Saturday, February 9, 2008

ვუ­დი ალ­ე­ნი

­­­­­სიკვდილი აკაკუ­ნებს


თარგმნა ეკა ჭიალაშვილმა

მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა სად­ღაც კიუ გარ­დენ­სის მი­და­მო­ში, ეკ­ერ­მა­ნე­ბის ორ­სარ­თუ­ლი­­ნი სახ­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში. კედ­ლებს ხა­ლი­ჩე­ბი ფა­რავს. იქ­ვე დი­დი, ორ­კა­ცი­­ნი სა­წო­ლი და ფარ­თო კო­მო­დი დგას, ოთ­­ხი ავ­­ჯი­თა და ფარ­დე­ბით სა­გულ­და­გუ­ლო­დაა გაწყო­ბი­ლი. კედ­ლებ­ზე რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი და ერ­თი უხ­­­რო ბა­რო­მეტ­რი კი­დია. ფარ­დის აწ­­ვის­თა­ნა­ვე ის­მის ნა­ზი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ხმა. ლო­გინ­ზე წევს ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მეტ წელს მიღ­წე­­ლი ტან­საც­­ლის მწარ­მო­­ბე­ლი, მე­ლო­ტი და ღი­პი­­ნი ნეტ ეკ­ერ­მა­ნი და გა­ზეთ "დე­­ლი ნი­­სის" ხვა­ლინ­დე­ლი ახ­­ლი ამ­ბე­ბის ქრო­ნი­კის კითხ­ვას ამ­თავ­რებს. აბ­­ნოს ხა­ლა­თი აც­ვია, ფეხ­ზე კი - ქო­შე­ბი და სა­წო­ლის თეთრ თავ­ფი­ცარ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ლამ­ფის შუქ­ზე გა­ზეთს ჩაჰ­ყუ­რებს. შუ­­ღა­მე ახ­ლოვ­დე­ბა. მო­­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც ხმა­­რი გვეს­მის, ნე­ტი წა­მოჯ­დე­ბა და ფან­­რის­კენ იხ­­დე­ბა.

ნე­ტი: ეს რა ჯან­და­ბა იყო?

(ფან­­რი­დან ტლან­ქად მო­ცო­ცავს პირ­ქუ­ში, ლა­ბა­და­ში გახ­ვე­­ლი სხე­­ლი. და­­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს შა­ვი კა­პი­­შო­ნი წა­მო­უც­ვამს, ტან­ზეც შა­ვი სა­მო­სი შე­მოტ­მას­ნია. კა­პი­­შო­ნი თავს უფ­­რავს, მაგ­რამ შუა ხნი­სა და მიტ­­ლის­­რად გა­და­ფით­რე­ბულ სა­ხეს კი არა. რა­ღა­ცით ნეტს ჩა­მოჰ­გავს. უც­ნო­ბი ხმა­მაღ­ლა ბურ­ტყუ­ნებს და იმ­უქ­რე­ბა, მე­რე ფან­­რის რა­ფა­ზე გა­და­კოტ­რი­ალ­დე­ბა და იატ­აკ­ზე ეც­­მა).

სიკ­­დი­ლი (დი­ახ, სწო­რედ რომ იგი): უფ­­ლო იესო! ლა­მის კი­სე­რი არ მო­ვიმ­­­რიე!

ნე­ტი (შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს): ვინ ბრძან­დე­ბით?

სიკ­­დი­ლი: სიკ­­დი­ლი ვარ.

ნე­ტი: ვინ?

სიკ­­დი­ლი: სიკ­­დი­ლი. მო­მის­მი­ნე, შე­იძ­ლე­ბა დავ­­დე? კი­ნა­ღამ კი­სე­რი მომ­ტყ­და. ფო­თო­ლი­ვით ვცახ­ცა­ხებ.

ნე­ტი: ვინ ბრძან­დე­ბით?

სიკ­­დი­ლი: სიკ­­დი­ლი. ერთ ჭი­ქა წყალს ვერ და­მა­ლე­ვი­ნებ?

ნე­ტი: სიკ­­დი­ლი? მა­გით რი­სი თქმა გსურთ?

სიკ­­დი­ლი: რა გე­მარ­თე­ბა? შავ კოს­ტი­უმ­სა და გა­ფით­რე­ბულ სა­ხეს ხომ ხე­დავ?

ნე­ტი: ჰოო.

სიკ­­დი­ლი: რო­გორ ფიქ­რობ, დღეს ჰე­ლო­­ინს ვზე­­მობთ?

ნე­ტი: არა.

სიკ­­დი­ლი: მაშ, სიკ­­დი­ლი ვყო­ფილ­ვარ. აბა, ახ­ლა მა­ინც თუ და­მა­ლე­ვი­ნებ წყალს? გინ­დაც "ფრეს­კა" იყ­ოს.

ნე­ტი: ვი­თომ ხუმ­რო­ბაა...

სიკ­­დი­ლი: რა ხუმ­რო­ბა? ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მე­ტის არა ხარ? ნეტ ეკ­ერ­მა­ნი, პე­სი­ფი­კის ქუ­ჩა ერ­თი, წი­ლა­დი თვრა­მე­ტი, არა? თუ არ­­ფე­რი მეშ­ლე­ბა... მო­­ცა, ერ­თი გა­მო­ძა­ხე­ბის ფურ­ცე­ლი გა­და­ვა­მოწ­მო (ჯი­ბე­ში იქ­­ქე­ბა, მე­რე კი წარ­მო­ად­გენს ბა­რათს, რო­მელ­საც მი­სა­მარ­თი აწ­­რია. ბა­რა­თი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას მა­ტებს მის სიტყ­ვებს).

ნე­ტი: რა გნე­ბავთ ჩემ­გან?

სიკ­­დი­ლი: რა მნე­ბავს? რო­გორ გგო­ნია, მა­ინც რა უნ­და მნე­ბავ­დეს?

ნე­ტი: ეტ­ყო­ბა მე­ხუმ­რე­ბით. ჯან­­­თე­ლო­ბას მე არ ვუ­ჩი­ვი.

სიკ­­დი­ლი (აუღ­ელ­ვებ­ლად): ოჰო! (აქ­ეთ-იქ­ით მი­მო­­ხე­დავს). სა­­მუ­რი ად­გი­ლია, ღმერ­­მა­ნი. სულ შე­ნი ნა­ხე­ლა­ვია?

ნე­ტი: დე­კო­რა­ტო­რი და­ვი­ქი­რა­ვეთ, მაგ­რამ არც ჩვენ დაგ­ვიკ­ლია ხე­ლი.

სიკ­­დი­ლი (შეჰ­ყუ­რებს სუ­რათს კე­დელ­ზე): მიყ­ვარს ას­­თი დიდ­­ვა­ლე­ბა ბავ­­ვე­ბი.

ნე­ტი: ჯერ არ მინ­და წას­­ლა.

სიკ­­დი­ლი: წას­­ლა არ გინ­და? შე­ნი ჭი­რი­მე, არ და­მიწყო ახ­ლა ეგ­­თე­ბი. ამ­დე­ნი ცოც­ვი­სა­გან ის­­დაც ლა­მი­საა გუ­ლი ამ­­რი­ოს.

ნე­ტი: რო­მელ ცოც­ვა­ზე მე­ლა­პარ­კე­ბით?

სიკ­­დი­ლი: საწ­ვი­მარ მილს ამ­ოვ­ყე­ვი. რა არ ვი­ღო­ნე, რომ ჩე­მი გა­მოცხა­დე­ბა დრა­მა­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. შევ­ყუ­რებ ფარ­თო ფან­­რებს, შენ გღვი­ძავს და კითხუ­ლობ. ეგ­რე­ვე ვი­ფიქ­რე, ღირს-მეთ­ქი. ავძ­­რე­ბი, შე­ვალ, ცო­ტას... ხო აზრ­ზე ხარ... (თი­თებს გა­ატ­კა­ცუ­ნებს). ამ­­სო­ბა­ში ვა­ზის წნელ­ში ქუს­ლი მეხ­ლარ­თე­ბა, მი­ლი ტყდე­ბა, მე კი რა­ღაც ძაფ­ზე­ღა ვკი­დი­ვარ. მე­რე ეს ჩე­მი ლა­ბა­დაც ფხრე­წას იწ­ყებს. მო­დი რა, უბ­რა­ლოდ ავდ­გეთ და წა­ვი­დეთ. ძა­ლი­ან მძი­მე ღა­მე მქონ­და.

ნე­ტი: ჩე­მი საწ­ვი­მა­რი მი­ლი გა­ტე­ხეთ?

სიკ­­დი­ლი: გა­ტე­ხეთ! არ გამ­ტყ­და­რა. ოდ­ნავ გა­­ღუ­ნა. არ­­ფე­რი გა­გი­გო­ნია? ძირს ჩა­მო­ვაგ­დე.

ნე­ტი: ვკითხუ­ლობ­დი.

სიკ­­დი­ლი: ეტ­ყო­ბა მაგ­რა გა­გი­ტა­ცა ხო იცი! (ხელ­ში იღ­ებს გა­ზეთს, რო­მელ­საც ნე­ტი კითხუ­ლობ­და). "ად­გილ­ზე და­­კა­ვეს მა­რი­ხუ­­ნას ორ­გი­­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტი გო­გო­ნე­ბი". არ მათხო­ვებ?

ნე­ტი: ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია.

სიკ­­დი­ლი: ეეჰ, არც კი ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ გითხ­რა, მე­გო­ბა­რო...

ნე­ტი: ქვე­მოთ, ზა­რი რა­ტომ არ და­რე­კეთ?

სიკ­­დი­ლი: გე­უბ­ნე­ბი, შე­მეძ­ლო ას­ეც მოვ­­ცე­­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ აბა რო­გორ გა­მო­ვი­დო­და? ასე კი ცო­ტა დრა­მა­ტუ­ლი ელ­ფე­რი აქვს. ჰო, რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი. "ფა­უს­ტი" წა­გი­კითხავს?

ნე­ტი: რა?

სიკ­­დი­ლი: ვთქვათ და მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი. ზი­ხარ ვი­ღაც მნიშ­­ნე­ლო­ვან ხალ­­თან ერ­თად. მე, სიკ­­დილ­მა, ზა­რი დავ­რე­კო და წინ ისე ჩა­გი­­როთ, ვი­თომც აქ არ­­ფე­რიაო. აბა, რა­ებ­სა ჩმა­ხავ, ტვი­ნი სა­და გაქვს?

ნე­ტი: მო­მის­მი­ნეთ, მის­ტერ. უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­­ნაა.

სიკ­­დი­ლი: ჰოო. აბა, მო­დი­ხარ?

ნე­ტი: სად მოვ­დი­ვარ?

სიკ­­დი­ლი: სიკ­­დილ­ში, ძმაო. იქ, იმ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­თან! სა­მოთხე, ბედ­ნი­­რი და უზ­რუნ­ვე­ლი იმქ­ვეყ­ნი­­რი ყო­ფა (მე­რე სა­კუ­თარ მუხლს და­ხე­დავს). გე­უბ­ნე­ბი, ძა­ლი­ან სე­რი­­ზუ­ლი ჭრი­ლო­ბაა-მეთ­ქი. მგო­ნი, პირ­ველ საქ­მე­ზე­ვე გან­­რე­ნა ავ­­კი­დე.

ნე­ტი: ერ­თი წუ­თი მა­ცა­დე. დრო მჭირ­დე­ბა. წა­მო­სას­­ლე­ლად ჯერ არა ვარ მზად.

სიკ­­დი­ლი: ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი. დი­დი სი­­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ - რა გი­ყო, დრო მო­გი­ვი­და.

ნე­ტი: დრო რა­ნა­­რად მო­მი­ვი­და, რო­ცა სულ ეს-ესაა "მო­დისტ ორ­­ჯი­ნალ­ში" და­ვიზ­­ვიე თა­ვი.

სიკ­­დი­ლი: რა ბე­დე­ნაა, ერ­თი-ორი დო­ლა­რით მე­ტი გექ­ნე­ბა, თუ ნაკ­ლე­ბი.

ნე­ტი: აბა, შენ რა გე­ნაღ­­ლე­ბა? ალ­ბათ მთელ ხარ­ჯებს გი­ნაზ­ღა­­რე­ბენ.

სიკ­­დი­ლი: აბა, მო­დი­ხარ თუ არა?

ნე­ტი (ახ­ედ-და­ხე­დავს): მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­მი­ჯე­რე­ბია, რომ სიკ­­დი­ლი ხართ.

სიკ­­დი­ლი: რა­ტომ? აბა, ვის ელ­­დი, როკ ჰად­სო­ნი გა­მო­გეცხა­დე­ბო­და?

ნე­ტი: არა, ეგ რა შუ­­შია.

სიკ­­დი­ლი: ვწუხ­ვარ-მეთ­ქი, იმ­­დი თუ ვერ გა­გი­მარ­­ლე.

ნე­ტი: კარ­გი, არ გეწყი­ნოთ. არც კი ვი­ცი... ყო­ველ­­ვის მე­გო­ნა, რომ თქვენ უფ­რო... რო­გორ გითხ­რათ... უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­დით.

სიკ­­დი­ლი: ხუ­თი ფუ­ტი და შვი­დი დი­­მი. წო­ნას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­შუ­­ლო სი­მაღ­ლი­სა მქვია.

ნე­ტი: იც­ით, რა­ღა­ცით მეც მგავ­ხართ.

სიკ­­დი­ლი: აბა, ვის უნ­და ვგავ­დე? მე ხომ შე­ნი სიკ­­დი­ლი ვარ.

ნე­ტი: იქ­ნებ, ცო­ტა მად­რო­ვოთ. ერ­თი დღე.

სიკ­­დი­ლი: არ შე­მიძ­ლია. სხვა­ნა­­რად რო­გორ­ღა გითხ­რა?

ნე­ტი: მხო­ლოდ ერ­თი დღე. ოც­და­ოთხი სა­­თი.

სიკ­­დი­ლი: რა­ში გჭირ­დე­ბა? რა­დი­­თი გად­მოს­ცეს, ხვალ წვი­მა იქ­ნე­ბაო.

ნე­ტი: იქ­ნებ რა­­მე იღ­­ნოთ?

სიკ­­დი­ლი: მა­ინც, რა?

ნე­ტი: ჭად­რაკს თა­მა­შობთ?

სიკ­­დი­ლი: არა, არ ვთა­მა­შობ.

ნე­ტი: ერთხელ თქვე­ნი სუ­რა­თი ვნა­ხე, ჭად­რაკს თა­მა­შობ­დით.

სიკ­­დი­ლი: ეგ მე არ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან ჭად­რაკს სა­ერ­თოდ არ ვე­კა­რე­ბი. კუნ­კე­ნი კი­დე შე­იძ­ლე­ბა.

ნე­ტი: კუნ­კენს თა­მა­შობთ?

სიკ­­დი­ლი: კუნ­კენს თუ ვთა­მა­შობ? პა­რი­ზი ქა­ლა­ქია?

ნე­ტი: კარ­გად გა­მოგ­დით, სხვა­თა შო­რის.

სიკ­­დი­ლი: ძა­ლი­ან კარ­გად.

ნე­ტი: იც­ით, ახ­ლა რას ვი­ზამ?

სიკ­­დი­ლი: მო­დი რა, გა­რი­გე­ბე­ბი არ გვინ­და.

ნე­ტი: კუნ­კენს გე­თა­მა­შე­ბით. თუ მო­­გებთ, უს­იტყ­ვოდ მოგ­­ვე­ბით, მე თუ მო­ვი­გე, კი­დევ ცო­ტა უნ­და მად­რო­ვოთ. სულ ერ­თი დღე, მე­ტი არა.

სიკ­­დი­ლი: რა დროს კუნ­კე­ნის თა­მა­შია?

ნე­ტი: რას ბრძა­ნებთ, თუ­კი ეს თა­მა­ში კარ­გად გე­ხერ­ხე­ბათ...

სიკ­­დი­ლი: ისე, თა­მა­შის გან­წყო­ბა­ზე კი ვარ.

ნე­ტი: მო­დი რა, თუ ძმა ხარ, ნა­ხე­ვა­რი სა­­თი წა­ვი­თა­მა­შოთ.

სიკ­­დი­ლი: არა, უფ­ლე­ბა არა მაქვს.

ნე­ტი: აი, კარ­ტი და აღ­არ გვინ­და რა, ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კი.

სიკ­­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი, თა­ნახ­მა ვარ. თა­მა­ში ხა­სი­ათ­ზე მო­მიყ­ვანს.

ნე­ტი (იღ­ებს კარტს, ბლოკ­ნოტ­სა და ფან­ქარს): ნამ­­ვი­ლად არ ინ­­ნებთ.

სიკ­­დი­ლი: თუ ღმერ­თი გწამს, ნუ მე­ვაჭ­რე­ბი. აიღე კარ­ტი, "ფრეს­კა" მო­მე­ცი და საჭ­მე­ლიც მო­­ყო­ლე რა­მე. სტუ­მა­რი შე­მო­გეს­­რო, კარ­ტო­ფი­ლის ჩიპ­სე­ბი მა­ინც არა გაქვს, ან მა­რი­ლი­­ნი ჩხი­რე­ბი?

ნე­ტი: ქვე­მოთ შო­კო­ლა­დი "M&M" მაქვს.

სიკ­­დი­ლი: M&M! პრე­ზი­დენ­ტი რომ გსტუმ­რე­ბო­და? ვი­თომ M&M-ს დას­ჯერ­დე­ბო­და?

ნე­ტი: თქვენ ხომ პრე­ზი­დენ­ტი არა ხართ.

სიკ­­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი. და­­რი­გე.

(ნე­ტი კარტს არ­­გებს, ამ­­დის ხუ­თი­­ნი)

ნე­ტი: მო­დით, მე­ტი ინ­ტე­რე­სის­­ვის თი­თო ქუ­ლა­ზე ცენ­ტის მე­­თედს ჩა­მო­ვი­დეთ.

სიკ­­დი­ლი: უამ­­სოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ არ გეჩ­ვე­ნე­ბა?

ნე­ტი: ფუ­ლი რომ მე­გუ­ლე­ბა, უკ­­თე­სად ვთა­მა­შობ ხოლ­მე.

სიკ­­დი­ლი: რო­გორც გე­ნე­ბოს, ნევტ.

ნე­ტი: ნე­ტი. ნეტ ეკ­ერ­მა­ნი. და­გა­ვიწყ­დათ ჩე­მი სა­ხე­ლი?

სიკ­­დი­ლი: ნევ­ტი, ნე­ტი - თა­ვი ამტ­კივ­და, რა...

ნე­ტი: ეგ ხუ­თი­­ნი გაწყობთ?

სიკ­­დი­ლი: არა.

ნე­ტი: მა­შინ ამ­­­ღეთ.

სიკ­­დი­ლი (კარტს ამ­­­ღებს და ხელ­ზე და­­ხე­დავს): უფ­­ლო იესო, აქ არ­­ფე­რიც არ არ­ის.

ნე­ტი: მა­ინც რო­გო­რია, ჰა?

სიკ­­დი­ლი: რა­ზე მე­კითხე­ბი?

(მე­რე ის­ევ აიმ­­ტე­ბენ კარტს და ჩა­მოვ­ლენ, აიმ­­ტე­ბენ და ჩა­მოვ­ლენ)

ნე­ტი: სიკ­­დილ­ზე.

სიკ­­დი­ლი: რო­გორ უნ­და იყ­ოს? გა­ნის­ვე­ნებ და ეგ არ­ის.

ნე­ტი: მე­რე აღ­­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა?

სიკ­­დი­ლი: აჰა, ორ­­­ნებს ზო­გავ, არა?

ნე­ტი: გე­კითხე­ბით, მე­რე აღ­­რა­ფე­რია?

სიკ­­დი­ლი (გაბ­ნე­­ლად): ნა­ხავ.

ნე­ტი: მაშ, რა­ღა­ცას მა­ინც ვნა­ხავ, არა?

სიკ­­დი­ლი: ალ­ბათ სხვაგ­ვა­რად უნ­და მეთ­­ვა. ჩა­მო­დი.

ნე­ტი: შენ­გან ხე­­რი­ან პა­სუხს ვერ ეღ­ირ­სე­ბა კა­ცი.

სიკ­­დი­ლი: მე კარტს ვთა­მა­შობ.

ნე­ტი: ით­­მა­შე, ით­­მა­შე.

სიკ­­დი­ლი: თა­ნაც კარტს კარ­­ზე გა­ღე­ბი­ნებ.

ნე­ტი: ჩა­მო­სუ­ლებს ნუ­ღარ ამ­ოწ­მებ.

სიკ­­დი­ლი: არ ვა­მოწ­მებ. ვას­წო­რებ მხო­ლოდ. რო­მე­ლი კარ­ტი ჭრის?

ნე­ტი: ოთ­ხი­­ნი. უკ­ვე გაჭ­რა­ზე გაქვს საქ­მე?

სიკ­­დი­ლი: ვი­ნა თქვა, რომ მაქვს? უბ­რა­ლოდ გკითხე, რო­მე­ლია-მეთ­ქი, რა, არ შე­იძ­ლე­ბა?

ნე­ტი: გა­ნა მეც ეგ­რე უბ­რა­ლოდ არა გკითხე, რა­­მეს იმ­­დი თუ შე­მიძ­ლია მქონ­დეს-მეთ­ქი?

სიკ­­დი­ლი: მი­დი, მი­დი, ით­­მა­შე.

ნე­ტი: რა მოხ­და, რომ მითხ­რა რა­მე? სად მივ­დი­ვართ?

სიკ­­დი­ლი: მივ­დი­ვარ­თო? "ჩვენ" რა შუ­­შია? სი­მარ­­ლე თუ გინ­და, ეს შენ მო­­დენ ზღარ­თანს იატ­აკ­ზე, დაჭ­მუჭ­ნულ-დას­რე­სი­ლი ნივ­თე­ბის გრო­ვა­ში.

ნე­ტი: მარ­­ლა? ერ­თი სუ­ლი მაქვს! მეტ­კი­ნე­ბა?

სიკ­­დი­ლი: ერთ-ორ წუთ­ში გა­გივ­ლის.

ნე­ტი: მა­გა­რია, ხუ­რავს. აი, ამ­ის მოს­მე­ნა კი ნამ­­ვი­ლად მჭირ­დე­ბო­და. კაც­მა "მო­დისტ ორ­­ჯი­ნალ­ში" და­ვიზ­­ვიე თა­ვი, ეს კი...

სიკ­­დი­ლი: ოთხ ქუ­ლა­ზე რა­ღას იტყ­ვი?

ნე­ტი: ჭრი?

სიკ­­დი­ლი: ოთ­ხი ქუ­ლა წა­ვა?

ნე­ტი: არა, მე ორ­­­ნი მაქვს.

სიკ­­დი­ლი: მე­ხუმ­რე­ბი ალ­ბათ.

ნე­ტი: არა, წა­­გე.

სიკ­­დი­ლი: წმინ­დაო ღმერ­თო, მე კი მე­გო­ნა, ექვ­სი­­ნებს უფრ­თხილ­დე­ბო­დი.

ნე­ტი: არა. შე­ნი ჩა­მოს­­ლაა. ოცი ქუ­ლა და ორ­იც ჩარ­ჩო. ით­­მა­შე. (სიკ­­დი­ლი კარტს არ­­გებს). მაშ, იატ­აკ­ზე უნ­და გავ­გორ­დე არა? იქ­ნებ დი­ვან­თან დავ­­­გა­რი­ყა­ვი, ჰა?

სიკ­­დი­ლი: არა. ით­­მა­შე.

ნე­ტი: რა­ტომ არა?

სიკ­­დი­ლი: იმ­­ტომ, რომ იატ­აკ­ზე უნ­და და­­ცე. თა­ვი და­მა­ნე­ბე რა! ვცდი­ლობ გო­ნე­ბა მო­ვიკ­რი­ბო.

ნე­ტი: რა­ღა მა­ინ­­და­მა­ინც იატ­აკ­ზე? აი, რი­სი გა­გე­ბა მინ­და. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, დი­ვან­თან ვიდ­გე და ზედ და­ვე­ცე რბი­ლად?

სიკ­­დი­ლი: ყვე­ლა­ნა­­რად შე­ვეც­დე­ბი. ახ­ლა შეგ­ვიძ­ლია თა­მა­ში გა­ვაგ­­ძე­ლოთ?

ნე­ტი: მეც მა­გას არ ვღა­ღა­დებ! მო ლეფ­კო­ვიცს მა­გო­ნებ. ის­იც შენ­ნა­­რი ჯი­­ტია.

სიკ­­დი­ლი: თურ­მე მო ლეფ­კო­ვიცს ვა­გო­ნებ. ჩემ­ზე სა­ში­ნელ არ­სე­ბას ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გენს კა­ცი, ამ­ას კი თურ­მე მო ლეფ­კო­ვიცს ვა­გო­ნებ. მა­ინც ვი­ნაა ეგ ტი­პი, ბეწ­ვე­­ლით ვაჭ­რობს?

ნე­ტი: ნე­ტა შენ იყო ეგ­­თი ბეწ­ვე­­ლით მო­ვაჭ­რე. წე­ლი­წად­ში ოთხ­მოც ათ­ასს აკ­­თებს. ყა­­თა­ნით გაწყო­ბა და იმ­ის ჯა­ნი. სა­კუ­თა­რი ფაბ­რი­კა აქვს. ორი ქუ­ლა.

სიკ­­დი­ლი: რა?

ნე­ტი: ორი ქუ­ლა-მეთ­ქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკ­­დი­ლი: გე­გო­ნე­ბა, კა­ლათ­ბურ­თის ან­გა­რი­ში და­მა­წე­რე­სო ხელ­ზე.

ნე­ტი: თა­ნაც სულ ყვა­ვე­ბია.

სიკ­­დი­ლი: ნე­ტა მაგ­დე­ნი არ გე­ლა­პა­რა­კა.

(ის­­ნი ხე­ლახ­ლა არ­­გე­ბენ კარტს და თა­მაშს აგრ­ძე­ლე­ბენ).

ნე­ტი: წე­ღან რი­სი თქმა გინ­დო­და, ჩე­მი პირ­ვე­ლი საქ­მეაო, რომ მითხა­რი?

სიკ­­დი­ლი: რაც გა­­გო­ნე.

ნე­ტი: რა, ად­რე არ­­ვინ ყო­ფი­ლა?

სიკ­­დი­ლი: რო­გორ არ ყო­ფი­ლან, მაგ­რამ მე არ­­ვინ წა­მიყ­ვა­ნია.

ნე­ტი: აბა, ვინ წა­იყ­ვა­ნა?

სიკ­­დი­ლი: სხვებ­მა.

ნე­ტი: სხვე­ბიც არ­­ან?

სიკ­­დი­ლი: აბა, შენ რა გე­გო­ნა! ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს.

ნე­ტი: ეგ არ ვი­ცო­დი.

სიკ­­დი­ლი: სა­­დან უნ­და გცოდ­ნო­და? ის­ეთს რას წარ­მო­ად­გენ, მა­ინც ვი­ნა გგო­ნია თა­ვი?

ნე­ტი: რო­გორ თუ ვი­ნა მგო­ნია? რა, არ­­ვი­ნა ვარ?

სიკ­­დი­ლი: არა, რო­გორ არა ხარ, ტან­საც­მელს არ აწ­არ­მო­ებ? მაგ­რამ სა­­კუ­ნო მის­ტე­რი­­თა შე­სა­ხებ რა უნ­და იც­­დე, რა­ნა­­რად უნ­და მი­გიწ­­დე­ბო­დეს ხე­ლი?

ნე­ტი: რა­ებს ამ­ბობ? კარ­გა ბლო­მად ფულ­სა ვხვე­ტავ. ორი შვი­ლი უმ­აღ­ლეს­ში გავ­­ზავ­ნე. ერ­თი სა­რეკ­ლა­მო საქ­მეს ეწ­­ვა, მე­­რე და­­ჯახ­და. მეც ჩე­მი სა­კუ­თა­რი სახ­ლი მაქვს. "კრა­ის­ლერს" და­ვაქ­რო­ლებ. ჩემს ცოლს არ­­ფე­რი აკ­ლია; მო­ახ­ლე­­ბი, წა­­ლას ქურ­ქი, კარ­გი დას­ვე­ნე­ბა. ამ­ჟა­მად "იდ­ენ როკ­ში" იმ­ყო­ფე­ბა. დღე­ში ორ­მოც­და­ათ დო­ლარს იხ­დის, სა­კუ­თა­რი დის გვერ­დით რომ იყ­ოს. იმ კვი­რა­ში მეც ჩა­ვა­კითხავ. ასე რომ, არ­­ფე­რი შე­გე­შა­ლოს - ვი­ღაც გამ­­ლე­ლი კი არა ვარ.

სიკ­­დი­ლი: კარ­გი რა, ზედ­მე­ტი მგრძნო­ბი­­რო­ბა რა სა­ჭი­როა?

ნე­ტი: ვი­ნაა მგრძნო­ბი­­რე?

სიკ­­დი­ლი: აბა, რო­გორ მო­გე­წო­ნე­ბო­და, მეც ეგ­რე ად­ვი­ლად რომ გავ­ნაწყე­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი შენ­ზე.

ნე­ტი: რა­მე გაწყე­ნი­ნე?

სიკ­­დი­ლი: შენ არ მითხა­რი, იმ­­დი გა­მიც­რუეო?

ნე­ტი: აბა, რას ელ­­დი? ზარ­ზე­­მით უნ­და დაგ­­ვედ­რო­დი?

სიკ­­დი­ლი: ვერ გა­მი­გე. პი­რა­დად მე შე­მე­ხე. ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რო, ესა ხა­რო, ისა ხა­რო.

ნე­ტი: მე მგავ­ხარ-მეთ­ქი, ის გითხა­რი. თით­ქოს ჩე­მი ან­­რეკ­ლი იყო.

სიკ­­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი, კარ­ტი და­­რი­გე.

(ის­­ნი თა­მაშს აგრ­ძე­ლე­ბენ. მუ­სი­კა ნელ-ნე­ლა მა­ტუ­ლობს, სი­ნათ­ლეს სიბ­ნე­ლე ენ­აც­­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს უკ­­ნი არ დან­­ქავს. მე­რე ის­ევ ნელ-ნე­ლა ნათ­დე­ბა, უკ­ვე გვი­­ნია - თა­მა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ნე­ტი ითვ­ლის)

ნე­ტი: სა­მოც­დარ­ვა... ერ­თი - ორ­მოც­და­­თი. ეჰ, ძმაო, აგ­ებ.

სიკ­­დი­ლი (შე­წუ­ხებ­ლი დაჰ­ყუ­რებს კარ­ტის დას­ტას): ვი­ცო­დი, ამ ცხრი­ანს არ უნ­და ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჯან­და­ბა!

ნე­ტი: ასე რომ, ხვალ შევ­­­დე­ბით.

სიკ­­დი­ლი: რო­გორ თუ ხვალ შევ­­­დე­ბით?

ნე­ტი: ერ­თი დღე მო­ვი­გე. რას იზ­ამ, უნ­და მო­მეშ­ვა.

სიკ­­დი­ლი: შენ რა, სე­რი­­ზუ­ლად მე­უბ­ნე­ბო­დი?

ნე­ტი: პი­რო­ბა პი­რო­ბაა.

სიკ­­დი­ლი: ჰო, მაგ­რამ...

ნე­ტი: არ­­ვი­თა­რი მაგ­რამ. ოც­და­ოთხი სა­­თი მო­ვი­გე. ხვალ დაბ­რუნ­დი.

სიკ­­დი­ლი: არ ვი­ცო­დი, დრო­ზე თუ ვთა­მა­შობ­დით.

ნე­ტი: მით უარ­­სი შენ­­ვის. ყუ­რად­ღე­ბით უნ­და იყო-ხოლ­მე.

სიკ­­დი­ლი: ოც­და­ოთხი სა­­თი რა უნ­და ვა­კე­თო, სად წა­ვი­დე?

ნე­ტი: მე რა მე­ნაღ­­ლე­ბა? მთა­ვა­რია, რომ ერ­თი დღე მო­ვი­გე.

სიკ­­დი­ლი: რას მთა­ვა­ზობ, ქუ­ჩებ­ში ვი­ხე­ტი­­ლო?

ნე­ტი: სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­დი. მოგ­ვი­­ნე­ბით კი­ნო­ში შეხ­ვალ. კი­დევ ორთ­­ლის აბ­­ზა­ნა შე­გიძ­ლია მი­­ღო. სა­ერ­თო სა­ხელ­­წი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მად არ მიქ­ციო ახ­ლა ეს პა­ტა­რა საქ­მე, თუ ძმა ხარ.

სიკ­­დი­ლი: ერ­თი ან­გა­რი­ში კი­დევ და­­მა­ტე.

ნე­ტი: ამ­ას გარ­და, ოც­დარ­ვა დო­ლა­რი გმარ­თებს ჩე­მი.

სიკ­­დი­ლი: რა?

ნე­ტი: ჰო, ნა­ბიჭ­ვა­რო, აი, აიღე, წა­­კითხე.

სიკ­­დი­ლი (ჯი­ბე­ებ­ში იქ­­ქე­ბა): რამ­დე­ნი­მე ერთ­დო­ლა­რი­­ნი მაქვს. ოც­დარ­ვა ვერ შეგ­როვ­დე­ბა.

ნე­ტი: არც ჩეკ­ზე ვიტყ­ვი უარს.

სიკ­­დი­ლი: რო­მე­ლი ან­გა­რი­ში­დან ინ­­ბებ?

ნე­ტი: უყ­­რე ერ­თი, ვის­თან მქო­ნია საქ­მე.

სიკ­­დი­ლი: შე­გიძ­ლია მი­ჩივ­ლო. სა­და მაქვს სა­ბან­კო ან­გა­რი­ში?

ნე­ტი: კარ­გი, კარ­გი. რა­ცა გაქვს, მო­მე­ცი და ჩავ­­ვა­ლოთ, რომ გავ­­წორ­დით.

სიკ­­დი­ლი: მო­მის­მი­ნე, ეგ ფუ­ლი მჭირ­დე­ბა.

ნე­ტი: რა­ში უნ­და გჭირ­დე­ბო­დეს?

სიკ­­დი­ლი: აბა და­ფიქ­­დი, რას ამ­ბობ. შენ ხომ იმქ­ვეყ­ნად ხარ წა­საყ­ვა­ნი.

ნე­ტი: მე­რე?

სიკ­­დი­ლი: რა, მე­რე... იცი, ეგ რა შორ­საა?

ნე­ტი: მე­რე?

სიკ­­დი­ლი: მე­რე საწ­ვა­ვი? გზის ფუ­ლი?

ნე­ტი: ჩვენ იქ მან­ქა­ნით მივ­დი­ვართ?

სიკ­­დი­ლი: მა­გა­საც გა­­გებ. (შეშ­ფო­თე­ბუ­ლი) მის­მი­ნე, ხვალ დავ­­რუნ­დე­ბი და შენ შანსს მომ­ცემ, ფუ­ლი უკ­ან და­ვიბ­რუ­ნო. წი­ნა­აღ­­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცუ­და­დაა ჩე­მი საქ­მე.

ნე­ტი: რა­საც მო­­სურ­ვებ. რამ­დენ­საც გინ­და, იმ­დენს ვი­თა­მა­შებთ. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, კი­დევ ერ­თი კვი­რა, ან სუ­ლაც თვე მო­ვი­გო. გა­აჩ­ნია, რო­გორ ით­­მა­შებ. იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე წელ­საც კი გა­მოვ­­რა ხე­ლი.

სიკ­­დი­ლი: ვაჰ, რა შავ დღე­ში ვარ.

ნე­ტი: აბა, ხვა­ლამ­დე.

სიკ­­დი­ლი (და­­ხია კა­რის ზღურ­­ლამ­დე): კარგ სას­ტუმ­როს ვერ მი­მას­წავ­ლი? თუმ­ცა რო­მელ სას­ტუმ­რო­ზეა ლა­პა­რა­კი, კა­პი­კი აღ­­რა მაქვს. წა­ვალ "ბიკ­ფორ­­­ში" დავ­­დე­ბი (ხელ­ში აიღ­ებს გა­ზეთს).

ნე­ტი: აბა ჰე, და­ახ­ვიე აქ­­დან. ეს ჩე­მი გა­ზე­თია (ხე­ლი­დან ართ­მევს).

სიკ­­დი­ლი (გას­­ლი­სას): არა, უბ­რა­ლოდ ვერ მოვ­კი­დე ხე­ლი და ვერ წა­ვიყ­ვა­ნე? მა­ინ­­და­მა­ინც ამ აბ­და-უბ­და­ში უნ­და გა­მე­ყო თა­ვი!

ნე­ტი (ეძ­­ხის): ფრთხი­ლად ჩა­დი. ერთ-ერთ სა­ფე­ხურ­ზე ნო­ხი არაა კარ­გად და­მაგ­რე­ბუ­ლი (უც­ებ გვეს­მის სა­ში­ნე­ლი ზღარ­თა­ნის ხმა. ნე­ტი ამ­­­ოხ­რებს, ლო­გინ­თან მდგარ მა­გი­დას­თან მი­დის და რე­კავს).

ნე­ტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მო­მის­მი­ნე. არ ვი­ცი, ვი­ღა­ცა მე­კა­­ფე­ბა თუ რა არ­ის, მაგ­რამ ეს-ესაა სიკ­­დი­ლი იყო ჩემ­თან. ცო­ტა კუნ­კე­ნი ვი­თა­მა­შეთ... არა, სიკ­­დი­ლი. თვი­თონ მო­ვი­და, ჰო, ის იყო, ან ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი პრე­ტენ­ზია აქვს. მაგ­რამ მო, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რა მო­საწყე­ნი ტი­პია.

© “არილი”

No comments: