Tuesday, February 19, 2008

იურ­ა­ტე სპრინ­დი­ტე


­­­­­­­მონატრებული უბრალოე­ბა



თარგმნა თამარ აბრამიშვილმა

პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 96-98 წ.წ.-შია შექ­მ­ნი­ლი და რო­მელ­ზე­დაც აქ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ყვე­ლა­ზე უკ­ეთ ას­ა­ხავს ტენ­დენ­ცი­ას ლექ­სი­კის შერ­ჩე­ვის სტრა­ტე­გი­ის შეც­ვ­ლის­კენ, ჟან­რ­თა გა­დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის ნო­ვა­ტო­რუ­ლი სიმ­ბი­ო­ზის­კენ. სე­რი­ო­ზუ­ლი და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ლიტ­ვუ­რი პრო­ზა გა­მო­ცოცხ­ლ­და, გახ­და უფ­რო მხი­ა­რუ­ლი, გა­თა­ვი­სუფ­ლ­და და შე­ფე­რად­და წარ­მო­სახ­ვა, თა­ვი იჩ­ი­ნა იუმ­ორ­მა და იდ­უ­მა­ლე­ბამ.

სწო­რედ ას­ეთ ფონ­ზე გა­მოჩ­ნ­და სხვაგ­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ის­ევ ძვე­ლე­ბუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლია დღი­უ­რის ჟან­რი; კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ლა­კო­ნუ­რი და აფ­ო­რის­ტუ­ლია ბი­ტე ვი­ლი­მა­ი­ტეს ნო­ვე­ლის­ტი­კა ("გზას აც­დე­ნი­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი"). მის ორ-სამ­გ­ვერ­დი­ან ნო­ვე­ლებ­ში, სა­დაც ერთ­მა­ნეთს ერთ­ვის დე­ტექ­ტი­ვი და ოჯ­ა­ხუ­რი დრა­მა, სენ­ტი­მენ­ტე­ბი და სარ­კაზ­მი, დას­მუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დი­აგ­ნო­ზი. წიგ­ნი ნა­ძა­ლა­დევ სიკ­ვ­დილ­ზეა, რო­მელ­მაც პოს­ტ­საბ­ჭო­თა არ­ე­ულ-და­რე­უ­ლო­ბი­სა და ორ­ომ­ტ­რი­ა­ლის დროს ბავ­შ­ვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი იმს­ხ­ვერ­პ­ლა. უს­ახ­ლ­კა­რო, გა­ყი­ნუ­ლი ბი­ჭის კუჭ­ში გაკ­ვე­თის დროს მხო­ლოდ მა­ჟა­ლოს პო­უ­ლო­ბენ. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი მო­ნა­ზონ ქალს იმ­ი­ტომ კლავს, რომ მას ხელთ არა აქვს საწყო­ბის გა­სა­ღე­ბი, სა­დაც ქველ­მოქ­მედ­თა მი­ერ შეგ­რო­ვი­ლი ნივ­თე­ბია შე­ნა­ხუ­ლი. ვი­ლი­მა­ი­ტეს მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ყვე­ლა მხატ­ვ­რუ­ლი დე­ტა­ლი არ­ის აშ­კა­რა, და­უნ­დო­ბე­ლი და ამ კრე­ბულ­ში - სუ­რე­ა­ლის­ტუ­რიც. აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი გო­გო­ნას თვა­ლე­ბი პრე­ზი­დენტს უმ­ზერს: ერ­თი ბა­ლა­ხი­დან, მე­ო­რე - ხის კენ­წე­რო­დან. რა­დი­აქ­ტი­ულ ზო­ნა­ში უს­აშ­ვე­ლოდ გაზ­რ­დი­ლი კო­ღო გო­გო­ნას მშობ­ლებს ნთქავს. მოქ­მე­დე­ბის ად­გილს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. მწე­რა­ლი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ გა­ნად­გუ­რე­ბის შლე­გუ­რი სურ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს ემ­უქ­რე­ბა და მთე­ლი გა­რე­მო საფ­რ­თხე­შია. ვი­ლი­მა­ი­ტემ ლა­კო­ნუ­რი, ში­ნა­გა­ნად ზუს­ტად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ნო­ვე­ლის მო­დე­ლი შექ­მ­ნა და მის­მა ორ­ი­გი­ნა­ლურ­მა სტილ­მა (გან­სა­კუთ­რე­ბით შე­და­რე­ბებ­მა) უდ­ა­ოდ არა ერთ­სა და ორ პრო­ზა­ი­კოს­ზე იქ­ო­ნია გავ­ლე­ნა.

იურ­გა ივ­ა­ნა­უს­კა­ი­ტემ დრო­უ­ლად იგრ­ძ­ნო, რომ პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის კა­ნო­ნებს ყავ­ლი გას­დი­ო­და და წე­რის მა­ნე­რა კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. იგი ერთხანს ინ­დო­ეთ­სა და ტი­ბეტ­ში ცხოვ­რობ­და და იქ­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, გა­მოს­ცა წიგ­ნი, სა­დაც მი­მო­ი­ხი­ლავ­და აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რას, მო­აწყო თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­ხა­ტუ­ლი მან­და­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა. ეს იყო გა­რე­მოს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნის თა­ვი­დან არ­ი­დე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი.

კარლ გუს­ტავ იუნ­გი თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერ­და, რომ ყრმო­ბის ას­აკ­ში, რო­დე­საც მან­და­ლებს ხა­ტავ­და (უნ­ებ­ლი­ედ), ამ­ით ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­და, შე­ეღ­წია ცენ­ტ­რ­ში - თა­ვის ბუ­ნე­ბა­ში. და ამ­ას წი­ნათ ივ­ა­ნა­უს­კა­ი­ტე­მაც სა­ჯა­როდ გა­ნაცხა­და, რომ მას აღ­არ აინ­ტე­რე­სებს არც ბე­ლეტ­რის­ტი­კა, არც ბო­ჰე­მა და მხო­ლოდ ერ­თი სურს: იც­ხოვ­როს სად­მე ბუ­რი­ა­ტი­ა­ში და არ­ატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით გან­კურ­ნოს ხალ­ხი. სა­კუ­თა­რი შამ­ბა­ლას ამგ­ვა­რი ძი­ე­ბა ნი­შა­ნია პი­როვ­ნე­ბის სიმ­წი­ფი­სა, - მი­სი მზა­ო­ბი­სა, უარ­ყოს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ამ­ა­ო­ე­ბა; ეს არ­ის ლტოლ­ვა ჰარ­მო­ნი­ის­კენ, სიბ­რ­ძ­ნის­კენ, კოს­მო­გო­ნი­უ­რი საზ­რი­სის­კენ, ანუ ყვვე­ლა­ფერ იმ­ის­კენ, რი­სი ბა­ტონ-პატ­რო­ნიც იყვ­ნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სო­ფელს არ გას­ც­დე­ნოდ­ნენ. "სო­ფელ­ში ერთ დღე­საც ვერ გავ­ძ­ლებ", - ამ­ბობ­და ერთხანს ივ­ა­ნა­უს­კა­ი­ტე, - ძირ­ძ­ვე­ლი ქა­ლა­ქე­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი ოჯ­ა­ხი­სა და წი­ნაპ­რე­ბის შვი­ლი. სიმ­შ­ვი­დის ოაზ­ი­სად მის­თ­ვის შამ­ბა­ლა იქ­ცა, რო­მე­ლიც თავ­და­უ­ზო­გა­ვი ძი­ე­ბით მო­ი­პო­ვა.

ჰა­ერ­ში უბ­რა­ლო­ე­ბის მო­ნატ­რე­ბის სუ­ნი ტრი­ა­ლებს, ამ­ი­ტო­მაც მოს­წონს მკითხ­ველს მარ­ტი­ვი, აღ­მო­სავ­ლუ­რი პო­ე­ზი­ის და­რი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ეს­თე­ტი­კა, - წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მი­ე­რად ეკ­ი­დე­ბა ყვე­ლა არსს, გუ­ლის­ყუ­რით აკ­ვირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნიშ­ნებს და კრძალ­ვი­თა და მე­დი­ტა­ცი­ით არ­ის სავ­სე (ნი­ი­ო­ლე მი­ლი­ა­უს­კა­ი­ტეს პო­ე­ზია, ჰენ­რი­კას ჩიგ­რე­უ­სის ნო­ვე­ლის­ტი­კა, ბი­რუ­ტე იონ­უშ­კა­ი­ტეს პრო­ზა). სულ ცო­ტა ხნის წინ, ცნო­ბილ რე­ჟი­სორ ეიმ­უნ­ტას ნეკ­რო­პოსს, "ჰამ­ლე­ტის" დამ­დ­გ­მელს, რო­მე­ლიც მკაც­რი პო­ე­ტი­კის მიმ­დე­ვა­რია, ერთ-ერთ ბო­ლო ინ­ტერ­ვი­უ­ში უნ­ებ­ლი­ედ წა­მოს­ც­და, რომ თა­ვი მო­ა­ბეზ­რა ირ­ო­ნი­ამ და უბ­რა­ლო­ე­ბა მო­ე­ნატ­რა. სა­ყო­ველ­თაო ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო ან­ას­ტას რა­მო­ნა­სის წიგ­ნ­მა - "სიმ­შ­ვი­დის ბორ­ც­ვ­მა", რო­მე­ლიც მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და რომ­ლის სა­თა­უ­რი­დან­ვე - ცალ­კე­უ­ლი ფრა­ზე­ბი­დან, ეს­ე­ში ჩა­დე­ბუ­ლი სიბ­რ­ძ­ნი­დან - სიმ­შ­ვი­დის მკურ­ნა­ვი სიო უბ­ე­რავს. ან­ას­ტას რა­მო­ნა­სი შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ ტრა­დი­ცი­ულ ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დ­ღი­ურ ჭირ­სა თუ ლხინ­ზე წერ­დ­ნენ, მაგ­რამ ამ­ას­თან ერ­თად, იგი უაღ­რე­სად ეკ­ო­ნო­მი­უ­რად იყ­ე­ნებს სიტყ­ვებს; მი­სი ნო­ვა­ტო­რო­ბის სა­ი­დუმ­ლო ლექ­სი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის სიღ­რ­მე­ში დევს და ამ­ი­ტო­მაც უც­ბად არ გხვდე­ბათ თვალ­ში. რა­მო­ნა­სის მოთხ­რო­ბა "წარ­სუ­ლი ზაფხუ­ლის თეთ­რი ღრუბ­ლე­ბი" - წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით, ცო­ტა ბა­ნა­ლუ­რიც კია (ჭვრე­ტა­ში ჩა­ძი­რუ­ლი გმი­რი ძველ ვილ­ნი­უს­ში და­ი­ა­რე­ბა, შე­დის პა­ტარ-პა­ტა­რა კა­ფე­ებ­ში, ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში, ბორ­ც­ვებ­ზე და­ე­ხე­ტე­ბა), ჯერ კი­დევ 1992 წელს აღ­ი­ა­რეს სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბად. მოთხ­რო­ბის აზ­რია თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლის ემ­ა­ნა­ცია, - კა­ცის ყო­ფა, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არ­ის არც იდ­ე­ო­ლო­გი­ის ორ­პირ ქარ­ზე, არც სიმ­დიდ­რე­სა თუ სი­ღა­რი­ბე­ზე, არც პო­ლი­ტი­კურ თუ ად­ა­მი­ა­ნურ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა­ზე და არც კა­რი­ე­რა­ზე. იგი "ფიქ­რობს და იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც უნ­და". ან­ას­ტას რა­მო­ნა­სის პრო­ზას "ში­ნა­გა­ნი ემ­იგ­რა­ცი­ის" პრო­ზას უწ­ო­დებ­დ­ნენ; მის პრო­ზა­ში მე­ტო­ნი­მია მე­ტა­ფო­რას ჯაბ­ნის, ხო­ლო თხრო­ბა არ არ­ის სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლი, არ­ა­მედ შე­სა­ბა­მი­სი და ზუს­ტია. სულ სხვა­ნა­ი­რი, ფსი­ქი­კუ­რი რღვე­ვის ზღვარ­ზე მდგა­რი, გო­ნე­ბა­ა­ფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი გმი­რი გა­მოჰ­ყავს მას "მი­კე­ლე­ში" - თა­ვის მე­ო­რე მოთხ­რო­ბა­ში, რომ­ლის სინ­ტაქ­ს­სა და თვით თხრო­ბის კი­ლოს აშ­კა­რად ეტ­ყო­ბა ბრო­ნი­უს რა­ძი­ვი­უ­ჩუ­სის (მან 90-იან წლებ­ში გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი და სი­ცოცხ­ლე­შიც და სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც, ლიტ­ვე­ლე­ბის კერ­პი იყო) სტი­ლი­სა და თა­ვად მი­სი პი­როვ­ნე­ბის გავ­ლე­ნა. მი­კე­ლე­სი, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბას ვერ ერ­გე­ბა: მი­სი აზ­როვ­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია "არ­ქა­უ­ლი" მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა; იგი სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­შია, ენ­ატ­რე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ავ­თენ­ტი­კა - ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. ან­ას­ტას რა­მო­ნა­სი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ულ ნო­ვე­ლებს წერ­და, გულ­მოდ­გი­ნედ აღ­ად­გენ­და წარ­სუ­ლის ყვე­ლა წვრილ­მანს (მი­სი მრწამ­სი იყო: "ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი ნო­ვე­ლის და­სა­წე­რად არ­ქი­ვებ­ში მთე­ლი წე­ლი უნ­და იმ­უ­შაო") და აღშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ხოლ­მე თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დი­ლე­ტან­ტიზ­მით. მწერ­ლის ამგ­ვა­რი ლტოლ­ვა აღდ­გე­ნი­სად­მი - ტო­ტა­ლუ­რი დეს­ტ­რუქ­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, ჩვენ დრო­ში, ფრი­ად იშ­ვი­ა­თია.

რო­მულ­დას გრა­ნა­უს­კა­სის ესე, "სიტყ­ვის აგ­ო­ნია" - დღე­ვან­დელ გაშ­მა­გე­ბულ სწრფვა­ში ხე­ლა­ღე­ბით გა­ნად­გურ­დეს ყვე­ლა­ფე­რი - ყვე­ლა­ზე სა­შიშ მოვ­ლე­ნად სიტყ­ვის დე­ვალ­ვა­ცი­ას ას­ა­ხე­ლებს. ბიბ­ლი­ა­ზე, ფოლ­კ­ლორ­სა და კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე აღზ­რ­დილ გრა­ნა­უს­კასს ენ­ატ­რე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბა - ჰარ­მო­ნია, რო­მელ­საც სიტყ­ვა აღ­არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი "წი­თე­ლი ტყე­ე­ბი" ად­ას­ტუ­რებს, რომ სე­მან­ტი­კუ­რად და­ყურ­სუ­ლი, ნო­ყი­ე­რი ტექ­ს­ტი არ ძველ­დე­ბა. მეტ­საც ვიტყ­ვი, ეს ტექ­ს­ტი ერთ­გ­ვა­რი სა­ბუ­თია ათწ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ლიტ­ვუ­რი პრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბი­სა. გრა­ნა­უს­კა­სი პრო­ზა­ში არ­ტე­რი­უ­ლი ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის გათხ­რის დი­დოს­ტა­ტია: იგი ცო­ტას წერს, მაგ­რამ მი­სი ყვე­ლა მოთხ­რო­ბა, ამ­ბა­ვი თუ ესე უეჭ­ვე­ლად მკვიდ­რ­დე­ბა დი­დე­ბის კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე. ცო­ტა ხნის წინ გა­მო­ვი­და მი­სი ახ­ა­ლი წიგ­ნი "ცხო­ველ­თა სა­გა­ლო­ბე­ლი". გრა­ნა­უს­კა­სის პრო­ზამ მწვერ­ვალს მი­აღ­წია და ცხა­დია, თა­ვი­სი ან­ტი­პო­დი შვა. ლიტ­ვურ პრო­ზა­ში ურ­ბა­ნის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ახ­ალ­გაზ­რ­და ავ­ტო­რე­ბი თავ­გა­მო­დე­ბით ედ­ა­ვე­ბი­ან ტრა­დი­ცი­ებ­საც და მა­მებ­საც. ნი­ჭი­ერ­მა ნო­ვე­ლის­ტ­მა და კრი­ტი­კოს­მა რე­ნა­ტა შე­რე­ლი­ტემ გა­მოს­ცა მე­ო­რე წიგ­ნი "მა­რის წრე" (პირ­ვე­ლი წიგ­ნი "თევ­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა" 1995 წელს გა­მო­ი­ცა). უღ­იმ­ღა­მო პრო­ვინ­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ძი­მი­ლი ("არ­ა­ფე­რი ხდე­ბა"), მუ­დამ­დ­ღე შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, წრე­ზე სი­ა­რუ­ლი­ვით მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ყო­ფა, ას­ე­თია ამ ნო­ვე­ლე­ბის გმირ­თა სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ბას­რი სტი­ლი­თა და ბრწყინ­ვა­ლე შე­და­რე­ბე­ბით არ­ის გად­მო­ცე­მუ­ლი. ამ ნო­ვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ტი­პი­უ­რი სა­თა­უ­რია: "ან­გე­ლო­ზი კარ­ტო­ფი­ლით სავ­სე ვედ­როს­თან" (ლიტ­ვუ­რი პრო­ზის სა­ფუძ­ველთ-სა­ფუძ­ველს - აგ­რო­კულ­ტუ­რის მი­კერ­ძო­ე­ბულ ყო­ფას - მი­სი მო­ახ­ლე­ღა შე­მორ­ჩა: ალ­კო­ჰო­ლი და ან­გე­ლო­ზის გა­მოცხა­დე­ბა); მე­ო­რე ახ­ალ­ბე­და მწე­რალ­მა - მა­რი­უს ივ­აშ­კი­ა­ვი­ჩუს­მა, რომ­ლის იმ­ე­დიც ლიტ­ვა­ში ბევრს ჰქონ­და, პირ­ვე­ლი ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლის ("რის მაქ­ნი­სია შვი­ლი", 1996) გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ხე­ლი მიჰ­ყო რო­მა­ნის წე­რას, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბიც პე­რი­ო­დულ ჟურ­ნალ­ში ქვეყ­ნ­დე­ბო­და ("ნაწყ­ვე­ტე­ბი მთე­ლი­დან"). უნ­და ითქ­ვას, ამ ნაწყ­ვე­ტებ­ში, თხრო­ბა გა­ცი­ლე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი ჩან­და, ხო­ლო რო­დე­საც "მთე­ლი" რო­მა­ნი გა­მო­ი­ცა ("ამ­ბა­ვი ღრუბ­ლე­ბი­დან") აღ­მოჩ­ნ­და, რომ სიტყ­ვამ­რა­ვა­ლი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა სტა­ტი­კუ­რი თხრო­ბის, ჭარ­ბი და­შიფ­რუ­ლი სიმ­ბო­ლე­ბის, უს­აშ­ვე­ლოდ მო­ნო­ტო­ნუ­რი, თა­ნაც რიტ­მუ­ლი და რა­ღაც­ნა­ი­რი ნაფ­ლე­თი სტი­ლის - ვი­თომ­და "პო­ე­ტუ­რი პრო­ზის" - გა­მო, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მის რო­მან­ში პრო­ზა­უ­ლი ტექ­ს­ტი ლი­რი­კის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს იყ­ე­ნებს და აშ­კა­რად მის ხარ­ჯ­ზე მუქ­თა­ხო­რობს. მ.ივ­აშ­კი­ა­ვი­ჩუ­სი არ­ად აგ­დებს მკითხ­ველს, ამ­ძი­მებს ნა­წარ­მო­ებს მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოთ­ქ­მე­ბით, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ავ­ტო­რის­თ­ვის არ­ის გა­სა­გე­ბი და ამგ­ვა­რად, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სას­წა­უ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, არ მოხ­და.

გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და­რად, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სივ­რ­ცის მო­სა­ძი­ებ­ლად დი­დი­ხა­ნია ქუ­ჩა­ში გა­ვი­და, პრო­ზა­ულ­მა სიტყ­ვა­მაც გა­და­ლა­ხა თა­ვი­სი საზ­ღ­ვა­რი და შუ­კე­ბის­კენ გა­ი­წია. სლენ­გ­მა (ბო­ჰე­მურ­მა, მო­ზარ­დულ­მა), ჟარ­გონ­მა, ლიტ­ვურ-სლა­ვუ­რი ენ­ე­ბის კონ­გ­ლო­მე­რატ­მა, ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბამ, უხ­ეშ­მა სიტყ­ვებ­მა, სა­ლა­პა­რა­კო ენ­ამ თა­ვი­სი სინ­ტაქ­სით ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენ­ის და­ბა­ნილ-და­ვარ­ცხ­ნი­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი ლექ­სი­კა აწ­ე­წა.

ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და სიტყ­ვი­ე­რი მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნ­ა­რი დღეს­დ­ღე­ო­ბით მწერ­ლის "ხა­რის­ხის ნი­შა­ნია" (გა­ვიხ­სე­ნოთ კუნ­ჩი­ნა­სი, ერ­ლიც­კა­სი, კას­პა­რა­ვი­ჩუ­სი, რომ­ლის ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი მოთხ­რო­ბა - "ოთ­ხი და­ი­კოს ბა­ღი", - სწო­რედ დამ­დაბ­ლე­ბუ­რი ფაქ­ტუ­რი­თა და უხ­ე­ში ლექ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც "ხალ­ხ­თა აღ­რე­ვის" ენ­ობ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა).

და­ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა აღვ­ნიშ­ნოთ, რომ ლიტ­ვურ პრო­ზა­ში ფეხს იკ­ი­დებს უფ­რო რთუ­ლი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბაც, რომ­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვა­დაც მწერ­ლე­ბი თხრო­ბის არ­ა­კა­ნო­ნი­კურ ფორ­მებ­სა და უფ­რო და­უნ­დო­ბელ, "და­უ­ბა­ნელ" ლექ­სი­კას ეძ­ი­ე­ბენ. ამ­ი­ე­რი­დან თხზვა ნაკ­ლე­ბად არ­ის შე­მო­საზ­ღ­ვ­რუ­ლი, უარ­ყო­ფი­ლია ტა­ბუ. მე­ო­რე მხრივ, ჟან­რ­თა დი­ფუ­ზია "დღე­მოკ­ლე" მწერ­ლებს უფ­რო შეშ­ვე­ნით, რომ­ლე­ბიც სრულ­ყო­ფას არ მი­ელ­ტ­ვი­ან. ვი­რუ­სი­ვით გავ­რ­ცელ­და ეს­ე­ის­ტი­კა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ან შე­იძ­ლე­ბა დი­დი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ლიტ­ვურ პრო­ზას, რო­მელ­საც ლი­რი­კუ­ლი სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლო­ბის დი­დი ტრა­დი­ცია აქვს, მაგ­რამ არა აქვს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დის­ციპ­ლი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, მა­ინც უნ­და წა­ვა­ხა­ლი­სოთ ნა­ირ­ნა­ი­რი ავ­ან­გარ­დი, რა­თა ლი­ტე­რა­ტუ­რის ძარ­ღ­ვი არ გაწყ­დეს. ახ­ლაც, რო­გორც მუ­დამ, შე­დე­გი პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მწერ­ლის პი­როვ­ნე­ბის მას­შ­ტაბ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­მაშს ჰგავს, მაგ­რამ პრო­ზა ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თო­ბა ას­ე­თი თა­მა­შე­ბით", ამ­ბობს ლუ­დას გუ­ტა­უს­კა­სი.

© “არილი”

No comments: