედ მის პრო­დუ­ცი­რე­ბას ახ­დენს. არ­სე­ბობს მცდა­რი აზ­რი, რომ XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა სულ უფ­რო წინ მი­ი­წევს, ანგ­რევს არ­სე­ბულ ნორ­მებს, აღ­მო­ა­ჩენს ახ­ალ სივ­რ­ცე­ებს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს არ­ა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სი­მარ­თ­ლეს­თან. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში XX სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა ტა­ბუ­სა და აკრ­ძალ­ვე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ან­გარ­დის სა­ერ­თო ფორ­მაა: "ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა". თა­ნაც ეს აკრ­ძალ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ირ­ა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. ეს აბ­სურ­დუ­ლი სიტყ­ვე­ბია და თვით­ტა­ბუ­ი­რე­ბის აქტს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც არ­ა­ნა­ი­რი ბა­ზა არ გა­აჩ­ნია, გარ­და წმინ­და ეს­თე­ტი­კუ­რი­სა. თუ­კი მა­ლე­ვი­ჩი­ვით ვიტყ­ვი: "ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა" და ვე­ღარ დავ­ხა­ტავ "ვე­ნე­რა­თა უკ­ა­ნა­ლებს" და "მწვა­ნე ბაღ­ნა­რებს", იმ­ი­ტომ, რომ ამ­ის ყუ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა - მა­შინ შა­ვი კვად­რა­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის საზ­ღ­ვ­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი კი არა, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაქ­რო­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, რა თქმა უნ­და, ად­ა­მი­ანს ვე­ნე­რას უკ­ა­ნა­ლის და­ხატ­ვა სურს, მა­ლე­ვიჩ­საც უნ­დო­და. იგი ამ­ბობ­და, რომ იგი იბრ­ძ­ვის გუ­ლახ­დი­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ად­ა­მი­ან­სა და შე­მოქ­მედ­ში. ჩვენ მხატ­ვ­რე­ბი მა­შინ ვართ, რო­ცა სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­როდ ვიქ­ცე­ვით, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფრუს­ტ­რა­ცი­ას ვახ­დენთ, ანუ რო­ცა ას­კე­ტურ პრაქ­ტი­კას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. XX სა­უ­კუ­ნის ავ­ან­გარ­დის პრაქ­ტი­კას ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ტა­ბუს და­დე­ბის პრაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ეწ­ო­დოს. პირ­ველ ეტ­აპ­ზე მე ხე­ლოვ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­ი­რე­ბას ვახ­დენ, ვა­უქ­მებ გარ­კ­ვე­ულ ობ­ი­ექ­ტებს და მათ ჭვრე­ტის წმინ­და საგ­ნე­ბად ვაქ­ცევ, შემ­დეგ ეტ­აპ­ზე კი ამ პრაქ­ტი­კის თა­ვის­თა­ვა­დო­ბას ვაც­ნო­ბი­ე­რებ და მა­საც ვკრძა­ლავ, რო­გორც პრაქ­ტი­კას. ამგ­ვა­რად, ავ­ან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბის, რო­გორც კი­დევ ერ­თი რე­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­ი­რე­ბას და აკრ­ძალ­ვას წარ­მო­ად­გენს და ამ­ის მი­ხედ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თი აკრ­ძალ­ვი­დან მე­ო­რის­კენ მი­დის, ერ­თი ფრუს­ტ­რა­ცი­ი­დან მე­ო­რეს­კენ, ერ­თი შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან მე­ო­რის­კენ, თა­ნაც ყვე­ლა ამ აკრ­ძალ­ვებ­სა და ფრუს­ტ­რა­ცი­ებს არ­ა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. მათ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქვთ ეს სა­ფუძ­ვე­ლი.

სხვა­თა შო­რის, ის, რაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­გორც ობ­ი­ექ­ტ­ზე ვთქვი, სხვა და­ნარ­ჩენ­ზეც ვრცელ­დე­ბა. ჩვენ ვი­ცით არ­ა­კულ­ტუ­რუ­ლი ქცე­ვის წე­სე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გებ­შიც, არ­ა­მარ­ტო მუ­ზე­უ­მებ­ში. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ტექ­ს­ტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არ­ა­კულ­ტუ­რუ­ლი ტი­პი, რო­ცა კითხ­ვას ვსვამთ ხოლ­მე: "სწო­რად მო­იქ­ცა თუ არა ტა­ტი­ა­ნა, ონ­ე­გინს რომ წე­რი­ლი მის­წე­რა?" ეს, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, პა­რა­დიგ­მა­ტუ­ლი უკ­ულ­ტუ­რო კითხ­ვაა. რა­ტომ? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, თუ­კი გეს­მით, რომ ვი­ღაც თქვენ­მა ნაც­ნობ­მა გო­გომ ას­ე­თი წე­რი­ლი და­წე­რა, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბო­და, ეს კითხ­ვა გაგ­ჩე­ნო­დათ და აზ­რი გა­მო­გეთ­ქ­ვათ ამ­ის თა­ო­ბა­ზე. ამ კითხ­ვის დას­მის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, მი­სი უკ­ულ­ტუ­რო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მთა­ვარ ნი­შან-თვი­სე­ბას წარ­მო­ად­გენს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ვენ­ცია ზუს­ტად ის­ე­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სა­მუ­ზე­უ­მო კონ­ვენ­ცია. ესაა ინ­ტე­რეს­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ფრუს­ტი­რე­ბა.

ამ თე­მა­ზე დე­რი­დამ საკ­მა­ოდ მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი წიგ­ნი და­წე­რა, რო­მელ­საც "ყალ­ბი მო­ნე­ტა" ჰქვია და იგი ტა­ტი­ა­ნას წე­რი­ლის მსგავ­სად, ბოდ­ლე­რის ერთ ტექსტს მი­მო­ი­ხი­ლავს, რო­მელ­შიც... ერ­თი სიტყ­ვით, აზ­რი რა­ში მდგო­მა­რე­ობს: ნე­ბის­მი­ერ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მკითხ­ვე­ლი მო­ინ­დო­მებ­და, გა­ერ­კ­ვია (და გა­არ­კ­ვევ­და კი­დეც) მო­ნე­ტა მარ­თ­ლა ყალ­ბი იყო თუ არა. მაგ­რამ უხ­ამ­სო­ბაა, რო­ცა ამ­ას ბოდ­ლერს ეკ­ითხე­ბი. და აი, ამ აკრ­ძალ­ვის კონ­ს­ტი­ტუ­ი­რე­ბას ახ­დენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი. იგ­ი­ვე ვი­თა­რე­ბაა კი­ნო­შიც... რო­ცა მა­გა­ლი­თად, ნე­გა­ტი­ურ პერ­სო­ნა­ჟებს ეს­როდ­ნენ დარ­ბა­ზი­დან და ა.შ. ეს ნორ­მა­ლუ­რი ად­ა­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლია და სწო­რედ მი­სი აკრ­ძალ­ვა წარ­მო­ად­გენს ტექ­ს­ტის კონ­ს­ტი­ტუ­ი­რე­ბულ სივ­რ­ცეს, რო­მე­ლიც ამ დი­ფე­რენ­ცი­ას ქმნის.

რა­ში მჭირ­დე­ბა ეს დი­ფე­რენ­ცია? ახ­ლა­ვე გეტყ­ვით.

საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბა­ზე სვა­მენ კითხ­ვას, უეც­რად წა­მო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს კითხ­ვა და ეს პა­სუ­ხი (რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა? - ის, რაც დას­რულ­და) - ინ­ტი­მუ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ­მა­ნეთ­თან. ის­ი­ნი კავ­შირ­ში არ­ი­ან, რად­გა­ნაც იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ქრე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სხვა­ო­ბა მუ­ზე­უმ­სა და მუ­ზე­უმს გა­რეთ მო­თავ­სე­ბულს შო­რის, შეგ­ვიძ­ლია ჩათ­ვა­ლოთ, რომ იშ­ლე­ბა ზღვა­რიც ხე­ლოვ­ნე­ბას და არ­ა­ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რა თქმა უნ­და, ვთქვათ, რომ არ­სე­ბო­ბენ რა­ღაც მუ­ზე­უ­მე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებს ფე­ნენ, მაგ­რამ ეს მა­თი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც არ­ა­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბის­თ­ვის, რო­გორც ას­ე­თის­თ­ვის და მა­თი არ­სის გა­სა­გე­ბად. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სა­კითხის ასე დას­მას, ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თა­დერთ პა­სუ­ხამ­დე მივ­ყა­ვართ - "ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ვე­ბუ­ლია", ეს კი ღმერ­თის სიკ­ვ­დილს ნიშ­ნავს. და თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რა­თა სან­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბად გა­მოცხა­დე­ბის, ყვე­ლაფ­რის ეს­თე­ტი­ზი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იძ­ლე­ვა - შლის ამ სხვა­ო­ბას. ამ­ი­ტო­მაც, სწო­რედ იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ვსვამთ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს კითხ­ვა ჩვენ­თ­ვის უინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. საზ­ღ­ვა­რი გაქ­რა და თუ­კი სად­მე დარ­ჩა მი­სი კვა­ლი - იგი აღ­ა­რა­ნა­ირ ინ­ტე­რესს აღ­არ იწ­ვევს. ყვე­ლა­ფე­რი ეს საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერს, მაგ­რამ თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა მინ­დო­და მი­მექ­ცია იმ­ა­ზე, რომ იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ვა­ღი­ა­რებთ, რომ ობ­ი­ექ­ტი იცვ­ლე­ბა, თუ­კი მი­სი ნა­წი­ლი სი­შა­ვე­ში ქრე­ბა, ვკითხუ­ლობთ ხოლ­მე, სად ქრე­ბა იგი და რა არ­ის ეს სი­შა­ვე. პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია (მათ­თ­ვის, ვი­საც ეს­მის, თუ რა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რო­ცა ონ­ტო-მე­დი­ა­ლურ დი­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობ): ეს შა­ვი მხა­რე დროდ იქ­ცა. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, რო­ცა რა­ღა­ცას ვუ­ყუ­რებ, არ ვი­ცი, რამ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს ჭვრე­ტა. პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე რამ­დენ ხანს, ნიშ­ნავს იმ­ას, თუ რამ­დენ ხანს გაძ­ლებს ეს ტი­ლო, რა არ­ის ამ ქან­და­კე­ბა­ში და რამ­დე­ნად მყა­რია შე­ნო­ბა, რამ­დე­ნი ფუ­ლი მი­ი­ღო ამა თუ იმ მუ­ზე­უმ­მა, რა პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი აქვს მის დი­რექ­ტორს და ა.შ. ანუ ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ფა­რუ­ლია ჩემ­გან, რო­ცა, ვთქვათ, "პომ­პე­ის უკ­ა­ნას­კ­ნელ დღეს" ვუ­ყუ­რებ. რო­ცა ამ ნა­ხატს ვუ­ყუ­რებ, მე ბე­დის­წე­რას ვნებ­დე­ბი. და­ფა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სხვა ინფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რე­ბის ნე­ბას ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სწო­რედ ამ მო­მენ­ტ­ში ვერ ვა­კონ­ტ­რო­ლებ და რომ­ლე­ბიც ახ­ორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­კუ­თარ თავს, მის მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბას ახ­დე­ნენ არა იმ­ით, რომ თავს გვაჩ­ვე­ნე­ბენ (ის­ი­ნი ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბის არ­ე­ში არც ექ­ცე­ვი­ან), არ­ა­მედ გვაჩ­ვე­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავს, რო­გორც საზ­ღ­ვარს ჩე­მი ხედ­ვის უნ­ა­რი­სას, რად­გა­ნაც შემ­დეგ, რო­ცა მუ­ზე­უ­მი გა­კოტ­რ­დე­ბა და და­ი­ხუ­რე­ბა, "პომ­პე­ის უკ­ა­ნას­კ­ნელ დღეს" კი დაწ­ვა­ვენ ან ვინ­მეს მიჰ­ყი­დი­ან... მე ეს არ ვი­ცი და ეს არ­ცოდ­ნა თით­ქოს ჩე­მი ხედ­ვის კონ­ს­ტი­ტუ­ი­რე­ბას ახ­დენს.

აქ­ე­დან ჩნდე­ბა რე­ა­ლუ­რი შე­უძ­ლებ­ლო­ბაც მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცი­ის ეს­თე­ტი­ზა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც იდ­ე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. რა თქმა უნ­და, მე ყვე­ლაფ­რის მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცია შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამ­ის­თ­ვის არც დრო მე­ყო­ფა, არც ძა­ლა, არც ფუ­ლი და სურ­ვი­ლი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვი­თი ფაქ­ტი რო­დია, არ­ა­მედ დრო­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბა, რად­გა­ნაც ის­ი­ნი დრო­ის ფაქ­ტო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ანუ დრო არ მყოფ­ნის. ის­ე­ვე, რო­გორც ად­ა­მი­ანს არ­ას­დ­როს ყოფ­ნის დრო ერ­მი­ტა­ჟის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. ურ­ჩევ­ნია ყა­ვა ან ღვი­ნო და­ლი­ოს. დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბაა, ნე­ბის­მი­ე­რი ჭვრე­ტის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ჭვრე­ტა იმ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, რომ იგი ყო­ველ­თ­ვის უს­რუ­ლია, დრო არ გვყოფ­ნის. და დრო­ის ეს უკ­მა­რი­სო­ბა ჭვრე­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნის მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის დრო­ის ფუნ­და­მენ­ტურ უკ­მა­რი­სო­ბა­საც ნიშ­ნავს. მე არ შე­მიძ­ლია ეს და­ვი­ნა­ხო, რად­გა­ნაც დრო არ მყოფ­ნის. თა­ნაც აქ სა­უ­ბა­რია იმ დრო­სა და ფა­რულ სი­შა­ვე­ზე, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის მიღ­მა კი არაა, არ­ა­მედ თა­ვად მუ­ზე­უ­მის ეფ­ექტს წარ­მო­ად­გენს. იგი თა­ვად მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად ჩნდე­ბა. და ამგ­ვა­რად, ვერც და­იძ­ლე­ვა, ვერც რეფ­ლექ­სირ­დე­ბა და მი­სი შეს­წავ­ლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩემს საყ­ვა­რელ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან - ფიშ­ლი­სა და უაის­ის ნა­მუ­შევ­რებს. ის­ი­ნი შვე­ი­ცა­რე­ლი მხატ­ვ­რე­ბი არ­ი­ან, ცი­უ­რი­ხი­დან, რომ­ლებ­მაც, ჩე­მი აზ­რით, დი­უ­შა­ნის შემ­დეგ კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს. მათ ფიქ­ტი­უ­რი, ცრუ Ready-made გა­ა­კე­თეს.

ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რა­თა იგი გა­ნას­ხ­ვა­ვო სხვა ნივ­თე­ბი­სა­გან, ისაა, რომ მას ხე­ლით უნ­და შე­ე­ხო, ას­წიო. რად­გა­ნაც ის­ი­ნი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქე­ბი არ­ი­ან. ის­ი­ნი ამ სა­გან­თა ასტ­რა­ლუ­რი სხე­უ­ლე­ბის მე­ტა­ფო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, მათ სულს. ხში­რად ვყო­ფილ­ვარ მათ სა­ხე­ლოს­ნო­ში და ყო­ველ­თ­ვის ხე­ლით ვე­ხე­ბი ხოლ­მე ამ საგ­ნებს, ვარ­კ­ვევ რა არ­ის, რას წარ­მო­ად­გენს. მუ­ზე­უმ­ში კი ამ­ას ვერ მო­ა­ხერ­ხებ. ერ­თი სიტყ­ვით, რო­ცა ამ ფიქ­ტი­ურ, ინს­ცე­ნი­რე­ბულ Ready-made-ს უყ­უ­რებ, ვერ ხვდე­ბი, თუ რა საგ­ნე­ბია ეს, რე­ა­ლუ­რია თუ ფიქ­ტი­უ­რი. და მხო­ლოდ მუ­ზე­უ­მი ხდის შე­უძ­ლე­ბელს ამ­ის გარ­კ­ვე­ვას. ცხოვ­რე­ბა­ში ეს ად­ვი­ლია. მუ­ზე­უმ­ში ეს აკრ­ძა­ლუ­ლია.

იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­ცა მშვი­დად ზი­ხარ ტე­ლე­ვი­ზორ­თან, თუ­კი დრო გაქვს, შე­გიძ­ლია 40 სა­ა­თიც უყ­უ­რო ამ ვი­დე­ო­ო­ბი­ექ­ტებს, მაგ­რამ მუ­ზე­უ­მის ან ინს­ტა­ლა­ცი­ის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ამ­ას ვერ იზ­ამ, იმ­ი­ტომ, რომ დრო არ გე­ყო­ფა. ანუ მუ­ზე­უმ­ში წიგ­ნი კითხ­ვა­დი აღ­ა­რაა, ფილ­მი "არ ვარ­გა" ჩვე­ნე­ბის­თ­ვის, ობ­ი­ექ­ტი შე­უც­ნო­ბა­დია და ა.შ. მუ­ზე­უ­მი ხედ­ვის სიცხა­დეს კი არა, მის შე­უძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. კი არ გვიხ­ს­ნის ჭვრე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არ­ა­მედ მათ ბლო­კი­რე­ბას ახ­დენს. და პირ­ვე­ლად, სწო­რედ ამ ბლო­კი­რე­ბის წყა­ლო­ბით, მუ­ზე­უ­მი, ის­ე­ვე რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ., საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ძრო­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხე­დავთ, მაგ­რამ ვერ ხე­დავთ, რაა მის მიღ­მა, ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მინ­დორ­ზე და რე­ა­ლურ ძრო­ხა­ზე მიგ­ვი­თი­თებს. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, იმ­ის­თ­ვის, რა­თა ნიშ­ნად იქ­ცეს, ობ­ი­ექ­ტ­მა სხე­უ­ლი უნ­და და­კარ­გოს, სიბ­რ­ტყედ უნ­და იქ­ცეს. ეს სწო­რედ ის ვი­თა­რე­ბაა, რო­მე­ლიც გა­ი­გეს ფიშ­ლიმ და უაის­მა, მაგ­რამ ამ­ას ვერ მიხ­ვ­და დი­უ­შა­ნი. ამ­ი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ეს წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. რად­გან, რო­ცა მთე­ლი ეს პი­სუ­ა­რე­ბი და სხვა Ready-made-ბი სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცე­ში და­იდ­გა, ჩათ­ვა­ლეს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლ­და საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის­გან; პი­სუ­ა­რი ხომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს აღ­ნიშ­ნავ­და და იგი, ასე ვთქვათ, ემ­ან­სი­პირ­და ში­ნა­არ­სის­გან, ნა­რა­ტუ­ლო­ბის­გან და ნე­ბის­მი­ე­რი კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის­გან. სი­ნად­ვი­ლე­ში ეს არ მომ­ხ­და­რა, რად­გა­ნაც ეს პი­სუ­ა­რი თა­ვის თავს აღ­ნიშ­ნავ­და. იგი აღ­ნიშ­ნავ­და მი­სი კლო­ზეტ­ში გა­და­ტა­ნი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

სწო­რედ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბლო­კი­რე­ბას ახ­დე­ნენ ფიშ­ლი და უაისი. რად­გა­ნაც არ იც­ით, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ ობ­ი­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ანუ ის­ი­ნი აუქ­მე­ბენ იმ საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის, თა­ვი­სი თა­ვის აღ­ნიშ­ვ­ნას, რო­მე­ლიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია კლა­სი­კურ... და თვით­საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ას­ე­თი გა­უქ­მე­ბა აჩ­ენს ჭვრე­ტის იმ სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბი­დან რჩე­ბო­და ხოლ­მე კლა­სი­კურ პოს­ტ­დი­უ­შა­ნურ თე­ო­რი­ებს.

მაგ­რამ ამგ­ვარ გან­ს­ჯებს ჩე­მი ლექ­ცია და­სას­რუ­ლის­კენ მი­ყავს, დროც იწ­უ­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის იმ პრობ­ლე­მა­ტი­კამ­დე მივ­დი­ვართ, რო­მელ­ზეც ახ­ლა ყვე­ლა სა­უბ­რობს, თა­ნაც ის­ტე­რი­უ­ლი ტო­ნით. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლი რა­ღაც დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლად ჟღერს, თუ­კი მი­ვიჩ­ნევთ, რომ აქ­ამ­დე ხე­ლოვ­ნე­ბა იწ­ყე­ბო­და, ვი­თარ­დე­ბო­და და ა.შ. თუმ­ცა, რო­გორც ვნა­ხეთ, ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რულს წარ­მო­ად­გენ­და. მან თა­ვი­დან­ვე მო­ახ­დი­ნა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა. იგი და­სას­რუ­ლი­დან და­იწყო. ამ­ით იგი თით­ქოს ჩვე­ნი დრო­ის რე­ლი­გი­ურ ფე­ნო­მე­ნებს ჰგავს, მა­გა­ლი­თად ქრის­ტი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც რო­გორც რე­ლი­გია, ღმერ­თის სიკ­ვ­დი­ლით და­იწყო. ღმერ­თის ჯვარ­ც­მი­თა და სიკ­ვ­დი­ლით. და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბი გარ­კ­ვე­ულ მე­ტა­ფო­რას წარ­მო­ად­გენს ჯვარ­ც­მუ­ლი ქრის­ტეს­თ­ვის. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ო­ქა­ში (თა­ნა­მედ­რო­ვე, ანუ პოსტ-ჰე­გე­ლი­ა­ნურ ეპ­ო­ქა­ში) არ­ა­ფერს გა­მო­ხა­ტავს, გარ­და ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლი­სა. ეს იგ­ი­ვეა, რაც ქრის­ტეს ვნე­ბა­თა ინს­ცე­ნი­რე­ბა, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მხო­ლოდ ღმერ­თის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ჩნდე­ბა. ანუ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის სიკ­ვ­დი­ლი იძ­ლე­ვა მხატ­ვ­რუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც ჰე­გე­ლი­სე­უ­ლი ის­ტო­რიზ­მი იწ­ყე­ბა ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლით, პოსტ-ის­ტო­რი­ის დამ­კ­ვიდ­რე­ბით.

ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სიკ­ვ­დი­ლი მა­გი­უ­რად, ტრავ­მა­ტუ­ლად თუ რი­ტუ­ა­ლუ­რად გა­მუდ­მე­ბით მე­ორ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტებ­ში და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა იგი მე­ორ­დე­ბა, მო­ცე­მუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი იდ­ენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც სე­რი­ო­ზუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი. მა­სობ­რივ ხე­ლოვ­ნე­ბას თა­ვი­სი თე­მე­ბი აქვს (სექ­სი, სიკ­ვ­დი­ლი, ფუ­ლი და ა.შ.) და ამ­ის მი­ხედ­ვით სე­რი­ო­ზუ­ლის შე­სა­ხე­ბაც შეგ­ვიძ­ლია ვი­კითხოთ და ვუ­პა­სუ­ხოთ, რომ მი­სი თე­მა სიკ­ვ­დი­ლია და თა­ნაც არა ვინ­მეს, არ­ა­მედ სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლი. ანუ სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. და თუ­კი გა­ვიხ­სე­ნებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­საც რო­დის­მე ჰქო­ნია წარ­მა­ტე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ო­ქა­ში (მა­ნე­დან დაწყე­ბუ­ლი, იგ­ი­ვე "ოლ­იმ­პი­ი­დან"), შემ­დეგ სუ­რათს მი­ვი­ღებთ: ეს იქ­ნე­ბა გზა ახ­ა­ლი ნა­ხა­ტე­ბის შექ­მ­ნის შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან, სა­ერ­თოდ ხატ­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბამ­დე ("შა­ვი კვად­რა­ტი"), რო­ცა თუნ­დაც იმ­ა­ვე შა­ვი კვად­რა­ტის და­ხატ­ვაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა გა­მო­ფე­ნაც (რჩე­ბა შიშ­ვე­ლი კედ­ლე­ბი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ინს­ტა­ლა­ცი­ე­ბით), ესაა მუ­ზე­უ­მი­სა და ნაგ­ვის გრო­ვის გარ­ჩე­ვის და სა­ერ­თოდ გარ­ჩე­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. შე­დე­გად მი­ვი­ღებთ ერთ დიდ შე­უძ­ლებ­ლო­ბას და ერთ დიდ სიკ­ვ­დილს, სა­ხე­ლად "თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა".

ასე რომ, ჩე­მი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­თე­ლი ხდე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა - ესაა სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბა. მაგ­რამ იგი არაა მხატ­ვ­რის ან მა­ყუ­რებ­ლის და არც ზო­გა­დად ად­ა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლი. რად­გა­ნაც ხე­ლოვ­ნე­ბას ად­ა­მი­ა­ნი არ აინ­ტე­რე­სებს, ის­ე­ვე რო­გორც მი­სი სი­ცოცხ­ლე და სიკ­ვ­დი­ლი. ად­ა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მა­სობ­რივ კულ­ტუ­რას აინ­ტე­რე­სებს. ხე­ლოვ­ნე­ბა კი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ღმერ­თის სიკ­ვ­დი­ლიც და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბიც მხო­ლოდ იმ­დე­ნა­დაა სა­ინ­ტე­რე­სო, რამ­დე­ნა­დაც იგი ამ სიკ­ვ­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბას ახ­დენს და რი­ტუ­ა­ლუ­რად იმ­ე­ო­რებს. წარ­მო­ად­გენს ახ­ალ და ახ­ალ შე­უძ­ლებ­ლო­ბებს, ახ­ალ და ახ­ალ აკრ­ძალ­ვებს. ხე­ლოვ­ნე­ბის ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ნა­წარ­მო­ე­ბი რა­ღა­ცას გვიკ­რ­ძა­ლავს, რა­ზეც არ­ას­დ­როს გვი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და აკრ­ძა­ლუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი კი ისაა, რომ ახ­ა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ხილ­ვით ყო­ველ­თ­ვის რა­ღაც ახ­ალ აკრ­ძალ­ვას აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე და მა­ინც ვაგ­რ­ძე­ლებთ სი­ცოცხ­ლეს, ხედ­ვას. თით­ქოს აღ­ა­რა­ფე­რია სა­ნა­ხა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, და­ი­შა­ლა, გარ­შე­მო ნა­გა­ვია და მა­ინც, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ჩვენ მა­ინც ვხე­დავთ და ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბის აკრ­ძალ­ვა, შე­უძ­ლე­ბელ­ყო­ფა და ჩვენ ამ­ა­საც შევ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ. ასე რომ... სიკ­ვ­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბა... მაგ­რამ არა პე­სი­მის­ტუ­რი აზ­რით, არ­ა­მედ პი­რი­ქით, რა­ღაც სი­ხა­რუ­ლის თან­ხ­ლე­ბით.

გმად­ლობთ.

© ”არილი”

No comments: