Saturday, February 16, 2008

ტო­ნი­ნო გუ­ე­რა

ვარ­დის ფურ­­ლე­ბი



უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მე რომ­ში დავ­­რუნ­დი. ად­რე, რა­ღაც მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო, "კა­ზა­ნო­ვას" სცე­ნა­რის კონ­­რაქ­ტი და­ვარ­­ვიე. და აი, კვლავ აღდ­გა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი ფე­ლი­ნის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ვია სის­ტი­ნა­ზე, იმ სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობ­და, სა­დაც გო­გოლ­მა "მკვდა­რი სუ­ლე­ბი" და­წე­რა. ჩვენ ერთ ძველ იდ­­ას მი­ვუბ­რუნ­დით. უკ­ვე რა­ხა­ნია, ფე­დე­რი­კოს ამ ფილ­მის შექ­­ნა სურ­და, მაგ­რამ რა­ღაც უც­ნა­­რი მი­ზე­ზე­ბი­სა გა­მო მუ­დამ თავს ან­­ბებ­და. იგი დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თვით მო­ჯა­დო­­ბუ­ლი სი­­ჟე­ტი ეურ­ჩე­ბო­და ეკ­რანს. უკ­­ნას­­ნე­ლად, დე­კო­რა­ცი­­ბიც კი გა­ამ­ზა­დეს, მაგ­რამ უც­ებ ფე­ლი­ნი და­­ვად­და მძი­მედ.

ახ­ლა კი მან გა­დაწყ­ვი­ტა, საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ეყ­ვა­ნა. მე­ტიც, უნ­დო­და, პრო­დი­­სე­რი­სათ­ვის ეს სუ­რა­თი შე­­თა­ვა­ზე­ბი­ნა და არა "კა­ზა­ნო­ვა", რომ­ლის გა­და­სა­ღე­ბა­დაც სტუ­დია "ჩა­ნე­რი­ტას" პა­ვი­ლი­­ნებ­ში თა­და­რი­გი ჰქონ­დათ და­ჭე­რი­ლი. ფე­ლი­ნის აღ­არ იზ­­დავ­და კა­ზა­ნო­ვას თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.

მო­­ლოდ­ნე­ლად, კბი­ლი ამტ­კივ­და; ექ­­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით ჩა­მი­ტარ­და არც­თუ რთუ­ლი ქი­რურ­გი­­ლი ოპ­­რა­ცია, რის შე­დე­გა­დაც ღრძი­ლე­ბის მძი­მე და­­ვა­დე­ბა და­მიდ­გი­ნეს. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ან ფე­ლი­ნი ძლი­ერ შე­აშ­ფო­თა. მან ირწ­მუ­ნა, რომ ვი­ღა­ცის მი­ერ გათ­ვა­ლულ­მა სცე­ნარ­მა თა­ვი­სი უკ­­თუ­რი ენ­ერ­გია ჩემ­ზე მო­აგ­დო.

და აი, ზაფხუ­ლის ერთ სა­ღა­მოს, შე­ბინ­დე­ბულ­ზე, ასე შვი­დი სა­­თის­­ვის, ჩვენ კვლავ შევ­­­დით ერთ­მა­ნეთს მის კა­ბი­ნეტ­ში. ჩემს წინ სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა დგას, სა­ქა­ღალ­დე­ში სცე­ნა­რის ძვე­ლი ვა­რი­ან­ტი დევს. ფე­ლი­ნის რა­ღაც ყა­ვის­ფე­რი პლე­დი წა­­ხუ­რავს და დი­ვან­ზე მი­წო­ლი­ლა, თეთ­რი პე­რან­გის სა­ყე­ლო შეხ­­ნია. ბინ­­ბუნ­­ში გა­არ­ჩევ მხო­ლოდ მის თეთრ პე­რანგს და ხელს, რო­მე­ლიც დრო­დად­რო თით­ქოს სხე­ულს გა­მო­­რი­დაო, ჰა­ერ­ში და­­კი­დე­ბა, შემ­დეგ კი თა­ვის­კენ გას­წევს და შეთხე­ლე­ბულ თმას თი­თე­ბის ბო­ლო­­ბით შე­­ხე­ბა. დი­ვა­ნის სი­ახ­ლო­ვეს მი­ნი­­ნი და­ბა­ლი მა­გი­და დგას, მა­გი­და­ზე - ვარ­დე­ბით სავ­სე ლარ­ნა­კი. ხან­გა­მოშ­ვე­ბით მათ ფურ­­ლე­ბი სწყდე­ბა და მა­გი­და­ზე ცვი­ვა. ფე­ლი­ნის­კენ რამ­დენ­ჯე­რაც არ გა­ვი­ხე­დე, იმ­დენ­ჯერ უნ­­ზე­სი ფურ­ცელ­­ვე­ნა დავ­ლან­დე. გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თი თეთ­რი ვარ­დი კარ­გავ­და ფურ­­ლებს. მათ­გან ჰა­ერ­ში თით­ქოს რა­ღაც­ნა­­რი თეთ­რი ნაკ­ვა­ლე­ვიც კი რჩე­ბო­და.

უც­ებ, ფე­დე­რი­კო გა­ჩუმ­და. ბეჭ­­ვას თა­ვი ვა­ნე­ბე. მუ­შა­­ბი­სას სხვა დრო­საც შევ­ყოვ­ნე­ბულ­ვართ, ამ პა­­ზას კი რა­ღაც უჩ­ვე­­ლო სი­ახ­ლის გან­­და ახლ­და.

ფე­დე­რი­კო დგე­ბა და მე და­მაშ­­რა­ლის ამ­­ოხ­­რა ჩა­მეს­მის.

ერთხანს ასე იდ­გა მომ­­რო მა­გი­დას­თან. მე­რე და­­ხა­რა, რამ­დე­ნი­მე ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფურ­ცე­ლი აიღო, მო­მი­ახ­ლოვ­და და ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა: სა­ერ­თო­დაც, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, ამ სცე­ნარს შემ­­გომ, მოგ­ვი­­ნე­ბით, რო­გორ­მე სხვა დროს თუ მივ­ხე­დავ­თო.

ფე­ლი­ნი ცა­ლი ხე­ლით ხსნის სა­ქა­ღალ­დეს, რო­მელ­შიც ძვე­ლი ვა­რი­ან­ტი ეგ­­ლე­ბა, მე­­რე­თი კი მის სიღ­­მე­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ ყრის ვარ­დის ფურ­­ლებს; შემ­დეგ სა­ქა­ღალ­დეს ინ­­ხავს ბი­­როს ყვე­ლა­ზე ქვე­და უჯ­რა­ში, სა­დაც უწ­ეს­რი­გოდ ყრია ძვე­ლის­­ვე­ლი თო­ჯი­ნე­ბი.

ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბი­სა და სი­­ჟე­ტის შე­სა­ხებ სიტყ­ვაც რომ არ დამ­­დე­ნია, მკითხ­ველ­მა დიდ­სუ­ლოვ­ნად მო­მი­ტე­ვოს (ის ხომ მა­ინც შე­იქ­­ნე­ბა). იმ დრო­­დან მო­კი­დე­ბუ­ლი, მი­სი მეც მე­ში­ნია. გე­ფი­ცე­ბით, ფე­ლი­ნიმ რომ კვლავ და­მი­რე­კოს და მითხ­რას, მო­დი ერ­თი, ეს სცე­ნა­რი სა­თა­ნა­დო კონ­დი­ცი­ამ­დე მი­ვიყ­ვა­ნო­თო, მხო­ლოდ გან­გე­ბის მო­­მე­დე ვიქ­ნე­ბი.




კენ­ჭე­ბით მო­თა­მა­შე­ნი


ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­­ბი­სას ან­ტო­ნი­­ნი და მე ძალ­ზე ხში­რად, ისე, თა­ვის შე­საქ­ცე­ვად, ვი­გო­ნებ­დით სხვა­დას­­ვა­ნა­ირ თა­მა­შებს და თა­ვი­სე­ბურ მი­ნი­შე­ჯიბ­რე­ბა­საც ვმარ­თავ­დით ხოლ­მე.

ასე მა­გა­ლი­თად, "ფა­თე­რაკ­ზე" მუ­შა­­ბის დროს დაჭ­მუჭ­ნილ ქა­ღალდს ვამ­­­ვა­ლებ­დით და მო­შო­რე­ბით, დი­ვან­ზე ან მა­გი­და­ზე მდგარ სა­ფერ­­ლე­ში ვის­რო­დით. მო­გე­ბუ­ლი, ცხა­დია, ის იყო, ვინც ქა­ღალ­დის ბურ­თუ­ლას სა­ფერ­­ლე­ში მეტ­ჯერ ჩა­აგ­დებ­და. რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­­რი თა­მა­შის დროს, ამ­ჯე­რა­დაც, იწ­ყე­ბო­და კინ­­ლა­­ბა, რაც ზოგ­ჯერ ჩხუბ­შიც კი გა­და­დი­­და; ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი მე­­რეს წე­სე­ბის დარ­­ვე­ვას აბ­რა­ლებ­და.

"ღა­მის" სცე­ნარ­ზე მუ­შა­­ბი­სას სი­­ჟე­ტის­­ვის აუც­­ლე­ბე­ლი არ­­ნა­­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა არ აღ­მოგ­ვაჩ­­და, ან უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ვიტყ­ვით, რომ ად­რე მო­წო­ნე­ბუ­ლი სცე­ნა­რი აღ­არ მოგ­ვე­წო­ნა. სას­­რა­ფოდ იყო რა­ღაც მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი. ამ დროს პრო­დი­­სე­რი გა­ხუ­რე­ბულ მზა­დე­ბა­ში იყო - მსა­ხი­­ბებ­თან კონ­­რაქ­ტებს დებ­და, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს აგ­რო­ვებ­და. ჩვენ კი, ქვეყ­ნი­­რე­ბის­გან ცხრაკ­ლი­ტუ­ლით გან­რი­დე­ბუ­ლებს, ახ­­ლი თა­მა­შის სი­გი­ჟე გვჭირ­და. მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ძი­რი­თა­დად გა­ნი­ერ დე­რე­ფან­ში მარ­მა­რი­ლოს იატ­აკ­ზე ვის­ხე­დით. მო­თეთ­რო ფონ­ში, გარ­­ვე­­ლი შუ­­ლე­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბით, ათ­­­დე სან­ტი­მეტ­რის, სი­გა­ნის მარ­მა­რი­ლოს­ვე ირ­­ბი ზო­ლე­ბი იყო ჩარ­თუ­ლი. თა­მა­შის პი­რო­ბა ას­­თი იყო: ბრტყე­ლი კენ­ჭი მარ­მა­რი­ლოს იატ­აკ­ზე ისე უნ­და გაგ­ვეს­რი­­ლე­ბი­ნა, რომ მო­წი­ნა­აღ­­დე­გის ქვამ­დე რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მი­ეღ­წია და თა­ნაც ათ­სან­ტი­მეტ­რი­­ნი მუ­ქი ზო­ლის შიგ­ნი­თაც აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცდი­სას, რო­ცა კენ­ჭი მუქ ზოლ­ში მო­ექ­ცე­­და, ზუსტ გა­ზომ­ვებს ვიწყებ­დით; მკაც­რად ვა­მოწ­მებ­დით მის ად­გილ­­დე­ბა­რე­­ბას, ვი­ნა­­დან საკ­მა­ოდ ხში­რად ნა­პი­რით ნე­ბა­დარ­თულ ათ­სან­ტი­მეტ­რი­­ნი სივ­­ცის ფარ­­ლებს გა­დას­­დე­ბო­და ხოლ­მე. წე­სით და რი­გით კი კენ­ჭი ზუს­ტად მუ­ქი ზო­ლის შუ­­ში უნ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ამ დროს პრო­დი­­სე­რი სცე­ნარს ელ­­და და ჩვენც ვპირ­დე­ბო­დით, რომ დი­დე­ბუ­ლად გა­და­კე­თე­ბულ სა­ბო­ლოო ვა­რი­ანტს წუ­თი წუთ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ­დით. აქ­ტი­­რე­ბი ით­ხოვ­­ნენ, მათ­­ვის ბო­ლოს და ბო­ლოს ის მა­ინც გა­ნე­მარ­ტათ, თუ რო­მელ ეპ­­ზოდ­ში მო­­წევ­დათ გა­და­ღე­ბა. სა­მე­ურ­ნეო მუ­შა­კე­ბი სცე­ნარს ხარ­­თაღ­რიცხ­ვის შე­სად­გე­ნად ით­ხოვ­­ნენ. გა­ურ­­ვევ­ლო­ბის ბნელ სა­უფ­ლო­ში დან­­­მულ პრო­დი­­სერს ან­ტო­ნი­­ნიმ იმ­­დის პირ­ვე­ლი სხი­ვი იმ­ით ჩა­­სა­ხა, რომ მო­­ლოდ­ნე­ლად გა­ნუცხა­და, ფილმს მი­ლან­ში ვი­ღე­ბო.

დღე­­ბი დღე­ებს მის­დევს, ჩვენ კი მარ­მა­რი­ლოს იატ­აკ­ზე ბრტყელ კენ­ჭებს ვას­რი­­ლებთ და ვას­რი­­ლებთ. თა­მაშ­მა იმ­დე­ნად გაგ­ვი­ტა­ცა, რომ მი­სი ფილ­­ში ჩარ­­ვა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. ამ ეპ­­ზო­დის წე­რა და­ვიწყეთ, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი ძალ­ზე იოლ­ად, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოგ­ვა­ფიქ­­და. ან­ტო­ნი­­ნი სას­­რა­ფოდ გა­ემ­­ზავ­რა მი­ლანს, სა­დაც მას გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი უკ­ვე სრულ მზად­ყოფ­ნა­ში დახ­­და.




"და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი" ყა­ვა




ნე­­პო­ლი ჩემ­­ვის ყო­ველ­­ვის ძნე­ლად ამ­­სახ­­ნე­ლი გა­მო­ცა­ნე­ბის ქა­ლა­ქი იყო. სა­მა­გი­­როდ, დე სი­კა გრძნობ­და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში თავს ისე, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში. ერთხელ ფილ­მის ("ქორ­წი­ნე­ბა იტ­­ლი­­რად") ნა­ტუ­რის შე­სარ­ჩე­ვად ნე­­პოლ­ში ერ­თად მოგ­ვიხ­და ჩას­­ლა. დე სი­კა მე­უბ­ნე­ბა: "მო­დი, ცო­ტა ხანს ამ ბარ­ში დავ­­­დეთ. აქ შე­იძ­ლე­ბა ის­­თი რამ მოხ­დეს, რაც ნე­­პო­ლე­ლებს უფ­რო მე­ტად შე­გაყ­ვა­რებს".

ბა­რი მო­­დან­ზე, ვაგ­­ლის პირ­და­პირ გა­ეხ­­ნათ. მა­გი­დას მი­ვუს­ხე­დით და გა­ვა­ბო­ლეთ. ის-ის იყო შეკ­ვე­თის მი­ცე­მა და­ვა­პი­რეთ, რომ ამ დროს ბარ­ში შე­მო­სულ­მა ორ­მა ახ­ალ­გაზ­­დამ ბარ­მენს კა­რის ზღურ­­ლი­დან­ვე ოთ­ხი ყა­ვა შე­უკ­ვე­თა, ოღ­ონდ ეს ძალ­ზე უც­ნა­­რად გა­კეთ­და: "ოთ­ხი ყა­ვა! ორს ვსვამთ, ორს ვი­მახ­სოვ­რებთ!" ამ­ას­თან, "ორს ვი­მახ­სოვ­რებ­თო" გარ­­ვე­ვით და ლა­მის და­მარ­­­ლით იქ­ნა წარ­მოთ­­მუ­ლი, რა­თა რა­­მე გა­­გებ­რო­ბა არ გა­მო­ეწ­ვია. ახ­ალ­გაზ­­დე­ბი დახ­­თან მი­ვიდ­ნენ, თი­თო-თი­თო ფინ­ჯა­ნი ყა­ვა შეს­ვეს, ოთ­ხი­სა გა­და­­ხა­დეს და წა­ვიდ­ნენ.

ცხა­დია, დე სი­კას მა­შინ­ვე ვკითხე, რას ნიშ­ნავ­და გა­დახ­დი­ლი, მაგ­რამ და­­ლე­ვე­ლი ორი ყა­ვა. "შენ­­ვის იჯ­­ქი, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ მიხ­­დე­ბიო", - უს­იტყ­ვოდ მა­ნიშ­ნა მან. ხალ­ხი შე­მო­დი­­და და გა­დი­­და. თა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­აფ­რით არ გა­მო­ირ­ჩე­­და: შე­უკ­ვე­თავ­და, და­ლევ­და, წა­­ხემ­სებ­და და მი­დი­­და.

მაგ­რამ აი, ბარ­ში ძალ­ზე უბ­რა­ლოდ ჩაც­მუ­ლი სე­ნი­­რა შე­მო­დის და ბარ­მენს ეუბ­ნე­ბა: "სა­მი ყა­ვა! ერ­თი - მე, ორს კი ვი­მახ­სოვ­რებთ!" ქა­ლი ერთ ყა­ვას სვამს, სა­მი­სას იხ­დის და თა­ვი­სი გზით მი­დის. ცნო­ბის­წა­დი­ლი არ მას­ვე­ნებს და კვლავ ვცდი­ლობ, რა­­მე გა­ვი­გო. მაგ­რამ დე სი­კას ფიქ­რა­დაც არ მოს­დის, "გა­მეხ­­ნას". მე­ტიც, ახ­ლა თვი­თონ დგე­ბა და ბარ­მენს მი­მარ­თავს: "ხუ­თი ყა­ვა! ორს ვსვამთ, სამს ვი­მახ­სოვ­რებთ!"

ამ­­სო­ბა­ში შუ­ად­ღემ მო­­ტა­ნა. ფარ­თოდ გა­ღე­ბულ კა­რებ­ში მო­ჩანს ვაგ­­ლის­წი­ნა მო­­და­ნი, რო­მე­ლიც სულ უფ­რო და უფ­რო ინთ­­მე­ბა მზის ალ­მურ­ში, სულ უფ­რო და უფ­რო ემს­გავ­სე­ბა უკ­აც­რი­ელ უდ­აბ­ნოს. და უც­ებ, ამ თვა­ლის­მომ­­რელ სი­ნათ­ლე­ში ჩნდე­ბა ჩრდი­ლი. იგი ნე­ლა მოძ­რა­ობს, თან­და­თან სულ უფ­რო მკვეთ­რი ხდე­ბა: კა­რის ღი­ობ­ში დგას მათხო­ვა­რი. რა­ღაც გა­ზინ­თუ­ლი წინ­სა­ფა­რი შე­მო­უკ­რავს, ფე­ხე­ბი ძირ­გამ­­­რალ კედ­ში გა­უყ­ვია. ჩე­მი აქ ყოფ­ნით ვინ­მე არ გა­ვა­ღი­ზი­­ნოო, ცო­ტა­თი მარ­­­ნივ გად­გე­ბა, მე­რე ნე­ლი ამ­­ოხ­­რით, ძლივს გა­სა­გო­ნად, მო­რი­დე­ბით იკ­ითხავს: "რა­­მე ხომ არ არ­ის და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი? "ხო, არ­ის, არ­ის"... - ცი­ვად უპ­­სუ­ხებს ბარ­მე­ნი.

მათხო­ვა­რი დახ­­თან მი­დის. უზ­­მო ბედ­ნი­­რე­ბის­გან არ იც­ის ხე­ლებს რა მო­­ხერ­ხოს, უც­ნა­­რად იქ­ნევს აქ­ეთ-იქ­ით. დგას და მის კუთ­­ნილ ყა­ვას წრუ­პავს.




არ­­ფე­რი




შარ­შან ზაფხულს იაპ­­ნი­ის ეკ­რა­ნებ­ზე ბერ­ნარ­დო ბერ­ტო­ლუ­ჩის ფილ­მი გა­მო­ვი­და და რე­ჟი­სორს პრე­მი­­რა­ზე ჩას­­ლა მო­უხ­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბერ­ტო­ლუ­ჩი ელ­ექ­­რო­მა­ტა­რებ­ლით ზღვის­პი­რეთს გა­ემ­­ზავ­რა. იქ, კა­მა­კუ­რა­ში, სურ­და მო­­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა ქალ­ბა­ტო­ნი კა­ვა­კი­ტა, რო­მელ­საც ევ­რო­პულ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ხში­რად ხვდე­ბო­და ხოლ­მე, მთა­ვა­რი კი მა­ინც დი­დი რე­ჟი­სო­რის, ოძ­უს, საფ­ლავ­ზე გას­­ლის სურ­ვი­ლი იყო.

ქალ­ბა­ტონ კა­ვა­კი­ტას სა­­გა­რა­კო სახ­­ში ხან­მოკ­ლე დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი ფე­ხით გა­­შუ­რა სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, ბორ­­­ზე შე­ფე­ნი­ლი სა­საფ­ლა­ოს­კენ. ამწ­ვა­ნე­ბუ­ლი ბორ­­ვი მთლი­­ნად საფ­ლა­ვის უს­წორ­მას­წო­რო ფი­ლე­ბით იყო მო­კირ­წყ­ლუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ქვა მი­წი­დან ვიწ­რო პა­რა­ლე­ლე­პი­პე­დად ამ­ოჩ­რი­ლი­ყო. ბევ­­გან ჭი­რი­სუფ­ლე­ბი სა­მა­რე­ებს წყალს აპ­კუ­რებ­­ნენ, ამ პა­პა­ნა­ქე­ბა სიცხე­ში გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ქვე­ბის ქვეშ მწო­ლი­­რეთ თით­ქოს წყურ­ვილს უკ­ლავ­­ნენ. მე­უღ­ლის საფ­ლავ­თან, ქალ­ბა­ტო­ნი კა­ვა­კი­ტაც შე­ჩერ­და. ქალს ეუხ­ერ­ხუ­ლა, სტუ­მა­რი მდგა­რი­ყო და და­ლო­დე­ბო­და, სა­ნამ თვი­თონ ქვის მორ­წყ­ვით იქ­ნე­ბო­და გარ­თუ­ლი. ამ­­ტო­მაც იქ­ით­კენ მი­­თი­თა, სა­დაც ოძ­უს სა­მა­რე ეგ­­ლე­ბო­და.

ბერ­ნარ­დომ აურ­აცხე­ლი საფ­ლა­ვის ქვით მო­ფე­ნილ მწვა­ნე ბორცვს გა­ხე­და, შემ­დეგ კი დაბ­ნე­­ლი მზე­რა მი­აპყ­რო ქალ­ბა­ტონ კა­ვა­კი­ტას. მან მა­შინ­ვე და­ამ­­ვი­და: "მი­სი გან­სას­ვე­ნებ­ლის პოვ­ნა იოლია, თქვენ თვი­თონ ნა­ხავთ, იქ არ­­ფე­რია". ას­­თი და­ზუს­ტე­ბით გულ­მი­ცე­მუ­ლი ბერ­ტო­ლუ­ჩი ნაჩ­ვე­ნე­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და ძებ­ნას შე­უდ­გა. ეძ­­ბა, ეძ­­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ნა­­რი უეპ­­ტა­ფიო საფ­ლა­ვი ვერ იპ­­ვა. ამ­­სო­ბა­ში ქალ­ბა­ტონ კა­ვა­კი­ტას რი­ტუ­­ლი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. იგი ნირ­წამ­­დარ ბერ­ნარ­დოს­თან მი­ვი­და და და­უყ­ვა­ვა: "რო­გო­რი ყო­ჩა­ღი ხართ, ხომ ხე­დავთ, მა­ინც თქვენ მი­აკ­­ლი­ეთ". და ქა­ლი ხე­ლით შე­­ხო კუ­ბის ფორ­მის მარ­მა­რი­ლოს ქვას, რო­მელ­ზე­დაც რა­ღაც­ნა­­რად ჩახ­ლარ­თუ­ლი იერ­ოგ­ლი­ფი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. "კი მაგ­რამ აქ, ხომ ხე­დავთ, იერ­ოგ­ლი­ფია!" - თქვა ბერ­ნარ­დომ.

"სწო­რე­დაც რომ ასეა, - მი­­გო ქალ­ბა­ტონ­მა კა­ვა­კი­ტამ - ეს ძე­ნის სის­ტე­მის სიტყ­ვაა, წარ­მო­ით­­მის იგი, რო­გორც "მუ", და აღ­ნიშ­ნავს "არ­­ფერს"... სი­ცა­რი­­ლეს... მე ხომ გითხა­რით: იქ "არ­­ფე­რია"-მეთ­ქი".

© “არილი”

No comments: