სისულელეების ლაპარაკზე დროს არ ვხარჯავო, გავიცანი თუ არა მაშინვე ეს თქვა. ყოველშემთხვევაში იმ საღამოს მიწისქვეშა გადასასვლელიდან პირდაპირ მამაჩემის ორ სართულიან აპარტამენტებში რომ მივიჩქაროდით, მასთან ლაპარაკისას მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. მე მაკლერი ვიყავი იმ დროს, ეხლაც ჩვეულებრივი ტიპი ვარ, ალბათ შვილი თუ ოდესმე მეყოლება, სტანდარტულ ბიოგრაფიაში დაწერს - მამა: მოსამსახურე, და თუ დედა ეყოლება, ისიც სავარაუდოდ ასე ჩაიწერება - დედა: დიასახლისი. რაში მაინტერესებს ახლა ჩემი შვილის ბიოგრაფია, სულ ფეხებზე არ მკიდია? მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც დღემდე მიაჩნია რომ დავალებულია ჩემგან, რაკიღა თვითმკვლელობა გადავაფიქრებინე, მთხოვა ნათელი მომეფინა კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი უკანასკნელი ყველაზე უცნაური მოვლენისთვის, რომელმაც ათასობით ადამიანი დატოვა ზოგი ცხვირის, ზოგი თვალის, ზოგი ხელის, ზოგიც სასქესო ორგანოს გარეშე. ეს იყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი, უცნაური და ამოუხსნელი კატასტროფა, რომელიც დღემდე ვერ აუხსნიათ ფართო მასებისთვის, ის კი არა, ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც პიკეტირებენ უცხვიროდ, უხელოდ, უთვალოდ და ვინ მოთვლის კიდევ სხეულის რომელი ნაწილის გარეშე დარჩენილი ადამიანები. ეგ კი არა, რომელიღაც ქვეყანაში რევოლუციაც მოუწყეს მთავრობას გინდა თუ არა პლასტიკური ოპერაციის ფული დაგვირიგეთო. ბოდიშს გიხდით თუ ოდნავ არეულად ვლაპარაკობ, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ პირველად ხდება ნაწერში რაღაცის დალაგებით მოყოლა რომ გადავწყვიტე.
მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ძალიან მთვრალი, დაღლილი და გასაცოდავებული, ერთ ჩემნაირს გადავაწყდი მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელმაც ჯვარედინი შარდვისას გამიმხილა სახლი არ მაქვსო. სად მქონდა ტვინი, ჰოდა წავიყვანე სახლში, ჩემთან. კიდევ კარგი მამაჩემს არასოდეს შეპარვია ჩემს ორიენტაციაში ეჭვი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, დილით ოთახში ნაბახუსევი, თმაგაბურძგნული და არც თუ ისე სასიამოვნო სუნის მქონე მამაკაცი რომ დაინახა. მოკლედ, მეორე დღესაც ჩემთან დავტოვე, ისე მქვიაო მითხრა, ზრდილობის გამო ვკითხე, თორემ რა ტრაკში შავ ქვად ვიჩრიდი მაგის სახელს. ჰოდა საღამოს კიდევ დასალევად რომ ჩავსხედით, ატყდა მე ღმერთი ვარო. ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. არადა არ უნდა ყოფილიყო ძალიან მთვრალი, მაგრამ რას გაიგებ, ზოგს ერთი ჭიქა ჰყოფნის, ზოგს ერთი ბოთლიც არა. ვიფიქრე სუსტი პარტნიორი შემხვდა-მეთქი, მაგრამ დაეჭვება რომ შემატყო, მითხრა: აი ნახე, მე იმდენად შემაწუხა თქვენმა წუწუნმა გადავწყვიტე დილიდან ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, სხეულის ნებისმიერი ნაწილი უმტკივნეულოდ და ძალიან მარტივად მოიხსნას და მის ნაცვლად სხვა დაიყენოს, ანდა სულაც ითხოვოს მეგობრისგან როგორც ტანსაცმელი. რატომღაც, ამდენი ხანია ადამიანებს თავი ჩემზე ჭკვიანი ჰგონიათ, ჰოდა აჰა, ვაძლევ იმას, რაც უნდათ, იქნებ მაშინ მაინც სცენ პატივი ჩემს გადაწყვეტილებებსო. მე არ შევიმჩნიე, ეხლა მთვრალი კაცი რას არ იტყვის, არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა უგონოდ რომ დავმთვრალვარ და მაგალითად, ბანკეტზე ისტორიის 84 წლის მასწავლებელს სიყვარულიც ავუხსენი, მკერდის ზომაც შევუქე და აბაზანაშიც ვუპირებდი წაყვანას, მაგრამ ვიღაც მადლიანმა კლასელმა, თავზე ბოთლი გადამამტვრია და გადავრჩით, მეც და ჩემი ისტორიის მასწავლებელიც. მოკლედ რაც არ უნდა უცნაურად მომჩვენებოდა ეს ამბავი, და რისთვისაც არ უნდა დამებრალებინა, ფაქტი იყო, რომ დილით ერთი ჩემი მეგობარი მომადგა და სიამაყით მიჩვენა თავისი ახალი ცხვირი.
მართლა ვამბობ, არაფერი მიფიქრია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემს უცნობ სტუმარს აღარასოდეს გაუმეორებია ღმერთი ვარო, სმაც აკრძალა და ვიყავით ასე, მარიხუანას ვაბოლებდით შიგადაშიგ. მოკლედ ვუსაქმურობდით. კუთვნილი შვებულების გამოყენების არც თუ ისე სახარბიელო ვარიანტი იყო, მაგრამ ასე მოხდა და სიმართლე ვთქვა მსიამოვნებდა კიდეც ჩემს ოთახში უცნობ კაცთან ერთად ჯდომა და შიგადაშიგ ცხვირ, თვალ, ხელ და ფეხ გამოცვლილი ხალხის ყურება. სამყარო შეიშალა, ერთ დილით ლანა ამომადგა, ნახე ჟანას ლურჯი თვალები ვეთხოვეო. ჩემმა მეორე მეგობარმა ვიღაცისგან პენისი ითხოვა. მოკლედ გადარეული დარბოდა ხალხი, მეც ვცადე ერთხელ, გამოვტყდები და ცხვირი მოვიხსენი, მაინტერესებდა რა შეგრძნება იყო, საერთოდ უმტკივნეულო იყო, დაახლოვებით ისეთი, დიდი ხნის ხმარების შემდეგ ბეჭედს რომ წაიძრობ ხელიდან. მოკლედ ფაქტი იყო და აღარაფერი ეშველებოდა, ყველაფრის მოხსნა და დაყენება შეგეძლო სხეულზე ისე, როგორც გინდოდა. სამი დღის შემდეგ ხმა გავარდა, მეორადი ორგანოების ბაზრობა გაიხსნაო. გაჭირვებულ ხალხს ეშველა, მიდიოდნენ და აბარებდნენ ცხვირს, თითს, თვალს, ყველაზე ძვირად მამაკაცის დიდი სასქესო ორგანოები ფასობდა თურმე. ჩემი გაჭირვებული მეზობლების ერთმა ხუთკაციანმა ოჯახმა ორი ხელი დაიტოვა ხუთ კაცზე, დანარჩენი კი გაყიდა. ორი ხელიც გვყოფნისო, მიმტკიცებდა რობერტა ძია. ერთ დილით ჯორჯიც ამომადგა და თითები მათხოვეო მთხოვა. ვიღაც ტრაკშიპეროგარჭმულ გოგოს ხვდებოდა თურმე და იმას კიდე გართულება ჰქონია ლამაზ თითებზე. ერთადერთი რამ მება ლამაზი – თითები იყო, აბა მაგას როგორ ვათხოვებდი, მგონი საშვილიშვილოდ ვაწყენინე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ვერანაირად ჩავებმებოდი ამ სიგიჟეში.
და მაინც, ყველაზე ძალიან ტატო შემეცოდა. ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. საკუთარი მაღალრეიტინგული პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ჰქონდა და ამბობდნენ, კარგი ხელი აქვსო. ერთ დღეს ეს ყველასგან დაფასებული და წარმატებული ქირურგი ამომადგა, ხელში საკუთარ ყურს ათამაშებდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა. დავიღუპე, რაღა მეშველება, ხალხი ისე იცვლის ორგანოებს, რაღა საჭირო ვარო მე. გადავწყვიტე თავი უნდა მოვიკლა, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებასო. საცოდავი შესახედავი იყო. არც მენახა ასეთ მდგომარეობაში. ის კი არა, მაშინაც არ ყოფილა ასეთი საცოდავი, თავის ცოლს რომელიღაც დანასისხლად გადაკიდებულ კოლეგა ქირურგთან რომ შეასწრო, რომელიღაც კონფერენციიდან მოულოდნელად ნაადრევად ჩამოსულმა. მე და ჩემმა ახალმა მეგობარმა ძვლივს გადავაფიქრებინეთ. გარდა ამისა, იმ ყოჩაღმა, ვისზეც სამართლიანად ვფიქრობდი ამ ყველაფრის თავი და თავი უნდა ყოფილიყო, რჩევებიც მისცა, ერთი კვირა მოიცადე, რაც შეიძლება მეტი ორგანო იყიდე და ცოტა ხანში ათასჯერ მეტად წარმატებული იქნები, ვიდრე აქამდე იყავიო. მოკლედ, რატომღაც დაგვიჯერა, შეიძლება იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ ეხალისებოდა თავისი გაძაღლებული ცხოვრების დათმობა. ყური თავის ადგილას დაიყენა და თვალის ტრიალს მოჰყვა თითებში, ისე წავიდა. მოკლედ, ერთი კვირა გაგრძელდა სადღაც ეს სიგიჟე და ბოლოს იმ მართლა ღმერთს თუ ღმერთობის კანდიდატს მობეზრდა ეს ყველაფერი და ჰაშიშისგან გაგუდულმა მითხრა, ხვალ ამ ყველაფერს დავამთავრებ და წავალო.
გული არ დამწყვეტია, დილით მართლა ამომადგა ატირებული ჟანა, ლანას ჩემი ლურჯი თვალები ვათხოვე ერთი კვირის წინ და ვეღარ იხსნის რო დამიბრუნოსო. ერთი ჩემი მეგობარი გახარებული მიყვებოდა როგორ ითხოვა ვიღაცისგან 22 სანტიმეტრიანი პენისი და როგორ ვეღარ უბრუნებდა. სამაგიეროდ ქალაქში გაჩნდა უცხვირო, უთვალო, უხელო, უფეხო ადამიანების არმია, ზოგსაც აშკარად სხვისი ჰქონდა ყველაფერი. ერთი კაცი შემხვდა, საერთოდაც ზანგის ხელები ეყენა. დილით ის ჩემი ახალი მეგობარი საწოლში ვეღარ ვიპოვე, ბარათი დაეტოვებინა. ნამდვილად პირადი იყო და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მის შინაარსს, მაგრამ ხელმოწერის ნაცვლად ეწერა: ”მარად შენი ღმერთი”. ასე იყო ეს ამბავი. მეორადი ორგანოების ბაზრობა დაიხურა, ტატო კი იმაზე ბევრად მდიდარი იყო, ვიდრე უწინ. მე კვლავ ძველი საქმიანობა განვაგრძე და ძალიან მსიამოვნებდა, როცა ჩემი ახურებული უფროსის ორ განახევრებულ ძუძუს ვუყურებდი. დისთვის უთხოვებია და შერჩა ასე. სამი ზომით პატარები. მართალია უფრო გაანჩხლებული იყო, მაგრამ მე მაინც კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან იმით მაინც ვაჯობე, ყველაფერი საკუთარი რომ მება.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:
Post a Comment