Tuesday, February 12, 2008

ვილ­ჰელმ შმი­დი

­­­­­­­ექსკურსი ფილოსოფიაში

­­­­­­ედუარდ ჰოპერის სურათი

გერ­მა­ნუ­ლი­დან თარ­­­ნა მა­რი­ნე ფე­რა­ძემ


გერმანელი ფილოსოფოსი ვილჰელმ შმიდი 1953 წელს დაბადა ბილენჰაზენში (ბავარიის მხარე, ისტორილი შვაბია). 1980 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. ფილოსოფისა და ისტორიას სწავლობდა ბერლინში (ბერლინის თავისუფალი უნვერსიტეტი), პარიზსა (სორბონა) და ტიბინგენში. 1991 წელს ტიბინგენის უნვერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ცხოვრების ხელოვნება ფუკოსთან", ხოლო 1997 წელს ერფურში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Habilitation) თემაზე: "ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფიის საფუძლები". ვილჰელმ შმიდი პედაგოგიურ მოღვაწებას ეწდა ლაიფციგისა და ბერლინის უნვერსიტეტებში, ერფურტის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ამჟამად კი მოღვაწეობს იენის უნვერსიტეტში.­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

1992 წლიდან DAAD-ის ეგდით ვ.შმიდი კითხულობს ლექციებს რიგაში (ლატვია), არის "Letra International"-ის (მადრიდი) მუდმივი თანამრომელი. აგრეთვე პარიზის "College International"-ის კორესპონდენტი. 1998 წლიდან პრაქტიკულ ფილოსოფიურ მოღვაწებას ეწვა ცირიხთან ახლომდებარე აფოლტერნის ერთ-ერთ სავადყოფოში. უნდა აღნიშნოს, რომ 1997 წლიდან, ყოველ შემოდგომაზე, ვილჰელმ შმიდი, ასვე DAAD-ის ეგდით, კითხულობს ლექციებს მე-20 საკუნის გერმანული და ფრანგული ფილოსოფიის შესახებ (ჰადეგერი, ჰუსერლი, მერლო-პონტი, ვინდელბანდი, ფუკო, ლევინასი), ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფიზე, გერმანულ რომანტიზსა (ნოვალისი) და ეკლესიის მამებზე (კლიმენტი ალექსანრილი), რომელთა ნააზრევი მის მიერ განხილულია ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფიის თვალთახედვით.­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

მისი ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია "ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფია" ("Philosophie der Lebenskunst"), რომელიც პირველად 1998 წელს გამოქვეყდა გერმანიში (დღესათვის უკვე მე-7 გამოცემაა გამოსული).­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

­­­­­­­­­­­­­­გთავაზობთ პირველ თავს ვ.შმიდის ნაშრომიდან "ცხოვრების ხელოვნების ფილოსო­ფია".


ეპ­­ზო­დი ორი ად­­მი­­ნის ყო­ველ­­ღი­­რი ცხოვ­რე­ბი­დან: ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, შუბ­­შეჭ­მუხ­ნუ­ლი კა­ცი სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­­თო­­ბულ შარ­ვალ­ში მთე­ლი არ­სე­ბით ცდი­ლობს რა­ღა­ცის გა­აზ­რე­ბას. მარ­ტო არ არ­ის; მის უკ­ან მო­ჩანს გა­წო­ლი­ლი ნა­ხევ­რად­შიშ­ვე­ლი ქა­ლი. თა­ვად სა­წო­ლის კი­დე­ზე ჩა­მომ­­და­რა, ის კი გვერ­­ზე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, სა­ხე არ მო­­ჩანს. სას­თუ­მალ­ზე თმა გად­მოშ­ლია. ჩანს, რომ მან მა­მა­კაცს უეც­რად აქ­ცია ზურ­გი, შე­მობ­რუ­ნე­ბას არც აპ­­რებს, კა­ციც არ უმ­ზერს, ზის სა­წო­ლის კი­დე­ზე, სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი და რა­ღა­ცით შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი. ხა­ტი ჭოჭ­მა­ნი­სა. ბუნ­დო­ვა­ნი რჩე­ბა კავ­ში­რი ამ ორ ად­­მი­ანს შო­რის, ბუნ­დო­ვა­ნია, არ­სე­ბობს თუ არა კავ­ში­რი სა­ერ­თოდ. უფ­რო მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი კი ის არ­ის, თუ რა საზ­რი­სი უნ­და ჰქონ­დეს 1959 წელს შექ­­ნილ სუ­რათს - "ექს­კურ­სი ფი­ლო­სო­ფი­­ში".

ცხა­დია, სქე­სობ­რი­ვი რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა აქ გან­­საზ­­­რე­ლი არაა. მა­თი რო­ლე­ბი რომ შე­ნაც­­ლე­ბა­დია, ეს ედ­­არდ ჰო­პერ­მა (1) ჯერ კი­დევ ათი წლით ად­რე აჩ­ვე­ნა, რო­დე­საც 1949 წელს მსგავ­სი სცე­ნა და­ხა­ტა და უფ­რო გა­სა­გე­ბი სა­თა­­რი და­არ­­ვა: "Summer in the Sity". ზე­და­პი­რუ­ლი ყო­ველ­­ღი­­რო­ბის მიღ­მა იმ­­ლე­ბა მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი, არ­­ერ­­­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი სი­ტუ­­ცია: "თქვენ ხომ იც­ით, - ამ­ბობ­და ჰო­პე­რი, - აზ­რე­ბით და იმ­პულ­სე­ბით რო­გორ იტ­ვირ­თე­ბა ნა­წარ­მო­­ბი".

ამგ­ვა­რად, ჰო­პე­რის სუ­რათ­ში "ექს­კურ­სი ფი­ლო­სო­ფი­­ში" რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კი არ არ­ის სა­ინ­ტე­რე­სო, არ­­მედ თა­ვად სი­ტუ­­ციაა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ნი­მუ­შო: ნი­მუ­ში მერ­ყე­­ბი­სა ცხოვ­რე­ბის გარ­­ვე­ულ სი­ტუ­­ცი­ებ­ში, ნი­მუ­ში ცხოვ­რე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა იმ მო­მენ­­ში, რო­ცა რა­ღაც, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, ეჭ­ვის ქვეშ დგე­ბა და ეს და­ეჭ­ვე­ბა უკ­­თე­სად იქაა გან­­დი­ლი, სა­დაც სიყ­ვა­რულს ეხ­­ბა საქ­მე.

თა­ვი­დან ამ ას­პექ­ტით მო­აზ­რე­ბულ­მა ნა­ხატ­მა ფი­ლო­სო­ფი­­ში შე­სავ­ლის ფუნ­­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს, რად­გან ფი­ლო­სო­ფი­ის­­ვის, რო­გორც პლა­ტო­ნის "ნა­დიმ­შია" წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ას­­თი ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი სი­ტუ­­ცია სიყ­ვა­რუ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის ძი­­ბა­სა და მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხის დას­მას გა­მო­ხა­ტავს. ამ­ის შემ­დეგ ნა­ხა­ტი გა­აცხა­დებ­და ფი­ლო­სო­ფო­სო­ბის წუთს, წა­მის­ყო­ფით რეფ­ლექ­სი­ის შე­მოს­­ლას, სხვის მი­მართ მტკივ­ნე­ულ დის­ტან­ცი­ას და გამ­­რალ ხა­ლის­ზე ფიქრს, მათ გა­მომ­­ვევ მი­ზეზ­ზე დას­მულ ულ­მო­ბელ კითხ­ვებს. სამ­ყა­როს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა გაქ­რა და ბა­ნა­ლუ­რი სი­ნამ­­ვი­ლე სულ უფ­რო საგ­­­ნო­ბი ხდე­ბა. ძა­ფი გაწყ­და, ძა­ფი, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლეს საზ­რისს ან­­ჭებ­და და ძლი­ერ სა­ეჭ­ვო ხდე­ბა, გაგ­­ძელ­დე­ბა თუ არა ამ­ის შემ­დეგ სი­ცოცხ­ლე. ხორ­ცი­­ლი ტკბო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და სექ­სუ­­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ოც­ნე­ბა წარ­მო­­ჩენს სწო­რედ იმ და­მა­ტე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლის­­ვის მო­­ცი­ლე­ბე­ლი წყევ­ლაა: რამ­დე­ნა­დაც უს­აზ­­­რო ნე­ტა­რე­ბა გან­­დი­ლია, მოკ­­და­ვო­ბა­ში შე­მოქ­ცე­ვა და მარ­ცხი მით უფ­რო საგ­­­ნო­ბი ხდე­ბა, რად­გან ეს არ­ის გად­მო­ვარ­­ნა მა­რა­დი­­ლო­ბი­დან დრო­ში. და თუმ­ცა თვით ნე­ტა­რე­ბა ცხა­დი იყო, შე­დე­გე­ბი მა­ინც მტკივ­ნე­­ლია: მა­რა­დი­­ლო­ბი­დან გან­დევ­ნი­ლი რჩე­ბი, დრო­ის კა­ნონს წა­მი­თაც ვერ უსხ­­ტე­ბი ხე­ლი­დან. ინ­დი­ვი­დი აღ­მო­­ჩენს, რომ უკ­უგ­დე­ბუ­ლია სა­კუ­თარ თავ­ში, რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ის ნან­­რე­ვებს შო­რის - სამ­ყა­რო­ზე სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ნამ­­­­რე­ვებ­ში, სა­დაც სხვებ­თან ერთ­ყო­ფას (Einssein) ას­­თი დი­დი მნიშ­­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. მაგ­რამ ვინც მშვე­ნი­­რი ზმა­ნე­ბა იხ­­ლა, მას უკ­ვე აღ­არ სურს რე­­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

პლა­ტო­ნის თა­ნახ­მად, ინ­დი­ვი­დი უნ­და უკ­­იქ­ცეს ხორ­ცი­­ლი ტკბო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა­გან და მი­უბ­რუნ­დეს "ჭეშ­მა­რი­ტი მშვე­ნი­­რე­ბის იდ­­ას", რო­მე­ლიც არ­­სო­დეს გა­უც­რუ­ებს იმ­ედს. ას­­ვე ცდი­ლობს ამ სუ­რა­თის პრო­ტა­გო­ნის­ტი. მი­სი პო­ზა მსგავ­სია რო­დე­ნის "მო­აზ­როვ­ნი­სა", რო­მე­ლიც თავს იტ­ეხს ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭე­ზე ფიქ­რით. შეშ­ფო­თე­ბა ნა­­ჭე­ბით ღა­რავს პრო­ტა­გო­ნის­ტის შუბლს: უღ­­ლა­ტა ხორ­ცი­ელ მშვე­ნი­­რე­ბას, მის უკ­ან რომ გა­წო­ლი­ლა, ან თა­ვად ხორ­ცი­ელ­მა მშვე­ნი­­რე­ბამ მი­­ტო­ვა ის. რა წიგ­ნი ჰქონ­და მა­მა­კაცს გა­დაშ­ლი­ლი? ეს, რო­გორც ჩანს, არ არ­ის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან წიგ­ნი უკ­ვე გვერ­­ზე აქვს გა­და­დე­ბუ­ლი. ეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ფი­ლო­სო­ფი­­რი წიგ­ნიც ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მი­სი დი­დი სიბ­­­ნე კონ­­რე­ტულ სი­ტუ­­ცი­­ში ვე­ღარ შვე­ლის. იქ­ნებ, წიგ­­მა მის­ცა მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ბიძ­გი და გა­ნაგ­­ძობს მის გა­აზ­რე­ბას? ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის წიგნს აღ­არ კითხუ­ლობს და თა­ვად ჰო­პერს რომ არ გა­ენ­დო, ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებ­დით, პლა­ტო­ნის "ნა­დი­მია" ეს, თუ რო­მე­ლი­მე სხვა ნაშ­რო­მი, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, მარ­კიზ დე სა­დის "ჟი­უს­ტი­ნა", სა­დაც ფი­ლო­სო­ფი­ის ჩი­რაღ­და­ნი ან­თია და აზ­როვ­ნე­ბა მა­რად ახლ­დე­ბა, ღვივ­დე­ბა სი­­მოვ­ნე­ბის მო­გიზ­გი­ზე ცეცხ­­ში. და­სავ­ლურ ფი­ლო­სო­ფი­­ში ერ­­ტი­კუ­ლი მსჯე­ლო­ბის სრულ გა­ქა­ნე­ბას წარ­მო­­ჩენს ეს წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თაც აერ­თი­­ნებთ მხო­ლოდ ის, რომ სი­­მოვ­ნე­ბებ­ზე (Luste) მსჯე­ლო­ბა ძი­რე­­ლი სა­კითხია ფი­ლო­სო­ფი­ის­­ვის. ამ ორი ვა­რი­ან­ტი­დან - ხორ­ცი­­ლი სი­­მოვ­ნე­ბის­­ვის ზურ­გის შექ­ცე­ვა და ფან­ტას­ტი­კურ სი­­მოვ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბა - სა­წო­ლის კი­დე­ზე ჩა­მომ­­და­რი მა­მა­კა­ცი ირ­ჩევს პირ­ველს. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ მან პლა­ტო­ნი "საკ­მა­ოდ გვი­ან წა­­კითხა", რო­გორც ამ­ას მხატ­ვა­რი გვან­დობს, ფი­ლო­სო­ფი­ის ტრი­უმ­ფი აშ­კა­რაა.

ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ყო­ველ­­ღი­­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეს ეპ­­ზო­დი ორ­აზ­რო­ვან ხა­სი­ათს ატ­­რებს: მარ­ცხ­ნივ - ნა­ხა­ტი ნა­ხატ­ში, "ჩა­მოჭ­რი­ლი", მარ­­­ნივ - ფარ­თოდ გა­ღე­ბუ­ლი ფან­ჯა­რა, ის­იც "ჩა­მოჭ­რი­ლი" (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჰო­პე­რი, რო­მე­ლიც "რე­­ლის­ტად" ითვ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნობ­და იმპ­რე­სი­­ნისტ დე­გას, რო­მე­ლიც მსგავ­სი ტექ­ნი­კით მუ­შა­ობ­და). ჰო­პე­რის ამ სუ­რათ­ში ამ­ოჭ­რი­ლია წყვი­ლის ეპ­­ზო­დი ნა­თელ დღეს - სცე­ნა რო­გორც გა­ერ­თი­­ნე­ბუ­ლი, ას­­ვე გან­მარ­ტო­­ბუ­ლი არ­სე­ბო­ბი­სა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ოთ­­ხის კუთხე­ში და არ ჩანს არ­­ფე­რი გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი. მზის კაშ­კა­შა შუ­ქი, რო­მე­ლიც გა­ღე­ბულ ფან­ჯა­რა­ში იჭ­რე­ბა და მა­მა­კა­ცის ფერ­­თით ხა­ლი­ჩა­სა­ვით გა­ფე­ნი­ლა, მო­ჩანს რო­გორც და­ცინ­ვა შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი უღ­იმ­ღა­მო ატ­მოს­ფე­რო­სი. მა­მა­კა­ცი მიშ­ტე­რე­ბია და­ფე­ნილ შუქს - ან­­რეკლს "ჭეშ­მა­რი­ტი მშვე­ნი­­რე­ბი­სას", თით­ქოს მას­თან მი­სას­­ლე­ლი დამ­­ლე­ლი კი­ბის ბო­ლო სა­ფე­ხურ­ზე იჯ­დეს, რო­გორც ამ­ას დი­­ტი­მა აღ­წერს პლა­ტო­ნის "ნა­დიმ­ში"(2). მაგ­რამ და­ფე­ნი­ლი სი­ნათ­ლის ან­­რეკ­ლი არ­ის თა­ვად სი­ნათ­ლე. ასე დარ­ჩა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მის­­ვის უც­ხო სწო­რედ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ძლი­ერ სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა "ნა­დი­მი" დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე­ფობს სიმ­­ვი­დე, მო­მაკ­­დი­ნე­ბე­ლი სიმ­­ვი­დე, რო­გორც, სა­ერ­თოდ, ჰო­პე­რის ნა­ხა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში. არ­­ფე­რი არ ხდე­ბა - ჰო­პე­რი­სათ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი ფორ­მა ად­­მი­­ნუ­რი გა­რინ­დე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლი­სა, High Noon (ზე­ნი­ტი); გა­რინ­დე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­საც აქვს რა­ღაც შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, დუ­მი­ლი, ყვი­რი­ლის ტოლ­ფა­სი - ძლე­ვა­მო­სი­ლი უძ­ლუ­რე­ბა. აქ უკ­ვე აღ­არ არ­ის დი­­ლექ­ტი­კა; მხო­ლოდ ტრა­გე­დია, უტყ­ვი ტრა­გე­დია, რო­მელ­საც პირ­და­პირ სტრუქ­ტუ­რუ­ლი შეგ­ვიძ­ლია და­ვარ­­ვათ, რო­დე­საც ის ბა­ნა­ლურ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მოს­შია გახ­ვე­­ლი.

სუ­რათ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა შე­ჩე­რე­ბის მო­მენ­­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. შე­ჩე­რე­ბა, რო­გორც წუ­თი ფი­ლო­სო­ფი­­სა, რეფ­ლექ­სია, გან­სა­ხი­­რე­ბუ­ლი მჯდო­მა­რე და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი კა­ცით. გა­რე­დან შე­მოჭ­რილ სი­ნათ­ლე­ში მო­აზ­როვ­ნე კა­ცის გა­მო­სახ­ვა, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­­ში ფი­ლო­სო­ფი­ის მე­ტა­ფო­რად ქცე­­ლა. შე­იძ­ლე­ბა იფ­იქ­როთ, რომ პრო­ტა­გო­ნის­ტი მა­მა­კა­ცი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლა­დაა გა­მო­სა­ხუ­ლი, მაგ­რამ ქა­ლიც "შე­ჩე­რე­ბუ­ლია", მა­ლავს სა­ხეს. ჯერ კი­დევ ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფია გვაწ­­დის ცნო­ბას ამ შე­ჩე­რე­ბის უც­ნა­ურ მო­მენ­­ზე: ნა­დიმ­ზე მი­მა­ვა­ლი სოკ­რა­ტე უეც­რად ჩერ­დე­ბა რა­ღა­ცით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მას რა­ღა­ცის მო­აზ­რე­ბა სურს და მხო­ლოდ მოგ­ვი­­ნე­ბით აგრ­ძე­ლებს გზას, მსგავ­სად ჰო­პე­რის ნა­ხა­ტის პრო­ტა­გო­ნის­ტი­სა, რო­მელ­საც თა­ვი­სი "ნა­დი­მი" - ქა­ლი, ალ­ბათ, უკ­ვე მი­­ტო­ვე­ბია და გა­­აზ­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბებს. დი­დი სიბ­­­ნის წიგნს ის გვერ­­ზე დებს და თა­ვად სვამს კითხ­ვებს, რად­გან სწო­რედ ეს არ­ის ექს­კურ­სი ფი­ლო­სო­ფი­­ში: რა გა­ვა­კე­თე, ან იქ­ნებ, ცუ­დად გა­ვა­კე­თე? რა­ტომ ხდე­ბა ასე, რო­გორ შე­მიძ­ლია სი­ტუ­­ცი­ის დაძ­ლე­ვა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იც­ხოვ­რო, ან შეც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა? ექს­კურ­სი ფი­ლო­სო­ფი­­ში არ­ის იმ­­ზე ფიქ­რის დაწყე­ბა, რაც არ­ის და რაც მომ­­და­რა, ამ­ას­თან, ის მოგ­ზა­­რო­ბის სა­გულ­და­გუ­ლო მომ­ზა­დე­ბაა უკ­­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში, რა­თა გა­მო­ვიკ­­ლი­ოთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ესაა ექს­კურ­სის საზ­რი­სი: "შემ­დეგ" (Danach), ამ­­ვე დროს, არ­ის "მა­ნამ" (Davor) - თუმ­ცა, "შემ­დეგ" გა­მოც­დი­ლე­ბას მოს­დევს და იგი იმ­ავ­­რო­­ლად გა­მოც­დი­ლე­ბამ­დე­ლი­ცაა.

ბუ­ნებ­რი­ვია ვი­კითხოთ, გვაქვს თუ არა საქ­მე ჰო­პე­რის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც ეს მო­ტი­ვი? "მე არ ვი­ცო­დი ზუს­ტად, თუ რა­ტომ ვირ­ჩევ­დი ამ ან სხვა სი­­ჟეტ­სო", - ამ­ბობ­და ის, - მაგ­რამ ლა­პა­რა­კობ­და სა­კუ­თარ მო­ტი­ვებ­ზე იმ­­ტომ, რომ ის­­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ხერ­ხე­ბულ­ნი იყვ­ნენ მი­სი სუ­ლი­­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ცე­მის­­ვის. მხატ­­რის­­ვის მომ­ხიბ­­ლე­ლია რო­გორც წყვი­ლის მო­ტი­ვი, ას­­ვე ის ეჭვ­­ვეშ­და­ყე­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი სი­ტუ­­ცია, რო­მელ­შიც სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­­დე. ჰო­პე­რის აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს: "რო­მან­ტი­კუ­ლი­სად­მი სწრაფ­ვა­ში" გაცხად­დე­ბა, რომ ოც­ნე­ბა ერთ­ყო­ფა­ზე მის­­ვის ის­­ვე არ­სე­ბი­თია, რო­გორც იმ­ედ­გა­ცუ­რე­ბა. ასე გა­და­იქ­ცე­ვა ნა­ხა­ტი ერ­­სი­სა და ცხოვ­რე­ბის მე­ტა­ფო­რად და ნა­თელს ჰფენს მათ წი­ნა­აღ­­დე­გობ­რივ ხა­სი­ათს. რაც შემ­­გომ­ში ბა­დებს კითხ­ვას - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა? მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც ასე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რად ფიქ­რობს სიყ­ვა­რულ­ზე, მტკივ­ნე­­ლად გა­ნიც­დის რო­გორც სიყ­ვა­რულ­სა და ცხოვ­რებს შო­რის წი­ნა­აღ­­დე­გო­ბას, ას­­ვე სი­ცოცხ­ლის საზ­რის­ზე დას­მულ კითხ­ვებს. სწო­რედ მას უნ­და და­­ხა­ტა სუ­რა­თი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლის სიც­რუ­ეს გა­მო­­აშ­კა­რა­ვებ­და, რად­გან დის­ტან­ცი­ის წაშ­ლა ორ­თა შო­რის, რო­გორც ამ­ას რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გვპირ­დე­ბა, არ ხერ­­დე­ბა. და თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია ორ ად­­მი­ანს შო­რის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ის შემ­­გომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­რე­მო­ში?

ინ­დი­ვი­დის სწრაფ­ვა ჰარ­მო­ნი­­ლი ცხოვ­რე­ბის­კენ ამაოა. მა­შინ, რო­ცა ის სხვა­ში მო­­ლო­და თავ­და­ვიწყე­ბას, მა­ინც სა­კუ­თარ თავ­შია ჩა­კე­ტი­ლი. ვის­თან უნ­და ვიცხოვ­რო მე, თუ არა სა­კუ­თარ თავ­თან? ტრა­გი­კულ კულ­ტუ­რა­ში არ­­ბობს ერთ­ყო­ფის შე­უძ­ლებ­ლო­ბის შეგ­ნე­ბა (Bewsstsein). თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რამ კი სცა­და ამ შეგ­ნე­ბის წაშ­ლა, მაგ­რამ ამ­­ოდ. სამ­ყა­რო­ში ად­­მი­­ნი კვლავ ორ­­ენ­ტი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა: სწო­რედ ამ შეგ­ნე­ბით აიხს­ნე­ბა მა­თი მარ­ტო­­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­­ბის ეს უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჰო­პე­რის­­ვის მარ­ტო­­ბის პრობ­ლე­მა არ არ­ის ბა­ნა­ლუ­რი, რად­გან მან იც­ის ეს გა­მოც­დი­ლე­ბა და აღ­­­რებს მას მთე­ლი თა­ვი­სი წი­ნა­აღ­­დე­გობ­რი­ვი ბუ­ნე­ბით - მი­სი სუ­რა­თი არ­ის რო­გორც მარ­ტო­­ბის ჰიმ­ნი, ას­­ვე მარ­ტო­­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ში­ნე­ლე­ბა. მხატ­ვა­რი აფ­იქ­სი­რებს მდუ­მა­რე, გა­და­­ლა­ხა­ვი დის­ტან­ცი­ის არ­სე­ბო­ბას ორ ად­­მი­ანს შო­რის, გა­რინ­დე­ბუ­ლი ად­­მი­­ნის ფე­ნო­მენს, ჩა­კე­ტილს თა­ვის სას­რუ­ლო­ბა­ში, და ეს სას­რუ­ლო­ბა მა­რა­დი­სო­ბად მო­ჩანს. სხვის მი­მართ დის­ტან­ცი­ის არ­სე­ბო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა (რო­მე­ლიც მი­ნიშ­ნე­ბუ­ლია ზურ­­შექ­ცე­­ლი ქა­ლის სა­ხით) ფი­ლო­სო­ფი­ის ჭეშ­მა­რი­ტი და­საწყი­სია. ინ­დი­ვი­დე­ბი ერთ­მა­ნე­თის მი­მართ გა­უცხო­­ბულ­ნი არ­­ან და ასე რჩე­ბი­ან. ესაა მა­თი არ­სე­ბო­ბის­­ვის გან­­საზ­­­რე­ლი. რაც უფ­რო ახ­ლოს არ­­ან, მით უფ­რო უც­ხო­ნი ხდე­ბი­ან ერთ­მა­ნე­თის­­ვის. და გა­უცხო­­ბა კი­დევ უფ­რო ღრმავ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ გა­უცხო­­ბუ­ლი ცალ­კე­­ლი ინ­დი­ვი­დი გა­უცხო­­ბუ­ლი ხდე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მი­მარ­თაც, რომ­ლი­სად­მი ოდ­ნა­ვი რწმე­ნაც არ შერ­ჩე­ნია. ცხა­დია, რომ გა­უცხო­­ბა ად­­მი­­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ში დევს და მას მტკივ­ნე­­ლად გა­ნიც­დი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი. გა­უცხო­­ბის თე­მა ჯერ კი­დევ ან­ტი­კურ ტრა­გე­დი­­შია ას­­ხუ­ლი და ეს თე­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი, დღე­საც გან­­ჯის სა­გა­ნია. მის შე­სა­ხებ სა­უბ­რის გა­ნახ­ლე­ბა სი­ლას აწ­ნავს თა­ნა­მედ­რო­ვე­­ბას, რო­მელ­საც უნ­­ვერ­სა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და კო­პუ­ლა­ცია გა­­ფე­ტი­შე­ბია. ამგ­ვა­რად, არ­ის ჰო­პე­რი პე­სი­მის­ტი? "ალ­ბათ, ასეა", - პა­სუ­ხობს ის, - "თუმ­ცა, მე არ ვა­მა­ყობ ამ­ით".

ჰო­პე­რის ერთ-ერ­თი უკ­­ნას­­ნე­ლი სუ­რა­თია "ორი კო­მე­დი­ან­ტი", რო­მე­ლიც მან 1965 წელს, სიკ­­დი­ლამ­დე ორი წლით ად­რე და­ხა­ტა: წარ­მოდ­გე­ნა დამ­თავ­რე­ბუ­ლია, კო­მე­დი­ან­ტე­ბი სცე­ნა­ზე დგა­ნან და თავს უხ­რი­ან მა­ყუ­რე­ბელს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუ­რა­თის პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ნა­სა­ხი­­რე­ბენ თა­ვად ჰო­პერ­სა და მის მე­უღ­ლეს, ვის­თა­ნაც მხატ­ვარ­მა არ­სე­ბო­ბის კო­მე­დი­­რო­ბა გა­მოს­ცა­და, და ას­­თი სა­ხით გა­მოგ­ვემ­­ვი­დო­ბა (უნ­და აღ­­ნიშ­ნოს, რომ მხატ­ვარ­მა თა­ვი­სი თა­ვი და მე­უღ­ლე გა­მო­სა­ხა ჯერ კი­დევ 1917-20 წლებ­ში შექ­­ნილ სუ­რათ­ში "წყვი­ლი სცე­ნა­ზე", სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია მა­თი ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­­ლა ცხოვ­რე­ბის სცე­ნა­ზე).

ამგ­ვა­რად, სიკ­­დი­ლი ზე­­მობს არ­სე­ბო­ბის კო­მი­კუ­რო­ბა­ზე, რო­გორც ად­­მი­­ნებს შო­რის არ­სე­ბულ ტრა­გი­კულ გა­უცხო­­ბა­ზე, ას­­ვე მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის კო­მი­კურ მცდე­ლო­ბა­ზე. ჰო­პე­რი, უკ­­ნას­­ნე­ლად მი­აპყ­რობს "გა­რე­დან" მზე­რას სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის ინს­ცე­ნი­რე­ბას, მზე­რას, რო­მე­ლიც სა­კუთ­რივ, ცხოვ­რე­ბა­ში ორ­­ენ­ტი­რე­ბის ელ­­მენ­ტია. კო­მიზ­მი კი ისაა, რომ ინ­დი­ვი­დე­ბი, ჩვე­­ლებ­რივ, თა­ვი­ანთ არ­სე­ბო­ბას (Existenz) "გა­რე­დან" ჭვრე­ტენ მხო­ლოდ წა­მი­­რად, მა­შინ, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის სცე­ნი­დან ჩა­მო­დი­ან.

----------------------------------------------------

(1) ედ­­არდ ჰო­პე­რი - ამ­­რი­კე­ლი მხატ­ვა­რი (1882-1963), ამ­­რი­კუ­ლი რე­­ლიზ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. 1901-1906 წ.წ. სწავ­ლობ­და ფერ­წე­რას ნიუ-იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში. მას­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ევ­რო­პელ­მა მხატ­­რებ­მა - დი­­გო ვე­ლას­კეს­მა, ფრან­სის­კო გო­­ამ, ონ­­რე დო­მი­ემ, ედ­­არდ მა­ნემ. ჰო­პე­რის ნა­ხა­ტე­ბი ას­­ხავს მე-20 სა­­კუ­ნის ამ­­რი­კელ­თათ­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბელ გან­სა­კუთ­რე­ბულ მგრძნო­ბე­ლო­ბას: გან­მარ­ტო­­ბი­სა­კენ სწრაფ­ვას, მე­ლან­ქო­ლი­ას და მარ­ტო­­ბას.

(2) პლა­ტო­ნის "ნა­დიმ­ში" სოკ­რა­ტე იქ მყოფთ უამ­ბობს მან­ტი­­ლი მოგ­ვი ას­­ლის დი­­ტი­მას მო­ნათხ­რობს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ვინც მშვე­ნი­­რე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურს თან­მიმ­დევ­რო­ბით გან­­­­რეტს, ზი­­რე­ბის ზღვარს მიღ­წე­­ლი ან­აზ­დე­­ლად იხ­­ლავს გა­სა­­ცარ მშვე­ნი­­რე­ბას, კერ­ძოდ, აბ­სო­ლუ­ტურ მშვე­ნი­­რე­ბას. "ჭეშ­მა­რი­ტი გზა სიყ­ვა­რუ­ლი­სა, რო­მელ­ზეც თვი­თონ მი­დის, ან მოძღ­ვარს მის­დევს, ესაა გზა მშვე­ნი­ერ სა­გან­თა­გან უმ­აღ­ლეს მშვე­ნი­­რე­ბა­ზე თან­და­თა­ნო­ბი­თი გა­დას­­ლი­სა და თით­ქოს, სა­ფე­ხუ­რებს მიჰ­­ვე­ბაო კი­ბი­სას, ერ­თი მშვე­ნი­­რი სხე­­ლი­დან ორ­ზე, ორ­­დან კი ყვე­ლა მშვე­ნი­ერ სხე­ულ­ზე უნ­და გა­და­დი­­დეს კა­ცი, მშვე­ნი­ერ სხე­ულ­თა­გან - მშვე­ნი­ერ საქ­მე­ებ­ზე, მშვე­ნი­ერ საქ­მე­თა­გან კი მშვე­ნერ მოძღ­­რე­ბებ­ზე, რა­თა ამ­რი­გად ეზ­­­როს იმ მოძღ­­რე­ბას, რო­მე­ლიც სხვა არა არ­ის რა, თუ არა მოძღ­­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი მშვე­ნი­­რე­ბის შე­სა­ხებ (პლა­ტო­ნი "ნა­დი­მი", თბ.1964, გვ.63).

© არილი”

No comments: