Saturday, February 16, 2008

ტო­ნი­ნო გუ­ე­რა

­­­­­­სამყარო გუერას მიხედვით

­­­­­

ესაუბრა მალხაზ ხარბე­დია


- ბა­ტო­ნო გუ­ე­რა, თქვენს ერთ ლექ­ს­ში გერ­მა­ნუ­ლი ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებთ და ამ­ბობთ, "ვი­დე­ქი და ვუც­ქერ­დი პე­პე­ლას შეჭ­მის სურ­ვი­ლის გა­რე­შეო". მო­დით, თქვე­ნი პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ცდე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ და­იწყეთ წე­რა?

- ეს და­იწყო ტყვედ ყოფ­ნი­სას, მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა­ნი ერთ დიდ ოთ­ახ­ში ვცხოვ­რობ­დით. ის­ი­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს მთხოვ­დ­ნენ რა­ღაც ამ­ბა­ვი მო­მეთხ­რო და რად­გან არც ფან­ქა­რი მქონ­და და არც ფურ­ცე­ლი, იძ­უ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბო­დი, ზე­პი­რად მცოდ­ნო­და ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც ვყვე­ბო­დი ხოლ­მე. მაგ­რამ ერთხე­ლაც, ძალ­ზე უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და, სა­შო­ბა­ოდ საჭ­მე­ლი არ მო­ი­ტა­ნეს ბა­ნაკ­ში და დამ­შე­ულ­მა ტყვე­ებ­მა მთხო­ვეს მა­კა­რო­ნის კერ­ძი აღ­მე­წე­რა. მეც ნელ-ნე­ლა და­ვიწყე ამ­ა­ზე ლა­პა­რა­კი, შევ­ყე­ვი, სიტყ­ვით მოვ­ხარ­შე ეს ტა­ლი­ა­ტე­ლე­ბი და ბო­ლოს, გემ­რი­ე­ლი, ცხა­რე სო­უ­სით შეკ­მა­ზუ­ლი საჭ­მე­ლი თეფ­შებ­ზე ჩა­მო­ვუ­რი­გე იქ მყოფთ; ზოგ­მა ყვე­ლი­ა­ნი მა­კა­რო­ნი მო­ინ­დო­მა, ბევ­რ­მა კი "რე­პე­ტეც" მო­ითხო­ვა...

- თქვენ ერთ-ერ­თი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი ეზ­რა პა­უნდს მი­უძღ­ვე­ნით, ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ და უც­ნა­ურ პო­ეტს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ად­ა­მი­ა­ნი­სად­მი, იგი დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და იტ­ა­ლი­ა­ში და თქვე­ნი თა­ო­ბის ად­ა­მი­ა­ნებს, შე­საძ­ლოა მი­სი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი რა­დი­ო­გა­მოს­ვ­ლე­ბიც ახ­სოვ­დეს.

- მარ­თ­ლაც, ეზ­რა პა­უნ­დი ამ სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი უდ­ი­დე­სი პო­ე­ტია. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რი­მი­ნე­ლი დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბის, მა­ლა­ტეს­ტე­ბის ოჯ­ა­ხით, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი პრინც სი­გიზ­მუნ­დო მა­ლა­ტეს­ტა­თი. არ­ა­და, მა­ლა­ტეს­ტე­ბი წარ­მო­შო­ბით პე­ნა­ბი­ლი­დან იყვ­ნენ, იმ სოფ­ლი­დან, სა­დაც ახ­ლა მე ვცხოვ­რობ. ბო­ლო დროს ძა­ლი­ან ბევრს ვკითხუ­ლობ პა­უნდს, ამ შე­სა­ნიშ­ნავ პო­ეტს, რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ვთარ­გ­მ­ნე კი­დეც.

- რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის უთქ­ვამს, ფე­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ის­ე­ვე ჟღერს, რო­გორც, ვთქვათ, ზე­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბაო. მის­თ­ვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო სამ­ყა­რო ფე­ლი­ნის გა­რე­შე, ის­ე­ვე, რო­გორც შე­უძ­ლე­ბე­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ იგი ზე­თის, ან ვთქვათ, პუ­რის გა­რე­შე. მე მინ­და თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი გა­იხ­სე­ნოთ, ის ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ვინც აღ­არ არ­ი­ან ცოცხა­ლი...

- ფე­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩემ­თ­ვის ვე­ე­ბერ­თე­ლა და­ნაკ­ლი­სია, ესაა ტო­ტა­ლუ­რი მო­ნატ­რე­ბა. მი­სი წას­ვ­ლით არ­ამ­ხო­ლოდ ჩე­მი ფან­ტა­ზია შემ­ცირ­და, არ­ა­მედ სამ­ყა­რო­საც მო­აკ­ლ­და ფან­ტა­ზია. თით­ქოს აღ­ა­რა­ვინ დარ­ჩა ის­ე­თი, ვინც ბავ­შ­ვუ­რი თვა­ლე­ბით შე­ხე­დავ­და ქვე­ყა­ნას. მას­ტ­რო­ი­ა­ნის­თან ერ­თად სით­ბო და სიტ­კ­ბო­ე­ბა გაქ­რა. ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­ა­მი­ა­ნი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლი, საყ­ვა­რე­ლი, მა­მა და ბა­ბუა. კარ­გი სმა-ჭა­მის მოყ­ვა­რუ­ლი. ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე ჩემ­თან, მშობ­ლი­ურ სანტ-არ­ქან­ჯე­ლო­ში, რომ ჩვე­ნე­ბუ­რი, სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ტა­ლი­ა­ტე­ლე­ბი ეჭ­ა­მა; გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­და სპა­გე­ტი და ლო­ბიო.

- თქვენ ერთხელ თქვით, რომ არ გიყ­ვართ, რო­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი ტუ­რის­ტად გრძნობს თავს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის წი­ნა­შე. და სა­ერ­თო­დაც, თქვე­ნი აზ­რით, ევ­რო­პუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი კულ­ტუ­რა სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­და ილ­უს­ტ­რა­ტი­უ­ლო­ბას...

- ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზა­ნი არ­ას­დ­როს ყო­ფი­ლა რა­ი­მე დი­დი, გი­გან­ტუ­რი ძეგ­ლე­ბის მო­ხილ­ვა, ეს სი­დი­ა­დე მე, რო­გორც წე­სი, არ მხიბ­ლავს (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, ნოტ­რ­და­მი იქ­ნე­ბა ეს, თუ ეგ­ვიპ­ტუ­რი პი­რა­მი­დე­ბი). რაც უფ­რო დი­დია ეს ძეგ­ლი, მით უფ­რო ვშორ­დე­ბი მას. გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა ის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ამა თუ იმ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს ჩე­მი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩე­მი სიმ­პა­თია სჭირ­დე­ბა. და ბო­ლო დროს, სულ უფ­რო ხში­რად ვე­ძებ ის­ეთ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს, ად­გილს ან სუ­ლაც სა­განს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, ჩემს არ­სე­ბას მა­პოვ­ნი­ნებს. გუ­შინ ვი­ყა­ვით სად­ღაც შორს, მო­ნას­ტერ­ში, არ მახ­სოვს, რა ჰქვია...

- ბე­თა­ნია?

- ბე­თა­ნია... ბე­თა­ნია... სა­ო­ცა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე იქ, იმ ად­გი­ლებ­ში, და მივ­ხ­ვ­დი, რომ ას­ეთ ღა­რიბ, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე ად­გი­ლებ­ში უფ­რო ად­ვი­ლია და ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვ­დილ­ზე ფიქ­რი.

- რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, თქვენ და­ვიწყე­ბუ­ლი, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ჯი­შის ხე­ე­ბის ბა­ღი გა­ა­შე­ნეთ პე­ნა­ბი­ლი­ში.

- ჰო, და­ვიწყე­ბუ­ლი, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ხი­ლის ბა­ღი გა­ვა­შე­ნე, ჩე­მი­ვე ხე­ლით მოვ­ხა­ტე იქ­ა­უ­რო­ბა, შად­რევ­ნე­ბი და ა.შ. ად­რე თქვენ­თა­ნაც მინ­დო­და იგ­ი­ვე გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მა­შინ, მახ­სოვს, მო­ვაგ­რო­ვე ეს ჯი­შე­ბი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, რომ ამ­ას აზ­რი არ ჰქონ­და, რად­გა­ნაც თქვე­ნე­ბუ­რი ხი­ლი ის­ე­თი­ვეა, რო­გო­რიც დი­დი ხნის წინ იყო, იგი ის­ე­თი­ვე ძვე­ლია.

© “არილი”

No comments: